თავისუფალი სვეტი

„მაუწყებელი“ მიზნად ისახავს საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკური დღის წესრიგის მიერ უგულებელყოფილი საკითხების წინ წამოწევას და გთავაზობთ ანალიტიკურ სტატიებს.

free-column-cover

ვაუჩერი, კრიზისი და ვალი:

ავტორები: ილია ჭანტურია და საბა ქერქაძე

შესავალი

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კრიზისშია. ამას მოწმობს როგორც უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში არსებული განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ხარისხი და უმაღლეს განათლებაზე  ხელმისაწვდომობის დაბალი დონე სტუდენტებისთვის, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული ახალი კამპანია განათლების რეფორმის სახელით, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სასკოლო ისე საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემის ძირეულ ცვლილებას.

მოცემულ სტატიაში მხოლოდ უმაღლესი განათლების სისტემას ვეხებით. ვცდილობთ ავხსნათ თუ როგორ მოვედით ამ მოცემულობამდე; რა გზა გაიარა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემამ დღემდე; რა სახის ეკონომიკურმა ბაზისმა და ცვლილებებმა შეუწყო ხელი მის მსგავს მდგომარეობამდე მიყვანას; როგორ ჩამოყალიბდა განათლება და კვლევითი საქმიანობა ახალ ეკონომიკურ დღის წესრიგში; როგორ შეიცვალა თავად სტუდენტის როლი შრომით და ეკონომიკურ ურთიერთობებში; როგორ აღიქვამს სტუდენტს არსებული ეკონომიკური სისტემა და განათლების პოლიტიკა და რაც მთავარია, მართლაც ძირეულ ცვლილებებს გვპირდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნის პროცესში მყოფი ახალი განათლების რეფორმა.

როგორც მარქსი წერდა (Marx, 1977), ეკონომიკური ბაზისის ცვლილება, ადრე თუ გვიან ზედნაშენის სრულ ცვლილებასაც გამოიწვევს. ჩვენთვის უმაღლეს განათლების სისტემაში არსებული პრობლემებზე და გამოწვევებზე პასუხები სწორედ ეკონომიკურ ურთიერთობებში იმალება, სწორედ ამიტომაც, პირველ თავში განვიხილავთ „ქართული ოცნების“ მოსვლამდე გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს და ამ ეკონომიკური რეფორმების იდეოლოგიურ მახასიათებლებს.

რადგან არსებული განათლების სისტემის მოდელი 2005 წლის რეფორმაზე დაფუძნდა, მეორე თავში შევეცდებით ვისაუბროთ ამ რეფორმის მთავარ მახასიათებლებზე და მის მთავარ მამოძრავებელზე, უმაღლესი განათლების „ვაუჩერულ“ დაფინანსების სისტემაზე.

მესამე თავი კი სრულად მოიცავს სტუდენტის მშრომელად ქცევის პროცესს, მის პროლეტარიზაციას (მისი არაკლასიკური გაგებით). ამ თავში ვეცდებით ვუპასუხოთ კითხვებს, თუ როგორ მოქმედებს შრომის, საცხოვრებლის და სხვა პირველადი საჭიროებების საკითხი სტუდენტის როლზე არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებში.

მეოთხე თავში კი სტატიის მთავარ საკითხზე, უმაღლესი განათლების მომავალ რეფორმაზე ვსაუბრობთ. არსებული გარემოებებისა და მმართველი პარტიის იდეოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით, ვვარაუდობთ თუ რეალურად რა სახე შეიძლება მიიღოს მომავალმა განათლების რეფორმამ და რა გავლენა შეიძლება იქონიოს როგორც სწავლებისა და კვლევის პროცესზე, ისე სტუდენტების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

1. „ვარდების რევოლუციის“ პოლიტეკონომია და იდეოლოგიური მახასიათებლები

„კაპიტალის“ პირველ ტომში მარქსი (1954) განიხილავს საქონლის კაპიტალად გარდაქმნის პროცესს ფეოდალიზმიდან კაპიტალისტური წარმოების წესზე გადასვლის პერიოდში. ამ პროცესის საილუსტრაციოდ ის ბრიტანეთის მაგალითს მოიხმობს. კაპიტალისტური წარმოების გაბატონებამდე გასაქონლება აუცილებელია. შრომა, ფული, მიწა, ანუ ბუნებრივი რესურსები საქონლად უნდა იქცეს, საქონელი კი – კაპიტალად. მარქსი ამ პროცესს პრიმიტიულ (პირვანდელ) დაგროვებას უწოდებს და მას კაპიტალისტური სისტემის წარმომქმნელ პროცესად განიხილავს. ამ ტრანზიციისთვის საჭიროა, რომ მწარმოებლები დაშორდნენ თავიანთ წარმოების საშუალებებს. ამის შედეგად კი ჩნდება ორი დაპირისპირებული კლასი: აღმავლობის გზაზე მდგარი კაპიტალისტური ბურჟუაზია და მუშები, რომლებმაც საკუთარი სამუშაო ძალა უნდა გაყიდონ.

ეს პროცესი წარმოშობს როგორც გასაქონლების (კომოდიფიკაციის), ასევე მწარმოებლის შრომისგან გაუცხოების ფენომენს, რაც უმთავრესად მუშის წარმოების საშუალებებისგან დისტანცირებით  არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ მარქსი (1954) პრიმიტიულ დაგროვებას კაპიტალისტური წარმოების რეჟიმის ფორმირების ისტორიულ პროცესად განიხილავს, ის არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში და ეპოქებში ამ პროცესს ალტერნატიული ფორმები ჰქონდეს. სწორედ ამ აზრზე დაყრდნობით როზა ლუქსემბურგი (1963) ამტკიცებს, რომ პირვანდელი დაგროვება არ შემოიფარგლება მხოლოდ კაპიტალიზმამდელი პერიოდით, არამედ ის გრძელდება როგორც უწყვეტი პროცესი უკვე ჩამოყალიბებულ კაპიტალისტურ სისტემებში, კაპიტალის დაგროვებასთან ერთად.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კაპიტალისტური ეკონომიკა მყარდება, რომლის ამოსავალი წერტილი სწორედ პრიმიტიული დაგროვებაა. დასავლურ კონტექსტში პრიმიტიული აკუმულაციის დაწყება ემთხვევა ფეოდალიზმიდან კაპიტალისტურ სისტემაზე გადასვლას, ინდუსტრიულ რევოლუციას, ასევე ის გრძელდება კეთილდღეობის სახელმწიფოს მექანიზმების დემონტაჟით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო ჩამოყალიბებული. ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს პროცესი განხორციელდა „შოკური თერაპიის“  ფორმით, რაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას. დევიდ ჰარვის (Harvey, D. 2003) მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლამ საშუალება მისცა დასავლურ ძალებს, გადაეჭრათ ზედმეტი კაპიტალის დაგროვების პრობლემები. შედეგად, „შოკური თერაპიის“ გატარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხორციელდებოდა დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციების ან ნეოლიბერალი ეკონომისტების მეშვეობით. საქართველოს შემთხვევაში „შოკ თერაპია“ რამდენადაც არის თანმდევი სახელმწიფო გადატრიალებისა და ომის, იმდენად თავადაც არის მიზეზი ერთ-ერთი უდიდესი კატაკლიზმის, ქვეყნის სრული უმრავლესობის უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩენის და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავების.

სწორედ კაპიტალის დაგროვებისა და განვრცობის ამ ლოგიკას უნდა გავყვეთ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური წარმოების წესის ცვლილებაზე. მთავრობები იცვლებიან, ეკონომიკური სისტემა კი უცვლელი რჩება.

2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოსული ხელისუფლება, წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ პრიმიტიული დაგროვების პროცესს აგრძელებს და ის უფრო რადიკალურ რელსებზე გადაჰყავს. ახალი ხელისუფლება ამ პროცესს „სახელმწიფოს შემცირებას“ უწოდებს (Jones,  2013). მათი ხედვა ნათელია; ისინი მხარს უჭერენ საბაზრო ეკონომიკის სამებას: დერეგულაციას, პრივატიზაციას და ბაზრის ლიბერალიზაციას, რომელიც „ვაშინგტონის კონსენსუსის“ სახელით ჯერ რუსეთში იკიდებს ფეხს, შემდეგ კი იქ დამანგრეველი შედეგების შემდეგ საქართველოშიც ვრცელდება.

როგორც ენგელსი (1935) აღნიშნავს, კაპიტალისტურ წარმოებას არ შეუძლია სტაბილური იყოს, ის ან უნდა გაიზარდოს და გაფართოვდეს ან უნდა მოკვდეს. ბენდუქიძე-სააკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებული პროცესი უნდა განავრცოს, რაც კი დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში, იქნება ეს ბუნებრივი რესურსები თუ საწარმოები, საავადმყოფოები თუ ლაბორატორიები, კულტურული თუ საუნივერსიტეტო-კვლევითი დაწესებულებები კერძო პირის ხელში უნდა აღმოჩნდეს.

ვინ არიან ეს კერძო პირები?

პირველ რიგში ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილი პირველი თაობის ქართული ბურჟუაზიაა, რომელიც საბჭოთა კავშირში დაგროვილ კოლექტიურ სიმდიდრეს ისაკუთრებს, არა ნეოლიბერალი თეორეტიკოსების მიერ აღწერილი კონკურენტუნარიანობითა და გამჭვირვალობით (რომელიც პრაქტიკულად არასდროს არ ახასიათებდა კაპიტალის დაგროვების პროცესს), არამედ პირდაპირი ძარცვითა და მისაკუთრებით (grabification).

მეორე მხრივ სააკაშვილის პერიოდში ფართოდ იხსნება კარი ინვესტორებისთვის. ინვესტორის უალტერნატივო განდიდება სწორედ ამ პერიოდში აღწევს თავის მაქსიმალურ ნიშნულს და ეს ქართულ ბაზარზეც აისახება. საქართველო, ქვეყანა, რომელიც მსოფლიო სისტემაში პერიფერიულ სახელმწიფოთა რიგებს განეკუთვნება, იდეალური სავაჭრო სივრცე ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, მისი იაფი მუშა ხელით, დასუსტებული და თითქმის ნულამდე დაყვანილი შრომის დაცვის მექანიზმებით, გასაყიდად გამოტანილი ბუნებრივი რესურსებით და საწარმოებით იაფ ფასში.

სამთავრობო ელიტას სურს ქვეყანა საბჭოთა ეკონომიკური სისტემიდან, თავისუფალ ბაზარზე გადასვლის ყველაზე წარჩინებულ მაგალითად აქციოს, მაგრამ  „თავისუფალი ბაზრის“ იდეა, თავის პრაქტიკულ განხორციელებაში ყოველთვის მოიაზრებს სახელმწიფოს ინტერვენციებს. როგორც პოლანი წერდა (Polanyi, 2001) მოცემულ ეკონომიკურ სისტემას მართლაც რომ ეარსება გარე ჩარევის გარეშე, ის მართლაც დაიმსახურებდა „თვითრეგულირებადი“ სისტემის სახელის წოდებას, თუმცა საქმე ისაა, რომ როგორც გლობალურად, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდშიც, ქვეყნის ეკონომიკაში მონოპოლისტური ბაზრები იქმნება, რომლის მთავარი დამცველიც თავად სახელმწიფოა, საკუთარი ეკონომიკური, რეპრესიული, თუ იდეოლოგიური პოლიტიკით. არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას თავისი შედეგები მალევე მოსდევს, ნაციონალური მოძრაობის პერიოდში იზრდება უთანასწორობის, სიღარიბისა და უმუშევრობის დონე.

კაპიტალისტური ეკონომიკური წესი მოიცავს საზოგადოებრივი არსებობისა და ურთიერთობის იმ ფორმებს, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. ამიტომაც თანასწორობის პრინციპის მოწინააღმდეგე აზრი ყოველთვის მოიშველიებს იმ ძირითად პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ არგუმენტს, რომელსაც ნეოლიბერალური პერსპექტივა აწარმოებს. ეს არის ძალაუფლების ფორმა, რასაც საქართველოში ლიბერალური კაპიტალიზმი განვითარების ადრეულ ეტაპზე იყენებს. იქმნება საზოგადოებაზე დომინაციის ნეოლიბერალური პრაქტიკები, რაც მიზნად ისახავს თანასწორობის პრინციპზე თავდასხმასა და სოციალური დაცვის მექანიზმების სრულ განადგურებას, რადგან ეს დანახულია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი დანახარჯი და ბიზნესისთვის – დანაკლისი.

ბუნებრივია, კერძო საკუთრების ინტერესების გაბატონებასთან ერთად ვხედავთ, თუ როგორ იცვლება პრიორიტეტები საზოგადოდან კერძოს სასარგებლოდ. სოლიდარობას ანაცვლებს კონკურენცია, სახელმწიფოს შექმნილ სამუშაო ადგილებს – ბიზნესის შექმნილი სამუშაო ადგილები, საყოველთაო ჯანდაცვას – მოგებაზე ორიენტირებული საავადმყოფოები და ა.შ.

აღნიშნული ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტისთვის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის განათლების სისტემა. მისი ნეოლიბერალიზაცია გარდაუვალი ხდება იმ კერძო ინტერესის ეკონომიკური ურთიერთობისთვის, რომელიც ასხვისებს სახელმწიფოს ქონებას. კერძო პირებს ან კორპორაციებს მართვასა და მოხმარებაში გადასცემს სხვადასხვა სოციალური სტაბილურობისთვის აუცილებელ ინსტიტუტებს. ძირითადი ამოსავალი წერტილი ისტორიული პროგრესისთვის მოიაზრებს კონკურენციას, კერძო საკუთრებას, აღიარებს მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურ ინტერესს, შესაბამისად საჯარო სერვისების მოსპობას ემხრობა და  ეწინააღმდეგება სიმდიდრის გადანაწილების პრინციპს, რა თქმა უნდა, მხოლოდ სოციალურად დაწინაურებული კლასის სასარგებლოდ.

სწორედ ამიტომ, აგრესიული ნეოლიბერალური რეფორმები  ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში განათლების სისტემაზეც ვრცელდება, შემდგომ მას აქვს გარკვეული შეფერხება ფორმალურ დონეზე, ეს დაკავშირებულია პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებასთან, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში განათლების სისტემა ისევ დაუბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაწყებულ უმაღლესი განათლების ნეოლიბერალიზაციის პროცესს, უფრო სწორად რომ ვთქვათ, დღეს კაპიტალისტური ეკონომიკური პრინციპი კიდევ უფრო დიდი მასშტაბით შეეცდება განათლების კომერციალიზაციას და მოგების პრინციპზე დაქვემდებარებას. ეს იმ პირობებში, როცა კაპიტალისტური ინტერესების გადალაგება ხდება, მაგრამ ხელისუფლება უარს არ ამბობს ნეოლიბერალიზმზე.

ნეოლიბერალური მეთოდი არამარტო უმაღლესი განათლების ზოგადი პოლიტიკის ან აკადემიური ცხოვრების მართვის მიზანსა და დინამიკას ცვლის, არამედ ადგენს იდეოლოგიურ შინაარს, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს იმ ეკონომიკურ და სოციალურ მოწყობასთან, რომელშიც არსებობს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ეს იდეოლოგიური შინაარსი მრავალფეროვანია, მოიცავს ცოდნის, ადამიანის, საზოგადოების, სამყაროს მოწყობის შესახებ დამოკიდებულებებს და ის იდეოლოგიური უნივერსალიზმი, რასაც ნეოლიბერალიზმი ქადაგებს მერიტოკრატიის ფორმით, გასულ საუკუნეში სცენაზე გამოდის სლოგანით: „ არ არსებობს სხვა ალტერნატივა“.  ამ ალტერნატივის  არ არსებობა გამოიხატება ცოდნის წარმოებისა და გაცემის პროცესში. რაც მთავარია, ის იარაღია კაპიტალიზმისთვის თავიდან აირიდოს ისეთი ტიპის დემოკრატიული საზოგადოებები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მდიდრების კლასობრივ ინტერესთან. ის აწარმოებს სამყაროს ერთგანზომილებიან სურათს და კლასობრივ დაპირისპირებას თუ უთანასწორობას – ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ დომინაციას ღარიბებზე – ბუნებრივი კანონზომიერების ნაწილად წარმოაჩენს.

პირველ რიგში, საბაზრო საგანმანათლებლო სისტემა ნეოლიბერალური პოლიტიკური მხარდაჭერით საუნივერსიტეტო ცხოვრებაში იჭრება, როგორც ცოდნის წარმოებისა და ამ პროცესში მისი შინაარსის განმსაზღვრელი სუბიექტი. მისი გამაძლიერებელი იდეოლოგიური შინაარსი მერიტოკრატიული აზროვნებაა, რომელიც დგას რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე, რაც კაპიტალისტური ეკონომიკური ურთიერთობებისა და მასზე აღმართული პოლიტიკური ძალაუფლების ფორმაში გვხვდება. ეს არის ინდივიდუალიზმი და კონკურენცია. აღნიშნული პრინციპებით არის განპირობებული აკადემიური ცხოვრება.

აკადემიური სივრცე „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმის შედეგად გახდა ინდივიდუალიზმისა და კონკურენციის მხარდამჭერი, სადაც ცოდნა კლასობრივია, როგორც მისი მოპოვების, ასევე მიზნების მიხედვით. ვხედავთ, რომ თანასწორობის, ეკონომიკური სამართლიანობის, სიმდიდრის გადანაწილების პრინციპები ქრება ლიბერალური კაპიტალიზმის დაკვეთით საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მაგრამ დომინირებს კერძო საკუთრების დამცველი აზრი. ლეგიტიმაცია ენიჭება ექსპლუატაციას, სიღარიბეს, უთანასწორობას. წარმოებული მეცნიერული აზრი არ ეძებს ისეთი ტიპის დემოკრატიული საზოგადოების შექმნის საფუძვლებს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ძალაუფლების მქონე  პოლიტიკურ და ეკონომიკურ კლასთან.

ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიური ინსტრუმენტები მუდმივად ავრცელებენ აზრს, რომ სტუდენტებს შორის არსებობს კონკურენცია. ამ კონკურენციას სტუდენტებს ბავშვობიდან აჩვევენ, რაც მოიცავს ეროვნული გამოცდების სისტემას, საგრანტო ბაზებს, უნივერსიტეტში სასტიპენდიო პოლიტიკას და ა.შ მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალგაზრდა აწყდება მისივე თანატოლთან დაპირისპირებას, რაც წარმატების მითით არის განპირობებული. ამიტომ მუდმივად ვაჭრობ შენი მომავლით, ამის პირობებს კი განკერძოებული საჯარო სიკეთეები განაპირობებს.

წარმატებისა და თანაბარი შესაძლებლობების მითი ვრცელდება იმ სოციალურ და პოლიტიკურ აზრთან ერთად, რომელიც მეტყველებს ინდივიდუალიზმის ენით. შენ არ გაქვს არანაირი სოციალური გარანტია, მუდმივად ხარ ფიზიკური გადარჩენის პროცესში და უკეთესი ცხოვრება უკავშირდება შენს კერძო წარმატებას, რომელიც მოგანიჭებს გარკვეულ კლასობრივ პრივილეგიებს. ამიტომაც სწავლებისა და ცოდნის მიღების პროცესი დაკავშირებულია სამომავლო წარმატებასთან და ამიტომ განათლებაში ინვესტირება ხდება მისივე სამომავლო მოგების მიზნით.

ნებისმიერი იდეოლოგიური ინსტრუმენტი ემსახურება ამა თუ იმ ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების ლეგიტიმაციას, არსებულ უთანასწორო გარემოსთან შეგუებასა და წესრიგის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას. განათლების სისტემაც ფუნქციონირებს შესაბამისი იდეოლოგიური ლოგიკით, მეტიც, როგორც გამოჩნდა, ის თავად ქმნის წესრიგთან თავსებად იდეოლოგიურ შინაარს თუ პრაქტიკებს.

2. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი განათლების რეფორმიდან

ნაომი კლაინი (Klein, 2007) თავის წიგნში „შოკის დოქტრინა“ საუბრობს 2005 წლის მოვლენებზე, როდესაც ნიუ ორლეანს თავს ქარიშხალი „კატრინა“ დაატყდა. შტორმის შედეგად ნიუ ორლეანში სახლები განადგურდა და მასთან ერთად საჯარო სკოლებიც მიწასთან გასწორდა. კლაინი იხსენებს, რომ იმდროინდელი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში სკოლების რეკონსტრუქციის საკითხში ითვალისწინებს ცნობილი საბაზრო ეკონომისტის და „შოკ თერაპიის“ მამის – მილტონ ფრიდმანის რჩევას. ფრიდმანმა ბუშს ურჩია, რომ ნაცვლად საჯარო სკოლების აღდგენისა და რეაბილიტაციისა, მას ახალი კერძო სკოლები უნდა გაეხსნა ქალაქში, სადაც მოსწავლეების განათლების გადასახადზე ვაუჩერი დაწესდებოდა სახელმწიფოსგან. მსგავსი სისტემა სახელმწიფოს დაფინანსებას შეამცირებდა და ის სრულად გახდებოდა დამოკიდებული მოსწავლეების რაოდენობაზე – მოთხოვნაზე. ფრიდმანისთვის საჯარო სკოლები სოციალიზმთან ასოცირდებოდა, მისთვის სახელმწიფოს როლი შემოიფარგლებოდა საგარეო საფრთხისგან დაცვით, პოლიციისა და არმიის გაძლიერებით, ხოლო განათლების სისტემა კი მისი აზრით, საბაზრო ეკონომიკას უნდა ჩაჰბარებოდა. „ვაუჩერული“ დაფინანსების სისტემამ და საჯარო სკოლების არარსებობამ მოსახლეობა  სიღარიბის ზღვარზე მიიყვანა. როგორც კლაინი იხსენებს, ქარიშხალ „კატრინამდე“ ნიუ ორლეანში სულ 123 საჯარო სკოლა იყო, მის შემდეგ კი მხოლოდ 4 დარჩა. სამაგიეროდ გაიზარდა კერძო სკოლების რაოდენობა. ჩამოიშალა მასწავლებელთა პროფკავშირი და 4700-მა მასწავლებელმა სამსახური დაკარგა. მათი მცირე ნაწილი ხელახლა აიყვანეს სამუშაოდ ახალგახსნილმა კერძო სკოლებმა, მაგრამ შემცირებული ხელფასით. დარჩენილმა ნაწილმა კი სრულად დაკარგა სამსახური.

ფრიდმანის ხედვას განათლების სისტემაზე ბუშზე ადრე ჩილეში სახელმწიფო გადატრიალებით მოსული ნეოლიბერალი დიქტატორი, აუგუსტო პინოჩეტი მიყვება, რომელიც სკოლებში მსგავს ვაუჩერულ სისტემას აყალიბებს (Valenzuela, Bellei, & de los Ríos, 2013) და უნივერსიტეტებში კი სრულად აუქმებს სახელმწიფო დაფინანსებას, რის შედეგადაც უნივერსიტეტებს უწევთ გადასახადის დაწესება (Guzmán-Concha, 2017).

2005 წელს საქართველოში ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლება უმაღლეს სასწავლებლებში „ვაუჩერული“ დაფინანსების სისტემას აწესებს. მილტონ ფრიდმანის წარუმატებელი ექსპერიმენტი ხელახლა იბადება საქართველოს უმაღლეს განათლების სისტემაში ანტი-კორუფციულობისა და ანტი-საბჭოთა მიდგომის სახელით. საჯარო უნივერსიტეტებს უწყდებათ სახელმწიფოს მხრიდან ბაზისური დაფინანსება, სტუდენტების მცირე ნაწილი კი ეროვნული გამოცდების შემდეგ გრანტს იღებს, რითაც მას შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერით უფინანასედება განათლება კერძო თუ საჯარო უნივერსიტეტში. სახელმწიფო მხოლოდ უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის დამფინანსებლად რჩება, დანარჩენი ხარჯები სტუდენტებისგან შემოსულ გადასახადზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების უმრავლესობა გრანტის გარეშე სწავლობს უნივერსიტეტებში, რის გამოც მათ თავად უწევთ განათლების გადასახადის დაფარვა, რომელიც დღეს – 2250 ლარს შეადგენს.

„ვაუჩერული“ დაფინანსების სისტემის დანერგვას თავისი შედეგებიც მოჰყვება. საჯარო უნივერსიტეტების ბიუჯეტები სრულად ხდება დამოკიდებული მოთხოვნა-მიწოდების პრინციპზე, მოთხოვნა კი უმეტესად ბაზარზე მოთხოვნად დისციპლინებზე ჩნდება. რის შედეგადაც, მათ მეტი შემოსავალი შესდით, ვიდრე იმ დარგებს, რომლებიც საბაზრო ლოგიკას სცდება. ისინი განწირული რჩებიან მუდმივი კრიზისისთვის.

საჯარო უნივერსიტეტებში ბიუჯეტური დანაკლისის აღმოსაფხვრელად, ახალ-ახალი ბაზარზე ორიენტირებული საგნები ჩნდება, თუნდაც ისეთებიც, რომელთა ადგილიც აკადემიურ სივრცეში შეიძლება არც იყოს. მაგალითად, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი ამ პერიოდში ხსნის ახალ კურსებს ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით, რომელი დარგებიც სრულად უცხოა მისი აკადემიური ტრადიციისთვის. როგორც ტონი ჰარლანდი (Harland, 2009) წერს განათლების ნეოლიბერალურ რეფორმაზე, ამ დროს საზღვარი საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს შორის ირღვევა, საჯარო უნივერსიტეტები მსახურები ხდებიან ბიზნესისა და საბაზრო ეკონომიკის. სხვანაირად რომ ვთქვათ, საჯარო უნივერსიტეტები კერძო უნივერსიტეტების მახასიათებლებს ირგებენ, იმისთვის, რომ ფინანსები მოიპოვონ. მაგრამ კრიზისი კვლევითი საქმიანობის, არასაბაზრო დარგებისა და განათლების ხარისხის უცვლელი რჩება დღემდე.

ნეოლიბერალური პრინციპები კვლევით ინსტიტუტებზეც ვრცელდება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ვაუჩერული დაფინანსების სისტემამ უარყოფითად იმოქმედა უნივერსიტეტებში კვლევისა და სწავლების ინტეგრაციაზე. უნივერსიტეტებს მინიმალური დაფინანსება უჩნდებათ კვლევითი საქმიანობებისთვის და ძირითადად ეყრდნობიან საგრანტო დაფინანსებას უცხოეთიდან.

ვაუჩერული დაფინანსების წესის დანერგვა არამხოლოდ საჯარო უნივერსიტეტების საბიუჯეტო მდგომარეობას ცვლის, არამედ – სტუდენტების მიდგომასაც განათლებისადმი. ახალი საგადასახადო სისტემის დანერგვით სახელმწიფო ნეოლიბერალურ ცნობიერებას ამკვიდრებს აკადემიაში. სტუდენტი საუნივერსიტეტო  სწავლებას უყურებს არა როგორც საგანმანათლებლო პროცესს, არამედ მოტივირებული ხდება შედეგზე, დიპლომის და ხარისხის მოპოვებაზე, მისთვის განათლება აღიქმება როგორც ერთი ინვესტიცია, რომელმაც მომავალში ფინანსების უკან დაბრუნება უნდა გამოიწვიოს (Kodelja, 2022). სტუდენტს ექმნება ილუზია, რომ ის ავტონომიური სუბიექტია ამ სისტემაში, თითქოს ის თავადვე განკარგავს მისსავე ბედს, თავად მის პასუხისმგებლობაზე გადადის მიიღებს უმაღლეს განათლებას თუ არა.

ერთ-ერთი მახასიათებელი უმაღლესი სასწავლებლების „ვაუჩერული“ დაფინანსების წესის დანერგვის შემდეგ მასიფიკაცია ხდება. თუმცა ამ შემთხვევაში მასიფიკაცია არ მოიცავს განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და სწორედ ამ მიზეზით სტუდენტების რაოდენობის მატებას. აქ მასიფიკაცია უნივერსიტეტების მხრიდან სტუდენტების მიღების წესის გამარტივებას მოიაზრებს. რადგანაც უნივერსიტეტის ბიუჯეტის შემოსავლის უდიდესი ნაწილი სტუდენტებისგანაა, უნივერსიტეტები მოტივირებული ხდებიან რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღონ ფაკულტეტებზე, თუმცა მთავარია, სტუდენტი გადასახადის გადამხდელი იყოს. სხვა შემთხვევაში მას სწავლების შეჩერება მოუწევს. რაც მეტი სტუდენტი ეყოლება უნივერსიტეტს, მით მეტი ფინანსებიც შემოვა ბიუჯეტში, ამიტომაც მისი პრაქტიკა ასე მუშაობს, თუკი სტუდენტი გადასახადს იხდის მისთვის კარი ღიაა, თუკი მას ამის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს – მკაცრად დარაზული.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ უმაღლეს განათლებაში „ვაუჩერიზაციის“ შედეგები მალევე მიიღო და მალევე მოუწია მისით გამოწვეულ კრიზისზე ეპასუხა, თუმცა ეს უკანასკნელი უშედეგო გამოდგა. საქმე ისაა, რომ „ვაუჩერული“ დაფინანსების წესის დანერგვის შემდეგ ფაკულტეტებზე ფინანსების უთანასწორო გადანაწილება დაიწყო. როგორც უკვე ვახსენეთ, ივსებოდა იმ ფაკულტეტების ბიუჯეტი, რომლებშიც მოქცეული იყო ბაზარზე მოთხოვნადი საგნები, ეს უთანასწორობა პროფესორების და ლექტორ-მასწავლებლების ხელფასებზეც იყო ასახული. მაგალითად ფაკულტეტებს სადაც იყო ბიზნესი, ეკონომიკა, ან იურიუდიუილი პროგრამები თუ სხვა, ბევრად მეტი შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე ფაკულტეტებს სადაც უმეტესად თეორიულ თუ პრაქტიკულ დისციპლინებს მოეყარათ თავი. ამის საპასუხოდ მთავრობამ ფაკულტეტების გაერთიანება და შემცირება გადაწყვიტა. ერთის მხრივ ამან პროტესტი გამოიწვია, პროფესორების ნაწილს მიაჩნდა, რომ ეს სახელის შელახვა იყო მათი დისციპლინების[1], რეალურად კი ამ ცვლილების მიზეზი სწორედ ბიუჯეტის უთანასწორო გადანაწილება იყო. მთავრობამ უნივერსიტეტს შესთავაზა, რომ ფაკულტეტები გაეერთიანებინა იმისთვის, რომ აწ უკვე გამსხვილებულ ფაკულტეტზე საბაზრო პროგრამებს, მათ ფაკულტეტზე არსებული არასაბაზრო, ნაკლებად მოთხოვნადი პროგრამებისთვის ფინანსები გადაენაწილებინათ. ფაკულტეტს შიგნით ფინანასების შიდა გადანაწილების მოცემულმა სისტემამ ვერ იმუშავა.

3. სტუდენტი – კონსუმერი თუ მშრომელი?

მთელი ეს პერიოდი, საბჭოთა კავშირის დაშლიდან,  (ნაციონალური მოძრაობის რეფორმებით გაგრძელებული) – დღემდე, განათლების – გასაყიდ საქონლად და სტუდენტების კონსუმერებად ქცევის მცდელობის პერიოდია. უმაღლესი განათლების სისტემის მარკეტიზაციის პერიოდი, სადაც უნივერსიტეტები სტუდენტებს როგორც რიგით ფინანასების შემომტანებად აღიქვამენ და ახალ იაფ მუშახელად, მათი პარტნიორი კომპანიებისთვის. მსგავსი კონსუმერული მიდგომა კი სხვა შედეგებსაც იწვევს. როგორც ბაუმანი (Bauman,  2007) აღნიშნავს, კონსუმერიზმი არსებითად უარყოფს ერთგულებას. ამას ვხედავთ არა მხოლოდ სტუდენტებში არამედ, განსაკუთრებით პროფესორებში, რომელთა კავშირი უნივერსიტეტთან აშკარად შემცირებულია, რაც პირველ რიგში არასაკმარისი ხელფასებით არის განპირობებული. ლექტორები იძულებულნი არიან, დამატებითი შემოსავლის საძიებლად სხვა სამუშაოები ეძიონ, თუმცა ეს არ უნდა იყოს ერთადერთი მიზეზი. ამ პრობლემის ფესვები ბაუმანის მიერ აღწერილ მომხმარებლურ დინამიკებში უნდა ვეძებოთ. შვარცმანი (Schwartzman, 2013) აღნიშნავს, რომ როდესაც განათლება ფინანსურ ტრანზაქციამდე დადის, მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთობა პროდუქტის შეძენისთანავე წყდება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ფინანსური სისტემა ძირითადად სტუდენტთა გადასახადებზეა დამოკიდებული, კურსდამთავრებულებსა და უნივერსიტეტს შორის კავშირი ხშირად გაწყვეტილია, რასაც ხელს უწყობს ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის დაბალი ხელფასებიც. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოში სტუდენეტები კონსუმერებად ვერ იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ უნივერსიტეტებში კონსუმერული ურთიერთობები ხვდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც პროგრამებს ძირითადად ბაზრის მოთხოვნადობიდან გამომდინარე ირჩევენ, რიგ შემთხვევებში ვალსაც კი იღებენ მის საყიდად და მაქსიმალურად ნაკლები წნეხით ცდილობენ მაღალი ქულებისა და ხარისხის მოპოვებას, მათი მიზნები შეუძლებელია კონსუმერულად ჩაითვალოს, ვერც მათი კლასობრივი და მატერიალური მდგომარეობა უქმნის მათ რიგითი კონსუმერის ჩამოყალიბების პირობებს. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ სტუდენტები უმეტესად დაბალი ფენის მშრომელები არიან, რომლებისთვისაც განათლება არა ფუფუნების საგანი, არამედ ერთ ერთი აუცილებელი საჭიროებაა. მათივე მცდელობებიც მარტივი დატვირთვით გაიარონ საგნები, გამომდინარეობს მათი გადატვირთული სამუშაო დღიდან, მშრომელ სტუდენეტებს ნაკლები დრო რჩებათ სწავლისთვის და სხვა აქტივობებისთვისაც. ხოლო დიპლომის მოპოვება კი, თუკი ნაწილისთვის პრესტიჟის მომტანია, რაც ცალსახად შეგვიძლია კონსუმერის ლოგიკას დავუკავშიროთ, რიგ შემთხვევებში ის შრომით ბაზარზე მოხვედრის ერთ-ერთი გარანტიაცაა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად გარეგანი მახასიათებლისა, ქართველი სტუდენტისგან (განსაკუთრებით თუკი იგი საჯარო უნივერსიტეტში სწავლობს) კონსუმერის ხატს ვერ შევქმნით.

როგორც დავინახეთ, განათლების სისტემის ნეოლიბერალიზაცია მას, პირველ რიგში, ეკონომიკის ქვესექტორად განიხილავს, რომელიც ცოდნის მიღების, წარმოების თუ გაზიარების საშუალებებს უქვემდებარებს კონკურენციას და ქმნის კლასობრივ ოპოზიციებს. განათლება, როგორც პრივატიზებული საქონელი მოექცა ყიდვისა და გაყიდვის დამოკიდებულების ქვეშ და მეცნიერულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა მუშების ოჯახებიდან წამოსული სტუდენტებისთვის საკუთარი სამუშაო ძალის გაყიდვის ან ვალის გარეშე შეუძლებელი გახდა. ამის მიზეზი იმ ეკონომიკურ ურთიერთობებში უნდა დავინახოთ, რომელიც სტუდენტს განიხილავს, არა როგორც განათლების მაძიებელს არამედ მყიდველს. ეს მოცემულობა სტუდენტის კლასობრივ მდგომარეობას განსაზღვრავს, არა მხოლოდ მისი წარმომავლობის მიხედვით, მისი ოჯახის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, არამედ საკუთარი შრომის მიყიდვით კერძო ბიზნესისთვის. საქართველოში განათლების სისტემა დაქირავებულ, კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებასთან ერთად სტუდენტს ხდის დაქირავებულ მუშახელად, რომელთა ღირებულებაც განისაზღვრება კაპიტალისთვის მოგების მიწოდებაში.

სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, სტუდენტი სწავლის პერიოდში კვალიფიცირდება მშრომელად, მაგრამ არა მუშათა კლასის გაფართოებული დეფინიციით, რომელიც მოიაზრებს უმუშევარს ან სამუშაო ძალის გამყიდველი ოჯახის წევრობას, არამედ როგორც აქტიურ სამუშაო ძალას.

რეალურად, ნეოლიბერალურ განათლების სისტემაში, რომელიც შესაძლებელია იყოს ლიბერალური ან ავტორიტარული პრაქტიკებით (ამ ეტაპზე მას არ განვასხვავებთ) სამუშაო ძალის შიდა მიგრაცია, სწორედ სტუდენტების გავლით ხდება. რეგიონიდან მიგრირებული სტუდენტი, კაპიტალის ინტერესით ტოვებს სახლს. ვინაიდან ქალაქს მუდმივად სჭირდება მშრომელთ რაზმების განახლება საკუთარი მოგების გასაზრდელად და მშრომელებში კონკურენციის შესანარჩუნებლად. ამ ტენდენციას პრეკარული შრომის ურთიერთობა განსაზღვრავს. ეს ეკონომიკური განვითარება სერვისისა და ტურისტული სექტორის მთავარ დასაქმების ადგილად გადაქცევა საჭიროებს პრეკარულ სამუშო ძალას. პრეკარული სამუშაო ურთიერთობა მოიაზრებს არასტაბილურ გარემოს, მოკლევადიან კონტრაქტებს, დაბალს ხელფასებს, სოციალური გარანტიებს არ არსებობას. სტუდენტი სტუდენტობის პერიოდში პროლეტარიზირდება იმგვარად, რომ შეთავაზებული შრომის გარეშე ვერ იარსებებს.

ნეოლიბერალური რეფორმის შედეგად უმაღლეს განათლებაში დანერგილი უნივერსიტეტების დაფინანსების ვაუჩერული წესი არ მოიაზრებს და ყურადღებას არ აქცევს სწავლის პროცესში სოციალური გარემოს მნიშვნელობას. დაფინანსების ეს წესი არ მოიცავს საცხოვრებელს, ყოველთვიურ სტიპენდიასა და სტუდენტის კულტურული აქტივობის შესაძლებლობებს.

სტუდენტობის შრომის გარდაუვალობის აზრი არის იდეოლოგიური ხედვა, ახალგაზრდის ისეთი ტიპის შრომის გარემოში ჩართვის, რომელიც ემსახურება კაპიტალისთვის მოგების გაფართოებას. კაპიტალის ინტერესები მოითხოვს იაფ და პოლიტიკურად პასიურ სამუშაო ძალას, ამისათვის ინდივიდუალიზებული, საცხოვრებლის, სტიპენდიისა და უფასო განათლების არ მქონე, ვალებით დატვირთული სტუდენტი მისაღები საექსპლუატაციო სამუშაო ძალაა, რომელსაც უნივერსიტეტი და ბიზნესი ერთნაირად გაძარცვავს.

ნეოლიბერალური საგანმანათლებლო სისტემის სახეც სწორედ ეს არის. სახელმწიფო ნაკლებად პასუხისმგებელი ხდება სტუდენტების უნივერსიტეტის გარეთ მიმდინარე საქმიანობაზე.

სტუდენტი – როგორც მყიდველი – მიდის უნივერსიტეტში, რომლის განათლების საფასურიც მისივე ხარჯით გადახდილია, მას უნივერსიტეტში ხვდებიან ლექტორ-მასწავლებლები, ხშირ შემთხვევაში იაფი და არასტაბილური დასაქმებულები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სტუდენტისთვის განათლების გადაცემაზე, რადგან ლოგიკურია, სტუდენტმა უნდა მიიღოს ის, რაც იყიდა. თავის მხრივ საგაკვეთილო პროცესიც მიდის ისე, როგორც საქონლის გაცემა და მიღება, ხშირ შემთხვევაში მასში არანაირი კრიტიკული დისკუსია, თუ მეცნიერული კვლევა არ წარმოებს, შეგვიძლია ამ პროცესს დავარქვათ ანტი-პედაგოგიკა, ან „ბაზარზე ორიენტირებული გაუნათლებლობის პედაგოგიკა“ („pedagogy of marketdriven illiteracy“) როგორც ამას ამერიკელი განათლების მკვლევარი, ჰენრი ჟირუ უწოდებს (Giroux, 2014), როდესაც სწავლების პროცესი დგას მოთხოვნა-მიწოდების პრინციპზე, და არა ურთიერთწინააღმდეგობაზე, და ამ ურთიერთწინააღმდეგობიდან ახალი აზრის წარმოებაზე. განათლების მექანიკურად გადაცემის შემდეგ, ის ტოვებს უნივერსიტეტს, რის შემდეგაც მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

არსებული დაფინანსების ტიპს და ზოგადად განათლების პოლიტიკას საქართველოში უჭირს დაინახოს უნივერსიტეტში არსებული პრობლემები და ამასთან ერთად ბრმა არის სტუდენტების უნივერსიტეტის გარე საქმიანობაზე.

სინამდვილეში ჩვენს მიერ ნახსენებ სტუდენტს კაპიტალისტური სისტემა სხვა სახის რუტინულ ჯაჭვს სთავაზობს. ის რამდენადაც იხდის განათლების გადასახადს, მას სჭირდება საცხოვრებელი, რომელიც უნდა იქირაოს ბაზარზე, სადაც ფასები ბოლო წლებში რეკორდულ ნიშნულს აღწევს, უნდა მიიღოს საკვები, რომლის ხარისხიც ხშირად მისივე ჯანმრთელობაზე მოქმედებს, უნდა ჰქონდეს დრო გამოძინებისთვის, ენერგიის აღდგენისთვის, რეკრეაციისთვის, საშინაო სწავლებისთვის, რომელიც თითქმის სრულებით არ აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი სტუდენტი ამ ყველაფერთან ერთად მშრომელიცაა, და შრომობს რისთვის? (აქ დაწყებულ ჯაჭვს ვუბრუნდებით) შრომობს იმისთვის, რომ დაფაროს განათლების გადასახადი, გადაიხადოს ბინის ქირა და იყიდოს საკვები თუ სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტი. ეს არის ის რეალური ჯაჭვი, რომლის დანახვაც არსებულ განათლების პოლიტიკას არ სურს, უფრო სწორად თვალებს იბრმავებს.

4. ახალი რეფორმის პერსპექტივა

„ქართული ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე იდეოლოგიურად მოსწორებული და საბაზრო ლოგიკას ჩაჭიდებული საგანმანათლებლო სისტემა ხვდება. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მათგან არანაირი ძირეული რეფორმა არ განხორციელებულა. მეტიც მისი კომერციალიზაცია კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერილია. სწორედ ამიტომ აღნიშნული რეფორმას აუცილებლად უნდა დაუდგეს კრიზისული პერიოდი, რასაც ამ წლების განმავლობაში ვხედავთ.

ოცნებას ძირითადად რეფორმის შემდგომი პრობლემებთან გამკლავება უწევს, რაც დაკავშირებულია უნივერსიტეტების დაფინანსებასთან, ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობასთან, არასაბაზრო აკადემიური მიმართულებების პრობლემების აღმოფხვრასთან და ა.შ. ამის ერთ-ერთი მაგალითი მათი მმართველობის პერიოდის პირველ წლებში უფასო ფაკულტეტების შემოღებაა, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ბაზარზე ნაკლებად მოთხოვნად, თეორიულ თუ პრაქტიკულ მეცნიერებებთან, რისი საჭიროებაც აქტუალურია შესაბამისი ეკონომიკური გეგმის პირობებში. ჰუმანიტარული თუ ტექნიკური მეცნიერებების სახელმწიფო დონაციით არსებობს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში მათი გაუქმება გარდაუვალი იქნებოდა. ეს გვაჩვენებს, რომ უნივერსიტეტების ფუნქციონირებას ტოტალურად განსაზღვრავს მისი დაფინანსების პოლიტიკა, ხოლო ვაუჩერული წესი აუქმებს ისეთ მიმართულებებს, რომელსაც ბაზარი არ მოითხოვს. პირველი კრიზისი რაც ოცნებას შეუქმნა ვაუჩერული დაფინანსების წესმა სახელმწიფო სუბსიდიით გახდა დასარეგულირებელი.

არსებული ნაბიჯი რომ შევადაროთ, დაფინანსების წესის ცვლილებას და სახელმწიფოსგან ბაზისური დაფინანსების შემოღებას, ლოგიკურია, ამ უკანასკნელს ბევრად მეტი თანხა დაჭირდება ბიუჯეტიდან. ამიტომ „ქართული ოცნება“ უფასო პროგრამების შექმნით მოკლე-ვადიანად, დროებით ცდილობს გაღრმავებული კრიზისის ნაკლები ფინანსებით გადავადებას, თუმცა რამდენადაც უცვლელია ბაზისური სისტემა, იმდენად არსებული კრიზისი მომავალში გაღრმავებას არ გამორიცხავს, რადგან ვაუჩერული დაფინანსების წესის მიზანი მხოლოდ ის კი არ არის უნივერსიტეტები სრულად მიჯაჭვული გახადოს ბაზრის მოთხოვნებზე, არამედ ამასთან ერთად ამოძირკვოს და გააქროს ის დისციპლინები, რომლებიც ბაზრის ინტერესების კონკურენციაში ვერ დაწინაურდებიან. აქედან გამომდინარე ის ვერ მოახერხებს დროებითი ცვლილებებით, არსებული დაფინანსების ტიპის შინაარსი შეცვალოს. შემდეგი პასუხი „ვაუჩერული“ დაფინანსების სისტემის შედეგად გაჩენილ კრიზისზე საჯარო უნივერსიტეტებში კერძო კომპანიებთან კავშირების ზრდაა.

როგორც უკვე ვახსენეთ კვლევითი და სასწავლო პროცესების ინტეგრაცია შეუძლებელი ხდება არსებული დაფინანსების ტიპის პირობებში. რადგან უნივერსიტეტი მხოლოდ სტუდენტების შემოსავლით მარაგდება, და სწორედ ამ ბიუჯეტიდან უწევს როგორც სწავლების ისე კვლევის დაფინანსება, მწირი რესურსების გამო სამეცნიერო კვლევები მეორეხარისხოვან ადგილზე რჩება. კვლევისთვის ფინანსების მოსაპოვებლად კი ახალი კარი იხსნება დასავლური ფონდების სახით. თუ არ ჩავთვლით ერთადერთ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისთვის გათვლილ შოთა რუსთაველის ფონდს, სამეცნიერო საქმიანობა უმეტესად დასავლურ ფონდებზე ხდება ორიენტირებული. დასავლურ ფონდებს, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. მათ დაფინანსების საზღვრები ძირითადად შემოიფარგლება კვლევებით, რომელმაც ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს ლიბერალიზმი, როგორც მისი ეკონომიკური ასევე კულტურული მხარე, და არა მხოლოდ ეჭვქვეშ არ დააყენოს, ხშირ შემთხვევაში მის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა მკაცრად უნდა შექმნან ლიბერალურად ინდოქტრინირებული სივრცე, რომელმაც ლიბერალიზმი უალტერნატივო გზად უნდა წარმოაჩინოს. თუმცა მიუხედავად ამისა, მსგავს სივრცეშიც კი რჩება მცირედი ნაპრალები და ადგილები, სადაც მეცნიერული აზრი იწარმოება. რამდენადაც უცხოეთიდან შემოსული გრანტები ხმარდება ლიბერალიზმის განმტკიცებას საქართველოში, ის ამასთან თითქმის ერთადერთ წყაროდ რჩება მკვლევრებისთვის, რომლის მცირედი ნაწილი ცდილობს ამ თანხის გამოყენებით საჭირო ლიტერატურის თარგმნას, სოციალურად აუცილებელი კვლევების ჩატარებას. მოკლედ, რომ ვთქვათ დასავლური გრანტები ხდება უმთავრესი გზა მეცნიერებისთვის. თუმცა ჯერ „აგენტების“ კანონი და შემდეგ კი მისი სახელცვლილი „ფარას კანონი“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო უკვე სრულად შეუშლის ხელს დასავლური გრანტები შემოსვლას საქართველოში. გამოდის, რომ ისედაც სრულ კრიზისში მყოფი მეცნიერება კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს სრული კოლაფსისკენ. ამ შემთხვევაში კი „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე არჩევანი რჩება, მან ან სრულად განადგურებისთვის უნდა გაწიროს მეცნიერული საქმიანობა, რომელიც სრულად, რა თქმა უნდა არ აწყობს; ან ადგილობრივ კერძო სექტორს უნდა გაუხსნას გზა მეცნიერების დაფინანსებისთვის, (რომელიც თავისთავად საკუთარი ინტერესების მიხედვით განკარგავს მეცნიერულ კვლევებს, მისი იდეოლოგიური და ეკონომიკური დომინაციისთვის); ან მთავრობა იძულებული უნდა გახდეს სახელმწიფო ფინანსები გაზარდოს კვლევითი საქმიანობისთვის; ან კონტროლი ჰქონდეს, თუმცა გრანტების სახით ფულის შემოდინების პროცესი არ შეაჩეროს.

თუკი დავაკვირდებით ქართულ ბაზარს, მას ნაკლები მოთხოვნა აქვს მეცნიერულ ცოდნაზე. ეს ორი მიზეზით არის განპირობებული. პირველი მიზეზი არის ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო სულ რამდენიმე წელიწადში დეინდუსტრიალიზებულ სახელმწიფოდ იქცა. ეს მოხდა როგორც კავშირების გაწყვეტით სხვა ინდუსტრიულ ქალაქებთან, მაგრამ უმეტესად მისი მთავარი მიზეზი სწორედ სწრაფი პრივატიზაციის ტალღა იყო, რომელმაც რიგ შემთხვევებში საწარმოები სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო წარმოებაში კი არ გადაიყვანა, არამედ რიგი საწარმოები სრულიად მოშალა და გააქრო, ნაწილ ნაწილ გაყიდა. დეინდუსტრიალიზაციას მოყვა ინდუსტრიული საზოგადოების, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო სისტემების მოშლაც. თუკი საბჭოთა ინდუსტრიული სისტემა მუდმივად მოითხოვდა საბუნებისმეტყველო დარგების პროფესიონალებს და ასევე სოციალური მეცნიერებებს სწორედ არსებული ინდუსტრიული საზოგადოების თუ გლობალური გამოწვევების საკვლევად, დღევანდელი დეინდუსტრიალიზებულ ქვეყანაში მასზე მოთხოვნა ნაკლებია, ზემოთ უკვე ნახსენები მიზეზის გამო, საქართველოში რიგი დარგების ინდუსტრიები სრულად გამქრალია და არც სოციალური კვლევების ინტერესი არსებობს. მაგრამ რა ბედი ეწია დარჩენილ საწარმოებს და ინდუსტრიებს? ამ კითხვას შემდეგ მიზეზთან მივყავართ. საქმე ისაა, რომ დარჩენილ საწარმოების ინტერესებიც ნაკლებად ხდება სამეცნიერო ცოდნის არსებობა წარმოებით პროცესებში. ქართული ინდუსტრიული, სამთო თუ სამშენებლო ბაზრის მახასიათებელი ასეთია, ის ყველაზე ნაკლებ დროში, ყველაზე ნაკლები დანახარჯით ცდილობს ბევრად მეტი მოგების მიღებას. თუკი ევროპულ ქვეყნებში მსგავს კაპიტალისტურ ინტერესებს სახელმწიფო რეგულაციები ეღობება წინ, საქართველოში და სხვა პოსტ-საბჭოთა პერიფერიულ ქვეყნებში კაპიტალიზმის სახე მსგავსია, დერეგულირებული და სრულად თავისუფალი. ამიტომაც ლოგიკურია, რომ მსგავსი სახის კაპიტალს მეცნიერული, გრძელვადიანი კვლევა არ სჭირდება, მეტიც, მეცნიერული ხედვა რიგ შემთხვევებში მათი მარტივი მოგების პრინციპის წინააღმდეგაც იმუშავებს, მათი წარმოების შედეგად გაჩენილი ეკოლოგიური თუ სოციალური კატასტროფების აღმოსაფხვრელად.

განათლების რეფორმის კომისია, ორ ძირითად პრობლემას გამოყოფს, რომელსაც თვისობრივი გარდაქმნა სჭირდება. ეს არის ინფრასტრუქტურა და უნივერსიტეტების დაფინანსების წესი. რა თქმა უნდა, რეფორმას ზედაპირზე მიყვება თუნდაც საკადრო გადალაგება, შედარებით ლიბერალური განწყობების პროფესორების ნაცვლად, კონსერვატორული შეხედულებების აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა, მათ შორის შესაძლებელია ვნახოთ კადრების გათავისუფლება უნივერსიტეტებიდან, მაგრამ ამ პროცესის დანახვა, როგორც პოლიტიკური რეპრესიები სახელმწიფოს მხრიდან რეალურ მიზეზების გადაფარვა იქნება. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ეცდება აკადემიური და საზოგადოებრივი წინააღმდეგობა სწორედ საკადრო პოლიტიკასთან მიმართებაში შეხვდეს. ამიტომაც ფოკუსი აკადემიური პერსონალის დათხოვნების მიღმა უნდა მივმართოთ.  ვინაიდან ამ რეფორმამ უნდა განსაზღვროს უმაღლესი განათლების ფუნქციონირების სამოძრაო მიმართულება. ეს პირველ რიგში იქნება უნივერსიტეტების დაფინანსების პრობლემის მოგვარება.

მანამ სანამ საკითხს დეტალურად განვიხილავდეთ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს რეფორმა იქნება უმაღლესი განათლების ნეოლიბერალიზმის ახალი ტალღა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს საბაზრო კონკურენციის პირობებში ჩართული და ემსახურებოდეს კერძო საკუთრების, კონკურენციისა და მოგების ფუნდამენტურ პრინციპებს. ძირითადი ცვლილებები სწორედ ნეოლიბერალური პრინციპების გაძლიერებას უნდა მოემსახუროს.

უნივერსიტეტის ვაუჩერული დაფინანსების წესი კრიზისშია, რომელიც ვერ უპასუხებს უმაღლესი განათლების ფინანსურ საჭიროებებს. „ნაციონალური მოძრაობის“ განათლების რეფორმის შემდეგ უნივერსიტეტების ბიუჯეტი სტუდენტების სწავლის გადასახადის აკრეფით ივსება, რამაც სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის კრედიტორისა და მევალის წინააღმდეგობა გააჩინა. წლების განმავლობაში სტუდენტებს უნივერსიტეტის ვალი უგროვდებათ, რაც სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდაში გამოიხატება, ასევე უნივერსიტეტების კარგავს აუცილებელ თანხებს, მაგრამ არ აქვს მისი ამოღების ბერკეტი. 2023-2024 წლის სასწავლო სემესტრში სახელმწიფომ 27000 სტუდენტს ჩამოაწერა 30 მილიონის დავალიანება, ეს ეხებოდა 5 წლის განმავლობაში სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს. რითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30 მილიონის დავალიანება სტუდენტებს უნივერსიტეტისადმი ბოლო ხუთ წელიწადში დაეკისრათ. ამავდროულად უნივერსიტეტების ბიუჯეტმა დაკარგა ამდენივე მილიონის ფინანსური შემოსავალი. მსგავსი სახის პრობლემას ვაუჩერული წესი მუდმივად აწარმოებს და ბუნებრივია ეს პროცესი დაფინანსების ცვლილების გარეშე გააგრძელებს ვალის დაგროვებას, რის გამოც უნივერსიტეტებს უწევთ გაზარდონ ყოველწლიურად ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა, ვინაიდან მოახერხონ ბიუჯეტის დაბალანსება.

სწორედ ამიტომ განათლების ნეოლიბერალურ სისტემას გაძლიერება სჭირდება და ამის მექანიზმები კომისიის პირობებში უნდა გადაწყდეს.

რა ცვლილებები შეგვიძლია ვივარაუდოთ, ამისათვის ვაუჩერული დაფინანსების წესისა და ზოგადად უმაღლეს განათლებაში ნეოლიბერალური რეფორმების ტრადიციას შეგვიძლია დავაკვირდეთ, ასევე იმ სოციალურ და პოლიტიკური პროცესებს დავეყრდნოთ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირ აისახებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე.

დავინახეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც განათლების სისტემამ წარმოიშვა არის სტუდენტების სწავლის გადასახადის ვალი, რომელიც ათეულობით მილიონი ლარია და ყოველწლიურად იზრდება მისი დაგროვება. რაც ძირითადად მშრომელთა კლასის სტუდენტების  ხარჯზე ხდება. ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან სოციალური სერვისების არ არსებობა სტუდენტს უზღუდავს განათლების მიღების საშუალებას. ამავდროულად უნივერსიტეტისთვის სტუდენტის გადამხდელ-უნარიანობა აუცილებელი პირობაა, რადგან მასზე დიდი ფინანსურად მომგებიანი აქტორი არ ჰყავს.  მიუხედავად სხვადასხვა სახის თანამშრომლობისა კომპანიებთან, განათლების სექტორი ბანკებისა და მსხვილი ბიზნესისთვის ეკონომიკური მოგების წყაროდ ვერ იქცა, ამიტომაც მათი დაინტერესება ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით (განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს) ვერ განხორციელდა. ისინი შესაძლებელია მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაციაში, რაც უნივერსიტეტებისგან მათი ბრენდის პიარში მონაწილეობით აიხსნას, ასევე ნაწილობრივ ახალგაზრდა კადრების მიწოდებაშიც, მაგრამ ეკონომიკური სარგებელს გარკვეული ზოგადი სტანდარტების გამო ვერ მიიღებენ. ერთ-ერთი ეს არის სწავლის გადასახადის ზედა ზღვარი (2250) და სტუდენტების დიდი დავალიანება უნივერსიტეტისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ზედა ზღვარის პრობლემა გადაწყვეტილია სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ ზრდიან გადასახადს, ვინაიდან სტუდენტური უკმაყოფილება უნივერსიტეტში აკუმულირდება, ამიტომ განათლების ახალმა რეფორმამ მთელი რიგი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ამ პრობლემის დასაზღვევად.  როგორც განათლების სამინისტროს 2017-2021 წლის ერთიან სტრატეგიაში (2017) ვკითხულობთ, ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აუცილებელია სესხების სისტემის შემუშავება. როგორც ჩანს, უნივერსიტეტებს ხელ-ფეხი უნდა გაეხსნათ გადასახადის გასაზრდელად და ასევე ბანკები, ბიზნესთან ერთად აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. არა პრინციპების, არამედ პირდაპირ გავლენის მქონე სუბიექტად.

ამისათვის ჩილეს მაგალითი გამოგვადგება, რომელიც პირველი ნეოლიბერალური პროექტის განმახორციელებელია, მათ შორის განათლების სისტემის მიმართულებით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინსტიტუციურად გამართულად ფუნქციონირებდა. რამაც თითქოს ხელმისაწვდომი, მაგრამ  ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო საგანმანათლებლო სისტემა შექმნა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პინოჩეტის ჩილე პიონერი ხდება ფრიდმანის იდეების გატარების მხრივ. ჩილეს სკოლებში დაფუძნებული ვაუჩერული დაფინანსების წესს უნივერსიტეტების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა მოსდევს, უნივერსიტეტები კი სრულად გადასახადზე დამოკიდებულები ხდებიან, რაც იწვევს განათლების ხელმისაწვდომობის სრულად შემცირებას, მიღებული კრიზისის საპასუხოდ მთავრობა 1994 წელს ახალ „გამოსავალს“ პოულობს, ის უნივერსიტეტის საკრედიტო სოლიდარობის ფონდს (Fondo Solidario de Crédito Universitario, FSCU) აფუძნებს (Guzmán-Concha, 2017), რომლის მიხედვითაც სახელმწიფო გასცემს სტუდენტებისთვის სესხს 2 პროცენტში. 2006 წელს კი მთავრობა ახალ საკრედიტო სისტემას ქმნის (CAE) , ის კრედიტების გაცემის უფლებას აძლევს კერძო ბანკებსაც 5,8 საპროცენტო განაკვეთით.

რეალურად, ვაუჩერული დაფინანსება რამდენადაც განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს პრობლემას უქმნის და ელიტური შინაარსისაა, ამავდროულად მას სჭირდება დაბალი სოციალური კლასის სტუდენტების ფინანსებიც, რომლებიც გადახდისუნარიანები არ არიან. ამიტომაც ამ პირობებში სახელმწიფო იმუშავებს სტუდენტური სესხის მოდელს, რომლის გაცემასაც კერძო ბანკები უზრუნველყოფენ. ამ პრაქტიკით სტუდენტი, როგორც მევალე უცვლელი მოცემულობაა, მაგრამ უნივერსიტეტი ჩანაცვლდება ბანკით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ბანკებისგან განსხვავებით არ აქვთ ბერკეტი სტუდენტისგან ფული ამოიღონ, განსხვავებით ბანკებისგან, რომლებსაც მთელი რიგი საჯარო უფლებების შეზღუდვა შეუძლიათ კრედიტის არ გადახდის პირობებში.

ამით უნივერსიტეტები დაზღვეულები არიან რამდენიმე ათეული მილიონის ზარალისგან და ბანკები ახალ სოციალურ ჯგუფს აქტიურად იქვემდებარებენ. მათ ხარჯზე ზრდიან მოგებას.

CAE მოდელმა ჩილეში ვაუჩერულ დაფინანსების წესს რამდენიმე ათწლეული გაუხანგრძლივა არსებობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტუდენტური სესხის პრობლემა რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს, როდესაც უკვე ზრდასრულია ადამიანი და მყისიერად დავალიანებული.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გარანტიების გარეშე ბანკები არ დათანხმდებიან სტუდენტური სესხის მოდელს, მათ დასჭირდებათ მყარი მხარდაჭერა, რომ გადაუხდელობის პირობებში მათი ფინანსები დაზღვეული იქნება და საჭიროებისამებრ სახელმწიფო დაფარავს. ამის მიღწევა რთული არ იქნება, რადგან ნეოლიბერალურ სახელმწიფოს ბანკისთვის ფულის გადახდა უფრო უმარტივდება, ვიდრე მისი სოციალურ კეთილდღეობაში დაბანდება. მაგალითებიც გვაქვს, პენსიონერებთან მიმართებით, საპენსიო სესხის 25% ზედა ზღვარის შესანარჩუნებლად  სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მილიონს უხდის „ლიბერთი ბანკს“. ამასთან ერთად ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოს პენსიების გაცემის ვალდებულება გადააბარებს კერძო ბანკს, ისე რომ ამ ფულს პროცენტი ემატება , ამიტომაც მოჩვენებითი ხელმისაწვდომი განათლების ვალდებულებაც შესაძლოა ბანკის პრივილეგია გახდეს.

სტუდენტური სესხიდან უდიდესი სარგებლის მიღებას შეძლებენ ბანკები, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როგორიც საქართველოშია. ჩვენი საზოგადოების სოციალური ცხოვრება სესხებზეა დამოკიდებული, ეს იქნება ჯანმრთელობა, სახლი, საჭმელი თუ სხვა ძირითადად ბანკის ვალით ხერხდება, ამიტომაც განათლების მიღების უფლებაც ასათვისებელი აქვს. ამით სახელმწიფო სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობასაც შეამცირებს და ასევე უნივერსიტეტებს ვალის დაგროვებას ააცილებს თვიდან, რაც მეტი ფინანსების მობილიზებაში დაეხმარება.  ეს რაც ზედაპირზე იქნება, რეალურად კი მივიღებთ დავალიანებულ სტუდენტებს და კიდევ უფრო მეტად გაღრმავებულ უთანასწორობას.

როგორც იცით, განათლების სამინისტროს 2017-2021 წლის ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში მოიხსნა უმაღლესი განათლების გადასახადის ზედა ზღვარი[2] განათლების ვაუჩერული დაფინანსების წესის უარყოფითი შედეგების მიზეზით. საუბარია იმაზე, რომ სტრატეგიის შემქმნელებს თვალწინ შეეჩეხათ ფაქტი, რომ არსებული დაფინანსების წესი სრულ ფინანსურ კრიზისში აგდებდა როგორც მეცნიერებას ისე განათლების ხარისხს, ამიტომ მათ, ნაცვლად სახელმწიფოს მხრიდან განათლების და მეცნიერების დაფინანსების გაზრდისა, გადაწყვიტეს მხოლოდ განათლების გადასახადის ზედა ზღვარი მოეშორებინათ, რაც უნივერსიტეტებს და ფაკულტეტებს აძლევს უფლებას გაზარდონ პროგრამების გადასახადი. მარტივად რომ ვთქვათ, უნივერსიტეტებში გაჩენილი ფინანსური კრიზისი არა სახელმწიფოს მხრიდან ბაზისური დაფინანსების გაზრდით იფარება, არამედ სტუდენტის ჯიბიდან, რომელსაც გაძვირებულ ყოველდღიურ ხარჯებთან უწევს შეჭიდება.

სტრატეგიის დოკუმენტში (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2017) ასევე ერთ-ერთ რეკომენდაციად გვხვდება საჭიროებასა და დამსახურებაზე დამოკიდებული დაფინანსების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან. დამსახურებაზე და კონკურენციაზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა ქართული უმაღლესი განათლებისთვის უცხო არ არის. თუმცა ამ დამსახურებისა და კონკურენციის სისტემის მიღმა დგას მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის არსებული ეკონომიკური უთანასწორობა. განათლების სამინისტროს კვლევის მიხედვით (2021), მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მოსწავლეების 88 პროცენტი ასრულებს საშუალო განათლებას, ხოლო ღარიბი ოჯახებიდან წამოსულებიდან კი მათ რიცხვში მხოლოდ 44 პროცენტი ეწერება. მიზეზი ნათელია. ღარიბი ოჯახებიდან წამოსულ მოსწავლეებს ბევრად მეტი ეკონომიკური და სოციალური ბარიერი უდგათ იმისთვის, რომ სკოლა დაამთავრონ. სკოლაში არსებულ უთანასწორობას კი სახელმწიფო კონკურენციაზე დაფუძნებული საგრანტო სისტემით უპასუხებს, რომლის მისაღებად და ასევე უნივერსიტეტში ჩასარიცხად კი აბიტურიენტები კერძო-ტუტორებს ქირაობენ, რომელიც ასევე სოციოეკონომიკური შემოსავლების მიხედვით იყოფა, ტუტორი, რომელიც ერთგვარ გარანტიად ითვლება აბიტურიენტების ოჯახებისთვის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ან გრანტის მისაღებად, უმეტესად ხელმისაწვდომი მაღალი შემოსავლის ოჯახებისთვისაა (Bregvadze, 2012). ამიტომაც არსებულ კონკურენციაში გამარჯვებულებად უმეტესად გვევლინებიან აბიტურიენტები, რომლებსაც აქვთ ფინანსები შესაბამის ხარჯებთან გასამკლავებლად, ან ოჯახის წევრების შრომითი ექსპლუატაციის გაღრმავებით, ემიგრაციით ან დავალიანებით ახერხებენ ამას. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არსებული „დამსახურების“ პრინციპები მეტად გამყარდა უნივერსიტეტებში, სადაც უფასო პროგრამებზე უკვე შემდეგი წესი შემოვიდა, სტუდენტს შეუწყდება დაფინანსება სახელმწიფოსგან თუკი ის ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 40 კრედიტს ვერ დააგროვებს. არსებული დაფინანსების შემცირების და კონკურენტუნარიანობის გაღრმავების ტენდენციები ერთ სავარაუდო შედეგსაც გვიჩვენებს. შესაძლებელია ახალი რეფორმის სახელით გრანტის მოპოვების საკითხიც შეიცვალოს, უფრო სწორად, უკვე გრანტ მოპოვებულ სტუდენტებს მოეთხოვოს ყოველ წლიურად სწავლებაში აქტიურად ჩაბმა, სხვა შემთხვევაში დაფინანსების ჩამორთმევის მუქარით და „დამსახურების“ და კონკურენციის სახელით, რომელიც ყოველთვის მალავს სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის არსებულ ეკონომიკურ უთანასწორობას.

დასკვნა

განათლების ნეოლიბერალურმა რეფორმებმა საუნივერსიტეტო ცხოვრება მასში მონაწილე ყველა აქტორთან ერთად მოახვედრა უთანასწორო ველზე, სადაც მუდმივად იზრდება ამ პოლიტიკით დაზარალებული სტუდენტების თუ პროფესორების რიცხვი. ცოდნის კომერციალიზაციის  პირველი მსხვერპლები მშრომელთა ოჯახები და მათი სტუდენტი შვილები აღმოჩნდნენ. თავის მხრივ სტუდენტები, უკვე აქტიური სამუშაოს მაძიებლები, სახელმწიფოში კლასობრივი გადანაწილების შედეგად ჩაებნენ ფიზიკური გადარჩენის ფერხულში, სადაც უნივერსიტეტი და სწავლა ფინანსურ თუ ფიზიკურ ტვირთად იქცა. სწორედ ამიტომ ეს რეალობა აუცილებელ ცვლილებას ექვემდებარე, რასაც პოლიტიკური კლასი აქტიურად აღიარებს ბოლო წლებში: სტიპენდიების მინიმალური გაზრდით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებითა თუ საცხოვრებლით უზრუნველყოფის ცალკეული პროექტები, ასევე განათლების ფართო რეფორმის შემუშავების განცხადებებით.

დღეს განათლების სისტემა ყველაზე ღრმა კრიზისშია, სტუდენტებს ვალი უგროვდებათ უნივერსიტეტებში, შესაბამისად არც ისე დიდი ბიუჯეტის სახელმწიფო უნივერსიტეტები მნიშვნელოვან თანხებს კარგავენ, ამიტომაც ყოველწლიურად ზრდიან ჩარიცხული სტუდენტების კვოტებს მეტი ფინანსებისთვის, რადგან ვაუჩერული დაფინანსების პირობებში ყველაზე აქტიური გზა ბიუჯეტის შესავსებად სტუდენტისგან საჭირო თანხების აკრეფა არის. ამიტომაც სტუდენტის გადასახადზე მიბმული უნივერსიტეტები მუდმივად კრიზისული მართვის პროცესში არიან. ამასთან ერთად სტუდენტი მძიმე სოციალური ფონით ცხოვრობს საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე. როგორც ვხედავთ, ნეოლიბერალურმა რეფორმებმა განათლების სისტემა ისეთ ეტაპამდე მიიყვანა, საიდანაც პროგრესული გამოსავალი მის ფუნდამენტურ ცვლილებაშია, არა კრიზისულ ფაკულტეტების წერტილოვან სუბსიდიებში, არამედ განათლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულ დაფინანსებაში.

მიუხედავად ამისა, როგორც თეორიულად ასევე ისტორიული გამოცდილებით დავინახეთ, რომ ნეოლიბერალიზმს ჯერ კიდევ აქვს  გაფართოების პერსპექტივა უმაღლეს განათლებაში, რაც საფინანსო და კერძო სექტორების როლის ზრდაში გამოიხატება, რამაც შესაძლებელია რამდენიმე თაობითაც გადაავადოს სტატიაში გამოკვეთილი ძირითადი პრობლემები, რა თქმა უნდა, სტუდენტების ფართო მასშტაბით დავალიანებისა და ახალგაზრდებში უთანასწორობის ზრდის საშუალებით.

ბიბლიოგრაფია:

მარქსი, კ. (1954). კაპიტალი (ტომი I). თბილისი: საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა.

ენგელსი, ფ. (1935). მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში. თბილისი: ჟურნალი „საქართველოს სოციალისტური მეურნეობა“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. (2017, 7 დეკემბერი). „საქართველოს განათლებისა და მეცნიერულების ერთიანი სტრატეგია 2017–2021-ის“ დამტკიცების შესახებ (№ 533). თბილისი.

Bregvadze, T. (2012). Analysing the shadows: Private tutoring as a descriptor of the education system in Georgia. International Education Studies, 5(6), 80–86.

Giroux, H. A. (2014). Neoliberalism’s war on higher education. Chicago: Haymarket Books.

Guzmán-Concha, C. (2017). Undoing the neoliberal higher education system? Student protests and the Bachelet reforms in Chile. Contemporary Policy Issues, 35(2), 225–243.

Harland, T. (2009). The university, neoliberal reform and the liberal educational ideal. In The Routledge International Handbook of Higher Education (1st ed.). Routledge.

Harvey, D. (2003). The new imperialism. Oxford University Press.

Jones, S. (2013). Georgia: A political history since independence. London: I.B. Tauris.

Klein, N. (2007). The shock doctrine: The rise of disaster capitalism. Metropolitan Books.

Kodelja, Z. (2022). Tuition fees and university reforms. In From actors to reforms in European higher education (pp. 213–223). Springer.

Luxemburg, R. (1963). The accumulation of capital. London: Routledge.

Marx, K. (1977). A Contribution to the Critique of Political Economy. Moscow: Progress Publishers.

Polanyi, K. (2001). The great transformation: The political and economic origins of our time. Boston: Beacon Press.

Schwartzman, R. (2013). Consequences of commodifying education. Academic Exchange Quarterly, 17(3), 41–46.

Valenzuela, J. P., Bellei, C., & de los Ríos, D. (2013). Socioeconomic school segregation in a market-oriented educational system: The case of Chile. Journal of Education Policy, 28(1), 1–28.

World Bank. (n.d.). Gini index (World Bank estimate) – Georgia. World Bank Open Data. https://data.worldbank.org/indicator/SI.POV.GINI?locations=GE

World Bank. (n.d.). Poverty headcount ratio at national poverty lines (% of population) – Georgia. World Bank Open Data. https://data.worldbank.org/topic/poverty?locations=GE

World Bank. (n.d.). Unemployment, total (% of total labor force) (modeled ILO estimate) – Georgia. World Bank Open Data. https://data.worldbank.org/indicator/SL.UEM.TOTL.ZS?locations=GE

შენიშვნები:

[1] https://www.youtube.com/watch?v=fwwCFFkk39Y

[2] https://bm.ge/news/umaglesshi-swavlis-dafinanseba-icvleba/16305

free-column-cover

პროტესტის დიაგნოზი

ავტორი: გიგა ბექაური

დიაგნოზი:  წერილის შესავალში მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ პრინციპული ადამიანის მიმართ ვინც სხვადასხვა ფორმით, დაუღალავად აპროტესტებს ჩვენს საზოგადოებაში დატრიალებულ არაერთ უსამართლობას, მაგრამ ამ სტატიის მსჯელობა კრიტიკული იქნება თავად მოქალაქეთა ამ წინააღმდეგობის მიმართაც. ცხადია გამოთქმული შენიშვნები ან პრობლემურობაზე ხაზგასმა არ გულისხმობს რომ მიმდინარე პროტესტი თავისთავად უკვალო ან უაზროა, რუსთაველის გადაკეტვას თუ საზმაუს მარშს თავისი პოზიტიური ფუნქცია გააჩნია, მაგრამ ამ წერილში საუბარი პოზიტიურ ასპექტებს ნაკლებად შეეხება.

რა დაგვემართა: ბოლო პერიოდში, ალბათ ყველას გვიფიქრია თუ რატომ აღარ გამოდის ხალხი ქუჩაში მაშინ, როცა უსამართლობა არსად წასულა? ან რატომ არ თმობს ხელისუფლება პოზიციებს მაშინაც კი, როდესაც ეს ხალხი ქუჩაში მასობრივად დგას? რატომ აღარ ვბრაზდებით, როცა უფრო და უფრო მეტი და მძიმე ტრაგედიები გვატყდება თავს? რატომ არ გვაქვს მასიური გაფიცვა ან რა მნიშვნელობა აქვს გაფიცვას ასეთ კრიტიკულ პერიოდებში?

მეორე მხრივ, ძალიან ცოტა თუ იკითხავს მაგალითად,  რას და როგორ აპროტესტებს სოფელ სულორის მოსახლეობა? ზოგადად რაზე მეტყველებს ის, რომ ცენტრალური პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი სოლიდარობას ვერ უცხადებს სოციალურ და გარემოსდაცვით მოძრაობებს ან პირიქით, როგორ ხდება პროტესტის დისკრედიტაცია წინა დიქტატორის “მაოხრებელი” ბანერების გამოტანით ან ხომ არ ვცდებით, როდესაც ჩვენი და ჩვენი სამეგობროების შეთანხმებას, სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსად ვაცხადებთ?  ის რაზეც სულ ვლაპარაკობთ და ის რაზეც არასდროს ვლაპარაკობთ, მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია იმასთან თუ, რატომ არ გამოდის არაფერი!  ამ წერილში კი სწორედ ამაზე ვიმსჯელებ და შევეცდები ამ  მსჯელობამ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებსაც გასცეს პასუხი.

ზოგადი ანალიზი: საქართველოში, ბოლო სამი წლის მოვლენების, თუნდაც, ზოგადი და ზედაპირული ანალიზისთვის, უახლოეს წარსულზე საუბარი მოგვიწევს. ისტორიული რაკურსის გარეშე დღევანდელობის ანალიზი შეუძლებელია, თუმცა  კონკრეტულად, ამ მიმართვის ამოცანიდან გამომდინარე, ძალიან შორსაც ვერ წავალთ, ამიტომ, ზოგადად მოგახსენებთ ჩემს შეხედულებას თანამედროვე საქართველოს ისტორიაზე. შემდეგ კი, მალევე დავუბრუნდები ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას. ამ წერილის საშუალებით, მსურს თქვენთან ერთად დავიწყო პასუხების ძებნა ორ მთავარ კითხვაზე: რა დაგვემართა და რა უნდა გავაკეთოთ?  ანუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ დღეს?

პასუხების საპოვნელად პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა რამდენადაც არის ისტორიული მონაპოვარი, იმდენადვე დაკავშირებულია მანამდე არსებული საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური სუბიექტის ნგრევასთან.  სულ რომ საბჭოთა ქართული საზოგადოების შესახებ მსჯელობას მოვეშვათ, მაინც ვერაფრით დავივიწყებთ ფაქტს, რომ 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კონსტრუქცია, რომელშიც 70 წელი იცხოვრეს.

დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, მოიშალა წარმოების ჯაჭვი და დასაქმების სისტემა, შეიქმნა პოლიტიკურად არასტაბილური გარემო და მალე თბილისის ცენტრი იქცა საბჭოთა კავშირის ნანგრევების ბრუტალურ ვიზუალიზაციად. ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტის “პუტჩის” გზით ჩამოგდების შემდეგ, ეროვნული მოძრაობის ნაციონალისტური, თუმცა ინტელექტუალური ჟღერადობა ჩაანაცვლა “ცეხავიკების”, კრიმინალებისა და ოპორტუნისტების ვულგარულმა ენამ. სიბნელემ, რომელიც მაშინ ჩამოწვა, ურჩხულმა, რომელსაც მაშინ ჩავხედეთ თვალებში, შემდეგში მრავალი თაობის აწმყო და მომავალი განსაზღვრა. მოკლედ, ამ ქვეყნის მოსახლეობის არსებობა დგას დანაკარგზე, ტკივილსა და შიშზე – ეს ტრავმა კი უკვალოდ არ ქრება.

შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებიდან მალევე, იწყება ე.წ. “პრივატიზაცია”, ანუ ის, რაც იყო ყველასი, ხდება ერთეულების. სახელმწიფო საკუთრების მთელი კაპიტალი, მიწები, უძრავი ქონება და საწარმოო საშუალებები გადადის კერძო მესაკუთრეების ხელში და დიდი დამთხვევით, როგორღაც ზუსტად იმათ ხელში მოხვდება, ვინც იმ პერიოდში იარაღს სხვაზე უკეთ ისროდა – სწორედ ამ დროიდან ბანდიტები გარდაიქმნებიან ბიზნესმენებად.

დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოს საზოგადოება, კომუნისტურის საპირისპიროდ ეძებს და  ირჩევს ახალ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ საყრდენს, მანამდე არსებულის რადიკალურ ალტერნატივას ე.წ. შოკურ თერაპიას, ვაშინგტონის კონსენსუსს და გარკვეული ტიპის დათქმას დემოკრატიის მნიშვნელობაზე. ამასთანავე,  კულტურულმა ელიტამ, ახალი თავშესაფარიც მალევე მოძებნა, რომელიც დასავლეთის სახით გაჩნდა. თავისთავად, ევროინტეგრაცია როგორც პოლიტიკური პროექტი, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა აქ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ.

ახალ წესრიგში, უფრო კონკრეტულად რომ დავაკვირდეთ, ახალ ეკონომიკურ წესრიგში, ქრება დასაქმების რუტინა, ქრება პროფესია, ქრება შრომა, დისციპლინა და იქმნება პრეკარიატი. უმუშევრების არმია თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში სწავლობს და ეჩვევა კონკურენციის „ხიბლს“. სწორედ ამ დროს მოდის ახალი რეჟიმიც, რომელიც აპირებს ყოველივე ამას მისცეს ინსტიტუციური კალაპოტი. რეპრესიები და “ეკონომიკური წინსვლა” მოსახლეობის ფართო მასებს აწვება, პრივილეგია ლეგალიზებული ხდება და იქმნება ახალი კულტურულ-პოლიტიკური ელიტაც, რომელიც შემდეგი 15 წელი დომინირებს. პროცესს, რომელსაც შეგვიძლია ახალი საქართველოს ტრაგედია ვუწოდოთ, ერთად განაგებენ შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი და “საგარეო აქტორები”.  ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთის იმპერია ღიად ძარცვავს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს, აკონტროლებს ენერგო და სატრანზიტო სექტორს და აგენტურული ქსელების შენარჩუნებასაც კარგად ახერხებს.

ნაციონალური მოძრაობის დროს ფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება, მედია და პოლიტიკური ელიტა, ანუ კრებსით რომ ვთქვათ, დღევანდელი მეინსტრიმული კრიტიკული პოზიცია, განსაკუთრებით მოძლიერდა ქართული ოცნების მმართველობის პირველ 7-8 წელში, ოცნებისვე პერიოდში პოლიტიკურ ასპარეზზე ჩნდებიან პროგრესული ძალებიც, ვინც ძველ და ახალ სისტემას ერთობლივად უპირისპირდება. მაშინდელი გადმოსახედიდან, ბიძინა ივანიშვილის დაპირება გასაოცარი დემოკრატიის შესახებ, თითქმის შესრულდა. ჩამოყალიბდა პარტიები, შეიქმნა რამდენიმე ახალი ოპოზიციური მედია-საშუალება, გაძლიერდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული ოცნება ყველა მათგანთან ერთად, მუშაობდა სხვადასხვა საკითხებზე, როგორიც არის დეკრიმინალიზაცია, ანტიდისკრიმინაცია, ასოცირება, შრომის უსაფრთხოება, გენდერული როლები და მრავალი სხვა – განვმეორდები, შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალური დემოკრატია შედგა. პარალელურად, ქართულმა ოცნებამ პირნათლად გადმოიბარა ნაციონალური მოძრაობის საზოგადოება, ეკონომიკური პოლიტიკაც და საბოლოოდ ისიც მოახერხა, რომ რეპრესიული და უსამართლო სისტემაც ისევე გამართა, როგორც ეს ივანიშვილისგან არაერთგზის ნაქებმა, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მოახერხეს.

თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

როგორია ამ დროს სამოქალაქო სექტორი? – „მოსახლეობასთან ახლოს, მაგრამ ცოტათი ზევით” – პარტიები, არასამთავრობოები და მედიები მოსახლეობასთან კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონფლიქტში მოდიოდნენ. მაგ: ეკონომიკური თვალსაზრისით ღიად უჭერდნენ მხარს პრივილეგირებულ კლასს, რელიგიური გრძნობების მიმართ ხშირად არაეთიკურ დამოკიდებულებას იჩენდნენ, ან ეხებოდნენ საკითხს, რომლის გადაწყვეტის ფორმა გარკვეულ კონფლიქტს იწვევდა კონსერვატორული შეხედულებების მქონე მოსახლეობასთან, ისიც გემახსოვრებათ რომ სოციალურ საკითხზე გაჟღერებულ ხმას თუ პროტესტს ყოველთვის რეგრესულად ნათლავდნენ. ასევე, ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო სექტორმა მკაფიოდ და მკაცრად არ დაგმო ე.წ “მიშიზმი”, რაც ასევე ღია დაპირისპირებაა ფართო მასების ინტერესებთან, რადგან ნაციონალები, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ლოგიკურად ასოცირდება ავტორიტარიზმთან და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებთან, თუმცა ჩვენი წილი პროგრესული ინტელექტუალებისთვის მაგალითად მერაბიშვილი, სააკაშვილი, ჟორიკა რურუა, კოდუა ან გიული ალასანია და მათი ყოფნა წინააღმდეგობის პროცესში კითხვებს დიდად არ იწვევს და თუ იწვევს მაშინ ჯერ „ამაზე ლაპარაკის დრო“ არ არის.

ყველა კვლევა ადასტურებდა რომ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, იმავეს იმეორებდა თითქმის ყველა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ინსტიტუტი, მედია და ა.შ მაგრამ ამ საკითხშიც არსებობდა საკმაოდ მკაფიო “ხიდჩატეხილობა” სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობის ფართო მასებს შორის. პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა ევროკავშირს წარმოაჩენდა, როგორც მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებების კუნძულად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოსაზრება ელიტის გაურკვეველ ახირებად მოჩანდა, რადგან მათ არავინ უყვებოდა სოციალური სამართლიანობის კომპონენტზე, რომელიც ევროპისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, არავინ აკეთებდა თემატურ ანალიზს და შესაბამისად, ამ საკითხისადმი ყბადაღებული კონსოლიდაცია მყიფე იყო.

ყველაფერ ამასთან ერთად, განვმეორდები, რომ განსაკუთრებულ პრობლემად რჩებოდა და რჩება ნაციონალური მოძრაობის საკითხი, რომელიც, თავის მხრივ ივანიშვილმა „ხელოვნურ კვებაზე“ გადაიყვანა, და ნაცების ოპოზიციონერობა ქოცების ერთგვარ დამცავ შრედ ჩამოყალიბდა. აი, ამგვარი სტატუს-კვოდან იწყება ივანიშვილის ტრიუკი.  ის იწყებს მეინსტრიმული სამოქალაქო სექტორის სისუსტეებზე კაპიტალიზებას და ამ გაცისკროვნებულ ფერად პროგრესულობას მათივე წინააღმდეგ მიმართავს. ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში ნაცხოვრები კაცია, ამბობენ მისი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია ფრანგული კომედია, ფანტომასი. ფილმში ანტაგონისტი სახელად ფანტომასი იმით გამოირჩევა რომ საკუთარი კრიმინალური მიზნების მისაღწევად სხვადასხვა ნიღბის მორგება შეუძლია.  სწორედ ამ ტრადიციებში, ის ქართული ოცნება, რომელიც ჯერ ლიბერალი  იყო და შემდეგ მემარცხენე ახლა უკვე ახალ ნიღაბს ირგებს და ნაციონალისტური რიტორიკით ცდილობს ყველა “უსამშობლოდ” გამოაცხადოს, ფაქტობრივ მტკიცებულებად კი ლიბერალური არასამთავრობო სექტორის საქმიანობა მოჰყავთ.

ახალი ნიღაბი

2020 წლიდან ივანიშვილის პარტია სახეს იცვლის. სულ უფრო და უფრო იკლებს დასავლურ ინსტიტუტებთან ანგარიშვალდებულება, რითაც მკვეთრად ათავისუფლებს მის ავტორიტარულ სურვილებს და გვაბრუნებს პერიოდში, როდესაც ვინც ხელისუფლების მხარეს არ იყო ყველა ან მოღალატედ ან ჩასარეცხად ცხადდებოდა.

საგარეო არბიტრის გარეშე დარჩენილი ქართული ოცნება აღარ აპირებს ძალაუფლების დათმობას, როგორც ამას ივანიშვილი 2020 წელს წინასწარმეტყველებდა, დემოკრატიის საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და დასავლეთის დასუსტების პარალელურად გაძლიერდა რუსეთის იმპერიისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტერესები.

ხელისუფლებამ საკუთარი ავტორიტარული მიზნების მისაღწევად „დაძაბულობის პოლიტიკის“ წარმოება დაიწყო, თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებამ ყოველივე ამას მასშტაბური აქციებით უპასუხა და პირველ ჯერზე გამარჯვებაც მოიპოვა (2023 წლის მარტი), რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ძირითადად ისევ საგარეო ფაქტორებმა განაპირობა. მეორე (მეორე „რუსული კანონი“)  და მესამე მცდელობისას (ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება), ეს თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ანუ ძალაუფლება, რომელმაც „საკუთარი თავის ირწმუნა“ უკვე რეზისტენტულია იმ ზოგადი პროტესტების მიმართ, როგორიც ჩვენ გვჩვევია. პროტესტი, მეტად ფერადი და ორიგინალური იყო, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება და თავად, წინააღმდეგობის პროცესიც, მეტწილად გამორიცხავდა მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს და მათ დამოკიდებულებას.

ჩვენში აქციების ძირითადი მოთხოვნები კონკრეტული მოხელის გადადგომას, რუსეთუმეობის გმობას და ახალ არჩევნებს ვერ გასცდა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კი ეს საკითხები, სხვა უსამართლობებთან ბრძოლის გარეშე ბევრს არაფერს ნიშნავს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ ცენტრალური აქციებისთვის მიუღებელი იყო და არის, ბანკების კრიტიკა, ბიზნეს სექტორის კრიტიკა, სოციალური თანასწორობის საკითხების შემოტანა და ა.შ – ეს შეუმჩნეველი არ რჩება ხალხისთვის.

დემოკრატიისა და ევროკავშირის საკითხზე გარკვეული დისონანსის შემოტანისას, ივანიშვილმა კარგად გათვალა, რომ ქართული საზოგადოება ამგვარად მიუწვდომელი, ეფემერული დანაკარგისთვის მხოლოდ „ლიბერალურად“ გაიბრძოლებდა და თბილისის ბურჟუაზიის მიერ წარმართული პროტესტი რთულად დასამარცხებელი არ იქნებოდა.

ალბათ იკითხავთ, თუკი ევროკავშირის დროშა არ არის მნიშვნელოვანი, სპეცრაზმისგან ნაცემი ხალხი და ღია პოლიციური უსამართლობა ხომ მაინც უნდა გამხდარიყო “ქუჩაში გამოსვლის” მიზეზიო. ამ ლოგიკური კითხვის პასუხია ის, რომ  მკაფიო გეგმის გარეშე თავისთავად ქუჩაში გამოსვლამ დაკარგა ადამიანებისთვის მნიშვნელობა, ისინი ბრაზდებიან მაგრამ  სიმულაციურ ორთაბრძოლაში შესვლის პოლიტიკურ აზრს ვერ ხედავენ. თავშივე აღვნიშნე, რომ პრინციპული ადამიანების ბრძოლის მონაპოვარი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთანავე განლევადია, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ზოგადი შიშის ფაქტორი, რაც დაძაბულობის პოლიტიკის შედეგია და მუშაობს,  შიშის დაძლევა კი მხოლოდ იმედს შეუძლია. იმედი უნდა მოჩანდეს მიღწევადად ან ყოველ შემთხვევაში უნდა ჩანდეს სანდო, თანმიმდევრული და ადეკვატური ტაქტიკა, რომელზე გაყოლაც „აზრიანად“ ჩაითვლებოდა, ჩვენში კი ტაქტიკური მსჯელობა  მორალისტების მხრიდან ლანძღვის მიზეზი ხშირად გამხდარა.

რამდენიმე მაგალითი დიაგნოზირებული პრობლემის შესახებ:

თანამედროვე ქართული ოპოზიციური მედია, სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური ორგანიზაციები, ინტელექტუალური ელიტა, აკადემიური წრის ნაწილი, ყოველთვის უგულებელყოფდა, ან დასცინოდა მოსახლეობის ფართო მასების ინტერესს გაებრძოლათ სოციალური სახელმწიფოს შექმნისთვის. 2024 წელს, არჩევნებამდე თვეებით ადრე,   ქართული ოცნებისა და პროევროპულმა მარშებმა, ორდღიან მონაკვეთში, თავისუფლების მოედნამდე ისე ჩაიარეს, რომ არცერთს პარლამენტის ტერიტორიაზე მოშიმშილე შუქრუთელებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დღეს, ჭიათურელების პროტესტის მიმართ ზოგიერთის დამოკიდებულება ყოველგვარ ადეკვატურობას სცდება. მავანნი ამბობენ: “მაგათ ქართულ ოცნებას მისცეს ხმა და ახია მაგათზეო“ – ამას ამბობს ხალხი, რომელიც 200 დღეა ქუჩაში იმის გამო დგას, რომ 2024 წლის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, ისმის ლოგიკური კითხვა: არჩევნები ჭიათურაში არ გაყალბდა? იქ არ იყო კარუსელები? დაშინება ან მოსყიდვა?  თუ „გაყალბების“ პრივილეგია მხოლოდ ვაკე-ვერაზე ვრცელდება და დანარჩენი მთელი საქართველო ცოტა-ცოტა ქოცები არიან? – ცხადია ეს შეკითხვა რიტორიკულია. მავანნი იძახდნენ, ისინი მხოლოდ საკუთარი ხელფასებისთვის იბრძვიან, ჩვენი საზოგადოების გასაჭირი არ ანაღვლებთო, ეს კიდევ ერთი სიმპტომია ჩვენი საერთო პრობლემის, როცა ხელფასისთვის ბრძოლას ვინმეს პირად მოქმედებად ვნათლავთ, ამით პოლიტიკისგან განვდევნით მშრომელებს და მათ ბუნებრივ ინტერესს, შესაბამისად, როდესაც გაფიცვაზე ლაპარაკს დავიწყებთ ეს უნაყოფო აღმოჩნდება, რამდენადაც გაფიცვის სუბიექტი თავად მოვკვეთეთ. რეგრესული მოსაზრებაა სოციალური უფლებების დაკნინება როგორც რაიმე მერკანტილისტურის, განსაკუთრებით ახლა როდესაც მთელი მსოფლიოს კრიზისი აჩვენებს, სოციალური უფლებებისთვის ბრძოლა გადამწვეტია დემოკრატიების შენარჩუნებისთვის  და ჩვენი ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს ყოველგვარი ნაცვალგების გარეშე დავუჭიროთ მხარი ამგვარ საკითხს. ჭიათურა 20 წელზე მეტია ებრძვის ზუსტად ისეთ რეპრესიებს, როგორიც ჩვენ ბოლო სამი წელია გამოვცადეთ, ადვილი არ არის იცხოვრო ინდუსტრიულ ქალაქში რომელსაც ერთი კომპანია მართავს და ყველა ინსტიტუტი ავტონომიურად მას ემორჩილება, მიუხედავად ამისა ამ ქალაქში ყოველთვის ისმოდა ხმა წინააღმდეგობის, დამარცხებულან, მოტყუებულან, შეცდომები დაუშვიათ მაგრამ ცდა, რომ შესწინააღმდეგებოდნენ ფუნდამენტურ ძალაუფლებას არასდროს შეუწყვეტიათ, როგორც აღვნიშნეთ სამოქალაქო სექტორს და ძალიან ხშირად ტრადიციულ მედიას მათთვის არ ეცალა (ან უარესი, უპირისპირდებოდნენ). ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტზე თბილისის ცენტრალური აქციებიდან რამდენიმე აქტივისტი ჩავიდა, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია თავად ჭიათურელებში, ამ ადამიანების იქ ჩასვლამ და მათმა სიტყვით გამოსვლამ მნიშვნელოვანი ხიდი ააშენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტებს შორის, რაც არის საზოგადოების სწორად ფუნქციონირების მცირე მოდელი. თუმცა ამგვარ ხიდებს ყოველდღიური გამაგრება ჭირდება, სოლიდარობა არ არის  “საქველმოქმედო აქტი”, სოლიდარობა საზოგადოებრივი ტრადიციაა, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია.

შეიძლება ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა საინტერესო ტრიუკი გააკეთა, ჯერ ქოციან-ნაციანად მთელი პოლიტიკური პროცესი ლიბერალურ რელსებზე შეაყენა, შემდეგ კი სხარტად გადახტა კონსერვატიულ პოპულიზმზე. საზოგადოება დააპირისპირეს კულტურულ საკითხებზე, დაყვეს „პროგრესულებად“ და „ბნელებად“, გადამალეს კლასობრივი კონფლიქტი და ეკონომიკური ძარცვის მტკიცებულებები. ამ მომენტისთვის ხიდი ჩატეხილია, პოლიტიკური უფლებების მოთხოვნით გამოსული ახალგაზრდა თაობა კი, გაერთიანების მაგივრად გახლეჩილია (ან კონკურენციაშია) სოციალური, ან კოლექტიური უფლებების გამო გაფიცულ მშრომელებთან თუ კარვებში მსხდომ „ეროვნული მიწის მცველებთან“. ეს მოცემულობა ყველამ ერთად მოვიტანეთ, როდესაც ვიბრძოდით მხოლოდ იმისთვის, რაც ჩვენ გვანაღვლებდა და ყურს არ ვუგდებდით იმას, რაც უფრო მასშტაბური იყო: ათობით გაფიცვა ტყიბულში, ზესტაფონში, რუსთავში, ოზურგეთსა და თბილისში. გაფიცვები ყოველგვარი სოლიდარობის გარეშე მიმდინარეობდა, ასობით გამოსახლების პროცესმა უხმაუროდ ჩაიარა, საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა ჰესების წინააღმდეგ მებრძოლებიც მოიძულა და რაც ახლა დარჩა, ამას არ აქვს უნარი ნაყოფიერების.

ჩვენში პოლიტიკური პროცესები ყოველთვის მოკლევადიანი სიმულაციური მასკარადულობით გამოირჩეოდა. არარაციონალურად ოპტიმისტური, აფექტური შეძახილები, კარგად ასახავს ჩვენებური საზოგადოებრივი საქმიანობის ინფანტილურობას.

ამ პერიოდში გრძელვადიანი მუშაობა, სიღრმისეული და მშვიდი კამპანიები, მოსახლეობასთან ერთად მოძრაობებისა და აქტიური ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობდა, მათ შორის არც ახლა. ამგვარი შრომა ვინმეს რომ განეხორციელებინა, იდეოლოგიური განსხვავებულობის მიუხედავად, შეიცვლებოდა ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ქმედების ლოგიკა.

სამოქალაქო საზოგადოების ამგვარი ქცევა, პოლიტიკური კამპანიების ეს ინცესტუალური ბუნება, თავისთავად მოასწავებს კასტრირებულ, არაფრისმომცემ, სიმულაციური პროტესტის ფორმებს, რომელიც უფრო მეტად რიტუალს, ან სიზიფეს მითს მოგვაგონებს, ვიდრე რაიმე პრაქტიკულ პოლიტიკურ ქმედებას. თავისთავად, ამჟამინდელ აქციებს თავისი ბუნებრივი პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა ეს ბევრად მცირეა იმისგან, რისი გაკეთებაც რეალურად ორგანიზებულ „ინკლუზიურ“ სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლებოდა.

აქედან რა გამოდის, რატომ არ არის ქუჩაში პროტესტანტი ფერადი თაობა პოლიტიკურად ეფექტური? იმიტომ რომ, ის მარტოა დარჩენილი მისივე ლიბერალურ ესთეტიკასთან და არ გააჩნია პრაგმატული, არაისტერიული ხედვის უნარი. რატომ აღარ გამოდის ხალხი ქუჩაში ? მოჰბეზრდათ ის, რაც ზემოთ აღვნიშნე. უყურებენ ამ ყველაფერს და მათთვის ეს არ აღმოჩნდა გამოსავალი, რიგ შემთხვევაში ზოგი მოვლენა მიუღებელიც კია. საზოგადოებას არ უნდა სიმულაციაში ან რიტუალში მონაწილეობა, მათ სჭირდებათ კრიტიკული აზროვნება და პრაქტიკა.

რა უნდა/შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ?

აუცილებელია დავაფასოთ რაც აქამდე მოხდა, მაგრამ ღია და უპირობო თვითკრიტიკით გავიკაფოთ გზები სამომავლო ქმედებებისკენ. უნდა ვკონცენტრირდეთ რეალური, სიღრმისეული საზოგადოებრივი ორგანიზების გზაზე. ივანიშვილის ავტორიტარულ გზაზე დადგომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „ვაჭრულ ოპორტუნიზმში“ მდგომარეობს. ის მიხვდა, რომ ასე უფრო მეტის შოვნა შეიძლება. სწორედ ამიტომაც, ჩვენ უნდა გავყვეთ მისი ამ მიზნების კვალს და მივაგნებთ ინტერესს ბუნებრივი რესურსების, წიაღისეულის, წყლისა და ტყეების მიმართ. ივანიშვილს სურს ამ ქვეყნის ძარცვა, სწორედ ამიტომ აპირებს მოიშოროს ყველა, ვინც შეიძლება ეს ძარცვა ან ამხილოს, ან შეაყოვნოს. სწორედ ეს ხდებოდა ჭიათურაში, მას წინ აღუდგნენ რიგითი ჭიათურელები, სწორედ ეს ხდება კაზრეთში და ეს მოხდება კიდევ არაერთ სოფელსა თუ ქალაქში. ივანიშვილს უნდა, რომ კულტურის ყალბ საკითხებზე გვალაპარაკოს, ჩვენ კი უნდა ვუპასუხოთ ეკონომიკური სამართლიანობის საკითხით.

მნიშვნელოვანია დავუკვირდეთ რუკას, რომელიც 217 ჰესის მშენებლობას მოასწავებს, სულორიდან დაწყებული, ნამოხვანით დამთავრებული. ყველა ამ ადგილზე მოსახლეობის უფლებების გადათელვას აპირებენ, რადგან იქ „ფული იშოვება“. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ მოსახლეობის ინტერესების დაცვა და მათი გაძლიერება, პროპაგანდასთან ბრძოლა, რომლის მიხედვითაც „ბიძინასთან ყველა მტყუანია“. შემდეგში თქვენ უკვე ნახავთ შეტევას საქართველოს დასაქმებულებზე, იაფი მუშახელის იმპორტის გზით და აქ კიდევ ერთი ბრძოლა უნდა გავმართოთ, მშრომელები მარტო არ უნდა დარჩნენ. მთელ ამ პროცესში, ჩვენ ახალ საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ „ქოცები“ გავისტუმროთ, არამედ ერთხელ და სამუდამოდ მივაყოლოთ „ნაცებიც“ და ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემიდან, რეალურად დემოკრატიული სისტემა შევქმნათ, სადაც მოსახლეობის ფართო მასები გადაწყვეტენ ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ბედს.

აი, დროშა, რომლისთვის ბრძოლაც უფრო მეტ ადამიანს სურს; აი, ბრძოლა, რომელზე გაყოლაც ბევრად უფრო საყოველთაო იქნება!

კონკრეტული ნაბიჯები, რითიც უნდა დავიწყოთ:

უნდა შეიქმნას და გაძლიერდეს ორგანიზაციები, რომლებიც გრანტების გარეშე ფუნქციონირებენ. ამით გამოცდილ და მოსახლეობის ფართო ნაწილში, სანდო ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა იმოქმედონ, გადაადგილდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გააშუქონ, მოიკვლიონ, ააშენონ ქსელები, დააორგანიზონ და მოაბილიზონ, ჩაიტანონ ცოდნა ან შეიძინონ ცოდნა, რის საფუძველზეც ჩვენი საზოგადოება შედარებით უფრო რეზისტენტული გახდება პროპაგანდის მიმართ.

ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე – უკან მოუხედავად უნდა შევეცადოთ ყველა იმ ადამიანთან საუბარს, ვინც იმსხვერპლა ძალაუფალთა პროპაგანდამ. გაზეთი, რადიო, პოდკასტი, რილსი, ტიკტოკი, პოსტი და სხვა. ყველაფერი უნდა ამუშავდეს, ოღონდ ამუშავდეს არა ერთი თვის ან სამთვიანი კამპანიის პერსპექტივაში, არამედ უნდა ამუშავდეს სამუდამოდ ანუ გრძელვადიანი დათქმებით.

უკეთესი საქართველოს შენების გზაზე მოსახლეობამ უნდა მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე ლიბერალური დემოკრატია და ევროკავშირში წევრობის ზოგადი გარანტია.

უნდა იყოს მხილებული ყველა ინსტიტუცია, ვინც ჩაგვრას აწარმოებს და არ უნდა დავრჩეთ პრიმიტიულ ანალიზში, სადაც მჩაგვრელი მხოლოდ ხელისუფლებებია და კერძო სექტორის პასუხისმგებლობა ანულირებულია. მთელს მსოფლიოში არსებული კრიზისი არის მკვეთრი უკუჩვენება სოციალური უფლებების იგნორირების, სადმე არსებული სიღარიბე საფრთხეს უქმნის კეთილდღეობას ყველგან, პოლიტიკური უფლებების რეალიზება შეუძლებელია საბაზისო სოციალურ საჭიროებებზე წვდომის გარეშე.

217 – ჰესების პროექტები ერთგვარ რუკას ქმნის, ამ რუკაზე საქართველოს ბუნების გაჩანაგების და მოსახლეობის ინტერესების გათელვის წინასწარმეტყველება იხატება, ყველა ვალდებულია მოემზადოს ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესების დასაცავად.

ახალი საემიგრაციო პოლიტიკა გვაუწყებს, რომ მესამე სამყაროს ქვეყნებიდან დაიწყება იაფი მუშახელის შემოდინება, რითაც დაბალანსდება მუშახელის სიმწირე, რაც გამოიწვევს ხელფასების ზრდის შეჩერებას ან პირიქით, შეამცირებს მას – საქართველოს მშრომელი უნდა დაირაზმოს, ხელფასების მატების მოთხოვნა უნდა გახდეს საყოველთაო.

ჭიათურა პრინციპული საკითხია – ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიულ მშრომელთა შორის ყველაზე შეუპოვარი კოლექტივის გამარჯვება ბევრს ნიშნავს მთლიანი საქართველოს პატრიოტული ძალების პერსპექტივისთვის.

უნდა შეწყდეს ეს მუდმივი მუქარა იმ ხალხის წინააღმდეგ ვინც ცდილობს შედარებით პრაგმატული მსჯელობის გამართვას, ლიბერალური სპექტრისთვის დამახასიათებელი “ვოუქისტური” მორალიზმის დასრულება ამ პროცესს ფრიად დაეხმარებოდა.

ემიგრაციამ თავისი ძალისხმევა პირველ რიგში არა ფინანსური გადარიცხვებისკენ (ეს შესაძლოა ტექნიკურადაც რთული აღმოჩნდეს), არამედ საინფორმაციო, მედია და პოლიტიკური პლატფორმების შექმნისკენ უნდა მიმართოს. ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა უნდა შეძლონ მობილიზება და მუშაობის დაწყება პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამისთვის მრავალი გზა არსებობს, მათ შორის, ასეთი წამოწყებისთვის რთული არ უნდა იყოს დაფინანსების მოძიება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც არ მოქმედებს მავნებლური ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა.

ყველაფერ ამასთან ერთად, უნდა წავახალისოთ თვითკრიტიკა და თეორიული მსჯელობაში უნდა მოვიწვიოთ აკადემიური წრეები, საკითხს უნდა შევხედოთ სხვადასხვა გამოცდილების პერსპექტივიდან და არსებული სიტუაცია ჯეროვნად გავაანალიზოთ, ამ წერილის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა გავაკეთოთ, როგორ ვუმკურნალოთ ჩვენ საზოგადოებაში გაჩენილ მრავლობით სენს, უნდა დავადგინოთ ზუსტად რა და რა სახის დაავადებებით ვართ ინფიცირებულნი. სწორედ ამგვარად შევძლებთ ჩვენი საზოგადოება დაიბადოს, როგორც პოლიტიკური სუბიექტი.

free-column-cover

ნინო ხარჩილავა: “ყველა, ვინც იქ იდგა და ისუნთქა ეს გაზი, მინდა, რომ გაფრთხილდეს”

Unknown Author

“მაუწყებელი” ესაუბრა ნინო ხარჩილავას, რომელიც სპეცრაზმის დარბევის დროს სავარაუდოდ გაზით მოიწამლა:

“აქციებზე ვიდექი ყოველდღიურად, როდესაც ინტენსიურად არბევდნენ აქციებს, ფაქტობრივად ყოველ დღე იქ ვიყავი.

დარბევის მეორე დღესაც, ეს თვალების წვა და სპეციფიკური გაზის სუნი მიგრძნია, თუნდაც ბუჩქებთან როცა იდექი, იგრძნობოდა, როცა ამ ტერიტორიაზე შედიოდი თვალები გეწვოდა და ხველება გიტყდებოდა ადამიანს.

ყველაზე ინტენსიური გაზის შესუნთქვა მოხდა ერთ-ერთი დარბევისას, როდესაც რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოაგდეს კაფსულა, ბევრი ხალხი ვიყავით საკმაოდ, ჭყლეტასავით იყო და წინ დამივარდა ეს კაფსულა. მაგ დღეს არც მეკეთა აირწინაღი. ზოგადად ეს აღჭურვილობა, რადგან ყველას ყოველთვის არ გვქონდა, ხან ვცვლიდით ხოლმე, ზოგს გვეკეთა ზოგს არა, ყოველთვის ვერ ვახერხებდი რომ მკეთებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიყავი ალერგიული და მეგონა რომ უფრო ვიტან, დაუდევრად ვექცეოდი საკუთარ თავს რაღაც თვალსაზრისით. მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ მე არ ვიყავი ის ადამიანი, ვინც სულ წინა რიგებში იდგა. და ვიცი ადამიანები ვინც ამ გაზის კაფსულებს ანეიტრალებდა, წყლიან ბოთლებში აგდებდა. პირველ ხაზებში კიდევ უფრო მეტს და ინტენსიურად სუნთქავდნენ ამ გაზს. ჩემს მეგობარს მაგალითად, პირდაპირ სახეში ჩააცალეს წიწაკის სპრეი. იმის თქმა მინდა, რომ მე არ მქონია განცდა, რომ გაზისგან მე განსაკუთრებით დავზიანდი. მქონდა უბრალოდ თვალების წვა, ყელის წვა და ხველება. ეს არ ჩავთვალე დიდ ამბად, ვიფიქრე რომ გაივლიდა. თვალების წვამ და ყელის წვამ გაიარა, მაგრამ სხვა სიმპტომები რაც დარჩა და მე ვერ შევძელი რომ ინტოქსიკაციასთან დამეკავშირებინა.

პროტესტის დროს, შევედი ერთ-ერთ კაფეში დასასვენებლად, ხელებზე დავიხედე და ვნახე, რომ სულ წითლად არის დაწინწკლული, მაგრამ არ მივაქციე ამას დიდი ყურადღება, შემდეგ შევხედე რომ ტერფებიც წითლად არის დაწინწკლული.

მას მერე, ამ თვეების განმავლობაში სხვადასხვა სიმპტომი იჩენდა თავს, როგორიცაა დალურჯებები, სისუსტე, სისხლდენები. ეს ყველაფერი დაიწყო დარბევების დროს, მაგრამ არ ჩამითვლია ეს მაშინ დიდ ამბად, იმიტომ რომ არასოდეს არ მქონია რაიმე ცვლილება სისხლის ანალიზში აქამდე და ჩემთვის ეს არის ახალი გამოცდილება, ეს დიაგნოზი, თრომბოციტოპენია- თრომბოციტების მკვეთრი ვარდნა. ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ამოვიცანი და ვერც დავაკავშირე ინტოქსიკაციასთან ეს სიმპტომები.

ექიმთან წავედი ზოგადი სისუსტის ჩივილით, ვფიქრობდი, რომ ალბათ ისევ რაღაც ვირუსი მაქვს ან D ვიტამინის ნაკლებობა მაგრამ სისხლის ანალიზში აღმოჩნდა, რომ თრომბოციტების ძალიან ცოტა რაოდენობა მაქვს. 6 ათასი მაქვს, მაშინ როდესაც 130 ათასი უნდა იყოს მინიმუმ. ძალიან გაუკვირდათ ლაბორატორიაში, ორჯერ ამიღეს ანალიზი. თრომბოციტოპენია, როგორც წესი, ვითარდება თუ ქიმიოთერაპიაზეა ადამიანი, ან თუ თანმდევი დაავადებები აქვს. მე კი ამ ყველაფრის გარეშე მქონდა ძალიან დაბალი მაჩვენებელი. როგორც კი დარწმუნდნენ, რომ ანალიზის პასუხი სწორია, მითხრეს, რომ ჩემი მოძრაობა არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერ დროს შინაგან ორგანოებზე გასკდეს სისხლძარღვი, არის დიდი რისკი. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დამჭირდა, იმუნოსუპრესანტებით მკურნალობა დამინიშნეს, დიდი დოზა დექსამეტაზონით, რაც საკმაოდ მძიმე მკურნალობა იყო. კარგია რომ დაექვემდებარა მკურნალობას ეს თრომბოციტები და დონემ აიწია. როდესაც კითხვებს მისვამდნენ აღმიდგა ეს წინწკლები, ცხვირიდან სისხლდენა, ჩალურჯებები როდესაც დამეწყო, დიდი ალბათობით გამომწვევი მიზეზი არის ხანგრძლივი ინტოქსიკაცია.

ყველა, ვინც იქ იდგა და ისუნთქა ეს გაზი, მინდა, რომ გაფრთხილდეს, რადგან ასეთი სიცოცხლის რისკის მატარებელი მდგომარეობები შეიძლება განვითარდეს. ჩვენ არ ვიცით რა ნივთიერებები გამოიყენეს, რით მოგვწამლეს.”

free-column-cover

პროფკავშირები: მუშათა კლასი სოციალისტური ორგანიზების ცენტრები თუ კაპიტალიზმის აგენტები

ავტორი: საბა ქერქაძე

კაპიტალისტურ ეკონომიკურ ურთიერთობებში მშრომელთა პროფკავშირული ერთობები ფუნქციონირებს, როგორც დომინანტური ეკონომიკური პოლიტიკის აგენტები. ვინაიდან პროფკავშირები  ჩართულია შრომასა და კაპიტალს შორის წინააღმდეგობით შექმნილ კონფლიქტში, რომელიც პირველ რიგში ვლინდება სამუშაო ადგილზე – იქ, სადაც მუშათა კლასი ყიდის საკუთარ სამუშაო ძალას. გარკვეული პერიოდიზაციით  ეკონომიკური ბრძოლის სახით აუცილებლად იზრდება მუშათა უკმაყოფილება, ძირითადად ხელფასის მატების, შრომითი გარემოს მოწესრიგებისა და შესაძლოა სამუშაო ეთიკის დარღვევის მოტივით. ეს ეკონომიკური ბრძოლაა. მოთხოვნები უწყინარი, კაპიტალისტებისთვის ნაკლებად საშიში და ლეგალისტურია. კაპიტალიზმის აგენტი პროფკავშირები სწორედ, რომ ასეთი ტიპის ეკონომიკურ ბრძოლებს აწარმოებენ ან არეგულირებენ. ეს გულისხმობს, რომ მათ აქვთ გაცხადებული პოლიტიკა – „მუშამ უნდა იბრძოლოს ხელფასისთვის.“ შესაბამისად, გაფიცვები, ეს იქნება ინდუსტრიულ თუ პრეკარიატის კლასებში, ცენტრალურ ბრძოლის ველად ანაზღაურებას ასახელებს. ამასთან ერთად შრომითი გარემოს უსაფრთხოებასა და შრომითი უფლებების გაფართოებას. ასეთი ჩარჩო  ზღუდავს მუშის, როგორც პოლიტიკურად გარდამქნელი სუბიექტის როლს. მშრომელები დისტანცირდებიან კლასობრივი წინააღმდეგობისგან და აწარმოებენ რეფორმისტულ ბრძოლას.

რაც შეეხება პროფკავშირების მარეგულირებელ პრაქტიკას, ეს ძირითადად მძლავრი უკმაყოფილების შემდეგ იძენს მნიშვნელობას, ვინაიდან კონფლიქტი სახეზეა, წინააღმდეგობას აუცილებლად აქვს შესაბამისი ორგანიზაციული მუშაობის შედეგად პოლიტიკური ბრძოლის პერსპექტივა, ამიტომაც  კაპიტალიზმისთვის სიტუაციის რეგულირება აუცილებელია. ის თმობს ეკონომიკურ მოთხოვნას, პოლიტიკური მოთხოვნების საჭიროების განეიტრალების მიზნით და პროფკავშირები მედიატორის როლს ირგებენ. ისინი მშრომელთა პოლიტიკურ ცნობიერებაზე ზრუნვის ნაცვლად, ფაქტობრივად კაპიტალის სასარგებლოდ არეგულირებენ წინააღმდეგობას. შესაბამისად, ცხადია,   რომ  პროფკავშირები ფუნქციონირებენ როგორც კერძო საკუთრების აგენტურა.

საქართველოში მოქმედებს როგორც პროფკავშირების გაერთიანება, ისე ე.წ „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები“, რომლებიც არ უერთდებიან ცენტრალურ პროფკავშირებს და რიტორიკის დონეზე უპირისპირდებიან მას.  მიუხედავად ამისა, ისინი ვერ ქმნიან კერძო საკუთრების წინააღმდეგ აზრს. ბუნებრივია, მუშაობის პრაქტიკაც ქაოსური, ისტერიული და უმიზნოა.   უნდა დავაკვირდეთ შემდეგს, გარდა რიტორიკისა და პოლითეისტური პროფკავშირული მუშაობის გაგებისა, რა სახის თეორიული და პრაქტიკული წინააღმდეგობა არსებობს ცენტრალურ და „დამოუკიდებელ“ პროფესიულ კავშირებს შორის.  როგორი უნდა იყოს პროფკავშირული მუშაობა სოციალისტური გარდაქმნისათვის. ასევე მისი პოლიტიკური ამოცანები.

პროფკავშირები, როგორც საორგანიზაციო ცენტრები

მშრომელთა მასების კავშირი ორგანიზაციულ ტიპში მარქსს სამი სახით ესმის. პროფკავშირში ორგანიზებული მასები, პარტიაში ორგანიზებული მასები და ინტერნაციონალში ორგანიზებული მასები. დაქსაქსული, გაყალბებული ცნობიერების მქონე და ექსპლუატაციაში მცხოვრები მუშათა კლასის ორგანიზაციულობის პირველად ტიპს მარქსი პროფკავშირულ გაერთიანებებში ხედავს. თუმცა მისთვის პროფკავშირი არ არის მხოლოდ გაერთიანება, რომელიც ემპათიასა და დეპოლიტიზირებულ სოლიდარობას ეფუძნება. პირიქით, მშრომელთა ორგანიზაციულ თავმოყრას, თან უნდა ახლდეს ეკონომიკური და პოლიტიკური ბრძოლის პრაქტიკები. მიზანი კოლექტიური რესურსებისა და უფლებების მიმთვისებელი ეკონომიკური წესრიგის მოსპობაა. რაც უნდა ამოიზარდოს თეორიული მხილებით და მათ შორის მუშათა უკმაყოფილების სოციალისტური გარდაქმნის აუცილებლობის პოლიტიზაციით. ეს მიმართულება კი უნდა უერთდებოდეს პროფკავშირული ეკონომიკური ბრძოლის მიზანს, ანუ არა მარტო ხელფასის ზრდას, არამედ სახელფასო შრომის სისტემის გაუქმებას. ამ სახის ბრძოლაში გამოიკვეთება პოლიტიკური საჭიროებები. ვინაიდან პოლიტიკა მიზნის, ეკონომიკური ემანსიპაციის მიღწევის საშუალებაა.

„კაპიტალი კონცენტრირებული სოციალური ძალაა, მუშას კი მხოლოდ ინდივიდუალური შრომითი ძალა აქვს ხელთ. მაშასადამე, კაპიტალსა და შრომას შორის შეთანხმება ვერასოდეს იქნება დაფუძნებული სამართლიან პირობებზე, თუნდაც იმ საზოგადოების გაგებით, რომელიც ერთ მხარეს ათავსებს ცხოვრებისა და წარმოების მატერიალური საშუალებების ფლობას და მეორე მხარეს აყენებს ცოცხალ ძალას. ერთადერთი სოციალური ძალა, რომელსაც მუშები ფლობენ, მათი რიცხვითი ძალაა. თუმცა, ეს ძალა შეფერხებულია ერთიანობის არარსებობის გამო. მუშებს შორის ერთიანობის ნაკლებობა გამოწვეულია ერთმანეთთან გარდაუვალი კონკურენციით და შენარჩუნებულია ამით.“1

პროფკავშირები მუშათა კლასის საორგანიზაციო ცენტრებია, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა გეოგრაფიულ ერთეულში, განსხვავებულ შრომის ტიპში ჩართული მშრომელები.  მუშების შრომითი ურთიერთობების გადაჯაჭვულობის მიუხედავად მათ შორის არ არსებობს სოლიდარობა. რაც კერძო წარმოებითი ურთიერთობებისა და ინდივიდუალური შრომითი ძალის ფლობითაა განპირობებული. სწორედ, პირველ საორგანიზაციო ცენტრებში ჩნდება ეკონომიკური, პოლიტიკური და ზოგადად კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობის გააზრება. ბუნებრივია, მუშა მუდმივად არის ჩართული კლასობრივ ბრძოლაში, მაგრამ ეს არ არის გაგებული, როგორც ექსპლუატაცია. ჩაგვრა და უსამართლობა – ეს ცნებები თავისთავად გასაგები არ არის კლასისთვის. ვინაიდან მუშური ყოფის გააზრება და ცვლილების მომტან კლასად გადაქცევა მხოლოდ ეკონომიკურ და  პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვით ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირები, როგორც საორგანიზაციო ცენტრები მუშათა  თავმოყრის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, ის თავისთავად ვერ იქცევა სოციალისტური გარდაქმნის აგენტად. ამისათვის აუცილებელია შრომის ორგანიზებული ბრძოლის ტაქტიკების გააზრება, თეორიული შეიარაღება, კაპიტალიზმის მიერ წარმოებული ადამიანის ბუნების კრიტიკა და მკაფიო კლასობრივი პოლიტიკური პერსპექტივა.

საზოგადოდ პროფესიული კავშირები თავისი კონსერვატიული ბუნებით გამოირჩევიან, ვინაიდან ყოველთვის უნდა იყოს, რაღაც ტიპის უფრო დიდი ორგანიზებულობის წინაპირობა, ანუ პარტიის. ამიტომაც ძირითადად ეკონომიკური ბრძოლით შემოიფარგლება. ეს არის ისეთი ტიპის ბრძოლა, რომელიც სამყაროს ემპირიულობის პერსპექტივიდან უყურებს,  აფასებს, მშრომელების გაუსაძლის მდგომარეობას, ხედავს ცვლილების საჭიროებას, მაგრამ ვერ ადგენს მიზეზებს. მისი ბრძოლაც ლეგალისტური, ფრთხილი, ბიუროკრატიული და საკანონმდებლოა.

„ვინაიდან პროფკავშირები არსებობენ კაპიტალიზმში, რადგან გამოივაჭრონ შრომითი ექსპლუატაციის პირობები და არა იმოქმედონ კაპიტალიზმისა და ექსპლუატაციის გაუქმების მიზნით. ისინი აუცილებლად არსებობენ სისტემასთან კომპრომისულ მდგომარეობაში.“2

კომპრომისები განსაზღვრავს პროფკავშირების პოლიტიკას, მოქმედების არეალს, ამოცანებს, ტაქტიკას, მიმართულებას და ა.შ. ეკონომიკური ბრძოლა – ანუ საექსპლუატაციო პირობებისთვის ბრძოლა – არის პირველადი ხასიათის და  კლასობრივი ბრძოლის ნაწილია. ეს მუშის პირველი მცდელობაა ბატონის წინააღმდეგ გამოსვლის. თუმცა, ამ ტიპის ბრძოლის უნივერსალიზაცია და შემდგომში მისი საზოგადოებრივი მხარდაჭერისთვის ბრძოლა, რა თქმა უნდა, პროფკავშირს გადააქცევს კაპიტალიზმის აგენტად. მშრომელის პოლიტიკური ცნობიერება არ არის ერთგვაროვანი. ვინაიდან პოლიტიკური განათლების გარეშე, კაპიტალისტური პროპაგანდის, ინსტიტუციური რეალობის შესაბამისად ცხოვრობს. კერძო საკუთრებისთვის შეუსაბამო აზრი ორგანიზაციული წარმოებით უნდა მიიღოს. ამისათვის კი პოლიტიკური ბრძოლაა საჭირო და იმ ტიპის საზოგადოებრივი წყობილების მოსპობა, რომელიც ავალდებულებს რომ მიეყიდოს მდიდარს. მუშათა მიზანი არ უნდა იყოს არსებული წყობილებისგან პირობების გამორჩენა, არამედ პირობების შემქმნელი წარმოების წესის შეცვლა.  ეკონომიკური მოძრაობა მხოლოდ  კლასობრივი მოძრაობის საწყისი ფორმაა, რომელიც უნდა გარდაიქმნას პოლიტიკურ ბრძოლად. ეს გარდაქმნა უნდა მოხდეს გაბატონებული საზოგადოებრივ ურთიერთობებთან წინააღმდეგობით, რაც ნიშნავს სისტემურ ცვლილებას და არა რეფორმისტულ გადალაგებას. „ როგორც პირველი, ისე მეორე აგიტაცია აღვიძებს მუშათა შეგნებას, რაზმავს, წვრთნის, ზრდის მათ სოლიდარულად, სამოქმედოდ და სოციალ-დემოკრატიული იდეალებისათვის საბრძოლველად და საშუალებას მისცემს მუშებს თავიანთი ძალ-ღონე გამოცადონ უახლოეს საკითხებში, უახლოეს საჭიროებებში, საშუალებას მისცემს მათ ნაწილობრივ დაათმობინოს თავიანთ მტერს, გაიუმჯობესოს ეკონომიური მდგომარეობა, აიძულოს კაპიტალისტები ანგარიში გაუწიონ ორგანიზებული მუშების ძალას, აიძულონ მთავრობა გააფართოოს მუშათა უფლებები.“3

მეტი უკმაყოფილება ანაზღაურებით

ახლა  მივუბრუნდეთ კითხვას: როგორ ფუნქციონირებს პროფკავშირები საქართველოში? ქვეყანაში მოქმედებს როგორც ცენტრალური პროფკავშირების გაერთიანება, ისე ე.წ. დამოუკიდებელი პროფკავშირები, რომლებიც სხვადასხვა დარგის მშრომელებს აერთიანებს. ეს იქნება მრეწველობა, ჯანდაცვა, კულტურა თუ ა.შ. მათ შორის არსებობს დაპირისპირება, მაგრამ ეს დაპირისპირება არ არის პოლიტიკურ, იდეოლოგიურ დონეზე. ვინაიდან ცენტრალური გაერთიანება არის პირდაპირ მიბმული კაპიტალისტურ კლასსა და სახელმწიფოს ინტერესებს. მდიდრების სასარგებლოდ მოქმედებს. რაც შეეხება დამოუკიდებელ პროფკავშირებს ისინი უშუალოდ არ არიან დაკავშირებულები მმართველ კლასთან, მაგრამ მათი საქმიანობა არ არის  წინააღმდეგობაში კაპიტალისტური წარმოების წესთან. ვინაიდან ჩაკეტილია იმ ტიპის მოძრაობაში, როგორიც არის ეკონომიკური ბრძოლა ხელფასისთვის და მხოლოდ ხელფასისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნე, პოლიტიკური ბრძოლისთვის წინარე ორგანიზაციული მოძრაობა პროფკავშირული თვალსაზრისით საჭიროა დამაჯერებელი სოციალური მოთხოვნები. საჯარო მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით. დამოუკიდებელ პროფკავშირები კი ფუნქციონირებენ მშრომელთა მასებისგან დისტანცირებულად. სექტანტური ეთიკითა და მოქმედების ლოგიკით. არა თუ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ბრძოლაც მათთვის გაუგებარია. არ არის სწორად იდენტიფიცირებული ვინ არის მტერი. მოთხოვნები სახელფასო პოლიტიკას ვერ სცდება. დღის წესრიგში არ დგას სახელფასო შრომითი ურთიერთობის გაუქმების თუნდაც შორეული პოლიტიკური მიზანი, არამედ დღისწესრიგი აგებულია ევროპეიზაციის ტენდენციებზე. კეთილდღეობის სახელმწიფოს კაპიტალისტურ გაგებაზე და კერძო საკუთრების პრიმატისათვის ლეგიტიმაციის მინიჭებაზე. მათი საქმიანობა სხვადასხვა დასავლურ გრანტებზეა დამოკიდებული. ამიტომაც პოლიტიკური კონსერვატიზმი, ნაივური იდეოლოგიური ცხოვრება და იურისპრუდენციული ბრძოლის მეთოდოლოგია სწორედ კაპიტალიზმის მიერ პროფკავშირებისათვის განსაზღვრული დღის წესრიგია.

დღეს პროფკავშირული საქმიანობა უკავშირდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დადგენილებებსა და რეკომენდაციებს, რომლის ცენტრალური საკითხი არის „სოციალური პარტნიორობის“ იდეა, რაც გულისხმობს შრომასთან დაკავშირებული გამოწვევების სამმხრივი დიალოგით გადაწყვეტა, რომელიც მოიაზრებს დამსაქმებლის, სახელმწიფოსა და პროფკავშირების პარტნიორობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მხოლოდ და მხოლოდ ხელფასი, უსაფრთხო გარემო, შრომის პირობების, დასვენების დღეები და მსგავსი ეკონომიკური საკითხები, რაც მუშას პერიოდულად მისცემს საშუალებას გაიფიცოს, მხოლოდ მინიმალური ეკონომიკური გაძლიერებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, სოციალური პარტნიორობის მეთოდი თანაბარ მნიშვნელოვნად განიხილავს მუშისა და კაპიტალისტის ინტერესს.

მარტივი ფორმულით სოციალური პარტნიორობა არის „ურთიერთაღიარების, ინსტიტუციონალიზებული თანამშრომლობის და რეგულირებული კონფლიქტი ორგანიზებულ შრომას,  ბიზნესსა და მთავრობას შორის“4. ვხედავთ, რომ ამ მეთოდით შეურიგებელი კონფლიქტი შრომასა და კაპიტალს შორის არ არის აღიარებული, როგორც მთავარი წინააღმდეგობა კაპიტალისტურ წესრიგში. ამ კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია ერთის მეორეზე გაბატონებით და არა ინტერესების დაბალანსებით. ამიტომაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები არ არის მუშების გაძლიერებისკენ მიმართული, რეალურად ეძებს შუალედს, რომელიც კაპიტალისტს გააგრძელებინებს საექსპლუატაციო პირობებისა და გარემოს შექმნას. მუშას კი დატოვებს მინიმალური უფლებების გამოვაჭრების პროცესში. ცენტრალური თუ დამოუკიდებელი პროფკავშირები ეკონომისტურ გზას მისდევენ, აწარმოებენ აზრს, აწყობენ გაფიცვებს, მაგრამ ვერასდროს ვერ სცდებიანს დასაქმების ადგილს, მათი თეორია და პრაქტიკა  სოციალური პარტნიორობის იდეის მხარდაჭერაა.

უქონელსა და მესაკუთრეს შორის დაპირისპირება, რომელიც შესაძლოა არ იყოს ღიად გამოხატული, გაფიცვების ან წინააღმდეგობების სხვა ფორმების სახით, მიუხედავად ამისა კლასობრივი კონფლიქტი შრომასა და კაპიტალს შორის მუდმივია, ვინაიდან არსებობს ერთ მხარეს საწარმოო საშუალებები, რომლის ხელშიც არის არა მარტო მატერიალური იარაღები, არამემ მის მიერ წარმოქმნილი სოციალური თუ კულტურული პროცესები, რითაც ავრცელებს „ბატონის“ იდეოლოგიურ შინაარს, მეორე მხარეს კი ვხედავთ მშრომელთა კლასის სამუშაო ძალას და სიმრავლეს.       „კაპიტალი შედგება ნედლი მასალის, სამუშაო იარაღებისა და სხვადასხვა საარსებო საშუალებათაგან, რომლებიც იხმარება ახალი ნედლი მასალისა, ახალი სამუშაო იარაღებისა და ახალი საარსებო საშუალებათა შესაქმნელად. ყველა ეს მისი შემადგენელი ნაწილი შრომის ქმნილებაა, შრომის პროდუქტია, დაგროვილი შრომაა. დაგროვილი შრომა კი, რომელიც ახალი წარმოების საშუალებას წარმოადგენს, არის კაპიტალი“5.

კაპიტალი საკუთარი თავის წარმოქმნისთვის იყენებს სამუშაო ძალას, ისე რომ არ ითვალისწინებს ამ სამუშაო ძალის მატარებლის ინტერესს, რაც მას გაუცხოებულს და დაპირისპირებულს ხდის შრომასთან.

ამიტომაც, სოციალური პარტნიორობის მოდელი ვერ აგვარებს მუშათა კლასის პრობლემებს და მეტიც არაქმედით უნარიანი ხდება, აფერხებს იმ საერთო ცნობიერების წარმოებას, რომელსაც არა მარტო ეკონომიკურ გაძლიერება აინტერესებს ან უკეთესი საექსპლუატაციო გარემო, არამედ მხარს უჭერს თანასწორობის პრინციპს, რაც სიმდიდრის გადანაწილებას გულისხმობს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სოციალური პარტნიორობის საკითხი ევროკავშირის ეგიდით აღწევს შრომის კოდექსში, რაც მინიმალური სამუშაო სტანდარტების მისაღწევადაც არ გამოდგება. ვინაიდან დასავლურ კაპიტალიზმს მეტი მუშათა წინააღმდეგობა უნახავს, რაც მუდმივად აიძულებდა დაეთმო მშრომელებისთვის, მინიმალურად მაინც გადაენაწილებინა სიმდიდრე. ხოლო წინააღმდეგობებს მოკლებული კაპიტალიზმი, სადაც მისი ინტერესი არა თუ შეჭრილია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, არამედ სრულად განსაზღვრავს, სოციალური პარტნიორობა არ სჭირდება. კრიტიკულ სიტუაციებში, პირობითად ინდუსტრიულ ქალაქებში გაფიცვის დროს შეიძლება გამოიხმოს პარტნიორობის რეჟიმი მუშების შესაჩერებლად,დასაბნევად და დროის მოსაგებად, რა თქმა უნდა წინააღმდეგობის ჩახშობისთვის.

ეს მოცემულობა გარკვეულ წილად ეხმიანება იმ იდეალისტური აზრის სიმცდარეს, რომელიც გვარწმუნებს კაპიტალიზმის ემანაციურ ბუნებაში, ანუ ევროკავშირის წევრობა მყისიერად მოიტანს უფასო ხარისხიან განათლებას, ჯანდაცვას, მინიმალურ ხელფასს და მრავალ სხვა სოციალურ სიკეთეს.

რა თქმა უნდა, პროფესიული კავშირის დაარსება, როგორც საორგანიზაციო ცენტრის პროგრესულია, მაგრამ ის კონტრპროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს. მეტიც, ტაქტიკური დაბნეულობა გამოიწვიოს, საბრძოლო ლეგალისტური ეთიკა დააფუძნოს და მუშათა კლასი ფიზიკური ბრძოლის ნაწილში კიდევ უფრო მოწყვლადი გახდეს. რასაც ვხედავთ, დამოუკიდებელი და ცენტრალური პროფკავშირების საქმიანობაში. მათ მიერ მოწყობილი გაფიცვები საბოლოოდ მთავრდება სასამართლო დავების მოგება-წაგების დიქოტომიით.

მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფკავშირებით და ქსელური მუშათა შრომითი სივრცეები არ არის პირდაპირ პროპორციული საზოგადო კეთილდღეობასთან. ეს არის პროფესიული კავშირების მიერ მუშათა კლასის სახელფასო პოლიტიკით მუდმივი უკმაყოფილების წარმოება. რეალურად კერძო წარმოებით შრომის ტიპში ხელფასი არის მშრომელის გაყიდული სამუშო ძალის ანაზღაურება. სადაც კაპიტალისტი მშრომელის ხარჯზე მდიდრდება და მისი დანახარჯი ხელფასის მუდმივი ზრდის პირობებშიც მინიმალურია. ვინაიდან ის მუშისგან იღებს იმდენ ზედმეტ ღირებულებას, რომელიც მისი შთამომავლობას კლასობრივ პრივილეგირებულ პოზიციას განუსაზღვრავს. პროფკავშირების ბრძოლა ეს იქნება ცენტრალური თუ დამოუკიდებელი სწორედ საექსპლუატაციო პირობების ვაჭრობამდე დაიყვანება, რომელიც მშრომელების კომპრომისებით მიიღწევა. ამავდროულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროფკავშირებისთვის კრიზისი გარდაუვალია, ვინაიდან ყველა დაინახავს,  ჩაგრული კლასის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და ეს მუშათა კლასს ვერ დაჰბრალდება. ვინაიდან თუ საორგანიზაციო ცენტრში არ დახვდება მშრომელს შესაბამისი პოლიტიკური ცნობიერება, მაშინ ვერც უკეთეს ცხოვრებას მივიღებთ. ეს პირველ რიგში პროფკავშირების პასუხისმგებლობაა.

რეალური მიზეზი კი კლასობრივი ბრძოლის ვერ გააზრება და მისი გადალახვისთვის ბრძოლის ტაქტიკების არ არსებობა იქნება. ვინაიდან პროფესიული კავშირების წარმოებული ეკონომიკური ბრძოლა პირველადი საჭიროებების გაუმჯობესების ფარგლებში რჩება და არ მოხაზავს მომავლის პოლიტიკურ ამოცანას, რომელიც უქონელთა კლასის პრობლემებს უპირობოდ გადაჭრის, მაშინ აქ დამნაშავე ორგანიზაციაა და არა მშრომელი. ორგანიზაციის არსებობა სწორედ შეკავშირებისა და პოლიტიკური გაზრდისათვსი არის საჭირო. აქ მეორე პრობლემაც შემოდის დღის წესრიგში. პროფკავშირი არ არის მთავარი პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ არის პირველი მუშათა კლასის საორგანიზაციო ცენტრი. ის ყოველთვის პირველ რიგში აწარმოებს ეკონომიკურ ბრძოლას, მაგრამ დღეს მას არ ყავს პოლიტიკური ორგანიზაციული მხარდამჭერი, მაგრამ აქვს პოლიტიკური შეთავაზებები საჯარო სივრცეში. ეს შეთავაზებები მისი პოლიტიზაციის კარგი საშუალებებია, აუცილებელია ცენტრალური კლასობრივი აღმნიშვნელი არსებობა. ვინაიდან საკითხები შემოიკრიბოს ეკონომიკური ემანსიპაციის გარშემო, რომელსაც  ნებისმიერი ბრძოლის ტიპი უნდა დაექვემდებაროს.

„მაშასადამე, მუშათა კლასების ეკონომიკური ემანსიპაცია არის უდიდესი მიზანი, რომელსაც ყოველი პოლიტიკური მოძრაობა უნდა დაექვემდებაროს, როგორც საშუალება.“6

როგორი უნდა იყოს პროფკავშირი

როგორი უნდა იყოს პროფესიული კავშირები, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს მუშათა კლასის მდგომარეობა, ამისათვის აუცილებელია პროფკავშირების ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრა. პირველადი საორგანიზაციო ცენტრი არა მხოლოდ მუშათა მასის თავმოყრის წერტილია, არამედ ის არის კლასობრივი ბრძოლის თეორიული გააზრების სივრცე. ამიტომაც, პროფკავშირი უნდა დავინახოთ, როგორც სოციალისტური აზრის გავრცელების ადგილი, რომელიც ნიადაგს ამზადებს უფრო მასშტაბური პოლიტიკური ორგანიზაციისათვის. ვინაიდან პარტიული დღისწესრიგის დაფუძნება ქვემოდან წამოსული უკმაყოფილებისა და საჭიროების ნიადაგზე ხდება. ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ, არა კაპიტალისტურ პარტიებზე, რომლებიც ზემოდან ქვემოთ პოლიტიკით იქნებიან. მათ სათავეში ექსპლუატატორები და მესაკუთრეები არიან. პოლიტიკის არა ემანაციური, არამედ ემანსიპატორული მნიშვნელობის განსაზღვრა. სადაც “მასა” პოლიტიკურად აქტიური ცნება ხდება და უპირისპირდება “პიროვნულობის”, გარკვეული აზრით, ადამიანური ყოფიერების ინდივიდუალურ გააზრებას.

ასევე პროფკავშირების ლიდერებმა უნდა აწარმოონ კაპიტალიზმის ანალიზი. ეკონომიკური ბრძოლის დროსაც უნდა მოიხაზოს და მოჩანდეს პოლიტიკური მომავალი. ისტორიის წრფივი განვითარების, პროგრესის, გარდაქმნის აუცილებლობისა და ამ პროცესში მუშათა კლასის ძალაუფლების მოპოვების გარდაუვალობა. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც ახლანდელი ამოცანის და არა საბოლოო მიზნად დასახვა, რასაც დღეს ვხედავთ. ეს იქნება ხელფასი, უსაფრთხო გარემო, შრომითი უფლებები თუ ა.შ. ამასთან ერთად, ნებისმიერი სოციალური მოთხოვნა არის მშრომელებისთვის ათვლის წერტილი ან უკეთესი მომავლის და ახლანდელი ყოფის გაუმჯობესების საშუალება. რომელიც კლასობრივი ბრძოლის პირველი ნაბიჯებია. არ არსებობს დანაწევრებული მუშათა პრობლემები, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული, ისინი ერთი წარმოებული ურთიერთობების ნაწილია, რაც კაპიტალისტურმა ეკონომიკურმა წესრიგმა აწარმოვა. ამიტომაც პროფესიული კავშირების რიტორიკა კერძო საკუთრებასთან შეუთავსებელი უნდა იყოს. პირველ რიგში, თეორიული განათლებითა და ეკონომიკური ბრძოლის პოლიტიკური ამოცანებით ფუნქციონირებდეს.

„პროფკავშირები კომუნიზმის სკოლებია. ეს ფორმულა, მიუხედავად მისი მოკლე განსაზღვრებით, ძალიან მდიდარია შინაარსით. და, ფაქტობრივად, ამ დეფინიციაში შედის ოთხი ძირითადი იდეა: (1) პროფკავშირები არიან ორგანიზაციები, რომლებმაც უნდა მოიცვას მთელი კლასი; (2) პროფკავშირები პოლიტიკურად ასწავლიან მასებს კომუნიზმის სულისკვეთებით, ზრდიან მათ საერთო კლასის ამოცანების გაგების დონემდე; (3) პროფკავშირები აკავშირებენ პარტიას მასებთან, ანუ ავანგარდთან. (4) პროფკავშირები აწარმოებენ ბრძოლას კაპიტალის წინააღმდეგ პროლეტარიატის რევოლუციური პარტიის ხელმძღვანელობით.“7

პროფკავშირების კაპიტალისტურ სისტემაში და პროფკავშირები სოციალიზმში განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. პროფესიულ კავშირებს ლიბერალური კაპიტალიზმის პირობებში, ეკონომიკური წესრიგისა და იდეოლოგიური ლეგიტიმაციის საპასუხო ამოცანა უნდა დაისახოს.  ქვეყანაში მშრომელების კლასობრივი ცნობიერების შესაბამისად. ეს ამოცანა დღეს უქონელთა კლასის პოლიტიკური შეგნების ფორმირებაა. ბრძოლა ნაწილობრივი მოთხოვნებისთვის, პოლიტიკურ ცვლილებებამდე. ხელფასის გაზრდის მოთხოვნა, კაპიტალისტური სახელფასო სისტემის მოსპობამდე, შრომითი საათების დარეგულირება,შრომის ექსპლუატაციური ტიპის განადგურებამდე, უსაფრთხო შრომითი გარემოს მოთხოვნა, წარმოებების ნაციონალიზაციამდე.

რაც შეეხება პროფკავშირების მოქმედების პრაქტიკულ ნაწილს, რა თქმა უნდა, ამოცანების შესაბამისია. თეორიული სიღარიბე და ეკონომიური ორგანიზაციული ამოცანა განსაზღვრავს მათ ბრძოლის ტიპს. იურიდიული დავები, უშედეგო გაფიცვები და ა.შ. ლეგალისტური ბრძოლა, კომპრომისის ძიება. დასაქმებულსა და დამსაქმებელს, ანუ კაპიტალისტსა და მუშას შორის. საპარლამენტო საქმიანობები, რეფორმების განხორციელება. ეს არის ეკონომიკური ბრძოლის უნივერსალურად დანახვის და მისი მატერიალიზაციის შედეგი. სადაც კაპიტალისტური კლასის დამარცხებას, მხოლოდ მის მიერ მართული ინსტიტუციებით ცდილობ. სადაც არ არსებობს მშრომელთა კლასის ინტერესი.

რეალურად, პროფკავშირებმა მუშათა კლასი უნდა დარაზმოს ნებისმიერი კაპიტალისტური ინსტიტუციისა და წესრიგის მიერ შემოთავაზებული ურთიერთობების წინააღმდეგ. მას შეუძლია ერთი ხელით აწარმოოს იურიდიული დავაც, მაგრამ მეორე ხელით უნდა ებრძოლოს მესაკუთრეებს. არა თუ ელოდოს სასამართლოდან გამოვაჭრებულ კომპენსაციას, არამედ აიძულოს კაპიტალისტი მშრომელთა ორგანიზების შიშით მანამდე დათმოს პრივილეგიები. გასცეს რაც უახლოეს მომავალში მშრომელს სჭირდება. წინააღმდეგობის ფიზიკური ტიპი აწარმოოს, მშრომელებმა თავისი სიმრავლე და რიცხოვნობა უნდა გამოიყენოს. კაპიტალიზმისა და კაპიტალისტის შიშები მოგებას უკავშირდება, ამიტომაც მიზანში მოგების პრინციპი უნდა ამოიღოს. პროფკავშირებმა ყოველდღიურად უნდა აწარმოონ ბრძოლა კაპიტალიზმის წინააღმდეგ. როგორც თეორიული, ასევე ფიზიკური წინააღმდეგობის თვალსაზრისით. ამ პროცესში მუშა უნდა გამოიწრთოს, გათამამდეს, გამოვიდეს მორიდებისა და დარცხევის მდგომარეობიდან, სადაც კაპიტალისტურმა წესრიგმა ჩააყენა. მისი შრომა გადამალა და მიისაკუთრა, ამიტომაც მუშათა კლასი თეორიულ და ფიზიკურ წინააღმდეგობაში ჩართვით მეტად ვითარდება და ემზადება პოლიტიკური ცვლილებებისთვის. რაც აუცილებლად კაპიტალისტურ კლასთან და მის აპოლოგეტებთან შეტაკებით უნდა გადაწყდეს.

ბიბლიოგრაფია

1 https://www.marxists.org/archive/lozovsky/1935/marx-trade-unions/ch01.htm

2 https://jacobin.com/2020/01/marxism-trade-unions-socialism-revolutionary-organizing

3 ვ.ი ლენინი რუსი სოციალ-დემოკრატების ამოცანები. გამომც. „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1969. ლენინის ბიბლიოთეკა 100.

4 Streeck W, Hassel A. The crumbling pillars of social partnership. West European Politics. 2003;26(4):101–124.

5 „დაქირავებული შრომა და კაპიტალი“, კ.მარქსი, ფ.ენგელსი, რჩეული ნაწერები ორ ტომად. პირველი ტომი, გვ.79. 1950 წ.

6 G. M. Stekloff. History of The First International, p. 241. (Martin Lawrence, London; International Publishers, New York.)

7 https://www.marxists.org/archive/lozovsky/1935/marx-trade-unions/ch11.htm

free-column-cover

დომინოს საანგარიშო ჩოთქი ანუ გეოპოლიტიკა

ავტორი: დავით გალაშვილი

ყოველთვის მეზიზღებოდა ე.წ. გეოპოლიტიკური ანგარიში. ეს არითმეტიკა, რომელიც აბსოლუტურად ყოველგვარ შინაარსობრივ, ღირებულებით განსჯას მოკლებულია. ბავშვობიდან მახსოვს, საინფორმაციო გამოშვების ბოლოს, უცხოეთის ამბებს რომ აშუქებდნენ, ხშირად მესმოდა ხოლმე ღაზის სექტორში აფეთქებაზე, ახლო აღმოსავლეთში რაღაც სამხედრო კონფლიქტსა და კრიზისზე. იმდენად ეჩვევა ყური და თვალი ამ ინფორმაციას, რომ შემდეგ ეს ბუნებრივი გგონია. მიგაჩნია, რომ ეს ოდითგანვე ასე იყო, ბუნების უცნობმა ძალებმა გადაწყვიტეს სადღაც ომის გაჩაღება და, თითქოს, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. საბოლოოდ, ამ მოცემულობას იღებს ადამიანი და იქცევა მიმდინარე მოვლენების უბრალო რეგისტრატორად, აღმწერად; ჩვენ მხოლოდ ვაკომენტარებთ იმას, რაც უკვე მოცემულობაა და რაც, როგორც მსოფლიოს ბატონები ამბობენ, უცვლელია, მუდმივია.

ახალი დროის ფილოსოფიაში ბევრი მოსაზრება გაჩნდა ადამიანის შესახებ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მათ შორის, გვეუბნება, რომ სახელმწიფო, ანუ ძალმოსილების განხორციელება, აუცილებელი რამაა, რადგან ადამიანი ბოროტია თავისი ბუნებით და თუ ლევიათანი — ძალაუფლების ცენტრი — არ იარსებებს, კაცობრიობა ვერ გადარჩება. ამ თეორიას ერთპოლუსიანი მსოფლიოს წესრიგის გასამართლებლადაც იყენებდნენ. ბუნებით მდგომარეობაში, ჯუნგლებში რომ არ გადავიჩეხოთ ერთი პოლიციელი მაინც ხომ საჭიროა. ის პოლიციელი ხან კარგი იქნება, ხან ცუდი, მაგრამ პოლიციელის არყოლას, ისევ ყოლა სჯობს.

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ფილოსოფია იმასაც გვეუბნება, რომ ადამიანი მიკროკოსმოსია, ის ისევე ფუნქციონირებს, როგორც სახელმწიფო. არსებობს ცენტრი, იერარქიულად დაწინაურებული ორგანო, რომელიც მართავს კიდურებს, მომნელებელ ორგანოებს. ასე შეგვიძლია გავამართლოთ დაქვემდებარება და ჩაგვრა.

დამწუხრებული ფილოსოფოსი გვამცნობს კიდურების უძალობას ტვინთან მიმართებით. რა უნდა ქნან კიდურებმა, როდესაც მათ მორჩილება ბედისწერად ექცათ? რაც ბუნებამ დააწესა, იმას ვერაფერი შეცვლის. შრომის დანაწილებასაც ხომ ასე ამართლებენ ხოლმე ჩვენი თანამედროვე ფილოსოფოსებიც. აუცილებელია, რომ ვიღაცამ ნაგავსაყრელზე იმუშაოს, ხოლო ვიღაც უნდა მართავდეს ოქროთი მოვარაყებული სკამიდან. ვიღაც უნდა მოკვდეს შხამ-ქიმიკატების ზემოქმედებით, ვიღაცამ უნდა დაისვენოს ბორა-ბორას კუნძულზე.

ამ ბუნებრივი ხვედრის გასამართლებლად მოჰყავთ ათასი საბუთი, ათასი ციტატა, ციკლურობის, სპირალების, იულიუს ევოლას, ონტოლოგიური აჯაფსანდლის, ჯონ მირშაიმერის და არისტოტელეს თეორიები. ეკლესიასტეც ხომ ამბობდა, ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და მონათმფლობელობა, ბატონ-ყმობა და კაპიტალიზმი (თანაც ერთბაშად) უკუნისამდე ჰგიებსო.

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტებისგან მოგვრილი სევდა მიტევდა, გიგანტური მედიის პირდაპირ ეთერში ჯონ მალთუსი ჩართეს. მალთუსმა ყველაფერი არაბ ემიგრანტებს, უსამშობლოებს და ლიბერალებს დააბრალა; ასე თქვა, ამ სამ კატეგორიას და კიდე სხვებს (რომლებზეც ახლა მუშაობენ) გამრავლება უნდა ავუკრძალოთ, ან გლობალურ ომის პარტიასთან საბრძოლველად უნდა გავუშვათ, რომ ამოვისუნთქოთო. სევდა გაორკეცდა და სხვა პროგრამაზე გადავრთე, აქ გუსტავ ლე ბონი ლაპარაკობდა, ბრბოს მხოლოდ ზურგის ტვინი აქვს და ტრამპის მსგავსი ლიდერებია საჭირო, რომ პირუტყვს სახრე არ დააკლდეს და ცხენი ბოქსერივით გამრჯე იყოსო. პროგრამის ბოლოს გამოჩნდა ელონ მასკი, ნაჯახით ხელში. მას გადაცემის წამყვანმა გლობუსი მიუტანა, მასკმა ჯერ სადღაც ამაზონთან დაკრა ნაჯახი, შემდეგ დუნაისთან და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ რიონსაც მოადგა. სწორედ ამ სასტიკ სცენას მოჰყვა ტრამპის ადმინისტრაციის ვარსკვლავბიჭუნას, მარკო რუბიოს განცხადება, ჩვენ უკვე მულტიპოლარულ მსოფლიოში ვართო.

დავიბენი, რა კავშირია ბავშვობაში ნანახ ღაზის სექტორის კადრებს, შუა საუკუნეების და ახალი დროის ფილოსოფიას, თომას მალთუსს, ტრამპსა და აჯაფსანდლის ონტოლოგიას, ან გეოპოლიტიკის საანგარიშო ჩოთქს შორის-მეთქი?

არა, მე არ ვამტკიცებ იმას, რომ კარაქიან პურზე ჩაის მიყოლება კაპიტალიზმის ბრალია, ვემიჯნები არისტოტელეს და არ მგონია, რომ ტრამპის მეორედ მოსვლას რაიმე კოსმიური მიზანი აქვს. უარვყოფ ყველაფრის ყველაფერთან კავშირის თეორიას, რომელიც ფოთლის შრიალს მანჯურიის პროვინციის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს. მაგრამ მაინც ჯიუტად მწამს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენებს, რაღაც ფარული დათქმა აკავშირებთ ერთმანეთთან. ანუ, შეიძლება ითქვას, ჰერაკლიტეს ვულგარული მიმდევარი ვარ.

ჩემს რწმენას აძლიერებს კიდურების თეორიის წარმომადგენელი, ან როგორც დახვეწილ ენაზე ამბობენ, რეალიზმის გურუ, ჯონ მირშაიმერი. ექსპერტი თვლის, რომ არსებობენ ცენტრალური ორგანოები, დიდი ბიჭები, ბატონები. მათ სჭირდებათ კიდურები, ან იმპერიის დასალიერში არსებული გაპარტახებული ზონები, ადგილობრივი კოლაბორაციონისტი ელიტებით. მაშ ასე წარმოიდგინეთ, დიდ ბიჭს, რუსეთს (რადგანაც ის იერარქიულად მაღლა დგას) ესაჭიროება კიდური, უკრაინა, საქართველო ან რომელიმე სხვა ფეხი ან ხელი. ნუთუ ადამიანს არ აქვს უფლება რომ კიდური ჰქონდეს? გვერდზე პალატაში, სხვა დიდი ბიჭი წევს და არც მისი კიდურების ამპუტირების უფლება გვაქვს. ამ დიდი ბიჭების საავადმყოფოში, კიდურების უფლებებს არ ცნობენ, მათ არ შეუძლიათ საკუთარი ნებით გადაადგილება. რატომ? იმიტომ, რომ რომელიმე კიდურმა შეიძლება, სადმე ახლოს მდებარე NATO-ში ჩადგას ფეხი. ან შეიძლება ლიბერალურ-დემოკრატიას ჩასჭიდოს ხელი. სჯობს, დიდმა ბიჭებმა ერთმანეთის დასისხლიანება შეწყვიტონ და აღიარონ ერთურთის უფლებები, შეინარჩუნონ კიდურები.

გუშინ ტრამპი, პუტინი, ნეთანიაჰუ და სი ძინპინი დომინოს თამაშობდნენ. ევროკავშირი საანგარიშოს ჩოთქავდა.  თან რადიო ჰქონდათ ჩართული და მარტინ ლუთერ კინგის პაროდიაზე ღადაობდნენ.

free-column-cover

ახალი სირია და აჰმად ალ-შარაას დიდი დილემა

ავტორი: სანდრო ბაკურაძე

დეკემბრის დასაწყისში, თურქეთის მოსაზღვრე იდლიბის პროვინციაში ბაზირებული ამბოხებულების მიერ დაწყებულმა კამპანიამ, რომელიც სამხრეთში მოქმედ ამბოხებულთა ფორმირებებთან იყო კოორდინირებული, მოკლე ხანში დაიკავა სირიის ჩრდილოეთი, გარდა ქურთების კონტროლირებადი ზონისა და ქვეყნის დედაქალაქის – დამასკოსკენ დაიწყო სვლა.  მიუხედავად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების და მისი რუსი და ირანელი მოკავშირეების მცდელობებისა, ეფექტური თავდაცვის ხაზის ორგანიზება ვერ მოხერხდა და 8 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ, ბაშარ ალ-ასადმა და მისი ოჯახის წევრებმა სირია დატოვეს. ისე, რომ არათუ უახლოესი თანამებრძოლები, ოჯახის წევრებიც კი არ გააფრთხილეს.  ამბოხებულები, პირველ რიგში სუვაიდას პროვინციის დრუზი ამბოხებულები და დარაას პროვინციაში მოქმედი, რუსეთის უშუალო მოლაპარაკებების შედეგად «შემორიგებული» ფორმირებები, დამასკოში შევიდნენ.  რამდენიმე საათში დამასკოს მიაღწიეს იდლიბში ბაზირებული ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის მებრძოლებმაც და მათი ლიდერი აჰმად ალ-შარაა ან როგორც უფრო ცნობილია, აბუ მუჰამად ალ-ჯულანი, სირიის ფაქტობრივი ლიდერი გახდა.  ასადის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა მუჰამად ღაზი ალ-ჯალალმა ხელი მოაწერა ძალაუფლების გადაცემის ხელშეკრულებას და შეიქმნა სირიის გარდამავალი მთავრობა, რომელსაც სათავეში  მუჰამად ალ-ბაშირი ჩაუდგა.

სირიის ახალმა ხელისუფლებამ სწრაფად დაიწყო ხელისუფლების კონსოლიდაცია და საერთაშორისო ლეგიტიმაციის ძიება. ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება, მიუხედავად სამოქალაქო ომის ძირითად ფაზაში წარმატებისა (რომელიც რუსეთის, ირანის და ლიბანური ორგანიზაცია ჰეზბოლას დამსახურება იყო) უძლური აღმოჩნდა ერთი მხრივ შეექმნა ეფექტური მმართველობა საკუთარ ტერიტორიაზე, მეორე მხრივ კი საერთაშორისო ლეგიტიმაცია აღედგინა. უფრო მეტიც, ირანთან და რუსეთთან კავშირების გამო, ასადის ხელისუფლებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კეისრის აქტის სახელით ცნობილი, ადრინდელზე ბევრად უფრო მძიმე სანქციები დაუწესა, რამაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ისედაც რთული ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა.   ამგვარად, ახალი ხელისუფლებისთვის მთავარ საზრუნავად საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვება იქცა.

საერთაშორისო ლეგიტიმაციის პირველი ნაწილის – იურიდიული აღიარების მოპოვება ახალ ხელისუფლებას წესით არ უნდა გაუჭირდეს.  ახალი ხელისუფლების დამასკოში შესვლიდან მალევე, ქალაქს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფროსი იბრაჰიმ ქალინი ეწვია.  14  დეკემბერს, 8 არაბული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოსცეს დეკლარაცია რომ მათი ქვეყნები მხარს უჭერდნენ სირიის დემოკრატიულ გარდაქმნას, რასაც მალევე მოჰყვა კატარის და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი დამასკოში.  რეგიონის ქვეყნებს ევროპის ქვეყნების მხრიდან მოჰყვა პოზიტიური სიგნალები და 3 იანვარს დამასკოს იტალიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ, რასაც მალევე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოჰყვა.  7 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გამოაცხადა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთი ნაწილის შერბილების და ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის მხარდაჭერის შესახებ, რამაც  გააჩინა იმედი რომ აშშ ეტაპობრივად მოხსნის სანქციებს, რაც სირიის ეკონომიკას, ომით გამოწვეული დანაკარგების აღდგენის მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს.

თუმცა, პოზიტიური სიგნალების მიუხედავად, შეიძლება ითქვას რომ სირიის ახალი ხელისუფლების შიდა და საგარეო პოლიტიკური გამოცდა სწორედ ახლა იწყება, რისი მიზეზიც რთული შიდა და საგარეო პოლიტიკური ფაქტორებია.

პირველი სერიოზული გამოცდა, რომელიც სირიის ახალი ხელისუფლების წინაშე დგას, ქვეყნის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციაა.  მართალია ახალმა ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო საველე მეთაურების და მებრძოლების ახალ სისტემაში ინტეგრაცია და როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნა, მაგრამ სირიაში რჩებიან ფიგურები, რომლებიც, იმის დამსახურებით რომ მათი სამხედრო და პოლიტიკური კაპიტალი ისეთ ძალებს ეყრდნობა, რომლებიც ალ-შარაას და მის ფორმირებისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ, ინარჩუნებენ ფაქტობრივ დამოუკიდებლობას და ამბიციებს რომ საკუთარი გავლენა განავრცონ.   ასეთ ფიგურებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იორდანიის მოსაზღვრე დარაას პროვინციაში მოქმედი სამხრეთის საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი აჰმად ალ-ავდაა.  ალ-ავდა, რომლის კონტროლის ქვეშ მოქმედმა ფორმირებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დამასკოს აღებაში, საკმაოდ ორაზროვანი წარსულის მქონე ფიგურაა, რომელიც ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, იმავე ხელისუფლებასთან, რუსეთის სპონსორობით მორიგებას დათანხმდა და ე.წ. შემორიგებული ამბოხებულების ფრაქციის ხელმძღვანელი იყო, რომლებიც ხელისუფლებას დარაას პროვინციაში ამბოხებულთა დანარჩენი ფრაქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ.  ამის საშუალებით, ალ-ავდამ საკმაოდ სერიოზული სამხედრო და ფინანსური საშუალებების შეკრება შეძლო და მათი გამოყენებით აქტიურად ცდილობს დარაას პროვინცია საკუთარ კონტროლირებად ავტონომიურ ერთეულად აქციოს. რაც  სრულიად ეწინააღმდეგება ახალი ხელისუფლების და რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალის თურქეთის ამბიციებს რომ სირია უნიტარულ სახელმწიფოდ დარჩეს.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ფაქტობრივი ავტონომია, რომელიც სირიის სამხრეთში წარმოიქმნა, ეს  უმეტესწილად დრუზებით – ისლამის მონათესავე მონოთეისტური რელიგიის მიმდევრებით დასახლებული სუვაიდას პროვინციაა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებისადმი ნომინალური ერთგულებისა, ფაქტობრივ ავტონომიურ ერთეულს წარმოადგენდა. მართალია სუვაიდას მოსახლეობამ და აქ მოქმედმა ფორმირებებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დამასკოს დაკავებაში, მაგრამ ახალ ხელისუფლებას, მისი ისლამისტური წარსულის გამო არ ენდობიან და იურიდიული გარანტიების მიღებამდე, რომლებიც პროვინციის და მისი მოსახლეობის უფლებებს საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს, სიფრთხილეს ინარჩუნებენ.  დრუზების სიფრთხილეს განაპირობებს ისიც, რომ ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის მმართველობის პერიოდში, მის მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში ადგილობრივი დრუზების იძულებითი ისლამიზაციის ფაქტები დაფიქსირდა და მიუხედავად სირიაში შექმნილი ახალი სტატუს-კვოსი და ორგანიზაციის ლიდერების მიერ რებრენდინგის მცდელობებისა, მათი ისლამისტური ბექგრაუნდი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის ახალი ხელისუფლებისადმი უნდობლობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სირიის ჩრდილო-დასავლეთში არსებული ფაქტობრივი ქურთული ავტონომიაა, რომელიც არაბებით დასახლებულ მნიშვნელოვან ტერიტორიებს და სირიის ნავთობრესურსების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. მას ასევე გააჩნია დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ჰყავს მნიშვნელოვანი შეიარაღებული ფორმირებები, რომელთა მიერ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ნათამაშევმა როლმაც სირიელი ქურთების პოლიტიკურ და სამხედრო ფორმირებებს დიდი საერთაშორისო ლეგიტიმაცია შესძინა.  სირიის ახალ ხელისუფლებას, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ქურთულ ფორმირებებთან ბრძოლის არც სურვილი და არც რესურსი არ გააჩნია. მაგრამ, იმის გამო რომ სირიის ყველაზე დიდი მეზობელი თურქეთი, რომელთანაც სირიის ოპოზიციას, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩათვლით, მჭიდრო ურთიერთობა გააჩნდა და განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით, ახლაც ძალიან არის დამოკიდებული, სირიის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ქურთული ავტონომიის წინააღმდეგია, განცხადებების დონეზე სირიის ამჟამინდელი ხელისუფლება და აჰმად ალ-შარაა იძულებულები არიან ქვეყნის უნიტარული წყობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული განცხადებები გააკეთონ.

მიუხედავად წარსული თანამშრომლობისა, ქურთული საკითხი სირიას, ვინც არ უნდა იყოს მის ხელისუფლებაში და თურქეთს შორის დიდი ალბათობით ამჯერადაც პრობლემად დარჩება.  მართალია სირიის ხელისუფლებები, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, აქტიურად ცდილობდნენ ქურთების ამბიციების კონტროლს, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია მათ ყოველთვის აიძულებდა შეენარჩუნებინათ თურქეთზე პოტენციური ზეწოლის ინსტრუმენტი, რომელიც, თურქეთში ქურთული საკითხის გამწვავებასთან ერთად, როგორც წესი სირიის ქურთული მოსახლეობა და მათი თურქეთელ თანამოძმეებთან კავშირი იყო.  ის ფაქტორები, რომლებიც სირიის ხელისუფლებას აიძულებდა ქურთებთან ეთანამშრომლა, კვლავ ნარჩუნდება. მაგალითად, თურქეთის მიერ ტიგროსზე და ევფრატზე აშენებული კაშხალები კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის სირიის აგრიკულტურულ და ჰიდროუსაფრთხოებას, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ჩრდილოეთ სირიის როგორც ქურთული, ისე არაბული რეგიონების ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობასთან.  ამავე დროს, სირიის ახალი ხელისუფლების დანარჩენი მოკავშირეები, პირველ რიგში ყურის ქვეყნები და ეგვიპტე, სირიაში თურქეთის გავლენის პოტენციურ ზრდას სიფრთხილით უდგებიან და განსაკუთრებით ყურის ქვეყნებს, საკმაოდ სერიოზული ფინანსური და დიპლომატიური ბერკეტები გააჩნიათ სირიაში თურქეთის სამომავლო ინტერვენციის პოტენციური შეკავებისთვის.

სირიის ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად, თურქეთი კვლავ ინარჩუნებს უშუალოდ მის მიერ კონტროლირებად შეიარაღებულ ფორმირებებს, პირველ რიგში სირიის ეროვნულ არმიას, რომელსაც სირიის ამჟამინდელი ხელისუფლებების შემადგენელ ფრაქციებთან პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა და ამავე დროს სერიოზული შიდა დისციპლინური პრობლემები გააჩნია.  სირიის ეროვნულ არმიას თურქეთი ამ ეტაპზე ძირითადად ქურთულ ფორმირებებთან საბრძოლველად იყენებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ის სირიის შიდა პოლიტიკაზე გავლენის პოტენციურ ინსტრუმენტად მოიაზრება, რაც სამომავლოდ თურქეთს და სირიის ახალ ხელისუფლებას შორის კონფლიქტს არ გამორიცხავს.

მიუხედავად დასავლეთის და არაბული ქვეყნების პოზიტიური მიდგომებისა, სირიის ახალი ხელისუფლებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვება, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, საკმაოდ ბევრ დაბრკოლებასთან არის დაკავშირებული.  ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი, ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ნუსრას ფრონტიდან იღებს სათავეს, რომელიც თავის მხრივ ცნობილი ალ-კაიდას ერაყის ფილიალის ერთ-ერთ დანაყოფს წარმოადგენდა.  რაც როგორც სირიაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების და ზომიერი სუნიტებისთვის, ისე დასავლეთის ქვეყნებისთვის საკმაოდ პრობლემური საკითხია, რაც ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ რაც ისინი იდლიბის პროვინციაში აღმოჩდნენ იზოლირებულები, მალევე გააცნობიერა და უკვე 2018 წლიდან, ორგანიზაციის ახალი იმიჯის შექმნა და იდლიბის პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნა მათ მთავარ პრიორიტეტებად იქცა.

აჰმად ალ-შარაამ, რომელიც მაშინ ჯერ ისევ თავისი ჯერ კიდევ ალ-კაიდას დროინდელი მეტსახელით აბუ მუჰამედ ალ-ჯულანით იყო ცნობილი, მალევე გააცნობიერა რომ ისლამური სახელმწიფოს ინტერნეტ მიმად ქცეული სისასტიკე კონტრპროდუქტიული იყო, ხოლო ასადის ხელისუფლებას მოსახლეობის დიდი ნაწილის თვითგადარჩენის ინსტინქტი და რუსულ-ირანული ინტერვენცია ასულდგმულებდა.  სირიის პოტენციური ლიდერის კანდიდატურას კი ორი რამ სჭირდებოდა – წარმატებული მართვის გამოცდილება და იმიჯი, რომლის გამოყენებითაც ის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას შეძლებდა.   იდლიბი საინტერესო პოლიტიკური და ადმინისტრაციული ექსპერიმენტის ცენტრად იქცა.  შეიქმნა ეფექტური ინფრასტრუქტურა,მუნიციპალური სერვისები და საგადასახადო სისტემა, სრულიად იქნა გამოყენებული კავშირები თურქეთთან და არაბულ ქვეყნებთან იმისათვის რომ სავაჭრო ურთიერთობები გაგრძელებულიყო, პროვინციაში გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და სხვა. საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების მიზნით შერბილდა არაერთი რელიგიურად მოტივირებული აკრძალვა და რელიგიური უმცირესობების მიმართ ზეწოლა შესუსტდა.

მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცა ორგანიზაციულ რებრენდინგსაც, ისლამური ორგანიზაციებისათვის დამახასიათებელი სამხედრო სისტემა ტრადიციულმა შეცვალა, ამირები და ნაიბები მაიორებად და პოლკოვნიკებად იქცნენ. თავად ალ-ჯულანიმაც წვერი ფიდელ კასტროს სტილში შეიჭრა, ლათინოამერიკული სტილის სამხედრო ყაიდის მწვანე სამოსში გამოეწყო, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებზე ოფიციალურად დაიწყო ჩაცმა.  გაიხსენა ისიც რომ ახლო აღმოსავლეთის სეკულარული და მემარცხენე კულტურული კოდები და ჟარგონი მისთვის სრულიადაც არ იყო უცხო – მამამისი ნასერისტი პროფესორი, დედა კი სკოლის მასწავლებელი იყო ისეთ ქვეყანაში, სადაც ქალების შრომით საქმიანობაში მონაწილეობა სეკულარული ოჯახებისთვისაც კი უცხო გახლდათ.  რებრენდინგის დაგვირგვინება კი 2024 წლის დასაწყისიდან, მეტსახელის ნაცვლად ნამდვილი გვარის და სახელის გამოყენება იყო, ასე და ამგვარად, 2000-იანი წლების შემდეგ პირველად, აბუ მუჰამად ალ-ჯულანი კვლავ აჰმად ალ-შარაად იქცა.

ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას, რომელმაც რუსეთის,ირანის და ჰეზბოლას ინტერვენციის შედეგად არსებობა გაიხანგრძლივა, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა არც უცდია. მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორუფცია და გაჭირვება სუფევდა, რომლებიც 2021 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცემულმა კეისრის აქტმა და თანმდევმა სანქციებმა კიდევ უფრო დაამძიმა.  ამას დაერთო ისიც, რომ სინთეტური ნარკოტიკის კაპტაგონის ინდუსტრია სირიის ხელისუფლების ფაქტობრივად მთავარ შემოსავლის წყაროდ იქცა.  ხელისუფლების არაეფექტურობის ნიშანი იყო ისიც რომ სუვაიდას და დარაას პროვინციებში კონტროლი ფაქტობრივად ადგილობრივი ფორმირებების ხელში გადავიდა, ხელისუფლება კი ნომინალური მორჩილების სანაცვლოდ ამაზე თვალს ხუჭავდა. ამ სიტუაციაში, იდლიბის ფრაქციებმა აქტიურად დაიწყეს მოლაპარაკებები ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებზე მოქმედ ფრაქციებთან, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან და ოფიცრებთან და როგორც აღმოჩნდა წარმატებითაც.  შედეგად, უმეტესად ალავიტებით (რომელთაც პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახიც ეკუთვნიან) დაკომპლექტებული ელიტური სამხედრო ფორმირებების და რელიგიური უმცირესობებისგან შემდგარი ადგილობრივი თავდაცვის ძალების ფორმირებების ჩათვლით, ასადის არმიას დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია და ამბოხებულებმა პრეზიდენტ ასადის ხელისუფლება დიდი ბრძოლის გარეშე დაამხეს.

სირიის ახალმა ხელისუფლებამ, მისი ბექგრაუნდის მიუხედავად, გამოაცხადა რომ სირიაში ისინი ქვეყნის რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესაბამისად იმოქმედებენ და ამის სადემონსტრაციოდ, შობის და ახალი წლისათვის ქრისტიანებს დეკორაციების დადგმის და საჯარო აღნიშვნის უფლება მიეცათ. მიუხედავად უცხოელი ჯიჰადისტების მიერ ნაძვის ხის დაწვისა, დღესასწაულმა უმეტესწილად მშვიდად ჩაიარა. მიუხედავად ცალკეული ინციდენტების და სოციალურ მედიაში გავრცელებული წინააღმდეგობრივი ცნობებისა, ჯერჯერობით სიმშვიდეა ალავიტებით დასახლებულ რეგიონებში.  თუმცა, სრულიად მოულოდნელი რიტორიკა სირიის მრავალფეროვნებაზე და ტოლერანტობაზე შესაძლოა სირიის ახალი ხელისუფლების აქილევსის ქუსლი გამოდგეს.  ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბის ანკლავში არაერთი უცხოელი ისლამისტიც იმყოფებოდა, რომლებიც ხშირად ადგილობრივ კადრებზე ბევრად რადიკალურები იყვნენ და ადგილობრივი ფრაქციების კონტროლს ბოლომდე არ ემორჩილებოდნენ. ამავე დროს, თავად სირიელ ისლამისტებს შორისაც არიან წარმოდგენილი ისეთი კადრები, რომლებიც აჰმად ალ-შარაას მიერ რიტორიკის შერბილებას და იმიჯის ცვლილებას უარყოფითად აფასებენ და პირველ რიგში შიიტი მუსლიმების და ალავიტების მიმართ რევანშისტულად არიან განწყობილი.  მათი ნაწილი ასევე უკმაყოფილოა იმითაც, რომ სირიის ახალი ხელისუფლება ბევრ არაფერს ამბობს ისრაელზეც.  მართალია სირიის ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს უცხოელი ჯიჰადისტების ახალ სამხედრო და პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრაციას და ნატურალიზაციას, მაგრამ საბოლოო შედეგების განჭვრეტა საკმაოდ რთულია.

მიუხედავად რიტორიკისა, აჰმად ალ-შარაას გზა რთულია, თურქეთის არსებულზე ფართომასშტაბიანი ინტერვენციის რისკი ქვეყნის ჩრდილოეთში, ფრაქციებს შორის არსებული უთანხმოებები და ისრაელის მიერ დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია ქვეყნის შიდა სტაბილურობას უშუალოდ უქმნის საფრთხეს.  ასადის ხელისუფლების ლოიალისტები, არაფექტურად, მაგრამ ჯერ ისევ მოქმედებენ ალავიტებით დასახლებულ რეგიონებში და მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების და თურქეთის პოზიტიური სიგნალებისა, ეკონომიკური სიტუაცია კვლავ ძალიან რთულია.  მაგრამ ის ფაქტი რომ სირიელი ხალხი, განურჩევლად რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ომით დაიღალა, სირიის ახალ ხელისუფლებას მნიშვნელოვან ლეგიტიმაციას, დიდ შანსს და უფრო დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს.

free-column-cover

პროპაგანდა, ჯეფრი საქსი და ჩვენი ბრძოლა:

მოსაზრება ქართული სამეცნიერო საზოგადოებიდან

ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბებით შერყეულ ლეგიტიმაციას ჯერ პარლამენტის არაკონსტიტუციური წესით მოწვევა დაამატა და მერე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაწყვეტით დაასხა ცეცხლზე ნავთი. კობახიძის განცხადების საპასუხოდ აზვირთებულ მასშტაბურ პროტესტს „ოცნებამ“ ისეთი არაადამიანური ძალადობა დაუპირისპირა, რომ ის მყიფე მორალური უპირატესობაც მოშალა, რაც მას თითქოს აღმატებულს ხდიდა წინა ხელისუფლების რეპრესიულ რეჟიმზე. ამასობაში „ოცნება“ დაჩქარებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პროპაგანდითა თუ არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების დაგეშვით ცდილობს, გატეხოს საზოგადოების ურყევი წინააღმდეგობა. უკმაყოფილებას დღითი-დღე ამწვავებს პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე საკადრო წმენდებიც, იქნება ეს მერიისნაირ საჯარო სამსახურებში თუ ტყიბულის „საქნახშირისნაირ“ კერძო კომპანიებში.

ეს ბრძოლა დიდი ხანია გასცდა ევროკავშირთან დაახლოება-არდაახლოების საკითხს და იქცა ეროვნული ღირსების საქმედ: ან საქართველოში დამყარდება მშიერი დიქტატურა, ან შევდგებით წელგამართულ დემოკრატიულ საზოგადოებად.
რას სთავაზობს ამ დროს „ოცნება“ თავის წევრებსა თუ ამომრჩევლებს? „ოცნება“ მომხრეებს გეოპოლიტიკური გადალაგების შესახებ ესაუბრება და ცდილობს, ასე გადაიტანოს ყურადღება დემონსტრანტების დასისხლიანებიდან თუ დემოკრატიის ეროზიიდან. „ოცნება“ ირწმუნება, რომ ერთპოლუსიანი სამყაროდან მრავალპოლუსიანზე გადასვლის მტკივნეულ პროცესში, რაშიც საქართველომაც უნდა იპოვოს კუთვნილი ადგილი, სწორედ, ოლიგარქი და მისი ქვეშევრდომები არიან ყველაზე სანდო მესაჭეები და ქვეყანაში მშვიდობის ერთადერთი გარანტორები.

ტრაგედიაა, რომ მშვიდობის საჭიროება ასე მწვავედ გვიდგას, და ყველა ვხვდებით, რომ სიფრთხილეც და ლავირებაც გვმართებს. ამ დროს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ საფრთხით ვაჭრობს და შიშებს გვიღვივებს, რათა პარალელურად სულ უფრო არადემოკრატიული მეთოდებით გაიდგას ფესვები ძალაუფლებაში. რაც უფრო მეტს საუბრობს „ოცნება“ ომის თავიდან არიდებისა და მსოფლიო ისტორიული გეოპოლიტიკური კომბინაციების შესახებ, მით უფრო ადვილი დასავიწყებელი ხდება ადგილობრივი პრობლემები. „ოცნებას“ შეეძლო, გაეტარებინა სასამართლო რეფორმა, შეექმნა სამართლიანი სოციო-ეკონომიკური სისტემა, არ გაეღვივებინა სიძულვილი, დავეახლოებინეთ ევროკავშირთან. მაგრამ რადგან მას ძალაუფლების შენარჩუნების მეტი არაფერი აინტერესებდა, “ოცნებამ” ყველაფრით ივაჭრა, ყველაფერი შებღალა და ახლა უკვე ღიადაც გვაშანტაჟებს, რომ თუ მის კორუმპირებულ რეჟიმთან შეწინააღმდეგება გავბედეთ, რუსეთი აუცილებლად გადაგვივლის.

„ოცნება“ თავისი ანტიდასავლური შემობრუნების მომენტად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას სახავს, როცა ვითომდა დასავლეთმა საქართველოს ჩათრევაც სცადა ომში. სინამდვილეში, ეს შემობრუნება 2022 წლის თებერვლამდე დაიწყო და ამის ერთადერთი საფუძველი „ოცნების“ უსურვილობა იყო, გაეტარებინა ევროკავშირთან დაახლოებისთვის აუცილებელი რეფორმები. ეს არის რეფორმები, რომლებიც ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობასა და სამართლებრივ გარემოს გაჯანსაღებას ემსახურება, „ოცნებისთვის“ კი მისი აბსოლუტური ძალაუფლების დაკარგვის ან შესუსტების ტოლფასია. ამ რეფორმებისა და ევროინტეგრაციის მთელი პროცესის დისკრედიტაციისთვის „ოცნებამ“ შაბლონად გადმოიღო რუსეთში აწ უკვე კარგად გამოცდილი ნარატივი. დასავლეთისგან თავის დაცვისა და მოწამეობის საფარქვეშ „ოცნება“ ცდილობს, დაამყაროს ავტორიტარული მმართველობა და ქვეყნის მთავარი ოლიგარქისა და არაფორმალური მმართველის დასანქცირება მთლიანად სახელმწიფოს დასჯად გაასაღოს.

დასავლეთთან ამ დაპირისპირებას „ოცნება” დეკოლონიზაციად და სუვერენიტეტის გაძლიერებად ნათლავს. მაგრამ განა აქვს სუვერენულობაზე საუბრის უფლება ძალას, რომელმაც, ერთი მხრივ, ძირი გამოუთხარა ლეგიტიმურ, ე.წ. სახალხო სუვერენულობას, მეორე მხრივ, კი თავისი 12 წლიანი მმართველობის განმავლობაში ვერ და არ შეძლო პოლიტიკური ან ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერება? საქართველო ისევ (და ალბათ კიდევ უფრო) მოწყვლადია რუსული აგრესიის წინაშე, მისი ეკონომიკა კი კვლავ რჩება დამოკიდებული უცხოურ კაპიტალზე, ვალუტასა და საქონელზე. ჩვენი ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს კი ისევ რუსული და/ან ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები განკარგავენ. წიაღისეულით მიღებული ეკონომიკური სარგებელი არათუ არ ხმარდება საქართველოს მოსახლეობას, არამედ მისი მოპოვება ჯანმრთელობისა და საარსებო გარემოს დაკარგვის ფასად უჯდებათ ოჯახებსა და მთელ სოფლებს. „ქართული ოცნება“ სუვერენიტეტის დაცვაში საკუთარი იმუნიტეტის გაძლიერებას მოიაზრებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნით ჩაახშობს კრიტიკულ ხმებს, აღარც გარედან უსაყვედუროს ვინმემ ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ღირებულებების შელახვის თაობაზე.

ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ მუდმივად სუვერენულობასა და თვითმყოფადობაზე აპელირების ფონზე „ოცნება“ თავის წევრებსა და მომხრეებს მთლიანად საზღვარგარეთის – და პირველ რიგში დასავლეთის – თვალებში შემყურედ ტოვებს. ამისათვის, ხან კიმბერლი ლოუს მსგავს კურიოზს მოიშველიებენ, ხან ისეთ ცნობად ფიგურას, როგორიც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსია, და ხანაც უბრალოდ მოლოდინით შეჰყურებენ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას . იმის მოლოდინში, რომ „როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება“, გამართლებული ხდება ქვეყანაში მიმდინარე არნახულ საზოგადოებრივ ძვრებზე წაყრუებაც. განა რამე შეიძლება იყოს ამაზე უფრო კოლონიური?

გაუგებარი რჩება, რისთვის სჭირდება დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ ამხედრებულ „ქართულ ოცნებას“ მუდმივი ლეგიტიმაცია დასავლეთიდან. ის ხალხი კი, რომელიც აგერ უკვე თვენახევარია ქუჩაში ეწინააღმდეგება ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ავტორიტარიზმის დამყარებას, არ ერიდება, მტკიცე უარით გაისტუმროს ნებისმიერი, მათ შორის ევროკავშირის მაღალჩინოსნები, ვინც კი შეიძლება იოტისოდენად მაინც საფუძველი მისცეს „ოცნების“ არადემოკრატიული მმართველობის ლეგიტიმაციას.

ამ შეკითხვას დავუტოვებთ საფიქრელად „ოცნების“ ჯერაც შემორჩენილ მხარდამჭერებს და გვსურს, ქართული საზოგადოების ეს შიდა დისკუსია, ამ წერილის ინგლისური თარგმანის გავლით, პროფესორ ჯეფრი საქსის ყურამდეც მივიდეს. პროფესორი საქსის მოსაზრებებს განვიხილავთ როგორც ტიპურს იმ მკვლევრებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყნის ცოდნის გარეშეც შეუძლიათ ქედმაღლური ყოვლისმცოდნეობის პოზიციიდან ილაპარაკონ. ბატონმა საქსმა ალბათ არც კი იცის ჩვენ მიერ ზემოთ მოხაზული იმ ატმოსფეროს შესახებ, რომელშიც მოაქცია “ოცნებამ” მთავარ პროპაგანდისტულ ტელეარხ „იმედთან“ მისი ვრცელი ინტერვიუ. მაგრამ შეიძლება ეს მას არც ანაღვლებდეს, რადგან პროფესორი საქსი, რბილად რომ ვთქვათ, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დიდად გათვითცნობიერებულია საქართველოს დღევანდელობასა ან ისტორიაში, მისი საზოგადოების სურვილებსა თუ შიდა პოლიტიკურ დინამიკაში. საერთოდაც, იგი მხოლოდ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის გადმოსახედიდან განიხილავს კონკრეტულ ქვეყნებს და რეგიონებს. უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ სხვა ქვეყნები, რომელთა შესახებაც გამოთქვამს ხოლმე მოსაზრებას, მის ამ სათქმელში ერთგვარად ურთიერთჩანაცვლებადი ცვლადებია.

საქართველოში მიმდინარე პროტესტს, უკრაინული „მაიდნის“ მსგავსად, ბატონი საქსი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მართულ პროცესად აცხადებს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი ამერიკასა და რუსეთს შორის პაექრობის გამოძახილია. ამ თამაშში საქართველო მხოლოდ ამერიკის პაიკია; ქართველ ხალხს პროფ. საქსის თვალში არავითარი საკუთარი ინიციატივა არ გააჩნია. ის არ იცნობს წინააღმდეგობის დინამიკას, მის სტრუქტურას და არ იცის, რომ პროტესტს არათუ გარე ძალები არ მართავენ, არამედ საერთოდ არ ჰყავს ლიდერი. ეს წინააღმდეგობა გაშლილია როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ისე სივრცულად, და მას მთელი საქართველო აქვს მოცული. გასული კვირების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ არაერთი გაერთიანება, რომლებიც ქვემოდან წამოსულ ინიციატივებს ეფუძნება და ჰორიზონტალურად იმართება. სწორედ ეს დეცენტრალიზებული წინააღმდეგობა, რომელიც საჭირო დროს და ადგილას შეკავშირდება ხოლმე, არის ის ძალა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ უმკლავდება თავისი ნაცადი ხერხებით.

პროფ. საქსის მსჯელობის ამოსავალი წერტილი გეოპოლიტიკური კონსტელაციები და გადალაგებებია. მის მსჯელობაში არსებობენ მხოლოდ სახელმწიფოები, ხელისუფლებები, და საერთოდ არ ჩანს, რა როლს შეიძლება ასრულებდნენ საზოგადოებები, მით უმეტეს, თუ ისინი თავიანთ ხელისუფლებებთან უთანხმოებაში არიან. საქსი საუკეთესოდ მიიჩნევს ისეთ მსოფლიოს, სადაც სახელმწიფოები ერთმანეთთან მხოლოდ თანამშრომლობენ და სავაჭრო ურთიერთობებში იმყოფებიან, რაც, სამწუხაროდ, საკმაოდ შორსაა რეალური გეოპოლიტიკური სურათისგან. ამასთან, საქართველოს მსგავს ქვეყანას არ გააჩნია გავლენის არანაირი ბერკეტი გლობალური მშვიდობის დამყარებაზე; იგი მხოლოდ და მხოლოდ მიმღებია გლობალური ტენდენციების. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მოწყობის საოცნებო სცენარები არ გვეხმარება რეალობასთან გასამკლავებლად. პროფესორი საქსი მოგვიწოდებს, არ შევიქმნათ ილუზია, რომ ამერიკა დაგვეხმარება და, შესაბამისად, წინდახედულობა გამოვიჩინოთ ჩვენს დიდ მეზობელთან მიმართებით და ორგზის დავფიქრდეთ, სანამ ნატოში გაწევრიანებას მოვისურვებთ ან იმის მტკიცებას შევუდგებით, რომ საქართველო ევროპაა. სანაცვლოდ, პროფესორი საქსი გვთავაზობს 3+3 ფორმატს, რომელიც ჩვენს მეზობელ სამხრეთ კავკასიულ ქვეყნებთან, რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. მოგვეხსენება, საქართველოს მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს ამ შეხვედრებში მონაწილეობაზე, რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის ჩართულობის გამო. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია პროფესორ საქსს იმ ქვეყნასთან გეოპოლიტიკურ თუ გეოეკონომიკურ ალიანსში შესვლა და მისთვის ნდობის გამოცხადება, რომელსაც დაპყრობილი აქვს ქვეყნის 20%?

მართალია, მშვენიერია პროფ. საქსის მსგავსად, ისეთ მრავალპოლუსიან სამყაროზე ოცნება, რომელშიც ჩინეთის აბრეშუმის გზა ევროკავშირის პროექტებთან ერთად ვითარდება და თბილისი ამ პროექტების შეხვედრის ადგილია. მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს ხედვა? მითუმეტეს, რომ „ქართული ოცნება“ სულაც არ ცდილობს ბალანსის პოლიტიკის გატარებას. იგი ღიად და შეუფარავად აწარმოებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და მიზანმიმართულად ცდილობს, ჩაშალოს დასავლურ სტრუქტურებთან ყველა აქამდე ნაშენები თანამშრომლობა. აშკარაა ისიც, რომ ამის მიზეზი გეოპოლიტიკური გადათამაშებისგან ქვეყნისთვის მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღება კი არ არის, არამედ „ქართული ოცნების“ განზრახვა, ჩამოიშოროს დემოკრატიზაციის ის მოთხოვნები, რაც თან სდევს დასავლურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას. მრავალპოლუსიანობის რიტორიკაზე აგებული გეოპოლიტიკა მხოლოდ საბაბია ავტორიტარული ძალისთვის, რათა მას აღარავინ მიუთითოს სასამართლოს რეფორმის აუცილებლობასა თუ ადამიანის უფლებების დაცვაზე. და აღარც ადგილობრივ სახალხო მოძრაობებს უნდა შეეძლოთ ხმის ამაღლება „განვითარების“ ისეთი პროექტების წინააღმდეგ, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა ხალხის ინტერესების სრული უგულებელყოფით მოისურვებს.

ქართული საზოგადოება, რომელიც დღეს წინააღმდეგობას წევს, დასავლურ სივრცეში ასოცირებას იმიტომ ირჩევს, რომ ბატონი საქსის მიერ შემოთავაზებული ყველა სხვა პოტენციური მოკავშირე ავტოკრატების სათარეშოა. ევროკავშირია ის სივრცე, რომელიც სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა, პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიულად მოწყობის ჰორიზონტსაც გვისახავს, რაგინდ ცხადი იყოს ჩვენთვის, თუ რამხელა სისტემური გამოწვევების წინაშე დგას თავად ევროკავშირი. ამასთან, ევროკავშირის სივრცის ინსტიტუციურ ნაწილად ყოფნა სულ არ გამორიცხავს, ივაჭრო და კავშირი გქონდეს დანარჩენ სახელმწიფოებთან; მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ ტირაჟირებული მოსაზრება, თითქოს ევროინტეგრაცია ყველა სხვა სივრცისგან დეზინტეგრაციას გვაიძულებს, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

ამავდროულად, საქსის მსგავს მეცნიერებს არ ესმით, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა საქართველოსთვის მხოლოდ გეოპოლიტიკა არ არის. ეს არც რომელიმე მთავრობის და ადამიანთა ჯგუფის ახირებაა. ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული მოცემულობაა, რომელიც, პირველ რიგში, მისი რუსეთის მსგავს სახელმწიფოსთან სიახლოვითაა განპირობებული – რუსეთისგან გადარჩენის ინსტინქტით. გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სწორედ ევროპასთან დაახლოება ასოცირდება სოციო-ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, რუსეთი არის ევროპისკენ ლტოლვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. ჩვენთვის საკითხი ასე დგას და არა როგორც ამას პროფ. საქსი გვთავაზობს, თითქოს, პირიქით, საჭიროა მოვერიდოთ დასავლეთს, რათა არ გავაღიზიანოთ რუსეთი. გასაგებია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, დიდი თუ პატარა, საკუთარ გადაწყვეტილებებში უნდა ითვალისწინებდეს მისი მეზობლების ინტერესებს, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს პატარა ქვეყნის საზოგადოება, თუ მისივე კორუმპირებული ხელისუფლება გიგანტი მეზობლის „ინტერესების გათვალისწინებად“ მას დემოკრატიაზე უარის თქმას აიძულებს?

საგულისხმოა, რომ სწორედ დემოკრატიაა ის „სპილო ოთახში“, რომელზეც რატომღაც არაფერს ამბობს პროფესორი საქსი. იგი არც იმას ახსენებს, რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. არადა, დემოკრატიაა ის მთავარი მიზანი, რისთვისაც საქართველოში ქუჩაში გამოსული ხალხი იბრძვის უკვე თვეზე მეტია. ამ ადამიანებისთვის ცხადზე უცხადესია, რომ თუ არ იქნება დემოკრატია, თუ არ დასრულდება საპოლიციო რეჟიმი და არ აღდგება სამართალი, ვერცერთი მიმზიდველი გეოპოლიტიკური მონახაზი და გადათამაშება (თუნდაც ეკონომიკური დოვლათის გარანტიით) ვერ მოიტანს კეთილდღეობასა და მშვიდობას. ავტორიტარი ოლიგარქის კეთილ ნებას ნამდვილად ვერ მივანდობთ იმას, რომ ეკონომიკური დოვლათი თანაბრად გადანაწილებულ კეთილდღეობად იქცეს. შესაბამისად, ჩვენთვის მსჯელობისა და ქმედების ამოსავალი წერტილიც ავტორიტარიზმთან ბრძოლაა და არა გეოპოლიტიკური სიმპათიები, რაც არ უნდა აცდენილი იყოს ეს პროფ. საქსის მიერ დახატულ მსოფლიოსთან, სადაც სავაჭრო თანამშრომლობა აპრიორი კარგად ცხოვრების გარანტიაა.

პროფ. საქსს მხოლოდ შეგვიძლია ვურჩიოთ, დაინტერესდეს საქართველოში მიმდინარე პროტესტით და პატივი სცეს ათი და ასი ათასობით ადამიანის სურვილებს და მისწრაფებებს. არავის მიუცია მისთვის უფლება, ერთი ხელის მოსმით მოაქციოს ეს ადამიანები სადღაც ნიუ იორკიდან დანახული მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩარჩოში და ისინი 35 წლის წინ მომხდარ ისტორიაში ჩაკეტოს. პროფ. საქსი დიდად მოწადინებულია, გააკრიტიკოს აშშ-ს იმპერიალიზმი. მაგრამ განა რა შეიძლება იყოს უფრო კოლონიალისტური ან აროგანტული, ვიდრე იმის მტკიცება, რომ 1990 წელს ბეიკერმა და გორბაჩოვმა უკვე გადაწყვიტეს ისეთი ქვეყნების მისწრაფებები, როგორიც საქართველოა, და ახლა ამ გარიგებას, როგორც ბედისწერას, უნდა დაემორჩილონ ის თაობებიც კი, რომლებიც იმ დროს დაბადებულიც კი არ იყვნენ.

საქსის მიერ შემოთავაზებულ მსოფლიოს სურათში საქართველო მხოლოდ პასიური სივრცეა და მისი ერთადერთი თვითმყოფადი წვლილი აწმყოში კარგი ღვინო და ტურისტების გამასპინძლება თუ იქნება. საქსი საქართველოს როგორც „ძირძველი კულტურის“ კლიშეს გვაჩეჩებს იმის ნაცვლად, რომ აქ და ახლა ქართველების ბრძოლის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოს. იგი მზადაა, წაშალოს ქართველი ხალხის თავისუფალი ინიციატივა და ადგილზე მიმდინარე ყველა პროცესი აშშ-ს და რუსეთის ჭიდილით ახსნას. რატომაა „ძირძველი მეღვინეობა“ ქართული კულტურის მთავარი განმსაზღვრელი და არა დემოკრატიული თვითორგანიზების ის კულტურა, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოგვდგამს და რომლის წიაღიდანაც იშვა ყველაფერი ის, რაც საუკეთესოა და ყველაზე ცოცხალია დღევანდელ ქართულ საზოგადოებაშიც? ნუ გაუკვირდება ბატონ საქსს, რომ ქართველებში დალექილი და დღეს არნახული ენერგიით გააქტიურებული თვითორგანიზების ეს უნარი თავისი არსით ანტიიმპერიული და ანტიავტორიტარულიცაა და დიდად არც ისეთ ავტორიტეტებს წყალობს, რომლებიც, საეჭვო პოლიტიკურ და მორალურ წანამძღვრებზე დაყრდნობით, ანტიდემოკრატიული ძალების წინაშე ქედის მოდრეკას გვირჩევენ. სწორედ ჩვენი ისტორია – დემოკრატიულ საზოგადოებად შედგომისთვის ბრძოლის ისტორია და არა ის ეგზოტიკური ანტიკვარი, როგორადაც ნიუ იორკიდან მოვჩანვართ – არ გვაძლევს უფლებას, დავთმოთ პოლიტიკური თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა.

free-column-cover

მეხანძრის თავგადასამალი

ავტორი: გიორგი ჯოხაძე

ოდესმე გიფიქრიათ, რომ სიტყვა მეხანძრეს შესაძლოა უარყოფითი კონოტაცია ჰქონდეს?

2016-17 წელია, ზუსტად არ მახსოვს. სტუდენტები ტყიბულში ვართ, ან ჭიათურაში, ან რუსთავში აზოტის ქარხნის მუშების გაფიცვაზე. ჩვეულებრივი საგაფიცვო მომენტია, როცა მდუმარებას ადამიანების ახალი ჯგუფის მოსვლა არღვევს.

–„მეხანძრე მოვიდა თავის ხალხთან ერთად“, ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.

თავიდან მართლა ვიფიქრე, რომ მეხანძრეების ჯგუფი სოლიდარობის გამოსახატად მოვიდა. ამაზე მშრომელებმა ბევრი იცინეს და შემდეგ ამიხსნეს, რომ პეტრიაშვილმა იმდენი საგაფიცვო მუხტი და დანთებული კოცონი ჩააქრო, რომ დიდი ხანია, ამ კაცს მეხანძრეს ვეძახითო.

მიმდინარე პროტესტების ფონზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საყოველთაო დემონსტრაციებმა წინააღმდეგობის უწყვეტი პროცესი შექმნა. ამ წინააღმდეგობამ თვითორგანიზების ახალი, ანაც კარგად დავიწყებული ძველი მეთოდები და ფორმები იპოვა. მათ შორის, უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანთა ჯგუფების მარში, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო, მათი სამუშაო პროფესია ჰქონდათ. ამან უკანასკნელ 30 წელში დომინანტური ეკონომიკური და პოლიტიკური იდეოლოგიის კარნახით საზოგადოებრივ ცხოვრებასა და წინააღმდეგობაში მარგინალიზებული, უარყოფილი და გამორიცხული, საყოველთაო გაფიცვის, როგორც ბრძოლის სტრატეგიის მნიშვნელობა და საჭიროება პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში დააბრუნა. გაფიცვაზე ლაპარაკი მხოლოდ მემარცხენეების და ცალკეული, დამოუკიდებელი პროფკავშირების სააზროვნო არეალით აღარ შემოიფარგლება. უკვე 3 დეკემბერს, ხელოვნების სფეროში დასაქმებულები – თეატრალები გაიფიცნენ. ფაქტობრივად, ერთი წელია გაფიცულები არიან კინოს მუშაკები. 5 დეკემბერს გაფიცვის პირველი მერცხლისთვის საპასუხო სამაგიერომაც არ დააყოვნა – დააკავეს და ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ გაფიცულთაგან ერთ-ერთი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე (სოლიდარობა და მალე გათავისუფლება მას და სისტემის ყველა უკანონო პატიმარს). გაფიცვისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების კვალდაკვალ, კიდევ უფრო ხშირად ისმის კითხვა – სად არის საქართველოს პროფკავშირების  გაერთიანების თავმჯდომარე – ირაკლი პეტრიაშვილი?!

პეტრიაშვილის „იმედი“

ირაკლი პეტრიაშვილი ტელეეკრანებთან ბოლოს არჩევნების წინა დღეებში, ტელეკომპანია „იმედის“ ღამის ეთერის საინფორმაციო გამოშვებაში გამოჩნდა. მშრომელთა ყველაზე დიდი გაერთიანების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აგრეთვე, დასაქმების ადგილზე მიმდინარე შრომით ექსპლუატაციაზე. ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო პერიოდში მუშათა ინტერესების ერთგულებას და შესაბამისად, სამთავრობო და ძირითადი ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა მსხვილ კაპიტალთან გარიგებაში, მუშათა კლასის და ეროვნული ინტერესების საზიანოდ.  ბატონმა ირაკლიმ ბევრი ისაუბრა საგადასახადო უთანასწორობაზე, პროგრესული გადასახადების კრიტიკულ მნიშვნელობაზე, მიწის და სხვა რესურსებზე საზოგადოებრივი უფლების დაბრუნების აუცილებლობაზე, „ევოლუშენის გაფიცვაზე“ და ა.შ.

ერთი სიტყვით, მისი გამოსვლა ჰგავდა კაცის გამოსვლას, რომელსაც სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვნისთვის მიუგნია, თვალებში ნაპერწკლები დანთებია და რომელიც იდეას უერთგულებს სიკვდილამდე და მის მერეც.[1]

სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით მოხდა. ირაკლი პეტრიაშვილმა დაახლოებით 10 წუთიან გამოსვლაში ერთხელ ახსენა და დაახლოებით 10 წამის განმავლობაში ილაპარაკა პროგრესულ გადასახადებზე. სამაგიეროდ, საუბრის ნახევარი დაუთმო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მუშებისა და პროფკავშირელების პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხს. ამ მომენტში წამყვანსა და პეტრიაშვილს, ცოტა არ იყოს, მოუსრიალდათ. საუბარი გააგრძელეს შახტებში მაღაროელების სიკვდილის ამბებზე, როგორც მიშისტური წარსულის მონაკვეთებზე და თანამედროვე,  გარემონტებულ (გადაღებილი ფასადებით) ტყიბულზე, როგორც ახალ შვეიცარიაზე: „ ი.პ. – „ტყიბული არის, რომ გაივლი რემონტის თვალსაზრისით ერთი პატარა გერმანული, ან შვეიცარიული ქალაქი“ (რამე ხომ არ გეცნობათ, მიშისტური წარსულიდან?).  თითქოს, „ქართული ოცნების“  პერიოდში ყველაფერი კარგად მიდის.  თითქოს, 2012 წლიდან მუშების სიკვდილი საქართველოში შეწყდა და შრომით ურთიერთობებში რაღაც კოსმეტიკური პრობლემებიღაა შემორჩენილი. არადა, მხოლოდ 2018 – 2023 წლების პერიოდში საქართველოში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 249, ხოლო დაშავდა 1546 ადამიანი.[2] აგრეთვე, მხოლოდ 2018 წელს,  5 აპრილს ტყიბულში 6 მეშახტე დაიღუპა, ივნისში კიდევ 2 და  16 ივლისს კიდევ 4. ეს ყველაფერი ოცნების მმართველობის პერიოდში, გასაოცარი დემოკრატიის მეექვსე წელს მოხდა, 2 წელი იყო მას შემდეგ გასული, რაც ბატონმა ირაკლიმ 2016 წლის ტყიბულის გაფიცვაზე, მხარდასაჭერად ჩასულ სტუდენტებზე მეშახტეებს ჭორი ჩაუგდო, ნაცები არიანო.

ბატონი ირაკლი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რა მოხდებოდა არჩევნების შემდეგ მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნების წინა დღეებში ასეთ რამეს ამბობდა:

ი.პ.: „ჩემთვის ევროპა არ არის ნების გამოხატვის ჩახშობა დუბინკებითა და დაჭერებით და ნარკოტიკების ჩადებით….

ჟურ: 2012 წლამდე პერიოდზე აკეთებთ ხომ აქცენტს?

ი.პ. : – დიახ, დიახ, დიახ.“

პეტრიაშვილი და ნაცები

სხვათა შორის, მიშისტურ წარსულზე გამახსენდა, თუკი ინტერნეტში კარგად დაძებნით მიშიზმთან შეურიგებლად მებრძოლი პროფკავშირელის სახელს, შესაძლოა,  2007 წლით დათარიღებულ „ვიკილიქსის“  დოკუმენტებს წააწყდეთ, რომელშიც პეტრიაშვილი ამერიკელ დიპლომატებსა და საელჩოს თანამშრომლებს უხსნის, თუ როგორი ჯანსაღი ურთიერთობა არსებობს მშრომელთა გაერთიანებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას შორის.[3]

2007 წელს ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატებთან საუბრობს მოდერნული მთავრობის პროგრესულ და სამართლიან ურთიერთობაზე პროფკავშირთან. ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში ბენდუქიძის დაწყებული რეფორმებით დასაქმებულთა ფენა მსხვილი კაპიტალის მძევლობაში სრულიად განიარაღებული აღმოჩნდა. ქვეყანაში ჯერ კიდევ 2006 წელს გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამსახური. შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის გაუქმებას არ მოჰყოლია ამ ორგანოს უფლებამონაცვლე ინსტიტუციის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში მიღებულმა ახალმა შრომითმა რეგულაციებმა  სახელშეკრულებო ურთიერთობების პრივატიზება მოახდინა, გამოთიშა რა სახელმწიფო  დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობის მარეგულირებლის პოზიციიდან. ახალი შრომის კანონის მიღებით, სახელმწიფომ გააუქმა მანამდე არსებული ისედაც ნაკლოვანი შრომითი უფლებების უმრავლესობა. აღნიშნულმა ქმედებამ, ერთი მხრივ, ბიზნესის კეთების ინდექსი გააუმჯობესა, რადგანაც თითქმის არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ დაუტოვა დამსაქმებელს, თუმცა, მეორე მხრივ, საშინელი შედეგები მოუტანა დასაქმებულებს.

ამავე დოკუმენტში, პროფკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ იმის შესახებ, რომ „ვარდების რევოლუციის“ მთავრობის ბრძოლამ კორუფციასთან, პროფკავშირებს მისცა შესაძლებლობა, რომ კორუმპირებული ხელმძღვანელობა ჩამოეშორებინათ მმართველობიდან:

„პროფკავშირების წარმომადგენლების უმეტესობა ამბობს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მათი გაერთიანებები გაიზარდა, რადგან თავიდან მოიშორეს კორუმპირებული ხელმძღვანელობა, რაც განპირობებული იყო ხელისუფლების მხრიდან კორუფციასთან ბრძოლით.“

სხვა სიტყვებით, ისინი ირიბად ადასტურებენ მთავრობის ჩარევას 2005 წლის პროფკავშირების გაერთიანების შიგნით მიმდინარე მოვლენებში, რაც საბოლოო ჯამში, პეტრიაშვილის პრეზიდენტად არჩევით დასრულდა.

„ვიკილიქსის“ გარდა, ასევე, შესაძლოა, აღმოაჩინოთ ძველი ჟურნალისტური გამოძიება საპყრობილეში მყოფი სანდრო გვირგვლიანის მკვლელების უდარდელ ცხოვრებაზე, სადაც მკვლელების მოსანახულებლად მისულ სტუმართა სიაში ერთმანეთის მიყოლებით ორი სახელი და გვარი ფიგურირებს, ბაჩო ახალაია და ირაკლი პეტრიაშვილი.[4]

პეტრიაშვილი და 2017 წლის არჩევნები

პეტრიაშვილის მიშისტური წარსული ბოლოს ყურადღების ცენტრში 2017 წლის პროფკავშირების წინასაარჩევნო პერიოდში მოექცა. იმ არჩევნებზე ერთმანეთს 3 კანდიდატი ებრძოდა. ამ სამი კანდიდატიდან ორი, სახელისუფლებო ძალებთან დაახლოებული პირი იყო. როგორც ჩანს, იმ წლებში გახშირებული გაფიცვებისა და მანიფესტაციების გამო (რაც გამოწვეული იყო მემარცხენე სტუდენტური მოძრაობის და ახალგაზრდული პროფკავშირების გააქტიურებით), უსაფრთხოების სამსახურები აქტიურად განიხილავდნენ პეტრიაშვილის კანდიდატურის ჩანაცვლებას სხვა, მათთან დაახლოებული პიროვნებით. ასეთი პიროვნება აღმოჩნდა ვარსკვლავების გახსნის უზადო სპეციალისტი – დათო ოქიტაშვილი. საბოლოოდ, დახურულ კარს მიღმა ისე დალაგდა, რომ ოქიტაშვილმა, რომელიც პეტრიაშვილს პროფკავშირში, სასამართლოში და პროკურატურაში ერთდროულად ებრძოდა, საკუთარი კანდიდატურა არჩევნების დღეს, პეტრიაშვილის სასარგებლოდ მოხსნა.[5]

პეტრიაშვილის ვნება (დასკვნის მაგიერ)

მის დიდებულ ინტერვიუს რომ დავუბრუნდეთ, საუბრის მეორე ნაწილში, ბატონმა ირაკლიმ ღმერთმა უწყის, საიდან მოტანილი, გასაფერადებელი წიგნების ფრიალსა და „სოდომიტურ ძალებთან“ ბრძოლას დაუთმო. ცუდი თამადის მეთორმეტე  სადღეგრძელოსავით უშნოდ ჩახუჭუჭებულ სიტყვაში მან, ასევე, ისაუბრა ომზე, როგორც მოსალოდნელ საფრთხეზე და მშვიდობაზე, როგორც აუცილებელ მომავალზე „ოცნების“ შემოხაზვის მინიშნებით.

ყოველთვის, როცა პეტრიაშვილი ტელეეკრანებთან ჩნდება, ნიშნავს, რომ მას რაღაც სურს, რაღაც პირადი ვნება ამოძრავებს. რა ვნება ამოძრავებდა ამჟამად მას?

საქმე იმაშია, რომ გაისად 20 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ის პირველად აირჩიეს პროფკავშირის პრეზიდენტად. დამრგვალებული თარიღი კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ვადა ამოეწურება და შესაბამისად, მორიგი ყალბი არჩევნების ჩატარება მოუწევს, ისევე ჩუმად და  მოტყუებით, როგორც წინა, 2021 წლის არჩევნებზე (ვისაც 2021 წლის არჩევნების დეტალური მიმოხილვა გაინტერესებთ, იხ. „მაუწყებლის“ სიუჟეტი[6]). ირაკლიმ გადაწყვიტა, ვადის კიდევ ერთხელ გასახანგრძლივებლად, ოფიციოზის ერთგული მეომარივით, ყვითლად შემოსილი სიტყვებით მხარი დაეჭირა მმართველი პარტიისათვის. მისი ეს მცდელობა მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ მიიღოს მთავრობისგან ის ლეგიტიმაცია, რომელსაც, წესით, მშრომელთა ორგანიზაციებისგან უნდა იღებდეს.  პრეზიდენტმა იცის, რომ ასაკი ემატება, რიგში კი ბევრი ახალგაზრდა კონკურენტი გამოუჩნდა, ისინი, ვინც მზად არიან მასზე იაფად გაყიდონ მშრომელთა ინტერესები და მასზე ერთგულად ემსახურონ მსხვილი კაპიტალისა და სამთავრობო პარტიის ინტერესებს.

ასევე, თანამედროვე საქართველოში გაჩნდნენ დამოუკიდებელი პირველადი პროფკავშირები და ამ პროფკავშირების გაერთიანებები, რაც, აგრეთვე, სერიოზული პრობლემაა „ყვითელი კაცისთვის“. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პრეზიდენტად არჩევა, ალბათ, ამ ჯერზე ყველა წინა შემთხვევასთან შედარებით, ბევრად რთული იქნება და შესაბამისად, მისგანაც ბევრად უფრო აქტიურ პროსამთავრობო რიტორიკასა და მოქმედებებს უნდა ველოდეთ, რადგან მეხანძრის თავგადასამალი ყოველთვის უსაფრთხოების სამსახურის კაბინეტებში მოინახება.

შენიშვნები

[1] https://www.youtube.com/watch?v=JOcDN3YJG2s&t=268s

[2] https://shroma.ge/workplace-deaths-injuries/

[3] https://wikileaks.org/plusd/cables/07TBILISI927_a.html

[4] https://www.youtube.com/watch?v=xiL3G70DgV8

[5] https://www.youtube.com/watch?v=0U2QylXI-b4

[6] https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/355107619452817

free-column-cover

სიყვარულის ნეირობიოლოგია

ავტორი: ქეთი თუთბერიძე

“სიყვარულის საპირისპირო გრძნობა არა სიძულვილი,

არამედ გულგრილობაა”.

რობერტ საპოლსი – ამერიკელი ნეირობიოლოგი

ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში კატომ ორი კვირა გაატარა. ერთადერთი საკვები წყალი და ტკბილი ნალექიანი ყავა იყო. მუქი მელნისფერი ფარდებიდან ოქტომბრის მზის სხივები ოთახამდე ვერ აღწევდა. კატოს ეგონა, რომ ფანჯრებს მიღმა არსებულ სამყაროს ის აღარ ეკუთვნოდა. მხოლოდ ქუჩის ხმაური თუ ახსენებდა, რომ ჯერ ისევ ცოცხალია, ხოლო დროებითი სიჩუმე ახალი დღის დადგომას ამცნობდა.

ცხოვრება მიტოვების შემდეგ

ამბავი #1

“ზოგჯერ დროისა და სივრცის შეგრძნებას საათების განმავლობაში ვკარგავდი. მავიწყდებოდა სად ვიყავი, რატომ ვიყავი და საერთოდ რატომ უნდა მეცოცხლა. ახლა ვხვდები, რომ ეს აზრები დროებითი იყო, თუმცა მაშინ დედამიწის ზურგზე ერთი ადამიანიც ვერ მოიძებნებოდა, ვინც დამარწმუნებდა, ფეხზე დადგომას, ქუჩაში გასვლას და ხელახლა შეყვარებას ისევ მოახერხებო”. – იხსენებს კატო ათი წლის წინანდელ პერიოდს.

იგი 23 წლის იყო, როცა ალექსანდრემ მიატოვა. სამწლიანი ურთიერთობა შეყვარებულთან მოულოდნელად, – ნახევარსაათიანი შეხვედრით დასრულდა.

“არ ვიცოდი, რა იქნებოდა შემდეგ. საერთოდ სიტყვა “შემდეგ” აღარ არსებობდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ აუტანელი სასოწარკვეთა და თვითგვემა. მას გადავუყვარდი და სხვა შეუყვარდა იმაზე ადრე, ვიდრე მე მივხვდებოდი. მერე მის გარეშე ცხოვრების სწავლა მომიწია”.

ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქიატრთა ასოციაციის კვლევის თანახმად, პარტნიორთან დაშორების შემდეგ ქალების 26% დეპრესიის მსუბუქი, საშუალო ან მწვავე სიმპტომებით იტანჯება. ეს პერიოდი, დაახლოებით, 3 თვიდან 6 თვემდე გრძელდება. ამავე კვლევაში წერია, რომ დეპრესიის რისკს მიტოვების შემდგომ ორი ფაქტორი განაპირობებს: “მოულოდნელი დაკარგვის ეფექტი” და “რომანტიკული ურთიერთობის ნაკლებობა”.

კატო იხსენებს იმ დღეს, როცა დაშორების შემდეგ პირველად გავიდა გარეთ.  ადგილები, სადაც ყოფილ შეყვარებულთან ერთად სეირნობდა, შფოთვას იწვევდა. ამ მოგონებებთან გამკლავება მისთვის ახალი სირთულე აღმოჩნდა.

“იყო წუთები, როცა სიგიჟის ზღვარზე ვიყავი. თუ წარმოვიდგენდი, რომ ახლა სხვასთანაა ზუსტად ისე, როგორც ჩემთან იყო, სუნთქვა მიჭირდა. მინდოდა ხოლმე დამერეკა, მაგრამ დამამცირებელი პასუხი მისგან კიდევ უფრო მეტად დამაზიანებდა”.

მერე იყო საკუთარი თავისადმი სრული უნდობლობა, დანაშაულის შეგრძნება, დაბალი თვითშეფასების გამო ახალი ნაკლოვანებების ძიება საკუთარ გარეგნობასა და ხასიათში.

ფსიქოთერაპიამ კატოსთვის შედეგი გამოიღო, მაგრამ ახალი ურთიერთობის დაწყების ყველა მცდელობა უშედეგო იყო მანამ, სანამ შერიგების იმედი საბოლოოდ არ გადაეწურა.

“იცით ყველაზე მეტად რა აფერხებს დავიწყებას? შერიგების იმედი. ესაა სატყუარა და ძალიან ცუდი რამე. იქამდე ვიტანჯებოდი, სანამ ყველაფერი ჩემ გონებაშივე არ დავამთავრე. რამდენიმე წლის შემდეგ თავიდან შეყვარებაც შევძელი”, – ამბობს კატო.

ჰორმონების მოლეკულური ქაოსი

გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი წერდა, რომ ადამიანის ცხოვრება ერთი სიყვარულისთვის  ზედმეტად ხანგძლივია. თანამედროვე ნეიროენდოკრინოლოგიაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბევრი რამ სიყვარულში ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადამტანი მოლეკულების, იგივე ჰორმონების ბრალია.

ეს ჰორმონები თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან მჭიდრო კავშირშია. ლიმბური სისტემა, როგორც ტვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლექსი, პასუხისმგებელია სწავლის, მეხსიერებისა და ემოციების ნაწილზე. შესაბამისად, ამ სისტემის შემადგენელ ჰიპოთალამუსთან, ჰიპოკამპუსთან, ბაზალურ განგლიასთან და ამიგდალასთან დაკავშირებული შვიდი ჰორმონი ადამიანის ემოციებსა და გრძნობებს განსაზღვრავს. ეს ჰორმონებია: ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი, დოპამინი, ტესტოსტერონი, ესტროგენი, ნორადრენალინი და სეროტონინი. ყველა მათგანი სიყვარულის პროცესში უნიკალურ ქიმიურ როლს ასრულებს. მთავარი მაინც ოქსიტოცინია, ხოლო რომანტიკულ დადებით ემოციებს და “მუცელში პეპლებს” დოპამინი და სეროტონინი განსაზღვრავს.

კლივლენდის კლინიკის (ოჰაიო, აშშ) ნეიროფსიქოლოგი სინტია კუბუ ერთ-ერთ ნაშრომში წერს, რომ ადამიანში სეროტონინისა და დოპამინის დონის მატებას ყველაზე მეტად რომანტიკული სიყვარული განაპირობებს, რაც თავის მხრივ, ეიფორიის შეგრძნებებს აღძრავს. თავდაპირველად, ოქსიტოცინის, დოპამინის და სეროტონინის გადაჭარბებული დოზით წარმოქმნამ შესაძლოა ყურადღების დეფიციტი და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებიც გამოიწვიოს, თუმცა რამდენიმე თვეში ამ ჰორმონებს ადამიანის ორგანიზმისთვის დადებითი შედეგი მოაქვს.

“ამ ჰორმონებით ე.წ. ინტოქსიკაცია ექვს თვეში დადებით შედეგს გვაძლევს. ხანგძლივი ურთიერთობა ადამიანის ორგანიზმში სტრესს და სტრესთან დაკავშირებულ პრობლემებს ამცირებს. შესაბამისად, ხანგძლივი ურთიერთობა ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხანმოკლე.  სწორედ ამ ჰორმონების ერთობლიობა ზოგჯერ გვიქმნის განცდას, რომ პარტნიორი, რომელიც ახლახანს გავიცანით, ჩვენი მონათესავე სულია, – ის, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება გვინდა”, – ამბობს სინტია კუბუ.

“სიყვარულის ქიმია” სახიფათო მაშინ ხდება, როცა საყვარელ ადამიანს კარგავენ. მოულოდნელი დაშორების შემდეგ ორგანიზმში მომატებული ჰორმონების დონე სწრაფად ეცემა, რაც სტრესს, შფოთვას და მორალურ ტკივილს იწვევს.

კინსის უნივერსიტეტის (ინდიანა, აშშ) რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერი, სიუ კარტერი განმარტავს, რომ განშორების გამო მომატებულ ოქსიტოცინზე  უარის თქმა ხშირად ძვირი გვიჯდება: “ურთიერთობის დასრულება ტვინისთვის და სხეულისთვის იმდენად დიდი სტრესია, რომ შესაძლოა, ტკივილი ფიზიკურდაც იგრძნოს ადამიანმა. ხშირი სიმპტომებია უძილობა, უმადობა და შფოთვა, მოტივაციის დაკარგვა. აგრეთვე ოქსიტოცინი გულის ქსოვილებისთვის იმდენად სასარგებლო ჰორმონია, რომ დაშორება გულს გვტკენს არა მხოლოდ მეტაფორულად, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით”.

ნეიროფსიქოლოგი სინტია კუბუ ერთ-ერთ ნაშრომში წერს, რომ დაშორებით გამოწვეული სტრესი ყველაზე მძიმე გადასატანი პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაშია. “შემდეგ ორგანიზმი თვითგადარჩენის ინსტინქტს რთავს და სიყვარულის ჰორმონების დარეგულირებასაც თავად ცდილობს”.

უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც მედიცინაში დამკვიდრდა ტერმინი “გატეხილი გულის სინდრომი”, იგივე ტაკოცუბოს კარდიომიოპათია. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი დაავადება, როცა პაციენტი საყვარელი ადამიანის დაკარგვით (მიტოვება, გარდაცვალება) გამოწვეულ ძლიერ სტრესს განიცდის. ამ სინდრომის დროს გულის კუნთის მუშაობა ნელდება.

დაავადება პირველად 1990 წელს იაპონიაში აღმოაჩინეს, ხოლო სიტყვა “ტაკოცუბო” იაპონურად რვაფეხას მახეს აღნიშნავს.

“გატეხილი გულის სინდრომი”, როგორც წესი, სამი კვირიდან ექვს თვემდე გრძელდება, ფატალური შედეგი 0%-დან 8%-მდე მერყეობს. 2021 წელს აშშ-ის კარდიოლოგიის ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ეს სინდრომი 2006 წლიდან 2017 წლამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. სინდრომის სამიზნე უმეტესწილად, ქალები არიან, თუმცა გარდაცვალების საფრთხე მამაკაცებში უფრო მაღალია.

ცხოვრება მიტოვების შემდეგ

ამბავი #2

მარი და რატი ერთმანეთს 2022 წლის თებერვალში შეხვდნენ. მაშინ რატი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა და მის დაბრუნებამდე ურთიერთობა სოციალური ქსელით გაგრძელდა.

თავიდან იყო მეგობრობა, თუმცა ყველა სხვა დანარჩენი ურთიერთობისგან განსხვავებული, როგორც მარი ახასიათებს.

“მეშინოდა, რომ ჩემი წარსული ტრავმებით ამ ადამიანს ტვირთად დავაწვებოდი. თან ვაცნობიერებდი, ასეთი ძლიერი მიჯაჭვულობა არცერთ კაცთან არ მქონია. დიდი ხანი თავს ვარიდებდი, ის კი მარწმუნებდა, რომ ვუყვარდი, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა. გაცნობიდან თითქმის ორი წლის თავზე მართლაც დავიჯერე,” – ამბობს მარი.

სასიყვარულო კავშირმა რამდენიმე თვე გასტანა და ზაფხულის ერთ საღამოს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დასრულდა, – ნახვის, ახსნისა და კითხვა-პასუხის გარეშე. მარი იხსენებს, რომ ყოფილი შეყვარებულისგან მოგვიანებით შეთავაზებულ შეხვედრაზე უარი თქვა, რადგან დამშვიდობების სცენა ემოციურად მძიმე გადასატანი იქნებოდა.

“დაშორებიდან სამი კვირის შემდეგ მომწერა, რომ ურთიერთობა არ გამოგვდიოდა, რომ სათანადოდ არ მიყვარდა და მხოლოდ გამოსამშვიდობებლად უნდოდა ჩემი ნახვა. ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ ჩემთან ურთიერთობას ნანობდა თურმე. ძალიან გამიკვირდა, რადგან კონფლიქტი არასდროს გვქონია. ეს ყველაფერი 10-წუთიანი ხმოვანი შეტყობინებით გამიმხილა და მოულოდნელად გულში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. იმდენად მეტკინა, ჩანაწერის მეორედ მოსმენა ვეღარც გავბედე”.

დაშორების შემდგომ პერიოდს მარი დღიურში ასახავდა. 30 ივლისით დათარიღებულ ფურცელზე წერს:

“უცხო ადამიანი მგონია, სხვა ადამიანივით მელაპარაკება, თითქოს არც არასდროს ვიცნობდი. მესიჯებზე პასუხებსაც კი არ მწერს. გაცნობიერება იმისა, რომ ყველაფერი დასრულდა, იმდენად მტკივნეულია, ამ ტკივილს ფიზიკურად ვგრძნობ. მეოთხე დღეა ვერაფერს ვჭამ, ისევ სიცხე მაქვს. მგონია, რომ ჯოჯოხეთში ჩამიყვანა, ხელი გამიშვა და იქ დამტოვა. მე მისთვის არაფერი დამიშავებია. არ ვიცი რატომ, რის გამო ან ვის გამო უარმყო ასეთი გულგრილი, ასეთი სასტიკი, ასეთი ცივსისხლიანი მეთოდით”.

მარი იხსენებს, რომ მონატრებასთან გამკლავება ყველაზე მეტად უჭირდა. თან ფიქრობდა, არ შეიძლებოდა ჰყვარებოდა ის, ვისთვისაც მხოლოდ მივიწყებულ გრძნობად ქცეულიყო.

“დავაჯერე საკუთარი თავი, რომ აღარ მიყვარდა, მაგრამ შინაგანად მაინც უზარმაზარი სიცარიელე დამრჩა. დროთა განმავლობაში ბრაზმაც გადამიარა. მივხვდი, ესეც ადამიანური მერყევი ბუნების ნაწილია, – ჯერ გაღმერთებდეს, შემდეგ დაგივიწყოს. რაღაც პერიოდი საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი, მერე ჩემ თავსაც ვაპატიე. ისაა გულდასაწყვეტი, რომ მიზეზი არ უთქვამს, რატომ ამომძირკვა მისი ცხოვრებიდან. იქნებ არც თვითონ აქვს ამაზე პასუხი?!”

მონოგამიის და ერთგულების ჰორმონი

“სიყვარულის ქიმიურ ფორმულაში” ერთ-ერთი ელემენტი ვაზოპრესინია, – ჰორმონი, რომელიც პარტნიორისადმი მიჯაჭვულობას და ერთგულებას განაპირობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჰორმონის პირველადი დანიშნულება ორგანიზმის გაუწყლოებისგან დაცვაა, – კერძოდ, მისი ზემოქმედებით წყურვილის გრძნობა, ხოლო თირკმელებში რეაბსორბციის (წყლის გაფილტვრის და შარდის წარმოქმნის) პროცესი ძლიერდება.

კინსის უნივერსიტეტის მეცნიერი სიუ კარტერი ვაზოპრესინისა და ოქსიტოცინის ურთიერთზემოქმედებას მოცეკვავე წყვილს ადარებს: “ვაზოპრესინის და ოქსიტოცინის დინამიური ცეკვა სიყვარულის ყველა ასპექტში ჩანს”.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ სტრესმა, უძილობამ, სამსხურის საქმით გადაღლამ (ე.წ. ბარნაუთი), დეპრესიამ და ნარკოტიკულმა საშუალებებმა შესაძლოა, ვაზოპრესინის შემცირება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მიჯაჭვულობა და სექსუალური ლტოლვა წყვილს შორის იკლებს და დროთა განმავლობაში რომანტიკულ ურთიერთობაში ბზარი ჩნდება.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (აშშ) ლექტორი, მოლეკულური ნეიროენდოკრინოლოგიისა და ბიოქიმიის პროფესორი თომას შერმანი ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში ვაზოპრესინის “მონოგამიურ” უნარს აღწერს.

მისი თქმით, წყვილს შორის სოციალური ქცევის განსაზღვრასა და მონოგამიური ურთიერთობის განმტკიცებაში უმთავრეს როლს სწორედ ვაზოპრესინი თამაშობს, მის “მეგობარ” ოქსიტოცინთან ერთად.

“ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი სექსუალური კავშირის დროს ყველაზე მეტად აქტიურდება და მიჯაჭვულობაც პარტნიორისადმი მაშინ ყველაზე მეტად ძლიერდება. რაც უფრო ხანგძლივია სასიყვარული კავშირი წყვილს შორის, მით უფრო მეტად ეჩვევა ადამიანის ორგანიზმი ვაზოპრესინის ნორმალიზებულ დონეს და მის ზემოქმედებას. ამიტომაცაა ხანგძლივი ურთიერთობა ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლო. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც ნეირობიოლოგიას უკავშირდება და არა მორალს”, – წერს თომას შერმანი.

მართლაც, 2023 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Scientific American გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ემორის უნივერსიტეტის (აშშ) ნეირობიოლოგიურ კვლევებს ეფუძნება. მღრღნელებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ცდებმა გამოააშკარავა, რომ მათ ორგანიზმში ვაზოპრესინის ხელოვნურად გაზრდის შედეგად, მღრღნელებს შორის უფრო მჭიდრო “მეგობრული” კავშირი მყარდებოდა.

“მღრღნელების ბაზალურ განგლიაზე (ნერვული კვანძი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინში თალამუსსა და ჰიპოთალამუსს შორის) ვაზოპრესინის რეცეპტორების ზემოქმედებამ დაგვანახა, რომ მათ ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვე უნდოდათ, სხეულებით ეკვროდნენ ერთმანეთს. რაც უფრო მაღალი იყო ვაზოპრესინის ზემოქმედება, მით უფრო მეტად უჭირდათ განცალკევება”, – წერს Scientific American.

სიყვარულის “მარადიულობის” ქიმიური ფორმულა

პირველად იყო ოქსიტოცინი, – 1909 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჰენრი დეილმა აღმოაჩინა, რომ მშობიარობის შემდგომ საათებში დედის ჰიპოთალამუსში გამომუშავდება დიდი რაოდენობით ნივთიერება, რაც სარძევე ჯირკვლებში რძის ჩადგომას ეხმარება.

მოგვიანებით, 1950-იან წლებში ბიოქიმიკოსმა ვინსენტ დიუ ვინიომ, მომავალში ნობელის პრემიის ლაურეატმა, დაადგინა, რომ “დედობრივი სიყვარულის” გარდა ცხრა ამინომჟავისგან შემდგარი ჰორმონი ოქსიტოცინი რომანტიკული სიყვარულის დროსაც გამომუშავდება. უფრო მეტიც, ყველაზე ძლიერად ეს ჰორმონი სქესობრივი კავშირის შედეგად მიღებული სიამოვნების დროს გამოიყოფა, განსაკუთრებით ორგაზმის განცდისას.

როგორც ირკვევა, ოქსიტოცინისა და ვაზოპრესინის გამომუშავების ხარისხი ადამიანებს ორ ჯგუფად ჰყოფს. ხანგძლივმა კვლევებმა და დაკვირვებამ “სიყვარულის მარადიულობა” სხვა პრიზმიდან დაგვანახა.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნეირობიოლოგმა და ნეიროენდოკრინოლოგმა რობერტ საპოლსიმ ადამიანებისა და პრიმატების ქცევის შესწავლას 40 წელი მოანდობა, რის შედეგადაც არაერთი წიგნი და სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა. სიკეთის და ბოროტების ნეიორობიოლოგიური ასპექტების, სიყვარულისა და სიძულვილის მიზეზშედეგობრივი კავშირი ადამიანის ტვინთან და ჰორმონებთან, – საპოლსკის კვლევები მრავალფეროვანია. რამდენიმე წლის წინ კი სტენფორდის უნივერსიტეტში წაკითხულ ერთ-ერთ ლექციაზე მან თქვა, რომ “სიყვარულის ქიმია” კაცობრიობას ორად ხლეჩს: “ის, ვინც მზადაა მისი პარტნიორის ხელებში გარდაიცვალოს ღრმად მოხუცებული და ის, ვინც ხუთ წელზე დიდხანს ერთ პარტნიორთან ვერ ძლებს”.

“როდესაც კვლევაში მონაწილე ადამიანების ტვინი გადავიღეთ, კარგად გამოჩნდა, რომ შეყვარებულის ფოტოს დანახვისას სიყვარულის ჰორმონები ძალიან დიდი და სწრაფი რაოდენობით გამომუშავდებოდა. გავიდა ხუთი წელი და ამ კვლევაში მონაწილე ადამიანებს ხელახლა დავუკავშირდით. ნაწილს ისევ ვაჩვენეთ მათი შეყვარებულების ფოტოები და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანის ტვინი და ჰორმონები ყოფილ პარტნიორებზე ან საერთოდ არ რეაგირებდა ან უარყოფითი, შფოთვითი რეაქცია ჰქონდა”, – თქვა რობერტ საპოლსკიმ.

სამწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების შემდეგ, კატომ საკვებისა და ძილის გარეშე ორი კვირა გაატარა. დღეს ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ეს ყველაზე რთულად გადასალახი პერიოდი იყო, მაგრამ ძალების აღდგენა იმაზე ადვილი ყოფილა, ვიდრე თავიდან წარმოედგინა.

“თუ ვინმე ახლა ამ გზას გადის, ვეტყოდი, რომ მიტოვებით გამოწვეული ტკივილი აუტანელია, მაგრამ მომავლის ვერდანახვა მხოლოდ იმ მიჯაჭვულობითაა განპირობებული, რომლის გაწყვეტაც შენზეა დამოკიდებული. ასეთ დროს თავს ვიიმედებთ, რომ პარტნიორის გულგრილობა დროებითია ან მოჩვენებითი. სინამდვილეში, უბრალოდ აღარ უნდიხარ და შენც უნდა დაასრულო, უბრალოდ ხელი უნდა გაუშვა”.

სასიყვარულო კავშირის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ფაზა გულგრილობა რომ არის, ინგლისელი მწერალი სომერსეტ მოემიც წერდა. იგი გადაყვარებას სიკვდილზე დიდ ტრაგედიად ასახელებდა: “საშინელი განცდაა უყურო მას, ვინც მთელი გულით გიყვარდა და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგედგინა, დღეს კი აცნობიერებ, რომ მასთან სამუდამო განშორება აღარც გადარდებს. სიყვარულის ყველაზე დიდი ტრაგედია ხომ გულგრილობაა?!”

*რესპონდენტების სახელები უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია. დღიურის ჩანაწერი გამოყენებულია ავტორის თანხმობით.

გამოყენებული ლიტერატურა:

რობერტ საპოლსკის წიგნი “A Primate’s Memoir: Love, Death and Baboons in East Africa”, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჟურნალში გამოქვეყნებული ინტერვიუ თომას შერმანთან, Scientific American-ის სამეცნიერო სტატიები, National Geographic-ის ინტერვიუ სინტია კუბუსთან, სამეცნიერო ნაშრომი: “A Neuroscientist’s Journey Through Romance, Loss, and the Essence of Human Connection”.

free-column-cover

პალესტინა, ისრაელი და არაბული სამყაროს ორაზროვნება

ავტორი: სანდრო ბაკურაძე

2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინური სამხედრო ფორმირებები, ისლამისტური და პალესტინური ნაციონალისტური ორგანიზაცია „ჰამასის“ მეთაურობით, თავს დაესხნენ ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, მოკლეს და მძევლად აიყვანეს ისრაელის ასობით მოქალაქე, რომელთა შორისაც დიდ ნაწილს სამოქალაქო პირები შეადგენდნენ.  ამის საპასუხოდ, ისრაელმა აქტიური სამხედრო ოპერაცია დაიწყო ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზას სექტორში, რასაც ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა პალესტინურ მოსახლეობაში და ისრაელის მიერ არაერთი სამხედრო დანაშაული იქნა ჩადენილი.  საერთაშორისო ტრიბუნალმა კი გამოძიება დაიწყო ისრაელის ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების გამო, რომელთაც პოტენციურად გენოციდის ხასიათი გააჩნდათ.

კონფლიქტმა სწრაფად მიიღო რეგიონული და გლობალური ხასიათი და მასში სწრაფად აღმოჩნდნენ ჩართული როგორც ისრაელის მთავარი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ლიბანი, რომლის ტერიტორიიდანაც ოპერირებს შიიტური ორგანიზაცია „ჰეზბოლა,“ რომელიც რეგიონში ირანის მთავარ მოკავშირედ და ამ უკანასკნელის სპონსორობით ორგანიზებული «წინააღმდეგობის ღერძის» ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად მოიაზრება. კონფლიქტში ასევე ჩაერთო თავად ირანიც, რომელიც, ისრაელის სპეცსამსახურების მიერ მის ტერიტორიაზე „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის – ისმაილ ჰანიას მკვლელობის შემდეგ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ირანი, როგორც „ჰამასის“ და „ჰეზბოლას,“ ასევე ირანის და სირიის ტერიტორიაზე მოქმედი შიიტური ფორმირებების მთავარი სპონსორი, კონფლიქტში ისედაც იყო ჩართული, მაგრამ ისრაელის მიერ მოვლენების ამდაგვარმა ესკალაციამ ირანი მორალური დილემის წინაშე დააყენა, რომელიც მას აიძულებს  ან გაზარდოს კონფლიქტში ჩართულობის დონე ისე რომ ეს უკვე მისთვის ხელსაყრელი არ იყოს ან თავი შეიკავოს ესკალაციისაგან და ამით, რეგიონში საკუთარ პრესტიჟს დიდი დარტყმა მიაყენოს. ამავე დროს, როგორც ისრაელის ხელისუფლების, ისე ჰამასის რიგებში პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო, ცეცხლის შეწყვეტის და შემორჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.

მიუხედავად ისრაელ-არაბთა ხანგრძლივ კონფლიქტში პალესტინის ცენტრალური როლისა,  არაბული ქვეყნების უმრავლესობა, პალესტინელების რაიმე სახის სამხედრო მხარდაჭერისაგან დიდი ხანია თავს იკავებს და გამონაკლისი არც ამჯერად მოხდა. ერთადერთ გამონაკლისად იემენში მოქმედი, ჰუსიების სახელით ცნობილი ორგანიზაცია „ანსარულლაჰი“ იქცა, რომელიც ირანის ახლო მოკავშირეა და ამავე დროს აკონტროლებს თითქმის მთელ ყოფილი ჩრდილოეთ იემენის რესპუბლიკის ტერიტორიას.  თუმცა ამ უკანასკნელის მოქმედებებიც უმეტესწილად წითელ ზღვაში საზღვაო ტრაფიკის საბოტირებით შემოიფარგლება.  არაბული ქვეყნების, პირველ რიგში კატარის და ეგვიპტის ფოკუსი მთლიანად ისრაელს და ჰამასს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზებითაა შემოფარგლული.  რაც შეეხება სხვა ტიპის მხარდაჭერას, იქნება ეს პალესტინელი ლტოლვილების მიღება, ისრაელზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება თუ სხვა რამ, არაბული ქვეყნების უმეტესობა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენას და საკუთარი მოსახლეობის პრო-პალესტინურ განწყობებს და საკუთარ წმინდა პრაგმატულ ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნებას ამჯობინებს.

რა განაპირობებს არაბული ქვეყნების უმეტესობის ასეთ განწყობას?  ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც რეგიონის ისტორიულ წარსულს, ისე თანამედროვე გეოპოლიტიკურ ფაქტორებს და რეგიონის მნიშვნელოვან  პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის არსებულ ძალთა ბალანსს და დინამიკას.

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, არაბული ქვეყნების შიშია რომ პალესტინელი დევნილებისათვის საზღვრების გახსნა ღაზას სექტორის და ნაწილობრივ, დასავლეთ სანაპიროს მასობრივ დეპოპულაციას გამოიწვევს.  პოტენციური ეთნიკური წმენდის ეს ალბათობა, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ ისრაელი მისი განხორციელებით დაინტერესებული ჩანს, პირველ რიგში დიდი დარტყმა იქნება არაბული ქვეყნების, შემდგომ კი ირანის პრესტიჟზე და ყველანაირი პოტენციალი ექნება გამოიწვიოს იგივე რეაქცია რომელიც ისრაელ-არაბთა 1948 წლის ომს მოჰყვა, რომელმაც უშუალოდ შეუწყო ხელი თავისუფალ ოფიცერთა მოძრაობის შექმნას სხვადასხვა არაბულ ქვეყანაში და მათი ხელით ამ ქვეყნებში ხელისუფლების და პოლიტიკური ელიტის ცვლილების მიზეზი გახდა.  ამავე დროს, პალესტინური მოსახლეობის ეთნოწმენდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საყრდენს ართმევს როგორც არაბულ სამყაროს, ისე ირანს, რომლებიც პალესტინელების საკუთარ პროქსიდ გამოყენებისაგან არასოდეს იხევდნენ უკან.

მეორე ფაქტორი, რომლის გამოც არაბული ქვეყნები მაქსიმალურად ერიდებიან პალესტინელი დევნილების მიღებას, ისტორიული გამოცდილებაა, სადაც პალესტინელი დევნილების თუ დიასპორის მიერ არაერთ არაბულ ქვეყანაში შესრულებული როლი მკვეთრად უარყოფითი იყო და ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკაში საკმაოდ სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვია.  მაგალითად, იორდანიაში, რომელიც თავდაპირველად ეგვიპტესთან ერთად პალესტინური ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო და პალესტინურ ფორმირებებს საკუთარ ტერიტორიაზე ბაზების განთავსების საშუალებაც მისცა. მიუხედავად 1968 წელს გაფორმებული შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც პალესტინური ორგანიზაციები და იორდანიის ხელისუფლება ადგენდნენ იმ წესებს, რომლის მიხედვითაც პალესტინელებს იორდანიის ტერიტორიაზე მოქმედების უფლება გააჩნდათ, პალესტინურმა ფორმირებებმა, რომლებიც პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის სახელით იყვნენ გაერთიანებულები, არასწორად შეაფასეს საკუთარი ლეგიტიმაცია არაბულ სამყაროში და სხვა არაბული ქვეყნების მიერ შესაძლო მხარდაჭერის ალბათობა და იორდანიის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხება დაიწყეს, რომელსაც პალესტინელების მხარეს სირიის სამხედრო ინტერვენცია და შავი სექტემბრის სახელით ცნობილი სამოქალაქო ომი მოჰყვა. საბოლოოდ, დაპირისპირება პალესტინელების მარცხით და იორდანიიდან გაძევებით დასრულდა.  პალესტინის გამათავისუფლებელმა ორგანიზაციამ თავისი შტაბი ლიბანის ტერიტორიაზე გადაიტანა, სადაც სექტარიანული პოლიტიკური სისტემა, ფაქციონალიზმი და ეფექტური ცენტრალური ხელისუფლების არარსებობა პალესტინურ ორგანიზაციებს მანევრირებისათვის საკმაოდ დიდ ზონას აძლევდა.  მიუხედავად იმისა რომ ლიბანის ხელისუფლებამ პალესტინელ დევნილებს, არსებული მყიფე სექტარიანული ბალანსის დარღვევის შიშით, მოქალაქეობა და შესაბამისად, ხმის მიცემის უფლება არ მისცა, ამ უკანასკნელებმა, პირველ რიგში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის საშუალებით, ლიბანის სამოქალაქო ომში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და რამდენადაც ლიბანის მოსახლეობის ერთი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვეს, იმდენად გაიუცხოეს ლიბანის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი და ქვეყნის დესტაბილიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.  საბოლოოდ, პალესტინელების აქტიურობას სამხრეთ ლიბანში ისრაელის ინტერვენცია და რეგიონის ხანგრძლივი ოკუპაცია მოჰყვა.  პალესტინელი დევნილები ლიბანში დღემდე რჩებიან თემად, რომლის იურიდიული და პოლიტიკური სტატუსი პრობლემურია და ადგილობრივ მოსახლეობას მათ მიმართ არაერთგვაროვანი აზრები გააჩნია.  კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც არაბული ქვეყნების ელიტებს შორის პალესტინელების უარყოფითი რეპუტაცია გაამყარა, ერაყის მიერ კუვეიტის ოკუპაცია და ერაყის პირველი ომი გახლდათ.   ერაყის შემოჭრის მომენტისთვის, კუვეიტში დაახლოებით 450 000 პალესტინელი დევნილი და შრომითი მიგრანტი ცხოვრობდა, რომელთა არც ისე მცირე ნაწილმა ერაყის არმიასთან აქტიური თანამშრომლობის გზა აირჩია. სადამ ჰუსეინს მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაციის და პარტია ფათაჰის ლიდერმა იასირ არაფატმაც.  შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერვენციის და პირველ ერაყის ომში სადამ ჰუსეინის არმიის მარცხის შემდეგ კუვეიტის ხელისუფლებამ პალესტინელების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.  ამავე დროს, პალესტინელების ამ გადაწყვეტილებამ, არამხოლოდ კუვეიტში არამედ მთლიანად ყურის არაბულ ქვეყნებში, პალესტინელების მიმართ ნდობა სერიოზულად შეარყია და მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება გააძლიერა.  ისეთმა ქვეყნებმაც როგორებიცაა კატარი, საუდის არაბეთი და ბაჰრეინი საკმაოდ გაამკაცრეს პალესტინელების მიმართ დამოკიდებულება და მიუხედავად პალესტინის ადმინისტრაციის მცდელობებისა, რომლებიც 2005 წელს პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მიერ საჯარო ბოდიშის მოხდით დასრულდა, პალესტინელების რეპუტაციამ ძალიან დიდი ზარალი განიცადა.

მიუხედავად რეგიონში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებული განწყობისა, არაბული ქვეყნების ელიტების საკმაო ნაწილის ისტორიულ და პოლიტიკურ მეხსიერებაში პალესტინელები არასანდო და პრობლემურ სოციალურ ჯგუფად მოიაზრებიან. რის გამოც, მათი მთავარი პრიორიტეტი არა პალესტინის საკითხის მოგვარება, არამედ პალესტინური ფორმირებების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება და საკუთარი მოსახლეობის საკმაო ნაწილის პროპალესტინურ განწყობებს და საკუთარ პრაგმატულ ინტერესებს შორის მყიფე ბალანსის შენარჩუნებაა.  მაგალითად, ეგვიპტე, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს სინას ნახევარკუნძულის კონტროლთან მიმართებაში, არანაირად არ არის დაინტერესებული მიიღოს პალესტინელი დევნილები, რომელთა დიდ ნაწილსაც იდეოლოგიურად მოტივირებულ და პოლიტიკურად რადიკალიზებულად თვლის და რომელთაც მის თვალში შავი სექტემბრის აჩრდილი უკან დაჰყვებათ.  ყურის არაბულ ქვეყნებს კუვეიტის მოვლენები კარგად ახსოვთ და მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, ნაკლებად სავარაუდოა რომ მათი ლიდერების მოსაზრებები რადიკალურად შეცვლილიყო.  ამავე დროს, პალესტინაში კონფლიქტის მორიგი ცხელი ფაზის დაწყებამდე, არაბულ ქვეყნებს და ისრაელს შორის, პირველ რიგში დასავლეთის მიერ დასპონსორებული ნორმალიზაციის ტენდენცია შეინიშნებოდა, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისრაელის და პირველ რიგში სუნიტური არაბული ქვეყნების დაპირისპირება ირანთან.  აბრაჰამის შეთანხმებით ცნობილ ხელშეკრულებას, რომელიც ისრაელს და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა მიზნად, კონფლიქტის დაწყებამდე, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ და სუდანმა მოაწერეს ხელი. დღის წესრიგში იდგა აშშ-ს სპონსორობით ისრაელს და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაც, თუმცა იმ რეაქციის გამო, რომელიც პალესტინაში კონფლიქტის ახალი ფაზის დაწყებას არაბულ სამყაროში მოჰყვა, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ეს პროცესი ამ ეტაპზე შეაჩერა.  იმის გათვალისწინებით რომ ისრაელს და არაბულ ქვეყნებს შორის ნორმალიზაციის პროცესი არაბულ ქვეყნებში სახალხო მხარდაჭერის გარეშე მიმდინარეობდა და სპარსეთის ყურის არაბულ მონარქიებს და ირანს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება, შეიძლება ითქვას რომ ის დინამიკა, რომელიც უშუალოდ ნორმალიზაციას განაპირობებდა ნარჩუნდება.  შესაბამისად, მიუხედავად სირთულისა რომელიც საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას და პრაგმატულ ინტერესებს შორის ბალანსირებასთან არის დაკავშირებული, დიდია იმის ალბათობა რომ მიუხედავად ომის ხანგრძლივობის და ისრაელის ქმედებებისა, არაბული ქვეყნების ხელისუფლებების უმეტესობა, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მალევე დაუბრუნდება ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკას.

მესამე ფაქტორი პალესტინური ფორმირებების, მათ შორის ტრადიციულად სუნიტური ისლამის მიმდევარი ჰამასის, სექტარიანული სხვაობის მიუხედავად, ირანთან დაახლოებაა.  არაბული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი, საუდის არაბეთის მეთაურობით, ირანს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ კონკურენტად, მის მოკავშირეებს კი საკუთარი გავლენის წინააღმდეგ მიმართულ პრობლემად მოიაზრებს.  შესაბამისად, მიუხედავად ოფიციალური განცხადებების და ამ ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილის პალესტინის მხარდამჭერი განწყობებისა, ამ ქვეყნებისთვის მთავარი არა ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეჩერება და პალესტინის მოსახლეობის დახმარება, არამედ წმინდა პრაგმატული ინტერესებია, სადაც ჰამასის და ოპტიმალურ შემთხვევაში, ჰეზბოლას მარცხი და ისრაელის სამხედრო ინტერვენცია ლიბანში, საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს საშუალებას მისცემს რეგიონში საკუთარი გავლენა ირანის ხარჯზე გააფართოოს.

ამგვარად, იმ უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად რომელიც დღეს პალესტინაში ხდება, არაბული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის პოლიტიკურ ინტერესებში პალესტინა საკმაოდ მცირე ადგილს იკავებს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობების გამო არაბული ქვეყნების ლიდერები იძულებულები არიან რიტორიკით თუ დიპლომატიურად პალესტინელებს მხარდაჭერა გამოუცხადონ, მაგრამ მათი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ისტორიული ფაქტების და რეგიონული დინამიკის გამო საკმაოდ განსხვავებულია და ამის გამო, რეალური პოლიტიკური ნება რომ არაბულმა ქვეყნებმა უფრო აქტიური როლი შეასრულონ კონფლიქტის გადაწყვეტაში ფაქტობრივად არ არსებობს. ასეთ რეალობაში, კონფლიქტს დასრულების ყველაზე რეალურ ვარიანტად ისევ პირველ რიგში დასავლეთის ქვეყნების მიერ ორგანიზებული ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება რჩება.

მთავარი ფოტო: ამანი, პალესტინის მხარდასაჭერი მიტინგი,
2023 წელი, ავტორი Annie Sakkab/Bloomberg/Getty Images

Loading more free columns