რამდენიმე ფრაგმენტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩის“ 2021 წლის ანგარიშიდან ისრაელისა და ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებზე უფლებადარღვევების შესახებ

გიორგი ყუშიტაშვილის თარგმანი

ისრაელის ხელისუფლება და დევნისა და აპართეიდის დანაშაულებანი

დაახლოებით 6.8 მილიონი ისრაელელი ებრაელი და 6.8 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს ხმელთაშუა ზღვასა და მდინარე იორდანეს შორის მოქცეულ იმ ტერიტორიაზე, რასაც დღეს ისრაელის სახელმწიფო და ოკუპირებული პალესტინის ტერიტორია იკავებს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მოიცავს ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროს, აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით. ამ ტერიტორიის უდიდეს ნაწილში ერთადერთი მმართველი ძალა ისრაელია; ისვე ახორციელებს ხელისუფლების ძირითად ფუნქციებს დანარჩენ რეგიონებშიც, ხოლო პალესტინური მხარე თვითმმართველობის შეზღუდული უფლებით სარგებლობს. მთელს ამ ტერიტორიაზე და ყოველდღიური ცხოვრების უმეტეს ნაწილში, ისრაელის ხელისუფლება სისტემურად და თანმიმდევრულად უქმნის უპირატეს მდგომარეობას ებრაელებს, ხოლო პალესტინელებს დისკრიმინაციულ პირობებში ამყოფებს. ისრაელის ხელისუფლების ოფიციალური პირების მიერ მიღებული კანონებიდან, გატარებული პოლიტიკიდან და გაკეთებული განცხადებებიდან ცხადად ჩანს, რომ სამთავრობო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, პოლიტიკურ ძალაუფლებასა და სახელმწიფო მიწაზე ისრაელელ ებრაელთა კონტროლის შენარჩუნება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, ხელისუფლება, პალესტინელთა იდენტობისდა მიხედვით, განსხვავებული ინტენსივობითა და სიმძიმით, აქტიურად მიმართავს პალესტინელთათვის საკუთრების ჩამორთმევის, შემოსაზღვრის, ძალდატანებითი განცალკევებისა და დამორჩილების პრაქტიკებს. ზოგიერთ რეგიონში, უფლებრივი შეზღუდვები იმდენად მძიმეა, რომ ისინი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დევნისა და აპართეიდის დანაშაულებს უტოლდება.

კონფლიქტის გარშემო არაერთი ფართოდ გავრცელებული და აღიარებული დათქმა მხოლოდ ნიღბავს და აბუნდოვანებს ისრაელის მიერ პალესტინელთა მიმართ ღრმადფესვგადგმულ დისკრიმინაციულ მმართველობას. ამ დათქმათა შორისაა, დათქმები, რომ ოკუპაცია, მხოლოდ დროებითი ხასიათისაა, რომ ისრაელის მიერ ჩადენილ სისასტიკეს „სამშვიდობო პროცესი“ მოკლე დროში დაუსვამს წერტილს, რომ დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში პალესტინელებს რეალური კონტროლი გააჩნიათ საკუთარ ცხოვრებაზე და რომ ისრაელი საკუთარი საზღვრების შიგნით ადამიანთა თანასწორობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ რეჟიმს წარმოადგენს.

გასული 54 წლის განმავლობაში ისრაელის მთავრობა ხელს უწყობდა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისრაელელ ებრაელთა გადასახლებას და იმავე ტერიტორიაზე უკვე მცხოვრებ პალესტინელებთან შედარებით მათ კანონის დონეზე ანიჭებდა უპირატეს სტატუსს სამოქალაქო უფლებების, მიწაზე წვდომის, გადაადგილებისა და დასახლების თავისუფლების თუ ახლო ნათესავთათვის ცხოვრების უფლებაზე ნებართვის მოპოვების თვალსაზრისით. პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პალესტინელებს მხოლოდ შეზღუდული თვითმმართველობის უფლება გააჩნიათ; ისრაელის ხელშია საზღვრებისა და საჰაერო სივრცის კონტროლი; ისვე აკონტროლებს ხალხისა და ტვირთების გადაადგილებას, უსაფრთხოებას და მთლიანი მოსახლეობის აღრიცხვასა და რეგისტრაციას, რაც თავის მხრივ ისეთ საკითხებს არეგულირებს, როგორიცაა ლეგალური სტატუსის მინიჭება და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა.

ისრაელის ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს ღიად განუცხადებია, რომ კონტროლის ამ მექანიზმების შენარჩუნება სამუდამოდ სურს. ამ განცხადებებს მათ მიერვე პრაქტიკაში გატარებული ისეთი ქმედებები ამყარებს როგორიცაა, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე „სამშვიდობო პროცესის“ პარალელურად ებრაულ ახალშენთა განგრძობადი ექსპანსია. დასავლეთ სანაპიროს ახალი ნაწილების ერთპიროვნული ანექსირება, რისი პირობაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ დადო, მხოლოდ ფორმალიზებას მოახდენს უკვე არსებული რეალობისა – ისრაელის მიერ სისტემატურად განხორციელებული დომინაციისა და ჩაგვრისა, რაც უკვე დიდი ხანია ისე გრძელდება, რომ დასავლეთ სანაპირო კვლავ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ოკუპირებულ ტერიტორიად რჩება, 1967 წლიდან ისრაელის მიერ ერთპიროვნულად ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით.

სისტემატური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის შემთხვევებში საერთაშორისო სისხლის სამართალი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ორ დანაშაულს ცნობს: აპართეიდსა და დევნას. საერთაშორისო სამართალში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებანი ყველაზე მძიმე დანაშაულადაა მიჩნეული.

საერთაშორისო საზოგადოებამ წლების განმავლობაში ტერმინი აპართეიდი ნელ-ნელა ჩამოაშორა ექსკლუზიურად სამხრეთ აფრიკულ კონტექსტს, მისი გამოყენების წინააღმდეგ უნივერსალური სამართლებრივი აკრძალვა შეიმუშავა და ის კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად აღიარა. მისი განმარტება წარმოდგენილია 1973 წელს მიღებულ „აპართეიდის დანაშაულის აკრძალვისა და სასჯელის შესახებ საერთაშორისო კონვენციასა“ და სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ 1998 წელს მიღებულ „რომის წესდებაში“.

პალესტინის სახელმწიფო წევრია ორივე მათგანისა, „რომის წესდებისაც“ და „აპართეიდის შესახებ კონვენციისაც“. 2021 წლის თებერვალში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ მისი იურისდიქცია პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით) ჩადენილ მძიმე საერთაშორისო დანაშაულებზეც ვრცელდება, რომელთა შორისაა აღნიშნულ ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დევნისა და აპართეიდის დანაშაულებანი. 2021 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ პალესტინაში არსებული სიტუაციის გარშემო ოფიციალური გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

დომინაციის შენარჩუნების განზრახვა

ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისრაელელ ებრაელთა დომინაციის შენარჩუნება ისრაელის მთავრობის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს. 2018 წელს ქნესეთის მიერ მიღებული კანონით ისრაელის კონსტიტუციური სტატუსი „ებრაელი ხალხის ერ-სახელმწიფოდ“ განისაზღვრა. კანონის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე თვითგამორკვევის უფლებით „მხოლოდ ებრაელი ხალხი“ სარგებლობს, „ებრაული ახალშენები“ კი ეროვნულ ღირებულებას წარმოადგენს. ისრაელელ ებრაელთათვის კონტროლის მექანიზმების შესანარჩუნებლად, ისრაელის მთავრობა, როგორც თავად უწოდებს, პალესტინელთა მხრიდან მომდინარე დემოგრაფიული „საფრთხის“ შემცირებისკენ მიმართულ პოლიტიკას ატარებს. ეს პოლიტიკა მოიცავს პალესტინური მოსახლეობისა და მისი პოლიტიკური ძალაუფლების შეზღუდვას; საარჩევნო ხმის უფლების მინიჭებას მხოლოდ იმ პალესტინელთათვის, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოს 1948-1967 წლებში არსებული საზღვრების შიგნით ცხოვრობენ; ასევე, პალესტინელთათვის, ერთი მხრივ, პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისრაელში, მეორე მხრივ კი სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან როგორც ისრაელში, ისე პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესვლის შესაძლებლობის შეზღუდვას. ებრაული დომინაციის შესანარჩუნებლად ისრაელის ხელისუფლება მიმართავს სხვა ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ძირითადად პალესტინელებით დასახლებული რეგიონების, იერუსალიმის, გალილეისა და ნეგევის „იუდეიზაცია“ და დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორს შორის პალესტინელთა „განცალკევების“ პოლიტიკა, რითიც პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით ადამიანთა და ტვირთების გადაადგილებას ზღუდავს. ისრაელელ ებრაელთა კონტროლის მაქსიმიზაციისკენ მიმართული ეს პოლიტიკა, ისრაელის ძირითადად ებრაელებით დასახლებული დიდი ქალაქების მიღმა მცხოვრებ პალესტინელებს მჭიდროდ დასახლებული და ცხოვრებისთვის საჭირო პირობებს მოკლებული ანკლავებისკენ განდევნის და უზღუდავს მათ მიწასა და საცხოვრებელ სივრცეზე წვდომას, მეზობლად მდებარე ებრაული დასახლებების ზრდას კი ხელშემწყობ პირობებს უქმნის.

სისტემატური ჩაგვრა და ინსტიტუციონალიზებული დისკრიმინაცია

დომინაციის შენარჩუნების მისაღწევად ისრაელის მთავრობა ინსტიტუციურ დონეზე ახდენს პალესტინელთა დისკრიმინაციას. პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც ისრაელის მიერ აღიარებულია როგორც დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორის ერთიანი ტერიტორია, ისრაელის მთავრობა პალესტინელებს ებრაელ ახალმოსახლეებთან შედარებით განცალკევებით და არათანასწორად ეპყრობა. ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროში, პალესტინელებს ისრაელის დრაკონული სამხედრო კანონებისა და სეგრეგაციის პირობებში უწევთ ცხოვრება, რაც პალესტინელებს ახალშენების ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას დიდწილად უზღუდავს. ალყაშემორტყმული ღაზის სექტორი ისრაელის მიერ დაწესებული ბლოკადის პირობებში ცხოვრობს, რაც მკვეთრად ზღუდავს ხალხისა და ტვირთების გადაადგილებას.

არაჰუმანური ქმედებები და ფუნდამენტურ უფლებათა სხვა დარღვევები

აღნიშნული პოლიტიკის გატარების პროცესში, ისრაელის მთავრობამ პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაერთი არაჰუმანური ქმედება ჩაიდინა. მათ შორისაა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები 4.7 მილიონი პალესტინელისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვა და მათ მფლობელობაში არსებული მიწის დიდი ნაწილის კონფისკაცია; ამასთან, ისეთი მკაცრი პირობების დაკანონება, როგორიცაა დასავლეთ სანაპიროს უმეტეს ნაწილზე მშენებლობის ნებართვების გაცემის უპირობო შეზღუდვა, რაც ათასობით პალესტინელს საკუთარი სახლის დატოვებას აიძულებს და რაც ძალდატანებითი გადასახლების ტოლფასია; ასევე, ასიათასობით პალესტინელისა და მათი ოჯახებისთვის ბინადრობის უფლებაზე უარის თქმა, უმეტესწილად 1967 წელს დაწყებული ოკუპაციის მომენტში ან ოკუპაციის პირველი ათწლეულების განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნის ან უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ოჯახის გაერთიანების პროგრამის შეწყვეტის გამო; და ასევე, ძირითადი სამოქალაქო უფლებების, მაგ. შეკრების და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა, რითიც პალესტინელებს იმ საკითხთა უმეტესობის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა წაერთვათ, რომელთაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და მომავალზე დიდი გავლენა აქვს. უფლებრივ დარღვევათა დიდ ნაწილს, მათ შორის მშენებლობის ნებართვების გაცემაზე დაწესებულ უპირობო შეზღუდვას, მიწის ფართომასშტაბიან კონფისკაციას და ბინადრობის უფლების ჩამორთმევას ან მასზე უარის თქმას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით არანაირი გამართლება არ აქვს; სხვა დარღვევები, მაგალითად, გადაადგილებასა და სამოქალაქო უფლებებზე დაწესებული შეზღუდვების სიმძიმე, შეუსაბამოა უსაფრთხოების მოტივით დასაწესებელ შეზღუდვებთან.

ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან მოყოლებული, ისრაელის მთავრობა პალესტინელებს 1967 წლამდე არსებული საზღვრების შიგნითაც სისტემატურად აყენებდა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და არღვევდა მათ უფლებებს; მათ შორის, პალესტინელთათვის ჩამორთმეულ მილიონობით დუნამ (1000 დუნამი 100 ჰექტრის ან 1 კვადრატული კილომეტრის ტოლია) მიწაზე წვდომის შეზღუდვით. ერთ-ერთ რეგიონში, ნეგევში, აღნიშნული პოლიტიკა ათიათასობით პალესტინელს კანონიერად ცხოვრების შესაძლებლობას უზღუდავს მიწაზე, რომელზეც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ამასთან, ისრაელის მთავრობა 1948 წლიდან დევნილ ან გადასახლებულ 700 000-ზე მეტ პალესტინელსა და მათ შთამომავლებს ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლებას არ აძლევს და იქ კანონიერად ცხოვრებაზე იმგვარ შეზღუდვებს უწესებს, რომ პალესტინელები საკუთარ მეუღლეებთან და ოჯახებთან ერთად ისრაელში ცხოვრებას ვერ ახერხებენ.

ისრაელის მთავრობამ ისრაელის შიგნითაც დისკრიმინაციულად დაისაკუთრა მიწების ნაწილი. სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით ისრაელის სახელმწიფომ პალესტინელთაგან სულ მცირე 4.5 მილიონი დუნამი მიწა მიიტაცა, რაც, ისტორიკოსთა მტკიცებით, პალესტინელთა მფლობელობაში 1948 წლამდე არსებული მიწის 65-75%-ს შეადგენს, ხოლო 40-60%-ია იმ მიწისა, რაც 1948 წლის შემდეგ ქვეყანაში დარჩენილ და ისრაელის მოქალაქეებად ქცეულ პალესტინელებს ეკუთვნოდათ. სახელმწიფოს შექმნის პირველ წლებში მთავრობამ გადასახლებული პალესტინელების მფლობელობაში არსებული მიწები „მიტოვებულ საკუთრებად“ ან „დახურულ სამხედრო ზონებად“ გამოაცხადა, დაისაკუთრა ისინი, სახელმწიფო მიწებად გადააკეთა და მათზე ებრაული დასახლებები გააშენა. ისრაელის მთავრობა დღემდე არ აძლევს პალესტინის მოქალაქეებს იმ მიწაზე შესვლის საშუალებას, რომელიც ადრე მათვე ჩამოართვა. 2003 წელს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ექსპროპრიაცია ღიად და აშკარად ემსახურებოდა ებრაული უმრავლესობის ინტერესებს“ და რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, რაც ისრაელის მთელი ტერიტორიის 93%-ს შეადგენს, „ებრაული ახალშენების“ გამრავლებას ხმარდება.

სრული ანგარიშის სანახავად დააჭირეთ აქ

გაზიარება