Slide 0Slide 1Slide 2Slide 3Slide 4Slide 5Slide 6Slide 7
left arrowright arrow
view on facebookიხილე პოსტი

ათასობით პალესტინელი ბრუნდება ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. აქ ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია. ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზიდან (ქალაქიდან) და ჩრდილოეთიდან დაახლოებით 700 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. გაეროს შეფასებით, 2023 წლიდან, ღაზას სექტორში ყველა საცხოვრებელი შენობის 92 პროცენტი განადგურდა. ტერიტორიის თითქმის მთელი მოსახლეობა ორი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულია. დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს ესაჭიროება გადაუდებელი თავშესაფარი. ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სამძებრო-სამაშველო ორგანიზაციის შეფასებით, ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 10 000 ადამიანი რჩება. მათგან მხოლოდ ნაწილის ამოყვანა მოხერხდა, რადგან მუშებს აკლიათ აღჭურვილობა და იძულებულნი არიან ნანგრევებში თითქმის სრულიად შიშველი ხელებით იმუშაონ. ყველა სურათი გადაღებულია მოჰამედ ალ-ჰაჯარის მიერ Middle East Eye-სთვის 11 ოქტომბერს.

ბოლო ამბები

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა სადავო შრომის კანონპროექტი, რომელიც, მკაცრი წინააღმდეგობისა და...

“განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე,...

დღეს გამთენიისას 9 ადამიანი სპეცოპერაციით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს მარიამ...