Post Image
view on facebookიხილე პოსტი

მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო წვდომა მოძრაობისა და მისი საორგანიზაციო ჯგუფის 12-ვე წევრის სრულ ფინანსურ ინფორმაციაზე. "თავდაპირველად ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს 2 ოქტომბრის წერილით შევიტყვეთ. მასში ეწერა, რომ საქალაქო სასამართლომ ბიუროს ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაშვება მისცა. სასამართლოს ეს ბრძანება 4 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. პარასკევს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აპელაცია არ დაკმაყოფილდა. არც ანტიკორუფციული ბიურო და არც ერთი სასამართლო არ ასაბუთებს მოძრაობის ფინანსური ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გამოთხოვის სამართლებრივ საფუძვლებს. ისინი არც კი ცდილობენ დაასაბუთონ ბრალდება, რომ მოძრაობას გაცხადებული საარჩევნო მიზნები აქვს. მათი ერთადერთი მტკიცებაა, რომ მოძრაობა აკრიტიკებს ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს (იგულისხმება “ქართული ოცნება”). ეს კი არაფერ შუაშია საარჩევნო მიზანთან. ყველასთვის გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიის კრიტიკა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ვერ აქცევს პარტიად. მეტიც, კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთ აქტივობებზე არ ვრცელდება ის სპეციალური რეგულირება, რაც საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებს ეხებათ. მოძრაობისთვის აშკარაა, რომ ამ ნაბიჯით სახელმწიფო კიდევ ერთხელ ცდილობს, ჩვენს საქმიანობასა და ადამიანების პირად სივრცეზე დაამყაროს კონტროლი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მორიგ უხეშ მცდელობას, ანტიკორუფციული ბიუროსა და სასამართლოების ხელით შეაფერხონ მოძრაობის საქმიანობა."

ბოლო ამბები

📍დღეს, 21:00 საათზე, უყურეთ მაუწყებლის პოდკასტს YouTube-ზე. 🔺”ოცნება” განათლების ახალ...

“დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილები,...

აშშ-ის შანტაჟის ფონზე, ხავიერ მილეიმ არჩევნებში გაიმარჯვა და სოციალური სახელმწიფოს...