Post Image
view on facebookიხილე პოსტი

საინვესტიციო კონსორციუმმა, რომელშიც შედიან BlackRock, Nvidia, xAI და Microsoft, მონაცემთა ცენტრების ოპერატორი კომპანიის, Aligned Data Centers-ის, 40 მილიარდი დოლარის ღირებულების შესყიდვის შესახებ გამოაცხადა. ეს გარიგება ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმის ფონზე იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაფართოებისკენ მიმართული მორიგი ნაბიჯია, რომელიც AI მოდელების მუშაობისთვისაა აუცილებელი. შესყიდვას ახორციელებს ჯგუფი სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურული პარტნიორობა“ (AIP), რომლის საწყისი კაპიტალი 30 მილიარდ დოლარს შეადგენს, საბოლოოდ კი, შესაძლოა, 100 მილიარდამდე გაიზარდოს. Aligned Data Centers-ი ფლობს 50-მდე კამპუსს აშშ-სა და ლათინურ ამერიკაში, 5 გიგავატზე მეტი ჯამური სიმძლავრით. გარიგების დასრულება 2026 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. ერთი შეხედვით, ეს არის მორიგი მსხვილი ბიზნესგარიგება, თუმცა ბოლოდროინდელი ტენდენცია ამ სექტროში ცხადყოფს კაპიტალის უპრეცედენტო კონცენტრაციას და სტრატეგიულ სვლას, რომლის მიზანი მომავლის ციფრული ეკონომიკის ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურაზე სრული კონტროლის დამყარებაა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მონაცემთა ცენტრები და გამოთვლითი სიმძლავრეები ისეთივე სტრატეგიული რესურსია, როგორიც ინდუსტრიულ ეპოქაში ნავთობი იყო. ის, ვინც ამ ინფრასტრუქტურას აკონტროლებს, ფაქტობრივად, აკონტროლებს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპს, მიმართულებასა და ხელმისაწვდომობას. ამ გარიგებით იქმნება კერძო ოლიგოპოლია, ტექნოლოგიური კარტელი, რომელიც გადაწყვეტს, ვის ექნება წვდომა უახლეს ტექნოლოგიებზე, რა ფასად და რა პირობებით. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ღია კონკურენციას, აკადემიურ თავისუფლებას და მცირე კომპანიების ინოვაციურ პოტენციალს, რომლებიც უბრალოდ ვერ გაუძლებენ გიგანტების მიერ დაწესებულ წნეხს. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი წარმოშობს ფუნდამენტურ კითხვებს: როდესაც კაცობრიობისთვის ასეთი ტრანსფორმაციული მნიშვნელობის ტექნოლოგია კონცენტრირდება არა საჯარო ან დემოკრატიული ინსტიტუტების, არამედ მოგებაზე ორიენტირებული რამდენიმე კორპორაციის ხელში, ვის ინტერესებს მოემსახურება ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია? ეს 40-მილიარდიანი გარიგება მხოლოდ ბიზნესქრონიკა კი არ არის, არამედ ახალი, უკიდურესად ცენტრალიზებული და არადემოკრატიული ტექნოლოგიური წესრიგის მშენებლობის მორიგი ეტაპია.

ბოლო ამბები

ისრაელის მიერ დახმარების შეზღუდვისა და „ჰამასის“ გააქტიურების ფონზე, ღაზაში ცეცხლის...

პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვის ინიციატივა ფართო მასშტაბს მოიცავს და არ...

“ქართული ოცნება” დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ...