ბულბული გოგიტიძე – თამბაქოს წარმოება სოფელ ვაიოში

მაღალმთიან აჭარაში თუთუნის მოყვანის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს, რასაც კლიმატური პირობები უწყობს ხელს. მთიან აჭარაში, შავი ზღვის ზოლში, ზომიერი კონტინენტური ჰავაა, ხოლო ნიადაგი – ზომიერად ტენიანი, ამიტომაც აქ საუკეთესო ხარისხის თამბაქო მოდის.

იმის გამო, რომ წარმოება წარმოუდგენლად დიდ შრომას მოითხოვს და ბოლო წლებში, ფასიც საკმაოდ შემცირდა, სულ უფრო ნაკლებ ადამიანს მოჰყავს ეს კულტურა. თებერვლიდან იწყება თესვა, მაისიდან ჩითილების გადატანა, შემდეგ დარგვა, გათოხნა და მოკრეფის პროცესია, შემდეგ კი ანემსვა/გახმობის. როგორც აქ ამბობენ, ერთ ძირ თამბაქოსთან, სულ ცოტა, 15-ჯერ უნდა მიხვიდე.

ბულბული გოგიტიძე ერთ-ერთია, ვისაც თამბაქო მოჰყავს. როგორც ის გვეუბნება, მისი მშობლებიც ამით იყვნენ დაკავებულები.

გაზიარება