კლიმატის ცვლილება და კატასტროფები მსოფლიოში

წლევანდელი ზაფხული ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით. 2023 წლის ივლისი კი ყველაზე ცხელი თვე იყო ისტორიაში.

ექსტრემალურმა სიცხის ტალღებმა, ტყის ხანძრებმა, წყალდიდობებმა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა სხვა ბევრმა კატასტროფამ ათასობით ადამიანი, ცხოველი თუ ცოცხალი არსება შეიწირა. ბევრი ადამიანი უსახლკაროდ და სარჩოს გარეშე დარჩა, ხოლო ბევრი ადგილი ხანძრის, მიწისძვრის, თუ წყალდიდობის გამო ვერასდროს დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სახეს.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები კიდევ უფრო საშიში და მომაკვდინებელია იქ, სადაც იმგვარი ხელისუფლებებია, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების დროს ხელმძღვანელობენ არა მეცნიერული არგუმენტებით, არამედ პირადი კეთილდღეობითა და გამორჩენის პრინციპით.

გაზიარება