პლანეტას ცეცხლს უკიდებს კაპიტალიზმი და არა უბრალო ადამიანები

ავტორი: კრის სალთმარში

გიორგი ხასაიას თარგმანი

ყველა ადამიანი ერთნაირად პასუხისმგებელი არ არის კლიმატურ ქაოსზე, რომელზეც კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში საუბრობს. მდიდრებისა და ძალაუფლების მქონეთა მთავარ დამნაშავეებად იდენტიფიცირება, აუცილებელია განადგურების შესაჩერებლად.

ყოველ 7 ან 8 წელიწადში, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს კლიმატის ცვლილების მდგომარეობის სამეცნიერო შეფასებებს. ბოლო, მე-6-ე ანგარიში ამ კვირაში გამოქვეყნდა, ზაფხულის უკიდურესი სიცხისა და გამანადგურებელი წყალდიდობების პირობებში.

ეს ანგარიშები აღიქმება, როგორც გადამწყვეტი მომენტები კლიმატის ცვლილების ისტორიაში. სანამ პოლიტიკოსების, კორპორაციებისა და აქტივისტების დაუსრულებელ კამათს პროგრესი არ მოაქვს, მეცნიერები ფხიზელ და ობიექტურ სურათს გვაძლევენ, თუ სად ვართ ახლა და რა უნდა გაკეთდეს.

კაპიტალისტების კლასი მოგებას ნახულობს კლიმატის კრიზისისგან, მაშინ როცა ყველაზე ღარიბები მისგან იტანჯებიან.

რა არის ახალი?

რა ახალ ინფორმაციას გვაძლევს ბოლო ანგარიში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით? არსებითად, ბევრს არაფერს. ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გამოყოფა კვლავ იზრდება და პლანეტა კვლავ ცხელდება. ჩვენ კვლავ გვჭირდება ეკონომიკის დეკარბონიზაცია, როგორც გადაუდებელი ღონისძიება.

მე-6-ე შეფასებითი ანგარიშის მთავარი აქცენტები ფოკუსირებულია ფართოდ დასახულ მიზანზე, გლობალური ტემპერატურის ზრდა 1.5oC-ზე გაჩერდეს. ეს მიზანი პარიზის შეთანხმების ქვაკუთხედია და მხარდაჭერილია კლიმატის სპეციალისტების მიერ, როგორც მიჯნა, რომლის შემდეგაც დათბობა უსაფრთხო აღარ არის. სინამდვილეში, ეს მიზანი არაზუსტია: ჩვენ უკვე მივაღწიეთ 1.1 ან 1.2oC-ს და კლიმატის ამჟამინდელ მდგომარეობას უსაფრთხოს ვერ დაარქმევ.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანდა კოლექტიური ამბიციის – 1.5oC-ს გარშემო. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის ყველაზე დასამახსოვრებელი მონაკვეთების მიხედვით, ყველა მოდელირებული სცენარის შესაბამისად, ჩვენ ამ ზღვარს 2040 წლისთვის მივაღწევთ. მაგრამ ეს მომენტი უფრო ადრე დადგება (ერთი ათწლეულის ფარგლებში), თუ სწრაფად არ დავიწყებთ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირებას.

1.5oC – ს პირობებში ზღვის დონე 3-4 მეტრით მოიმატებს. ექსტრემალური სიცხის ალბათობა 4-ჯერ გაიზრდება. 1.5-ჯერ ხშირად იწვიმებს და ნალექი 10%-თ მოიმატებს. კითხვა ისაა, ეს რამდენად მალე მოხდება.

კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგრიშში მცირე ოპტიმიზმის ნასახი ემყარება იმედს, რომ თუ 2050 წლისთვის ჩვენ გლობალურად მივაღწევთ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის განულებას, ეს შანსს გვაძლევს, ტემპერატურის ზრდა 1.5oC-ზე შევაჩეროთ. ცუდი ისაა, რომ ასეთი კლიმატი მაინც უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე დღესაა და რომ ოპტიმისტური სცენარი აშკარად არ არის ყველაზე ადვილად დასაშვები. ხოლო ცუდი სცენარის მიხედვით კი, 2040 წლისთვის (ამ დროისთვის მე 49 წლის ვიქნები) 1.9oC-ს მივაღწევთ, 2060 წლისთვის – 3oC-ს (ამ დროისთვის სავარაუდოდ ჯერ პენსიაზე გასული არ ვიქნები) და 2100 წელს – 5.7oC-ს (ამ დროს 104 წელი შემისრულდებოდა და არ ვიქნებოდი პირველი, ვისაც ექსტრემალური სიცხე მოკლავდა).

ეს რიცხვები აჩვენებს, რა ელოდება ჩვენს თაობას ცხოვრების მანძილზე, თუ კურსს არ შევცვლით. ანტონიო გუტიერეში, გაეროს გენერალური მდივანი გამოეხმაურა კლიმატის ცვლილების შესახებ ანგარიშს და მიზანში ამოიღო წიაღისეული საწვავის ინდუსტრია:“ეს ანგარიში სიკვდილის მაუწყებელ ზარად უნდა გაისმას წიაღისეული საწვავის ინდუსტრიისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაანადგურებენ ჩვენს პლანეტას“.

ეს ანგარიში ისეთივე სუსხიანია, როგორც ყველა სხვა, მაგრამ ის გვაძლევს იმედს, ვირწმუნოთ, რომ საერთაშორისო პროცესები და მოქმედი ხელისუფლებები მზად არიან, გლობალური ეკონომიკური ცვლილებები განახორციელონ, რომელიც გადაუდებლად გვჭირდება.

ჯონ კერი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის სფეროში, ამბობს, რომ გლაზგო უნდა იქცეს „შემობრუნების წერტილად ამ კრიზისში“. ეს აქამდეც მოგვისმენია. შემობრუნების წერტილი, რომელზეც შეგვიძლია იმედი დავამყაროთ, შორს არის კაპიტალისტური პოლიტიკური ეკონომიისგან, რომელმაც აწარმოა და გააღრმავა ეს კრიზისი. მას ჭირდება ახალი ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანასწორობაზე, სამართლიანობასა და გაზიარებულ კეთილდღეობაზე.

დაადანაშაულეთ კაპიტალიზმი და არა „კაცობრიობა“

შეფასების მე-6-ე ანგარიშის სამეცნიერო ღირებულება უტყუარია და ის გვაძლევს ბიძგს, ეჭვქვეშ დავაყენოთ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ვარგისიანობა. თუმცა, თავად ანგარიში ამას არ აკეთებს. მაგრამ ამ ანგარიშის გავლით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ენა, რომელიც ფუნქციურად მმართველი კლასის ბატონობის შენარჩუნებას ემსახურება.

„რეზიუმე პოლიტიკის განმსაზღველთათვის“ ამტკიცებს, რომ კლიმატის ცვლილება „ ერთმნიშვნელოვნად გამოწვეულია ადამიანის აქტივობებით“. ფრაზა „ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება“ მთელი ანგარიშის განმავლობაში გვხვდება. ამიტომ, კლიმატის კრიზისში „კაცობრიობის“ დადანაშაულება გაზიარებული პრაქტიკა გახდა მედიაში, ისევე როგორც ბიბისისა თუ გარდიანის სტატიებში.

კლიმატის ცვლილების შესახებ შეფასების ანგარიში გლობალურ დათბობაზე, მოსალოდნელ ექსტრემალურ სიცხეზე და ზღვის დონის მოსალოდნელ მატებაზე საუბრობს, ხოლო აზრი, რომ ამაში კაცობრიობაა დამნაშავე, სამეცნიერო აზრი აღარაა, ეს იდეოლოგიური აზრია. რაც მმართველი კლასისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ემსახურება.

ამ აზრის გავრცელება მეცნიერთა გამოხატული განზრახვა ალბათ არ არის. ეს პოპულარული ტენდენცია, რომელიც ადამიანის მიერ გამოწვეულ კლიმატის ცვლილებაზე ლაპარაკს გულისხმობს, კარგად დაფინანსებულ კლიმატის ცვლილების უარმყოფელ დისკურსზე პასუხია. თუმცა კლიმატის ცვლილების უარყოფა აღარ არის მთავარი შეფერხება, არამედ კაპიტალისტების კლასის უმოქმედობა და პროცესის გაწელვა.

კაპიტალისტების კლასი მოგებას ნახულობს კლიმატის კრიზისისგან, მაშინ როცა ყველაზე ღარიბები მისგან იტანჯებიან. მაშინ როცა პლანეტა იწვის, სწორედ კაპიტალისტების კლასი, რომლისთვისაც მოგება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, აფერხებს დეკარბონიაზიას. ტექნიკურად სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანის მიერაა გამოწვეული. რამდენადაც ვიცი, კაპიტალისტების კლასი ადამიანებითაა დაკომპლექტებული (თუ დევიდ აიკმა არ იცის რაღაც, რაც ჩვენთვის უცნობია). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანმა ითამაშა როლი კრიზისის შექმნაში.

მართალია, ბევრი ჩვენგანი მატერიალურად ხეირობს წიაღისეულის კაპიტალიზმისგან. ისიც გასაგებია, რომ წიაღისეული საწვავის ამოღება თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველია და ბევრი ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. მაგრამ ადამიანების უმეტესობა ექპლუატირებული, გაუცხოვებული და მარგინალიზებულია ამ სისტემის მიერ. ჩვენ მოვიხმართ კაპიტალიზმის ნახშირბად-ინტენსიურ პროდუქტებს, მაგრამ ხმას ვერ ვიღებთ წარმოების პირობებზე, რომლებიც კლიმატს ანადგურებენ.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დასაქმებული მუშა არ მონაწილეობს დანაშაულში კაპიტალისტთან ერთად, რომელიც მის ექსპლუატაციას ეწევა იმისთვის, რომ ნავთობის წარმოებისგან მოგება ნახოს. მკვიდრი მოსახლეობა, რომელსაც ძალადობრივად ასახლებენ იმისთვის, რომ ამ ადგილებში ქვანახშირი მოიპოვონ, არ არის მთავრობის დანაშაულის თანამონაწილე, რომელიც მსგავს პროექტებს ახორციელებს. იგივე წარმატებით შეგვეძლო ძუძუმწოვრების მიერ გამოწვეულ კლიმატის ცვლილებაზე გველაპარაკა და ესეც ისეთივე „სიმართლე“ იქნებოდა, ოღონდ რეალური დამნაშავეებისგან აბსტრაგირების კიდევ უფრო მაღალი დონე.

რა თქმა უნდა, სიმართლე იქნება თუ ვიტყვით, რომ კლიმატის ცვლილება არ არის უნიკალური მხოლოდ კაპიტალისტური წარმოების წესისთვის. ნებისმიერი ცივილიზაცია, თუკი წიაღისეულ საწვავს აღმოაჩენდა, ცხადია გამოიყენებდა მას და ამითი კლიმატის ცვლილების ბორბალს უნებლიედ მოქმედებაში მოიყვანდა. კაპიტალიზმის უნიკალური ბოროტება ისაა, რომ მას არ შეუძლია ტენდენცია შეაჩეროს ან შემოაბრუნოს. ჩვენ ბევრი ათწლეულია ვიცით კლიმატის ცვლილების მიზეზებსა და შედეგებზე, მაგრამ კაპიტალიზმის პრიორიტეტი, რაც სწრაფი მოგების მაქსიმიზაციას გულისხმობს, შეუძლებელს ხდის ახალ ენერგეტიკულ სისტემაზე გადასვლას.

ჩვენ ერთნაირად პასუხისმგებლები არ ვართ კლიმატის კრიზისზე. ჩვენს ინდივიდუალურ ქცევებს, ერთად აღებულსაც კი, არ შეუძლია მკვეთრად შეცვალოს ვითარება დეკარბონიზაციის მიმართულებით, ეკონომიკის გეგმიური ტრანსფორმაციის გარეშე.

ჩვენ შეგვიძლია ან დავნებდეთ ადამიანის მოძულე კლიმატის პოლიტიკას, რომელიც კრიზისის ნამდვილი მიზეზების დამალვის მიზნით მთელ კაცობრიობას ადანაშაულებს, ან მივიღოთ კლიმატის სამართლიანობის (ან კლიმატური სამართლიანობის) ჰუმანისტური და სოციალისტური ხედვა, რომელიც საუბრობს ადამიანის პოტენციალზე და უკეთესი სამყაროს შესაძლებლობაზე კლიმატის განადგურების გარეშე, მისგან საერთო სარგებლის მიღებით.

მსოფლიო 1.5oC-ს პირობებში

თუ 1.5oC საუკეთესო ვარიანტია, რისი მიღწევაც შეგვიძლია და თუ ( როგორც მე-6-ე შეფასების ანგარიში გვეუბნება) ბევრი კლიმატური ცვლილება უკვე გარდაუვალი და შეუქცევადია, მაშინ ტყეების ხანძრები საბერძნეთში, თურქეთსა და ალჟირში ახალი ნორმის დასაწყისია. ამ პირობებში ჩვენ უნდა გამოვათავისუფლოთ ადამიანის სახეობის საუკეთესო მახასიათებლები, უარესის ხაზგასმის ნაცვლად. დათბობის ყოველ მომდევნო გრადუსთან ბრძოლასთან ერთად, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ ჩვენი კლიმატი იმაზე სახიფათო იქნება, ვიდრე ახლაა. სწორედ ამ ვითარებაში სოლიდარობა და სამართლიანობა გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს.

ჩვენი უმთავრესი მისიაა, დეკარბონიზაციის გზით შევაჩეროთ დათბობა იმდენად სწრაფად და სამართლიანად, რამდენადაც შესაძლებელია. ჩვენ ასევე გვჭირდება ცოდნა და პირობები, რომ ვადაპტირდეთ ახალ კლიმატთან. მემარცხენეებმა და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მოძრაობებმა უნდა მოითხოვონ და თავიანთ პოლიტიკურ პლათფორმაში მოაქციონ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამა. ჩვენ გვჭირდება მყარი ნაგებობები და ინფრასტრუქტურა, წყალდიდობებისგან დაცვა, ევაკუაციის გეგმები, კარგად დაფინანსებული სამაშველო სამსახურები, სახელმწიფო დაზღვევა დანახარჯისა და ზარალის ასანაზღაურებლად და ქმედითი პოლიტიკა ლტოლვილების მისაღებად და მხარდასაჭერად. ეს ღონისძიებები ვერ იქნება ჩვენი პოლიტიკური ამბიციებისა და მოქმედების საბოლოო წერტილი და ვერც დეკარბონიზაციაზე უარის თქმის საბაბი. იმავდროულად, მათი გათვალისწინება უნდა მოხდეს ნებისმიერ სამართლიან ხედვაში, იმ სამყაროში, რომელსაც 1.5oC-თ გაზრდილი ტემპერატურის პირობებში მოუწევს ცხოვრება.

როგორც კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში ცხადს ხდის, არსებობს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში დათბობის სხვადასხვა სცენარი. რამოდენიმე მათგანში ასახულია ხელისუფლებებისა და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მოძრაობების უუნარობა, შეამცირონ მავნე ნივთიერებების გამოყოფა დროის საჭირო მონაკვეთში. რა თქმა უნდა, ჩვენი ამბიცია უნდა იყოს, რომ ხელში ავიღოთ სახელმწიფო ძალაუფლება და გამოვიყენოთ ის ეკონომიკის ტრანსფორმაციისა და სამართლიანობის დამყარებისთვის. ჩვენ ასევე მზად უნდა ვიყოთ სცენარისთვის, როცა პოლიტიკოსები ინარჩუნებენ სტატუს-ქვოს და დეკარბონიზაციაზე უარს ამბობენ, ან ისეთისთვის, როცა დეკარბონიზაცია ხდება, ოღონდ ღარიბებისა და გარიყულების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე და მდიდრების სასარგებლოდ. ამ ფარდობითი მარცხის სცენარის პირობებში ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, თავი დავიცვათ ძალაუფლებისა და სოლიდარობის შენების გზით საკუთარ საზოგადოებებში. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ კოლექტიური ძალისხმევით, საკვების განაწილების, საცხოვრებლის და გადარჩენის საიმედო სისტემების შესაქმნელად საჭირო მომენტისთვის, რადგან სახელმწიფო მიგვატოვებს.

კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში გამოქვეყნდა შეუბრალებელი და გამანადგურებელი კლიმატური პირობების ფონზე, რომელიც კოლექტიური სასოწარკვეთის, შფოთვისა და უძალობის განცდას იწვევს. ამ ანგარიშის უმეტესი სცენარების მიხედვით, ჩემი შრომისუნარიანი ცხოვრება სულ უფრო გაცხელებულ პლანეტაზე გაივლის. ჩვენ უნდა დავამოწმოთ და პატივი ვცეთ ამ გრძნობებს და არ დავუშვათ მათი ჩაფლობა უიმედობასა და მიზანთროპიაში.

იმის საპირისპიროდ, რასაც მედია, მმართველი კლასი ან სულაც მეცნიერები გვეუბნებიან, „ჩვენ“ არ ვართ დამნაშავე კლიმატის კრიზისში. ხოლო ისინი, ვინც ნამდვილად დამნაშავეა, არ აპირებენ რაიმე ქმედითის გაკეთებას, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ამ შეგნებით, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მებრძოლი და რადიკალური მასობრივი მოძრაობა, რომელიც ააშენებს ახალ, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და გაზიარებულ კეთილდღეობაზე დაფუძნებულ ეკონომიკას. ჩვენ ვიცით, რომ მოგვიწევს წიაღისეულის კაპიტალიზმის მემკვიდრებასთან ერთად ცხოვრება, მარამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვირწმუნოთ (ან დარწმუნებულები ვიყოთ), რომ მას ისტორიას ჩავაბარებთ.

კლიმატის ცვლილების შესახებ შეფასების ანგარიში გლობალურ დათობობაზე, მოსალოდნელ ექსტრემალურ სიცხეზე და ზღვის დონის მოსალოდნელ მატებაზე საუბრობს, ხოლო აზრი, რომ ამაში კაცობრიობაა დამნაშავე, სამეცნიერო აზრი აღარაა, ეს იდეოლოგიური აზრია. რაც მმართველი კლასისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ემსახურება.

გაზიარება