პროპაგანდა და მეწყერი ნამოხვანში

გიორგი ღვინჯილია

15 მაისს ნამოხვანის ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, ამ ამბავს ვერცერთ საინფორმაციო გამოშვებაში ვერ მოისმენდით.

8-9 მარტის მოვლენების შემდეგ მეხსიერებაში ბრიფინგის ტრიბუნაზე ჩამოყრდნობილი მამუკა მდინარაძის ციტატა ჩამრჩა – „პიარს თავისი ძალა აქვს, თუ შევთანხმდებით, რომ დავუძახოთ ამ „ტრიბუნას“ „მატარებელი“… შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს რომ ეს არ არის ტრიბუნა და არის მატარებელი, პიარს ეს ძალა აქვს, პროპაგანდას ეს ძალა აქვს…“ – ვფიქრობ, რომ მდინარაძის პირის აპარატიდან ამოსული ეს ფრაზა (არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება პირსა და პირის აპარატს შორის – ჩვეულებრივი პირი, პირის აპარატის ფორმას ტრენინგების შემდეგ იღებს) ავლენს მთლიანად მთავრობის დამოკიდებულებას საზოგადოების მართვის რთული და საპასუხისმგებლო საქმისადმი, ცხადია, იგივე დამოკიდებულება აქვს ოპოზიციასაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკა მთლიანად პროპაგანდისტული ომის სიბრტყეში იწარმოება, ხალხის ხმა ადრესატებამდე მხოლოდ მას შემდეგ აღწევს, რაც მთავრობის საჯარო რეპუტაციას საფრთხე ემუქრება. საფრთის შექმნის შემდეგ კი მისი ნეიტრალიზება საინფორმაციო ოპერაციების გამოყენებით იწყება.

იგივე ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ „რუსეთის აგენტები“ უწოდა რიონის ხეობის მცველებს. ამ შემთხვევაში საქმე არც წამოცდენასთან გვქონდა და არც გადაცდომასთან, ეს პროპაგანდისტული ოპერაცია იყო, რომელსაც ორი მიზანი ჰქონდა. პირველ რიგში მოძრაობის განეიტრალება იმისათვის, რომ მომავალში მონურ პირობებზე დაგეგმილი პროექტების განხორციელება წინააღმდეგობის გარეშე იყოს შესაძლებელი. მეორე მხრივ, ოპერაციის ამოცანა ლიბერალების კრიტიკის შენელება, მისი სხვა კალაპოტში გაშვება იყო. გეოპოლიტიკურ საკითხებთან შეჭიდებულ მთავრობას ხელი არ აუკანკალდა და ეცადა ანტირუსულ ტალღაზე მყოფი მოსახლეობისთვის წესიერი ხალხი გადაეგდო საჯიჯგნად. ვიღაცამ ჩათვალა, რომ მათკენ წამოსული აგრესიისთვის მოძრაობის გადაგდება დაბნეულობას შექმნიდა და „აგენტების კანონს“ პროდასავლელ მომხრეებს შესძენდა. საბოლოოდ ეს პიარის ნაპოლეონის მიერ მოფიქრებული ოპერაცია ფიასკოთი დასრულდა.

რიონის ხეობის მოძრაობა უკვე ორი წელია რაც იბრძვის ყოვლად გაუმართლებელი ჰესის და სახელმწიფო პროპაგანდის წინააღმდეგ. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მოძრაობის წევრები ორ ძირითად თეზისს იმეორებენ – პირველის მიხედვით, ხელშეკრულება მონურ, მოღალატეობრივ პირობებზე არის დადებული, ქართული საზოგადოება მხოლოდ იზარალებს ჰესის ამ პირობებით აშენებით.

ეს მას შემდეგ დამტკიცდა, რაც საჯარო სივრცეში საზოგადოებისთვის დამამლულმა ხელშეკრულებამ გამოჟონა. აღმოჩნდა, რომ მთავრობამ 573 ჰა ტერიტორია 16 ლარის სანაცვლოდ 99 წლით გადასცა ინვესტორს, თანაც ისე, რომ არანაირი კვლევა არ ჰქონდა ჩატარებული.[1] გამოჩნდა მუხლები, რომლებიც სახელმწიფოს კომპანიისთვის ნებისმიერი ზარალის ანაზღაურებას ავალებდნენ. „შარქ თენქ საქართველოს“ თუ დავუჯერებთ ნებისმიერი ბიზნეს ინიციატივა რისკების აღებას მოითხოვს, როდესაც პროექტის კეთებას იწყებ არსებობს ფულის დაკარგვის შანსი. „ენკას“ ასეთი შანსი არ ჰქონია, რადგან მის წაგებას ჩვენი ბიუჯეტი, „გადამხდელების ჯიბიდან“ ამოღებული თანხებით აანაზღაურებდა.

ოცნების პიარი მთლიანად მოირღვა ხელშეკრულების გამოჩენის შემდეგ. მთავრობის ეს ორთვიანი გარდასახვა უკეთ აღწერასა და ანალიზს საჭიროებს. ხელისუფლება შეეცადა დებატებს გაქცეოდა და საკითხი მეორე პლანზე გადაეწია, რადგან დისკუსიის გაგრძელება მათ მხილებას მათსავე ამომრჩევლის თვალში გამოიწვევდა. ხელისუფლებამ ხეობაში დაწყებულ მოძრაობასთან ბრძოლა სპეცრაზმის გამოყენებით დაიწყო, ამ მომენტისათვის ხელშეკრულების პირობები უცნობი იყო. 29 მარტს ღარიბაშვილს ასეთი შემართება ჰქონდა: „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ქართველი მეცნიერების მიერ დაახლოებით 40 წლის წინ არის დაწყებული ნამახვანჰესზე მუშაობა… იქ საუბარი იყო ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემაზე, ეს არის მიღებული პრაქტიკა ყველგან, მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, ეს რაღაც გაუაზრებელი და ვიტყოდი, რომ ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, მათ შორის, ისეთი, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს ინვესტორებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს“.[2]

ხელშეკრულების ინტერნეტში გაჟონვამ ცივი შხაპი გადაასხა „ოცნების“ შემართებას, ღარიბაშვილი ასე ალაპარაკდა: „ნამახვანჰესის პრობლემა მე მემკვიდრეობით დამხვდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, 100 წელი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ პროექტს.[3] პოზიციის დაფიქსირება მოუწია პრემიერობიდან გადამდგარ გიორგი გახარიასაც, ხელშეკრულებაზე პასუხისმგებლობა მანაც აირიდა და დამაიმედებელი ფორმულირება შემოგვთავაზა: „ნამახვანის კონტრაქტი ზოგ მსხვილი ჰესის კონტრაქტზე ბევრად უკეთესია“.[4] იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულების დეტალების შესწავლა დაევალა, მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი ჩაერთო.[5]

პოზიცია შეიცვალა ნათია თურნავამაც, რომელიც 2021 წლის დასაწყისში პროექტს „ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული, უსაფრთო პროექტი“ და „გეოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთო პროექტი“ უწოდება.[6] მარტში თურნავამ მზაობა გამოთქვა კვირაში რამდენიმეჯერ შეხვედროდა პროტესტის მონაწილეებს და დაემტკიცებინა, რომ „ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი“ გამორჩეულად „უსაფრთხო“ და „სასარგებლოა“ ჩვენი საზოგადოებისათვის.[7] მოძრაობაზე ზეწოლაში მონაწილეობდა თურქეთის ელჩიც, რომელიც პროტესტის „ანტითურქულ“ შინაარსთან ერთად, მისი მონაწილეების არაკომპეტენტურობას უსვამდა ხაზს: „…იმ ადამიანებს, რომლებიც გარემოსდაცვით საფრთხეებზე საუბრობენ, არ აქვთ რაიმე კვლევები, არ აქვთ რაიმე სამეცნიერო ღვაწლი. მათთან სამეცნიერო, ფაქტობრივ ინფორმაციასაც ვერ განიხილავ“.[8]

პრემიერის განცხადებისა და „ენკას“ მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, ხელის მუხრუჭი თურნავამაც ამოწია, აღმოჩნდა, რომ პროექტს „მეტი უსაფრთხოების“ მიზნით სჭირდებოდა გადახედვა: „სწორედ იმისკენ არის ჩვენი ყველა მცდელობა, მედიაცია, დამატებითი კვლევები მიმართული, რომ პროექტი მეტად უსაფრთხო და განხორციელებადი გახდეს. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს ღალატობს მოთმინება…“[9]

რიონის ხეობის მოძრაობის მეორე თეზისის მიხედვით, არ არსებობდა ბუნებაზე ზემოქმედების ექსპერტული დასკვნა, რაც ხეობას კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებდა. შეიძლება ითქვას, რომ 15 მაისს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე ჩამოწოლილი მეწყერი უხერხული სიჩუმის ფონზე ჩამოწვა, ასე ვთქვათ ჩაწვა და საბანი გადაიფარა. ამ სიჩუმის ინტერპრეტირება ბევრნაირად შეიძლება, თუმცა ცხადია ერთი რამ – ვის ეკუთვნის ეს სიჩუმე, ვინ არის გაჩუმებული. ეს სიჩუმე კარგად აჩვენებს, როგორ ეკიდება ჩვენი მედია, პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა საკუთარ ქვეყანას და, რაც მთავარია, საზოაგადოებას, სიმართლეს, რომელსაც ეს ხალხი ჯიუტად ატარებს. „ტრიბუნის“ „მატარებლად“ გადაქცევის ოპერაცია ამ სიჩუმის ფონზე გრძელდება.

რიონის ხეობის მოძრაობის მიერ თბილისში გამართულ აქციამდე ერთი თვით ადრე ქვეყანაში ერდოღანის ვიზიტი დაანონსდა. სავარაუდოდ დიდი სულთანი შეწუხდა ჩვენი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის შექმნილი დაბრკოლებებით და ამ კეთილი მიზნისათვის გამოყოფილი ინვესტიციების ბედით დაინტერესდა.[10] საბოლოოდ ვიზიტი გადაიდო და ერდოღანს თავად ღარიბაშვილი ესტუმრა, შეხვედრა „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ფონზე გაიმართა. ღარიბაშვილის თქმით მხარეებს ჰესის საკითხზე არ უსაუბრიათ.[11]

ქართულ მედიას და პოლიტიკურ ელიტას სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ ერდოღანისადმი. თურქეთი ერთდროულად ნატოს წევრიც არის და ოჯახურ ღირებულებებსაც იცავს, ბომბავს ქურთებს და რუსეთის მიმართ დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს. ერდოღანს „კულტურული ომების“ ორივე მხარესთან შეუძლია გადაკვეთის წერტილის პოვნა. ძლიერია ჩვენი ქვეყნის თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებაც.

სხვა ლიდერების მსგავსად ერდოღანსაც აქვს სუსტი წერტილები. ის, რბილად რომ ვთქვათ, მიდრეკილია სამეცნიერო აზრის იგნორირებისა და დიდი, კორუფციული პროექტების მშენებლობისადმი. ამას თურქეთში მომხდარი მიწისძვრაც ადასტურებს. მიწისძვრის გაშუქებისას ქართული მედიის არცერთ მხარეს არ გაუმახვილებია ყურადღება იმ სიხარბესა და უპასუხისმგებლობაზე, რომელმაც ერდოღანს მხარდამჭერების უზარმაზარი მასა დააკარგვინა და თურქეთში არჩევნების მეორე ტური გახადა შესაძლებელი. გვესმის ფრაზები, რომ ერდოღანმა „მხარდაჭერა დაკარგა მიწისძვრის გამო“, თუმცა, არ ხდება იმის ახსნა რა კავშირშია ეს მოკვდავი კაცი მომხდარ მიწისძვრასთან, რომლის არც გამოწვევა შეეძლო და არც შეჩერება. არადა მეზობელ ქვეყანაში გამართული დისკუსიის შესახებ ხალხის ინფორმირება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისათვის, რომელიც თურქებზე ბევრად უფრო დაუცველია დიდი და კორუფციული პროექტების წინაშე.

როგორც ვთქვით, სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის ადგილზე ჩამოწოლილი მეწყერი არაფერს ნიშნავს, ეს ერთი მორიგი მეწყერია უსასრულო მეწყერების წყებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოწვება ხოლმე. ასე ვთქვათ, „ჩამოწვა რა…“. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. ამიტომ შეგვიძლია, „ქართული ოცნების“ პიარ სტრატეგიებზე საუბარს დავუბრუნდეთ და მათი ბრიფინგების ისტორიას გადავხედოთ, მათი ძირითადი „ბრიფინგერი“ სწორედ მამუკა მდინარაძეა. სავარაუდოდ, ბატონ მამუკას ეს პოზიცია მისი განსაკუთრებული უნარებისთვის ერგო, მას შეუძლია, თვალებში გიყუროს და მოგატყუოს. რაც კიდევ უფრო საგულისხმობა მას შეუძლია, თავის მოტყუება გაიძულოს, ამას ხელით შეხების გარეშე ახერხებს. ამ უნარს თან იშვიათი სუპერძალა ახლავს, მდინარაძეს შეუძლია, ერთნაირი წარმატებით შეასრულოს თავისუფლების დამცველი ლიბერალის და ოჯახზე შეწუხებული კონსერვატორის როლი, ებრძოლოს იმპერიალიზმს და თავად იყოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მომართულ იმპერიულ გეგმებში ჩართული.

როგორც მდინარაძე ამბობს, სწორად დაგეგმილ პიარს „ტრიბუნის“ „მატარებლად“ გადაქცევა შეუძლია, ისევე, როგორც სააკაშვილის მმართველობის „დემოკრატიის შუქურად“ და ქართული ოცნების „ეროვნულ ინტერესთა დამცველებად“ წარმოჩენა. ამის გარდა, პროპაგანდას შეუძლია საზოგადოების გაყოფა და პოლარიზება მეორეხარისხოვან საკითხებზე მაშინ, როდესაც პირველხარისხოვანი საკითხების გადასაჭრელად გაერთიანება არის საჭირო. მისი სუსტი მხარე კი იმაში მდგომარეობს, რომ პიარით არც ხიდები შენდება და არც ქარხნები, მას არც მეწყერის გაჩერება შეუძლია. პოლიტიკის პროპაგანდაში გადატანით ყურადღების მიღმა სწორედ ეს რეალური საკითხები გვრჩება, რომლებიც მოგვიანებით აუცილებლად იჩენენ თავს.

საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც კარგად ესმის მეწყერის შემდეგ ჩამოწოლილი სიჩუმის მნიშვნელობა, მოძრაობის დაცვა და სიმართლის გამეორება უნდა გავაგრძელოთ.

სქოლიო

[1] https://mtisambebi.ge/news/ecology/item/1266-576-beqtari,-16-larad,-99-xlit-rionis-xeoba-namaxvanbesis-kompanias-gadaszes

[2] https://reginfo.ge/economic/item/21635

[3] https://formulanews.ge/News/51737

[4] https://ipress.ge/news/politika/giorgi-gakharia-namakhvanis-kontraqti-zog-mskhvili-hesis-kontraqtze-bevrad-ukethesia

[5] https://publika.ge/ra-gadawyvetilebebi-miigho-mtavrobam-namakhvanhesze-ganckhadeba/

[6] https://reginfo.ge/economic/item/20877

[7] https://mtavari.tv/news/34579-mzad-vart-kvirashi-ramdenime-shekhvedra-gavmartot

[8] https://civil.ge/ka/archives/410282

[9] https://formulanews.ge/News/57436

[10] https://netgazeti.ge/news/537689/

[11] https://on.ge/story/89931-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94

გაზიარება