logo

თარგმანი

„მაუწყებელი“ ისწრაფვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ცოდნის გავრცელების ხელშეწყობისკენ და გთავაზობთ ანალიტიკური სტატიებისა და წიგნების ქართულ თარგმანს.

article-cover

რეფლექსიები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე

ავტორი: თალალ ასადი

ქვემოთ წარმოდგენილ მოსაზრებებში მინდა ვფოკუსირდე იმაზე, თუ როგორ აღიწერება ისრაელის მიერ პალესტინელებზე ძალადობა. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ენა კომპლექსურად არის დაკავშირებული მოქმედებასთან – არა მხოლოდ რეალობის აღწერისა და ცრუაღწერის, არამედ სიტყვების აღქმისა და ქმედებების მოტივირების თვალსაზრისითაც. დავიწყებ შთამბეჭდავი ნაწყვეტით ბრაიან კლუგეს სტატიიდან, რომელიც ღაზაში ბოლო პერიოდის ხოცვა-ჟლეტას ეხება: „ხანდახან უმჯობესია – წერს ის – რომ სიტყვებმა ვერ გიპოვონ“. შესაძლოა, ჩვენ სულ უფრო ხშირად უნდა გავიხსენოთ ეს. შეიძლება, ენას კბილი უნდა დავაჭიროთ, სანამ არ ვიპოვით იმ სიტყვებს, რომლებიც უფრო ახლოსაა რეალობასთან – ადამიანური ტანჯვის, მწუხარების, დანაკარგისა და სასოწარკვეთის სასტიკ რეალობასთან. ეს ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ საკუთარი მიზნების სასარგებლოდ ფაქტების მითვისების ცდუნებაზე, ისევე, როგორც უარი უნდა ვთქვათ სურვილზე, შევავსოთ ეს ფაქტები სიტყვებით, რომლებიც მათ ზემოქმედებას ამსუბუქებენ, ევფემიზმებით, რომლებიც არბილებენ მათ დარტყმას. ხანდახან უნდა ვიდგეთ ღია პირით, ჩვენს ტუჩებს მომწყდარი სრულად ფორმირებული პოლიტიკური ანალიზის გარეშე. არის მომენტები, როცა ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ, რათა ფიქრი დავიწყოთ – პოლიტიკურად ფიქრი. ახლა სწორედ ასეთი დროა“. მაგრამ მოცემულ ვითარებაში, როცა ხორციელდება წინასწარგანზრახული სისასტიკე, რომელიც ურცხვად უარიყოფა, აუცილებელია, არა მხოლოდ ვიფიქროთ, არამედ ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ მორალურად. ამის გაკეთება უფრო ძნელია, ვიდრე შეიძლება მოეჩვენოს ზოგიერთ ჩვენგანს, ვისაც უბრალოდ სურს, გაწმინდოს ჩვენი პოლიტიკური ენა.

როგორ უნდა გავიგოთ, მაგალითად, გამოთქმა „ისრაელ-ჰამასის ომი“? ვფიქრობ, რომ ის არა მხოლოდ არაზუსტად აღწერს იმას, რაც ღაზაში ხდება, არამედ ახალისებს ისრაელის შეუბრალებელ შეტევას უდანაშაულო მოქალაქეებზე, ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ. „ომი“ როგორც წესი, ეს არის განგრძობითი, წინასწარ განუჭვრეტელი კონფლიქტი დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის – აქედან „ომის კანონები“ და „სახელმწიფოთა უფლება თავი დაიცვან“, განსაკუთრებით მაშინ, თუკი არსებობს ეგზისტენციალური საფრთხე. სწორედ ამ კონტექსტში გვესმის ზოგიერთი დასავლელი კომენტატორისგან, რომ ცახალის მიერ ღაზას დაბომბვა „ჰამასის თავდასხმაზე პასუხია“. ისრაელს უნდა, რომ ჰამასი, ორგანიზაცია, რომელმაც 7 ოქტომბრის საშინელი ბოროტმოქმედება ჩაიდინა, სრულად გაანადგუროს. უნდა მივიღოთ თუ არა მხედველობაში, რა შეიძლება იყოს მოტივი იმის, რაც ინდივიდუალურ აქტად ითვლება? თუ უნდა ვეძებოთ რაღაც, რაც შეგვეძლება ჩავთვალოთ „საომარი მოქმედებების“ დასაწყისად, მოტივის მიუხედავად?

სიტყვა „პასუხის“ გამოყენება აქ რა თქმა უნდა გადამწყვეტია, რადგან მისი გავლით ცდილობენ ახსნან ისრაელის შეტევა ღაზაზე, რომელიც ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმამ გამოიწვია და ამდენად, ეს „პასუხი“ უნდა იყოს გაგებული, როგორც ერთდროულად რაციონალური და სამართლიანი. ისრაელის აპოლოგეტები მიზანმიმართულად გაურბიან ფაქტს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო იმ დღეს, ისრაელის მიერ პალესტინელების დასჯა (რომელიც „პასუხს“ მირჩევნია), წარმოადგენს სამხედრო მოქმედებების ისტორიის ნაწილს, რომელიც არახალია, ხოლო მოცემულ ვითარებაში უაღრესად არაპროპორციული და რომელთა განმავლობაშიც ისრაელმა განზრახულად ჩაიდინა ბევრად მეტი სამხედრო დანაშაულები, ვიდრე ეს 7 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ, რომ ამ დანაშაულებს არასდროს მოჰყოლია და არც მოჰყვება ისრაელისთვის დამაზიანებელი შედეგები.

როგორი საშინელიც არ უნდა ყოფილიყო ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმა (რაც იმ დღეს მოხდა, ჰამასის აზრით დამოუკიდებელმა მესამე მხარემ უნდა გამოიძიოს), ჩნდება კითხვა, წარმოადგენდა თუ არა ის „ეგზისტენციალურ საფრთხეს ისრაელისთვის“, რომელზეც ისრაელს ჰქონდა უფლება, თავდაცვით ეპასუხა. ისრაელი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა განვითარებული ეკონომიკით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არმიით და სამხედრო-საჰაერო ძალებით რეგიონში და მსოფლიოში. და მას ასევე აქვს ბირთვული იარაღი. მეორე მხრივ, ჰამასი მცირერიცხოვანი, ცუდად აღჭურვილი წინააღმდეგობის ჯგუფია ოკუპირებულ, ღატაკ ტერიტორიაზე, თავისი უპირატესობებით და ნაკლოვანებებით, რომლებიც უკავშირდება იმას, რომ ჰამასი ჩაშენებულია (შერწყმულია) მშვიდობიან მოსახლეობაში. მოკლედ რომ ვთქვათ, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმა წარმოადგენდა „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ ისრაელისთვის, იმის მიუხედავად, ისრაელის სახელმწიფო ასე ფიქრობს თუ არა. (იმაზე, თუ რა იყო ეს სინამდვილეში, ვეცდები ქვემოთ ვილაპარაკო). ძალთა უთანასწორობა ჰამასსა და ისრაელს შორის აშკარაა: ჰამასს არ შეუძლია ჰაერიდან დაბომბოს ისრაელის ქალაქები, როგორც ისრაელს ეს მრავალჯერ გაუკეთებია ღაზაში. ჰამასს არ შეუძლია გადაუკეტოს ისრაელს წყალი, საკვები, წამლები და ელექტროენერგია (როგორც ამას ნაწილობრივ აკეთებდა ისრაელი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში და ახლა თითქმის სრულად აკეთებს). ჰამასს, ისრაელისგან განსხვავებით არ შეუძლია ყველაზე მდიდარი და მრისხანე ევრო-ამერიკული სახელმწიფოების მხრიდან უსასრულო სამხედრო და ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდეს, ისევე როგორც პოლიტიკური მფარველობის.

გამოთქმა „ისრაელ-ჰამასის ომი“ საშუალებას აძლევს მათ, ვინც მას იყენებს, ეძებოს პარალელები სხვა, ნამდვილად ეგზისტენციალურ კონფლიქტებთან, (როგორიც იყო მაგ. მეორე მსოფლიო ომი), რომლებიც ახლა სრულიად კანონიერად ითვლება. მაგ. ისრაელი ამტკიცებს, რომ მოკავშირეების მიერ გერმანული და იაპონური ქალაქების დაბომბვა ისეთივე მოვლენაა, როგორიც ისრაელის მიერ ღაზას დაუცველი მოსახლეობის დაბომბვა, რომელიც საშინელ (თუმცა „სამწუხაროდ აუცილებელ“ ) ადამიანურ დანაკარგებს იწვევს. (ავიწყდებათ, რომ მოკავშირეების მიერ დაბომბვას წინ უსწრებდა გერმანელების მიერ ბრიტანული, ხოლო იაპონელების მიერ ჩინეთის ქალაქების დაბომბვა. ომის ანგარიშებში, რომელსაც გამარჯვებულები წერდნენ, დავიწყებულია, რომ გერმანელებისა და იაპონელების მიერ უდანაშაულო მოსახლეობის განადგურება დაგმობილი იყო, როგორც „ბარბაროსობა“, მაგრამ არა მოკავშირეების მიერ „საპასუხო“ დაბომბვები). ამგვარი ენა („ეს ომია“) იყენებს ზუსტ თარიღებს (მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წლის 3 სექტემბერს, ხოლო ისრაელ-ჰამასის ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს), ისევე, როგორც განსაკუთრებულ მორალურ ანალოგიას (რაც ნაცისტური გერმანია და მილიტარისტული იაპონია იყვნენ მოკავშირეებისთვის, იგივეა ჰამასი ისრაელისთვის). და მას იყენებენ ისრაელის მიერ მრავალგზის ჩადენილი ბოროტმოქმედებების გასამართლებლად, რომლებსაც არა თავდაცვითი, არამედ სადამსჯელო უნდა ეწოდოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, არა „ომი“, არამედ თავდასხმაა, რომელიც სავარაუდო განგრძობითი გენოციდია.

ღაზაში და დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებთან დაპირისპირებაში ისრაელი იყენებს პერიოდულ დასჯას (რომელსაც „გაზონის კრეჭას“ უწოდებს), როგორც საკუთარი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელს – ანუ აუცილებელს იმისთვის, რომ ზედმეტად არ შეაწუხონ. დასჯის მთავარი მიზანია, ერთდროულად დაამციროს და შიში ჩაუნერგოს არა მხოლოდ პირდაპირ ადრესატებს, არამედ მათაც, ვისაც შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, დაუპირისპირდეს არსებულ წესრიგს. „ჰოლოკოსტის შემდეგ ჩვენ დავიმსახურეთ უსაფრთხოება“ – ამბობენ ისრაელის მოქალაქეები – „და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ, თუ პალესტინელებს ჩვენი შიში ექნებათ“. ისრაელის ძალიან ბევრ მოქალაქეს დასჯა ერთადერთ სწორ პასუხად მიაჩნია მიმდინარე კონფლიქტზე: მათი ხედვით, ამ პრობლემას გადაწყვეტა არ აქვს, ის მხოლოდ უწყვეტი შემაკავებელი ოპერაციის სახით უნდა არსებობდეს.

როცა ვინმე ცდილობს თქვას, რომ ისრაელ-ჰამასის ე.წ. ომის დაწყების ათვლის წერტილი 7 ოქტომბერი არ არის („დაწყება“ სულაც არაა იგივე, რაც „კონტექსტი“), მაშინვე აწყდება ლიბერალი სიონისტების მტკიცებას, რომ „ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ძალიან ჩახლართულია“. ცხადია, მცირე გამჭრიახობაც საკმარისია, რომ ნებისმიერი კონფლიქტი წარმოიდგინო, როგორც „ძალიან ჩახლართული“, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც იცნობს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს, იცის, ან უნდა იცოდეს, რომ ამ სირთულეს საფუძვლად უდევს მარტივი ისტორიული ფაქტი: დასავლეთის ქვეყნების (განსაკუთრებით იმპერიული ბრიტანეთისა და ნეო-იმპერიული ამერიკის) აქტიური დახმარების გარეშე სიონისტური მოძრაობა ვერ შეძლებდა, უკვე დასახლებულ მიწაზე შეექმნა და შემდეგ შეენარჩუნებინა სახელმწიფო ებრაული უმრავლესობით.

ევროპულ ქვეყნებში, სადაც ებრაელები დიდი ხნის განმავლობაში აწყდებოდნენ დისკრიმინაციასა და ჩაგვრას (და ბოლოს გენოციდს) ქრისტიანული და პოსტ-ქრისტიანული მოსახლეობისგან, ქრისტიანული ანტისემიტიზმი დაუახლოვდა პოლიტიკურ სიონიზმს იმ აზრით, რომ მის მომხრეთა შორის იყვნენ როგორც ევროპელი ანტისემიტები, ისე ევროპელი სიონისტები. ორივე თანხმდებოდა იმაზე, რომ ებრაელების ადგილი ევროპაში არაა. ხშირად ავიწყდებათ, რომ თეოდორ ჰერცლი, სიონიზმის დამფუძნებელი მიესალმებოდა ამ დაახლოებას: „ანტისემიტები ჩვენი ყველაზე საიმედო მეგობრები გახდებიან – წერდა ის – ხოლო ანტისემიტური ქვეყნები – ჩვენი მოკავშირეები. ჩვენ გვსურს ვემიგრირდეთ, როგორც პატივცემული ხალხი“. როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, სიონიზმმა ებრაელების, როგორც ევროპისთვის უცხოს ინტერნალიზება მოახდინა და ევროპული ანტისემიტური „ებრაული პრობლემის“ გადაწყვეტა პალესტინაში „ახალი ებრაელების“ სახელმწიფოს შექმნით განიზრახა.

ამ ევროპული პერსპექტივის ე.წ. გადაწყვეტის მკაფიო მაგალითი (პატარა, მაგრამ არატრივიალური) ასახულია გერმანელი დამკვირვებლების მიერ დაწერილ ანგარიშში, რომელიც იერუსალიმში 1961 წელს, აიხმანის სასამართლო პროცესის დროსაა დაწერილი. ამ ანგარიშში ისინი აღფრთოვანებით აღწერენ „ახალ ებრაელს“, რომელიც „ებრაელი ახალგაზრდობის ახალი და ძალიან მომგებიანი ტიპია…. მაღალი, როგორც წესი, ქერა და ლურჯთვალება, თავისუფალი და თავდაჯერებული მოძრაობებში, მკაფიო ნაკვთებით“, და „არ აქვს არცერთი ნიშანი, რომელიც ებრაელისთვის დამახასიათებლად მიიჩნეოდა“. აზრი, რომ ევროპელი ებრაელები „რასობრივად“ განსხვავდებოდნენ ევროპელი არაებრაელებისგან, ცხადად უარყოფილია ომისშემდგომი მონანიე გერმანელების მიერ, რომლებიც თავიანთ სინანულს შესაბამისი რასობრივი ტერმინებით გამოხატავენ. (ჰიტლერი და მისი მეგობრები ალბათ საფლავში ცეკვავენ: მართალია, ომი წავაგეთ, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მიღწეულია – გერმანია ებრაელებისგან გაწმენდილია (“Judenrein.”)).

რატომ არ გაჩნდა სიონიზმი პალესტინელ ებრაელებში (“აღმოსავლეთის ებრაელებში”), რომლებიც ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე, საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობასთან ერთად, იზიარებდნენ მათთან საერთო კულტურას და ენას? პასუხი გასაგებია: სიონიზმი არსებითად ევროპული მოვლენა იყო საკუთარი თავის, პოლიტიკისა და კულტურის გაგების თვალსაზრისით, რომელიც პალესტინაში ჩამოიტანეს მდგმური სახელმწიფოს ფორმით. ებრაელი ნაციონალისტები პალესტინაში მაშინ გამოჩნდნენ, როცა იქ უკვე დაბადებული იყო “არაბული” ნაციონალიზმი – თავის მხრივ ევროპული კულტურული იმპერიალიზმის შედეგი. არაბებთან თანამშრომლობის ადრეულ მომხრეთა გამოკლებით, სიონიზმი ყოველთვის მიიჩნევდა ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს, როგორც დაბრკოლებას აზიაში ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. არაბ ებრაელებსაც კი სთხოვდნენ დეარაბიზაციას, სანამ ისინი მეტ-ნაკლებად სრულად ჩაერთვებოდნენ სიონისტურ მოძრაობაში, ხოლო 1948 წლის შემდეგ ისრაელის ევროპული “ცივილიზებული” სახელმწიფოს სრულყოფილი მოქალაქეები გახდებოდნენ.

ხშირად გვარწმუნებენ, რომ ებრაელების მისწრაფება, სრულად დაიკავონ პალესტინის ტერიტორია, ისრაელის ისტორიის შედარებით გვიან ეტაპზე ჩნდება, მაგრამ ეს ასე არ არის. იდეა ებრაელების უპირატესობის შესახებ არსებობდა სიონისტური პროექტის დასაწყისიდანვე. ფრაზა “მდინარიდან ზღვამდე” ყოველთვის გამოხატავდა მეინსტრიმული სიონიზმის ტერიტორიულ მისწრაფებას. რა თქმა უნდა, პალესტინელები, რომლებსაც სურთ ერთიანი დემოკრატიული სახელმწიფო პალესტინის მთელ ტერიტორიაზე, რომელშიც პალესტინელები და ებრაელები ერთად იცხოვრებენ, როგორც თანასწორი და თავისუფალი მოქალაქეები, ასევე იყენებენ ფრაზას “მდინარიდან ზღვამდე”.

უნდა აღინიშნოს, რომ არენდტის მიერ “ნებაყოფლობითი ემიგრაციის” გამოყენება (ისევე როგორც მისი გამოყენება სიონიზმის მიერ) წარმოადგენს ევფემიზმს ეთნიკური წმენდის – სპეციფიკური ენით მხარდაჭერილი პოლიტიკური პროექტის, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დეჰუმანიზაცია და დემონიზაცია, რომ შემდეგ მისგან ტერიტორია გაწმინდოს. ადამიანებს უწევთ საცხოვრებელი გარემოს დატოვება, რადგან არ სურთ მჩაგვრელ პირობებში ცხოვრების გაგრძელება, ან კიდევ უარესი – რადგან სიცოცხლის განადგურების ეშინიათ. როგორც ცნობილია, მილიონი პალესტინელის ¾ გაყარეს 1947-48 წლებში გაეროს მიერ ისრაელისთვის გამოყოფილი ტერიტორიიდან, ისევე, როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის გამოყოფილი ტერიტორიიდან, რომელიც ისრაელმა დაიქვემდებარა. 1948 წლის ეთნიკური წმენდა არ ყოფილა ერთადერთი – ყოველი მომდევნო ომს (1956, 1967, 1973) ახლდა ტერიტორიის წართმევა და/ან პალესტინელების გაძევება თავიანთი მიწებიდან. და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

სიონისტები ამტკიცებენ, რომ ისრაელი მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ებრაელების სამშობლოა. ეს მტკიცება საჭიროებს განვსაზღვროთ “ებრაელი”. რელიგიური ებრაელები ამბობენ, რომ ებრაელად არ უნდა ჩაითვალოს ის, ვისაც არ აქვს მიკუთვნებულობა მათი რელიგიური ტრადიციის მიმართ, რადგან ისინი, ვინც თავს ებრაელს უწოდებს, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ენით, კულტურით და ცხოვრების წესით. მეორე მხრივ, პოლიტიკური სიონისტებისთვის იუდაიზმი არ არის არსებითი კრიტერიუმი ვინმეს ებრაელად იდენტიფიცირებისთვის, თუნდაც ებრაელების ნაციონალური პრეტენზიების გამამართლებელ ისტორიულ ნარატივს ბიბლია წარმოადგენდეს. (რელიგიური მორწმუნე ებრაელი მეგობარი ბენ-გურიონს მიაწერს ფრაზას: “მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მან მოგვცა პალესტინა”). პოლიტიკური სიონიზმი არ განმარტავს ებრაელს, როგორც ადამიანს, რომელსაც სწამს იუდაისტური ტრადიციის და მისდევს მას, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც უფლებამოსილია “დაბრუნდეს” ისრაელში, როგორც საკუთარ სახლში. ყველა, ვინც თავს ებრაელად გრძნობს, არ არის უფლებამოსილი ისრაელში დაბრუნდეს. ამას მოწმობს ისრაელის ბევრი მოქალაქის ნეგატიური რეაქცია ეთიოპიელი ებრაელების სურვილზე, ისრაელში ემიგრირებულიყვნენ. ამდენად, “ებრაელი” სოციალური კონსტრუქტია, რომელიც იუდაიზმის აუცილებელ მიმდევრობას კი არ ეფუძნება, არამედ წარმომავლობის იუდაისტურ წესს – ებრაელი არის ის, ვისაც დედა ჰყავს ებრაელი. ერი-სახელმწიფოსთვის აუცილებელია მკაფიო ობიექტური კრიტერიუმები, თუ ვის შეუძლია იცხოვროს მასში და არა სუბიექტური გრძნობები.

სახელმწიფო ისრაელი უნიკალურია იმით, რომ ერთი მხრივ ის მხოლოდ ერთ (ებრაელ) ერს წარმოადგენს, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდნენ მისი წარმომადგენლები, და მეორე მხრივ ის უარყოფს, რომ წარმოადგენს მის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მაგრამ არ მიეკუთვნებიან ამ ერს (ანუ ებრაელებს). ამ მოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ ისრაელს უდგას სერიოზული ამოცანა, პასუხი გაეცეს ძველ კითხვას: „ვინ არიან ებრაელები?“ სიონისტური სახელმწიფოს პასუხი ნაწილობრივ ნეგატიურია: „ებრაელი არ ეკუთვნის ევროპას ან ამერიკას, მაშინაც როცა იქ ცხოვრობს. ისინი ეკუთვნიან თავიანთ სახლს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ისრაელია“ და ნაწილობრივ ტავტოლოგიური: „ებრაელები ეკუთვნიან ებრაელ ერს და უფლებამოსილნი არიან დაბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლო პალესტინაში“. ვვარაუდობ, რომ „სახლი“ ამ შემთხვევაში გულისხმობს არა მხოლოდ დაცულობის განცდას, რომელსაც როგორც წესი სახლი გვაძლევს, არამედ ძალის მიმზიდველობასაც, რომელიც ამართლებს სახელმწიფოსთან ჩაკეტილ იდენტობას. ძალის, რომელიც სჯის და ხელს კრავს მათ, ვინც სახლის გარეთ იმყოფება და ამ მიზეზით უკვე საშიშები არიან.

დასავლური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ისრაელის მოქალაქეები ხშირად ახსენებენ “შოკს, შიშსა და დამცირებას”, რომელსაც ისინი 7 ოქტომბრის შემდეგ განიცდიან. “თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობთ ჩვენს სახლში” – თქვა ერთმა რესპონდენტმა. მსხვერპლად თავის გრძნობა – რაც ნიშნავს მოწყვლადობას ახალი ტკივილების მიმართ – უაღრესად საშიშად მიმაჩნია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ებრაული დიასპორის დიდმა ნაწილმა (განსაკუთრებით ამერიკელმა ებრაელებმა), რომელიც მანამდე სკეპტიკურად იყო განწყობილი სიონიზმის მიმართ, ისრაელთან თვითიდენტიფიცირება 1967 წლის თავბრუდამხვევი გამარჯვების შემდეგ დაიწყო. ჩემი აზრით, ეს მოხდა არა შიშისა და მოწყვლადობის, არამედ უძლურების განცდის გადალახვის გამო – რაც განსხვავდება უძალობისგან, რომელიც უბრალოდ სასიყვარულო და მეგობრული ურთიერთობის დროს სხვა ადამიანის საშუალებად გამოყენების საჭიროების არარსებობაა. მსხვერპლის ძალაუფლება, სხვებზე გაავრცელოს ტანჯვა, განსხვავდება შურისძიებისგან მასზე, ვინც ზიანი მიაყენა (რადგან ეს გულისხმობს დამზიანებლის დაზიანებას). ის ასევე განსხვავდება სადიზმისგან, რომელიც სიამოვნების გამო სხვისთვის ტკივილის მიყენებაა. მსხვერპლის ასეთ ძალაუფლებას აქვს უნარი, მოიხელთოს (მიითვისოს) სხვადასხვა მოტივი და გამოცდილება, სადაც ყველა მათგანში მთავარია თვითდადასტურების სურვილი.

“ახალი ებრაელი”, რომლის შექმნაშიც სიონიზმს ლომის წილი მიუძღვის, არც დევნილია და არც ბიბლიური პერსონაჟი. ის სეკულარული ევროპელია, რომელიც ძალაუფლების თავისებურ ტიპს ასხივებს. ისრაელის შესაძლებლობა, დასაჯოს სხვები, წარმოადგენს მისი პოლიტიკური ძალის უმაღლეს დადასტურებას. სწორედ ეს ფაქტია მიმზიდველი უამრავი ადამიანისთვის. ისრაელის ბევრი პოლიტიკური, კულტურული თუ ტექნოლოგიური მიღწევა კიდევ უფრო აძლიერებს მის ტრანსნაციონალურ სტატუსს და ხელს უწყობს ებრაელების სურვილს, თავი გააიგივონ ისრაელთან. მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ კოლექტიური მსხვერპლობა (ჰოლოკოსტის გამოცდილება) ეხმარება ერის იდენტობის ფორმირებაში და მისი, როგორც ერის თვითგამორკვევაში. აქ ასევე მნიშვნელოვანია ხალხის მიერ ნაგემი ძალაუფლება, რომელსაც ქრისტიანული ევროპა “ისტორიის მიღმა” მყოფად მიიჩნევდა და რომელიც ხარბად ეტანება ქრისტიანული ისტორიის ამ ვერსიას, მიაჩნია რა, რომ ებრაელების ისტორიაში დაბრუნება ბოლოსდაბოლოს აღსრულდა ძლიერი და შურისმაძიებელი ებრაული სახელმწიფოს შექმნით. ისტორია ებრაელის, როგორც მსხვერპლის გამოცდილებაზე საქრისტიანეთში, თანამედროვე ებრაელის ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ებრაელთა უმეტესობისთვის (ისრაელელი ებრაელების ჩათვლით) ისტორიული გამოცდილებით გამოწვეული შფოთი რჩება თვითობის არაცნობიერ ნაწილად და ძლევამოსილი სახელმწიფოს ქონა აძლიერებს (მეხსიერების ინსტიტუციონალიზებულად ფორმირების გავლით) მსხვერპლად ყოფნის და პოტენციური მსხვერპლობის განცდას.

პოლიტიკურად, ცხადია სახელმწიფოა ძალაუფლების ის წყარო, რომელიც საშუალებას აძლევს მსხვერპლს (მოქალაქეთა კოლექტივს), ტანჯვა სხვას გადასდოს. ამ აქტს აუცილებლად არ სჭირდება პირდაპირი კავშირის ქონა იმათთან, ვინც გამოიწვია თავდაპირველი ტანჯვა. სხვა ეს არის უბრალოდ მისაწვდომი ობიექტი (საშუალება), რომლის მეშვეობითაც მსხვერპლს შეუძლია, გადალახოს მემკვიდრეობით მიღებული უძლურება. ფაქტი, რომ ებრაელები გაჟღენთილები არიან უძლურების დისკურსით, აძლიერებს ისრაელის ებრაელი მოქალაქეების უმეტესობის ტენდენციას, მხარი დაუჭიროს – იზეიმოს კიდეც – ცახალის მისწრაფებას, პალესტინელებში გავრცელდეს ებრაელების შიში.

შიში, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი განიცდის, ხშირად სიტყვა “ტერორისტის” ხმარების მიზეზი ხდება იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ეს შიში გამოიწვია. როცა ისრაელის მოქალაქეები იწვევენ შიშს და დამცირებას პალესტინელებს შორის, (ანუ იმათ შორის, რომლებიც სახლის (ისრაელის) გარეთ იმყოფებიან), დასავლურ მედიებში ეს არ აღიწერება, როგორც ტერორიზმი. თანამედროვე ინგლისურში სიტყვა “ტერორისტი” მოლაპარაკის მიერ საკუთარი თავის აღსაწერად არ გამოიყენება: სწორედ იმიტომ, რომ ეს ერთდროულად აღწერაცაა (ფაქტის) და დაგმობაც (მორალური განსჯა), მას საკუთარი თავის მიმართ ადვილად ვერ გამოიყენებ. დასავლური მედია ისრაელის პერსპექტივით ხელმძღვანელობს, როცა ჰამასს ღაზაში “ტერორისტებად” მოიხსენიებს, ხოლო პალესტინის მიმართ სოლიდარობას – “ჰამასის მიმართ სოლიდარობად”, “ჰამასის მიმართ სოლიდარობა” კი ანტისემიტიზმს უდრის. (ისინი, ვინც ამ აზრს იზიარებენ, არ სვამენ კითხვას, რატომ არ არსებობდა ოსმალეთის იმპერიაში არანაირი ჰამასი, რომელიც “ყველა ებრაელის” მოკვლას განიზრახავდა).

ყოველ ჯერზე, როცა ჰამასის წევრები ცდილობენ დააშინონ ან დაამცირონ თავიანთი მჩაგვრელი, რამდენად უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ეს მცდელობა, ისრაელი მორალისტური პოზიციიდან მაშინვე იწყებს მათთვის ანტისემიტებისა და “ტერორისტების” ძახილს და ამგვარად წარმოადგენს “ისრაელი-ჰამასის ომს”, როგორც ძალადობის დაუსრულებელ ციკლს ბოროტ ტერორისტებსა და უმანკო სახელმწიფოს შორის, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებას იცავს.

იყო დრო, როცა სიტყვა „ტერორი“ გამოიყენებოდა როგორც არასახელმწიფოებრივი აქტორების, ისე სახელმწიფოთა აქტივობების მიმართ. ეს ეხება როგორც ლიბერალურ დემოკრატიებს (ამერიკის იმპერიული ომები), ისე ტოტალიტარულ სახელმწიფოებს (ნაცისტური გერმანია). ნაცისტების ცნობილი დევიზი „ტერორი ტერორის წინააღმდეგ“, გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან უკომპრომისო ძალადობას იმათ მიმართ, ვისაც მოკავშირეები პარტიზანებს უწოდებდნენ. მაგრამ ნაცისტების მიერ სიტყვა „ტერორიზმის“ გამოყენება ტექნიკური იყო და არა მორალური. ბოლო ხანებში ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყნებში „ტერორიზმის“ ქვეშ არასახელმწიფოებრივ აქტორებს გულისხმობენ, რაც დასავლურ მედიაში პოლიტიკისა და დისკურსის ფორმირებაზე აშშ-ს და ისრაელის გავლენით აიხსნება. „ტერორიზმის“ ამგვარი შერჩევითი ხმარების ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი ისლამოფობიის მკვეთრი ზრდაა.

იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო ახდენს ინდივიდებისა და ორგანიზაციების კატეგორიზაციას “ტერორისტებად”, სწორედ სახელმწიფოსავე შეუძლია მათ კანონიერი უფლებები ჩამოართვას – სასამართლოს გარეშე დასაჯოს ისინი უვადო პატიმრობით და წამებით (“გაძლიერებული დაკითხვით”). სუვერენული სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ის კანონზეა დაფუძნებული, თუმცა ასეთ ქმედებას წინააღმდეგობრივად არ მიიჩნევს, რადგან სუვერენულობა, როგორც შმიტი აღნიშნავდა, გამონაკლისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაა.

11 სექტემბრის ტერაქტამდე, „ტერორისტებით“ და „ტერორიზმით“ გატაცება აშშ-ში მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ისრაელის დაინტერესებით, შური ეძია პალესტინურ წინააღმდეგობის მოძრაობებზე. რემი ბრულინის თქმით, ცივი ომის პირველ წლებში ამერიკელი პრეზიდენტები იშვიათად იყენებდნენ სიტყვა „ტერორიზმს“. მისი ხელახალი პოპულარობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ორ კონფერენციას, რომელიც ტერორიზმის საკითხს მიეძღვნა: 1979 წელს იერუსალიმში და 1984 წელს ვაშინგტონში გამართულ კონფერენციებს, რომლებზეც ამერიკელი და ისრაელელი ნეოკონსერვატორები ამტკიცებდნენ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წინააღმდეგობა „ტერორისტული ძალადობის“ მიმართ, რომელიც მსოფლიოში ამერიკის სამხედრო უპირატესობის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ აუცილებელია „ტერორიზმი“ განიხილებოდეს მთავარ საფრთხედ ისრაელის არსებობისთვის. მაგრამ ამ კონფერენციებამდე დიდი ხნით ადრეც, ეს ორი სახელმწიფო თანხმდებოდა იმაზე, რომ აუცილებელია „ტერორიზმთან“ ბრძოლა ყველგან.

პალესტინელი მებრძოლების მიერ მიუნხენში ისრაელის ოლიმპიური გუნდის წევრების მკვლელობის შემდეგ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართული დებატები სიმპტომატური იყო იმით, რომ ამ დებატებმა აჩვენა, რომ აშშ-სა და ისრაელის შეფასებები ძალიან განსხვავდებოდა იმ ქვეყნების შეფასებისგან, რომლებიც მათ პოზიციას არ იზიარებდნენ. აშშ-სა და ისრაელის შეფასებით „ტერორიზმი“ ერთმნიშვნელოვნად და უდავოდ ექვემდებარებოდა დაგმობას და მიუნხენის შემთხვევა სწორედ ასეთი იყო. მაგრამ როცა გაეროს წარმოამდგენელმა ახლო აღმოსავლეთში, მიუთითა ფაქტზე, რომ ირგუნი, ჰაგანა და ლეჰი (სიონისტური პარამილიტარისტული ჯგუფები, რომლებიც ბრიტანეთის მანდატის ადმინისტრაციის მიერ „ტერორისტებად“ მოიხსენიებოდნენ) მიზანმიმართულად კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას სიონისტური პროექტის მხარდაჭერის მიზნით და რომ მათ ანტიპალესტინურ ტერორისტულ გამოცდილებას დაეფუძნა ისრაელის სამხედრო მანქანა, სიტყვა ბანზე აუგდეს.

ვუბრუნდები კლუგის დამაფიქრებელ სტატიას, რომლითაც დავიწყე: „ენას შეუძლია შეაფერხოს ის,“ წერს კლუგი, „რისი განვითარებაც მასვე ძალუძს: პოლიტიკურად ფიქრი. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ სიტყვები, რომლებიც ამოავსებენ ნაპრალს კონკრეტულსა და აბსტრაქტულს შორის ისე, რომ არც ფაქტების უგულებელყოფა მოხდეს და არც მათი გამოყენება რომელიმე მომხიბლავი თეორიის ან დღის წესრიგის სახელით. მხოლოდ ასე შევძლებთ, მივუდგეთ ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხს: როგორ გავიზიაროთ საერთო სივრცეები, რომელშიც ვცხოვრობთ, ისე, რომ საერთო სიკეთე გამრავლდეს“. მაგრამ ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ვერ მივალთ, სანამ არ გავიგებთ, რა დევს სასწორზე მორალურად – როგორ ვცხოვრობთ და რატომ მოვედით აქამდე. ისრაელის ბევრი მოქალაქისთვის ამ კონფლიქტს გადაწყვეტა არ აქვს, არსებობს მხოლოდ მისი მინიმიზაციის შესაძლებლობა. ზუსტად ისე, როგორც არ არსებობს გადაწყვეტა კოღოების შემოსევის წინააღმდეგ ყოველ ზაფხულს, არსებობს მხოლოდ მისი მინიმიზაციის ტექნიკები.

მან, ვინც იმედოვნებს, რომ ისრაელელებს და პალესტინელებს საბოლოო ჯამში შეუძლიათ გაიზიარონ საერთო სივრცე, უნდა დაიწყოს ფაქტის გახსენებით, რომ ისინი არ იზიარებდნენ საერთო სივრცეს სულ მცირე 75 წლის განმავლობაში, მხოლოდ სახლობდნენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე და რომ ეს ფაქტი ნიშნავდა მუდმივ წარმატებას ერთისთვის და მუდმივ ჩავარდნას მეორესთვის. ისრაელის პალესტინელი მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად იწოდებიან „არაბებად“ და არა „პალესტინელებად“ და ისინი ნამდვილად სახლობენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, მაგრამ არ იზიარებენ მას. და ამ გაუზიარებლობის მიზეზი იმალება უზარმაზარ ძალაუფლებრივ უთანასწორობაში ისრაელელ ებრაელებსა და პალესტინელებს შორის, იმის მიუხედავად, ეს უკანასკნელნი ისრაელის მოქალაქეები არიან თუ არა და ასევე იმალება ებრაელების სრულ დარწმუნებულობაში, რომ შეუძლიათ დასაჯონ პალესტინელები, როცა მოუნდებათ.

article-cover

„სუვერენული დემოკრატია“ რუსულ ყაიდაზე.[1]

ავტორი: ივან კრასტევი[2]

გიორგი ყუშიტაშვილის თარგმანი

პუტინის რუსეთი რიგითი ავტორიტარული სახელმწიფო არაა. ის არც „საბჭოთა კავშირის მსუბუქი ვერსიაა“. მეორე მხრივ, მას ვერც ლიბერალურ დემოკრატიას ვუწოდებთ. თუმცა თავისუფლად შეგვიძლია თანამედროვე რუსეთი (სტატია დაიწერა 2006 წელს) „მართულ დემოკრატიად“ დავახასიათოთ. ეს დასახელება კარგად წარმოაჩენს ძალაუფლების კვლავწარმოების იქაურ ლოგიკასა და მექანიზმებს; ამასთან ის აღწერს მეთოდებს, თუ როგორ გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.

თუმცა რუსეთის პოლიტიკური სისტემის აღსაწერად „მართული დემოკრატიის“ ცნება არასაკმარისიცაა. ის ვლადიმერ პუტინის რუსეთს უფრო ძალაუფლების მანქანად წარმოაჩენს და არა მის პოლიტიკურ ამბიციად. ის ვერ ხსნის, თუ რატომ ამბობს პუტინი უარს საკუთარი საპრეზიდენტო ვადის უსასრულოდ გახანგრძლივებაზე; ცენტრალური აზიის ქვეყნების მმართველებისგან განსხვავებით, პუტინი მზადაა 2008 წელს, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, თანამდებობიდან გადადგეს. „მართული დემოკრატიის“ კონცეფცია ვერ წარმოაჩენს სხვაობას სუვერენული დემოკრატიის პუტინისეულ და უგო ჩავესისეულ მოდელებს შორის.

პუტინის რუსეთის ანალიზისას დასავლეთში თვალთახედვის მიღმა რჩებათ მოსკოვის დღევანდელი ელიტის პოლიტიკური რწმენა-წარმოდგენები. დასავლეთში ნაკლებად ინტერესდებიან რა არგუმენტაციას ემყარება ამჟამინდელი რეჟიმის ლეგიტიმაცია. ალბათ კარლ შმიტი მართალი იყო, ორმოცდაათი წლის წინ რომ ამბობდა, „გამარჯვებულს ცნობისმოყვარეობა არ გააჩნიაო“.

პუტინის ელიტის პოლიტიკური რწმენა-წარმოდგენების გასაცნობად კარგ მასალას გვაძლევს ბოლო პერიოდში ნიკიტა გარადიას რედაქტორობით გამოქვეყნებული იდეოლოგიური შინაარსის მქონე ტექსტების კრებული, სახელით „სუვერენიტეტი“.

კრებულში თავმოყრილია ნაწყვეტები ქვეყნის პრეზიდენტის საანგარიშო სიტყვებიდან, საგაზეთო ინტერვიუები პუტინის ერთ-ერთ სავარაუდო მემკვიდრესთან (ვიცე-პრემიერ დიმიტრი მედვედევთან), თებერვლის გახმაურებული თეზისები წარმოთქმული კრემლის მთავარი იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის მიერ პარტია „ერთიანი რუსეთის“ მხარდამჭერთა წინაშე და კიდევ ათიოდე ესე და ინტერვიუ, შესრულებული ინტელექტუალური ქვეშევრდომობის ტრადიციების დაცვით.

წიგნის მთავარი მიზანი კრემლის ახლად მიგნებული იდეოლოგიის საკვანძო კონცეფციის – სუვერენული დემოკრატიის – განსაზღვრა და განვითარებაა. ტექსტების ავტორები – ფილოსოფოსები, ჟურნალისტები, სამხედრო სტრატეგები – პუტინის იდეოლოგიური სპეცდანიშნულების რაზმის მთავარ წევრებს წარმოადგენენ.

თუმცა, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა ამ წიგნში ფრანსუა გიზოს ნახვას (1787-1874), ფრანგი პოლიტიკური მოაზროვნისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრისა ივლისის მონარქიის პერიოდში. ცხადია გიზო პუტინის შიდა წრეში მოხვედრას ვერ მოახერხებდა, თუმცა ის ფაქტი რომ რედაქტორმა წიგნში სუვერენიტეტის შესახებ მისი ნაწერებიდან ამონარიდების შეტანა გადაწყვიტა, მრავლისმეტყველია.

კიდევ ერთი თეორეტიკოსი, ვისი სახელიც რუსული სუვერენისტებსის ოფიციალური იდეოლოგიის გაცნობისას უეჭველად გაგახსენდებათ, კარლ შმიტია (1888-1985), მესამე რაიხის მთავარი იურისტი და თანამედროვე ევროპული ანტილიბერალური ტრადიციის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა. მის გავლენას წიგნის არაერთ გვერდში იგრძნობთ, თუმცა „ნაციზმთან კავშირის“ გამო შმიტის ნაწერების კრემლთან ასოცირებულ წიგნში შეტანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

სინამდვილეში, იდეოლოგიური ლიტერატურის ისეთ შედევრებთან შედარებით, როგორიცაა სტალინის „მოკლე კურსი რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) ისტორიაში“, „სუვერენიტეტი“ ტლანქ და საშუალო ხარისხის საკითხავად მოგეჩვენებათ. კრემლის ახალი იდეოლოგები საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები არიან და არა ფილოსოფოსები. სუვერენული დემოკრატიის სიკეთეებზე მათი ნაშრომების კითხვით ინტელექტუალურ შიმშილს ვერ დაიკმაყოფილებ.

მაგრამ მათზე მხოლოდ სარკასტულად საუბრით თვალთახედვის მიღმა დაგვრჩებოდა მთავარი საკითხი. სუვერენული დემოკრატიის ცნებას საკმაოდ დიდი იდეოლოგიური პოტენციალი აქვს. მის მიზანს სამყაროს შეცვლა წარმოადგენს და არა მისი ახსნა. და ის საკმაო წარმატებით უპირისპირდება კრემლის ორ მთავარ იდეოლოგიურ მეტოქეს: დასავლეთში დამკვიდრებულ ლიბერალურ დემოკრატიას და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში მხარდაჭერილ სახალხო დემოკრატიასაც.

„სუვერენული დემოკრატია“: პოლიტიკური საფუძვლები

სუვერენული დემოკრატიის კონცეფცია უკრაინიდან იღებს სათავეს. მის საწყისებს ჯერ კიდევ კრემლის მიერ 2004-2005 წლების ნარინჯისფერი რევოლუციის (კრემლის ტერმინებს თუ ვიხმართ ნარინჯისფერი ტექნოლოგიების) კონცეპტუალიზაციაში შეიძლება მივაგნოთ. მისი პოვნა შეიძლება სურკოვის თეზისებშიც, რომელიც „სუვერენიტეტშიც“ დაიბეჭდა. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის შემოტანა მოსკოვის პასუხს წარმოადგენდა ერთდროულად ქვევიდან წამოსული სახალხო ზეწოლისა და ზევიდან წამოსული საერთაშორისო ზეწოლის იმ სახიფათო კომბინაციაზე, ცოტა ხნით ადრე ლეონიდ კუჩმას რეჟიმი რომ იმსხვერპლა.

კიევში განვითარებული მოვლენები – შორეული მანძილიდან კონტროლირებული სახალხო ამბოხი – მოსკოვისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ამ მოვლენებზე პასუხად პუტინმა პრევენციული კონტრრევოლუცია განახორციელა, რითიც საფუძვლიანად გარდაიქმნა რუსეთში მანამდე არსებული მართული დემოკრატიის რეჟიმი.

პუტინმა ბორის ელცინისგან „იმიტირებული დემოკრატიის“ რეჟიმი გადაიბარა, რომელშიც ელიტები დემოკრატიის ტრადიციულ ინსტიტუტებს – პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებსა და პლურალისტურ მედია გარემოს – ერთადერთი მიზნისთვის, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, იყენებდნენ. რუსეთში არჩევნები რეგულარულად იმართებოდა, თუმცა ისინი მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობას იძლეოდა, და არა მისი სხვისთვის გადაბარების. მართული დემოკრატიის სხვა ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით, 1990-იანი წლების „იმიტირებული დემოკრატიის“ რუსულ მოდელში მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური პროცესების წარმართვის საჭიროება არ იდგა. სისტემა უბრალოდ პარალელურ პოლიტიკურ რეალობას ქმნიდა. მიზანს არა უბრალოდ ძალაუფლებაზე მონოპოლიის მოპოვება, არამედ თვით ამ ძალაუფლებისთვის ბრძოლის გზების მონოპოლიზება წარმოადგენდა.

რუსეთის „იმიტირებული დემოკრატიის“ მოდელში რეჟიმის ლეგიტიმაციის წყარო დასავლეთიდან მომდინარეობდა. აქ დემოკრატიის გაყალბების ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ გამყალბებელი თანხმდება გაყალბებული მოდელის უპირატესობას. დასავლეთისგან დარიგებების მოსმენა ის საფასური იყო, რომელიც რუსეთის ელიტას დასავლეთისგან საჭირო რესურსების მისაღებად უნდა გადაეხადა. ეს რესურსები მას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად სჭირდებოდა.

ელცინის რუსეთის იმიტირებული დემოკრატიის მოდელი სოციალურ დონეზე მმართველთა და მართულთა საკმაოდ უცნაურ ურთიერთდამოკიდებულებას ემყარებოდა. სტივენ ჰოლმსმა ეს დამოკიდებულება ზუსტად აღწერა: „სათავეში მყოფნი მართულთ არც ჩაგრავენ და არც ექსპლოატაციას უწევენ მათ; ისინი მათ არც კი მართავენ; მართულნი უბრალოდ უგულებელყოფილნი არიან მმართველთა მხრიდან.“

იმიტირებული დემოკრატია ისეთი პოლიტიკური რეჟიმი იყო, რომელიც ელიტებს მართვის საჭიროებისგან ათავისუფლებდა და მათ პირად ბიზნესზე ზრუნვის დროსა და საშუალებას აძლევდა. მიიჩნეოდა, რომ ეს სისხლიანი რევოლუციის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო საშუალება იყო; ამასთან, იმიტირებული დემოკრატია „კრიმინალური რევოლუციის“ განხორციელების შესაძლებლობასაც იძლეოდა, რომლის შედეგადაც ქვეყნის სიმდიდრე და რესურსები რამდენიმე გავლენიანი პირის ხელში აღმოჩნდა. „იმიტირებული დემოკრატია“ ყველაზე შესაფერისი რეჟიმი აღმოჩნდა ქვეყნისთვის, სადაც „გადასახადები არ იკრიფებოდა“.

როცა მთავრობა მოქალაქეებისგან გადასახადს კრეფს, მან ქვეყნის მოსახლეობისთვის სანაცვლო სიკეთეების მიწოდებაც უნდა უზრუნველყოს: დაწყებული სერვისებით, ანგარიშვალდებულებითა და კარგი მმართველობით, დასრულებული თავისუფლებითა და წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით. თანამედროვე სამყაროში სწორედ გადასახადებისა და წარმომადგენლობითობის ეს ბარტერი ანიჭებს მთავრობას ლეგიტიმაციას. 1990-იანი წლების რუსეთში იმიტირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებით ეს ლოგიკა დაირღვა და გადაგვარდა.

რუსეთში გადასახადები არსებობდა, თუმცა მათ ასაკრეფად თავს არავინ იწუხებდა; არსებობდა არჩევნებიც, თუმცა მისი შედეგები რეალურ სურათს ვერ ასახავდა. პოსტ-კომუნისტურმა ელიტებმა სუსტი სახელმწიფოს ხიბლს გემო გაუსინჯეს და მისით მოიხიბლნენ. ამასთან რუსეთი სუსტი, მაგრამ ცბიერი სახელმწიფო იყო და ის საკუთარ სისუსტეებს სწორად არჩევდა; მშრომელებს ხელფასს ვერ უხდიდა, თუმცა, როცა ელიტებს დასჭირდათ, კერძო საკუთრების გადანაწილება და უცხოური ვალების გადახდაც კი უპრობლემოდ მოახერხა. რეჟიმი ერთი მხრივ, ცდილობდა წარმომადგენლობითობის ილუზია შეექმნა, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებდა, რომ პოლიტიკური ტრანზიციის პროცესისას წაგებულთა ინტერესები და სენტიმენტები იგნორირებულიყო.

იმიტირებული დემოკრატიის მოდელმა ელიტები რიგით მოქალაქეთა ლეგიტიმური მოთხოვნებისგან ხელშეუხებლად აქცია. ამ პერიოდში გატარებული არცერთი რეფორმა პოლიტიკური სისტემის ქვედა დონიდან წამოსული ინიციატივის ნაყოფი არ ყოფილა. სწორედ მოქალაქეთა ბაზისური საჭიროებების ეს სრული უგულებელყოფა წარმოადგენს რუსული სისტემის აქილევსის ქუსლს.

რუსეთის გარეშემო შექმნილ თანამედროვე დასავლურ დისკურსში, პუტინის ავტორიტარიანიზმს ხშირად უპირისპირებენ ელცინის რუსეთის არასრულყოფილ დემოკრატიას, როგორც კონტრასტს ტირანიასა და თავისუფლებას შორის. თუმცა სინამდვილეში, ელცინის ლიბერალიზმი და პუტინის სუვერენიზმი მართული დემოკრატიის ორ მკვეთრად განსხვავებულ, თუმცა მონათესავე ფორმას წარმოადგენს.

ელცინისეული „დემოკრატიის გაყალბების“ მცდელობა პუტინის მიერ სახელმწიფო ძალაუფლების კონსოლიდაციამ ჩაანაცვლა. ამის მიღწევა ელიტების ნაციონალიზაციითა და იმ ჯგუფების სრული გაქრობით ან მარგინალიზებით გახდა შესაძლებელი, რომლებსაც სურკოვი „ოფშორული არისტოკრატიის“ სახელით იხსენიებს.

რუსეთში ელიტების ნაციონალიზაცია ენერგო სექტორის de facto ნაციონალიზაციით, მედიაზე ტოტალური კონტროლის დაწესებით, კრემლის ოპონენტების უკანონო დევნითა(მიხაილ ხადარკოვსკის საქმე) და ისეთი სტრუქტურების შექმნით განხორციელდა, რომლებსაც კრიზისის შემთხვევაში რეჟიმისთვის მხარი უნდა დაეჭირათ (მაგ. მოძრაობა Наши (ჩვენები)).

კრემლის ხედვით, სუვერენიტეტი ის უფლება არ არის, რომლის ძალითაც გაეროს სხდომაზე წევრის სტატუსით მოხვდები. კრემლისთვის სუვერენიტეტი უნარია; უნარი ეკონომიკური დამოუკიდებლობისა, სამხედრო ძლიერებისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა.

სუვერენული სახელმწიფოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი „ეროვნული ცნობიერების მქონე“ ელიტაა. კრემლის იდეოლოგთა ხედვით, ელიტა სუვერენული სახელმწიფოს საკვანძო შემადგენელია. ხოლო სუვერენული დემოკრატიის ასაშენებლად უმთავრესი ამოცანა „ეროვნული ცნობიერების მქონე“ ელიტის შექმნაა. თუმცა, ეროვნული ცნობიერების მქონე ელიტის არსებობა ეროვნული ცნობიერებით შთაგონებულ დემოკრატიულ თეორიას საჭიროებს.

სუვერენული დემოკრატია: ინტელექტუალური საწყისები

სუვერენული დემოკრატიის კონცეფციაზე საუბრისას ჩვენთვის იმდენად საინტერესო არა უშუალოდ ის რეჟიმია, რომლის ლეგიტიმაციისთვისაც იქმნება ეს კონცეფცია, არამედ ინტელექტუალური ჩარჩო, რომლის საშუალებითაც ამართლებს ის ამ რეჟიმს. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის „იდეათა ბაზარი“ არ უჩიოდა ისეთი თეორიების სიმწირეს, რომლებიც რუსული კულტურისა და ისტორიის გამორჩეულობას ამტკიცებდნენ და სწამდათ მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის განსაკუთრებული მისიისა. ამ პერიოდში არაერთხელ გაჟღერებულა მოწოდებები, რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ გაეწყვიტა დასავლურ თეორიებზე საკუთარი იდეოლოგიური დამოკიდებულება.

საინტერესოა, რომ სუვერენული დემოკრატიის იდეოლოგები საკუთარი პროექტის განხორციელებაში „რუსეთის განსაკუთრებულობის“ იდეას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. კრემლის ამბოხი ინდივიდის თავისუფლებაზე და ძალაუფლების მაკონტროლებელ მექანიზმებზე დაფუძნებული ლიბერალური დემოკრატიის ანგლო-საქსური თეორიის წინააღმდეგ, სათავეს არც დემოკრატიული მმართველობის ფორმის მაკრიტიკებელი თეორიებიდან იღებს და არც რუსეთის განსაკუთრებულობის იდეიდან.

სუვერენული დემოკრატიის იდეოლოგებმა თავიანთი მოდელის ინტელექტუალური დაცვისთვის კონტინენტური ევროპის ინტელექტუალურ ტრადიციას – ფრანსუა გიზოს პოლიტიკურ რაციონალიზმსა და კარლ შმიტის „დეციზიონიზმს“ – მიმართეს.

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა კრემლის სუვერენული დემოკრატიის იდეის ინტელექტუალურ საყრდენს სწორედ გიზოსა და შმიტის ნააზრევი წარმოადგენს. ის რაც სურკოვს და მის თანამოაზრეებს გიზოსა და შმიტისკენ უბიძგებს, ეს მათი ანტირევოლუციონიზმი და თანამედროვე დემოკრატიული ხანის ორი საკვანძო ცნების მიმართ ფუნდამენტური უნდობლობაა. მათ შორის პირველია წარმომადგენლობითობის იდეა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებას პლურალისტურ ერთობად მოიაზრებს; ხოლო მეორეა სახალხო სუვერენიტეტის იდეა, რომლის მიხედვითაც, დემოკრატია საყოველთაო ნების გამოხატულებისა და განხორციელების საშუალებაა. სწორედ ანტიპოპულიზმი და ანტიპლურალიზმია მოსკოვის ამჟამინდელი რეჟიმის ორი ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელი.

შმიტის (1888-1985) იდეების მიდევნებით, სუვერენული დემოკრატიის თეორეტიკოსები დემოკრატიას „მმართველთა და მართულთა იგივეობად“ განსაზღვრავენ.[3] ხოლო გიზოს იდეების მიდევნებით, სუვერენი მათთვის ხალხი და ამომრჩეველი კი არაა, არამედ ნაციონალური ელიტის კონსენსუსში გამოხატული მართვის ლოგიკა.[4]

გიზოს ანტიპოპულიზმისა და შმიტის ანტილიბერალიზმის კრემლისეულ ნაზავში არჩევნები განსხვავებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესების გამოხატვის ასპარეზი კი აღარაა, არამედ მმართველთა და მართულთა იგივეობის დემონსტრირებისა; მოქალაქეთა ინტერესების წარმოჩენის მექანიზმი კი აღარაა, არამედ თვით მოქალაქეთათვის ძალაუფლების დემონსტრირების საშუალებაა.

სუვერენის შმიტისეული განსაზღვრება, „ის ვინც წყვეტს რომელია საგანგებო მდგომარეობა“, იდეალურად ერგება თანამედროვე რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის მინიჭებულ თითქმის მეტაფიზიკურ როლს. შმიტის მიერ დემოკრატიის იგივეობის და არა წარმომადგენლობითობის მიხედვით განსაზღვრა საშუალებას არ იძლევა თვალსაჩინო გამყოფი ხაზი გაივლოს დემოკრატიასა და დიქტატურას შორის. ცხადია, ეს დამატებით უპირატესობას წარმოადგენს კრემლისა და დემოკრატიის მის მიერ მხარდაჭერილი თეორეტიკოსებისთვის.

რუსული მოდელი ევროპაში?

პუტინის რუსი და არარუსი კრიტიკოსები „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციის ინტელექტუალურ მნიშვნელობას ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. ისინი ძირითადად უშუალოდ რეჟიმის ბუნებით არიან დაინტერესებულნი და არა იმით, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი საკუთარი თავის წარმოჩენასა და ლეგიტიმაციის მოპოვებას. მათი ხედვით, „სუვერენულ დემოკრატიას“ მხოლოდ პროპაგანდისტული დანიშნულება აქვს და მისი ერთადერთი ამოცანა დასავლეთის კრიტიკისგან რუსეთის დაცვაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუვერენული დემოკრატია თავდაცვით იარაღს წარმოადგენს.

„სუვერენიტეტის“ უფრო გულდასმით წაკითხვა სხვა შთაბეჭდილებას შეგვიქმნის. კრემლი თავდაცვით განწყობაზე არაა. სუვერენული დემოკრატიის კონცეფცია საბჭოთა კავშირისათვის დამახასიათებელი იდეოლოგიური მიმზიდველობისადმი პუტინის რუსეთის ნოსტალგიას განასახიერებს. ენერგეტიკის სექტორის დინამიკური განვითარება და სუვერენული დემოკრატიის მომხიბლავი კონცეფცია რუსეთის მიერ ევროპაზე გასალაშქრებლად შერჩეული ორი იარაღია. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის შემოტანა ევროპული ტრადიციისგან წყვეტას სულაც არ მოასწავებს, როგორც ამას პუტინის კრიტიკოსები ამტკიცებენ. პირიქით, ის რუსეთის იდეოლოგიური ამბიციის განსახიერებაა – ამბიციისა იყოს „სხვა ევროპა“, იქცეს ევროკავშირის ალტერნატივად.

აქედან დაისმის მნიშვნელოვანი კითხვა: მოიპოვებს გიზოსა და შმიტის იდეების პუტინისეული ნაზავი მხარდაჭერას ევროპულ ელიტებში, რომელნიც ამჟამად, პოპულიზმის აღმავლობისა და გლობალიზაციისგან მომდინარე ზეწოლის პირობებში, დემორალიზებულნი არიან? იპოვის მხარდაჭერას ელიტისტური კონტროლისა და კლასიკური სახელმწიფო სუვერენიტეტის ეს რუსული კომბინაცია ევროპელ ხალხსა და ელიტებში, რომელნიც ევროკავშირის სახით განსხეულებული პოსტმოდერნული სახელმწიფოს მოდელით სულ უფრო ნაკლებად მოხიბლულნი ხდებიან?

პოლიტიკურად კორექტული პასუხი შემდეგია: დემოკრატიულ ევროპას პუტინის სუვერენული დემოკრატიის მოდელით ვერ აცდუნებ. სწორ პასუხს მხოლოდ დრო გვაჩვენებს. რისი ვარაუდიც უფრო დაბეჯითებით შეიძლება ისაა, რომ „სუვერენული დემოკრატია“, როგორც კონცეფცია და როგორც ხორცშესხმული რეალობა ევროპის ელიტებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე ევროპელი ხალხისთვის.

შენიშვნები

[1] სტატია თავდაპირველად 2006 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა მედია პლატფორმა openDemocracy-ზე. https://www.opendemocracy.net/en/sovereign_democracy_4104jsp/

[2] ივან კრასტევი ბულგარეთში სოფიის „ლიბერალურ სტრატეგიათა ცენტრის“ თავმჯდომარეა.

[3] იხ. Jan-Werner Müller, A Dangerous Mind; Carl Schmitt in Post-War European Thought (New York: Yale University Press, 2003).

[4] იხ. Pierre Rosanvallon, Democracy Past and Future (New York: Columbia University Press, 2006).

article-cover

პალესტინა არ გამქრალა

ავტორი: ედვარდ საიდი

გიორგი ხასაიას თარგმანი

ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ როგორც იდეა, მეხსიერება და ხშირად დაფარული ან უხილავი რეალობა, პალესტინა და მისი ხალხი უბრალოდ არ გამქრალა. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ორი სხვადასხვა მოგზაურობიდან, რომელთაგან ერთი ისრაელში მქონდა, ხოლო მეორე დასავლეთ სანაპიროზე, სადაც „ბიბისისთვის“ ვამზადებდი ფილმს, რომელიც ინგლისში 10 მაისს უნდა აჩვენონ. ფილმის გადაღების საბაბი ისრაელის სახელმწიფოს 50 წლისთავია, რომელსაც მე განვიხილავ პირადი და ცხადია, პალესტინური თვალთახედვიდან.

ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი იყო პალესტინაში მოგზაურობის გამოცდილება და იმ ყველაფრის აღნუსხვა, რაც ვნახე, რომ საჭირო მგონია მცირე რეფლექსია ამ გამოცდილებაზე. უნდა ვთქვა, რომ ფილმის რეჟისორი და გადამღები ჯგუფი გამორჩეულად ყურადღებიანები და კეთილგანწყობილები იყვნენ. ისრაელელმა ხმის რეჟისორმაც, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა, გამოლაპარაკებოდა პალესტინელებს და ისრაელის რამდენიმე მოქალაქეს, აღმოაჩინა რომ ეს ურთიერთობა მისთვის ძალიან სასარგებლო იყო და მისი ტრადიციული სიონისტური აღზრდის გათვალისწინებით (ის ლიბერალია ორგანიზაციიდან Peace Now, რაც დოგმატურ სიონისტობას არ ნიშნავს) ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდა მისი დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბებული და ეჭვმიუტანელი შეხედულებებისთვის ისრაელის ისტორიაზე. „ძნელი იქნება ისევ ისრაელის მოქალაქედ დარჩენა“ – თქვა მან გადაღების დასრულების შემდეგ.

არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი შთაბეჭდილება და ორივე მათგანი 1948 წლის შედეგია. პირველი – პალესტინა და პალესტინელები არსებობენ ისრაელის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომ თავიდან მოეშორებინა ისინი, ან იმდენად შეეზღუდა, რომ პოლიტიკურად გაენეიტრალებინა. აქ მე თავდაჯერებული ვამბობ, რომ ჩვენ ისრაელის პოლიტიკის მარცხის მომსწრეები ვართ: ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ როგორც იდეა, მეხსიერება და ხშირად დაფარული ან უხილავი რეალობა, პალესტინა და მისი ხალხი უბრალოდ არ გამქრალა. მიუხედავად ისრაელის ისტაბლიშმენტის უწყვეტი და დაუსრულებელი სიძულვილისა ყველაფრის მიმართ, რასაც პალესტინა განასახიერებს, თავად ჩვენი არსებობის ფაქტმა, სადაც ვერ დაამარხცა, შეასუსტა მაინც ისრაელის ძალისხმევა, სრულად მოვეშორებინეთ თავიდან.

რაც უფრო მეტად ეხვევა ნეთანიაჰუს მმართველობისას ისრაელი არაბების მიმართ ქსენოფობიაში, მით უფრო უბიძგებს ეს პალესტილებს არ შეწყვიტონ ბრძოლა უსამართლობისა და სისასტიკის წინააღმდეგ. რაც შეეხება მილიონ ისრაელელ პალესტინელს, რომელთა მთავარი წარმომადგენელი კნესეტში შესანიშნავი აზმი ბიშარაა, მათი ბრძოლა ასევე გრძელდება. მე ბიშარას ინტერვიუ ჩამოვართვი ფილმისთვის და შთამბეჭდავი იყო მისი პოზიციის სიმამაცე და გონიერება, რომელიც შთამაგონებელია ახალი თაობის პალესტინელებისთვის. ბიშარასთვის, ისევე როგორც ისრაელის მოქალაქეების მზარდი რაოდენობისთვის (პროფესორი ისრაელ შაჰაკი მოწინავე რიგებშია), ბრძოლის ნამდვილი ველი თანასწორუფლებიანი მოქალაქეობისთვის ბრძოლაა, რადგან ისრაელი ებრაელების ქვეყანაა და არა მისი არაებრაელი მოქალაქეების.

გაცხადებული განზრახვის საწინააღმდეგოდ, ისრაელის პოლიტიკამ ვერ გააქრო პალესტინელები. საითაც არ უნდა შეტრიალდე, ყველგან ჩვენ ვართ, ხშირად როგორც თავმდაბალი, მდუმარე მშრომელები (რომლებიც ბედის ირონიით ისრაელის დასახლებებს აშენებენ) და კეთილგანწყობილი რესტორნის მიმტანები, მზარეულები და ა.შ. და ხშირად უბრალოდ დიდი რაოდენობით ხალხი – მაგ. ჰებრონში – რომელიც უწყვეტად ეწინააღმდეგება ისრაელის თავდასხმებს.

მეორე შთაბეჭდილება, რომელიც გეუფლება, არის ის, რომ ყოველდღე, ყოველ საათს და ყოველ წუთას ისრაელი ჩვენ გვართმევს უფრო და უფრო მეტ პალესტინის მიწას. იშვიათია გზა, ან შემოვლითი გზა, ან პატარა სოფელი, რომელთანაც შეხება გვქონია მოგზაურობის სამი კვირის განმავლობაში და რომელიც მიწის წართმევის, მინდვრების გადათხრის, ხეების, მცენარეების და ნათესების ამოძირკვის, სახლების ნგრევის ყოველდღიური ტრაგედიის მოწმე არ ყოფილა, იმ დროს როცა უმწეო პალესტინელი მფლობელები იქვე იდგნენ ვერ ახერხებდნენ რაიმე ეღონათ, არაფატის ადმინისტრაციისგან მიტოვებულებს და უფრო იღბლიანი პალესტინელების ზრუნვის გარეშე დარჩენილებს.

მნიშვნელოვანია, სათანადოდ შევაფასოთ ზიანი, რომელიც მოგვაყენეს – ძალადობა ჩვენს ცხოვრებაზე, რომელიც დამახინჯებას და უბედურებას მოიტანს მომავალშიც. მწუხარე უიმედობის განცდა გეუფლება, როცა უსმენ 35 წლის კაცს, რომელმაც 15 წელი იმუშავა ისრაელში არალეგალურ მშრომელად, რომ პატარა სახლი აეშენებინა. მან ერთ დღეს სამუშაოდან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მისი სახლი ისრაელის ბულდოზერმა მიწასთან გაასწორა, ისე, რომ სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოესწრო. როცა კითხულობ, რატომ მოხდა ასე – სხვა თუ არაფერი, მიწა ხომ მისი იყო – გპასუხობენ, რომ არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა, მხოლოდ მეორე დღეს მოვიდა ფურცელი ისრაელელი ჯარისკაცისგან, რომელშიც ეწერა, რომ სახლი ლიცენზიის გარეშე იყო აშენებული. ისრაელის გარდა სად თხოვენ ადამიანებს, რომ ქონდეთ ლიცენზია (რომელსაც არასდროს აძლევენ), რომ რამე ააშენონ თავიანთ საკუთრებაზე? ებრაელებს შეუძლიათ ააშენონ, პალესტინელებს – არასდროს. ეს წმინდა წყლის აპართეიდია.

ერთხელ იერუსალიმიდან ჰებრონისკენ მიმავალ მთავარ გზაზე გავჩერდით, რომ გადაგვეღო ისრაელის ბულდოზერი, რომელსაც იცავდნენ ჯარისკაცები და რომელიც აოხრებდა ნაყოფიერ მიწას გზის პირას. დაახლოებით ას მეტრში ოთხი პალესტინელი კაცი იდგა, მწუხარე და მრისხანე სახეებით. ეს მათი მიწა იყო, რომელსაც ისინი თაობების მანძილზე ამუშავებდნენ და რომელსაც ანადგურებდნენ იმ საბაბით, რომ ისედაც ფართო გზა კიდევ უფრო გაფართოვებულიყო. „რაში ჭირდებათ 120 მეტრის სიგანის გზა, რატომ არ მიშვებენ ჩემს მიწაზე, რომ დავამუშავო?“ – მკითხა ერთ-ერთმა ტირილით. „როგორ გამოვკვებო ჩემი შვილები?“. მე ვკითხე, თუ მიიღეს რაიმე შეტყობინება, რომ ეს მოხდებოდა. არა, მიპასუხეს მათ, ჩვენ მხოლოდ დღეს გავიგეთ და რომ მოვედით, უკვე გვიანი იყო. და ადმინისტრაცია არ დაგეხმარათ? არა, რა თქმა უნდა, იყო პასუხი. „ისინი აქ არასდროს არიან, როცა გვჭირდება“.

მე მივუახლოვდი ისრაელელ ჯარისკაცებს, რომლებიც კამერისა და მიკროფონის დანახვაზე უარს ამბობდნენ კომუნიკაციაზე. მაგრამ მე არ დავნებდი და ვიპოვე ერთ-ერთი მათგანი, რომელიც შეწუხებული ჩანდა მთელი ამ ამბით, მეტიც, მან მითხრა, რომ ის უბრალოდ ბრძანებას ასრულებდა. „მაგრამ ვერ ხედავ როგორი უსამართლოა, მიწა წაართვა გლეხებს, რომლებიც დაუცველები არიან?“ – ვკითხე, რაზეც მიპასუხა „ეს არ არის მათი მიწა. ის ისრაელის სახელმწიფოს ეკუთვნის“. მე ვუთხარი, რომ 60 წლის წინ გერმანიაში ებრაელების წინააღმდეგ იგივე არგუმენტებს იყენებდნენ და ახლა ებრაელები იგივეს აკეთებენ მათი მსხვერპლების, პალესტინელების მიმართ. ის პასუხის გაცემის გარეშე გამეცალა.

ასე ხდება ყველგან, მათ შორის იერუსალიმშიც, სადაც პალესტინელები უღონონი არიან, ერთმანეთს დაეხმარონ. მე მქონდა ლექცია ბეთლემის უნივერსიტეტში, რომელშიც ვილაპარაკე განგრძობად ჩამორთმევაზე, რომელიც ყველგან ხდება პალესტინელების მიმართ და დავინტერესდი, რას აკეთებს ადმინისტრაციის მიერ დასაქმებული 50 000 უსაფრთხოების თანამშრომელი და ასობით სხვა თანამშრომელი, რომლებიც კაბინეტებში სხედან და ქაღალდებს დაატარებენ ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში და ამაში ფულს იღებენ? სად არიან მაშინ, როცა პალესტინელებს მიწას ართმევენ და სახლებს უნგრევენ და სიცოცხლესაც ართმევენ მათ თვალწინ? რატომ არ ჩაუდგებიან სათავეში სოფლის მაცხოვრებლებს – , ვიკითხე მე – და წინ არ დაუდგებიან ბულდოზერებს? რატომ არ შველიან და მორალურ მხარდაჭერას რატომ არ აღმოუჩენენ ჩვენი დიადი ლიდერები ღარიბებს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში მარცხდებიან?

ამიტომაა, რომ სადაც ვყოფილვარ და ვისაც დავლაპარაკებივარ, არასდროს არავის კარგად არ უხსენებია ადმინისტრაცია და მისი თანამშრომლები, ან ოსლოს პროცესისთვის ან აშშ-თვის. პალესტინის ადმინისტრაცია აღქმულია, როგორც ისრაელისა და მისი მაცხოვრებლების უსაფრთხოების გარანტი, და არა როგორც დაინტერესებული, ლეგიტიმური და საკუთარი ხალხის დამცველი სახელისუფლო ორგანო. და ეს ყველაფერი ოსლოთია დაღდასმული.

წარმოუდგენელია, რომ ბევრი ლიდერი მისაღებად მიიჩნევს გიგანტური ვილების შენებას ასეთი ფართომასშტაბიანი სიღატაკისა და საცოდაობის პირობებში. პალესტინის ხელმძღვანელობა თუ რამეს უნდა აკეთებდეს, პირველ რიგში მსახურებისა და თავგანწირვის მაგალითს უნდა იძლეოდეს. სწორედ ეს ორი რამ აკლია ყველაზე მეტად ადმინისტრაციას. რამაც შემძრა, ეს იყო ზრუნვის სრული არარსებობა, განცდა, რომ ყოველი პალესტინელი მარტოა საკუთარ გაჭირვებაში და არავინაა, ვინც მას საკვებს, საბანს ან ნუგეშის სიტყვას მისცემს. გეუფლება განცდა, რომ პალესტინელები დაობლებული ხალხია.

იერუსალიმი ინთქმება საკუთარ უწყვეტ, ულმობელ იუდეიზაციაში. პატარა, კომპაქტური ქალაქი, რომელშიც 50 წლის წინ ვიზრდებოდი, უზარმაზარ მეგაპოლისად იქცა, რომელიც ოთხივე მხრიდან უზარმაზარი შენობებითა და სამშენებლო პროექტებითაა გარშემორტყმული, რაც მოწმობს ისრაელის ძალასა და შესაძლებლობას, უკონტროლოდ ცვალოს იერუსალიმის ხასიათი, რომ არაბები ისე შეავიწროვოს, რომ მათთვის აქ ცხოვრება აუტანელი გახდეს. აქაც იგრძნობა პალესტინელების უძალობა, თითქოს ბრძოლა დასრულდა და მომავალი გადაწყვეტილია.

მათი უმეტესობა, ვისთანაც მისაუბრია, ამბობს, რომ 1996 წლის სექტემბრის გვირაბის ეპიზოდის შემდეგ ისინი აღარ აპირებენ ისრაელის მოქმედებების წინააღმდეგ გამოსვლას და მეტი მსხვერპლის გაღებას. „იმის შემდეგ“ – მითხრა ერთმა მათგანმა – „ რაც 60 ჩვენგანი დახოცეს, გვირაბი მაინც ღიაა. და არაფატი წავიდა ვაშინგტონში იმის მიუხედავად, რომ დაგვპირდა, რომ არ შეხვდებოდა ნეთანიაჰუს, სანამ გვირაბი არ დაიკეტებოდა. ახლა რა აზრი აქვს ბრძოლას?“. იერუსალიმში მხოლოდ პალესტინელი ლიდერები არ დამარცხებულან, ასევე დამარცხდნენ არაბები, ისლამური სახელმწიფოები და ქრისტიანებიც, რომლებიც მოიდრიკნენ ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ. პალესტინელებს ღაზადან ან დასავლეთ სანაპიროდან (რამალა, ჰებრონიბეთლემი, იენინი და ნაბლუსი) არ შეუძლიათ იერუსალიმში შესვლა, რომელსაც ისრაელის ჯარისკაცები იცავენ. კვლავ აპარტეიდი.

ისრაელის მხარეს სიტუაცია არც ისე სავალალოა, როგორც შეიძლება გვეგონოს. მე მქონდა ხანგრძლივი ინტერვიუ პროფესორ ილან პაპესთან ჰაიფას უნივერსიტეტიდან. ის ერთ-ერთია ახალი თაობის ისრაელელი ისტორიკოსებიდან, რომლის ნაშრომიც 1948 წელზე, გამოწვევაა სიონისტური ორთოდოქსიის ოფიციალური ვერსიისთვის ლტოლვილთა პრობლემაზე და ბენ ჰურიონის როლზე პალესტინელების განდევნაში. ამ თვალსაზრისით ახალი თაობის ისტორიკოსები ადასტურებენ იმას, რასაც პალესტინელი ისტორიკოსები და მოწმეები ამბობენ – რომ ადგილი ჰქონდა სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანიც იყო რაც შეიძლება მეტი არაბის მოშორება. პაპე ასევე ამბობს, რომ მისი ლექციები ძალიან მოთხოვნადია ისრაელის საშუალო სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის სკოლების ისტორიის ამჟამინდელ სახელმძღვანელოებში პალესტინელების ხსენებაც არ არის. ეს სიბრმავე, რომელიც თანაარსებობს ახალ გახსნილობასთან წარსულთან მიმართებით, დამახასიათებელია ამჟამინდელი განწყობებისთვის, თუმცა იმსახურებს ჩვენს ყურადღებას როგორც წინააღმდეგობა, რომელსაც სამომავლო ანალიზი და შესწავლა სჭირდება.

გადაღებების ერთი დღე გავატარე ჰებრონში, რომელიც ოსლოს შეთანხმების ყველაზე ცუდი ასპექტების განსახიერებად მეჩვენება. ქალაქის მცირე დასახლება, რომელიც სულ რაღაც 300 მაცხოვრებლისგან შედგება, ვირტუალურად აკონტროლებს არაბული ქალაქის გულს, რომლის მოსახლეობაც 100 000-ზე მეტია და რომელიც ქალაქის კიდეებზე ცხოვრობს და მოკლებულია შესაძლებლობას, ესტუმროს ქალაქის ცენტრს, რომელსაც ჯარისკაცები და შეიარაღებული პირები აკონტროლებენ. მე ვესტუმრე ერთ პალესტინელს ძველ ოსმალურ კვარტალში. ის ახლა გარშემორტყმულია დასახლებებით, რომელიც მოიცავს სამ ახალ შენობას, სამ უზარმაზარ წყლის რეზერვუარს, რომელიც მთელი ქალაქის წყალს იპარავს ცენტრის მაცხოვრებლებისთვის და სახურავებზე გამაგრებულ ჯარისკაცებს.

ის წუხდა იმაზე, რომ პალესტინელთა ლიდერები დათანხმდნენ ქალაქის დანაწევრებას იმ საფუძვლით, რომ ამ ადგილებში ოდესღაც 14 ებრაული შენობა იდგა, რომელიც თითქოსდა ძველი აღთქმის პერიოდს მიეკუთვნება, თუმცა ამის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. „როგორ დათანხმდნენ რეალობის ამგვარ გროტესკულ დამახინჯებას“ – მკითხა გაბრაზებულმა, „მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებამდე არცერთ მათგანს ფეხი არ დაუდგამს ჰებრონის მიწაზე?“. ჰებრონის დატოვებიდან ერთი დღის შემდეგ სამი ახალგაზრდა კაცი მოკლეს ბარიკადებზე ისრაელის ჯარისკაცებმა და ბევრად მეტი დააზიანეს შეტაკებაში, რომელიც ამ ფაქტს მოყვა. ჰებრონი და იერუსალიმი ისრაელის ექსტრემიზმის გამარჯვების სიმბოლოებია და არა თანაარსებობის ან საიმედო მომავლის რაიმე ვერსია.

ყველაზე მოულოდნელი გამოცდილება ისრაელელებთან ურთიერთობაში, დანიელ ბარენბოიმთან ინტერვიუ აღმოჩნდა, ბრწყინვალე დირიჟორთან და პიანისტთან, რომელიც იერუსალიმში იმყოფებოდა სოლო კონცერტისთვის, ჩემი იქ ყოფნის დროს. არგენტინაში დაბადებული და გაზრდილი ბარენბოიმი ისრაელში პირველად 1950 წელს ჩამოვიდა, 9 წლის ასაკში და იქ 8 წელიწადი გაატარა. ბოლო ათ წელიწადში ის ბერლინის სახელმწიფო ოპერის თეატრისა და ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი გახდა – მსოფლიოს ორი დიადი მუსიკალური ინსტიტუციის – და ამ ხნის მანძილზე ისრაელის მოქალაქედ რჩებოდა. უნდა ვთქვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ახლო მეგობრები გავხდით. ის ძალიან გულწრფელი იყო ინტერვიუს განმავლობაში და წუხდა, რომ ისრაელის 50 წლიანი არსებობა პალესტინელი ხალხის 50 წლიან ტანჯვად იქცა. ჩვენი დისკუსიის განმავლობაში ის ღიად უჭერდა მხარს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეას.

მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მისი იერუსალიმური კონცერტის შემდეგ, თავისი პირველი ბისზე გამოსვლა მიუძღვნა პალესტინელ ქალს – რომელიც კონცერტს ესწრებოდა – რომელმაც ის წინა დღით სადილზე დაპატიჟა. მე გაკვირვებული ვიყავი, რომ ისრაელელი ებრაელებისგან შემდგარი მთელი აუდიტორია (მხოლოდ მე და ის ქალი ვიყავით პალესტინელები) ენთუზიაზმით შეხვდა მის შეხედულებებსა და კეთილშობილურ მიძღვნას. აშკარაა, რომ ჩამოყალიბებას იწყებს ახალი სინდისის ერთობა, ნაწილობრივ, როგორც ნეთანიაჰუს საქმიანობის, ხოლო ნაწილობრივ როგორც პალესტინელთა წინააღმდეგობის შედეგი. ყველაზე ამაღელვებელი ის იყო, რომ ბარენბოიმმა, მსოფლიოს ერთერთმა საუკეთესო მუსიკოსმა, საკუთარი სამსახური შესთავაზა პალესტინურ აუდიტორიას, როგორც შერიგების ჟესტი, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მეტი ფასი ჰქონდეს, ვიდრე ათობით შეთანხმებას ოსლოში.

ვასრულებ მოკლე სცენების აღწერას პალესტინელთა ყოველდღიური ცხოვრებიდან. ვნანობ, რომ ვერ გავატარე დრო ლტოლვილებს შორის ლიბანსა და სირიაში. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოწმენი გავხდით პალესტინის საქმის მდგრადობისა და განგრძობადობის, რომელმაც აშკარად შთააგონა უფრო მეტი ადამიანი ისრაელში თუ სხვაგან, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. არსებული წყვდიადის საპირისპიროდ, არსებობს იმედის სხივები, რომელიც გვაიმედებს, რომ მომავალი შეიძლება ისეთი ცუდი არ იყოს, როგორც ბევრს ჰგონია. თუმცა უახლოეს მომავალში ისრაელში, აშშ-სა და პალესტინაში პროგრესული ხედვის არარსებობის გამო, წმინდა მიწის ცას უსამართლობისა და გაურკვევლობის უზარმაზარი შავი ღრუბლები დაფარავს.

ედვარდ საიდი.

article-cover

სამუშაოს იდეა

ავტორები: ელა ბჰატი & რენა ჯჰაბვალა

ნათია ქარჩილაძის თარგმანი

ნაშრომი იკვლევს შრომის შესახებ გავრცელებულ რამდენიმე მიდგომას, კერძოდ, შრომის იმ კონცეფციებს, რომლებიც აყალიბებს მრავალი ინდოელის აზროვნებას. მისი [ნაშრომის] მიზანია არა მხოლოდ გაანალიზოს რა არის შრომა, არამედ შეცვალოს შრომის კონცეფცია. იმის გათვალისწინებით, რომ შრომა ყველა საზოგადოების ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია, ჩვენ გვჭირდება ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს იგი. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მიდგომას, რომელიც შრომის იდეას აფუძნებს ინდური ფილოსოფიის გაგებასა და განდის მიერ მის ინტერპრეტაციას.

ქალი, რომელიც დღეში რვა საათზე მეტს მუშაობს, კერავს ტანსაცმელს ან ახვევს ბირის სახლში, ხშირად, არ განიხილება, როგორც მშრომელი. ის მიიჩნევა, როგორც დიასახლისი, რომელიც ცოტაოდენ საქმეს აკეთებს “დასვენების დროს”. ქუჩის მოვაჭრე, რომელიც ბოსტნეულს ან დანა-ჩანგალს ყიდის, ასევე არ განიხილება მშრომელად, ის არის “საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი”, რომელიც პოლიციამ უნდა მოიშოროს, რაც შეიძლება მალე. ქალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უვლის თავის პირუტყვს, მარგლავს საკუთარ ფერმას, აგროვებს შეშას და ზრუნავს ოჯახზე არის სოფლად მცხოვრები “დიასახლისი”. შესაბამისად, მშრომელი მხოლოდ ქარხანაში ან ოფისში მომუშავე კაცია? რა არის სამუშაოს ის იდეა, რომელიც აკნინებს სამუშაოს უმეტეს ფორმებს და აღიარებს მხოლოდ გარკვეულ, შეზღუდულ ფორმებს?

ეს მნიშვნელოვანი კითხვებია ისეთი პროფკავშირისთვის, როგორიცაა თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია (SEWA), რომლის წევრებიც მარტივად ვერ მოხვდებიან მსგავსად განსაზღვრულ კატეგორიებში. ეს ნაშრომი დავაფუძნეთ SEWA-ში ჩვენს გამოცდილებას ქალებთან, რომლებიც ეკონომიკურად დაუცველნი არიან და ვისთვისაც გადარჩენა ბრძოლაა. ისინი მოუთმენლად ელიან საკუთარი თავისთვის, მათი კაცებისთვის და მათი შვილებისთვის შესაფერის სამუშაოს – სამუშაოს, რომელიც მათ სიღარიბისა და მოწყვლადობისაგან დაიხსნის. თუმცა, ის კანონები და პოლიტიკა, რომელსაც ეს ქალები აწყდებიან, ეფუძნება სამუშაოს შესახებ გავრცელებულ ისეთ დამოკიდებულებებსა და თეორიებს, რომლებიც შორს არის არსებული რეალობისგან. სამუშაო განიხილება შრომად, ან სამსახურად, სადაც არსებობს “სამსახურებრივი ურთიერთობა”. მხოლოდ გარკვეული ტიპის სამუშაოა პროდუქტიული და იმსახურებს ინვესტიციასა და პატივისცემას/აღიარებას, სამუშაოს უმრავლესობა – „არაპროდუქტიულია.”1

დისკუსიები გრძელდება იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება განვითარების თეორიები იყოს “უნივერსალური” და რამდენად შეუძლია განვითარებისა და ეკონომიკის თეორიებს თავიდან აიცილოს დაშვება, რომ ევროპულ კულტურას აქვს უნივერსალური ვალიდურობა. (Marglin and Marglin 1996). სამუშაოს კონცეფციასა და სამუშაოს მიმართ დამოკიდებულებებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს გარკვეული კულტურული განსხვავებები ევროპულ და ინდურ ფილოსოფიებში. ჩვენ ასევე აღმოვაჩენთ, რომ ეს ცნებები და დამოკიდებულებები, როგორც წესი, ერთმანეთს ეჯახება რეალობაში, ადამიანების ცხოვრებაში და იწვევს უთანხმოებას იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკას უნდა მიჰყვეს.

ამ ნაშრომში ჩვენ გვსურს გამოვიკვლიოთ სამუშაოს რამდენიმე განსხვავებული მიდგომა, კერძოდ, სამუშაოს კონცეფციები, რომლებიც აყალიბებს მრავალი ინდოელის აზროვნებას. გვესმის, რომ ეს ალბათ კულტურად სპეციფიკური მიდგომა იქნება და ასევე დიდი სურვილი გვქონდა, შეგვესწავლა სხვა მიდგომები, განსაკუთრებით ისლამური. თუმცა ცოდნის, გამოცდილების და დროის ნაკლებობის გამო ვერ მოვახერხეთ. და მაინც, ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სამუშაოს არსის ანალიზი, არამედ სამუშაოს კონცეფციის გადააზრება. ჩვენ გვჯერა, რომ მუშაობა ყველა საზოგადოების არსებითი ელემენტია და გვჭირდება ხედვა, როგორი უნდა იყოს სამუშაო. გვსურს ვცადოთ, რომ მივუახლოვდეთ სამუშაოს იდეას, რომელიც ეფუძნება ინდური ფილოსოფიის ჩვენეულ გაგებას და კერძოდ, განდის ინტერპრეტაციას.

სამუშაოს განსაზღვრებები

სამუშაოს აღსანიშნავად მეინსტრიმ ეკონომიკა იყენებს ტერმინებს „შრომა“ და „დასაქმება“. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეკონომიკის ალტერნატიული თეორიები, განსაკუთრებით მარქსისტული მიდგომა, დღეს, ქვეყნების უმეტესობაში, ნეოკლასიკური თეორიები განსაზღვრავენ ძირითადად ეკონომიკის შესახებ აზროვნებას. ამ ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებთ სამუშაოს კონცეფციის ნეოკლასიკურ ეკონომიკაში გამოყენებაზე, რომელის თანახმადაც, თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანს შეუძლია იცხოვროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაკავშირებულია ეკონომიკასთან ბაზრის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა არჩევანია, რეალურად, სიცოცხლის გასაგრძელებლად, ადამიანმა უნდა იმუშაოს – ეს არის ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, იძულებულია, რომ გააკეთოს თავისი მრავალჯერადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

„შრომა ყოველთვის დაკავშირებული იყო მძიმე და დამღლელ საქმიანობასთან. იგი მომდინარეობს ლათინურიდან (labor), რაც გულისხმობს შრომას, გასაჭირსა და უბედურებას… მომდინარეობს ლათინური “trepateiure”-დან, რაც ნიშნავს სახიფათო ინსტრუმენტით წამებას. შრომის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა “panos”, ნიშნავს ტკივილსა და ძალისხმევას. იგივე ფესვი აქვს სიტყვას სიღარიბეს (penia)”. [Standing 2002:243].

დასაქმება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე შრომა და სხვადასხვანაირად გამოიყენება. ძირითადად, ის გამოიყენება სამუშაოში ჩართული ადამიანების რაოდენობის დასადგენად, რომლებიც ჩართული არიან შრომაში შემოსავლის მოპოვების გზით. დასაქმება გახდა მნიშვნელოვანი საზომი, როდესაც „სრული დასაქმება“ იყო მთავრობების პოლიტიკისა და პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. უფრო ფილოსოფიური თვალსაზრისით, ევროპულ აზროვნებაზე დაფუძნებით, ჰანა არენდტი გარკვეულწილად განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს შრომის იდეას, შრომის, სამუშაოსა და ქმედების ერთმანეთისგან გამიჯვნით. “შრომა” არის აქტივობა, რომელიც ინარჩუნებს და მხარს უჭერს ცხოვრების ბიოლოგიურ პროცესებს. „სამუშაო“ იწყება ადამიანისა და ცხოველის, ბიოლოგიისა და „ადამიანის შექმნილთა“ განსხვავებით. შრომა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინდივიდის გადარჩენას, არამედ სახეობების სიცოცხლეს. „შრომა და მისი პროდუქტი, ადამიანური არტეფაქტი, ანიჭებს გარკვეული ხარისხის მუდმივობასა და გამძლეობას მოკვდავი სიცოცხლის ამაოებასა და ადამიანური დროის წარმავალ ხასიათს. მოქმედება იმდენად, რამდენადაც ის მონაწილეობს პოლიტიკური ორგანოების დაარსებასა და შენარჩუნებაში, ქმნის პირობებს ხსოვნისთვის, ანუ ისტორიისთვის“ [არენდტი 1970:8].

სამუშაოს განსხვავებული ინტერპრეტაციისთვის მოვიხმობთ ინდუისტურ ფილოსოფიურ აზროვნებასა და ბჰაგვად გიტას. აქ შრომის განმარტება ძალიან ფართოა და მოიცავს ადამიანის ყველა ურთიერთქმედებას “პრაკრიტთან” ან ბუნებასთან. პრაკრიტი არის სამყაროს ფუნქციონირება. სამუშაო მოიცავს როგორც სხეულის მოვლას, ასევე მოქმედებებს, რომლებიც საჭიროა მისი შენარჩუნებისთვის. ეს მოიცავს სხეულის ფაქტობრივ ფუნქციონირებას – ჭამა, ძილი და სხეულის სხვა ფუნქციები. სამუშაო ან შრომა, რომელიც საჭიროა ამ ფუნქციებისთვის საჭირო მასალების, როგორიცაა საკვები, მოსაპოვებლად; ასევე სოციალური არსების ქმედებები – აზროვნება, გრძნობა და სხვებთან ურთიერთობა. განსხვავება არის არა სოციალურსა და ბუნებრივს შორის, არამედ პრაკრიტსა და საკუთარ თავს ან სულს შორის.

უფრო ფართო პრაკრიტის შენარჩუნება და ინდივიდის მუშაობა ურთიერთდაკავშირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდმა უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ იცხოვროს, მისი ყოველი ქმედება თვითგადარჩენისთვის ასევე გავლენას ახდენს უფრო დიდ პრაკრიტზე. საკვები, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის მოვლისთვის, რაღაცას ართმევს სამყაროს. შემდეგ “სიცოცხლის კანონი” მოითხოვს, რომ მან რაღაც დაუბრუნოს უკან სამყაროს, წართმევის კვალდაკვალ.

სამუშაოს ჰოლისტური ხედვა: ინდური პერსპექტივა

ანთროპოლოგები განიხილავენ კულტურების მიერ საკუთარი თავის ხედვის სხვადასხვა გზებს. ლუი დიუმონი კულტურების მიერ თვითგამორკვევის ორ გზას განსაზღვრავს – ინდივიდუალიზმსა და ჰოლიზმს. ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში ადამიანი განსაზღვრავს საკუთარ თავს ურთიერთობებისგან დამოუკიდებლად. ჰოლისტურ საზოგადოებებში ინდივიდი განსაზღვრავს საკუთარ თავს მთლიან საზოგადოებასთან მიმართებაში და ხედავს საკუთარ თავს, როგორც ურთიერთობების ქსელის მაკავშირებელს.

მნიშვნელობა, რომელსაც ადამიანები სამუშაოს ანიჭებენ, განსხვავდება ინდივიდუალისტურ და ჰოლისტურ საზოგადოებებში. „ჰოლისტური გაგება მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის შრომას, რადგან ის არის მთლიანობის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განაპირობებს საზოგადოების ერთგულებასა და თანხმობას; ინდივიდუალისტური გაგება, პირიქით, არის მნიშვნელობა, რომ ადამიანი ქმნის საკუთარ თავს სამუშაოს მეშვეობით. სამუშაოს ჰოლისტური მნიშვნელობა მოითხოვს, რომ შრომა ჩავაქსოვოთ კულტურულ ქსოვილში, რომ ეს იყოს კოსმოსთან ურთიერთობის გამოხატულება და არა უბრალოდ ყოველდღიური პურის შოვნის საკითხი. ინდივიდუალისტური მნიშვნელობა მოითხოვს, რომ ადამიანი აკონტროლებდეს პროცესს და პროდუქტს, რის გარეშეც მნიშვნელობის შექმნის პროცესი წარმოუდგენელი ხდება“ [Marglin and Marglin 1996: 225].

თანამედროვე ეკონომიკაში მუშაობის იდეა წმინდად ინდივიდუალისტურია. მშრომელი არის ის, ვინც შედის ბაზარზე და ცვლის თავის სამუშაოს ფულზე, რადგან ერთადერთი გზა, რითაც მას შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი ძირითადი საჭიროებები, არის ის, რომ იყოს მომხმარებელი. ადამიანი, რომლის იდენტობაც არის შრომა და მომხმარებლობა ბაზრით დომინირებულ საზოგადოებაში, იძენს გარკვეულ იდენტობასა და ურთიერთობას საკუთარ სამსახურთან. მისი შრომის ღირებულება არის მიღებული შემოსავლის ღირებულება. ხშირად, მისი შრომა შეიძლება ფიზიკურად მძიმე იყოს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება. ხშირად, ის შეიძლება ცუდად გრძნობდეს თავს სამუშაოს გამო, რადგან ის არ გრძნობს თავს საბოლოო პროდუქტის ნაწილად ან გრძნობს, რომ ექსპლუატირებულია. ამ შემთხვევაში, ის ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად იმუშაოს მიღებული შემოსავლისთვის. ის უსიამოვნო მდგომარეობას “დასვენების” მიღებით ანაზღაურებს. სამუშაო და სოციალური სისტემები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. „დასავლეთში, მუშაობა ცხოვრების მიღმიერი სფეროა, უფრო მეტიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კიდეც მას. როგორც ეკონომიკური სფეროს ნაწილი, სამუშაო ჩვეულებრივ მცირდება ინსტრუმენტულ სტატუსამდე სიამოვნებისა და ტკივილის გაანგარიშების ფარგლებში, მნიშვნელობის საკითხები კი დაიყვანება სამუშაო ცხოვრების ხარისხამდე ან სამუშაო კმაყოფილებამდე“ [იქვე: 226].

ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინდოეთია, ადამიანების დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ განისაზღვრება კულტურისა და ეკონომიკური ძალების ურთიერთქმედებით. თანამედროვე ეკონომიკა წაახალისებს კონკურენციასა და ინდივიდუალიზმზე ორიენტირებულ აზროვნებას და სწრაფვას მუდმივად მზარდი კონსუმერიზმისკენ. მეორე მხრივ, კულტურული და ტრადიციული აზროვნების გზები ხშირად განსხვავებული მიმართულებით მიდის. არსებობს ინდივიდუალური და ჰოლისტური ნაზავი. შევეცდებით აღვწეროთ ადამიანების აზროვნება და განცდა მათი სამუშაოს შესახებ SEWA-ში ქალებთან ჩვენი გამოცდილების საფუძველზე, სადაც კომუნიკაციის მთავარი გზა ჯერ კიდევ არის ისტორიები და სიმღერები, რომლებიც გადაეცემა თაობიდან თაობას.

სამუშაო და ინდივიდი

ადამიანის, როგორც ინდივიდის არსებობა და სამუშაო, რომელსაც ის ასრულებს, უფრო ფართო ცხოვრების საზრისის შემადგენელი ნაწილებია. შესაძლოა, ფილოსოფიური მწერლობის ერთი ნაწილი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ინდურ (ინდუისტურ) ეთოსში, არის ბჰაგვად გიტას სწავლებები. მისი მკაფიო ინტერპრეტაციის თანახმად, სამუშაო საკუთარი თავის აღმოჩენისა და ცხოვრების საზრისის პოვნის გზაა და გვთავაზობს ხსნის გზავნილს, მოქმედების პრინციპით, რაც მუშაობის ტოლფასია. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენთვის შეუძლებელია მოქმედებისგან თავის შეკავება. ”ბუნება ყოველთვის მუშაობს და ჩვენ ვცდებით, თუ გვსურს, რომ მისი პროცესები შეიძლება შეჩერდეს. არც სამუშაოს შეწყვეტა არის სასურველი, რადგან ინერცია არ არის თავისუფლება“ [რადჰაკრიშნანი 1953:67]. თუმცა, სამუშაო ან მოქმედება არ არის მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ უფრო დიდი მიზნის ნაწილია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ცხოვრების აზრი, სანამ ვიმოქმედებთ.

გიტას სწავლება იმის შესახებაა, თუ როგორ უნდა ურთიერთობდეს ინდივიდი ბუნებასთან, ან პრაკრიტისთან, როგორ უნდა მოიქცეს ის ცხოვრებაში, რათა მიაღწიოს გაერთმთლიანებას საკუთარ თავთან. ბუნება აქ ნიშნავს სამყაროს ყველა ნაწილს, რომელიც არ არის სული ან ატმანი. იგი მოიცავს მატერიალურ სამყაროს, აგრეთვე გრძნობებს, გონებას და ადამიანის ინტელექტს და ყველა ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც წარმოიქმნება მათ მიერ. ის არ განასხვავებს სოციალურ და ბუნებრივ სამყაროს. „დუალიზმი აქ არის სულსა და ბუნებას შორის, თავისუფლებასა და აუცილებლობას შორის“ [იქვე:46]. როგორ შეიძლება „მე“ იყოს გაერთიანებული სულთან ისე, რომ არ დაშორდეს მის ურთიერთქმედებას და ბუნებაზე დამოკიდებულებას? გიტას პასუხი არის ის, რომ „მე“-მ უნდა გააგრძელოს მუშაობა და მოქმედება, რადგან ის ვერასდროს დათმობს ამას, მაგრამ მან უნდა შეცვალოს მიზანი და დამოკიდებულება თავისი საქმიანობის მიმართ. სანამ ის აგრძელებს მუშაობას, სამყაროსთან ყველანაირად კავშირს, ის აღარ აიდენტიფიცირებს თავს სამუშაოსთან ან სამუშაოს შედეგებთან. ის “არ არის მიმაგრებული” თავის საქმეს. როგორ ითარგმნება ეს ფილოსოფია საქმისადმი დამოკიდებულებაში? ძირითადად ეს ხდება უანგარო შრომის იდეალის მეშვეობით, ან მიჯაჭვულობის გარეშე. კარგი საქმე არის ის, რაც კეთდება არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა იმუშაოს, რათა იცხოვროს და დაიკმაყოფილოს საკუთარი საჭიროებები, მაგრამ ეს საჭიროებები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. გარდა ამისა, “არ-მიჯაჭვულობა” მოითხოვს, რომ ადამიანი არ იყოს მიჯაჭვული და არ სურდეს საკუთარი შრომის ნაყოფი.

ინდივიდის მუშაობა დაკავშირებულია კოსმოსთან, სამყაროსთან “იაგნასა” თუ მსხვერპლშეწირვის საშუალებით. რასაც ჩვენ მოვიხმართ სამყაროს ძღვენია და ამიტომ მას რაღაც უნდა დავუბრუნოთ. ამის დანახვა მრავალი გზით შეიძლება. ბუნებრივთან, გარემოსთან, უსულო სამყაროსთან, ცხოველებთან და მცენარეებთან მიმართებაში, ეს განმარტებულია, როგორც შენარჩუნებისა და შევსების საჭიროება. სოციალურ ინტერაქციასთან მიმართებაში ეს განიხილება, როგორც სხვების ზრდისა და განვითარების საჭიროება.

ეს ცნებები ეწინააღმდეგება ეკონომიკური ადამიანის იდეას, რომელიც დომინირებს ჩვენს ეკონომიკურ სისტემაში. პირველ რიგში, მინიმალური მოთხოვნილებები არის სურვილების გამრავლებისა და სამომხმარებლო საზოგადოების ზრდის საპირისპირო. მეორეც, უანგარო შრომა ეწინააღმდეგება ეკონომიკურ ადამიანს, რომლის ერთადერთი მიზანია თავისი ეგოისტური მიზნების მიღწევა.

მუშაობის სხვადასხვა ფორმა

ამ ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს სამუშაოს განსხვავებული კონცეფცია, „აღმოსავლურ“ და „დასავლურ“ კონცეფციებს შორის დიქოტომიის წარმოქნის გარეშე. ევროპულ ტრადიციაში არსებობს ალტერნატიული მიდგომები, განსაკუთრებით მარქსისტული მიდგომა, რომელიც ხედავს მუშაობას წარმოებისა და განაწილების ურთიერთობების მეშვეობით და შეისწავლის ჭარბ რაოდენობას და არა – დეფიციტს. ასევე არსებობს ინსტიტუციური მიდგომა, რომელიც ფოკუსირებულია შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ წესებზე და ინდივიდებისა და სოციალური კლასების შედარებითი ვაჭრობის ძალაზე, ასევე არის ანთროპოლოგიური მიდგომა, რომელიც ხაზს უსვამს აგენტობას. თუმცა, ამ მრავალფეროვნების დიდი ნაწილი ნეოკლასიკურმა ეკონომიკამ გადალახა – ეკონომიკური აზროვნების დომინანტური ქვეკატეგორია და სამუშაოს კონცეფცია, რომელიც აქ აღწერილია, ეხება იმ გზას, რომლითაც სამუშაო გამოიყენებოდა ნეოკლასიკურ ეკონომიკაში.

ჩვენ გვსურს აღვწეროთ „უკეთესი მუშაობის“ მაგალითი, რომელიც ვითარდება ერთ-ერთ ყველაზე ექსპლუატაციურ და მძიმე პირობებში, ყველაზე ღარიბი, მაგრამ მაინც გამოცდილი ქალების ძალისხმევით.

ნაქარგები – ქალთა მუშაობის განსაკუთრებული ფორმა

ბევრი ქალი მთელ მსოფლიოში კერავს და ქარგავს სხვადასხვანაირად, და ტრადიციულად ამის კეთებაში ყოფილან. ამ ნაქარგების ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე შევიდა, შესაბამისად, ქალები ახლა ვაჭრებისთვის ქარგავენ; ზოგი საერთაშორისო ბაზრებზე შევიდა და ქალები ქარგავენ სამოსს, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ. ხშირ შემთხვევაში, ქარგვას ბაზარი ანაცვლებს – ხელით ნამუშევარს ქარგვის მანქანებით და თავად ნაქარგს, სხვა სახის დიზაინით.

ბანასკანთჰა არის მშრალი უდაბნო უბანი გუჯარატში, სადაც წყალი მწირია, მიწა არაპროდუქტიულია, შემოსავალი დაბალია და ცხოვრება მძიმე ბრძოლაა გადარჩენისთვის. ლანდშაფტი ბნელი და ნაცრისფერია, მაგრამ ხალხი ფერადია ნაქარგ სამოსში. ამ მიწაზე, ქალები ბევრს შრომობენ სხვადასხვა მიმართულებით, რომ გადარჩნენ, მაგრამ აქვთ დრო და ენერგია ქარგვისთვის. ბაზრების გაფართოებასთან ერთად, მათმა ნაქარგებმა დაიწყო მათი დაკავშირება დანარჩენ სამყაროსთან იმ მოვაჭრეების მეშვეობით, რომლებიც მოდიან მათი ქსოვილების შესაძენად და აძლევენ შეკვეთებს. ბოლო დროს მათ SEWA-ს დახმარებით შექმნეს საკუთარი ასოციაციები და პირდაპირ მიაღწიეს ქალაქებსა და საერთაშორისო ბაზრებს. მათი უნარები მათ უფრო დიდ სამყაროსთან აკავშირებს.

ჩვენ ვესაუბრებით აჰირის კასტის ქალებს, რომლებიც ძირითადად მესაქონლეები არიან. აჰირის ქალები ძალიან ამაყობენ თავიანთი ნაქარგებით. ყველა ახალგაზრდა გოგონა ქარგვას ხუთი წლის ასაკიდან სწავლობს. ის სწავლობს ნემსისა და ძაფის დამუშავებას პატარა, გლუვ ქსოვილზე, რომელიც მას დედამ აჩუქა, რომელიც ჯერ ჯაჭვის ნაკერს ასწავლის. ისინი ამბობენ: „ჩვენ არასდროს ვიცვამთ ისეთ სამოსს, რომელიც არ არის ნაქარგი. უფერული სამოსის ჩაცმისას ჩვენი გული კარგად არ გრძნობს თავს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქალიშვილების მზითევის გამოფენა ქუჩაში, ნათესავებისა და მეგობრების მოწვევა, მათი მოსვლა და ჩვენი უნარების წარმოჩენა. და როდესაც ისინი ყურადღებით უყურებენ და აღფრთოვანებულნი არიან ჩვენი ნამუშევრებით, ჩვენს გულში ღრმად ვგრძნობთ კმაყოფილებას.”

ჰანსიბა 82 წლისაა. ამბობს, რომ გვირისტის 19 ნაირსახეობა იცის, თითოეულს აქვს სახელი: კააჩ მოგრუ, კანგრი… ამბობს: „ჩვენს დროს ქსოვილს/ტანსაცმელს ჩემი მოთხოვნების მიხედვით ვკერავდი. ნედლ მატყლს ან ბამბას ისე ვაგროვებდი, როგორც მჭირდებოდა. ღამით ჩემს შვილებს ვთხოვდი, მისი ჭუჭყისა და თესლისგან გაწმენდას. ვთხოვდი ჩემს ქმარს, რომ დამხმარებოდა მატყლისა და ბამბის გაწეწვასა და გაჩეჩვაში. ამის შემდეგ ვაკეთებდი ნაჭრებს და მერე გვიანობამდე ვტრიალებდი. ჩემი ქვედაკაბისთვის მჭირდება 12 მკლავის სიგრძის ქსოვილი. მერე ჩვენი სოფლის ფეიქართან მივდიოდი. ვთხოვდი, ჩემი რჩეული ქსოვილის ქსოვას – უბრალო, შემოსაზღვრული, გაფორმებული, კუბოკრული. ფეიქრის ცოლს ჩემთან სახლში მოჰქონდა ძელი და ამზადებდა ქსოვილს ჩემს თვალწინ.

„ნაცრისფერი ქსოვილი მიმქონდა მღებავთან, რომელიც ჩემს მეზობელ სოფელში ცხოვრობს. ის ხატრიდან არის და მდიდარია. მათი სახლები მამაჩემის ქოხების გვერდით იდგა. მაგრამ ნაწილობრივ ვიცოდი, თუ როგორ უნდა შემეღება ჩემი ქსოვილი. ქსოვილის შეღებვა დედამ მასწავლა. ბაბულის ხის ტოტს ვადუღებდი დიდ ქვაბში და იმ წითელ წყალში ვამატებდი ხატრიდან ჩამოტანილ საღებავის ფხვნილის მცირე ნაწილს. ქსოვილს ცოტა ხნით თბილ წყალში ყრიდნენ და ღამით სახლში აშრობდნენ. ერთნაირად ვიყენებდი სხვადასხვა ფერს: ყვითელს, ზაფრანას, მწვანეს. შეღებილი მაქვს საბნები, თეთრეული, ჩალმები, თავსაფრები, მარაოები, ხელჩანთები, თუნდაც ჩემი ხარის ტანსაცმელი“.

აჰირის ქალებს სჭირდებათ ქვედაკაბის-ბლუზის-ოდჰნის ორი კომპლექტი, რომ წელიწადზე მეტხანს ჰქონდეთ. ქვედაკაბის გარშემოწერილობა ექვსი მეტრია. ქვედაკაბა უფრო მეტ ქარგვას მოითხოვს. ის შეიძლება იყოს ისეთივე დახვეწილი, ფერადი, სარკისებური, როგორც ეს ქალს სურს. ბლუზას ნაკლები მუშაობა სჭირდება, მაგრამ უფრო რთულია. როდესაც ბლუზა ფუჭდება გამოყენების შემდეგ, ნაქარგ ნაწილს აცლიან და სხვა ბლუზაზე გადმოაქვთ. ყველა საქმროს სჭირდება ნაქარგი პიჟამა და ზედა, როცა ის პატარძლის სახლისკენ მიდის. ყველა დედა ცდილობს შექმნას ახალი დიზაინი ამ განსაკუთრებული შემთხვევისთვის. მამაკაცები ახლა ატარებენ შარვალს და პერანგს, მაგრამ მაინც, როცა ის გარეთ გამოდის, თან ატარებს ნაქარგ ჩანთას ან ხელსახოცს, სადაც ჩანს მისი კასტის ვინაობა, ასევე რეგიონი და მოწოდება.

ნაქარგები მოვაჭრეებისთვისაც მზადდება, მაგრამ ეს ნამუშევარი სპორადული და ექსპლუატაციურია. გვალვისა და რთული პირობების დროს, ამ სოფლებში, მოვაჭრეები ქალაქებიდან მოდიან და ნაქარგების ძველ ქსოვილებს გადასაგდების ფასად ყიდულობენ. ისინი ასევე იღებენ შეკვეთებს და ქალებს სანარდო განაკვეთის მიხედვით უხდიან. თუმცა ეს განაკვეთები ძალიან დაბალია, გაცილებით დაბალი, ვიდრე ქალები იღებენ მიწის თხრისას. ქარგვა, რა თქმა უნდა, სამუშაოა, იქნება ეს მოვაჭრეებისთვის, საკუთარი ასოციაციისთვის, მათი ქალიშვილების მზითვისთვის თუ საკუთარი თავისთვის. მიუხედავად ამისა, ქალები ამას არ აღიქვამენ, როგორც “მძიმე შრომას” ან “შრომას”. მათ ახლო ურთიერთობა აქვთ თავიანთ ხელობასთან. ჩვენ ვესაუბრეთ მათ, რათა გაგვერკვია, თუ რას გრძნობდნენ ისინი ამის შესახებ.

მათ მოსწონთ ქარგვა, რადგან ეს მათთვის სილამაზის შექმნის პროცესია. „ჩვენ სილამაზისა და ბუნების მოყვარულები ვართ, გვიყვარს ყველაფრის ხელოვნებითა და ფერებით გაფორმება და გალამაზება. ღარიბები ვართ და ამიტომ ვერ დავხარჯავთ ფულს ოქროსა და სამკაულებზე, ამიტომ ნაქარგები ჩვენი სამკაულია, ნახეთ, როგორ ბრწყინავს პატარა სარკეები ბრილიანტივით“. ზოგჯერ, ისინი გრძნობენ ძლიერ იმპულსს შექმნან. „ნემსი და ძაფი ხელში უნდა მქონდეს, როგორც კი თავისუფლად დავჯდები. ზეწოლას ვგრძნობ, როცა სადმე ახალ დიზაინს ვხედავ და ის უნდა მოვქარგო ქსოვილზე, ჩემს თუ სხვის ტანსაცმელზე. ჩემმა ქმარმა იცის, რას ვგრძნობ და როცა ჩემი დასჯა უნდა, ქარგვას მიკრძალავს. ასეთ დროს საკუთარ თავზე ვიკეთებ ტატუს“. და მართლაც, მის ხელებსა და ფეხებზე პაწაწინა, მწვანე, ფოთლები და ყვავილები იყო – რთული და ლამაზი ტატუები.

ქარგვა აქტივობაა, რომლის დახმარებითაც ქალები ძალებს აღიდგენენ, ავსებენ ფიზიკურ და ემოციურ ენერგიას. კაცები და ქალები მინდორში დადიან და ბევრს მუშაობენ. გვალვის დროს, ისინი მცხუნვარე მზეზე საათებს ატარებენ, მიწას თხრიან ან ქვებს ამტვრევენ. ამბობენ: „დილით ადრე ვიწყებთ მინდორში მუშაობას და ვისვენებთ ლანჩზე. მამაკაცები ეწევიან ლანჩის შემდეგ და ამით ცოტა ხნით განიტვირთებიან. ხის ქვეშ ვისხედით და ვქარგავდით. ეს ავსებს ჩვენს ენერგიას, გონებრივსა და ფიზიკურს. სადილის შემდეგ, მეზობლები ერთად სხედან და ქარგავენ. მათ ურჩევნიათ წყნარად მომუშავე ჯგუფებში ქარგვა – ეს გამოიმუშავებს ენერგიასა და სითბოს. უმცროსი გოგონებისთვის ეს არის საშუალება, თავი დააღწიონ საშინაო საქმესა და დედების ბუზღუნს. ყოველთვის არსებობს კონკურენცია იმაზე, თუ ვინ ქარგავს უფრო სწრაფად, უკეთესად, ახალი დიზაინით. მაგრამ ქარგვას თავისთავად აქვს თავისი მნიშვნელობა. როდესაც მარტო ვართ, ჩვენს სულთან შინაგანად ვსაუბრობთ. ეს ჩემთვის იოგას ჰგავს. მე შემიძლია დავინახო მსოფლიოს წარსული და მომავალი. შემიძლია ვესაუბრო ცასა და უდაბნოს ქვიშას. არ მიყვარს, როცა ვქარგავ და მაწუხებენ. მაშინ არ ვჩქარობ ჩემი საქმის დასრულებას. ეს არის საყვარელი საქმიანობა და ასევე დისციპლინა.”

ქარგვა, ტრადიციული საქმიანობა, მათთვის შემოსავლის წყაროდაც იქცა. რას ფიქრობენ ისინი ამის შესახებ? „ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს უნარებს შეუძლია ფულის შემოტანა სახლში, ვამაყობ. მაგრამ ხანდახან თავს ექსპლუატირებულად ვგრძნობ. ამ ექსპლუატაციას არ ვგრძნობ მაშინ, როცა ჩვენი ქალიშვილისთვის ვქარგავ. მაგრამ ახლა ასევე ვმუშაობ მოვაჭრისთვის, ბაზრისთვის. მოვაჭრე გვატყუებდა ხოლმე, მაგრამ ეს ადრე არ ვიცოდით. როცა ამას მივხვდი, ავღელდი, გული დამეწვა შიგნიდან, რადგან ვაჭარს კარგი ქსოვილი ნაგვის ფასად მივყიდე. იმ დღეებში არც ჭამა მინდოდა და არც დაძინება. მაგრამ როდესაც ჩვენ ვქარგავთ ჩვენი საკუთარი ასოციაციისთვის, მივდივართ ბაზარში და ვიცით რა არის რეალური ფასები, მაშინ ჩვენ არ ვგრძნობთ ექსპლუატაციას, არამედ ბედნიერები ვართ, რადგან გამოვიმუშავებთ. ახლა ჩვენი ორგანიზებული კოლექტიური ძალით თითქმის აღარ გვყავს შუამავალი. ახლა ჩვენ ვქმნით, ვქარგავთ, ვყიდით დიდ ქალაქებში აქ და საზღვარგარეთ! ახლა ჩვენ ისე ვაცნობიერებთ ყველაფერს, რომ როდესაც ვხედავ ქსოვილის ნაჭერს, მაშინვე დიზაინი და ფერები მომდის თავში. შემდეგ ამ ყველაფერს ვტესტავ ჩემს ნამუშევრებზე ექსპერიმენტისთვის და ვნახულობ, როგორ გამოიყურება. ერთ დღესაც მე ვხედავ ამ დიზაინს ასობით ჩვენი მქარგველის ხელში, რომლებიც აწარმოებენ ნივთებს დიდი მასშტაბით… და შემდეგ კომპიუტერში (ვებსაიტზე) გასაყიდად აქ და საზღვარგარეთ! ჩვენ ახლა ვიცით ბაზარი. ”

ნაქარგები მათთვის საყრდენია, როგორც ლხინის, ასევე ჭირის დროს. „როცა ბედნიერები ვართ, ვქარგავთ. როცა რთული დრო გვიდგას, მაშინაც ვქარგავთ. როცა მიწისძვრა დაგვატყდა თავს, უსახლკაროდ დავრჩით, საკმარისი საჭმელი არ გვქონდა, ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდით, ზამთრის ცივი ქარი უბერავდა, მაშინ ქვედაკაბა მოვქარგე და მაშინვე დავმშვიდდი, საზრუნავებისგან გავთავისუფლდი. ქვედაკაბა 10 ათას რუპიად გაიყიდა, მე 6000 ათასი მივიღე გასამრჯელოდ, რაც სახლის აღდგენისთვის გამოვიყენე“. ქარგვა ისეთი უნარია, როგორც ყველა სხვა. ქალები ამას დედებისგან, დებისგან, მეზობლებისგან სწავლობენ. თუმცა, როდესაც ისინი ბაზარზე შედიან, ისინი ექვემდებარებიან ბევრ ახალ დიზაინს და ასევე სურთ ისწავლონ ისინი. სწავლობენ ერთმანეთისგან და ასევე იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც მზად არიან ასწავლონ მათ.

„როცა კითხვები მაქვს, ბჰაჩიბენთან მივდივარ . ის ძალიან კარგად ასწავლის. მისი ხელმძღვანელობით ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გვირისტების, ახალი დიზაინის შემუშავებას. ქსოვილის ბეჭდვა მისგან ვისწავლე. ბევრი ახალი ელემენტი შევიდა ჩვენს დიზაინებში SEWA-ს წყალობით, რომელმაც ახალი სამყაროს კარი გაგვიღო. შეხედეთ, როგორ იცვლება ფერის სქემები ჩვენს ნიმუშებში, თუნდაც იმ ტანსაცმელში, რომელიც ჩვენ გვაცვია. ახლა ჩვენ ვიყენებთ არაუმეტეს სამი ფერისა ჩვენს ნაჭრებში. ჩვენ ვისწავლეთ თამაში იმავე ფერის ჩრდილებით.” ისინი კამათობენ იმაზე, სურთ თუ არა ხელიდან მანქანაზე გადასვლა და მანქანით ქარგვის სწავლა. „დიახ, თუ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისწავლოთ, ჩვენ ვისწავლით“, – ამბობენ ახალგაზრდა ქალები. ხანდაზმული ქალები აფრთხილებენ: „მანქანით თქვენ არ გექნებათ თავისუფალი არჩევანი ძაფების ფერებში ან სამუშაო დროში და ვერ აირჩევ სამუშაო ადგილს. შეგიძლია კი მისი თან წაღება მინდორში?“

რა თქმა უნდა, ქარგვა ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. ”ჩვენი მხედველობა სუსტდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. დღის სინათლეზე ვსხდებით ვერანდაში (ოსარი) კარის უკანა მხარეს ან კედელს ვეყრდნობით და საქმეს შევუდგებით. ზუსტად ისე, როგორც მზე მოძრაობს ცაში, შესაბამისად ჩვენც ვმოძრაობთ ჩვენს ვერანდაში. შუქი უნდა ეცემოდეს ქსოვილზე. ღამით ზეთის ლამფა ჩვენი თანამგზავრია სამუშაოს დროს… როცა ძალიან ცხელა და ქარია, რასაც სახლში ცხელი ქვიშა შემოაქვს და თვალებს გვჭრის“.

მუშაობის უკეთესი გზები

ბანასკანტჰელი ქალების ნაქარგებით ჩვენ აღვწერეთ მუშაობის მაგალითი, რომელიც აერთიანებს პოზიტიური მუშაობის ელემენტებსა და სამუშაოს უკეთეს ტიპს ქვეყნის ერთ-ერთ უმძიმეს და ღარიბ რეგიონში. SEWA-ში ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მუშაობის უკეთესი გზები მართლაც შესაძლებელია, და აქ ჩვენ გვსურს განვსაზღვროთ ზოგიერთი ელემენტი, რომელიც ქმნის უკეთეს სამუშაოს, სამუშაოს, რომელიც მშრომელს აძლევს საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების შეგრძნების საშუალებას. აქ იგი და მისი ნამუშევარი ინტეგრირებულია, როგორც უფრო დიდი საზოგადოების, თუნდაც კოსმოსზე უფრო დიდის ნაწილი, და აქვს სამუშაო, რომელიც მაშინ, როცა ინდივიდის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უწყებს ხელს, მრავალი თვალსაზრისით არის „უანგარო“ ან არაეგოისტური.

თუმცა, მუშაობის უკეთესი გზის პოვნა შესაძლებელია მაშინ, როდესაც სამუშაო სტრუქტურები და სამუშაო ურთიერთობები განასახიერებს ამ ღირებულებებს. ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, როგორი უნდა იყოს წარმოებისა და განაწილების სტრუქტურები, რომ უკეთესი სამუშაო პროცესი გვქონდეს? ამ კითხვას არ შეიძლება მივუდგეთ აბსტრაქტულად, იდეალიზებულ ან შორეულ წარსულში ან მომავალ საზოგადოებაში, არამედ ეს კითხვა უნდა განთავსდეს სტრუქტურების, ურთიერთობებისა და ეკონომიკის კონტექსტში, რაც დღეს არსებობს. ასეთი ეკონომიკის მთავარი მახასიათებელი იქნება სტრუქტურების აშენება, რომლებიც ყველაზე დაუცველთა საჭიროებებს ათავსებენ ცენტრში, რომლებსაც ექნებათ წარმოებისა და განაწილების უფრო კოოპერატიული და დეცენტრალიზებული მეთოდები.

ყველაზე დაუცველები ცენტრში

დღევანდელი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი არის უკიდურესი სიღარიბე და საზოგადოებაში არსებული დიდი და მზარდი უთანასწორობა. ჩვენს საზოგადოებაში, იყო ღარიბი, ნიშნავს ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ფიზიკურად მძიმე, მომთხოვნი, ხშირად დამღლელი და, როგორც წესი, ნაკლებ ანაზღაურებადი სამუშაოს მეშვეობით. ხშირად, ასეთი სამუშაოც კი მიუწვდომელია და ქალებიც და კაცებიც დღეებს სამუშაოს დამამცირებელ ძიებაში ატარებენ. ზემოთ აღწერილ მაგალითში, ოჯახების უმეტესობა, საარსებო წყაროს შოულობს საკუთარ მინდორზე ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მშრომელად სხვის მინდვრებზე. თუმცა, ვინაიდან კლიმატი მშრალი და უდაბნოს მსგავსია, მინდვრების უმეტესობა საკმაოდ არაპროდუქტიულია და ამიტომ მათ უწევთ სხვადასხვა რთული დავალებების შესრულება, როგორიცაა ქვის მსხვრევა და მარილის მოპოვება გადარჩენისთვის. ხშირად ეს სამუშაოც მიუწვდომელია მათთვის და მათ საკუთარი ადგილების მიტოვება და სამუშაოს საძიებლად მიგრაცია უწევთ. ასეთ მძიმე ვითარებაში ქარგვა არის სამუშაო, რომელიც ამშვიდებს, გაძლევს ფერებს და განცდას, რომ ღირებულს აკეთებ. და როდესაც ქარგვა ასევე შეიძლება იქცეს საქმიანობად, რომლისგანაც შემოსავალს იღებ, სწორედ ეს არის “უკეთესი” სამუშაო.

საზოგადოების პირველი პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს სამუშაოს, მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე ღარიბები და ყველაზე დაუცველები უზრუნველყოფილნი არიან ბაზისური საჭიროებებით. ჩვენ გამოვდივართ არამხოლოდ სუსტებისა და გაჭირვებულების ინდივიდუალური თანაგრძნობისთვის, არამედ სოციალური სისტემისთვის, რომელიც სისტემატურად ფოკუსირებულია დაუცველებზე და სადაც სოციალური სტრუქტურები, განსაკუთრებით კი ეკონომიკური სტრუქტურები და სამუშაო სტრუქტურები, შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები. ინდოეთში „კარგი“ საზოგადოების თანმიმდევრული კონცეფცია ჩამოყალიბდა თავისუფლებისთვის ბრძოლის ეპოქაში. სვარაჯის ან თვითმმართველობის ეს კონცეფცია განიხილებოდა არა მხოლოდ, როგორც პოლიტიკური სისტემა, რომელსაც მართავდნენ ინდოელები და იმართებოდა ინდოელებისთვის, არამედ როგორც უკეთესი საზოგადოების საფუძველი. „სიტყვა სვარაჯი არის წმინდა სიტყვა, ვედური სიტყვა, რაც ნიშნავს თვითმართვას და თავშეკავებას“ [M K Gandhi 1962 გამოცემა: 3]. ეს კონცეფცია გახდება უკეთესი საზოგადოების საფუძველი – სვარაჯი რომ არ იყოს განკუთვნილი ჩვენი ცივილიზაციისთვის, განწმენდისა და სტაბილიზაციისთვის, მას არანაირი ღირებულება არ ექნებოდა. ცივილიზაციის არსი ის არის, რომ ჩვენ ზნეობას ვანიჭებთ უპირველეს მნიშვნელობას ჩვენს ყველა საქმეში, საჯაროში თუ კერძოში“ [ibid: 5]. თავისუფლების მოძრაობის წარმატება იყო მასების ჩართვა და ეს შესაძლებელი იყო, რადგან სვარაჯს ჰქონდა გზავნილი არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლების, არამედ უფრო მნიშვნელოვანი, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, განსაკუთრებით ღარიბებისთვის. „ჩემი ოცნების სვარაჯი არის ღარიბი კაცის სვარაჯი [ადგილ. cit].

„ეკონომიკური თანასწორობისთვის მუშაობა ნიშნავს კაპიტალსა და შრომას შორის მარადიული კონფლიქტის გაუქმებას. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს იმ მცირერიცხოვანი მდიდრების დაქვეითებას, რომელთა ხელშია კონცენტრირებული ერის სიმდიდრის დიდი ნაწილი და მეორე მხრივ, ნახევრად მშიერი, შიშველი მილიონების დაწინაურებას. არაძალადობრივი მმართველობის სისტემა აშკარად შეუძლებელია მანამ, სანამ მდიდრებსა და მშიერ მილიონებს შორის დიდი უფსკრული შენარჩუნდება – დღეს მდიდრებსა და ღარიბებს შორის კონტრასტი მტკივნეული სანახაობაა. ღარიბი სოფლის მოსახლეობას ექსპლუატაციას უწევენ უცხოელი მთავრობები და ასევე საკუთარი თანამემამულეები – ქალაქელები. ისინი აწარმოებენ საკვებს და შიმშილობენ. ისინი აწარმოებენ რძეს და მათ შვილებს უწევთ მის გარეშე გადარჩენა. ეს სამარცხვინოა. ყველას უნდა ჰქონდეს დაბალანსებული კვება, საცხოვრებლად ნორმალური სახლი, შვილების განათლებისთვის საჭირო პურობები და ადეკვატური სამედიცინო დახმარება.“ [Harijan, 31.3.1946, გვ. 63-64].

SEWA-ში ჩვენ ვნახეთ, რომ სხვების კეთილდღეობისთვის მუშაობა და განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის მუშაობა ქმნის ძალასა და ენერგიას, რომელიც აყალიბებს მოძრაობას. SEWA-ს ლიდერთა უმრავლესობა, რომლებიც წევრებისგან არიან არჩეულნი, იძენენ თავიანთ ლიდერულ პოზიციებსა და აღიარებას, ყველაზე დაუცველი წევრების იდენტიფიცირებით და მათი შეყვანით SEWA-ში. ეს ყველაზე დაუცველი ქალები არიან სწორედ ისინი, რომლებიც ხდებიან ერთგული და აქტიური წევრები და რომლებიც შემდგომ ხდებიან მოძრაობის სასიცოცხლო ძალა. ამის მაგალითია სავიტაბენი. ის არის ქალი, რომელიც SEWA-ში 15 წლის წინ მოიყვანა მისი სამეზობლოს ლიდერმა. ის მოვიდა ბავშვით ხელში და უკან კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოჰყვებოდა, დანარჩენი სამი კი სახლში დატოვა. ის აგროვება ქსოვილის ნაგლეჯებს და სასოწარკვეთილი ეძებდა გზებს, რომ გამოემუშავებინა, ეკვება ოჯახი და ამავდროულად, ეზრუნა შვილებზე, რადგან მის ქმარს მხოლოდ არარეგულარულად შეეძლო შოვნა. იგი შეუერთდა ქაღალდის მკრეფთა კოოპერატივს და გადაეცა მაკულატურა მთავრობის ოფისიდან. აქ მან მიიღო გასაყიდი ქაღალდის სტაბილური მარაგი. მალე მან ბანკიდან სესხი აიღო და პატარა მაღაზიის გახსნა შეძლო, სადაც ქმარი ეხმარებოდა. მან შვილები SEWA-ს ბავშვთა მოვლის ცენტრში მოათავსა. „SEWA-ში გაწევრიანებამ ენერგია მომცა ხელახლა, – ამბობს ის, – ვგრძნობდი, რომ ყველაფერი შეიძლებოდა შეცვლილიყო ჩემთვის და სხვებისთვის და მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა ცვლილებებისთვის. დღეს, სავიტაბენის შვილები განათლებულები არიან და ის SEWA-ს ლიდერია, თავისი კოოპერატივის პრეზიდენტი და SEWA ბანკის საბჭოს წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბესა და ღარიბებზე ფოკუსირების მნიშვნელობა ხაზგასმულია მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, ის ზოგადად არ განიხილება ეკონომიკური ცხოვრების მამოძრავებელ პრინციპად. სინამდვილეში, ღარიბები განიხილებიან, როგორც მარგინალურები ეკონომიკური ცხოვრებისთვის მთლიანობაში და მათზე ზრუნვა უნდა მოხდეს სპეციალური სქემებისა და უსაფრთხოების ბადეების მეშვეობით. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ეკონომიკური სტრუქტურა ისეთი იყოს, რომ დეპრივაცია არ არსებობდეს, ანუ ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს თავისი მინიმალური საჭიროებები. ეს მოითხოვს, რომ მორალურმა საზოგადოებამ ფოკუსირება გააკეთოს მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენებზე. მაგრამ ის ასევე მოითხოვს სტრუქტურებს, რომლებიც გამოავლენენ ამ ყველაზე ღარიბ ფენებს და რომლებსაც ექნებათ სოციალური წარმოების სისტემა, სადაც მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება. ამას მოსდევს უკეთესი მუშაობის სტრუქტურისთვის აუცილებელი ჩვენი მომდევნო კრიტერიუმი – წარმოების დეცენტრალიზებული ფორმები.

ეკონომიკური დეცენტრალიზაცია

ეკონომიკური დეცენტრალიზაციის სასარგებლოდ არგუმენტების მოყვანა საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საყოველთაოდ მიღებულია, რომ პოლიტიკური დეცენტრალიზაცია საჭიროა ძლიერი და აქტიური დემოკრატიისთვის, წარმოების, უნარებისა და რესურსების ფლობის ცენტრალიზაცია განიხილება, როგორც უფრო ეფექტური ეკონომიკის მამოძრავებელი. აქ ჩვენ გვსურს წამოვაყენოთ რამდენიმე არგუმენტი საქონლისა და მომსახურების წარმოებისა და განაწილების მეტი დეცენტრალიზაციის, ასევე რესურსების საკუთრების დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე. ჩვენი პირველი არგუმენტი ეკონომიკური დეცენტრალიზაციის სასარგებლოდ მომდინარეობს ბოლო პუნქტიდან – ფოკუსირება ყველაზე დაუცველებზე. ყველაზე მოწყვლადი პოპულაციების იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც მოითხოვს კრიტერიუმების ერთობლიობის მიღებას და იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. მოსახლეობის ყველაზე ღარიბ სეგმენტებამდე მიღწევა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ამოცანაა, თუ ის ცენტრალიზებულად ხორციელდება. უფრო ეფექტური ადმინისტრაციული სისტემა იქნება ის, სადაც საკვები, ტანსაცმელი და სხვა მინიმალური მოთხოვნები ადგილობრივად ნაწილდება. კიდევ უფრო ეფექტური იქნება, თუ საჭირო პროდუქტების დიდი ნაწილი ადგილობრივად წარმოებულია და მხოლოდ გარკვეული რაოდენობაა იმპორტირებული. ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ადგილობრივი ტერიტორიები არ არის დაკავშირებული ძირითად ბაზრებთან, არამედ მხოლოდ იმას, რომ პროდუქციის გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა გაიზარდოს და განაწილდეს ადგილობრივად. ახალმა ტექნოლოგიებმა და რესურსებმა შეიძლება გაზარდოს ადგილობრივი წარმოება, ბაზართან დაკავშირება კი წაახალისებს ჭარბი წარმოების და ასევე იმ პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოებაც ადგილობრივად შეუძლებელია.

მეორე არგუმენტი სამართლიანობასა და თანასწორობას უკავშირდება. ქვეყანებისა და ერების უმეტესობაში სიმდიდრის განაწილება და საკუთრება კონცენტრირებულია გარკვეულ არეალებში და, ზოგადად, უფრო მდიდარი ადგილები იზიდავენ მეტ რესურსს და ღარიბი ადგილები კარგავენ მათ. ეკონომიკური დეცენტრალიზაცია არის რესურსების განაწილების ერთ-ერთი გზა (თუმცა არა აუცილებლად ერთადერთი). მესამე არგუმენტი დაკავშირებულია „ჰოლისტურ სამუშაოსთან“. ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ქალებს შორის, სამუშაო არის სასიამოვნო და შემოქმედებითი, თუ ის ინდივიდუალური, საზოგადოებრივი და სოციალური ცხოვრების ნაწილია. დეცენტრალიზებული წარმოება და მომსახურება ადგილობრივი მოხმარებისთვის ნიშნავს, რომ პროდუქციის ნაწილი შეიძლება იყოს საკუთარი მოხმარებისთვის, ნაწილი კი გაცვლისთვის, როგორც ეს ვნახეთ მქარგველი მშრომელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ამ ტიპის წარმოება დაკავშირებულია ადგილობრივ კულტურებთან და ადგილობრივ ჩანაფიქრებთან და იწვევს ხალხის უფრო დიდ კონტროლს იმაზე, თუ რა უნდა აწარმოონ და როგორ გამოიყენონ იგი. აღმოჩნდა, რომ იქ, სადაც ადგილობრივ თემებს აქვთ მეტი კონტროლი ამ რესურსებზე, ისინი ინარჩუნებენ და აღადგენენ რესურსს.

ადგილობრივი წარმოება და განაწილება განსაკუთრებით აძლიერებს ქალთა ეკონომიკურ როლს. ქალების სამუშაოს დიდი ნაწილი არ არის ანაზღაურებადი და განკუთვნილია ოჯახში გამოსაყენებლად; საზოგადოებრივი საქმეების უმრავლესობას, განსაკუთრებით იმას, რაც გულისხმობს სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებას, ჩვეულებრივ ქალები ასრულებენ. ეკონომიკური დეცენტრალიზაცია მიგვიყვანს ორ განცალკევებულ ტენდენციამდე, რომელთაგან ორივე მომგებიანი იქნება ქალებისთვის. პირველ რიგში, ის გააძლიერებს ადგილობრივ ბაზარს, ადგილობრივ უნარებს და ბაზარს უფრო ხელმისაწვდომს გახდის ქალებისთვის. მეორე მხრივ კი, ის გაზრდის არაფულადი სამუშაოს ღირებულებას, რადგან სამუშაო იძენს უფრო ჰოლისტურ მნიშვნელობას და თავის თავში მოიცავს სამუშაოს, რომელიც შესრულებულია უფრო ფართო საზოგადოების შესანარჩუნებლად, მათ შორის საზოგადოებრივი და სამსახურებრივი სამუშაოს ყველა ფორმის ჩათვლით.

ბოლო წლებში ძალიან ცოტა მოსაზრება ან ქმედება იყო ეკონომიკური დეცენტრალიზაციის საკითხებზე, მაშინ როცა პოლიტიკური დეცენტრალიზაცია სწრაფად განვითარდა. პოლიტიკური და ადმინისტრაციული ძალაუფლების დეცენტრალიზაცია „ხელახლა დაბადებული ინდური დემოკრატიის სიმბოლოა და უზრუნველყოფს ხალხის მონაწილეობას ქვემოდან. ადამიანებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან კონკრეტულ ადგილს, იციან რა არის მათი ძირითადი საჭიროება და ამ მიზნით შეიკრიბებიან ერთად, გადაწყვიტონ, რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის პრიორიტეტულად და რა შეიძლება გადაიდოს მომავლისთვის. ეს, ვფიქრობ, უზრუნველყოფს ხალხის უფრო დიდ მონაწილეობას და შესთავაზებს მათ შესაძლებლობას გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი საზოგადოებრივი სიმდიდრისთვის“ (პავან კუმარ ბანსალი, დეპუტატი, 72-ე შესწორების კანონპროექტზე ლოკ საბას დებატების დროს , 1-ელი დეკემბერი, 1992 წ.). თუმცა, ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილება ასევე მოითხოვს აქტიურ ადგილობრივ ეკონომიკას, ხოლო პოლიტიკური დეცენტრალიზაცია ეკონომიკური დეცენტრალიზაციის ყოველგვარი ფიქრის გარეშე გამოიწვევს კიდევ უფრო დიდ დამოკიდებულებას ცენტრალურ რესურსებზე.

ეკონომიკურ დეცენტრალიზაციას ხშირად აკრიტიკებენ იმ მოტივით, რომ ის აშორებს ადგილობრივ თემებს საზოგადოების გარეთ არსებული უნარებისგან, ცოდნის, რესურსებისა და შესაძლებლობებისგან და მათ შიგნით კეტავს. აქ განიხილება არა უფრო დიდი შესაძლებლობების შეწყვეტა, არამედ ბალანსის აღდგენა. როგორც პოლიტიკური დეცენტრალიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნული და სახელმწიფო მთავრობები გაქრება ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებით, ასევე ადგილობრივ წარმოებას შეუძლია და უნდა დაუკავშირდეს წარმოების უფრო დიდ სისტემებს, ადგილობრივ ბაზრებს შეუძლია და უკავშირდება ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებს და რესურსების ადგილობრივი საკუთრება უკავშირდება საკუთრების უფრო დიდ სისტემებს. SEWA-ს ბანკი3 არის ადგილობრივსა და ეროვნულს შორის დინამიკის კარგი მაგალითი. ღარიბი ქალები აკონტროლებენ თავიანთ კაპიტალს, მაგრამ იყენებენ მას დასაქმების ადგილების შესაქმნელად, რომლებიც აკავშირებს მათ უფრო დიდ ბაზრებთან. ამავდროულად, SEWA ბანკი დაკავშირებულია უფრო დიდ საბანკო სისტემასთან, როგორც ინდოეთის სარეზერვო ბანკის ფინანსური და მარეგულირებელი სისტემის მეშვეობით, ასევე სხვა საბანკო ინსტიტუტებთან ფინანსური ურთიერთობებით.

კოოპერატიული ეკონომიკური სისტემები

უანგარო ან ალტრუისტული შრომა, როგორც ეს განიხილება კონკრეტულ ინდურ კულტურულ კონტექსტში, არის დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ და არა კონკრეტული ტიპის სამუშაო. ადამიანები მუშაობენ საკუთარი თავის, ოჯახებისა და თემის ფიზიკური და სოციალური შენარჩუნებისთვის და ცხოვრების გაგრძელებისთვის, აუცილებელია, რომ მათ გააგრძელონ მსგავსი სამუშაო. თუმცა, „უანგარო დამოკიდებულება“ პირველ რიგში მოითხოვს, რომ ინდივიდუალური მე-ს შენარჩუნებასთან ერთად, ასევე უნდა იყოს მუდმივად ფხიზლად სამყაროს შენარჩუნებისთვის. მუშაობისადმი ეს დამოკიდებულება მოითხოვს სხვების მუდმივ ინფორმირებულობას, მუშაობას და მომსახურებას უფრო ფართო საზოგადოებისთვის; ამავე დროს, საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების მინიმუმამდე შემცირებას.

სამუშაო სისტემების კოოპერატიული ფორმები, სადაც ადამიანები ერთად მუშაობენ ყველასთვის მომგებიანი შედეგების მისაღებად, უფრო მეტად ხელს უწყობს უანგარო შრომას, ვიდრე ინდივიდუალისტური და კონკურენტუნარიანი ფორმები. დღეს ბევრი ასეთი ფორმა არსებობს. ისინი იცვლებიან მცირე თვითდახმარების ჯგუფებიდან, რომლებიც დაწინაურებულნი არიან ინდოეთში, ტრადიციულ ROSCA-მდე, აფრიკის ბევრ ქვეყანაში ნაპოვნი ურთიერთდახმარების ჯგუფებამდე, სათემო მარცვლეულის ბანკებსა და საზოგადოების სოციალური დაცვის სისტემებამდე, მსხვილ ოფიციალურ კოოპერატიულ საზოგადოებებამდე.

მუშაობის კოოპერატიულ ფორმებს ასევე უფრო მეტად ირჩევენ ღარიბები ან ისინი, ვისაც ნაკლები რესურსი აქვთ. თანამშრომლობა არის რესურსების გაერთიანების და, შესაბამისად, კონტროლის გაზრდის ერთ-ერთი გზა. ის ასევე არის ვაჭრობის უნარის გაძლიერების საშუალება მათთვის, ვინც სუსტია. ეს შეიძლება ჩაითვალოს თითოეული ინდივიდის მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საუკეთესო ფორმად. უანგარო შრომა ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როგორც არარეალური კონცეფცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინდივიდუალური სარგებლიანობის მაქსიმიზაცია არის თანამედროვე ეკონომიკის საფუძველი. აზროვნების ერთი სკოლა თვლის, რომ ადამიანის ბუნებას ბუნებრივად მივყავართ მოდელამდე, სადაც თითოეული ადამიანი ცდილობს მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, რადგან „ყოველი ინდივიდი არის შემფასებელი; თითოეული ინდივიდის სურვილები შეუზღუდავია; თითოეული ინდივიდი ცდილობს მიიღოს მაქსიმალური; ინდივიდი შემოქმედებითია“ [Zamagni 2003: 2]. კიდევ უფრო პრობლემურია, როდესაც კონკურენცია განიხილება, როგორც ეკონომიკაში მონაწილეობის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, არსებობს უამრავი ლიტერატურა ინდივიდების ალტრუისტულ ქცევაზე, სადაც უანგარო მიზნები ინდივიდუალური სარგებლიანობის მაქსიმიზაციის ნაწილია და ზოგიერთი ლიტერატურა, რომელიც სცილდება ინდივიდის ქცევის მაქსიმიზაციას, გადადის „ტუიზმში“, სადაც სხვებთან ურთიერთობა თვითმიზანია და როგორც ზამაგნი ამტკიცებდა, ეს არ არის უბრალოდ ინდივიდუალური კმაყოფილების საშუალება.

სამუშაოს კოოპერატიული ფორმები ასევე ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან დღეს დომინანტური რეჟიმი გულისხმობს ინდივიდების ბაზართან ურთიერთობას და ხშირად, კონკურენციას. არის თუ არა თანამშრომლობა რეალურად განხორციელებადი და თუ ასეა, რატომ ვერ ვხედავთ, რომ ის დღეს მუშაობს? სინამდვილეში, თუკი რეალობას შევხედავთ, წარმოების კოოპერატიული ფორმები დღეს გაცილებით მეტად მუშაობს, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ. ევროკავშირის სოციალური ეკონომიკა, სავარაუდოდ, შედგება 900 ათასი საწარმოსგან და წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტისა და დასაქმების 10 პროცენტს. მთელ მსოფლიოში ასევე არსებობს ოფიციალურად რეგისტრირებული კოოპერატივებიც. მონაცემების მიხედვით, მთელ მსოფლიოში, კოოპერატივებში, მცირე მასშტაბის ბიზნესიდან დაწყებული მრავალ მილიონდოლარიანი ბიზნესით დამთავრებული, სავარაუდოდ, დასაქმებულია 100 მილიონზე მეტი ქალი და კაცი და მათ ჰყავთ 800 მილიონზე მეტი ინდივიდუალური წევრი. ისინი ძირითადად მუშაობენ სასოფლო-სამეურნეო მარკეტინგისა და მიწოდების, ფინანსების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, საცხოვრებლისა და დაზღვევის სფეროებში, მაგრამ შედიან ახალ სფეროებშიც, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და კულტურული ინდუსტრიები. კოოპერატიული საწარმოები, ორგანიზაციები და ჯგუფები მრავლადაა არაფორმალურ ეკონომიკაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, თუმცა, ჯერჯერობით არ ყოფილა მათი გაზომვის მცდელობები.

SEWA-ში ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კოოპერატიული ეკონომიკური ორგანიზაციები არამხოლოდ ღარიბი ქალებისთვის მუშაობს, არამედ მათ მოაქვთ უკეთესი სამუშაო სხვადასხვა გზით. პირველ რიგში, ორგანიზაცია ქალებს, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან, ანიჭებს ახალ იდენტობას სამუშაოს საშუალებით, იდენტობას, სადაც მათ პატივს სცემენ მათი სამუშაოს გამო და მათი შრომის წვლილი აღიარებულია საზოგადოებისა და მათი ოჯახების მიერ. მეორეც, თანამშრომლობა მათ საშუალებას აძლევს ააშენონ საწარმო და პირდაპირ მისწვდნენ ბაზრებს, ნაცვლად იმისა, რომ იყვნენ მოვაჭრეებისა და სხვების წყალობაზე, რომლებიც იყენებენ მათ შეზღუდულ წვდომას ბაზარზე. მესამე, მათ შეუძლიათ გააერთიანონ თავიანთი რესურსები – კაპიტალი, ცოდნა და უნარები. მეოთხე, მათ შეუძლიათ ისარგებლონ სამთავრობო სქემებითა და პროგრამებით, რაც მათთვის რთულია ინდივიდუალურად. საბოლოოდ, მათი გაერთიანება სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციაში ზრდის მათ ხმასა და მოლაპარაკების ძალას საზოგადოებასა და ბაზარზე.

შენიშვნები

[ეს ტექსტი არის ნაშრომის ადაპტირებული ვერსია, რომელიც მომზადებულია ILO-ს სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისთვის და საბოლოოდ გამოქვეყნდება წიგნში სავარაუდო სახელწოდებით “შრომა და სამუშაო: არაფორმალურობის გადახედვა”.]

სამუშაოს ამ კონცეფციების დიდ ნაწილს განსაკუთრებით ქალები აპროტესტებენ. კერძოდ, ფემინისტებმა აღნიშნეს შინ შრომისა და ზრუნვის შრომის მნიშვნელოვანი როლი.

საფქვავი ქვა.

SEWA-ს ბანკს საბრუნავი კაპიტალი დაახლოებით, 100 მილიონი ინდური რუპია აქვს და ჰყავს 2.2 მილიონი მეანაბრე.

article-cover

მტრული დაზვერვა: ფიქრები დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ

ავტორი: დევიდ გრებერი

ანი გიორგაძის თარგმანი

ნაბლუსში ყველა ქუჩაზე, ფაქტობრივად, მამაკაცის ათასობით თმის სალონია. მათი უმრავლესობა მინიმუმ ღამის 2 საათამდეა ღია. ხშირად, მეჩეთების გარდა, მხოლოდ ეს სალონებია ღამის ორ საათამდე განათებული. ნებისმიერ სალონთან ჩავლისას, თითქმის ყოველთვის დაინახავთ, ოთახში ოთხ ან ხუთ ლამაზად დავარცხნილ ახალგზარდა კაცს, რომლებიც თმის შეჭრის პროცესს უყურებენ. უცნაური ის არის, რომ ქალების თმის სალონები არსად ჩანს. დროდადრო დაინახავთ ქალების კოსმეტიკისა და თმის მოვლის პროდუქტების შთამბეჭდავ პოსტერებსაც, ხშირად, ეს ქალები ქერები არიან (ნაბლუსში პალესტინელების გასაოცარი რაოდენობა ქერაა; ბავშვებიც), მაგრამ მაღაზიები არსად ჩანს. ჩემს მეგობარს ვკითხე, რატომ იყო ასე. მან ამიხსნა, რომ ბეირუთის შემდეგ, პალესტინელები ტრადიციულად ყველაზე ლიბერალურ არაბულ საზოგადოებად ითვლებოდნენ, ახალგაზრდა ქალები თმას არასდროს იფარავდნენ. 90-იან წლებში, ჰამასის პოლიტიკურ აღზევებასთან ერთად, ცვლილებები დაიწყო. თუმცა, ქალების თმის სალონების შემთხვევაში, სხვა, უფრო გადამწყვეტი ფაქტორი არსებობდა. 80-იან წლებში, ისრაელის დაზვერვის აგენტებმა, სალონების ათვისება დაიწყეს, ტკბილ ჩაიში გამთიშავი ნარკოტიკების გარევის შემდეგ, ქალებს შიშველ ფოტოებს უღებდნენ, რომ მათი ქმრები დაეშანტაჟებინათ და კოლაბორაციონისტებად ან ინფორმატორებად გადაექციათ. ასე რომ, დღეს ქალების სალონები არსებობს, მაგრამ ქუჩიდან მათ ვეღარ დაინახავთ, ხოლო ქალები უცხო ადამიანისგან შემოთავაზებულ ჩაის აღარ სვამენ.

ამ ამბავზე ჩემი პირველი რეაქცია იყო: ეს მართლა მოხდა? ეს ხომ პარანოიდული ფანტაზიის პირდაპირ მაგალითს ჰგავს. მაგრამ პალესტინელები ნაბლუსში ისეთ გარემოში ცხოვრობენ, სადაც სიგიჟეები ნამდვილად ხდება, სადაც რეალურად არსებობენ მათ წინააღმდეგ შეთქმულები; ჯაშუშები, ინფორმატორები, სხვადასხვა სახის უსაფრთხოების ძალები, მათგან ბევრი აკადემიურ ხარისხს ფლობს ფსიქოლოგიასა და სოციალურ თეორიაში, აქტიურად ცდილობენ მოიფიქრონ სოციალური ნდობის განადგურებისა და საზოგადოებრივი ქსოვილის რღვევის ხერხები. უთვალავი ამბავი ვრცელდება. მხოლოდ ზოგიერთი მათგანია სიმართლე. როგორ შეიძლება ზუსტად იცოდე, რომელი?

მსგავს სიტუაციებში, ესეც ამოცანის ნაწილია. “სტასიმ”, აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციამ, დისიდენტების სახლებში ღამით შეპარვისა და ავეჯის გადაწყობის ტექნიკა შეიმუშავა, რომელიც მსხვერპლს შეუძლებელ სიტუაციაში ტოვებდა. ან ხალხს უყვები, რომ შენს სახლში ჯაშუშები შემოიჭრნენ და ავეჯი გადაგილაგეს, რითაც ბევრისთვის შეშლილის შთაბეჭდილებას დატოვებ, ან არაფერს ამბობ და თანდათან საკუთარ ადეკვატურობაში გეპარება ეჭვი. პალესტინაში ზოგჯერ შეგრძნება გაქვს, რომ მთელ ქვეყანას ასე ექცევიან.

ამ შემთხვევაში, მოარული ხმები ნაწილობრივ მაინც მართალი აღმოჩნდა. ვიღაცამ, მოსადის სინდისშელახული აგენტებისთვის, ვებ გვერდი გააკეთა, სადაც ანონიმური აღსარებების განთავსებაა შესაძლებელი. ერთმა მათგანმა მართლაც ახსენა სილამაზის სალონებში ჩაიში ნარკოტიკების გარევის ფაქტი.

ჩემმა მეგობარმა ამინმა თქვა: “ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რელიგიური კონსერვატიზმისკენ შემოტრიალება, თავსაბურავები, სახის დაფარვა – მხოლოდ 80-იანებსა და 90-იანებში ჰამასის პოლიტიკური აღზევების შედეგი არ არის. ვფიქრობ, ნაწილობრივ, ეს არის რეაქცია მუდმივი დაკვირვების ქვეშ ყოფნაზე, რომელიც გაცნობიერებული გაქვს. მიმოიხედე გარშემო. პრაქტიკულად, ყოველ ბორცვზე ებრაული დასახლებაა[1]. მაგრამ მაღლა აიხედავ და მხოლოდ არქიტექტურას ხედავ, წინასწარ მოწყობილი, ჩაკეტილი საზოგადოების ცარიელ სახეს, ხალხი არსად ჩანს. მის გვერდით კი ყოველთვის სამხედრო ბაზაა, შემოღობილი, კოშკებით, რთულია დაადგინო იქიდან გაკვირდებიან თუ არა. შემდეგ კედელია. კედელს მოძრაობის დაბრკოლებად განიხილავენ. ეს მართალია, და საოცრად გამაღიზიანებელია, მაგრამ კედელი ხედვაშიც გიშლის ხელს. ვერასდროს ხედავ, რა ხდება შენ გვერდით. მათ საკუთარი საავტომობილო გზები აქვთ. უფრო სწორად, მათ აქვთ ორი კატეგორიის გზები: არსებობს ებრაელი ახალმოსახლეების გზები და სამხედრო გზები. ვერასოდეს ნახავ, რომ ამ გზებს არაბები ვიყენებდეთ, მხოლოდ აქა-იქ თუ მოჰკრავ თვალს. ან არის გარკვეული ადგილები, სადაც ებრაული დასახლების გადაკვეთა გიწევს, და იქ შეხვდები გუშაგებს, ისრაელის მემარჯვენე პოლიტიკოსების პოსტერებს და ავტოსტოპზე მდგარ ბავშვებს თავზე კიპით (ტრადიციული ებრაული ქუდი- მთარგმნელი). სხვაგან მათ ვერსად დაინახავ. მაგრამ შენ იცი, რომ ისინი გხედავენ, როცა საჭესთან ზიხარ, ან ფეხით მოძრაობ, რასაც არ უნდა აკეთებდე, გაკვირდებიან ათასობით სხვადასხვა კუთხიდან და ადგილიდან, რომელთა შესახებაც არ იცი. პატარა იზოლირებულ ადგილებში ხარ გაჭედილი, სადაც ხედავთ ერთმანეთს, მაგრამ ვერასდროს პანოპტიკურ ხედს, ეს არის ნაკუწი იმ ქალაქის, რომელშიც ცხოვრობ, ნაკუწი იმ სოფლის, სადაც ცხვარს მიერეკები, ეს წყვეტილი კუნძულებია; ნორმალური რუკაც კი არ გაქვს, რუკები, რომლებსაც გაძლევენ ან შეცდომებითაა სავსე, ან ძველია, შენ ვერასდროს გადმოიხედები გაბატონებულის სიმაღლიდან. ამიტომ იწყებ დამალვას. გარეთ ხშირად აღარ გადიხარ, ქალები ვარცხნილობებსაც კი მალავენ. ეს მხოლოდ ჟესტია, ერთი პატარა საშუალება კონტროლის დასამყარებლად.”

ასეთია პალესტინაში ცხოვრება. მუდმივი განცდით, რომ არსებობს სასტიკი, მტრული დაზვერვა, რომელიც იმ მოსახლეობის არსებობის პირობებს აორგანიზებს, რომლისადმი არაკეთილმოსურნე განზრახვა აქვს. მათ ვერავინ ხედავს, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა ყველას აქვს. უსაზღვროდ განათლებული და დახვეწელი მამაკაცები და ქალები ხვდებიან კონდიცირებულ ოფისებში, აკეთებენ პრეზენტაციებს, აჯამებენ კვლევებს, ავითარებენ დახვეწილ გეგმებსა და სცენარებს. შენ ზუსტად იცი, რომ ეს ხალხი მტრულად არის განწყობილი შენი არსებობის მიმართ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს, რისი მთქმელი და გამკეთებელია. შენ მხოლოდ ჭორებსა და ანალოგიებს შეგიძლია დაეყრდნო.

ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა 50-იან წლებში წამების საოცრად ეფექტური მეთოდები შეიმუშავა; ეს მეთოდები ისეთი შედეგიანი იყო, რომ დატყვევებულ ამერიკელ მფრინავებს, აიძულებდა ეღიარებინათ ყველანაირი სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენიათ, ამასთანავე მფრინავებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ მათ რეალურად არავინ აწამებდა. მეთოდი მარტივი იყო. უბრალოდ შეუქმენი მსხვერპლს მცირე დისკომფორტი – მაგალითად, აიძულე, დაჯდეს სკამის კიდეზე ან კედელს მიეყრდნოს ოდნავ უხერხულ პოზაში – ოღონდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რვა საათის შემდეგ მსხვერპლი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ ეს დასრულდეს. მაგრამ სცადე და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იჩივლე, რომ მთელი დღე სკამის კიდეზე ჯდომა გაიძულეს. როგორც წესი, თავად მსხვერპლებსაც კი არ სურდათ, მათი ბადრაგების მწამებლებად დახასიათება. როცა აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ამ მეთოდების შესახებ შეიტყო, რაც ჩემი კორეელი მეგობრების თქმით, პატარა ბავშვების დასჯის კლასიკური კორეული მეთოდების განსაკუთრებულად სადისტური ვერსიები იყო, მაშინვე დაინტერესდნენ და, როგორც ჩანს, ჩაატარეს ვრცელი კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა აეთვისებინათ ეს მეთოდები საკუთარ საპატიმროებში.

კიდევ გავიმეორებ, ხანდახან, პალესტინაში ყოფნისას, გიჩნდება განცდა, რომ მთელ ქვეყანას ასე ექცევიან. რა თქმა უნდა, ზოგ პალესტინელს პირდაპირ აწამებენ, ესვრიან, სცემენ, და სასტიკად შეურაცხყოფენ. მაგრამ ახლა საზოგადოების სხვა ნაწილზე ვსაუბრობ. უმრავლესობისთვის, ყოველდღიურობის ისეთი ტექსტურაა შექმნილი, რომ ცხოვრება აუტანელი იყოს – ოღონდ ისე, რომ ვერასდროს თქვა ზუსტად, სად და როდის ირღვევა ადამიანის უფლებები. არასდროს არის საკმარისი წყალი. შხაპის მიღება თითქმის სამხედრო დისციპლინას მოითხოვს. ნებისმიერი ნებართვის მიღება იწელება. მუდმივად რიგში დგახარ. რამე თუ გაფუჭდა, შესაკეთებლად ნებართვის მიღება გიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილებს ვერ იშოვი. არსებობს ოთხი სხვადასხვა კანონმდებლობა (ოსმალური, ბრიტანული, იორდანიული, ებრაული), რომლებიც შესაძლოა ნებისმიერ სამართლებრივ სიტუაციას მიესადაგოს; უნდა გამოიცნო, რომელი სასამართლო იტყვის რა სად ვრცელდება, რა საბუთია საჭირო, ან მისაღები. წესების უმრავლესობა განზრახ სრულიად გაუგებარია. შეყვარებულთან მისასვლელად, რომელიც 20 კილომეტრში ცხოვრობს, რვა საათი დაგჭირდება, ესეც სახესთან იარაღის ტრიალისა და შენთვის ნახევრად გაუგებარ ენაზე ყვირილის თანხლებით, იმ ხალხისგან, ვინც არაადამიანად გთვლის. ასე რომ, ურთიერთობის განვითარების მთავარი ასპარეზი სატელეფონო კომუნიკაციაა. როცა ამისთვის წუთები გაქვს. საგუშაგოებთან დაუსრულებელი საცობებია, მძღოლები მუდმივად ილანძღებიან და იგინებიან, თან ცდილობენ, აგრესია ერთმანეთზე არ გადაიტანონ. ყველანი ხმელთაშუა ზღვიდან 12 ან 15 მილის მოშორებით ცხოვრობენ, მაგრამ ყველაზე ცხელ დღესაც კი, სანაპიროზე გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კედელზე გადაძვრები, არის ადგილები, სადაც ამის გაკეთება შეგიძლია. მაგრამ მზად უნდა იყო, რომ უსაფრთხოების სამსახური შენზე ინადირებს. რა თქმა უნდა, თინეიჯერები ამას მაინც აკეთებენ. ეს ნიშნავს, რომ ცურვას ყოველთვის თან ახლავს დახვრეტის შიში. თუ ვაჭარი, მუშა, მძღოლი, თამბაქოს ფერმერი, ან მოხელე ხარ, მთელი შენი ცხოვრება პატარ-პატარა დამცირებების უწყვეტი ნაკადია. შენს პომიდვრებს კბილებდაკრეჭილი გუშაგი ჩამოგართმეს და ორი დღით ლპობისთვის გადადებს. სულ სახვეწარი გაქვს, რომ შენი შვილი პატიმრობიდან გამოუშვან. და თუ გუშაგებთან ხვეწნით მიხვედი, შესაძლოა, დაუსაბუთებლად, შენი შვილისგან ქვის სროლის აღიარების მიღების მიზნით დაგიჭირონ და მოულოდნელად ბეტონის საკანში სიგარეტის გარეშე აღმოჩნდე. შენი უნიტაზი იჭედება. აცნობიერებ, რომ სამუდამოდ ასე ცხოვრება მოგიწევს. არანაირი “პოლიტიკური პროცესი” არ არსებობს. ეს არასდროს დამთავრდება. ამას მხოლოდ ღვთაებრივი ჩარევა შეაჩერებს, სხვა შემთხვევაში უნდა ელოდო, რომ ზუსტად ასეთ ტერორსა და აბსურდში მოგიწევს ცხოვრების გატარება.

თუ ვინმემ ზეწოლას ვერ გაუძლო და, ვთქვათ, საგუშაგოზე ჯარისკაცი დაჭრა, ან შეუერთდა ჯგუფს, რომელიც ებრაელ ახალმოსახლეებს ესვრის, არ არსებობს კონკრეტული აქტი, რომელიც ამ, ერთი შეხედვით, არათანაზომიერ სიგიჟეს ახსნის.

ბოლოს და ბოლოს პალესტინა ხომ გნოსტიციზმის სამშობლოა – რწმენის, რომლის მიხედვითაც, ადამიანები მტრულად განწყობილი დემიურგის შექმნილ სამყაროში ცხოვრობენ, რომელიც სავსეა თვითნებური მორალური რეგულაციებით, რომლებიც მხოლოდ ჩვენი დაბნევისა და დემორალიზების მიზნით არსებობს, რადგან ნამდვილი ღმერთი სადღაც სხვაგან, აბსოლუტურ შეუცნობელშია. მაგრამ რა შესაძლო მიზეზით უნდა შექმნას პოლიტიკურმა რეჟიმმა მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც სინამდვილეში ასეთი კორუმპირებული და უაზრო სამყაროს სიმულაციას რეალობად აქცევს?

სტრატეგია განსაკუთრები დამაბნეველი ჩანს, რადგან მას ლოგიკა ისრაელის პერსპექტივიდანაც კი არ აქვს. ჯერ კიდევ 1990-იანებში, ისრაელს მეზობლებთან მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა ჰქონდა. შეთავაზებული პირობები უაღრესად მომგებიანი იყო, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. არც არავინ ელოდა, რომ ისრაელი 1948 წლის ლტოლვილების მნიშვნელოვან ნაწილს მისცემდა დაბრუნების უფლებას. საკმარისი იქნებოდა იმდროინდელი რამდენიმე ისეთი ებრაული დასახლების დაცლა, რომელთა მკვიდრებსაც ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა მაშინ მოძალადე რელიგიურ ფანატიკოსებად თვლიდა, და პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციისთვის (PLO) რაღაც უხერხემლო სახელმწიფოს ნარჩენების გადაცემა. ამის ნაცვლად, ისრაელის მთავრობებმა დიპლომატიურ შირმად ორი სახელმწიფოს იდეა გამოიყენეს – გამოსავალი, რომლისაც დღეს აღარავის სჯერა, მიუხედავად ასობით შემოსავლიანი ბიუროკრატიული კარიერისა, რომელიც ამ იდეის განხორციელებისთვის შეიქმნა – რათა დასავლეთ სანაპირო სამხედრო ბაზებისა და ექსკლუზიურად ებრაული დასახლებების ლაბირინთად გადაექციათ, რასაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა გმობს. უაღრესად რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ეს პროექტი კატასტროფით არ დასრულდეს. მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის, ჰოლოკოსტს გადარჩენილი უდაბნოს ამყვავებელი იდეალისტების ქვეყანა, უკვე გადაიქცა აღრენილი ფანატიკოსების ჯგროდ, რომელმაც 12 წლის ბავშვების წამების ტექნიკები მეცნიერებად აქცია. მათ უკვე მოახერხეს გამწარებული მტრებით გარშემოტყმულ ერად ქცევა, ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც კი ისინი თითქმის მთლიანად დამოკიდებული გახდნენ ერთი იმპერიული ძალის უპირობო მხარდაჭერაზე, რომელიც სწრაფად სუსტდება.

როგორ შეიძლება ეს კარგად დამთავრდეს?

მაშასადამე: როგორია რეალურად ისრაელის გრძელვადიანი სტრატეგია?

ბოლო ინფორმაციით, ისრაელს ასეთი სტრატეგია არ აქვს. ისრაელის ხელისუფლებას რეგიონში ცხოვრების გრძელვადიანი სტრატეგია ისევე არ აქვს, როგორც “ექსონ მობილს” კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისათვის. როგორც ჩანს, მხოლოდ ის დადგინდა, რომ აშშ-ს ძალაუფლების კრახისა ან ისრაელზე ხელის ჩაქნევის შემთხვევაში, რამეს მოახერხებენ. ეჭვგარეშეა, რომ მათ ჰყავთ მოაზროვნე ხალხი, ვინც მუდმივად ამაზე ფიქრობს, რეპორტებს და სცენარებს ამზადებს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შემდგომი ფიქრის საგანია. 1967 წელს პალესტინის კოლონიზაციის მამოძრავებელი ძალა რაიმე გრანდიოზული სტრატეგია არ ყოფილა; ეს მოკლევადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობის საშინელი შერწყმის ნაყოფი იყო.

პირველ რიგში, ებრაულ დასახლებებზე შევჩერდეთ; თავდაპირველად, ეს რელიგიური ფანატიკოსების თავმოყრის, შედარებით იზოლირებული, მაგრამ კარგად დაფინანსებული, პროექტი იყო. ახლა ყველაფერი მათ გარშემოა ორგანიზებული. სახელმწიფო უსაზღვრო რესურსებს დებს მათში. რატომ? საქმე იმაშია, რომ მინიმუმ 1990-იანებიდან მოყოლებული, ისრაელის მემარჯვენე პოლიტიკოსები მიხვდნენ, ებრაული დასახლებები ერთგვარი პოლიტიკური სასწაულია. რაც უფრო მეტ ფულს ჩადებ, მით უფრო მარჯვნივ გადაიხარება ისრაელის ელექტორატი. მიზეზი მარტივია. ისრაელი ძვირია. 1948 წლის დროინდელ საზღვრებში ცხოვრება ბევრად ძვირი ჯდება. თუ ახალგაზრდა ხარ და სახსრები არ გაქვს, მხოლოდ ორი გზა გრჩება: 30 წლამდე მშობლებთან ერთად იცხოვრო, ან არალეგალურ დასახლებაში იშოვო ადგილი, სადაც ბინები, იმის მესამედი ღირს, რაც ჰაიფასა და თელავივში. რომ აღარაფერი ვთქვათ უმაღლესი დონის გზებზე, სკოლებზე, კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე და სოციალურ სერვისებზე. ამ ეტაპზე ახალმოსახლეთა დიდი უმრავლესობა დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს ეკონომიკური და არა იდეოლოგიური მიზეზების გამო (ეს განსაკუთრებით იერუსალიმის შემოგარენს ეხება). წარმოიდგინეთ, ვინ არის ეს ხალხი. წარსულში, რთულ გარემოებებში ჩავარდნილი ახალგაზრდები, სტუდენტები, განათლების მქონე ახალგაზრდა მშობლები, ტრადიციულად მემარცხენე ამომრჩეველს წარმოადგენდენ. მაგრამ აცხოვრე იგივე ხალხი დასახლებაში, და ისინი, უეჭველად და გაუცნობიერებლად ფაშისტებივით დაიწყებენ ფიქრს. თავისებურად, ებრაული დასახლებების ქსელი, მემარჯვენე ცნობიერების მწარმოებელ გიგანტურ მანქანას ქმნის. ძალიან რთულია, რომ ეთნიკური ნაციონალიზმი თანდათან გასაგები არ გახდეს მტრულ ტერიტორიაზე დასახლებული ადამიანისთვის, რომელიც ავტომატური იარაღის ხმარებაშია გაწვრთნილი, და, რომელსაც მუდმივად აფრთხილებენ გამწარებული ადგილობრივი მოსახლეობისგან მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელსაც შენი მეზობლები ხან ცხვრებს უკლავენ, ხან ზეთისხილის ხეებს უნადგურებენ. ყოველი არჩევნების შემდეგ, ძველი მემარცხენე ელექტორატი თანდათან ქრება, ხოლო რელიგიურ, ფაშისტურ, ან ნახევრად ფაშისტურ პარტიებს ხმების უფრო და უფრო დიდი ნაწილი მიაქვთ. ეს დიდი ცდუნებაა პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც არჩევნების იქით ვერ იხედებიან.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას პალესტინელების მიმართ პოლიტიკაზე? არის მანდ რამე გასაგები?

კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ისრაელის პოლიტიკას დასავლეთ სანაპიროზე, ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ იდიოტების გარდა. მათი უმრავლესობა ძალიან ჭკვიანია. დიდ ნაწილს მაღალი აკადემიური ხარისხი აქვს და კარგად არიან განსწავლული სამხედრო ისტორიაში, სოციოლოგიასა და სამოქალაქო მმართველობის მეცნიერებაში. ისინი კარგად იცნობენ საოკუპაციო ძალების მიერ წარსულში წარმატებით გამოყენებულ ტექნიკებს, რომლებიც მიზნად დაპყრობილი ხალხის დამშვიდებას და გადაბირებას ისახავდა. ეს რთულად გასაგები არ არის. არსებობს სტანდარტული სახელმძღვანელო: მოსყიდვა, დაყოფა და ბატონობა, საჩუქრის/ჯილდოსა და სასჯელის ფრთხილად ნიუანსირებული ბალანსი, დამოკიდებულებებისა და შერეული ერთგულებების შესაქმნელად გარკვეული სტრატეგიების გამოყენება… თითქოს ისრაელის სტრატეგიის შემქმნელები ამ ტექნიკებს არ იყენებენ. ისინი მოწადინებული არიან, რაც შეიძლება მცირე მოწყალება გაიღონ და რაც შეიძლება დიდი მათრახი გამოიყენონ, ოღონდ ისე, რომ დიდი ხანძარი არ გამოიწვიონ. კოოპტაციის შედეგად პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ძველ ხელმძღვანელობას, პალესტინური დიასპორის მთავარ პოლიტიკურ ძალას, მისცეს ნებართვა, ლიბანის და ჩრდილოეთ აფრიკის ყოფილი ბაზებიდან, კონკრეტულ ტერიტორიაზე დაბრუნებულიყვნენ. ამასთან, არაბი მოსახლეობის საპოლიციო კონტროლში დახმარების სანაცვლოდ, მათ სპეციალური პრივილეგიებიც უბოძეს. საპასუხოდ, მათ ქვეყანაში შემოსული დახმარება ისე დააორგანიზეს, რომ მემარცხენე რადიკალები არასამთავრობო ორგანიზაციებში შეესრუტათ.

რამდენიმე მდიდარი არაბი ბიზნესმენი თავისუფლად კვეთს საგუშაგოებს და სარფიან საბინაო გარიგებებსაც დებს. აქ უძრავი ქონების მცირე ბუშტიც კი არსებობს, დიასპორის ექიმები და იურისტები ფულს ურიცხავენ ნათესავებს, რომლებსაც ფულის დახარჯვის სხვა საშუალება არც აქვთ, და შედეგად, პალესტინურ ნაწილში, ცემენტის შენობების უსასრულო როდენობა ჩნდება, ჩინური წითელი სახურავებით, რომლებშიც წყლის დეფიციტის გამო, ტუალეტები ჯერაც არ მუშაობს (მთელი წყალი, რასაკვირველია, ებრაელ ახალმოსახლეთა საცურაო აუზებში მიდის). ბედის ირონიით, ისრაელის უდიდესი საექსპორტო ბაზარი ამ ტერიტორიებზეა, და რადგან მტრული “რეგულაციების” გამოყენებით, ისრაელმა ძველი სასოფლო მეურნეობის, ვაჭრობის და მსუბუქი მრეწველობის ეკონომიკის დიდი ნაწილი გაანადგურა, ეს ფაქტობრივად პალესტინელების ფულადი გზავნილებიდან წილის ნებისმიერი ხერხით მითვისებას ნიშნავს. და მაინც, ყველაზე გასაოცარი ამ “დაყავი და იბატონე” სტრატეგიებში მისი მასშტაბის სიმცირეა. ეკონომიკურად, ძალიან ადვილი იქნებოდა, საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობაში დიდი საშუალო კლასის შექმნა, ძლიერი ეკონომიკური ინტერესით. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებებმა თითქოს შეგნებულად გადაწყვიტეს ეს არ გაეკეთებინათ.

ვფიქრობ, სანაცვლოდ, უნდა დავსვათ იგივე კითხვა, რომელიც ებრაული დასახლებების შემთხვევაში დავსვით. ფაქტობრივად, ეს დასახლებები პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით დაფინანსებული მანქანებია, მათი ამოცანა გარკვეული სახეობის ეთნო-ნაციონალისტური ცნობიერების წარმოებაა. როგორი ტიპის პალესტინელების შექმნას ცდილობენ საოკუპაციო ძალები? აშკარად, არა – მორჩილის და დამყოლის. თუ მიზანი ყოფილი მტრის დამშვიდებაა, მაშინ რატომ უნდა შექმნა ცხოვრება, რომელიც გაჭირვებით, ტერორითა და დამცირებით არის სავსე, რატომ უნდა გაწირო ყველა პალესტინელი დედა და მამა იმაზე ნერვიულობისთვის, რომ მათი 12 წლის შვილი უსაფრთხოდ დაბრუნდება სკოლიდან და უკვე ბორკილებდადებული, თვალახვეული ცემენტის საკანში არ წევს. ერთადერთი გასაგები პასუხი ისაა, რომ ისრაელს პალესტინელების გამწარება სურს; მათ უნდათ, რომ არსებობდეს წინააღმდეგობა; ოღონდ ასევე უზრუნველყონ, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობა სრულიად უშედეგო იყოს. მათ უნდათ მოსახლეობა, რომელიც დამყოლი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ დროდადრო, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, არასტრატეგიული და არაკოორდინირებული ფორმით აფეთქდება, რასაც დანარჩენ სამყაროს ირაციონალური დემონური შეშლილობის ფორმად წარმოუდგენენ.

და რატომ აკეთებენ ამას? თითქმის ყველა არაბი პოლიტიკის ანალიტიკოსი, რომელსაც ვესაუბრე, პასუხს თავისთავად ცხადად მიიჩნევს. ისრაელის ეკონომიკა დიდწილად მაღალტექნოლოგიური იარაღებით ვაჭრობასა და კომპლექსური ელექტრონული “უსაფრთხოების” სისტემების მიწოდებაზე გახდა დამოკიდებული. დღეს ისრაელი იარაღის მეოთხე უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, აშშ-ს, რუსეთის და ბრიტანეთის (ცოტა ხნის წინ გადააჩოჩა საფრანგეთი მე-5 ადგილზე) შემდეგ. სხვათაშორის, ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა ასეთი პატარა ქვეყნისათვის. თუმცა, ყველა დაჩქარებით ამატებს: ისრაელის იარაღებს და უსაფრთხოების სისტემებს უზარმაზარი უპირატესობა აქვთ კონკურენტებთან შედარებით, საკუთარ სარეკლამო ლიტერატურაში ამის ხაზგასმას ისრაელის არცერთი კომპანია არ ივიწყებს. ისინი მასიურ საველე ტესტირებას გადიან. ეს ახალი ტიპის ჭურვი ღაზაში გვირაბების განადგურებისთვის გამოიყენებოდა. ეს ახალი ტიპის ცრემლსადენი გაზის გამფანტავი დანადგარი წარმატებით იქნა გამოყენებული ბალატაში, ლტოლვილთა ბანაკში, მომიტინგეების წინააღმდეგ. ამ ახალი ტიპის ლაზერულ დეტექტორიანმა მოწყობილობამ არაერთხელ აღკვეთა ახალმოსახლეებზე თავდასხმები. არაბული წინააღმდეგობა ისრაელის კაპიტალის ძირითად ეკონომიკური რესურსად იქცა, წინააღმდეგობის შეწყვეტის შემთხვევაში, საექსპორტო ეკონომიკა მყისიერ დარტყმას მიიღებს.

თუ ბულინგი შეიძლება განისაზღვროს, როგორც აგრესიის ფორმა, რომელზე მსხვერპლის რეაქციაც, შეიძლება, აგრესიის საწყისი აქტისთვის რეტროაქტიულ გამართლებად იყოს გამოყენებული, მაშინ ისრაელის ოკუპაციამ ბულინგი მართვის პრინციპად გადააქცია. ყველაფერი პროვოცირებისთვისაა შექმნილი. პროვოკაციები ყოველდღიურია, მახინჯი და შეურაცხმყოფელი. მაგრამ ისეა გათვლილი, რომ მუდმივად ზღვარზე იყოს და უხეშ აგრესიაში არ გადაიზარდოს, რადგან ამგვარად ეს პროვოკაციები არა ცალსახა “თავდასხმას”, არამედ სკოლის ბულინგს ემსავსება, სადაც მოძალადე გამუდმებით შეუმჩნევლად უჩხიკინებს, ჩხვლეტს და ურტყამს თავის მსხვერპლს იმ იმედით, რომ პასუხად უშედეგო ბრაზი ამოხეთქავს.

პალესტინური სიტუაციის აგონიურობა საბოლოოდ მაშინ გავიაზრე, როდესაც მთავარს მივხვდი – ტრადიციულ პალესტინურ საზოგადოებაში ცხოვრების არსი უცხოებისადმი გულუხვობაა. აქ სტუმართმოყვარეობა ყველაფერს ნიშნავს. როდესაც ამერიკელ გადამღებ ჯგუფთან ერთად პირველად შევედი ნაბლუსში, მთელმა სამეზობლომ (ოღონდ ეს მერე გავიგე) ტელეფონები ამოიღო, რომ გაერკვიათ რა ხდებოდა. ვინ იყვნენ ეს უცხოელები? რა აღჭურვილობას ატარებდნენ? რატომ იყვნენ აქ? როგორც კი ერთ-ერთ სახლში შევედით, ყველაფერი შეიცვალა. სამეზობლოს კომიტეტმა სწრაფად შეკრიბა 30 ან 40 ახალგაზრდა მოხალისე, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ფიზიკურად დაგვიცავდნენ, თუ პალესტინის ხელისუფლების კორუმპირებული ელემენტები, ან ისრაელის უსაფრთხოების ძალები რაიმე საფრთხეს შეგვიქმნიდნენ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვიღაცის სტუმრები ვიყავით, და ჩვენი უსაფრთხოების საკითხი სამეზობლოს კოლექტიური ღირსების საკითხი იყო.

რა თქმა უნდა, მაშინ წარმოდენა არ გვქონდა, რა ხდებოდა. ამის შესახებ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გავიგეთ, როდესაც ვიღაცამ ეს ამბავი ამინთან ახსენა.

გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი პირველი ვიზიტი არაბაში იყო, სასოფლო-სამეურნეო ქალაქში, რომლის ცენტრიც ისლამური ჯიჰადის პოსტერებით, შავი დროშებით, შუა საუკუნეების მეჩეთებითა და ციხესიმაგრეების ნანგრევებით არის სავსე. თავიდან ხალხი თითქოს თავს გვარიდებდა, სახლების უმრავლესობაში დარაბები დახურული იყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდით, ჯერ მზე არ იყო ჩასული: რამადანი იყო და ხალხს ეუხერხულობდა სახლში სტუმრების მიპატიჟება, თუ საჭმელს ვერ შეთავაზებდნენ. შებინდებისას კი, სადაც არ უნდა წავსულიყავით უხვად გვიმასპინძლდებოდნენ ცხვრის ხორცით, ნამცხვრებით და სალბის ჩაით. ტერასაზე ჩამომსხდარი თავსაბურავიანი ასაკოვანი ქალები უსასრულოდ გვივსებდნენ ჭიქებს და თან ამბებს გვიყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს არქეოლოგებმა რომელიღაც უძველესი ებრაელი ლიდერების საფლავები – სახელები ვერ გავიგე, მგონი მაკაბები უნდა ყოფილიყვნენ – მას შემდეგ, ეს სამარხები მომლოცველთა ადგილად გამოცხადდა. როგორც წესი, რა თქმა უნდა, ასეთი ადგილსამყოფელის აღმოჩენა უცაბედი ეკონომიკური საჩუქარია ადგილობრივი საზოგადოებისთვის. პალესტინაში კი ამას შესაძლოა, მთელი სოფლის გაძევება მოჰყვეს. არაბა ამისთვის ზედმეტად დიდი იყო. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავდა, რომ პერიოდულად, ისრაელის ასობით ჯარისკაცი სრული საბრძოლო აღჭურვილობით შემოიჭრებოდა ქალაქში, სნაიპერები პოზიციებს სახურავებზე დაიკავებდნენ და 12 საათიანი კომენდანტის საათი დაიწყებოდა, სანამ მორწმუნე ახალმოსახლე ებრაელები მოსახსენიებელ რიტუალს ჩაატარებდნენ. მერე ყველა უკან მიდიოდა.

შემდეგ დაიწყეს სოფლის ბავშვების ისტორიების მოყოლა, რომლებიც ებრაელ ახალმოსახლეებზე თავდასხმის ბრალდებით ციხეში ისხდნენ.

ეს იყო მომენტი, როდესაც, როგორც ნიუ იორკში, ებრაულ ოჯახში, თითქმის მთლიანად სიონისტურ პროპაგანდაზე აღზრდილი ადამიანი, მოულოდნელად მივხვდი რა განსხვავებულად ჩანს ყველაფერი საპირისპირო მხრიდან. სადაც არ უნდა წავსულიყავით, პალესტინელები გვიყვებოდნენ სხვადასხვა ხალხზე, რომლებსაც ისტორიულად წმინდა მიწაზე მასპინძლობდნენ: სომხები, ბერძნები, სპარსელები, რუსები, აფრიკელები, ებრაელები… თავდაპირველად, სიონისტებსაც სახლში მოსულ სტუმრებად აღიქვამდნენ. თუმცა, ისინი ყველაზე ცუდი სტუმრები აღმოჩნდნენ, რაც შეიძლება წარმოიდგინო. სტუმართმოყვარეობის ყველა აქტი მითვისების ლიცენზიად გადაიქცა, სამყაროს ყველაზე ნიჭიერი პროპაგანდისტები მთელი მსოფლიოს დასარწმუნებლად დაირაზმნენ, რომ მათი მასპინძლები გახრწნილ, არაადამიანურ მონსტრებად წარმოეჩინათ, რომლებსაც საკუთარ სახლზე უფლებაც არ გააჩნდათ. ამ სიტუაციაში, რა შეიძლება გააკეთო? აღარ იყო გულუხვი? მაგრამ ეს ხომ აბსოლუტური, ეგზისტენციალური დამარცხება იქნება. ამას გულისხმობდნენ, როცა გაანგარიშებულ დეგრადაციაში ცხოვრებაზე საუბრობდნენ. ხალხს სისტემურად ართმევდნენ ფიზიკურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საშუალებებს, რომ დიდსულოვნების უნარი დაეკარგათ. დაკარგო ამ დიდებული ჟესტის ჩვენების უნარი, ცოცხალმკვდრად გადაქცევას ნიშნავს.

შენიშვნები

[1] საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებით, არალეგალურად გამოცხადებული დასახლებები, რომლებშიც ებრაული იდენტობის მქონე ისრაელის მოქალაქეები ცხოვრობენ. ამჟამად, ებრაული დასახლებები დასავლეთ სანაპიროზე (რომელიც პალესტინის მიერ საკუთარი სუვერენული ტერიტორიის ნაწილადაა გამოცხადებული) და გოლანის მაღლობებზე მდებარეობს.

article-cover

გულმავიწყობის შესახებ: წინასიტყვაობა და თარგმანი

Unknown

ალექსანდრა აროშვილის წინასიტყვაობა

ჯონ ბერჯერის ეს ტექსტი 2024 წლის დადგომისას ვთარგმნე. ბრიტანელი ნოველისტის, მხატვრისა და პოეტის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ბრწყინვალე მარქსისტი მოაზროვნისა და უკანასკნელი 50 წლის ერთ-ერთი მთავარი ხელოვნების კრიტიკოსის ეს პატარა ესე ერთ-ერთია წიგნიდან „Confabulations“ (მუსაიფები), რომელიც რამდენიმე ასეთი ჩანახატისა და ავტორის ნახატებისგან შედგება. ბერჯერმა ის 2016 წელს, გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე დაწერა.

2018 წელს, ეს პატარა და ლამაზი წიგნაკი, საქართველოდან შორს მყოფს, ერთმა ძვირფასმა მეგობარმა მაჩუქა. სხვადასხვა წლებში, ის რამდენჯერმე გადმოვიღე თაროდან – განსაკუთრებული უიმედობისა თუ წერის შეუძლებლობისას. გამახსენდა მასში ჩახატული წრეები და ყვავილები; გამახსენდა, თუ რას წერს ამ წრეებსა და ბუნებრივ ფორმებზე და გამახსენდა, როგორი გულმავიწყი ვარ.

როცა 2024 წელი დადგა, ვფიქრობდი, რა შეიძლება უთხრას დღეს ადამიანმა თავის პატარა ერს, თავის ტანჯვაში მყოფ საზოგადოებას, ისე, რომ არც ძალიან დაღალოს ზედმეტი ინტელექტუალური წიაღსვლებით და არც უხეში და გამრიყავი ნიშნისმოგებითა და თვითტკბობით ელაპარაკოს – თითქოს ზედმიწევნით ფლობდეს რეალობის შეცვლის პოლიტიკურ საშუალებებს, მეთქი.

უბრალოდ პირდაღებულ ჭრილობებზე ცოტა მალამო რომ გადაუსვას და თან გაახსენოს ის, რაც ასე ურცხვად დავიწყებია, მეთქი. ვფიქრობდი, რა შეიძლება დღეს თქვა ან დაწერო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გენოციდზე, ისე, რომ თავს საერთოდ ამის უფლება მისცე; ისე, რომ არ დაგზაფროს, ამაზე ლაპარაკს საერთოდ როგორ ბედავ, მეთქი.

წერა ვცადე და ისევ ეს პატარა ჩანახატი გამახსენდა. მაშინვე ვთარგმნე.

მაგრამ არ გამოვაქვეყნე. ყველა, ვისაც შეიძლებოდა, იმ დღეებში ჩემი ტექსტი მიწვდომოდა, რამდენიმე დღეში იმ უხეში, გამრიყავი და ნიშნისმომგები ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავებით, რომელიც ადამიანებს საკუთარი სახლებიდან ყრის, ჩაგრავს და იქვემდებარებს. ბრძოლაში ჩაებნენ ისეთებიც, რომლებიც დროგამოშვებით საკუთარ თავს მტკიცე პირობას აძლევენ ხოლმე, აღარასდროს აღარაფერში ჩავებმებითო. უიმედობისა და უსამართლობის ჭრილობებს ყველამ ერთად სოლიდარობა გადავუსვით მალამოდ – ეს ხალხური, უძველესი და უებარი რეცეპტი.

ამ ბრძოლის დაწყებიდან 2 კვირაც არ გასულა, რომ ქვეყანის სხვადასხვა კუთხეში 11 ადამიანი დაიღუპა მეწყრული პროცესების შედეგად. ეს ადამიანები ისეთ არეალებში ცხოვრობდნენ, რომლის შესახებაც კრიტიკული გეოლოგიური დასკვნები არსებობს; რომელთა შესახებაც სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო. ერთ-ერთი მეწყერი სწორედ იმ რეგიონში განვითარდა, სადაც წინა თვეებსა და წლებში დავდიოდი – ვხვდებოდი ხალხს, რომელიც მიხსნიდა, რომ ასეთი საფრთხე ემუქრებათ, რომ არავინაა მათი დამხმარე. სოლიდარობაწასმულმა ჭრილობამ პირი ისე დააღო, რომ ნაკერი დასჭირდა.

ნაკერი კი არ ჩანს, რადგან არ ჩანს ამგვარი რეალობის შეცვლისთვის საჭირო პოლიტიკური საშუალებები: ერთ თვეში მომხდარი რამდენიმე ამბავი ერთმანეთს სწრაფად ჩაენაცვლა და ერთმანეთი გაანადგურა. საბოლოოდ კი, ტრაგედიიდან სულ რაღაც ორ დღეში, ქალაქის ცენტრში დადგმული ერთი ხელოვანის მოკრძალებული ქანდაკების ამბით დასრულდა, რომელზეც უცებ ყველამ ერთად გადაიტანა ყურადღება. ზოგმა გააკრიტიკა, ზოგმა შეაქო, მაგრამ აზრი ყველამ გამოთქვა. ყველა ერთმანეთს დაერია.

ყველას დაავიწყდა, რაც წინა დღეს, წინა თვეს, წინა წელს მოხდა, რაც წინა წლებში ან მთელი ისტორიის მანძილზე ხდებოდა. კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, ყველას დაავიწყდა აწმყო. ყველას ყოველდღე ავიწყდება ყველაფერი. 10,000 ბავშვი, რომელიც ბოლო ოთხ თვეში ღაზაში მოკლეს, არავის ახსოვს, არავის ახსოვდა მათი ამბავი არც მანამდე, არავის ახსოვს ისინიც, ვისაც ახლა კლავენ.

გულმავიწყობის ამ მდგომარეობაში, მომავლის შეცვლა შეუძლებელია.

ჩემს ძვირფას მეგობარს, რომელმაც ეს წიგნაკი წამლად მაშინ მაჩუქა, როცა ძალიან უიმედო ვიყავი, ახლა თარგმანს და წინასიტყვას ვუბრუნებ აქედან შორს ყოფნის მალამოდ. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვართ. მის მსგავსად, საქართველოდან შორს მყოფ ყველა სხვა ჩვენს მოქალაქეს და ჩვენსავით ტანჯვაში მყოფ ყველა პატარა ერს ამ წერილით ვუთვლი: მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ჩვენ ვიცით როგორ მოვიცადოთ, სანამ მომავლის ცვლილებისთვის საჭირო ნამდვილი პოლიტიკური საშუალებები გამოჩნდება.

როგორ შევეწინააღმდეგოთ გულმავიწყობას

ჯონ ბერჯერი

წიგნიდან Confabulations (2016)

გასულ კვირას, პიკასოს „ალჟირელი ქალები“, რომელიც მან 1955 წელს – სამოცი წლის წინ დახატა, ნიუ-იორკის Christie’s-ში[1] 180 მილიონ დოლარად გაიყიდა. პიკასოს გადაწყვეტილება, დაეხატა ეს ტილო, ნაწილობრივ მისი სურვილით იყო შთაგონებული, მხარდაჭერა გამოეცხადებინა ალჟირელი ხალხისთვის იმ ბრძოლასა და ომში, რომელიც ერთი წლით ადრე, ფრანგული კოლონიალიზმის წინააღმდეგ დაიწყო.

დღეს ამაღლების დღესასწაულია, აღდგომიდან 40 დღის შემდეგ. სახარების მიხედვით, ეს სწორედ ის დღეა, როცა ქრისტე, როგორც მოწმობდნენ მისი მოწაფეები, მათ თვალწინ, ზეცად ამაღლდა. მიწაზე ისინი მარტო, ახლა უკვე მხოლოდ თავიანთი თავის ამარა დარჩნენ.

გასული კვირის განმავლობაში, ძირითადად ყვავილებს ვხატავდი, იმ ცნობისმოყვარეობით მოტივირებული, რასაც ნაკლებად აქვს რაიმე საერთო ბოტანიკასა თუ ესთეტიკასთან. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: შესაძლებელია თუ არა, ბუნებრივი ფორმა – ხე, ღრუბელი, მდინარე, ქვა, ყვავილი – აღვიქვათ და მივიღოთ, როგორც შეტყობინება? შეტყობინება, რომელიც წარმოთქმის გარეშე მოდის, რომელიც შეიძლება არასდროს გახდეს სიტყვიერი და რომელიც მაინცდამაინც ჩვენთვის არ არის გამოგზავნილი. შეგვიძლია თუ არა ბუნების გამოვლინებები ტექსტებად წავიკითხოთ?

ამგვარ მცდელობაში ჩემთვის არაფერია მისტიკური. ეს ჟესტებზე ორიენტირებული სავარჯიშოა, რომელსაც სურს რეაგირება ენერგიის სხვადასხვა ფორმასა და რითმზე, რომელთა წარმოდგენაც მე მომწონს ტექსტებად. ეს არის ტექსტები ენიდან, რომელიც არასდროს გვესმოდა. რამდენადაც ამ ტექსტის გაკვალვას ვცდილობ, მას ფიზიკურადაც ვხატავ და იმ უსაზღვრო, უჩარჩოო, უცნობ მშობლიურ ენაზე აღვიქვამ, რომლითაც ის დაწერილია.

სპეკულაციური, ფინანსური კაპიტალიზმის ტოტალიტარულ წესრიგში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მედია განუწყვეტლივ გვბომბავს ინფორმაციით. ძირითადად, სწორედ ეს ინფორმაციაა დაგეგმილი დივერსია, გადაიტანოს ჩვენი ყურადღება იმისგან, რაც ნამდვილი, არსებითი და გადაუდებელია.

ინფორმაციის უმეტესი წილი იმას ეხება, რასაც ოდესღაც პოლიტიკას ვუწოდებდით, თუმცა, პოლიტიკა ჩანაცვლებულია სპეკულაციური კაპიტალიზმის გლობალური დიქტატით – მისი ვაჭრებითა და საბანკო ლობისტებით.

პოლიტიკოსები ორივე მხარეს, მემარცხენეები თუ მემარჯვენეები, განაგრძობენ დებატებს, ხმის მიცემას, რეზოლუციების მიღებას, ისე, თითქოს ეს ყველაფერი ასე არ იყოს. შედეგად, მათი მსჯელობა მიემართება არაფერს და უმნიშვნელოა. სიტყვები და ცნებები, რომლებსაც ისინი იმეორებენ – ტერორიზმი, დემოკრატია, მოქნილობა – დაცლილია ყოველგვარი მნიშვნელობისგან. პუბლიკა კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისე მიჰყვება ამ მოლაპარაკე თავებს, თითქოს მუდმივ საშინაო დავალებას ასრულებდეს რიტორიკის სწავლაში! სრული სისულელე.

მეორე სახის ინფორმაცია, რომლითაც ვიბომბებით, მონუსხვაზე კონცენტრირდება: შოკისმომგვრელ, ძალადობრივ მოვლენებზე, სადაც და როდისაც არ უნდა ხდებოდეს, მთელი მსოფლიოს გარშემო: ძარცვა, მიწისძვრა, გადაბრუნებული გემები, ამბოხება, მკვლელობა. რაწამს ვიხილავთ სპექტაკლს, ის მეორით ნაცვლდება – უკონტექსტო, გამაშეშებელი თანმიმდევრობით. ასეთი ინფორმაცია გვეძლევა როგორც შოკი და არა როგორც ამბები. ისინი გვახსენებს, რომ რაც შეიძლება მოხდეს, არაპროგნოზირებადია. ისინი ცხოვრების რისკ-ფაქტორებს გამოხატავს.

ამას დავუმატოთ ენა, რომელსაც იყენებს მედია, იმისთვის რომ წარმოგვიდგინოს და დაყოს სამყარო. ის ძალიან ახლოსაა ჟარგონთან და მენეჯმენტის ექსპერტების ლოგიკასთან. ის ყველაფერს ითვლის და იშვიათად ეხება არსს ან ხარისხს. ის ეყრდნობა პროცენტებს, ცვლილებებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, უმუშევრობის მაჩვენებლებს, ზრდის ტემპებს, მზარდ ვალებს, ნახშიროჟანგის აღრიცხვას და ასე შემდეგ. ეს არის ხმა, რომელიც თავს კარგად გრძნობს ციფრებთან, მაგრამ არა ცოცხალ ან ტანჯვაში მყოფ სხეულებთან. ის არ საუბრობს არც წუხილზე, არც იმედზე.

ამრიგად, ის რაც საჯაროდ ითქმის; და ფორმა, რომლითაც ის ითქმის, ახალისებს სამოქალაქო და ისტორიულ ამნეზიას. გამოცდილება ამოშლილია. წარსულისა და მომავლის ჰორიზონტები უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. ჩვენ გვაჩვევენ, ვიცხოვროთ დაუსრულებელ და გაურკვეველ აწმყოში, რათა ვიყოთ გულმავიწყი მოქალაქეები.

ამასობაში კი ის, რაც ჩვენს გარშემო ხდება, უფრო და უფრო უარესობისკენ მიდის. პლანეტა ეკონომიკური გადახურების მდგომარეობაშია. სიმდიდრე უფრო და უფრო მეტად გროვდება ერთეულთა ხელში, უმრავლესობა გამოუკვებელია, ნაგვით იკვებება ან შიმშილობს. ბევრად მეტი მილიონი ადამიანი იძულებულია ემიგრირდეს ერთი ადგილიდან მეორეზე, გადარჩენის გადაწურული იმედით. შრომის პირობები ბევრად უფრო არაადამიანური ხდება.

ისინი, ვინც მზად არიან აჯანყდნენ იმის წინააღმდეგ, რაც დღეს ხდება – უამრავია, მაგრამ პოლიტიკური საშუალებები იმისთვის, რომ მათ ეს გააკეთონ, ამ წუთამდე არ არსებობს ან ბუნდოვანია. ამის განვითარებას დრო სჭირდება. შესაბამისად, ჩვენ ლოდინი მოგვიწევს. მაგრამ როგორ მოვიცადოთ ასეთ გარემოებებში? როგორ მოვიცადოთ გულმავიწყობის ამ მდგომარეობაში?

ნება მოგვეცით, გავიხსენოთ ის დრო, რომელსაც აინშტაინი და სხვა ფიზიკოსები ხსნიდნენ, როგორც არა წრფივს, არამედ წრიულს. ჩვენი სიცოცხლეები არ არის განლაგებული ერთ ხაზზე, როგორც წერტილები წრფეზე, რომელიც გლობალური კაპიტალისტური წესრიგის წუთიერი სიხარბითაა ამპუტირებული. ჩვენ ვართ არა წერტილები წრფეზე, არამედ ცენტრები წრეებში.

წრეები გარს გვაკრავენ ანდერძს, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ ქვის ხანიდან დაგვიტოვეს; და ტექსტებს, შეტყობინებებს, რომლებიც, მართალია, ჩვენთვის არ არის გამოგზავნილი, მაგრამ ჩვენ უნდა ვმოწმობდეთ მათ, როგორც მოწაფეები ქრისტეს ამაღლებას – ტექსტებს ბუნებისა, სამყაროსი, რომლებიც გვახსენებს, რომ სიმეტრია თანაარსებობს ქაოსთან; რომ მახვილგონივრულობა ამარცხებს დამღუპველობას; რომ ის, რასაც ვნატრობთ, უფრო მეტად გვაძლევს იმედს, ვიდრე ის, რასაც შეგვპირდნენ.

ამის შემდეგ კი, გადარჩენილებს იმის მიერ, რაც წარსულისგან მემკვიდრეობით მივიღეთ; იმის მიერ, რისი მოწმენიც გავხდით, ჩვენ გაგვიჩნდება შეწინააღმდეგების გამბედაობა, გაგვიჩნდება წინააღმდეგობის გაგრძელების გამბედაობა იქამდე წარმოუდგენელ გარემოებებში. ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ მოვიცადოთ: სოლიდაროaბით.

ისევე, როგორც უსასრულოდ გავაგრძელებთ ქებას, ლანძღვას და წყევლას ყველა ენაზე, რომელიც ვიცით.

მთარგნელის შენიშვნა

[1] Christie’s – ბრიტანული აუქციონის სახლი, რომელიც 1766 წელს დაარსდა. აუქციონზე ნატიფი ხელოვნების, ანტიკვარებისა და მდიდრული მასალის ნიმუშები იყიდება. აუქციონის სახლს საკუთარი ფილიალები აქვს ნიუ-იორკში, ჰონ-კონგში, მილანში, ამსტერდამში, ჟენევაში, შანხაისა და დუბაიში. ნიუ-იორკში მდებარე ფილიალი, რომელსაც ბერჯერი ახსენებს, ცნობილ Rockfeller Plaza-შია განთავსებული, რომელიც 1933 წელს, მისი მშენებლობისას, როკფელერის მოწვევით, ცნობილმა კომუნისტმა მხატვარმა, დიეგო რივერამ მოხატა. რივერას მიერ შესრულებული უზარმაზარი კედლის მხატვრობა „ადამიანი გზაჯვარედინზე“ შენობის გახსნამდე განადგურდა, მასზე გამოსახული ლენინის პორტრეტის წაშლაზე მხატვრის მიერ უარის თქმის გამო.

article-cover

გარდამტეხი გადაწყვეტილება ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული ომის შესახებ

ავტორი: რაზ სეგალი[1]

გიორგი ყუშიტაშვილის თარგმანი

პარასკევს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელისა და მის მიერ ღაზაში წარმოებული ომის წინააღმდეგ წინასწარი განაჩენი გამოაქვეყნა. დეკემბერში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ სარჩელზე პასუხად, სასამართლომ დაადგინა, რომ დამაჯერებელია, ისრაელი ღაზაში პალესტინელთა მიმართ გენოციდს ჩადიოდეს. ამ გადაწყვეტილებით ბოლო მოეღო ისრაელის დღემდე ხელშეუხებელ სტატუსს საერთაშორისო სამართლის სისტემის ფარგლებში.

განაჩენში საუბარია ისრაელის სახელმწიფოს მეთაურთა, ომის კაბინეტის წევრებისა და სამხედრო მაღალჩინოსანთა მიერ „განადგურების განზრახვის“ შესახებ დაუფარავად გაკეთებულ განცხადებებზე და უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის მსხვერპლსა და ნგრევაზე. განაჩენში ასევე აღიარებულია რეგიონში არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობა: ისრაელის მიერ წარმოებული დაბომბვის შედეგად უკვე დაიღუპა 26 000-ზე მეტი და დაიჭრა 64 000-ზე მეტი პალესტინელი; თითქმის 2 მილიონ ადამიანს იძულებით მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება და ახლა შიმშილის საფრთხის წინაშე დგას; არსებობს ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკიც.

განაჩენთან ერთად დადგენილი გასატარებელი ზომები, მართალია, სამხრეთ აფრიკის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილ ცეცხლის შეწყვეტას არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით – თხუთმეტი ორის წინააღმდეგ – მისაღები ზომების ფარგლებში, ისრაელს დაევალა თავიდან აირიდოს ღაზაში გენოციდის ნებისმიერი აქტის განხორციელება და არ დაუშვას საკუთარი სამხედროების მიერ მსგავსი აქტების ჩადენა.

სასამართლოს მიერ დადგენილი წინასწარი ზომებითვე, ისრაელმა არ უნდა დაუშვას გენოციდის წახალისება და უნდა დასაჯოს მსგავს ქმედებებში მონაწილე პირები; უნდა უზრუნველყოს ღაზისთვის გადაუდებელი დახმარების მიწოდება; არ უნდა დაუშვას სამხილების განადგურება და უნდა იზრუნოს მათ შენახვა-შენარჩუნებაზე; ხოლო ერთი თვის თავზე, სასამართლოს ანგარიშის სახით უნდა აცნობოს მიღებული ზომების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნები, ფაქტობრივად, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას გულისხმობს, ვინაიდან სხვაგვარად ისინი ვერ შესრულდება.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეროს გენოციდის შესახებ კონვენციას დაეფუძნა. 1948 წელს ეს კონვენცია იმ ხედვით შეიქმნა, რომ ნაციზმი და ის, რასაც დღეს ჰოლოკოსტს ვუწოდებთ, ისტორიული თვალსაზრისით, ახალ და ჯერ უპრეცედენტო, გამონაკლის ფენომენს წარმოადგენდა. კონვენციას ჰოლოკოსტი და მისი მსხვერპლნი, იმხანად ჯერ კიდევ ზენიტში მყოფი, ევროპული იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის შედეგად წინა საუკუნეებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დახოცილი ადამიანებისა და გამქრალი კულტურებისგან უნდა გაეცალკევებინა.

1948 წელს ებრაული სახელმწიფოს დაფუძნებისას ჰოლოკოსტისთვის მინიჭებული გამონაკლისი სტატუსი ავტომატურად მიეწერა ისრაელსაც, განსაკუთრებით ჰოლოკოსტს გადარჩენილი იმ ებრაელების თვალში, ვინც ახალი ცხოვრების დაწყებას ისრაელში ცდილობდა.

ისრაელისთვის გამონაკლისი სტატუსის მინიჭებას, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის პროცესში ჩადენილი დანაშაულის, „ნაქბას,“ წინასწარგანზრახული და გააზრებული მიჩქმალვა მოჰყვა. 1948 წლის ომმა 750 000 პალესტინელი დევნილად აქცია, ასობით სოფელი და ქალაქი კი მიწასთან გაასწორა. თუმცა გამონაკლისის სტატუსმა პრაქტიკულად წარმოუდგენელი გახადა დაშვება იმისა, რომ ისრაელს საერთაშორისო სამართლით აღიარებული რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა შეეძლო. ამგვარად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა პერიოდმა ისრაელი საერთაშორისო სამართლის სისტემის ფარგლებში ხელშეუხებელ მდგომარეობაში ჩააყენა. „ნაქბასა“ და მისი შედეგების მიჩქმალვის კიდევ ერთ მიზანს, ისრაელის სახელმწიფოს, როგორც ახალმოსახლეთა კოლონიური პროექტის უარყოფა წარმოადგენდა. პარადოქსულია, მაგრამ ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ ახალი სიცოცხლე შთაბერა სწორედ იმ რასიზმსა და თეთრ უპირატესობას, რომელიც მანამდე თავად ებრაელებზე იყო მიმართული და რომელმაც არნახული ნგრევა მოუტანა ევროპას.

5 დეკემბერს ისრაელის პრეზიდენტის ისაკ ჰერცოგის მიერ MSNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თეთრი უპირატესობისა და კოლონიური განწყობის გამომხატველი კომენტარები სრულიად ხმამაღლა და ნათლად ჟღერდა: „ეს ომი მხოლოდ ისრაელსა და ჰამასს შორის როდი მიმდინარეობს“ – ასე უპასუხა მან ისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილი შეტევების შედეგად ათასობით დაღუპული პალესტინელის შესახებ დასმულ შეკითხვას. მისივე თქმით: „ეს ომი სინამდვილეში დასავლური ცივილიზაციის გადასარჩენად წარმოებს… ჩვენ თავს გვესხმის ჯიჰადისტური დაჯგუფებების მთელი ქსელი, ბოროტების იმპერია. ამ იმპერიას მთელი ახალო აღმოსავლეთის დაპყრობა სურს და რომ არ ვარსებობდეთ ჩვენ, შემდეგი ევროპა იქნებოდა, მის მერე კი აშშ.“

დღემდე გენოციდის ცნება ემსახურებოდა ჰოლოკოსტისა და ისრაელისთვის საერთაშორისო სამართლის სისტემის ფარგლებში გამონაკლისის სტატუსის შენარჩუნებას და ნაცვლად ამ ნორმის გადახედვისა და ეჭვქვეშ დაყენებისა, კიდევ უფრო განამტკიცებდა მას.

თუმცა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი დასკვნის ფონზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილ შეტევას შესაძლოა გენოციდის სახე ჰქონდეს, ახლა მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტი, კომპანია თუ სახელმწიფო ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისრაელსა და მის ოფიციალურ სტრუქტურებთან ყველა სახის კავშირს. ამიერიდან ასეთი კავშირები შეიძლება გენოციდში თანამონაწილეობად ჩაითვალოს.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იმავე თემაზე კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა: სან ფრანცისკოში აშშ-ს ფედერალური სასამართლო „კონსტიტუციურ უფლებათა ცენტრის“ მიერ პალესტინური ორგანიზაციების სახელით შეტანილ სარჩელს განიხილავდა. სარჩელი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და სხვა სახელმწიფო პირებს გაეროს სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და აშშ-ს მხრიდან ისრაელისთვის გაწეული სამხედრო და დიპლომატიური დახმარების გამო, გენოციდის თავიდან აცილებისთვის უმოქმედობასა და მასში თანამონაწილეობაში ამხელს.

პალესტინელი მოსარჩელენი ერთმანეთის მიყოლებით ჰყვებოდნენ „ნაქბას“ პერიოდში მათი ოჯახების თავს გადახდენილ ისტორიებს; ჰყვებოდნენ ისრაელის მიერ გამოვლენილი ძალადობის პირად გამოცდილებებზე; საკუთარ ნათესავებზე, რომლებიც 8 ოქტომბრის შემდეგ დაკარგეს; სამეზობლოებზე, რომლებშიც გაიზარდნენ და რომლებიც აღარ არსებობს; ისრაელის მიერ წარმოებული დაბომბვისა და ღაზაში შეჭრის შედეგად ნანგრევებად ქცეულ სკოლებზე; და კაფეებზე, სადაც ისინი ვეღარასდროს დალევენ ჩაის.

აღსანიშნავია, რომ ორივე სასამართლო პროცესი ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღის წინა დღეებში გაიმართა. ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე 27 იანვარს აღინიშნება, 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარის მიერ აუშვიცის, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების ყოველ წლისთავზე.

ამ სასამართლო პროცესებს საერთაშორისო სამართლის სისტემის ახალ ეპოქაში შევყავართ. სასამართლოები, ისტორიაში პირველად, პალესტინელთა მიერ წლების განმავლობაში განცდილ დევნას ღიად განიხილავენ გენოციდის სამართლებრივ ჩარჩოში. ამ საქმეებით, პალესტინელთა ხმა ჰოლოკოსტის ხსოვნაში ახალ ეპოქას ქმნის; უკან რჩება „ნაქბას“ უარყოფის ხანა და იშლება პერსპექტივა სამყაროსი, რომელშიც საბოლოოდ იქნება წინ წამოწეული და აღიარებული ხმები, ცოდნები, ისტორიები და პერსპექტივები, ყველა იმ ხალხისა ვინც სახელმწიფოთა მხრიდან ძალადობას განიცდის და მისი მსხვერპლია.

[1] რაზ სეგალი ნიუ ჯერსის სტოკტონის უნივერსიტეტში ჰოლოკოსტისა და გენოციდის კვლევების ასოცირებული პროფესორია.

article-cover

გადატრიალება, რომელზეც არ ვსაუბრობთ

ავტორი: შოშანა ზუბოვი

ანი გიორგაძის თარგმანი

ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დემოკრატია, ან თვალთვალის საზოგადოება, მაგრამ არა ორივე ერთად.

ორი ათწლეულის წინ, ამერიკის მთავრობამ კალიფორნიის ახალბედა ინტერნეტ კომპანიებს დემოკრატიის კარი ფართოდ გაუღო. მომდევნო წლებში, ამ კარს მიღმა თვალთვალის საზოგადოება აყვავდა – სოციალური ხედვა, რომელიც საზოგადოებრივი დაზვერვის სააგენტოებისა და კერძო ინტერნეტ კომპანიების ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ანალოგიური საჭიროებებიდან წარმოიშვა. ორივე მხარე ინფორმაციაზე ტოტალური წვდომის ოცნებით იყო მოჯადოებული. ოცი წლის შემდეგ, ბუხრიდან ცეცხლი გადმოვიდა, და 6 იანვარს[1], დემოკრატიის სახლს გადაბუგვით დაემუქრა.

ზუსტად 42 წელია ვიკვლევ ციფრული სამყაროს, როგორც ეკონომიკური ძალის აღზევებას, რომელსაც ინფორმაციულ ცივილიზაციად ტრანსფორმაციისაკენ მივყავართ. ბოლო ორი ათწლეულია, ვაკვირდები ამ მოულოდნელი პოლიტიკურ-ეკონომიკური ძმობის შედეგებს, როგორ გარდაიქმნენ ახალგაზრდა კომპანიები თვალთვალის იმპერიებად, რომლებიც აღჭურვილი არიან ქცევის მონიტორინგის, ანალიზის, ტარგეტინგის და პროგნოზირების გლობალური არქიტექტურით, რასაც მე თვალთვალის კაპიტალიზმს ვუწოდებ. თვალთვალის ფართო შესაძლებლობების წყალობით და მოგების მიზნით, ახალმა იმპერიებმა ფუნდამენტურად ანტიდემოკრატიული ეპისტემური გადატრიალება მოაწყვეს. ეს გულისხმობს ჩვენ შესახებ უპრეცედენტო ცოდნის კონცენტრირებას და არაანგარიშვალდებულ ძალაუფლებას, რომელიც ასეთი ცოდნის დაგროვების შედეგია.

ინფორმაციულ ცილივიზაციაში, საზოგადოებები ცოდნის საკითხებით არიან განსაზღვრული – როგორ არის ცოდნა განაწილებული, რას წარმოადგენს მის განაწილებაზე პასუხისმგებელი ძალა, და ძალაუფლება, რომელიც ამ ძალას იცავს. ვინ იცის? ვინ წყვეტს, ვინ იცის? ვინ წყვეტს, ვინ წყვეტს, ვინ იცის? თვალთვალის კაპიტალისტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასოდეს აგვირჩევია, ახლა ყველა ამ კითხვაზე ფლობენ პასუხებს. ეს არის ეპისტემური გადატრიალების არსი. ჩვენს პირად ინფორმაციაზე საკუთრების უფლების მითვისებით, ისინი იტაცებენ უფლებას, გადაწყვიტონ – ვის აქვს ცოდნა, და ამ ძალაუფლებრივ პოზიციას კრიტიკული ინფორმაციული სისტემების და ინფრასტრუქტურის კონტროლით იმყარებენ.

დონალდ ტრამპის პოლიტიკური გადატრიალების მცდელობა ამ ჩრდილოვანი გადატრიალების ტალღის ნაწილია. მის აღსრულებაში ორ ათწლეულზე მეტია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ანტისოციალურ მედიას, ოდესღაც გათავისუფლების შემოქმედებად რომ ვაღიარებდით. ინაუგურაციის დღეს, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ “დემოკრატიამ გაიმარჯვა” და დემოკრატიულ საზოგადოებაში სიმართლისთვის კუთვნილი ადგილის დაბრუნებას დაგვპირდა. რეალურად, კი, დემოკრატია და სიმართლე უდიდესი საფრთხის ქვეშ რჩება მანამ, სანამ თვალთვალის კაპიტალიზმის მიერ მოწყობილ გადატრიალებას არ დავამარცხებთ.

ეპისტემური გადატრიალების ოთხი ეტაპი

პირველი ეტაპი ეპისტემური უფლებების მითვისებაა, რაც ყველა მომდევნო ეტაპისთვის ქმნის საფუძველს. თვალთვალის კაპიტალიზმი სათავეს იღებს აღმოჩენიდან, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან ადამიანების ცხოვრებაზე, როგორც უფასო ნედლეულზე, რათა მოიპოვონ ქცევითი მონაცემები, რომელსაც კერძო საკუთრებად გამოაცხადებენ.

მეორე ეტაპი ეპისტემური უთანასწორობის მკვეთრი მატებით აღინიშნება, რაც გულისხმობს განსხვავებას იმას შორის, თუ რა შემიძლია ვიცოდე მე და რა შეიძლება იცოდნენ ჩემ შესახებ. მესამე ეტაპი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, წარმოადგენს ეპისტემურ ქაოსს, რომელიც გამოწვეულია მოგებაზე ორიენტირებული ალგორითმების გაძლიერებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და მიკროტარგეტინგით – დიდი ნაწილი დეზინფორმაციის კოორდინირებული სქემებით კეთდება. ამის ეფექტი იგრძნობა რეალურ სამყაროში, სადაც ანაწევრებენ საერთო რეალობას, წამლავენ სოციალურ დისკურსს, ახდენენ დემოკრატიული პოლიტიკის პარალიზებას და ხანდახან ძალადობასა და სიკვდილს იწვევენ.

მეოთხე ეტაპზე ეპისტემური დომინაციის ინსტიტუციონალიზება ხდება, რა დროსაც დემოკრატიულ მმართველობას კერძო თვალთვალის კაპიტალის გაანგარიშებული მმართველობა ანაცვლებს. მანქანებმა იციან, ხოლო სისტემები, რომლებიც თვალთვალის კაპიტალის ანტიდემოკრატიული ძალაუფლებით იმართებიან, გადაწყვეტილებებს იღებენ. თითოეული ეტაპი ეფუძნება წინას. დემოკრატიული საზოგადოების დასუსტებით, ეპისტემური დომინაციისთვის მზადდება საფუძველი – რაც ნათლად გამოჩნდა ამერიკის კაპიტოლიუმში შეჭრისას.

ჩვენ, ციფრულ საუკუნეში, ინფორმაციული ცივილიზაციის ფორმირების წლებში ვცხოვრობთ. ჩვენი დრო ინდუსტრიალიზაციის ადრეულ ეპოქას შეიძლება შევადაროთ, როცა კერძო მესაკუთრეების უფლება ყველაფერზე მაღლა იდგა. ამჟამინდელი მდგომარეობის მწარე სიმართლე იმაშია, რომ ამერიკას და სხვა ლიბერალური დემოკრატიების უმრავლესობას, მთელი ციფრული სამყაროს ფლობა და მართვა თვალთვალის კერძო კაპიტალის პოლიტიკური ეკონომიკისთვის აქვთ გადაცემული. დღეს, ამ უკანასკნელსა და დემოკრატიას შორის ბრძოლა მიმდინარეობს იმ ფუნდამენტური უფლებებისთვის და პრინციპებისთვის, რომლებითაც ამ საუკუნის სოციალური წესრიგი იქნება განსაზღვრული.

პანდემიურმა უბედურებამ და ტრამპისტულმა ავტოკრატიამ ეპისტემური გადატრიალების ეფექტები გააძლიერა. ანტისოციალური მედიის მკვლელი პოტენციალი 6 იანვრამდე ბევრად ადრე გამოაშკარავდა. გვაიძულებს თუ არა, ამ გადატრიალების და მისით გამოწვეული საფრთხეების შემჩნევა, ფიქრს იმ უსიამოვნო სიმართლეზე, რომელსაც ბოლო ორი ათწლეულია ჰორიზონტზე ვხედავთ? ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს დემოკრატია, ან თვალთვალის საზოგადოება, მაგრამ არა ორივე ერთად. დემოკრატიული თვალთვალის საზოგადოების არსებობა შეუძლებელია. დარწმუნებული იყავით: ეს ჩვენი ინფორმაციული ცივილიზაციის სულისთვის ბრძოლაა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მესამე ათწლეულში.

თვალთვალის უნიკალურობა

11 სექტემბრის ტრაგედიამ ვაშინგტონის ფოკუსი მკვეთრად შეცვალა და ის კონფიდენციალურობის შესახებ ფედერალურ კანონზე დებატებიდან, ტოტალური ინფორმირების მანიაზე გადაიტანა. ამან “სილიკონ ველის” თვალთვალის ინოვაციური პრაქტიკები ინტენსიური ინტერესის ობიექტად აქცია. როგორც “იელის სამართლის სკოლის” პროფესორმა, ჯეკ ბალკინმა, შენიშნა, დაზვერვის საზოგადოება იძულებული იქნება “ინფორმაციის შეგროვებისა და გენერირებისას კერძო საწარმოებს დაეყრდნოს”, რომ კონსტიტუციური, სამართლებრივი, ან მარეგულირებელი შეზღუდვები გადალახოს. დღეს ცენტრალური ეს დავაა. 2013 წლისთვის, CIA-ს ტექნოლოგიის მთავარმა ოფიცერმა ხაზი გაუსვა სააგენტოს მისიას, „შეაგროვოს და სამუდამოდ დაეუფლოს ყველაფერს“ და აღიარა, რომ ინტერნეტ კომპანიებმა, მათ შორის “გუგლმა”, “ფეისბუქმა”, “იუთუბმა”, “ტვიტერმა” და “ფიტბიტმა” და სატელეფონო კომპანიებმა ეს შესაძლებელი გახადეს. თვალთვალის კაპიტალიზმმა რევოლუციური ფესვები გაიდგა იმ დაუწერელ პოლიტიკურ დოქტრინაში, რომელიც გვერდს უვლის დემოკრატიულ პასუხისმგებლობას და ინტერნეტ კომპანიებს ადამიანების გამოცდილებების მოპარვისა და საკუთრების მონაცემებად გარდაქმნის ლიცენზიას ანიჭებს.

ახალგაზრდა ანტრეპრენიორებმა ყოველგვარი დემოკრატიული მანდატის გარეშე მიიღეს უსასრულო ინფორმაცია და არაანგარიშვალდებული ძალაუფლება. “გუგლის” დამფუძნებლებს, ლარი პეიჯს და სერგეი ბრინს, მსოფლიოს ინფორმაციის წარმოებაზე, ორგანიზაციასა და პრეზენტაციაზე სრული კონტროლი აქვთ. მარკ ცუკერბერგს აბსოლუტური კონტროლი აქვს იმაზე, თუ რა იქნება გლობალური კომუნიკაციისა და ახალი ამბების გაცნობის ძირითადი საშუალება, ისევე, როგორც მის ქსელებში დაფარულ ინფორმაციაზე. ზემოთხსენებული ჯგუფის წევრების რაოდენობა იზრდებოდა, ხოლო გლობალური მომხმარებლების საზოგადოება დინებას გაუაზრებლად მიჰყვებოდა.

მოპარვის ლიცენზიას თავისი ფასი მოჰყვა, რაც ხელმძღვანელებს არჩეული თანამდებობის პირებისა და მარეგულირებლების მუდმივ მფარველობას ავალდებულებდა, ასევე მომხმარებლების მუდმივ იგნორირებას, ან, სულ მცირე, მათი ჩუმი თანხმობის მიღებას. ბოლოს და ბოლოს, ეს პოლიტიკური დოქტრინა იყო, და მისი დაცვა პოლიტიკურ მანევრირებას, დაშოშმინებას, ჩართულობასა და ინვესტიციებს მოითხოვდა.

“გუგლი” ლიდერობდა იმით, რამაც შემდგომ ის მსოფლიოს უმდიდრეს ლობისტურ მანქანად გადააქცია. 2018 წელს თითქმის ნახევარმა სენატმა მიიღო შემოწირულობები “ფეისბუქისგან, “გუგლისგან” და “ამაზონისგან”. კომპანიები აგრძელებენ ხარჯების რეკორდების დამყარებას.

თვალთვალის უნიკალურობა ნიშნავს იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ლიბერალურმა დემოკრატიებმა, დემოკრატიას თვალთვალი არჩიეს, როგორც სოციალური წესრიგის სახელმძღვანელო პრინციპი. ამ არასწორი გადაწყვეტილებით, დემოკრატიულმა მთავრობებმა მნიშვნელოვნად დაასუსტეს საკუთარი უნარი, შეენარჩუნებინათ ადამიანების ნდობა. ამან თვალთვალის პრინციპი გააძლიერა.

ეპისტემური ქაოსის ეკონომიკა და პოლიტიკა

ეპისტემური ქაოსის ეკონომიკის გასაგებად, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ თვალთვალის კაპიტალიზმის ოპერაციებს ფაქტებისადმი ფორმალური ინტერესი არ ამოძრავებს. ყველა მონაცემი თანაბრად სასურველია, მიუხედავად მათ შორის განსხვავებისა. მოპოვების ოპერაციები ციკლოპის ლოგიკით ხორციელდება, ხარბად მოიხმარს ყველაფერს, რასაც ხედავს და რადიკალურად გულგრილია მნიშვნელობის, ფაქტების და სიმართლის მიმართ.

ერთ-ერთ გამოჟონილ დოკუმენტში, “ფეისბუქის” აღმასრულებელი დირექტორი, ენდრიუ ბოსვორტი, სიმართლისა და მნიშვნელობის ზემოთხსენებულ მიზანმიმართულ უგულებელყოფას აღწერს: “ჩვენ ვაკავშირებთ ადამიანებს. ეს შეიძლება იყოს კარგი, თუ ისინი ამას პოზიტიურად გამოიყენებენ. იქნებ ვინმემ სიყვარული იპოვოს. … ეს შეიძლება იყოს ცუდი, თუ ისინი ამას ნეგატიურად გამოიყენებენ. … შესაძლოა ვინმე ტერორისტულ თავდასხმაში მოკვდეს. … მახინჯი სიმართლე ის არის, … რომ ყველაფერი, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო მეტად დავაკავშიროთ ადამიანები, თავისთავად კარგია.”

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოთვალთვალე მომპოვებლისთვის კონტენტზე უარის თქმა იგივეა, რაც ქვანახშირის მომპოვებლისთვის კონტეინერის იმ მიზეზით დაწუნება, რომ ზედმეტად დასვრილია. სწორედ ამიტომ, კონტენტის მოდერაცია არის უკანასკნელი თავშესაფარი, “ექსონმობილის”[2] სტილის პიარის ოპერაცია სოციალური პასუხისმგებლობის სულისკვეთების საჩვენებლად. “ფეისბუქის” შემთხვევაში, მონაცემთა დახარისხება მომხმარებელების მიერ ქსელის დატოვების რისკის ან სანქციების ასარიდებლად ხდება. ორივეს მიზანი მონაცემთა ნაკადების გაზრდაა და არა შემცირება. მოპოვების იმპერატივი შერწყმულია რადიკალურ ინდიფერენტულობასთან – მისი მიზანია, შექმნას სისტემები, რომლებიც განუწყვეტლივ გაზრდის ჩართულობის მასშტაბს, მიუხედავად ჩართულობის მოტივაციისა.

“ფეისბუქს” იმიტომ არ ვუტრიალებ, რომ ის ერთადერთი დამნაშავეა ეპისტემური ქაოსის შექმნაში, არამედ იმიტომ, რომ ის უდიდესი სოციალური მედიაკომპანიაა, ყველაზე მასშტაბური შედეგებით.

თვალთვალის ეკონომიკამ წარმოშვა მომპოვებელი ციკლოპები, რომლებმაც “ფეისბუქი” სარეკლამო მონსტრად და სიმართლის სიკვდილის ველად გადააქციეს. შემდეგ, პრეზიდენტი ამორალური მისტერ ტრამპი გახდა, რომელიც სიცრუის მასშტაბურად გავრცელების უფლებას მოითხოვდა. დესტრუქციული ეკონომიკა შერბილებულ პოლიტიკას შეერწყა, ყველაფერი უაღრესად გაუარესდა.

მთავარი ის არის, რომ დაშოშმინების პოლიტიკა, თვალთვალის ეკონომიკის შესახებ მახინჯი სიმართლის შელამაზებაზე, მოდიფიცირებაზე და აღმოფხვრაზე მეტს მოითხოვს. თვალთვალის კაპიტალიზმის ეკონომიკურმა იმპერატივებმა “ფეისბუქი” ფეთქებად საზოგადოებრივ ნივთიერებად გადააქცია. მისტერ ცუკერბერგს უკან დახევა და დამკვირვებლის როლში გადასვლა მოუწია.

2016 და 2017 წლებში წარმოდგენილმა შიდა კვლევამ მიზეზშედეგობრივი კავშირი აჩვენა “ფეისბუქის” ალგორითმულ მექანიზმებსა და ეპისტემურ ქაოსს შორის. ერთმა მკვლევარმა დაასკვნა, რომ განხეთქილების შემომტანი შინაარსი ალგორითმების წყალობით ვირუსულად ვრცელდებოდა, რამაც გერმანიაში ექსტრემისტული ჯგუფების ზრდას შეუწყო ხელი. აღმოჩნდა, რომ სარეკომენდაციო ინსტრუმენტებმა, “ექსტრემისტულ ჯგუფებში” გაწევრიანების მსურველთა 64%-ზე მოახდინეს გადამწყვეტი გავლენა – ამ დინამიკას მხოლოდ გერმანიაში არ ვხვდებით.

2018 წლის მარტში “კემბრიჯ ანალიტიკას” სკანდალმა “ფეისბუქს” ახლებურად მიაპყრო მსოფლიო ყურადღება. ამან რადიკალური ცვლილების სივრცე გააჩინა. საზოგადოებამ იმის გაცნობიერება დაიწყო, რომ “ფეისბუქის” პოლიტიკური სარეკლამო ბიზნესი კომპანიის დაქირავების საშუალებაა, მომხმარებლების მიკროტარგეტინგის, მოსახლეობით მანიპულირების და ეპისტემური ქაოსის დათესვის მიზნით. ამისთვის მთელი მანქანის კურსის სულ რამდენიმე გრადუსით ცვლილებაც საკმარისია. კომპანიამ წამოიწყო რამდენიმე მოკრძალებული ინიციატივა, რომლებიც მეტ გამჭვირვალობას, მიუკერძოებელი ფაქტჩეკერების უფრო მტკიცე სისტემას და „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ შეზღუდვის პოლიტიკას გულისხმობდა. ყველაფერთან ერთად, ცუკერბერგი დანებდა ტრამპის მოთხოვნას, გლობალურ ინფორმაციულ არხებთან შეუზღუდავ წვდომასთან დაკავშირებით.

ცუკერბერგმა უარი თქვა ოპერაციულ ცვლილებებზე, რომლებიც ეპისტემურ ქაოსს შეამცირებდა. პოლიტიკურმა თეთრმა სიამ 100 000-ზე მეტი ოფიციალური პირი და კანდიდატი გამოავლინა. მათი ანგარიშები გათავისუფლებული იყო ფაქტჩეკინგისგან, არადა შიდა კვლევის თანახმად, მომხმარებლებს პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ხშირად სჯერათ. 2019 წლის სექტემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური რეკლამები ფაქტჩეკინგს არ დაექვემდებარებოდა.

2018 წელს საკუთარი კრიტიკოსების დასამშვიდებლად, ცუკერბერგმა სამოქალაქო კომისიის აუდიტი დაიქირავა, რომელსაც “ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის” (ACLU) ყოფილი დირექტორი, ლორა მერფი ხელმძღვანელობდა. 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიში გულწრფელი საჩივარია, რომელიც დამსხვრეულ იმედებზე გვიყვება შემდეგი სიტყვებით – “გულდაწყვეტილი”, “იმედგაცრუებული”, “გაბრაზებული”, “შეშფოთებული”, “შემზარავი”.

ანგარიში სრულ ჰარმონიაშია ამერიკელების ტექნოლოგიური გიგანტებისადმი რწმენის თითქმის სრულ რღვევასთან. კითხვაზე, როგორ მოერგებოდა “ფეისბუქი” ბაიდენის შესაძლო გაპრეზიდენტებას, კომპანიის სპიკერმა, ნიკ კლეგმა, უპასუხა: „ჩვენ მოვერგებით იმ გარემოს, რომელშიც ვოპერირებთ“. და, ასეც მოხდა. 7 იანვარს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სენატს დემოკრატები გააკონტროლებდნენ, “ფეისბუქმა” გამოაცხადა, რომ ტრამპის ანგარიშს განუსაზღვრელი ვადით დაბლოკავდა. ჩვენ გვაჯერებენ, რომ ეპისტემური ქაოსის დესტრუქციული ეფექტები სანუკვარი სიტყვის თავისუფლების აუცილებელი საფასურია. არა. ისევე, როგორც ატმოსფეროში ნახშიროჟანგის კატასტროფული ზრდა არის წიაღისეულის წვის შედეგი, ეპისტემური ქაოისი თვალთვალის კაპიტალიზმის კომერციული ოპერაციების შედეგია, დამძიმებული პოლიტიკური ობლიგაციებით და ტოტალურ ინფორმაციაზე წვდომის ოცწლიანი ოცნებით, რომელიც ღამის კოშმარად გადაიქცა. შემდეგ ამერიკაში გამოჩნდა შავი ჭირი, რომელმაც ანტისოციალურ მედიაში გაჩენილი ცეცხლი, ტყის ხანძრად გადააქცია.

ეპისტემური ქაოისის და იდუმალი მიკროორგანიზმის შეხვედრა

ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის “ინფოდემია” გამოაცხადა. სოციალური მედია მითებით და ჭორებით აივსო. მარტისთვის, “ტეხასის უნივერსიტეტის დოქტორ ანდერსონის კიბოს ცენტრის” მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მცდარი სამედიცინო ინფორმაცია “საგანგაშო სიჩქარით ვრცელდებოდა სოციალურ მედიაში,” რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას აგდებდა საფრთხეში.

მარტის ბოლოს “ვოშინგტონ პოსტი” იტყობინებოდა, რომ “ფეისბუქის” ფიდში გავრცელებული კონტენტის თითქმის 50% კოვიდ-19-თან იყო დაკავშირებული, “გავლენიანი მომხმარებლების” ძალიან მცირე რაოდენობა განსაზღვრავდა, თუ რას წაიკითხავდნენ მომხმარებლები. “როიტერსის ინტსტიტუტის” მიერ აპრილში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებდა, რომ მაღალი სტატუსის პოლიტიკოსები, ცნობადი სახეები და სხვა საზოგადო მოღვაწეები, კვლევისთვის წინასწარ შერჩეულ ჯგუფში, მცდარი ინფორმაციის 20%-ს აწარმოებდნენ, მათ იგივე ჯგუფში სოციალური მედიის ჩართულობის 69% მიიღეს.

“ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის” მიერ მაისში გამოქვეყნებულმა კვლევამ, 34 მემარჯვენე ექსტრემისტული ვებგვერდი გამოავლინა. გვერდები კოვიდთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ან კავშირში იყვნენ უკვე დამკვიდრებულ, ჯანდაცვის შესახებ მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელ ჰაბებთან, რომლებმაც ახლა კოვიდ-19-ზე გადმოიტანეს ყურადღება. 2020 წლის იანვრიდან აპრილამდე, “ფეისბუქის” ზემოთხსენებულ ვებგვერდებთან მიბმულმა საჯარო პოსტებმა 80 მილიონი ინტერაქცია გამოიმუშავეს, მაშინ, როცა “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის” (W.H.O) ვებგვერდმა – 6.2 მილიონი, “დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებმა” კი – 6.4 მილიონი.

აგვისტოში გამოქვეყნებულმა “ავააზის” კვლევამ გამოაშკარავა 82 ვებგვერდი, რომელმაც აპრილში, კოვიდთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, თითქმის ნახევარი მილიარდი ნახვა გამოიმუშავა. ათი ყველაზე პოპულარული ვებგვერდის კონტენტმა “ფეისბუქზე” დაახლოებით 300 მილიონი ნახვა მოიპოვა, ათმა წამყვანმა ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი – 70 მილიონი. “ფეისბუქის” კონტენტის მოდერაციის მოკრძალებული მცდელობები არ შეესაბამებოდა მის კომპიუტერულ სისტემებს, რომლებიც ეპისტემური ქაოსისთვისაა შექმნილი.

ოქტომბერში “კოლუმბიის უნივერსიტეტის კატასტროფის ეროვნულმა ცენტრმა” დაითვალა კოვიდ-19-ით გამოწვეული გარდაცვალებები, რომელთა თავიდან არიდებაც იყო შესაძლებელი. ჯამში 217 000-ზე მეტი ამერიკელი იყო გარდაცვლილი. ტრაგიკული დასკვნის მიხედვით, 130 ათასი გარდაცვალების თავიდან არიდების შესაძლებლობა არსებობდა. მოყვანილი ოთხი ძირითადი მიზეზიდან, თითოეულის დეტალები, მაგალითად, “ნიღბის ტარების ვალდებულების ნაკლებობა” და “საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, ასახავს ეპისტემური ქაოსის ორგიას, რომელსაც ამერიკელი ბავშვები არიან შეტოვებული.

ეს ის სამყაროა, რომელშიც სასიკვდილო, იდუმალი მიკროორგანიზმი აყვავდა. ინფორმაციის საძიებლად “ფეისბუქს” მივმართეთ. ამის ნაცვლად, ეპისტემური ქაოსის სასიკვდილო მოგების სტრატეგიები შეგვრჩა ხელში.

ეპისტემური ტერორიზმი

1966 წელს, პიტერ ბერგერმა და თომას ლუკმანმა ფუნდამენტური მნიშვნელობის მოკლე ნაშრომი “რეალობის სოციალური კონსტრუქცია” გამოსცეს. მისი ცენტრალური მიგნება იმაში მდგომარეობს, რომ ”ყოველდღიური ცხოვრება”, რომელიც “რეალობის” სახით მოგვეცემა, უწყვეტად იწარმოება ჩვენ მიერ. სოციალური წესრიგის ეს მიმდინარე სასწაული „საღ აზრს“ ეყრდნობა, „ცოდნას, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრების რუტინაში სხვებს ვუზიარებთ.”

დაფიქრდით საგზაო მოძრაობაზე: მსოფლიოში არ არსებობს პოლიციის ოფიცრების საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ ყოველი მანქანის წითელ შუქზე გაჩერება უზრუნველყოს. თუმცა, ყველა გზაჯვარედინზე ჩხუბი მაინც არ ხდება. ეს იმიტომ, რომ მოწესრიგებულ საზოგადოებებში, ყველა ვცნობთ წითელი და მწვანე შუქის ფუნქციას. ეს ნიშნავს, რომ საღ აზრზე დაყრდნობით, ჩვენ სხვებისგანაც იმავე ქმედებას ველით. კანონებს უბრალოდ კი არ ვემორჩილებით, არამედ ერთად ვქმნით წესრიგს. ჩვენი მონაპოვარი ისეთ სამყაროში ცხოვრებაა, სადაც დანიშნულების ადგილამდე მისვლა და სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება შეგვეძლება. და ეს იმიტომ, რომ ერთმანეთის საღ აზრს ვენდობით. ამის გარეშე ვერცერთი საზოგადოება ვერ იარსებებს.

“ყველა საზოგადოება ქაოსის წინააღმდეგ შექმნილი კონსტრუქციაა,” წერენ ბერგერი და ლუკმანი. ნორმები ჩვენი საღი აზრის შეჯამებებია, ხოლო ნორმის დარღვევა ტერორიზმის არსია. ის შემზარავია, რადგან უარყოფს ყველაზე უპირობო სოციალურ სიცხადეებს. ამ საკითხზე ფართოდ ციტირებად წიგნში – “პოლიტიკური ტერორიზმი” – ალექს შმიდი და ალბერტ იონგმანი წერენ, რომ ტერორისტული აქტი ქმნის აუდიტორიას. ყველა განიცდის შოკს, დეზორიენტაციას და შიშს. ჩვენი ინსტიტუციების ლეგიტიმურობა და სიმყარე აუცილებელია, რადგან ისინი ქაოსისგან გვიცავენ.

მეფეების სიკვდილი და დემოკრატიებში ძალაუფლების გადაცემა ის კრიტიკული მომენტებია, რომლებიც საზოგადოების დაუცველობას ზრდიან. ამ მომენტების მარეგულირებელი ნორმები და კანონები დამსახურებულად განიხილება მაქსიმალური ყურადღებით. ტრამპმა და მისმა მოკავშირეებმა არჩევნების გაყალბების შესახებ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს, რომელიც, საბოლოოდ, ძალადობაში გადაიზარდა. მთავარი სამიზნე ამერიკული დემოკრატიის ყველაზე დაუცველი წერტილი და მისი ყველაზე ფუნდამენტური ნორმები იყო. ეს ეპისტემურ ტერორიზმად, ეპისტემური ქაოსის უკიდურეს გამოხატულებად კვალიფიცირდება. ცუკერბერგის გადაწყვეტილება, დროებით კონკრეტული მიზნისათვის ამუშავოს საკუთარი ეკონომიკური მანქანა, მას ამ თავდასხმის თანამონაწილედ აქცევს.

ყოველდღიური რეალობა თავგადასავალია, რომელიც სახლში იწყება და მთავრდება. ყველაფერს პოლიცია ვერ გააკონტროლებს, მითუმეტეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჯანსაღი საზოგადოება ეყრდნობა კონსესუსს ნორმისა და გადახრის განსხვავების შესახებ. ჩვენ ვარღვევთ ნორმებს, მაგრამ ვიცით განსხვავება სახლსა და გარე სამყაროს შორის. ამ ნაცნობი განცდის გარეშე, ყველაფერი ინგრევა. დემოკრატები სისხლს სვამენ? რატომაც არა. ჰიდროქსიქლოროქვინი Covid-19-ის წინააღმდეგ? აქეთ მობრძანდით. კაპიტოლიუმს თავს დავესხათ და ტრამპი დავსვათ დიქტატორად? დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია. საღი აზრის განვითარებასთან ერთად, საზოგადოებაც იზრდება. ამისთვის საჭიროა სოციალური დისკურსის სანდო, გამჭვირვალე, ღირსეული ინსტიტუციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვერ ვთანხმდებით. თუმცა, ჩვენ სრულიად საპირისპირო მოცემულობით ვართ დამძიმებულები, თითქმის 20 წელია მსოფლიოზე გაბატონდა პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტიტუცია, რომელიც გასაქირავებელი ქაოსის მანქანასავით მუშაობს. ამ მანქანისთვის ნორმის დარღვევა შემოსავლის გასაღებია.

სოციალური მედიის, უკვე არც თუ ახალგაზრდა, მფლობელები თავიანთ ქაოსის მანქანას “პირველი შესწორებით” მინიჭებული უფლებების დამახინჯებული ინტერპრეტაციით იცავენ. სოციალური მედია არ არის საჯარო სივრცე, ის კერძოა და იმართება კომპიუტერული ოპერაციებითა და ეკონომიკური იმპერატივებით, რომლებსაც არ შეუძლიათ, და არც აინტერესებთ, ტყუილისა და სიმართლის, პროგრესისა და დესტრუქციის განსხვავება.

მათთვის, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება საკრალური უფლებაა, ფუნდამენტურია მოსამართლე ოლივერ ვენდელ ჰოლმსის აზრი 1919 წლის საქმეში “აბრამსი შეერთებული შტატების წინააღმდეგ”. “საბოლოო სიკეთე იდეების თავისუფალი გაცვლით უფრო მარტივად მიიღწევა”, წერდა ის. “სიმართლის საუკეთესო გამოცდა აზრის ძალაა, რომლითაც კონკურენტულ ბაზარზე ადგილს იმკვიდრებს.” დაბინძურებული ინფორმაცია, რომელიც კერძო სივრცეში დომინირებს, ვერ დაწინაურდება იდეების სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის პირობებში. ის გაყიდულ თამაშს იგებს. ასეთ თამაშში ვერანაირი დემოკრატია ვერ გადარჩება.

ჩვენი მგრძნობელობა საღი აზრის განადგურებისადმი ასახავს ახალგაზრდა ინფორმაციულ ცივილიზაციას, რომელმაც ჯერაც ვერ მოახერხა დემოკრატიაში დაფუძნება. თუ თვალთვალის ეკონომიკას არ შევაჩერებთ და არ გავაუქმებთ მოპარვის ლიცენზიას, რომელიც ანტისოციალურ ოპერაციას ლეგიტიმურს ხდის, გადატრიალება თანდათან გაძლიერდება და ახალ-ახალი კრიზისების წარმოებას გააგრძელებს. რა უნდა გაკეთდეს ახლა?

მესამე ათწლეულის სამი პრინციპი

მოდით, დავიწყოთ სააზროვნო ექსპერიმენტით: წარმოვიდგინოთ მე-20 საუკუნე ფედერალური კანონების გარეშე, რომლებიც არეგულირებს ბავშვთა შრომას ან აწესებს სტანდარტებს მშრომელთა ანაზღაურებისთვის, საათებისთვის და უსაფრთხოებისთვის; არანაირი პროფკავშირში გაწევრიანების, არანაირი გაფიცვის ან კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლებები; არანაირი სამომხმარებლო უფლებები; და არანაირი სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელთა წყალობით, ინდუსტრიული საუკუნე დემოკრატიისთვის უფრო უსაფრთხო გახდება. სანაცვლოდ, თითოეულ კომპანიას შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რა უფლებებს აღიარებს, რა პოლიტიკას და პრაქტიკას გაატარებს და მოგებას როგორ გაანაწილებს.

საბედნიეროდ, არსებობდა უფლებები, კანონები და ინსტიტუციები, რომლებიც ხალხმა მსოფლიო დემოკრატიებში ათწლეულებით ადრე შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოგონებები დღემდე მნიშვნელოვნად რჩება, ისინი ეპისტემური გადატრიალებისგან და მისი ანტი-დემოკრატიული ეფექტებისგან ვერ გვიცავენ.

დეფიციტი უფრო მეტზეც მეტყველებს: შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს სხვა ლიბერალურმა დემოკრატიებმა ციფრული საუკუნისათვის ადეკვატური საერთო პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბებისას კრახი განიცადეს. ხედვის, რომელიც განამტკიცებდა დემოკრატიულ ღირებულებებს, პრინციპებსა და მმართველობას. მაშინ, როცა ჩინელებმა შექმნეს და წარმოადგინეს ციფრული ტექნოლოგიები, რომელთა წყალობით მათი ავტორიტარული სისტემა უფრო წარმატებულია, ხოლო დასავლეთი კვლავ დაუცველი და ამბივალენტური რჩება.

ჩავარდნამ დატოვა სიცარიელე იქ, სადაც დემოკრატია უნდა ყოფილიყო, ამის სახიფათო შედეგი არის სწრაფვა კერძო სისტემებისკენ, რომლებიც თვალთვალსა და ქცევით კონტროლს დემოკრატიული მმართველობის მიღმა ახორციელებენ. ეს ეპისტემური გადატრიალების ბოლო ეტაპისკენ მიმავალი გზაა. შედეგად ჩვენი დემოკრატიები მოუმზადებლები ხვდებიან მესამე ათწლეულს, ახალი უფლებების, სამართლებრივი ჩარჩოების და ინსტიტუციური ფორმების გარეშე, რომლებიც საჭიროა დემოკრატიული საზოგადოების მისწრაფებებთან თავსებადი ციფრული მომავლისათვის. ჩვენ ინფორმაციული ცივილიზაციის პირველ დღეებში ვართ. მესამე ათწლეული ჩვენი შანსია, მივბაძოთ მე-20 საუკუნეში ჩვენი წინაპრების გამჭრიახობასა და მონდომებას, დემოკრატიული ციფრული სამყაროს საფუძვლების შესაქმნელად.

დემოკრატია ისეთ ალყაშია, რომლის გარღვევაც მხოლოდ დემოკრატიას შეუძლია. თუ ეპისტემური გადატრიალების დამარცხება გვინდა, ჩვენი მთავარი გმირი დემოკრატია უნდა იყოს. მე გთავაზობთ სამ პრინციპს, რომლებიც სახელმძღვანელოდ გამოგვადგება:

დემოკრატიული კანონის უზენაესობა

ციფრულმა სამყარომ დემოკრატიის სახლში უნდა იცხოვროს, არა როგორც შემოჭრილმა დამნაშავემ, არამედ როგორც ოჯახის წევრმა, რომელიც საერთო კანონებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით ვითარდება. ბოლო დროს დემოკრატიის მძინარე გოლიათი ამოძრავდა, ამერიკასა და ევროპაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და სამართლებრივი ინიციატივები გამოჩნდა. 2019-დან 2020 წლამდე, შეერთებული შტატების კონგრესში ხუთი საყოველთაო კანონი წარადგინეს, 15 დაკავშირებული კანონპროექტი და ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო წინადადება, თითოეულს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თვალთვალის კაპიტალიზმისთვის. კალიფორნიელები მიესალმნენ კონფიდენციალურობის კანონს. 2020 წელს კონგრესის ანტიმონოპოლიური, კომერციული და ადმინისტრაციული სამართლის ქვეკომიტეტმა “ტექნოლოგიური გიგანტების” წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური საქმის სიღრმისეული ანალიზი გამოაქვეყნა. ოქტომბერში იუსტიციის დეპარტამენტმა, რომელსაც 11 შტატი შეუერთდა, “გუგლის” წინააღმდეგ ფედერალური ანტიმონოპოლიური საქმის წარმოება წამოიწყო, სამძებრო სისტემის მონოპოლიის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. დეკემბრისთვის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ “ფეისბუქის” წინააღმდეგ, ანტიკონკურენტული ქმედებების გამო, ისტორიული სარჩელი შეიტანა, რომელსაც 48 გენერალური პროკურორის სარჩელიც დაემატა. ამას სწრაფად მოჰყვა 38 გენერალური პროკურორის სარჩელი, რომელიც “გუგლის” ძირითად საძიებო სისტემას, კონკურენტების დაბლოკვისა და საკუთარი სერვისების პრივილეგირების საშუალებად განიხილავდა.

ანტიმონოპოლიური დავები ორი მიზეზით არის მნიშვნელოვანი: ისინი გვანიშნებენ, რომ დემოკრატია ისევ ჩართულია პროცესებში, ეს ლეგიტიმაციას აძლევს მეტ რეგულაციებს, ბაზარზე გაბატონებული კომპანიების წინააღმდეგ. მაგრამ, როდესაც საქმე ეპისტემური ქაოსის დამარცხებას ეხება, ანტიმონოპოლიური პარადიგმა ეფექტურობას კარგავს. ეს მარტივად იხსნება. ანტიმონოპოლიური კანონების გამოხმობა ძალაუფლებას “მოოქროვილი საუკუნის”[3] მსგავს მონოპოლიებს უბრუნებს. როგორც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ჩემპიონმა, ტიმ ვუმ, “თაიმსში” განმარტა, „ფეისბუქის სტრატეგია ჰგავდა ჯონ როკფელერის “სტანდარტ ოილის” სტრატეგიას 1880-იან წლებში. ორივე კომპანიამ ზედმიწევნით შეისწავლა ბაზრის ჰორიზონტები, მოძებნა პოტენციური კონკურენტები, და შემდეგ იყიდა, ან დამარხა ისინი.” მან განმარტა, რომ შერმანის ანტიმონოპოლიური აქტის წყალობით, “1890 წელს კონგრესმა სწორედ ეს ბიზნეს მოდელი აკრძალა”.

მართალია, რომ “ფეისბუქი”, “გუგლი” და “ამაზონი” დაუნდობელი კაპიტალისტები და დაუნდობელი თვალთვალის კაპიტალისტები არიან, თუმცა, ექსკლუზიური შედარება “სტანდარტ ოილის” სტილის მონოპოლიულ ძალაუფლებასთან ორ პრობლემას წარმოშობს. პირველი, ანტიმონოპოლიურმა ბრძოლამ ისეთ წარმატებას ვერ მიაღწია, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ს დასაწყისში მომუშავე პროკურორების დროსაც კი, მიუხედავად მათი მიზნისა, დაესრულებინათ ეკონომიკური ძალაუფლების უსამართლო გადანაწილება. 1911 წელს უზენაესი სამამართლოს გადაწყვეტილებამ “სტანდარტ ოილი” 34 კომპანიად დაანაწევრა. კომპანიების საერთო ღირებულება ორიგინალის ღირებულებაზე დიდი აღმოჩნდა. ამ 34-დან ყველაზე დიდს, “სტანდარტ ოილს”, მთელი ინფრასტრუქტურის და მასშტაბის ყველა უპირატესობა დარჩა. მან სწრაფად დაიწყო შერწყმისა და შესყიდვების პროცესი, რის შედეგადაც იმპერიები თავიდან შეიქმნა – “ექსონი და “მობილი” (შემდგომ, “ექსონმობილი”), “ამოკო” და “შევრონი”.

ანტიმონოპოლიური კანონის მეორე, და ბევრად დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ანტიკონკურენტულ პრაქტიკებთან დაპირისპირება, თვალთვალის კაპიტალიზმის წინააღმდეგ ეს ძალისხმევა არაფრით არ აღემატება 1911 წლის გადაწყვეტილებას, რომელიც წიაღისეული საწვავის წარმოებას და მოხმარებას მიემართებოდა. იმის ნაცვლად, რომ “ფეისბუქი”, “ამაზონი” ან “გუგლი” მე-19 საუკუნის პრიზმიდან შევაფასოთ, “სტანდარტ ოილის” შემთხვევის რეინტერპრეტაცია ჩვენი საუკუნის პერსპექტივიდან გვჭირდება.

კიდევ ერთი სააზროვნო ექსპერიმენტი: წარმოიდგინეთ, რომ 1911 წელს ამერიკა კლიმატის ცვლილების მეცნიერებას იცნობდა. თუ სასამართლოს მიერ “სტანდარტ ოილის” დაშლის გადაწყვეტილება მხოლოდ ანტიკონკურენტული პრაქტიკების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და გვერდს აუვლიდა ბევრად ფუნდამენტურ საკითხს, წიაღისეული საწვავის მოპოვება, გადამუშავება, გაყიდვა და მოხმარება პლანეტას გაანადგურებდა. თუ მოცემული ეპოქის იურისტები და კანონმდებლები გვერდს აუვილდნენ ამ ფაქტებს, ჩვენ მათ მოქმედებებს ამერიკის ისტორიის ლაქად შევაფასებდით.

ნამდვილად, სასამართლო გადაწყვეტილებამ უგულებელყო ბევრად დიდი საფრთხეები, რომლებიც ამერიკელ მშრომელებსა და მოხმარებლებს ექმნებოდათ. ამერიკული სამართლის ისტორიკოსი, ლოურენს ფრიდმანი, “შერმანის ანტიმონოპოლიურ აქტს” აღწერს, როგორც “რაღაც თაღლითობის მაგვარს”, რომელმაც მიაღწია მცირედს, მაგრამ საკმარისს, რომ “პოლიტიკური ნება” დაეკმაყოფილებინა. ის განმარტავს, რომ კონგრესს “უნდა ეპასუხა მოქმედებისაკენ მოწოდებაზე – რაღაც მოქმედებით, ნებისმიერი მოქმედებით – მონოპოლიების წინააღმდეგ”, ხოლო მათი პასუხი ეს აქტი იყო. მაშინაც და ახლაც, ხალხი გიგანტურ მკვლელს ითხოვდა.

მათ მიმართეს კანონს, როგორც ერთადერთ ძალას, რომელსაც ძალაუფლების დაბალანსება შეეძლო. მაგრამ კანონმდებლებს ათწლეულები დასჭირდათ, რომ საბოლოოდ მიწვდომოდნენ ზიანის რეალურ წყაროებს, მშრომელებისთვის და მომხმარებლებისთვის ახალი უფლებების შემუშავებით. “შრომითი ურთიერთობების ეროვნული აქტი”, რომელიც პროფკავშირის შექმნის უფლების გარანტირებასთან ერთად, დამსაქმებლის ქმედებებსაც არეგულირებდა, მხოლოდ 1935 წელს მიიღეს. ეს “შერმანის ანტიმონოპოლიური აქტიდან” 45 წლის შემდეგ მოხდა. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი 45 წელი, ეპისტემური გადატრიალებით გამოწვეული ზიანისა და მისი მიზეზების აღმოსაფხვრელად, არც – 20, ან – 10.

შესაძლოა, არსებობდეს ლოგიკური ანტიმონოპოლიური მსჯელობა, რომლითაც დიდი ტექნოლოგიური იმპერიების დანაწევრება დასაბუთდება, მაგრამ თვალთვალის კაპიტალიზმში “ფეისბუქის” დაშლა, “ექსონის”, “შევრონის” და “მობილის” ეკვივალენტებად, ვერ დაგვიცავს თვალთვალის კაპიტალიზმის საფრთხეებისგან. ჩვენი ეპოქა მეტს მოითხოვს.

ახალი პირობები ახალ უფლებებს მოითხოვს

ახალი სამართლებრივი უფლებები ცხოვრების ცვალებადი გარემოებების საპასუხოდ კრისტალიზდება. მოსამართლე ლუის ბრენდისის თავდადება კონფიდენციალურობის უფლებებისათვის, ფოტოგრაფიის გავრცელებით იყო მოტივირებული, ფოტოაპარატის უნარით მიეტაცებინა ის, რაც სხვისი პირადია.

დემოკრატიული ინფორმაციული ცივილიზაცია ეპისტემურ უფლებათა ახალი დებულებების გარეშე ვერ განვითარდება, ეს უფლებები თვალთვალის ეკონომიკის მიერ წახალისებული ფართომასშტაბიანი შემოჭრისა და ქურდობისგან დაგვიცავდა. თანამედროვე ეპოქაში, დემოკრატიული საზოგადოებები პერსონალურ გამოცდილებას, უმეტესად ინდივიდისაგან განუყოფელ და ხელშეუხებელ მოცემულობად განიხილავდნენ. აქედან გამომდინარე, საკუთარი გამოცდილების შესახებ ცოდნის უფლება ფუნდამენტურად მიიჩნეოდა, ის ჩრდილივით გვქონდა მომაგრებული. თითოეული ჩვენგანი წყვეტს, როგორ გააზიაროს საკუთარი გამოცდილება, ვისთან და რა მიზნით.

1967 წელს მოსამართლე უილიამ დაგლასი ამტკიცებდა, რომ “უფლებათა ბილის” ავტორებს სჯეროდათ, რომ “ინდივიდს უნდა ჰქონდეს თავისუფლება აირჩიოს მისთვის სასურველი დრო და გარემო, საკუთარი საიდუმლოებების სხვებისთვის გაზიარებისთვის, ასევე განსაზღვროს გაზიარების მოცულობა.” ეს “ამორჩევის თავისუფლება” საკუთარი თავის ცნობის ფუნდამენტური ეპისტემური უფლებაა, კონფიდენციალურობა ამაზე დაყრდნობით განისაზღვრება.

მაგალითად, როგორც ასეთი უფლებების ბუნებრივი მატარებელი, არ ვაძლევ “ამაზონის” სახის ამოცნობის ტექნოლოგიას უფლებას, იცოდეს და გამოიყენოს ჩემი შიში ტარგეტინგისა და ქცევითი პროგნოზებისათვის, რაც სხვების კომერციული მიზნებისთვის იქნება სასარგებლო. გარდა იმისა, რომ ჩემი გრძნობები უბრალოდ არ იყიდება, ისინი გაყიდვადიც არ არის, რადგან ჩემგან განუყოფელია. მე არ ვაძლევ “ამაზონს” ჩემს შიშს, მაგრამ მათ ის მაინც მიაქვთ, როგორც მორიგი მონაცემი იმ ტრილიონ მონაცემს შორის, რომელსაც მანქანა დღეში გადაამუშავებს.

ჩვენი ფუნდამენტური ეპისტემური უფლებები კანონით განსაზღვრული არ არის, რადგან სისტემატური საფრთხის ქვეშ არასოდეს აღმოჩენილან, ჩვენ არ გვჭირდება კანონები ადგომის ან დაჯდომის ან დამთქნარების უფლებების დასაცავად. თუმცა, თვალთვალის კაპიტალისტების განაცხადის მიხედვით, მათ ყველაფრის ცოდნის უფლება აქვთ. ასე იბადება ახალი ეპოქა, რომელიც თვალთვალის დაუწერელი დოქტრინით არის დაცული. ოდესღაც ბუნებრივად მიჩნეული უფლება, ჩვენს შესახებ არსებული ცოდნის და მისი გავრცელების შესახებ, კანონით უნდა განისაზღვროს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ იყოს დაცული.

უპრეცედენტო ზიანი უპრეცედენტო გადაჭრებს მოითხოვს

როგორც ცხოვრების ახალი პირობები საჭიროებს ახალ უფლებებს, ეპისტემური გადატრიალებით გამოწვეული ზიანიც მიზანმიმართულ გადაჭრის გზებს მოითხოვს. სამართალი ასე ვითარდება, იზრდება და ადაპტირდება ერთი ეპოქიდან მეორეზე. როდესაც საქმე თვალთვალის კაპიტალიზმის მიერ დაწესებულ ახალ წესებს ეხება, კანონის და რეგულაციის შესახებ დისკუსიების უმრავლესობა ყურადღებას შედეგებზე ამახვილებს, მათ შორის არგუმენტებზე მონაცემების კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და პორტაბელურობის შესახებ, ან იმ სქემებზე, რომელთა გამოყენებითაც მონაცემების გაცემაზე ჩვენს თანხმობას მინიმალური თანხების სანაცვლოდ ყიდულობენ. რაც შედეგებია და არა – პრობლემის სათავე. ჩვენ ვებრძვით შედეგებს, როდესაც კონტენტის მონიტორინგსა და გაფილტვრაზე ვკამათობთ, ან როდესაც კანონმდებლები და მოქალაქეები ურჩ აღმასრულებლებს ფეხებს უბაკუნებენ.

კომპანიებსაც სწორედ ეს სურთ, რომ შედეგებზე მსჯელობით ვიყოთ დაკავებულები – იმდენად ჩავიკარგოთ საკუთრების კონტრაქტის დეტალებში, რომ დაგვავიწყდეს რეალური პრობლემა – მათ მიერ ჩვენს საკუთრებაზე განაცხადის იმთავითვე არალეგიტიმურობა.

რა უპრეცედენტო გადაწყვეტილებებს შეუძლია ეპისტემური გადატრიალების უპრეცედენტო ზიანის აღმოფხვრა? პირველ რიგში, მიწოდების საწყისებთან უნდა დავბრუნდეთ, და კომერციული თვალთვალის მიერ წარმოებული მონაცემთა შეგროვების ოპერაციები შევაჩეროთ. მოპარვის ლიცენზიას სასწაულების ჩადენა შეუძლია, თვალთვალის სტრატეგიების გამოყენებით, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ადამიანური გამოცდილებები – ჩემი შიში, ვიღაცის დიალოგი საუზმისას, პარკში გასეირნება – მონაცემთა ოქროს მარაგებად იქცევა. ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებიც შეაფერხებდნენ და უკანონოდ ცნობდნენ ადამიანური გამოცდილების ფართომასშტაბიან მოპოვებას.

კანონები, რომლებიც მონაცემთა შეგროვებას შეაჩერებს, თვალთვალის კაპიტალიზმის არალეგიტიმურ მიწოდების ჯაჭვს გაწყვეტს. ალგორითმები მიკროტარგეტინგითა და მანიპულაციებით ქმნიან რეკომენდაციებს. ყოველ წამს შექმნილი მილიონობით ქცევის პროგნოზი ვერ იარსებებდა იმ ტრილიონობით მონაცემის გარეშე, რომლებსაც ყოველდღიურად აგროვებენ. ჩვენ გვჭირდება კანონები, რომლებიც მონაცემთა შეგროვებას, ფუნდამენტურ უფლებებსა და მონაცემთა გამოყენების საჯარო ინტერესებს დააკავშირებს, ადამიანებისა და ჯგუფების ნამდვილ საჭიროებებს. მონაცემები აღარ უნდა წარმოადგენდნენ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოების საშუალებას. მესამე, ჩვენ უნდა გავანადგუროთ ფინანსური სტიმულები, რომლებიც თვალთვალის ეკონომიკას ამდიდრებენ. ჩვენ შეგვიძლია ავკრძალოთ კომერციული პრაქტიკა, რომელიც იძულებით ქმნის მოთხოვნას მონაცემთა ხარბ შეგროვებაზე. დემოკრატიულმა საზოგადოებებმა უკანონოდ გამოაცხადეს ბაზრები, სადაც ადამიანების ორგანოებით და ბავშვებით ვაჭრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზრები მთელ ეკონომიკას ასაზრდოებდნენ.

ეს პრინციპები დემოკრატიულ ქმედებებზე გავლენას უკვე ახდენენ. “ფეისბუქის” წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, როდესაც ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ სოციალური მედიისა და სტრიმერი კომპანიების შესწავლა დაიწყო, იმ მიზნით, რომ გამოევლინა შიდა ოპერაციები და “სიღრმისეულად შეესწავლა მათი მანქანები.” კომისიის სამი წევრი, განცხადებით დაუპირისპირდა “ჩვენი პირადი ცხოვრების თვალთვალისა და მონეტიზაციის შესაძლებლობის მქონე” ტექნოლოგიურ კომპანიებს. მათი სიტყვებით “ინდუსტრია სახიფათოდ ბუნდოვანი რჩება.”

ევროკავშირში და ბრიტანეთში შემოთავაზებული ინოვაციური სამართლებრივი წინადადებების მიღების შემთხვევაში, სამი პრინციპის ინსტიტუციონალიზება დაიწყება. ევროკავშირის ჩარჩო შეძლებდა დემოკრატიული მმართველობის დამყარებას უმსხვილესი პლატფორმების შიდა ოპერაციების შავ ყუთებზე, მათ შორის ყოვლისმომცველ აუდიტსა და აღსრულების უფლებამოსილებაზე. ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობა კიბერსაზღვრებს აღარ შეუშინდება, რადგან კანონმდებლები დაჟინებით მოითხოვენ „უსაფრთხო, პროგნოზირებად და სანდო ონლაინ გარემოს“. ბრიტანეთში “კანონპროექტი ონლაინ ზიანის შესახებ” დააწესებს სამართლებრივი „ზრუნვის მოვალეობას“, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს პასუხისმგებლობას დააკისრებს მიყენებული საზოგადოებრივი ზიანისთვის და ახალ, ფართო აღსრულების უფლებამოსილებებს მოიცავს.

ორი წინადადება, რომელიც ხშირად მოსამართლე ბრენდისს მიეწერება, კონგრესის ქვეკომიტეტის შთამბეჭდავ ანტიმონოპოლიურ ანგარიშში არის გამოქვეყნებული. „ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შეიძლება გვქონდეს დემოკრატია, ან რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრირებული სიმდიდრე, მაგრამ არა ორივე ერთად“. ბრენდისის პერიოდისთვის აქტუალური განცხადება რჩება მწვავე კომენტარად წარსულის კაპიტალიზმზე, რომელსაც ვიცნობთ, მაგრამ ის არ ეხება ახალ კაპიტალიზმს, რომელიც გვიცნობს. თუ დემოკრატია გააუქმებს მოპარვის ლიცენზიას და დაემუქრება კომერციული თვალთვალის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ოპერაციებს, ეპისტემური ქაოსი დასუსტდება და, საბოლოოდ, თავად დემოკრატიის გარდაქმნას გამოიწვევს. ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, შეგვიძლია გვქონდეს დემოკრატია, ან თვალთვალის საზოგადოება, მაგრამ არა ორივე ერთად. ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ინფორმაციული ცივილიზაცია, დასაკარგი დრო არ არსებობს.

შოშანა ზუბოვი არის “ჰარვარდის ბიზნეს სკოლის” დამსახურებული პროფესორი და “თვალთვალის კაპიტალიზმის ეპოქის” ავტორი.

ბიბლიოგრაფია

[1] 2021 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. წინა დღეს ისინი ვაშინგტონში შეიკრიბნენ, რათა მოეთხოვათ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და არჩეული პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვების უარყოფა კონგრესისგან. შეჭრის დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა – ათი. ეს არის მეორე შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მას შემდეგ, რაც 1812 წლის ინგლის-ამერიკის ომის დროს ბრიტანეთის ჯარმა 1814 წელს გადაწვა ვაშინგტონი, როდესაც კაპიტოლიუმში შეჭრა მოხდა.

[2] მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მულტინაციონალური ნავთობის და გაზის კორპორაცია, რომელიც წლების განმავლობაში არაერთ სკანდალში გახვეულა და აქვს მიმდინარე საქმეები სასამართლოში.

[3] მარკ ტვენის მიერ შექმნილი ტერმინი, ისტორიკოსები “მოოქროვილ ეპოქას” ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის 1877-დან 1900 წლამდე გაგრძელებულ პერიოდს უწოდებენ. ქვეყანას სარეკორდო ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, აშშ-მ შემოსავლებით ევროპის ყველა სახელმწიფოს გაასწრო, ქვეყანაში მილიონობით ევროპელი მიგრანტი შემოვიდა.

article-cover

ეკოლოგიური პოლიტიკა მუშათა კლასისთვის

ავტორი: მეთ ტ. ჰუბერი

გიორგი ხასაიას თარგმანი

ეკოლოგიური კრიზისის გადაჭრა ითხოვს მასობრივ მოძრაობას, რომელიც გიგანტურ ინდუსტრიებს დაუპირისპირდება. გარემოსდაცვითი პოლიტიკის პროფესიონალ-მენეჯერთა კლასზე დაფუძნებას და მომხმარებლობის მთავარ პრობლემად მოაზრებას მცირე შანსი აქვს, მუშათა კლასი მიიზიდოს. ამ სტატიაში წარმოდგენილია ეკოლოგიური კრიზისის დაძლევის პროგრამა, რომელიც ორგანიზებულია მუშათა კლასის ინტერესების გარშემო.

კლიმატური და ეკოლოგიური კრიზისი შემზარავია და ძალიან ცოტა დრო გვაქვს მის გადასაჭრელად. მხოლოდ ერთი თაობის განმავლობაში (1988 წლიდან), ჩვენ მოვახერხეთ მავნე ნივთიერებების ისტორიული მაჩვენებლის ნახევრის გამოყოფა. იმავე პერიოდში ატმოსფეროში ნახშირბადის შემცველობა 350 ნაწილიდან მილიონზე (ppm) 410-მდე გაიზარდა და ბოლო 800 000 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია (ისტორიული პრეინდუსტრიული საშუალო დონე დაახლ. 278 იყო). ადამიანთა ცივილიზაცია კლიმატური სტაბილურობის 12 000 წლიან იშვიათ პერიოდში გაჩნდა. სტაბილურობის ეს პერიოდი სწრაფად იწურება.

კლიმატის ცვლილების შესახებ სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში ამბობს, რომ ჩვენ მხოლოდ 12 წელი გვაქვს იმისთვის, რომ რადიკალურად შევამციროთ მავნე ნივთიერებების გამოყოფა, რათა თავი ავარიდოთ 1.5 C დათბობას – დონეს, რომელიც დრამატულად გაზრდის ექსტრემალური სუპერშტორმების, გვალვების, ტყეთა ხანძრებისა და მომაკვდინებელი სიცხის ინტენსივობას, რომ არაფერი ვთქვათ ზღვის დონის მატებაზე. ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ნალექების შეცვლილი ხასიათი მომდევნო ოცი წლის განმავლობაში საფრთხეს შეუქმნის მარცვლეული კულტურების წარმოებას, როგორებიცაა ხორბალი, სიმინდი და ბრინჯი. სამი სხვადასხვა კვლევის მიხედვით, უკვე 2070 წლისთვის, ნახევარ მილიარდ ადამიანს ელის „სიცხის ტალღები, რომელიც 6 საათის განმავლობაში მოკლავს ჯანმრთელ ადამიანებსაც, მაშინაც კი თუ ისინი ჩრდილში იქნებიან“.

არ არის აუცილებელი, სოციალისტი იყო, რომ მიხვდე, აუცილებელი ცვლილებებისთვის საჭირო მცირე დრო გარდაუვალს გახდის თვისებრივ რევოლუციას. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში კატეგორიულად ამბობს, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავატაროთ „სწრაფი, შორსმიმავალი და უპრეცენდტო ცვლილებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“. კლიმატის შემსწავლელმა ცნობილმა მეცნიერმა კევინ ანდერსონმა თქვა „.. თუ თქვენ შეხედავთ რიცხვებს, რომელიც ანგარიშშია მოყვანილი, რიცხვებს, რომელსაც მეცნიერება წარადგენს, მიხვდებით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სრულ რევოლუციაზე ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში. და ეს სვამს ფუნდამენტურ კითხვებს იმაზე, თუ როგორც ვმართავთ ჩვენს ეკონომიკას“.

რადიკალური კლიმატის მოძრაობა დიდი ხნის მანძილზე გაერთიანებული იყო ლოზუნგის გარშემო „სისტემის ცვლილება და არა კლიმატის ცვლილება“. ამ მოძრაობას კარგად ესმის, რომ კაპიტალიზმი მთავარი ბარიერია კლიმატის კრიზისის დაძლევის გზაზე. თუმცა, ხანდახან ცნება „სისტემის ცვლილება“ ბუნდოვნად გამოიყურება. კლიმატის კრიზისის დილემა არ გულისხმობს უბრალოდ ერთი სისტემის მეორეთი მარტივ ჩანაცვლებას – ის ითხოვს კონფრონტაციას მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ძლევამოსილი კაპიტალის სექტორებთან. ეს მოიცავს დაახლოებით 100 კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან 1988 წლიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებების 71%-ზე. წიაღისეული საწვავის ინდუსტრია და კაპიტალის სხვა ნახშირბად-ინტენსიური სექტორები (ფოლადი, ქიმიური წარმოება, ცემენტი და ა.შ.), ხელებს არ ჩამოყრიან და არ მშვიდად არ დაუშვებენ რევოლუციურ ცვლილებებს, რომელიც მათ ბიზნესს უსარგებლოს გახდის.

სხვა მსგავსი ბრძოლების მსგავსად, ამ კონფრონტაციასაც დაჭირდება მაღალორგანიზებული სოციალური მოძრაობა, რომელსაც მასობრივი მხარდაჭერა გაუმაგრებს ზურგს, რომ შეძლოს და მოდრიკოს კაპიტალი და სახელმწიფო საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად. ნაომი კლაინის თქმით, ეს „შეუფერებელი დროა“, რადგან ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში სწორედ კაპიტალია ის, ვინც მოიპოვა უზარმაზარი ძალაუფლება ისეთი გამოწვევების გასანეიტრალებლად, როგორიცაა მარეგულირებელი სახელმწიფო, პროგრესული საგადასახადო სტრუქტურა და სიცოცხლისუნარიანი პროფკავშირები. თუმცა, მე19-ე და მე-20-ე საუკუნის ისტორია აჩვენებს, რომ კაპიტალის ძალაუფლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ორგანიზებული მუშათა კლასის მოძრაობებისგან მოდიოდა, რომლებიც ეყრდნობოდნენ იმას, რასაც ადანერ უსმანი „გაწყვეტის შესაძლებლობას“ უწოდებს – გაფიცვებს და პროფკავშირულ ორგანიზებას. სწორედ მუშათა კლასია ის, ვინც არა მხოლოდ საზოგადოების უმრავლესობას შეადგენს, არამედ ფლობს სტრატეგიულ მოქმედების ბერკეტს, რომელსაც შეუძლია კაპიტალის მოგების ნაკადი შიგნიდან გაწყვიტოს.

თუმცა სწორედ აქ იმალება მთავარი დილემა. მოძრაობა, რომელიც თავის თავზე აიღებს აუცილებელი ცვლილებების განხორციელებას, არა მხოლოდ ზომით უნდა იყოს დიდი, არამედ არსებითად უნდა ეყრდნობოდეს მუშათა კლასს. არსებული ფორმით კი, გარემოს დაცვით პოლიტიკას მცირე შანსი აქვს, ამ მიმართულებით რამე გამოუვიდეს. მისი იდეოლოგიური და სტრატეგიული ორიენტაცია ირეკლავს იმის მსოფლხედვას, რასაც ბარბარა და ჯონ ერენრაიხები „პროფესიონალ მენეჯერიალურ კლასს“ ეძახდნენ და რომელიც თავის საფუძველში საგანმანათლებლო ცენზს და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ „ცოდნას“ ათავსებს. ეს არ არის უბრალოდ იმ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ამ ცნობიერებას ატარებენ. საშუალო კლასის გარემოსდაცვითი პოლიტიკა ხშირად მუშათა კლასის ინტერესების საწინააღმდგოა.

ეკოლოგიური პასუხისმგებლობის თავის თეორიას ის აფუძნებს „ეკოლოგიური კვალის“ იდეაზე, რომელიც მომხმარებლებს და მშრომელებს ადანაშაულებს ეკოლოგიურ დეგრადაციაში. ეს მიდგომა იჩემებს, რომ ჩვენ მარტივად უნდა ვიცხოვროთ და „ნაკლები მოვიხმაროთ“. ეს რეკომენდაციები ნაკლებსავარაუდოა მუშათა კლასს მოეწონოს, რომლის ცხოვრების სტანდარტი თითქმის ორი თაობაა სტაგნაციას განიცდის. ემანსიპატორული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძიებისას, რადიკალი სწავლულები წარმოიდგენენ მას როგორც საარსებო საშუალებების მოპოვებისთვის ბრძოლას ისეთ „სახმარ ღირებულებებთან“ მიმართებით, როგორებიცაა მიწა, რეასურსები და თავად სხეული. პროფესიონალ – მენეჯერიალური კლასი გვერდს უვლის საკითხს, როგორ შეიძლება ასეთმა პოლიტიკამ დააინტერესოს ათობით მილიონი მშრომელი, რომლებსაც „სახმარი ღირებულების“ ფორმით პირდაპირ არ მიუწვდებათ ხელი ბუნებაზე.

ამ ესეში მე ვისაუბრებ მუშათა კლასის ეკოლოგიური პოლიტიკის აუცილებლობაზე, რომლის მიზანია მშრომელთა მასობრივი მობილიზაცია კრიზისის პირველწყაროსთან – კაპიტალთან დაპირისპირებისთვის. იმისთვის, რომ ასეთი პოლიტიკა განხორციელდეს, საჭიროა მშრომელთა მასების დაინტერესება, რომლებსაც არ გააჩნიათ გადარჩენის ეკოლოგიური საშუალებები გარდა ფულზე და საქონელზე წვდომისა. ეს პოლიტიკა ეყრდნობა ორ ძირითად მიმართულებას. პირველი: ის ეკოლოგიური კრიზისის გამო კლასობრივი პასუხისმგებლობის განსხვავებულ ისტორიას ყვება, იმის ნაცვლად, რომ დაადანაშაულოს „ყოველი ჩვენგანი“ – მომხმარებლები, ის ფოკუსირდება კაპიტალისტების კლასზე. ამგვარ პოლიტიკას შეუძლია სადინარი მოუძებნოს მშრომელების ისედაც არსებულ უკმაყოფილებას და ბრაზს ბოსებისა და მთლიანად მდიდრების მიმართ, რათა დამატებითი არგუმენტი მისცეს მათ, თუ რატომ ხდიან ეს ანტაგონისტები მათ ცხოვრებას უარესს.

მეორე: ის სთავაზობს პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც პირდაპირ ეხება მუშათა კლასის მატერიალურ ინტერესს. არც ისე რთულია, ეკოლოგიურად სასარგებლო პოლიტიკის ჩაშენება უკვე არსებულ მოძრაობებში, რომლებიც საბაზისო საჭიროებების განსაქონლებისთვის იბრძვიან, როგორებიცაა „ჯანდაცვა ყველას“და „საცხოვრებელი ყველას“. კლიმატის კრიზისი მუშათა კლასისთვის ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საფეროებს მიეკუთვნება, როგორიცაა საკვები, ენერგია და ტრანსპორტი. ამიტომ მიზანი უნდა იყოს მეცნიერულად დადასტურებული აუცილებლობის გამოყენება მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად, რათა ეს მნიშვნელოვანი სფეროები საზოგადო საკუთრებად იქცეს, რათა მოხდეს მათი ერთდროული დეკარბონიზაცია და განსაქონლება. ახალი მწვანე შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებისგან შორსაა, სწორედ ამას ცდილობს.

ის გვთავაზობს გადაწყვეტას არა მხოლოდ პრობლემის დონეზე – სურს რა ენერგეტიკული და ეკონომიკური სისტემის რევოლუციონირება – არამედ ასევე სთავაზობს კონკრეტულ სიკეთეებს მუშათა კლასის მასებს (მაგ. გარანტირებულ ფედერალურ სამუშაოს). არსებობს პროფკავშირებსა და წიაღისეულის მუშებს შორის ანტიეკოლოგიზმთან დაკავშირებული წუხილი, თუმცა მუშათა კლასის ეკოლოგიზმი უკეთ შეესაბამება მზარდ საბრძოლო განწყობებს ზრუნვის სექტორებში, როგორებიცაა ჯანდაცვა და განათლება. ამ კამპანიებმა, რომლებიც ფოკუსირდებიან მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის წინააღმდეგ და „შეთანხმებაზე საერთო სიკეთისთვის“, ასევე შეიძლება გააფართოონ საზოგადოების პასუხი ეკოლოგიურ კოლაფსზე.

ნაწილი პირველი: ცხოვრების წესიდან საარსებო წყარომდე: გარემოს დაცვის ლიმიტები

არსებულ გარემოსდაცვით მოძრაობაში საშუალო კლასის პროფესიონალები დომინირებენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბუმის განმავლობაში, ეს კლასი მრავალრიცხოვანი გახდა უმაღლესი განათლების ფართოდ გავრცელებასთან ერთად, რომელიც თავის მხრივ მუშათა კლასის ბრძოლისა და 1930-ანებსა და 1940-ანებში პროფკავშირების გამარჯვებების შედეგი იყო. ამ ისტორიულ პირობებში ჩნდება ის, რასაც მე „ცხოვრების წესის ეკოლოგიზმს“ ვუწოდებ და რომელიც ამბობს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს ინდივიდუალური სამომხმარებლო არჩევანის გავლით. ამ მოსაზრებას უფრო ღრმა ფესვები აქვს და ის მომდინარეობს შფოთვიდან მასობრივი მოხმარების ფორმების შესახებ, სადაც საშუალო კლასის დაცულობა გაიგივებულია კერძო სახლისა და მანქანის ქონასთან, ხორცის ჭამასთან და რესურს და ენერგოინტენსიურ საქონელთა მთელ კრებულთან.

ცხოვრების წესის ეკოლოგიზმი როგორც ასეთი, თანამედროვე ცხოვრების წესებს – ან როგორც თავად უწოდებს „ჩვენი ცხოვრების წესი“ – ეკოლოგიური პრობლემების მთავარ მიზეზად განიხილავს. ცხოვრების წესის ეკოლოგიზმი მთავარ დამნაშავედ მომხმარებლობას ასახელებს – ხოლო საზოგადოების უმეტესეობას სამომხმარებლო საგნები ფიზიკური გადარჩენისთვის ჭირდება – რაც უზრუნველყოფილი ადამიანების ვიწრო წრეს მიემართება, რომლებიც არა მხოლოდ საშუალო კლასის მეტნაკლებად კომფორტული ცხოვრებით ცხოვრობენ, არამედ იმავდროულად დანაშაულის გრძნობასაც განიცდიან ამის გამო. ხოლო ნეოლიბერალიზმის პირობებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოხმარების გამო სირცხვილის გრძნობას კი არ განიცდის, არამედ პირიქით – შეზღუდული აქვს წვდომა საბაზისო საჭიროებებზე.

ცხოვრების წესის ეკოლოგიზმი ქმნის აკადემიურ წრეებში დომინანტი ეკოლოგიური პოლიტიკის რადიკალურ ალტერნატიულ ვერსიას. აკადემიის ეს ნაწილი იზიარებს ცხოვრების წესის ეკოლოგიზმის ამ მოსაზრებას, რომ თანამედროვე „მომხმარებლური ცხოვრების წესები“ არსებითად აზიანებენ გარემოს. ამდენად, რადიკალი ეკოლოგი სწავლულები საზოგადოების კიდეზე ეძებენ რადიკალური ეკოლოგიურო პოლიტიკის დასაყრდენს. ეს არის ის, რასაც მე „სარჩოს ეკოლოგიზმს“ ვუწოდებ და რასაც ხშირად „ღარიბების ეკოლოგიზმად“ მოიხსენიებენ. სამეცნიერო აზრის ეს ფორმა ამტკიცებს, რომ ეკოლოგიური მობილიზაციის მთავარი საფუძველი არის გარემოსთან თანაცხოვრების ცხოვრების უშუალო გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით მე შევეხები ორ მთავარ საკითხს.

პირველი – პოლიტიკური ეკოლოგია ეძებს ბრძოლის მაგალითებს, რომელშიც მკაფიოდ გამოხატულია პირდაპირი დამოკიდებულება მიწაზე ან რესურსებზე – როგორც საარსებო საშუალებებზე და რომელიც გავრცელებულია გლეხებში, ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობასა თუ სხვა მარგინალიზებულ საზოგადოებებში (მაგალითად, გლობალურ სამხრეთში). როგორც წესი, პოლიტიკური ეკოლოგია ამ ტიპის ანტი-მოდერნული არსებობის წესის რომანტიზებას ახდენს.

მეორე – ეკოლოგიური სამართლიანობა ფოკუსირებულია დაბინძურებისა და ტოქსიკური ნარჩენების არათანაბრობაზე, როგორც სასიკვდილო საფრთხეზე რასობრივი თვალსაზრისით მარგინალიზებული საზოგადოებებისთვის (როგორც წესი გლობალურ სამხრეთში). ეკოლოგიური სამართლიანობის დისკურსი კრიტიკულადაა განწყობილი მეინსტრიმული ეკოლოგიზმის ფოკუსის მიმართ, რომელიც ველური ფლორის და ფაუნის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და სანაცვლოდ ნათელს ფენს ფაქტს, რომ ღარიბი და რასობრივად მარგინალიზებული საზოგადოებებისთვის „გარემო“ გადარჩენის საკითხია. თუმცა, ისინი ვინც პირდაპირ იბრძვიან მკვიდრი მოსახლეობის მოწამვლის წინააღმდეგ, მთლიანობაში, ხშირად საზოგადოების კიდეზე იმყოფებიან და არა მის ცენტრში.

ამგვარი ბრძოლები (მაგ. უმიწო მუშების მოძრაობა ბრაზილიაში ან სუფთა წყლისთვის მებრძოლები ფლინტში, მიჩიგანი) ცხადია, გადარჩენის საკითხია მასში ჩართულთათვის. თუმცა სტრატეგიული კითხვა, თუ როგორ უნდა ითარგმნოს ლოკალური სასიცოცხლო წუხილები ფართო მასობრივ ეკოლოგისტურ მოძრაობაში, რომელიც კაპიტალის შეჩერებას შეძლებს, კვლავაც პასუხგაუცემელია.

სარჩოს ეკოლოგიზმი ხშირად განხილულია როგორც ცხოვრების წესის ეკოლოგიზმის საპირისპირო, თუმცა მისი აკადემიური ფოკუსი სწორედ ამ უკანასკნელიდან მომდინარეობს. სწორედ მასობრივი მოხმარების საზოგადოებით უკმაყოფილებაა ის, რაც რადიკალური სწავლულის მზერას საზოგადოების კიდისკენ მიმართავს – „ნამდვილი“ ეკოლოგიური ბრძოლის ძიებაში. სარჩოს ეკოლოგიზმი ცხადია, პოლიტიკის ბევრად მიმზიდველი ფორმაა, რომლის ფესვებიც სპეციფიური ჯგუფების მატერიალური ინტერესიდან ამოიზრდება. აფეტიშებს რა პირდაპირ ცოცხალ ურთიერთობას იმასთან, რაც აღქმულია, როგორც ნამდვილი ბუნებრივი გარემო (მიწა, რესურსები, დაბინძურება), მას გამორჩება მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორც შეიძლება შეიქმნას ეკოლოგიური პოლიტიკა საზოგადოების უმრავლესობისთვის, რომელიც უკვე მოშორებულია მიწას და მისი გადარჩენა ფულსა და საქონელზეა დამოკიდებული.

ცხოვრების სტილის ეკოლოგიზმის მცდარობა

ცხოვრების სტილის ეკოლოგიზმი ცხოვრებას სერიოზულად უყურებს. ეკოლოგია სიცოცხლის შესახებ მეცნიერებაა – მის ყველა გამოვლინებაში. იმისთვის, რომ ეპოვათ ეკოლოგიური პრობლემების კავშირი მომხმარებლურ ცხოვრების წესთან, ეკოლოგისტებმა შეიმუშავეს რთული ტექნიკური მექანიზმები. მათ საფუძველში დევს მთავარი იდეა, რომ ყოველი ორგანიზმი, იქნება ეს ბაქტერია თუ ადამიანი, გავლენას ახდენს პლანეტაზე. ჩვენ ყველანი დამოკიდებული ვართ ბუნების პროდუქტებსა და რესურსებზე, რათა ნედლი მასალა გვქონდეს და შემდეგ ნარჩენები შთაინთქას.

გავლენა, რომელიც გარემოზე გვაქვს, დაკავშირებულია ბუნების „რაოდენობასთან“, რომელსაც ჩვენ „მივითვისებთ“ ან მოვიხმართ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სამომხმარებლო სქემები. ეს არის „ეკოლოგიური კვალის“ ანალიზის შესავლის ტექსტი და ყოველ წელიწადს ათასობით სტუდენტი და გარემოს დამცველი აქტივისტი გაივლის „ეკოლოგიური კვალის“ ქვიზს, რათა დაიზუთხოს, რამდენი პლანეტა დედამიწა დაჭირდება იმას, რომ 7-ზე მეტი მილიარდი ადამიანის გამოკვება და გაძლება შეძლოს (ხშირად სახელდება გამაოგნებელი რიცხვი – 3.5 პლანეტა). ამგვარი ცოდნითა და ინსტრუმენტებით აღჭურვილმა გლობალური ჩრდილოეთის მომხმარებლებმა ისწავლეს, რომ ისინი თავიანთი „პრივილეგირებულობით“ და თანამონაწილეობით პასუხისმგებლები არიან გლობალურ ეკოლოგიურ კრიზისზე. ეს ციტატა კარგად აჩვენებს ამ ტიპის ეკოლოგისტურ ხედვას: ადამიანები არიან ისეთივე ორგანიზმები, როგორც ნებისმიერი სხვა. ყოველ ორგანიზმს აქვს გაზომვადი გავლენა ეკოსისტემაზე. დათვები ჭამენ თევზს და ადამიანებიც ჭამენ თევზს და გავლენა ეკოსისტემაზე ორივე შემთხვევაში ერთია. ეკოლოგიური კვალის ანალიზი გარემოზე გავლენას მოხმარებასთან აკავშირებს. ეკოლოგიური მსოფლმხედველობის შიგნით ამას მნიშვნელობა აქვს. ბოლოსდაბოლოს, ყველა ეკოლოგისტმა იცის, რომ ეკოსისტემა მწარმოებლებისგან და მომხმარებლებისგან შედგება, რომელიც განსხვავდება კაპიტალისტური ეკონომიკის მწარმოებლებისა და მომხმარებლებისგან. ეკოლოგიური მწარმოებლები არიან მცენარეები, რომლებიც იყენებენ მზის ენერგიას და წყალს იმისთვის, რომ აწარმოონ ორგანული მცენარეული მასალა, რომელიც ნებისმიერი კვების ჯაჭვის საფუძველია. მაგრამ მთავარ ზემოქმედებას ეკოლოგიური მომხმარებლები ახდენენ. ესენი არიან ცხოველები და სხვა სახეობები, რომლებიც მოიხმარენ მცენარეებს და ცხოველებს, რომლებიც მოიხმარენ სხვა ცხოველებს და ა.შ. მომხმარებლები – არსებობს მრავალი დონე პირველადი, მეორადი და ა.შ. მომხმარებლების – ეკოლოგიური ცვლილებების მთავარი აქტორები არიან სისტემაში, რომელშიც მწარმოებლები ინერტულები და პასიურები არიან.

ეკოლოგიური კვალი აღრიცხავს მონაცემებს შენი ეკონომიკური სამომხმარებლო აქტივობების შესახებ (ენერგია, საკვები, საცხოვრებელი და სხვა აქტივობები, რომლებიც შენს ყოველდღიურ მოხმარებას ქმნიან) და გაძლევს მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამხელა ეკოლოგიური სივრცე – ან „ექვივალენტური ბიოლოგიურად პროდუქტიული არეალი“ – არის საჭირო ამ მოხმარებისთვის. ეს გასაგებს ხდის უთანასწორობას, რომელიც შემოსავლისა და მოხმარების დონეზე გვხვდება: აშშ მოიხმარს 9.6 ჰექტარს ერთ სულ მოსახლეზე, მაშინ, როცა ინდოეთი 1 ჰექტარს მოიხმარს. ეკოლოგიური კვალის ეს ანალიზი ბოლო ხანებში ჩანაცვლდა „ნახშირბადის ნაკვალევის“ ანალიზით. ამდენად, იმის ნაცვლად, რომ გაზომონ გარემოზე შენი ზეგავლენა „სივრცითი“ თვალსაზრისით, მოდური გახდა მისი გაზომვა ფუნტებში (ან ტონებში) – ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფის მოცულობის მიხედვით (საშუალო სტატისტიკური ამერიკელი მომხმარებელი გამოყოფს 37 000 ფუნტს წელიწადში).

ამას კი მივყავართ „პროგრესულ“ ანალიზთან ეკოლოგიური კვალის უთანასწორობის შესახებ, მდიდარ და ღარიბ მომხმარებლებს შორის. 2015 წელს ოქსფამმა გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით „ნახშირბადის ექსტრემალური უთანასწორობა“ , რომელიც ამბობდა, რომ პლანეტის მოსახლეობის 10% პასუხისმგებელია გამოყოფილი მავნე ნივთიერებების 50%-ზე , მაშინ როცა ყველაზე ღარიბი 50% პასუხისმგებელია მავნე ნივთიერებების მხოლოდ 10%-ზე. რეზიუმეში ნათქვამია, რომ ანგარიშში „შედარებულია ღარიბი და მდიდარი მოქალაქეების საშუალო მოხმარების კვალი რიგ ქვეყნებში“. ემისიები ისევ მიბმულია „ცხოვრების წესთან“ – ჩვენი ცხოვრების წესი აგენერირებს ემისიებს, რაც ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია. კვლევა ამტკიცებს, რომ მავნე ნივთიერებების (ემისიების) 64% „მოხმარების“ დამსახურებაა, ხოლო დარჩენილი ნაწილი ბუნდოვნად მიეწერება „მთავრობებს, ინვესტიციებს (მაგ. ინფრასტრუქტურაში) და საერთაშორისო ტრანსპორტს“.

მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, არის თუ არა მომხმარებლის „კვალი“ მხოლოდ მისი? ადამიანსა და სხვა ორგანიზმებს შორის განსხვავება ისაა, რომ არცერთ სხვა ორგანიზმს არ აქვს მონოპოლიზებული წარმოების საშუალებები და არ აიძულებს სხვა ორგანიზმებს ფულისთვის იმუშავონ. თუ ჩვენ ვიპოვით დათვს, რომელსაც პრივატიზებული აქვს თევზის წარმოების საშუალებები და აიძულებს სხვა დათვებს, მისთვის იმუშაონ, ჩვენ მაშინვე დავასკვნით, რომ ეკოსისტემაში რაღაც ცუდად მიდის. მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანის ექსკლუზივია. ადამიანები აორგანიზებენ რესურსებზე წვდომას (და მოხმარებას) კონტროლისა და გამორიცხვის კლასობრივი სისტემის მეშვეობით.

ეკოლოგიური კვალის ანალიზი არ არის განსაზღვრული მხოლოდ ეკოლოგიური ხედვით, რომ „ყველა ადამიანი უბრალოდ მომხმარებელი ორგანიზმია“ , არამედ უფრო ფართო ჰეგემონური ეკონომიკური თეორიით, რომელიც გვარწმუნებს, რომ სწორედ მომხმარებელია ის, ვინც ამოძრავებს ეკონომიკას თავისი არჩევანით და გადაწყვეტილებებით. მომხმარებლის სუვერენულობის თეორია ამბობს, რომ მწარმოებელი იმყოფება მომხმარებლის მოთხოვნების ტყვეობაში და ის უბრალოდ პასუხობს ამ უკანასკნელის მოთხოვნებს – რაც ფაქტობრივად მცდარია, რადგან პირიქით, წარმოება ზღუდავს მოხმარების არჩევანს. მოხმარების დიდი ნაწილი (მაგ. მანქანა) უბრალოდ „არჩევანი“ კი არ არის, არამედ აუცილებლობა სოციალური კვლავწარმოებისთვის (მაგ. სამსახურში მისვლა). უფრო მეტიც, როცა ჩვენ ვირჩევთ საქონელს, ჩვენ ვირჩევთ იმას, რომელთა წარმოებაც მომგებიანია. „ეკოლოგიურად მდგრადი“ საქონლის პრობლემა ისაა, რომ ის როგორც წესი, უფრო ძვირი ღირს.

კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, შემდეგია: ვის აქვს რეალური ძალაუფლება და ვინ აკონტროლებს საზოგადოების ეკონომიკურ რესურსებს? სამომხმარებლო სუვერენულობის თეორია გვეუბნება, რომ მომხმარებლის მხრიდან მჯობინება (ან უპირატესობის მინიჭება) არის ის, რაც ამოძრავებს წარმოებას – ძალაუფლება დიფუზიურია და გაბნეულია ინდივიდუალურ მომხმარებლებს შორის. მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკური ძალაუფლება დიფუზიური კი არ არის, არამედ კონცენტრირებულია იმათ ხელში, ვინც წარმოებისთვის საჭირო რესურსებს აკონტროლებს.

ეკოლოგიური კვალის ანალიზის მთავარი მიგნება ის არის, რომ სამომხმარებლო არჩევანი, ანუ ცხოვრების წესი არის ის, რაც ეკოლოგიურ კრიზისს იწვევს. დასკვნა მარტივია: ნაკლები უნდა მოვიხმაროთ. ზემოთ ნახსენები წიგნი ასე იტყვის: „ჩვენ ვცხოვრობთ კუმშვად სამყაროში. გარდაუვალი დასკვნა ის არის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ხარისხიანი ცხოვრება ნაკლები საშუალებებით“. მაშინ, როცა ეკოლოგიური კვალის ანალიზის მთავარი ფოკუსი ისაა, რომ გამოავლინოს მოხმარების ფარული როლი ეკოლოგიურ პრობლემებში, სხვა სწავლულები ეკოლოგიური პოლიტიკის უფრო ავთენტურ საფუძველს, ბუნებრივ გარემოსთან უშუალო ცოცხალი ურთიერთობის ქონაში ხედავენ.

სარჩოს ეკოლოგიზმი და მარგინალიზებული საზოგადოებები

ეკოლოგიური კვალის იდეოლოგიამ მატერიალური მიზნების პოლიტიკა მიუღებელი გახადა მათთვის, ვინც საარსებო საშუალებებს ფულის ან საქონლის მეშვეობით მოიპოვებს. რახან მომხმარებლური ცხოვრების წესი ეკოლოგიური კვალის დატოვებასთან ასოცირდა, მეტი მოხმარება მეტ ეკოლოგიურ ზიანს გაუტოლდა. ამ ლოგიკით კი, ნებისმიერი კლასობრივი მოთხოვნა, მაგ. უკეთესი ხელფასი, უფრო მეტ „ეკოლოგიურ კვალს“ ნიშნავს. ეკოლოგიური პოლიტიკა ლიმიტების პოლიტიკად იქცა. ამგვარად, ეკოლოგიური პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდა ურთიერთობები, რომელიც შეიძლება აიგოს მხოლოდ სახმარი ღირებულების ველზე, რომელიც გამოყოფილია კაპიტალისტური ურთიერთობებისგან. ეს კარგად ხსნის „ცოტა მშვენიერიას“ სტილის ეკოლოგიური პოლიტიკის აღმასვლას 1970-ანებში, რომელიც აფეტიშებდა ყველაფერ ლოკალურს, მცირე ზომისას და კოოპერატიულ შრომით ურთიერთობებს, ტექნოლოგიების მინიმალური გამოყენებით. პოლიტიკის ეს ფორმა პირდებოდა იმას, რასაც ერიკ ოლინ-რაიტი „კაპიტალიზმიდან გაქცევას“ უწოდებდა, ანუ პროექტს რომლის მიზანია „ჩვენი საკუთარი ალტერნატივის შექმნა, რომელშიც ვიცხოვრებთ და გავიფურჩქნებით“. ავთენტური ეკოლოგიური პოლიტიკა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მასობრივი მოხმარების საზოგადოებისგან განცალკევებით.

რადიკალური სწავლულები ეკოლოგიურ პოლიტიკის შესაძლებლობას მხოლოდ სახმარი ღირებულების ველზე ხედავენ – მათთვის მთავარია ისინი, ვინც საარსებო საშუალებებს ბუნებასთან უშუალო შეხებით მოიპოვებს, ან ისინი, ვისი სამუშაო ძალაც, როგორც სახმარი ღირებულება – სხეულებრივი ჯანმრთელობა – დაბინძურების მსხვერპლი გახდა. ამდენად, აკადემიურ სივრცეში ეკოლოგიური პოლიტიკისადმი ორი ყველაზე პოპულარული მიდგომაა პოლიტიკური ეკოლოგია და ეკოლოგიური სამართლიანობა.

პოლიტიკური ეკოლოგიის ქვედისციპლინა გაჩნდა 1970-ან და 1980-ან წლებში, როგორც აგრარული კვლევების მარქსისტული განშტოება. ის ცდილობდა სოფლის ღარიბი მოსახლეობის ( გლეხები, მკვიდრი მოსახლეობა და ა.შ.) ბრძოლა მიწისთვის, რესურსებისთვის და ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის წინააღმდეგ, მარქსისტული პოლიტეკონომიის ფარგლებში მოეხელთებინა. პირს ბლეიკისა და ჰაროლდ ბრუკფილდის მიწის დეგრადაცია და საზოგადოება , ცდილობდა გაეანალიზებინა „უწყვეტად ცვალებადი დიალექტიკური ურთიერთობა საზოგადოებასა და მიწასთან დაკავშირებულ რესურსებს შორის და ასევე კლასების და ჯგუფების შიგნით მთლიან საზოგადოებაში“. მათი ანალიზის ამოსავალი წერტილი იყო „მიწის მენეჯერის“ კატეგორია – როგორც წესი გლეხური შინამეურნეობა, რომელსაც გარკვეული კონტროლი აქვს „სახმარ ღირებულებაზე“, როგორიცაა მიწა და სხვა ბუნებრივი საარსებო საშუალებები. ამ მიდგომის ემბლემატური მაგალითია წიგნის ერთერთი ტომი სახელწოდებით გამათავისუფლებელი ეკოლოგია (რედაქტორები: რიჩარდ პიტი და მაიკლ ვატი), რომლის 1996 წლის გამოცემას მოყვა 2004 წლის ახალი მასალებით გამდიდრებული გამოცემა. ყველა ახალი მასალა (თუ შემთხვევა) ფოკუსირებული იყო ლოკალურ ბრძოლებზე მიწისა და რესურსებისთვის: ნიადაგის დეგრადაცია ბოლივიაში, გაუტყევება მადაგასკარში, „ჩიპკო“ („ხის ჩახუტების“) მოძრაობა ინდოეთში. ამ მიდგომის ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კრიტიკული დამოკიდებულება იმპერიული ეკოლოგიზმის მიმართ, რომელიც ცდილობს პირველყოფილი ბუნების იდეის თავს მოხვევას ისე, რომ აძევებს მკვიდრ მოსახლეობას. მიზანი იყო ეჩვენებინათ, რომ გაუტყევება და ნიადაგის ეროზია გლეხების ბრალი კი არ არის, არამედ გამოწვეულია მარგინალიზაციის უფრო ფართო პროცესებით, რომელიც გლობალური სასაქონლო ნაკადებისა და სახელმწიფო კონტროლის ფორმების შედეგია.

ამ ნაშრომის ყურადღების ცენტრში ექცევა ადგილობრივი საზოგადოებები, რომლებიც საარსებო საშუალებებს უშუალოდ მიწისგან იღებენ. ითვალისწინებს რა გლობალური ნეოლიბერალური კაპიტალიზმის დინამიკას, ამ მიდგომის მთავარი მიგნებები ფოკუსირებულია ადგილობრივი საზოგადოებებისთვის მათი ტრადიციული, სასიცოცხლო სტრატეგიებისგან მოწყვეტაზე. მარქსი ამ პროცესს აღწერდა, როგორც „პირვანდელ დაგროვებას“, რაც დევიდ ჰარვიმ გაამდიდრა ტერმინით „დაგროვება ჩამორთმევით“ – სწავლულთა ახალი ტალღა ფოკუსირდა ჩამორთმევის სხვადასხვაგვარ შემთხვევებზე მიწაზე დაფუძნებულ კულტურებსა და საზოგადოებებში მსოფლიოს მასშტაბით. ამ მიმართულების ეკოლოგიური კვლევები გულისხმობს ადგილობრივ მკვიდრთა და კულტურათა შესწავლას, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ გლეხებისა და სხვა ტრადიციული საზოგადოებების ჩათრევას (ან შეწოვას) გლობალური კაპიტალიზმის სასაქონლო სისტემაში. თუმცა, რახან კაპიტალიზმის არსებობა თავისთავად გულისხმობს ფაქტს, რომ ადამიანთა უმრავლესობას უკვე ჩამორთმეული აქვს წვდომა წარმოების საშუალებებზე, ამგვარი სამეცნიერო მიდგომა გლობალური ეკონომიკის პერიფერიას ვერ სცდება.

მეორე, ძალიან პოპულარული რადიკალური აკადემიური ლიტერატურა ეკოლოგიურ სამართლიანობაზეა. ეკოლოგიური სამართლიანობა ასევე ამტკიცებს, რომ ბუნებრივ გარემოსთან უშუალო, ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილება – ამ შემთხვევაში ტოქსიკური ნარჩენებისა და დაბინძურების გავლენა სხეულებზე- ეკოლოგიური ბრძოლის მთავარი საფუძველია. სახმარი ღირებულება ამ შემთხვევაში წყალთან და ჰაერთან ერთად, მოიცავს სხეულის სამუშაო ძალას. ინდუსტრიულ საზოგადოებებში ინფრასტრუქტურა და ინდუსტრიის ნარჩენები თავსდება მარგინალიზებულ საზოგადოებებში, ხშირად კანის ფერის მიხედვით. ეკოლოგიური სამართლიანობა უსამართლობას განიხილავს რასობრივი და კლასობრივი საკითხებისა და მათ დასაძლევად საჭირო ბრძოლების გადაკვეთაზე.

ამოიზარდა რა სამოქალაქო უფლებების მოძრაობიდან, ეკოლოგიური სამართლიანობა ცდილობს, ებრძოლოს ტოქსიკური ნარჩენების რასისტულად მოტივირებულ არათანაბარ განაწილებას შეერთებული შტატების მასშტაბით. 1983 წელს უორენ ქანთრის (ჩრდ.კაროლინა) შავკანიანმა მაცხოვრებლებმა გამოიყენეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტაქტიკა მიკროსქემების ტოქსიკური ნარჩენების ნაგავსაყრელის მათ სიახლოვეს მოწყობის წინააღმდეგ. 1987 წელს, ქრისტეს გაერთიანებული ეკლესიის რასობრივი სამართლიანობის კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით ტოქსიკური ნარჩენები და რასა აშშ-ში, რომელიც აჩვენებდა ტოქსიკური ნარჩენების ნაგავსაყრელების განლაგების დამთხვევებს შავკანიანთა განსახლების ადგილებთან. 1991 წელს, მკვიდრმა მოსახლეობამ, აფრიკელ ამერიკელ ლიდერთა ერთობამ და სხვებმა მოიწვიეს ფერადკანიანთა პირველი ეკოლოგიური სამიტი, რომელზეც დაანონსდა „ფერადკანიანი ადამიანების ნაციონალური და ინტერნაციონალური მოძრაობის შექმნა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს აოხრებას და მიწის წართმევას და აღადგენს ჩვენს სულიერ ურთიერთკავშირს მშობელ პლანეტა დედამიწასთან“. 1994 წელს პრეზიდენტმა კლინტონმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ეკოლოგიური სამართლიანობა უნდა ეპოვათ „უმცირესობებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას“.

ხშირად, ამ ისტორიული ნარატივით ხსნიან ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის პოპულარობის ზრდას. თუმცა ქვემოთ ეჭვს შევიტან ამ მოძრაობის წარმატებულობაში. ძირითადი პოლიტიკური ფოკუსი კეთდება იმაზე, რომ სწორედ ეს მარგინალიზებული საზოგადოებები უნდა ჩაუდგნენ სათავეში ეკოლოგიურ მოძრაობას მათი მომწამვლელი კორპორაციების წინააღმდეგ; რომ სწორედ მათი უშუალო მატერიალური გამოცდილება უზრუნველყოფს მათთვის ამ განსაკუთრებულ პოლიტიკურ სტატუსს. იმდენად, რამდენადაც ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობა დაედო საფუძვლად კლიმატის მოძრაობას, კლიმატის მოძრაობაც ასევე სახავს მარგინალიზებულ „ფრონტის ხაზზე“ მყოფ საზოგადოებებს კლიმატისთვის ბრძოლაში მთავარ აქტორებად. ისევე, როგორც პოლიტიკური ეკოლოგიის შემთხვევაში, აქაც მთავარი აქტორები არიან გლეხები, მკვიდრი მოსახლეობა და სხვა საზოგადოებები, რომლებსაც კლიმატის ცვლილების გამო ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრებათ (მაგ. სანაპიროს მეთევზეები, ფერმერები, რომლებსაც გვალვები ემუქრება და სხვ.). მაგრამ როგორ უნდა აშენოს სოლიდარობა ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობამ მოსახლეობის უმეტესობასთან ერთად, რომლებიც უკვე სრულად არიან ჩართულები მასობრივი მოხმარების საზოგადოებაში, მაგრამ ტოქსიკური მოწამვლის რაიმე ცხადი საფრთხე არ ემუქრებათ?

ეკოლოგიზმის ლიმიტები

ეკოლოგისტური მოძრაობების აღმასვლა მემარცხენეების ისტორიულ მარცხს ემთხვევა. დროა, ვიკითხოთ, არსებული ეკოლოგიური პოლიტიკა ამ მარცხის სიმპტომი ხომ არ არის. პირველი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება ჩაკირულია ეკოლოგიური კრიზისის გამო კლასობრივი პასუხისმგებლობის გაგებაში. ეკოლოგიური კვალის ანალიზის შესაბამისი ეკოლოგიური პოლიტიკა, ყველა მომხმარებელს ადანაშაულებს ეკოლოგიური კრიზისის გამო. რთულია უყურო, როგორ იმარჯვებს პოლიტიკური სტრატეგია, თუ მის მიერ შემოთავაზებული პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს მოხმარების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას იმ კლასისთვის, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა ხელფასის სტაგნაციას ებრძვის. როგორ უნდა მიიზიდოს მშომელები ამგვარმა პოლიტიკამ, თუ მათ მიმართ მისი მთავარი დაპირება უფრო მეტი ეკონომიაა? ეკოლოგიური კვალი წარმოადგენს ანალიზს, სადაც ყველა სახის ზეგავლენას ბუნებაზე შეიძლება მივდიოთ უკან, ორგანიზმებამდე (ადამიანებამდე), რომლებიც არსებობისთვის საჭირო საშუალებებს ბუნებრივი რესურსებისგან იღებს. აკისრებს რა მომხმარებლებს სრულ პასუხისმგებლობას მათი სამომხმარებვლო ზეგავლენის გამო, ეს ხედვა გვერდს უვლის კაპიტალის კრიტიკულ როლს, რომელიც აკონტროლებს საქონლის რაოდენობასაც და სახეობასაც, რომლითაც ბაზარი სავსეა.

საწვავი, რომელიც თქვენს ავზში ასხია, ურიცხვი რაოდენობის ადამიანთა ხელში გაივლის, რომლებიც სარგებელს ელიან – ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიური კონსულტანტები, მწარმოებელი კომპანიები, მბურღავი კომპანიები, მილსადენის მწარმოებელი კომპანიები, გაზგასამართი სადგურების ოპერატორები – მაგრამ მთავარი დამნაშავე მაინც მხოლოდ შენ გამოდიხარ, რომელმაც ახლა მანქანა დაქოქე და მავნე ნივთიერებები გამოაფრქვიე? როცა მოხმარებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ჯაჭვზე, რომელშიც თითოეულ საქონელს ყავს თავისი მომხმარებელი და ის, ვინც ამითი მოგებას ნახულობს. მთავარი პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ მათ, ვინც პროდუქციის წარმოებისგან მოგებას ნახულობს და არა ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ საჭიროებებს იკმაყოფილებენ. ეს არის არა მორალური, არამედ ობიექტური შეფასება იმის, თუ ვინ ფლობს რეალურ ძალაუფლებას სასაქონლო ჯაჭვში. ცხადია, ჩვენ სრულად არ უგულებელვყოფთ იმ შეძლებული მომხმარებლების პასუხისმგებლობას, რომლებიც ყიდულობენ მანქანებს, რომელიც ცოტას წვავს, სტეიკს კვირაში ორჯერ ჭამენ და ბევრს დაფრინავენ. მაგრამ რატომ ვფოკუსირდებით მხოლოდ მათ მოხმარებაზე, როგორც პასუხისმგებლობისა და პოლიტიკის მთავარ ველზე? პირველ რიგში კარგი იქნებოდა გვეკითხა, როგორ გახდნენ ეს მომხმარებლებლები ასეთი შეძლებულები. რატომ არ არის მათი შრომითი საქმიანობა ასეთივე პოლიტიკური კრიტიკისა და წუხილის საგანი?

ავიღოთ კლიმატის ცვლილების პრობლემა. რიჩარდ ჰიდის ნაშრომი აჩვენებს, რომ ისტორიული ემისიების 63% ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული, მოდის 90 კერძო და სახელმწიფო კორპორაციაზე – რასაც ის „ნახშირბადის მთავრებს“ უწოდებს – კაპიტალისტების კლასზე, რომელიც მოიპოვებს წიაღისეულ საწვავს და და ყიდის მას მოგებისთვის. მაგრამ კლიმატის ცვლილებაში კაპიტალისტების პასუხისმგებლობა ბევრად დიდია. არსებობს ინდუსტრიული კაპიტალი, რომელიც დამოკიდებულია წიაღისეული საწვავის მოხმარებაზე – ცემენტი (გლობალური ემისიების 7%-ზეა პასუხისმგებელი), ფოლადი, ქიმიური წარმოება და სხვა ნახშირბად-ინტენსიური წარმოების ფორმები. ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინდუსტრიული სექტორი მოიხმარს უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე საბინაო, კომერციული და ტრანსპორტის სექტორები ერთად აღებული. ხოლო თუ ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად გამოყოფილ მავნე ნივთიერებებსაც მივათვლით, ინდუსტრიული სექტორი ყველა სხვას უსწრებს (სოფლის მეურნების ჩათვლით) და მასზე გლობალური ემისიების 31% მოდის.

ბევრი სოციალური კრიტიკოსი ამხელა ყურადღებას ქარხნებისა და ინდუსტრიული „წარმოების წერტილების“ მიმართ, უიმედოდ ორთოდოქსულად ჩათვლიდა, მაგრამ კლიმატის ცვლილებასა და სხვა ეკოლოგიურ პრობლემებში მათ ლომის წილი აქვთ. მეორე ნაკლოვანება აკადემიის მხრიდან ცხოვრების წესის პოლიტიკიდან სარჩოს ეკოლოგიაზე ყურადღების გადატანა და მისთვის პრივილეგიების მინიჭებაა. ეს ნაკლებად ეხება იმას, თუ ვინ არის დამნაშავე და უფრო იმას ეხება, თუ ვინ სად ხედავს ავთენტურ ეკოლოგიურ ბრძოლას. აქ პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური ფოკუსი მარგინალურზე, რომელიც ვერ შექმნის უფრო ფართოდ დაფუძნებულ მოძრაობას. პოლიტიკური ეკოლოგია ფოკუსირებულია გლეხების და ადგილობრივ მკვიდრთა მიერ ჩამორთმევის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლებზე სოფლად. ნებისმიერი ღირსეული ადამიანი მხარს უჭერს ამ ბრძოლებს სამართლიანობისა და თვითგამორკვევისთვის და ჩვენ ვერ დავაკნინებთ ამ ბრძოლების მნიშვნელობას. ჩემი კითხვა ის არის, როგორ შეუძლია ამ ბრძოლებს ისეთი სოციალური ძალაუფლების შექმნა, რომელიც შეაჩერებდა ჩამორთმევასა და დაბინძურებაზე მთავარ პასუხისმგებელს – კაპიტალს. კაპიტალიზმის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა უკვე დაშორებულია ცხოვრების ბუნებრივ პირობებს, ხოლო ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან დაშორებული, სისტემისთვის მარგინალებად რჩებიან. ბუნებრივი რესურსებისგან საარსებო საშუალებების უშუალოდ მიმღებთა ეკოლოგიური პოლიტიკის მთავარ საყრდენად მონიშვნით, ძალიან იზღუდება ის პოლიტიკური ბაზისი, რომელზეც ეკოლოგიური მოძრაობა უნდა დაშენდეს.

სრულიად ლეგიტიმურია სტრატეგიული შეკითხვის დასმა ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის წარმატებულობის შესახებ. საინტერესო იქნება, დავაკვირდეთ ზოგიერთი, მოძრაობაში ჩართული მკვლევრის რეფლექსიას ამ საკითხზე. კლინტონის ისტორიული განკარგულების გამოცემის შემდეგ, ბენჯამინ გოლდმანი – ტოქსიკური ნარჩენებისა და რასის შესახებ ანგარიშის მონაცემების ანალიტიკოსი – ამბობდა, რომ ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის რეალური ძალა ჰგავდა „ქინქლს სპილოს ზურგზე“. მან განაახლა 1987 წლის მონაცემები და დაასკვნა, რომ „საკითხისადმი გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, ამჟამად აშშ-ს ფერადკანიანი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი რაოდენობა ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც ტოქსიკური ნარჩენების გადამუშავების კომერციული დაწესებულებებია, ვიდრე ათწლეულების წინ“. 25 წლის შემდეგ, პულიდო, კოჰლი და კოტონი იგივე დასკვნამდე მივიდნენ და ფრთხილად ალაპარაკდნენ ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის ჩავარდნაზე. მათი კატეგორიული მტკიცებით „ღარიბთა და ფერადკანიანთა დასახლებები კვლავაც სრულიად დაუცველები არიან ეკოლოგიური ზიანის მიმართ“.

გოლდმანისთვის ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაბამ გამოტოვა პოლიტიკური მარცხის უფრო ფართო კონტექსტი: „მაშინ როცა პროგრესული ძალები ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის გაჩენას ზეიმობდნენ, ჩვენ მოწმენი ვიყავით უთანასწორობის ყველაზე ძლიერი გაღრმავების პერიოდის და საბოლოო ჯამში ტრანსნაციონალური კაპიტალიზმის ტრიუმფის, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მათი ძალაუფლება, შანსები და გლობალური თავისუფლებები“. გოლდმანი ასკვნის, რომ კორპორატიული ძალაუფლებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობამ უნდა „გააფართოვოს მისი სახალხო შემადგენელი და მოიცვას მეტი სხვადასხვა ინტერესი“. თუმცა, ბევრი მემარცხენესთვის, ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობის მიმზიდველობა სწორედ ისაა, რომ ის წარმოადგენს ღატაკთა და მაგინალიზებულთა ბრძოლას კაპიტალისტურ საზოგადოებაში. კვლავ გავიმეორებ, რომ ეს ბრძოლები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი არ უნდა უგულებელვყოთ. მაგრამ იმისთვის, რომ ეკოლოგიური სამართლიანობისთვის ბრძოლამ გაიმარჯვოს, მან უნდა იპოვოს გზა უფრო ფართო ეკოლოგიური მოძრაობის შესაქმნელად, რომელსაც შეეძლება მოერიოს კორპორაციებს – ეკოლოგიური პრობლემების მთავარ შემოქმედებს. ჩვენ მიდრეკილები ვართ, მსგავსი ბრძოლების მორალური სისწორე დავადასტუროთ, მაგრამ იშვიათად ვსვამთ სტრატეგიულ კითხვას, როგორ უნდა შეძლონ მათ ისეთი ძალაუფლების შექმნა, რომ არსებული სიტუაცია დაძლიონ. პულიდო და სხვები აყენებენ სახელმწიფოს საკითხს. სახელმწიფო ცარიელი სიტყვებით პასუხობს ეკოლოგიურ წუხილს, ხოლო საქმით ვერ უზრუნველყოფს რეგულაციების რეალურ მოქმედებას, რომელმაც ხალხის ცხოვრება უნდა გააუმჯობესოს. ისინი უფრო კონფრონტაციულ სტრატეგიას ემხრობიან: სახელმწიფოში მოწინააღმდეგე უნდა დავინახოთ და არა პარტნიორი. არავითარი პატივისცემა, აღიარება და ჩართულობა. ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ როგორც დამბინძურებლებს, ასევე მათ მფარველ სახელმწიფო დაწესებულებებს. სახელმწიფოს ნეოლიბერალური მიტაცების (და ტრამპის) პირობებში ეს ცხადია, სწორი სტრატეგიაა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკოლოგიური სამართლიანობის მოძრაობამ უნდა იფიქროს უფრო ფართო სტრატეგიაზე, რომელიც ჩამოაყალიბებს სახალხო მემარცხენე ხელისუფლებას სახელმწიფოს შიგნით. ხოლო ასეთ პოლიტიკას დაჭირდება, რომ გაცდეს მარგინალობას და მოიცვას ის, რასაც გოლდმანი „სხვადასხვა ინტერესებს“ უწოდებს. რომ შევაჯამოთ, ცხოვრების წესის ეკოლოგიზმიც და მისი განშტოება სარჩოს ეკოლოგიზმიც გაჩნდა მაშინ, როცა კაპიტალის მიერ გარემოსთვის ზიანის მიყენება ფართოვდებოდა და ეკოლოგიური კრიზისი ღრმავდებოდა. მათი პოლიტიკური სტრატეგიები არაეფექტურია. ჩვენ ახლა დავუბრუნდებით ამ არაეფექტურობის დიაგნოსტირებას უფრო მკაფიო ისტორიული და კლასობრივი ტერმინებით.

ნაწილი 2. „გადაჭარბება“: ეკოლოგიზმის კლასობრივი საფუძველი

ეკოლოგიური მოძრაობა გაჩნდა 1960-ან და 1970-ან წლებში, კრიზისისა და რესტრუქტურიზაციის პერიოდში. თუ ადრე ანტიკაპიტალიზმი ისტორიულად ებრძოდა უთანასწორობასა და სიღარიბეს, 1970-ანი წლებისთვის როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე კომენტატორები შეთანხმდნენ, რომ კაპიტალიზმი წააწყდა ახალ პრობლემას: სიჭარბეს. ჩვენ უბრალოდ ზედმეტად ბევრი რამ გვქონდა. მოხმარების დონის ზრდა – მუშათა კლასის გამარჯვებების შედეგი – პრობლემა გახდა. 70-ანების შუაში, ახალგაზრდა ალან გრინსპანი ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური კრიზისი სათავეს იღებდა „ამბიციური“ სოციალური მოლოდინებიდან: „მთავრობებმა ამოცანად დაისახეს სოციალური უთანასწორობის შემცირება შინ და გარეთ და ცხოვრების მუდმივად მზარდი სტანდარტის დამკვიდრება. მორალური და სოციალური გამართლებულობის მიუხედავად, ეს ამოცანები ეკონომიკური თვალსაზრისით ზედმეტად ამბიციური აღმოჩნდა – მისაღწევი მიზნის ნაწილშიც და იმ მოლოდინების თვალსაზრისითად, რომელიც ხალხში გააჩინეს“. გრინსპანი მოუწოდებდა, რომ ხალხს ეს მოლოდინები უნდა შეეცვალა „უფრო რეალისტურით“ , რომლის თანახმადაც „ შემოსავლის დონე დაიკლებდა, ხოლო ცხოვრების სტანდარტის შესაძლო ზრდა შემცირდებოდა“. საზოგადოებას „გადაჭარბებული“ მოლოდინი შეექმნა. გამოსავალი? – მკაცრი ეკონომია. განსხვავებული პოლიტიკური პერსპექტივიდან, „ახალი მემარცხენეების“ დიდმა ნაწილმა თავისი კრიტიკა ასევე მიმართა მომხმარებელი საზოგადოების მიმართ (მაგალითად, ჰერბერტ მარკუზე, გი დებორი). გი დებორი ამტკიცებდა რომ საქონელმა „შეძლო სოციალური ცხოვრების სრული კოლონიზაცია“. კრიტიკული თეორეტიკოსის უილიამ ლეისის თქმით, მომხმარებლური ცხოვრების წესი არ აკმაყოფილებდა ფუნდამენტურ ადამიანურ საჭიროებებს: „ეს წყობა აყალიბებს ცხოვრების წესს, რომელიც დამოკიდებულია მატერიალური სიკეთეების უსასრულოდ მზარდ მოხმარებაზე და რომელშიც ინდივიდებს არასწორად ესმით საკუთარი საჭიროებების ბუნება“. კრისტოფერ ლეში დაცინოდა ამერიკულ „მოხმარების კულტს“ და „საქონლის პროპაგანდას“, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ე.წ. „საგონებელში ჩავარდნილის სიტყვაზე“, რომელშიც მან თქვა, რომ ამერიკელები „მიდრეკილები არიან საკუთარ სურვილებს დამორჩილებისა და მოხმარებისკენ“. ბევრი იზიარებს, რომ ამ სიტყვამ, რომელიც ამერიკელებს მასშატბის შემცირებისკენ მოუწოდებდა, ნიადაგი მოუმზადა რეიგანის მოსვლას.

სიჭარბის ეს კრიტიკა დაემთხვა იმ დროს, როცა ამერიკელი მშრომელების მდგომარეობა უარესდებოდა. როგორც ისტორიკოსი დენიელ ჰოროვიცი ამბობს, „ამერიკელთა უმეტესობამ გამოცადა (1970-ანებში) ეკონომიკური ტკივილი. ამერიკული ოჯახების უმეტესობამ თავის თავზე გამოცადა რეალური შემოსავლის შემცირება“. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებდა, რომ გაძვირებული ცხოვრება ნომერ პირველი პრობლემა გახდა ამერიკელებისთვის. იმ დროს, როცა მუშათა კლასი იბრძოდა საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან მას ეუბნებოდნენ, რომ მათ უკვე ზედმეტად ბევრი ქონდათ. როცა მთელი ქვეყნის გრინსპანებმა გაიმარჯვეს, საღი აზრი გახდა ის, რომ „მეტი უნდა გაკეთდეს ნაკლები დანახარჯით“. შემცირების დრო დადგა – მთავრობის ხარჯების, პროფკავშირებისგან მიღებული ხეირისა და ოჯახების ბიუჯეტის. სიჭარბისა და ჭარბმოხმარების კრიტიკა სრულყოფილად დაემთხვა ეკოლოგიური მოძრაობის აღმასვლას. გრინსპანის მსგავსად, რომის კლუბის 1972 წლის ზრდის ლიმიტები აანონსებდა ახალ რეალობას, რომელსაც საზოგადოება უნდა დაჰყოლოდა: „ადამიანი იძულებულია ანგარიში გაუწიოს მისი პლანეტის შეზღუდულ შესაძლებლობებს“.

პოლ ერლიხი თავიდან უხეში მალთუზიანიზმის მესაყვირე იყო (მაგ. წიგნი პოპულაციის ბომბი), თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ, 1974 წელს მან და მისმა ცოლმა გამოაქვეყნეს წიგნი სახელწოდებით სიჭარბის (ან სიუხვის) დასასრული, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ მასობრივი მოხმარების საზოგადოებამ გადაამეტა მის მატერიალურ ბაზისს. ერთერთი ყველაზე პოპულარული ტექსტი იყო უილიამ კატონის გადაჭარბება, რომელიც ხსნიდა, რომ ადამიანის მიერ რესურსების გამოყენებამ გადააჭარბა დედამიწის შესაძლებლობებს და რომ მასობრივი კვდომა გარდაუვალია.

ეკოლოგისტური პოლიტიკა აყვავდა და გაფართოვდა ნეოლიბერალური შეზღუდვების პერიოდში. ის ჩაეწერა იმაში, რასაც ლეი ფილიპსი „მკაცრი ეკონომიის ეკოლოგიას“ უწოდებს – ლიმიტების, მოხმარების შემცირების , ზეგავლენის შემცირების პოლიტიკას – შეამცირე, ხელახლა გამოიყენე, გადაამუშავე. სწორედ ეს არის კონტექსტი, საიდანაც იღებს სათავეს კლასისა და ეკოლოგიური პოლიტიკის უცნაური განცალკევება. „ახალმა სოციალურმა მოძრაობამ“, ეკოლოგიზმმა, უარყო პოლიტიკა, რომელიც მატერიალური ინტერესებიდან ამოდის, როგორც მომხმარებელი საზოგადოების ფუყე მატერიალიზმი. თუ კლასობრივი პოლიტიკა ყოველთვის გულისხმობდა ხედვას ზრდადი საერთო სიკეთის შესახებ, ეკოლოგიური პოლიტიკა მომჭირნეობის პოლიტიკად იქცა. ანდრე გორცმა ჩამოაყალიბა მომჭირნეობაზე დაფუძნებული ეკოსოციალისტური მოსაზრება: „ერთადერთი გზა, რომ უკეთესად ვიხოვროთ, არის ის, რომ ვაწარმოოთ ნაკლები, მოვიხმაროთ ნაკლები, ვიმუშავოთ ნაკლები, ვიცხოვროთ სხვაგვარად“. წლების განმავლობაში კლასს და ეკოლოგიურ პოლიტიკას მუდმივად აპირისპირებდნენ „ სამუშაო ადგილები ეკოლოგიის წინააღმდეგ“ ტიპის დებატებში. სწორედ მუშათა კლასის წარმომადგენელი ტყის მჭრელები ეწინააღმდეგებოდნენ კოპლებიანი ბუების დაცვას ანდა ორაგულის გამრავლებას მდინარე კოლუმბიაში. როგორც რიჩარდ უაიტი ამბობს, მანქანაზე გასაკრავი სტიკერი „ეკოლოგისტი ხარ თუ შრომობ რომ იცხოვრო?“ სოფლის მუშათა კლასში გახდა პოპულარული.

არა მხოლოდ მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ მტრულად განწყობილები ეკოლოგიზმის მიმართ, არამედ პირიქითაც – მწვანე პოლიტიკის მიმდევრები ასევე ადანაშაულებდნენ პრივილეგირებულ მშრომელებს მოხმარებაში. რუდოლფ ბარომ, გერმანიის მწვანეთა პარტიის წევრმა პირდაპირ განაცხადა: „მუშათა კლასი აქ (დასავლეთში), არის ყველაზე მდიდარი დაბალი კლასი მსოფლიოში… უნდა ვთქვა, რომ მეტროპოლიის მუშათა კლასი არის ყველაზე უარესი ექსპლუატატორთა კლასი მსოფლიოში“. ბევრი ეკო-მემარცხენე დღესაც მოუწოდებს მომჭირნეობის პოლიტიკისკენ. 2018 წელს ნიუ ლეფთ რევიუმ გამოაქვეყნა ტროი ვეტესის წერილი, რომელიც მკაცრი ეკონომიისკენ მოუწოდებდა – ან როგორც თავად ავტორი იტყოდა „ეგალიტარული ეკო-ეკონომიისკენ“ , რომლის მიზანია თანაბრად გაანაწილოს ცოტა. წერილი ასევე მოუწოდებდა პლანეტის ნახევრის ველურ ბუნებად გადაქცევისკენ – ეს იდეა ავტორმა სოციობიოლოგ ე.ო. ვილსონისგან ისესხა – უნივერსალური ვეგანიზმისკენ და პლანეტის ერთ სულ მოსახლეზე ენერგიის ნორმირების აბსტრაქტული იდეისკენ. ეკო-მემარცხენეების ალბათ ერთერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება „შემცირების“ (ან ანტი-ზრდის) პროგრამაა, რომელიც ერთერთ ბოლო კრებულში განმარტებულია, როგორც „ წარმოებისა და მოხმარების სამართლიანი შემცირება, რომელიც თავის მხრივ შეამცირებს საზოგადოების მხრიდან ენერგიისა და ნედლეულის მოხმარებას“. შემცირების მომხრეები ირწმუნებიან, რომ ეს არ არის „მცირედით დაკმაყოფილების“ პოლიტიკა, არამედ ისინი მოუწოდებენ მცირედის გადანაწილებისკენ და არამატერიალური რესურსების – დროის და ურთიერთობების გაზრდისკენ.

ამ პროგრამის გატაცებას მატერიალური წარმოების ეფექტურობითა და მშპს ზრდით – რომელიც თავის მხრივ სტატისტიკური კოსტრუქტია იმის დასაფარად, ვინ იღებს სარგებელს კაპიტალისტური ეკონომიკის ზრდით – მხედველობიდან გამორჩება ის, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებებში ადამიანების სრულ უმრავლესობას მატერიალური დანაკლისი აქვს. უმრავლესობისთვის ნეოლიბერალური პერიოდის გამოცდილება გულისხმობს ხელფასების სტაგნაციას, მზარდ გავალიანებას, დასაქმების გარანტიის შემცირებას და უფრო ხანგრძლივ სამუშაო დღეს. მთელი პოლიტიკური პროგრამის შემცირებაზე ფოკუსირებით, ამ პროგრამას მცირე შანსი აქვს ნეოლიბერალური მკაცრი ეკონომიით შეჭირვებული მშრომელების სრული უმრავლესობის საჭიროებებზე ილაპარაკოს. კლასობრივი ანალიზი საზოგადოებას ჯამურად კი არ უნდა განიხილავდეს (და არა იმას, მას ეკონომიკური ზრდა ჭირდება თუ შემცირება), არამედ კონფლიქტური კლასების გავლით, სადაც ცოტას აქვს ძალიან ბევრი და ბევრს აქვს ძალიან ცოტა. რას აჩვენებს ეკოლოგიისა და მცირედის პოლიტიკის ურთიერთკავშირი? ზოგიერთის აზრით, მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე წარმოიშვა სპეციფიკური კლასობრივი ფორმაციიდან, რომელიც ზემოთ ვახსენე – „პროფესიონალ-მენეჯერიალური კლასი“ და რომელსაც შემდეგში სიმარტივისთვის პროფესიონალთა კლასს ვუწოდებ. ეს კლასი მკვეთრად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, უმაღლესი განათლების დრამატულ გაფართოვებასთან ერთად. სწორედ რადიკალური სწავლულები, ბუნების მეცნიერები, არამომგებიანი მენეჯერები, ჟურნალისტები და სხვა პროფესიონალები არიან ისინი, ვინც თანამედროვე ცხოვრების წესს ადანაშაულებენ ეკოლოგიურ კრიზისში. ბედის ირონიით, სწორედ მათი მეტნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრება ბადებს დანაშაულის განცდას, რომ ეკოლოგიური კრიზისი „ყველა ჩვენგანის“ ბრალია .

პროფესიონალთა კლასი: ცოდნა ეკოლოგიური კრიზისის შესახებ

1976 წელს ბარბარა და ჯონ ერენრაიხების მიერ შემოთავაზებული წინააღმდეგობრივი კონცეპტი „პროფესიონალ-მენეჯერიალური კლასი“ წარმოადგენდა მცდელობას, მხედველობიდან არ გამორჩენოდათ ე.წ. თეთრსაყელოიანთა დრამატული მატება მზარდად პოსტინდუსტრიულ ეკონომიკაში. ერთი მხრივ ისინი ცდილობდნენ დაეფიქსირებინათ „საშუალო კლასის რადიკალიზმის“ როლი „ახალი მემარცხენე“ პოლიტიკის ფორმირებაში, რომელიც იმ დროს თვალსაჩინო იყო. მათი აზრით „უმაღლესი განათლების არნახულმა გაფართოვებამ“ შექმნა „ხელფასზე მომუშავეთა ახალი სტრატა, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელი იყო მარქსისტებისთვის“. მათ სათავე დაუდეს დებატებს მარქსისტებს შორის, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი „ცოდნის მშრომელების“ კლასობრივი მიკუთვნებულობის თეორეტიზება. ფაქტმა, რომ ისინი არ ფლობენ წარმოების საშუალებებს და ხელფასით ან გამომუშავებული ფულით ცხოვრობენ, ანდრე გორცს და სერჟ მალეს ათქმევინა, რომ ისინი „ახალი მუშათა კლასია“. ნიკოს პულანზასი მათ „ახალ წვრილ ბურჟუაზიას“ უწოდებდა, რჩებოდა რა ფიზიკურ და გონებრივ შრომას შორის ტრადიციული დაყოფის ერთგული. ერიკ ოლინ რაიტი ფიქრობდა, რომ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ ბევრი პროფესიული საქმიანობის „წინააღმდეგობრივ კლასობრივ მიკუთვნებულობას“, იმის მიუხედავად, როგორ მოვახერხებთ მათ თეორეტიზებას, მთავარი ის არის, რომ პროფესიონალთა კლასი საზოგადოების უმცირესობაა. კიმ მუდის დათვლით აშშ-ში პროფესიონალები დასაქმებული მოსახლეობის 22% შეადგენენ (კიდევ 14%-ს ის „მენეჯერთა“ კლასს მიაკუთვნებს). მისი მტკიცებით მთლიანად მუშათა კლასი მოსახლეობის 63%-ა. ჩემი მიზანი არ არის ამ თეორიული დებატების საბოლოო გადაწყვეტა. ჩემი მიზანია ხაზი გავუსვა ცოდნისა და უფრო ფართოდ, განათლების მნიშვნელობას პროფესიონალთა კლასის ცხოვრებისთვის. პულანზასი ამ საკითხს სწორედ განათლების და „კარიერის“ შექმნის თვალსაზრისით უყურებდა: „განათლების დონეების როლი ბევრად მნიშვნელოვანია ახალი წვრილი ბურჟუაზიის შიგნით ცირკულაციისთვის (აგენტების წინ წასაწევად, მათი კარიერისთვის და ა.შ.) , ვიდრე მუშათა კლასისთვის“. განათლების ცენზის ცენტრალურობა ნიშნავს, რომ პროფესიონალთა კლასი არა მხოლოდ ეწერება „მერიტოკრატიის“ მითში, არამედ გარემოზე გავლენის ინდივიდუალიზებულ შესაძლებლობასაც ამაღლებს. იქნება ეს „კარიერული“ წინსვლა, თუ შენი ნახშირბადის კვალის ვირტუოზულად შემცირება. განათლების ცენზი და დონე მხოლოდ პროფესიონალთა კლასის ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის როდია ცენტრალური, არამედ ასევე უზრუნველყოფს „საშუალო კლასის“ ცხოვრების ბილეთს – მანქანით, სახლით, შვილებით და ფინანსური დაცულობით. ესწრაფვის რა საშუალო კლასის დაცულობის ამ ბანალურ ასპექტებს, პროფესიონალთა კლასი იმავდროულად მათგან შეურაცხყოფილი და დამცირებულია. სწორედ ელიტური განათლების წყალობით, პროფესინალთა კლასის ბევრი წარმომადგენელი იწყებს ფიქრს გაუცხოებასა და განადგურებაზე, რომელიც მასობრივი მოხმარების საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. დანაშაულის ეს შინაგანი განცდა ხშირად უდევს საფუძვლად პროფესიონალთა კლასის პოლიტიკას.

ეკოლოგიური პოლიტიკა სწორედ პროფესიონალთა კლასიდან იღებს სათავეს. 1960 წლისთვის ეკოლოგიურმა მოძრაობამ შემოგვთავაზა არა მხოლოდ სპეციფიური პოლიტიკა ეკოლოგიური კრიზისის წინააღმდეგ, არამედ კრიტიკის წესიც, რომელმაც ბრძოლის ცენტრში ცოდნა და მეცნიერება მოათავსა. დღეს კლიმატური პოლიტიკა სწორედ ასეა წარმოდგენილი – როგორც ბრძოლა მათ შორის ვისაც „სჯერა“ (ან სწამს) მეცნიერების და ვინც მეცნიერებას „უარყოფს“. ამის ისტორიული ფესვები აქვს, რამდენადაც ეკოლოგიური მოძრაობა სამეცნიერო ცოდნას ყოველთვის ათავსებდა ეკოლოგიური პოლიტიკის შუაგულში. 1972 წელს ჟურნალმა ეკოლოგისტმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გადარჩენის გეგმა“, რომელმაც გამოაცხადა ახალი სპეციფიკური პოლიტიკის შესახებ, რომელიც დაეფუძნებოდა ცენზის მქონე ავტორიტეტებს: “ეს დოკუმენტი შეიმუშავა ადამიანების მცირე ჯგუფმა, რომელთაგან უკლებლივ ყველა პროფესიონალურადაა ჩართული გლობალური ეკოლოგიური პრობლემების შესწავლაში“. უფრო ცნობილი ზრდის ლიმიტები პოლიტიკის იგივე ხედვას ავითარებდა – მხოლოდ მკვლევართა გუნდს შეუძლია შეისწავლოს და შესაბამისად, იცოდეს ეკოლოგიური კრიზისის ნამდვილი მასშტაბი. წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ადამიანის რთული მდგომარეობის მიზეზი ის არის, რომ მას შეუძლია პრობლემის აღქმა, მაგრამ არსებითი ცოდნის და უნარების მიუხედავად, მას არ ესმის ამ პრობლემის წარმოშობის მიზეზები, მნიშვნელობა და მისი მრავალი კომპონენტის ურთიერთკავშირი და შესაბამისად, სათანადო რეაგირებაც არ შეუძლია“.

ამგვარი ეკოლოგიური ცოდნის სისტემის ცენტრალური პრინციპი არის რელატიური ანალიზი, ანდა მტკიცება, რომ (როგორც ბარი კომონერი იტყოდა) „ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია“. თუ ადრე ეკოლოგიური კვლევები მიზნად მხოლოდ იმას ისახავდა, რომ არა-ადამიანურ ორგანიზმებს შორის კავშირი შეესწავლა, ეკოლოგიური მოძრაობა დაეფუძნა მტკიცებას, რომ ადამიანები უნდა შევისწავლოთ მათ ღრმა ურთიერთკავშირში ბუნების სამყაროსთან. 1970-ანების კლასიკური ეკოლოგიური ტექსტი, უილიამ ოპულსის ეკოლოგია და უკმარობის პოლიტიკა კარგად გადმოსცემს „ჩვენი ცხოვრების წესის“ ეკოლოგიური კრიტიკის არსს: „…იმის გამო, რომ ადამიანმა არ იცის, როგორც მუშაობს ბუნება, მისი მოქმედება განსაკუთრებულად დამანგრეველია… ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბუნებასთან თანამშრომლობა და მივიღოთ საბაზისო ეკოლოგიური კომპრომისები ბუნების დაცვასა და წარმოებას შორის… ეს კი აუცილებლად მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში… ეკოლოგიურ ლიმიტებთან დაკავშირებით ძირითადი გზავნილი შემდეგი უნდა იყოს: ბიოსფეროს შეუძლია მხოლოდ იმდენის მიღება, რამოდენიც მოცემაც შეუძლია და ეს შეიძლება იმაზე ცოტა იყოს, ვიდრე ჩვენ გვსურს… ჩვენ რომ გვცოდნოდა ბიოსფეროზე ჩვენი ზეგავლენის სიღრმის შესახებ, მაშინ გვექნებოდა იმის ცოდნაც, რომ საჭიროა ლიმიტები“. „ჩვენს ცხოვრებაზე“ ფოკუსით ცხადი ხდება, მისი აზრით რას მიემართება ლიმიტები: მომხმარებლურ ცხოვრების წესს.

რელატიურობაზე დაფუძნებულ პოლიტიკას შეეძლო, ადვილად მიემართა უკმაყოფილება დამნაშავეებისკენ კაპიტალისტების კლასში, რომლებიც აკონტროლებენ წარმოების პროცესს. ანალიზის ასეთი ფორმა მიგვიყვანდა კონფლიქტზე დამყარებულ პოლიტიკამდე და კაპიტალისტებსა და საზოგადოებას შორის ანტაგონიზმამდე ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, ცოდნა, რომელიც ასოცირებულია „ურთიერთდამოკიდებულების“ ეკოლოგიასთან, ამ მიმართულებით არ მოძრაობს. რელატიურ ეკოლოგიურ ცოდნას პირდაპირ მივყავართ ეკოლოგიური ნაკვალევის ანალიზამდე, რომელიც ზემოთ განვიხილე. ეს შემობრუნება ცხოვრების წესისა და დანაშაულის გრძნობისკენ, კარგად ეხამება ბიზნესის მცდელობებს, შეარბილოს ეკოლოგიური მოძრაობის შედარებით რადიკალური გამოვლინებები.

სუფთა ჰაერისა და წყლის აქტების გამო რეგულაციების გამოწვევის წინაშე მდგარმა კორპორაციებმა – და ასევე ხალხში ფართოდ გავრცელებული აზრის გამო, რომ ეკოლოგიურ კრიზისს ბიზნესი იწვევს – დაიწყეს მასობრივი კამპანიები საკუთარი იმიჯის „გასამწვანებლად“. ისტორიკოსი ჯო კონლი ამბობს, ამ კამპანიების მიზანი იყო ერთის მხრივ გარემოზე მავნე ზემოქმედების შესახებ კრიტიკის არეკვლა და ახალი ეკოლოგიური კანონების მიღების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ ეკოლოგიურად შეგნებულ (ან ეკოლოგიური ცნობიერების მქონე) მომხმარებლებს შორის ბაზრის გაფართოვება.

უფრო მეტიც, ზოგი კორპორაცია აქტიურად ავრცელებდა აზრს, რომ ეკოლოგიის დაცვა ინდივიდუალური მომხმარებლების პასუხისმგებლობაა და არა ინდუსტრიის. მაგ. მომხმარებლის პირადი პასუხისმგებლობის ალბათ ყველაზე ნათელი გამოხატულებაა გადამუშავება. ისტორიკოსი ტედ შტეინბერგი ყვება, როგორ ჩააგდეს ნაციონალური კანონი ბოთლების შესახებ ინდუსტრიულმა ჯგუფებმა მაგ. ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანიებმა ალუმინისა და პლასტიკატის მწარმოებლებთან ერთად. ისინი ამჯობინებდნენ საჯარო მუნიციპალურ გადამუშავების პროგრამებს, რომელიც ნარჩენების დახარისხებისას ცალკეულ შინამეურნეობებს აკისრებს პასუხისმგებლობას. უფრო უარესი – ისინი აქტიურად პროპაგირებდნენ აზრს, რომ ინდივიდუალური მომხმარებლები თავად არიან დაბინძურების მთავარი წყარო. მას მოყავს ციტატა ამერიკის პლასტიკატის საბჭოს განცხადებიდან: „თუ მე ვყიდულობ პროდუქტს, მე დამბინძურებელი ვარ. მე პასუხისმგებელი უნდა ვიყო პარკის უტილიზაციაზე“. ეს არის „ეკოლოგიური კვალის“ ლოგიკა, პლასტიკატის ბოთლებზე გადატანილი. პულანზასი ამტკიცებდა, რომ პროფესიონალთა კლასს – ან „ახალ წვრილ ბურჟუაზიას“ – შეუძლია იმოძრაოს ბურჟუაზიულ და პროლეტარულ პოზიციებს შორის. „ამ წვრილბურჯუაზიულ ჯგუფებს შეუძლიათ იქანაონ კონოინქტურის მიხედვით, ხანდახან დროის მოკლე მონაკვეთშიც, პროლეტარულიდან ბურჟუაზიულ პოზიციაზე და პირიქით“. მე ვაჩვენებდი, რომ პროფესიონალთა კლასის დიდი ნაწილი ადაპტირებდა იმ სტრატეგიებს, რომლებიც შეესაბამება ათწლეულების განმავლობაში კაპიტალის დაჟინებულ სწრაფვას მკაცრი ეკონომიისკენ. მაგრამ პულანზასი ამტკიცებს, რომ „ეს პოზიცია არ უნდა გავიგოთ, როგორც წვრილი ბურჟუაზიის ბუნებრივი ან არსებითი თვისება, არამედ ეს დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე კლასობრივ ბრძოლაში“. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეკოლოგიური პოლიტიკა მუშათა კლასის პერსპექტივიდან, სოციალისტური პოლიტიკის აღორძინებისა და მუშათა კლასის ბრძოლის აღმავლობის პერიოდში?

ნაწილი3. მუშათა კლასის ეკოლოგიური პოლიტიკა

იმისთვის, რომ ეკოლოგიური მოძრაობა გასცდეს პროფესიონალთა კლასს და მუშათა კლასში იპოვოს დასაყრდენი, ის უნდა დაემშვიდობოს ეკონომიის იდეას, სირცხვილს (შერცხვენას) და ინდივიდუალურ გადაწყვეტებს. მან აღარ უნდა დაუთმოს ამხელა ყურადღება სამეცნიერო ცოდნასაც (მის მიმართ ნდობას და უნდობლობას). ის უნდა მობილიზდეს ეკოლოგიურად სასიკეთო პოლიტიკის ირგვლივ, რომელიც გაითვალისწინებს მუშათა კლასის უმეტესობის მატერიალურ ინტერესებს, რომელიც ჩაფლულია სახელფასო სტაგნაციაში, ვალსა და დაუცველ შრომაში. მუშათა კლასის ეკოლოგიური პროგრამა უნდა ფოკუსირდეს ანტი-ეკონომიურ პოლიტიკაზე. ადამიანი ეკოლოგიური არსებაა, რომელსაც გააჩნია საბაზისო საჭიროებები, საკუთარი ცხოვრების კვლავწარმოებისთვის (საკვები, ენერგია, საცხოვრებელი, ჯანდაცვა, სიყვარული, მოცალეობა). ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პროლეტარიატი დამოკიდებულია ფულსა და საქონელზე, (ხოლო უზარმაზარ მასებს არც მიუწვდებათ ხელი მათზე) რაც მას მუდმივად სტრესში აცხოვრებს. ნაცვლად იმისა, რომ ეს საჭიროებები დავინახოთ, როგორც „ნაკვალევის“ წყარო, რომელიც უნდა შემცირდეს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში ადამიანთა უმეტესობას სჭირდება მეტი ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ აუცილებელ საჭიროებებზე. იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს პოლიტიკურად, ჩვენ უნდა ავუხსნათ, როგორც შეიძლება ადამიანური საჭიროებები ერთმანეთს კვეთდეს ეკოლოგიური პრინციპის გავლით.

ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, მოძრაობა განთიადი და „ახალი კონსენსუსის“ მსგავსი მემარცხენე ორგანიზაციები გაერთიანდნენ „ახალი მწვანე შეთანხმების“ გარშემო, რომელიც ამგვარი მუშათა კლასის ეკოლოგიური პოლიტიკის შექმნას ცდილობს. ოკაზიო კორტესისა და სენატორ ედ მარკის მიერ შეთავაზებული არასავალდებულო რეზოლუცია სწორედ მუშათა კლასის ინტერესებს და უთანასწორობას ათავსებს პრობლემის ცენტრში. რეზოლუცია ითვალისწინებს ყველა ტექნიკურ პირობას, რაც დეკარბონიზაციის პროგრამას სჭირდება, მაგრამ ამერიკელ ხალხს ასევე სთავაზობს „ სამუშაოს ოჯახისთვის სამყოფი შემოსავლით, ადეკვატური საოჯახო და სამედიცინო შვებულებით, ანაზღაურებული შვებულებით და საპენსიო უზრუნველყოფით“.

ბევრმა ცენტრისტმა ლიბერალმა გააკრიტიკა ახალი მწვანე შეთანხმება იმიტომ, რომ ის მეტ ყურადღებას უთმობს ფართო მოთხოვნებს, მაგალითად „ჯანდაცვა ყველასთვის“ და გარანტირებული ფედერალური სამუშაო, მაშინ როცა, მათი აზრით, უნდა ფოკუსირდეს კლიმატსა და დეკარბონიზაციაზე. ეს უხეში შეცდომაა. ამოცანა სწორედ ის არის, რომ ხალხის მასებმა უნდა შეძლონ წერტილების შეკავშირება რათა ვიპოვოთ გადაწყვეტა ყველა ჩვენი – კლიმატის, ჯანდაცვის და საცხოვრებლის – კრიზისისთვის, რაც ითხოვს მასობრივი სოციალური ძალაუფლების შექმნას ინდუსტრიებთან დასაპირისპირებლად, რომლებიც ამ კრიზისიდან მოგებას ნახულობენ. ამ თვალსაზრისით „ახალი მწვანე შეთანხმების“ ხედვა კარგია, თუმცა ჯერ კიდევ არ გვაქვს პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ მიზნების მიღწევას შეძლებდა. ახალი მწვანე შეთანხმების მოთხოვნები საჭიროებს მასიურ კონცესიებს კაპიტალის მხრიდან. იმისთვის, რომ ამ კონცესიებს მივაღწიოთ, ჩვენ უნდა დავინახოთ მუშათა კლასი როგორც სოციალური ძალაუფლების მთავარი ბაზისი და მოვახერხოთ ამ ძალაუფლების ჩამოყალიბება ორი მთავარი მიმართულებით: პირველი – მუშათა კლასის ძალაუფლების ყველაზე ცხადი წყარო ის ფაქტია, რომ ისინი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ (თუ მათ ფორმალური სამუშაო ძალის გარდა ზრუნვის მშრომელებსაც მივათვლით). მემარცხენეები უკვე სწავლობენ, რომ სახალხო მასობრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, საჭიროა მათ შევთავაზოთ საბაზისო საჭიროებების განსაქონლებაზე დაფუძნებული პროგრამა. ბევრი რადიკალური ეკოლოგიური მოაზროვნე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნების გასაქონლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ან კაპიტალის ცირკულაციაში მისი ინტეგრაციის პრევენციას. მუშათა კლასის ეკოლოგიური პოლიტიკა ამის საპირისპიროზე უნდა ფოკუსირდეს: უბრალოდ ბაზარში ბუნების ინტეგრირებისთვის შეწინააღმდეგების ნაცვლად, ჩვენ ბაზრიდან უნდა გამოვიბრძოლოთ ის, რაც ხალხს სჭირდება. ნაცვლად იმათზე ფოკუსირებისა, ვინც ბუნებასთან უშუალო „სახმარი ღირებულების“ გავლით ურთიერთობს, ამ პოლიტიკამ მუშათა კლასის საქონელზე დამოკიდებულება დაუცველობისა და ექსპლუატაციის მთავარ წყაროდ უნდა ჩათვალოს. ბოლო ხანებში გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში სოციალისტური ელექტორალური პოლიტიკის აღმასვლამ აჩვენა, რომ ხალხის საბაზისო საჭიროებებზე აქცენტის გაკეთებამ შეიძლება, ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰპოვოს უთანასწორობით და პრეკარულობით დატანჯულ საზოგადოებებში.

უფასო საჯარო საცხოვრებლის პროგრამებს შეუძლია ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებლის პრაქტიკის დანერგვაც, რომელიც აწარმოებს იაფ გათბობას და ელექტროენერგიას მაცხოვრებლებისთვის. უფასო საჯარო ტრანსპორტს შეუძლია შეცვალოს ავტომობილებზე და ტრანსპორტის სხვა პრივატიზებულ ფორმებზე დამოკიდებულება. არ არსებობს ეთიკური მიზეზი, რატომ შეიძლება ყველანი ვთანხმდებოდეთ, რომ „ჯანდაცვა ადამიანის უფლებაა“, ხოლო საკვები და ენერგია – არა. ამით ჩვენ დავუპირისპირდებით ინდუსტრიებს, მთავარ დამნაშავეებს ეკოლოგიურ კრიზისში. მეტიც, განსაქონლების ეს პროგრამა არ გამორიცხავს ტრადიციულ ეკოლოგიურ მოძრაობებს, რომელთა მიზანი ველური ბუნების ან „ღია სივრცის“ რეზერვაცია ან შენახვაა. ეს არის სოციალური ცხოვრების კონსტრუირებისა და გაფართოვების პოლიტიკა, რომელშიც კაპიტალი არ არის დაშვებული. ახალი მწვანე შეთანხმებისა და გარანტირებული ფედერალური სამუშაოს კომბინაცია სოციალური საჭიროებების განსაქონლებასთან, ასევე უნდა მოიცავდეს ტრადიციულ მემარცხენე მოთხოვნას სამუშაო კვირის შემცირებაზე, რადგან სამუშაო საათების ჯამური რაოდენობა შეიძლება განაწილდეს მშრომელების უფრო მცირე რაოდენობაზე, ხოლო საბაზისო საჭიროებები უბრალოდ უფრო იაფი იქნება.

განსაქონლებაზე დაფუძნებული ახალი მწვანე შეთანხმება ასევე გამოიწვევს საზოგადოებრივი კონტროლის დამყარებას რესურსებზე. ამ პროგრამის ეკოლოგიურად ყველაზე სასარგებლო ნაწილი ის არის, რომ მისი მიზანია ეს ინდუსტრიები კერძოდან საჯარო საკუთრებად იქცეს, რომ ეკოლოგიური მიზნები დომინირებდეს მოგებაზე. კლიმატის ცვლილების პირობებში ერთერთი მთავარი სექტორი, რომელიც გადამწყვეტი ბრძოლის ველი შეიძლება გახდეს, ელექტროენერგიაა. დეკარბონიზაციის გეგმა მოითხოვს პროგრამას, რომელიც დამყარებული იქნება მოთხოვნაზე „ელექტროენერგია ყველას“, ტრანსპორტის, საცხოვრებლის და კომერციული გათბობის ჩათვლით. აშშ-სთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ ელექტროენერგიის სექტორის „გამწვანებას“, რომელიც 62.95%-თ წიაღისეული საწვავით გამომუშავდება (ძირითადად ბუნებრივი აირით და ქვანახშირით), არამედ ელექტრო გენერაციის მასიურ გაფართოვებასაც სხვა სექტორების მხრიდან ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამ პროგრამის განხორციელებას ასევე დაჭირდება კერძო მფლობელობაში არსებული კომუნალური მომსახურების გამობრძოლება. ერთერთი ანგარიშის მიხედვით ეს ინდუსტრია მოიცავს მხოლოდ 199 კერძო კომპანიას (მთლიანი რაოდენობის 9%-ს), მაგრამ ისინი ემსახურებიან ელექტროენერგიის მომხმარებელთა 75%-ს. მკვეთრი დეკარბონიზაცია საჭიროებს ამ კომპანიების საჯარო საკუთრებაში დაბრუნებას და ისინი ამას უბრძოლველად არ დათმობენ.

მისი „ბუნებრივი მონოპოლიის“ სტატუსის გამო ელექტროენერგიის სექტორი უკვე ექვემდებარება ინტენსიურ საჯარო რეგულაციებსა და კონტროლს. ეს სექტორი უფრო გახსნილია პოლიტიკური კონფლიქტისთვის, ვიდრე სხვები. მეტიც, რამდენადაც ელექტროენერგია აბსოლუტურად ცენტრალურია სოციალური კვლავწარმოებისთვის – და რამდენადაც უკვე არსებობს კომუნალური მომსახურების კომპანიების მიმართ მუშათა კლასის უკმაყოფილება შეუსაბამოდ მაღალი ტარიფებისა და გათიშვების გამო – აუცილებელია მასობრივი კამპანიების წარმოება, რომელიც მოითხოვს როგორც ელექტროენერგიის დეკარბონიზაციას, ასევე მის გაიაფებას, ან სულაც უფასოდ მიწოდებას შინამეურნეობებისთვის. მაშინ როცა კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო პოლიტიკა აბსტრაქტულად ჟღერს – განიხილავს რა გლობალური ტემპერატურის მატებას და ატმოსფეროს დაბინძურებას – მშრომელთა უმეტესობისთვის უფასო ელექტროენერგია ბევრად ადვილად გასაგები იქნებოდა. ნებისმიერი განსაქონლებისა და განსაზოგადოების პროგრამა აჩენს კითხვას, ვინ „გადაიხდის“ ამისთვის. ძველი ახალი შეთანხმების მსგავსად, პასუხი ფოკუსირებული უნდა იყოს კორპორაციებზე და მდიდრებზე. ეს კი მოითხოვს ანტაგონისტურ პოლიტიკას, რომელიც გასაგებს გახდის, ვინ არის პასუხისმგებელი ეკოლოგიური კრიზისის გამო და მუშათა კლასს არ ადანაშაულებს მოხმარებაში. მან სადინარი უნდა უპოვოს მდიდრების მიმართ უკვე არსებულ კლასობრივ ბრაზს ეკოლოგიური კრიზისის გამოწვევისთვის. ნეოლიბერალური ორთოდოქსიის საპირისპიროდ, მდიდრების დაბეგვრის იდეა პოპულარია მუშათა კლასში. პოლიტიკის მეცნიერის სპენსერ პისტონის ცოტა ხნის წინანდელი კვლევა კარგად აჩვენებს საზოგადოების მაღალ მხარდაჭერას „მდიდრების მიმართ აღშფოთებაზე“ დამყარებული პოლიტიკის მიმართ. ალექსანდრია ოკაზიო-კორტესის მიერ მდიდრების უფრო მაღალი გადასახადით დაბეგვრის მოწოდების პასუხად, ეს კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელების 76% და რესპუბლიკელების უმეტესობა მხარს უჭერს მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესებას.

მუშათა კლასის ძალაუფლების მეორე, მთავარი წყარო არა მხოლოდ მათ რიცხოვნობაში, არამედ სამუშაო ადგილზე მათ სტრატეგიულ ლოკაციაშია, რომელიც უზრუნველყოფს კერძო მოგებას და საჯარო სოციალურ რეპროდუქციას. მუშათა კლასს აქვს შესაძლებლობა, გაიტანოს საკუთარი სამუშაო ძალა და შრომა კაპიტალიდან, გაფიცვებისა და წყვეტის გამომწვევი პოლიტიკის სხვა ფორმების მეშვეობით. მასობრივ წყვეტის გამომწვევ მოქმედებებს შეუძლია, ღრმა კრიზისი შექმნას, რომლის დროსაც კაპიტალი იძულებული იქნება დაასკვნას, რომ „მისი ბოლო მტკივნეული არჩევანი მშრომელთა მიერ საცხოვრებლად ვარგისი კლიმატის მოთხოვნის დაკმაყოფილება და სიღარიბის დასრულებაა ახალი მწვანე შეთანხმების გავლით“. ეკოლოგიურმა პოლიტიკამ დიდი ხანია, იცის წყვეტის გამომწვევი მოქმედებების ძალის შესახებ, მაგრამ როგორც წესი გააქვს ის სამუშაო ადგილიდან იმგვარად, რომ ეს ეწინააღმდეგება მშრომელთა ინტერესებს. ედვარდ ებბის რომანში (The Monkey Wrench Gang) ნაჩვენებია აქტივისტები, რომლებიც შახტებისკენ მიმავალ გზებზე წვებიან და შლიან ეკოლოგიური განადგურების მანქანებს. დედამიწა უპირველეს ყოვლისა -მ შექმნა ხეებზე ჯდომის ტაქტიკა ხანდაზმული ტყეების ჩეხვის შესაჩერებლად. ის, რასაც ნაომი კლაინი „ბლოკადიას“ უწოდებს, აღწერს აქტივისტებს, რომლებიც ბლოკირებას უწევენ ნავთობისა და გაზის მილებისა და სხვა წიაღისეული საწვავის ინფრასტრუქტურის გაფართოვებას, როგორიცაა ქვანახშირის თბოელექტროსადგურები. თუმცა, პირდაპირი ეკო-მოქმედების არსებული არმია წყვეტის ან ჩაშლის მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობებს იყენებს. ისინი აქა-იქ ახერხებენ ნავთობსადენის ან საწვავით სავსე ვაგონების ბლოკირებას, მარამ მნიშვნელოვან ზიანს ვერ აყენებს საწვავი წიაღისეულის კომპლექსს კაპიტალისტური კვლავწარმოების შუაგულში. ყველაზე შთამაგონებელ და წარმატებულ მაგალითად მოძრაობა #nodapl (ნავთობსადენის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობა დაკოტაში) უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ტრამპის არჩევის შემდეგ დაკოტას მილსადენი ატარებს ნავთობს და ხანდახან ღვრის კიდეც.

შეძლებს თუ არა ეკოლოგიური პოლიტიკა, მიიზიდოს მშრომელები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, შიგნიდან გააჩერონ კაპიტალიზმი? შევძლებთ თუ არა შევქმნათ ის, რასაც შონ სვინი „ეკოლოგიურ პროფკავშირს“ უწოდებს და რომელშიც მშრომელები თავიანთ ბრძოლას მმართველების წინააღმდეგ ეკოლოგიურ ბრძოლად განიხილავენ? ეს უნდა დაიწყოს ბოსების მხრიდან მშრომელების და ბუნების ექსპლუატაციის ფორმების ერთმანეთთან დაკავშირებით. ეს კავშირი უფრო გამოკვეთილი იყო 1960-ნების ეკოლოგიური მოძრაობისთვის. ტონი მაზოკის ნავთობის, ქიმიური და ატომური წარმოების მუშების პროფკავშირმა შეძლო შეექმნა შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ადმინისტრაცია, რომელსაც იგივე მიზანი ქონდა, რაც ეკოლოგიური დაცვის სააგენტოს – დაეცვა სიცოცხლე ინდუსტრიული კაპიტალისტებისგან. კონორ კილპატრიკის თქმით „მაზოკი ხედავდა, რომ ის ქიმიური ნივთიერებები, რაც მისი პროფკავშირის წევრებს წამლავდა, ასევე გარეთაც ხვდებოდა – ჰაერის, ნიადაგის და წყლის გავლით“. მართალია დასუსტებულები არიან, მაგრამ პროფკავშირები კვლავ იბრძვიან ამ საკითხებისთვის. ფოლადის მუშების გაერთიანების 2015 წლის გაფიცვა მნიშვნელოვანწილად სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე იყო ფოკუსირებული.

ბევრს საუბრობენ ანტიეკოლოგიურ განწყობებზე სამშენებებლო კომპანიებში და საწვავი წიაღისეულის ინდუსტრიაში დასაქმებული მუშების პროფკავშირებში. ზოგიერთმა პროფკავშირმა მხარი დაუჭირა კეისტოუნისა და დაკოტას მილსადენების პროექტებს, კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს გამო. ეკოლოგიურ ბრძოლაში ხშირად შრომა და კაპიტალი მოკავშირეობენ აქტივისტების წინააღმდეგ. თუმცა, სამშენებლო სფეროს მუშები და მეშახტეები მთელი მუშათა კლასის მხოლოდ მცირე ნაწილია. უკეთესი ხომ არ იქნება, გავიხედოთ ეკოლოგიურად ყველაზე დამაბინძურებელი და დამანგრეველი სექტორების მიღმა, მშრომელთა მებრძოლი წინააღმდეგობის საპოვნელად, რომელიც ჩაეწერება უფრო ფართო ეკოლოგიურ პოლიტიკაში. ჩვენ არ უნდა ვფოკუსირდეთ მხოლოდ პირდაპირ მოქმედებაზე სოფლის და რეგიონის რესურსების ამოღების და მითვისების წინააღმდეგ (სადაც მშომელთა მოძრაობა ძალიან სუსტია). როგორც ზემოთ ვთქვით, არსებობს პოლიტიკური ეკოლოგიის სწავლულთა მიერ დამკვიდრებული ტენდენცია, რომ „ნამდვილი“ ეკოლოგიური ბრძოლა მხოლოდ სოფელსა და რეგიონში ხდება, სადაც რესურსები მოიპოვება ან სადაც „ნამდვილ“ ბუნებრივ ლანდშაფტებს საფრთხე ემუქრება. მუშათა კლასის ეკოლოგიური პოლიტიკა ასევე ეფექტურად უნდა ყალიბდებოდეს იმ ინდუსტრიებშიც, რომლებსაც ძალიან მცირე ზეგავლენა აქვთ ეკოლოგიაზე. ჯეინ მაკკალვიმ დამაჯერებლად აჩვენა, რომ ჯანდაცვა და განათლება სტრატეგიული სამიზნე უნდა იყოს მუშათა კლასის ახალი მოძრაობისთვის. ეს სფეროები წარმოადგენს სოციალური რეპროდუქციის საფუძველს ბევრ საზოგადოებაში და მეტალის ქარხნებისგან განსხვავებით მათი ოფშორებში გადატანა შეუძლებელია. ალისა ბატისტონის თქმით ეს „სოციალური რეპროდუქციის“ ან „ზრუნვის“ სექტორები არ აბინძურებენ გარემოს და ნაკლები ზიანი მოაქვთ მისთვის. ამ სფეროების გაფართოვება ცენტრალური უნდა იყოს პოლიტიკური ეკოლოგიისთვის, რომელიც ფოკუსირდება „ზრუნვაზე“ – ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით (ეკოსისტემისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა სისტემების ჩათვლით). მნიშვნელოვანია ბრძოლა საჯარო სექტორებში, რაც გადამწყვეტი იქნება განსაქონლების პროგრამისთვის, რომელიც ზემოთ განვიხილე. ბოლო წლის განმავლობაში მაკკალვის რჩევა რეალური გახდა 1986 წლის შემდეგ ყველაზე დიდი გაფიცვების ტალღით – თითქმის ყველა მათგანი განათლების სფეროში მოხდა. ამ სტატიაში ჩემს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის შესაბამისად, ეს გაფიცვები მკაცრი ეკონომიისა წინააღმდეგაა მიმართული და მშრომელთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ითხოვს. მაგ. დასავლეთ ვირჯინიის მასწავლებელთა გაფიცვამ გააჩერა სოციალური რეპროდუქციის ცენტრალური ინსტიტუცია (სკოლები) მატერიალური მოთხოვნების მისაღწევად – მათ შორისაა საწვავი წიაღისეულის ინდუსტრიის დაბეგვრა უკეთესი სკოლებისთვის. მაგრამ ეს გაფიცვებიც ძირითადად ეხება ცხოვრების გაუმჯობესებას სამუშაო ადგილის გარეთ (ან მიღმა). მასწავლებლების გაფიცვა აღიწერა, როგორც „შეთანხმება საერთო სიკეთისთვის“, რომლის მოთხოვნებში არტიკულირებულია მუშათა კლასის ძალაუფლების გავლით საზოგადოების გაუმჯობესების ფართო ხედვა. ლოს-ანჯელესის მასწავლებელთა გაერთიანების გაფიცვა არა მხოლოდ უკეთ დაფინანსებულ სკოლებს ითხოვდა, არამედ უფრო მეტ მწვანე სივრცესაც სკოლების ეზოებში. ამგვარი ანტი-ეკონომიური პოლიტიკა, რომელიც აგებულია საერთო სიკეთის იდეის გარშემო, ადვილად შეიძლება იქცეს ფართო მწვანე პროგრამად, რომელიც დაეფუძნება პროფკავშირულ სამუშაო ადგილებს საჯარო მწვანე ინფრასტრუქტურის, საბინაო პოლიტიკის და იმ საჯარო ტრანსპორტის შესაქმნელად, რომელზეც ზევით ვილაპარაკე. საჯარო ტრანსპორტის პროფკავშირები და კომუნალური სფეროს მშრომელები ამავე პრინციპით უნდა ორგანიზდნენ. ეკოლოგიური ძალაუფლების შექმნამ მუშათა კლასზე დაყრდნობით – რომელიც საზოგადოების უმრავლესობაა და რომლის შრომაც მთელ სისტემას ამუშავებს – უზარმაზარ გამოწვევას შეუქმნის კაპიტალის ბატონობას ცხოვრებაზე და პლანეტაზე. ამ ბრძოლაში გამარჯვება უნდა დაიწყოს იმის ხაზგასმით, რომ მომჭირნეობა უნდა გამოიჩინონ და მსხვერპლი უნდა გაიღონ მდიდრებმა და კორპორაციებმა და არა დანარჩენებმა.

დასკვნა

1960-ან და 1970-ანი წლების კრიზისებსა და ტრანსფორმაციებში, ორი მთავარი ძვრა მოხდა. პირველი – კრიზისის საბაბად გამოყენებით, ნეოლიბერალური ძალები გაერთიანდნენ რათა დაემტკიცებინათ, რომ საზოგადოების მოლოდინი ომისშემდგომ „უხვ“ ეკონომიკაზე რეალობას აცდა და საჭირო იყო მკაცრი ეკონომია სახელმწიფო ხარჯების შესამცირებლად და პროფკავშირების ძალაუფლების შესამცირებლად. მეორე – „ახალი მემარცხენეების“ რიგები შეავსეს პროფესიონალთა კლასის ახლადგამომცხვარმა წევრებმა (რომლებიც თავის მხრივ ომისშემდგომ პერიოდში არნახულად გაფართოებული უმაღლესი განათლების ნაყოფი იყვნენ). ეს მემარცხენეები ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილები „სიუხვისა“ და მომხმარებელი საზოგადოების მიმართ. ეს ორი ფაქტორი გაერთიანდა ეკოლოგიურ მოძრაობაში, რომელიც თითქმის მთლიანად შედგებოდა ამ პროფესიონალთა კლასისგან, რომელიც იყენებდა სამეცნიერო მოდელებს ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ სოციალური „სიუხვე“ და მოხმარება უნდა შეზღუდულიყო ლიმიტების პოლიტიკითა და ეკონომიით. ამ პერსპექტივის კვინტესენციური მეთოდი ეკოლოგიური კვალის გარშემო ტრიალებს და ამტკიცებს, რომ მომხმარებელია ის, ვინც ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მართავს და შესაბამისად, ეკოლოგიური დეგრადაციის უკან დგას. ამ პერიოდში თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად ჩაითვალა ის, რომ ეკოლოგიური პოლიტიკა კლასობრივი პოლიტიკასგან განსხვავდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკოლოგიური პოლიტიკა ნიშნავდა მომჭირნეობას, ხოლო კლასობრივი – ხელგაშლილობას.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალთა კლასის ზოგიერთი სწავლული უფრო რადიკალურ ეკოლოგიას მატერიალურ ინტერესებში ხედავდა, ამგვარი პოლიტიკის გაფორმება მაინც მხოლოდ მარგინალიზებულ საზოგადოებებზე დაყრდნობით ქონდა წარმოდგენილი, რომლებიც სარჩოს უშუალოდ ბუნებისგან მოიპოვებენ, ან უშუალოდ არიან დაბინძურების მსხვერპლი.

ამავე პერიოდში კაპიტალი მხოლოდ უფრო მეტად იკრებდა ძალას და ეკოლოგიური კრიზისი მხოლოდ ღრმავდებოდა. თუმცა, ბერნი სანდერსის კამპანიასთან, სხვა ელექტორალურ გამარჯვებებთან, გაფიცვებისა და მუშათა კლასის ბრძოლის მატებასთან ერთად, მემარცხენეები კვლავ იკრებენ ძალას პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „წინააღმდეგობის“ ენიდან ის საბოლოოდ გადავიდა ძალაუფლების მოპოვების ენაზე. ეფექტური ეკოლოგიური პოლიტიკა არ არის რაღაც, რაც შეიძლება არამომგებიანი ორგანიზაციების ან ანალიტიკური ცენტრების აქტივისტების მიერ შეიძლება დაპროექტდეს. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენს ირგვლივ არსებული მოძრაობიდან. ყველა შემთხვევაში, როცა ჩვენ ვერთიანდებით პროფკავშირების გარშემო, ქირის ფასის კონტროლის მოთხოვნით, უკეთესი ჯანდაცვისთვის თუ ეკოლოგიური გარემოს გასაუმჯობესებლად, კაპიტალი ამის გასაჩერებლად იბრძვის. როგორც მარქსი ამბობდა, „კაპიტალი არაფრად აგდებს მუშის ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას, სანამ საზოგადოება არ აიძულებს ასე მოიქცეს“. კაპიტალი ასევე არაფრად აგდებს სიცოცხლის არცერთ ფორმას და პლანეტას კატასტოფას უქადის. ჩვენ უნდა შევქმნათ სოციალური ძალა, რომელიც მას შეაჩერებს.

article-cover

გლოვის პოლიტიკური კომპასი

ავტორი: ჯუდით ბატლერი

გიორგი ყუშიტაშვილის თარგმანი

არსებული სააზროვნო ჩარჩოების საზღვრებში სწორედ იმ საკითხების განხილვაა ყველაზე რთული, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებს საჯარო განხილვას. კონკრეტული საკითხის გარშემო პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე საუბარიც რომ გსურდეს, სააზროვნო ჩარჩოების იმგვარ შეზღუდვებს აწყდები, რომ შეუძლებელიც კი ხდება იმის თქმა, რისი თქმაც თავდაპირველად გსურდა. მსურს, ძალადობაზე ვისაუბრო, მიმდინარე ძალადობაზე, ამ ძალადობის ისტორიასა და მის მრავალ ფორმაზე. თუმცა როგორც კი ვინმე ამ ძალადობის სათანადოდ აღწერას განიზრახავს, რაც ჰამასის მიერ ჩადენილ მკვლელობებს ამ ტერიტორიაზე მიმდინარე ძალადობის ერთიანი ისტორიის ნაწილად მოაზრებას გულისხმობს, მას მაშინვე „რელატივიზებასა“ და „კონტექსტუალიზებაში“ ადანაშაულებენ. ჩვენგან მხოლოდ ძალადობის დაგმობას ან გამართლებას მოელიან, რაც შეიძლება ლოგიკურადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ, ეთიკური თვალსაზრისით, განა მხოლოდ ეს მოგვეთხოვება? მე ჰამასის მიერ ჩადენილ ძალადობას უპირობოდ ვგმობ. მათ სრულიად საზარელი და შემაძრწუნებელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს. ეს იყო ჩემი პირველი რეაქცია და მე კვლავაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა არსებობს სხვა რეაქციებიც.

ყველას თავიდანვე სურს გაიგოს ვის „მხარეს“ ხარ და ცხადიც კია, რომ ამგვარი სისასტიკის მიმართ ერთადერთი დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს: ცალსახად და არაორაზროვნად უნდა გმობდე მას. მაგრამ რატომ თვლიან, რომ მოვლენებზე საუბრისას გამოყენებული ენის მართებულების ან ისტორიული გარემოებების შესახებ ჩვენში არსებული ცოდნის ეჭვქვეშ დაყენება რაიმეგვარად ხელს უშლის ძალადობის დაგმობას? განა მართლა საკითხის რელატივიზებაა იმ კითხვების დასმა, თუ რეალურად რას ვგმობთ და რა უნდა იყოს ამ დაგმობის საზღვრები; განა საკითხის რელატივიზებაა იმ პოლიტიკური ფორმაციის თუ ფორმაციების ტიპის აღწერა, რომელსაც ვეწინააღმდეგებით? უცნაური იქნებოდა, რაიმეს წინააღმდეგ ისე გვებრძოლა, რომ ჯერ მის გარშემო რაიმე წარმოდგენა არ შეგვექმნა, ან სათანადოდ არ აღგვეწერა ის. კიდევ უფრო უცნაური იქნებოდა გვეფიქრა, რომ რაიმე მოვლენის დაგმობა ჩვენი მხრიდან ამ მოვლენის გაგებასა და გაანალიზებაზე უარის თქმას ნიშნავს, იმ შიშით, რომ მის გარშემო ცოდნის შეძენამ შეიძლება რელატივიზმისკენ გვიბიძგოს, რითიც ჩვენი განსჯის უნარი შეიზღუდება. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მორალური თვალსაზრისით, აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენი დაგმობის საზღვრები გარდა იმ საზარელი ქმედებებისა, რომელთაც მედია გამუდმებით წინ სწევს, სხვა მსგავს ქმედებებზეც განვავრცოთ? როდის და სად იწყება დაგმობის საზღვრები და როდის და სად სრულდება ის? დაგმობის მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯთან ერთად, განა არ უნდა შეგვეძლოს მდგომარეობის კრიტიკული და საფუძვლიანი შეფასება, ისე რომ თან იმის შიში არ გვქონდეს, საკითხში გათვითცნობიერებამ, კონკრეტულ ადამიანთა თვალში, ამ საზარელ დანაშაულთა თანამონაწილეებად რომ არ გვაქციოს?

არსებობენ ისინიც, ვინც ისრაელის მიერ რეგიონში ჩადენილ არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰამასის გასამართლებლად იყენებს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ისინი მორალური განსჯის დამახინჯებულ ფორმას მიმართავენ. მოდით, ყველაფერი პირდაპირ ვთქვათ, ისრაელს პალესტინელთა მიმართ აურაცხელი დანაშაული აქვს ჩადენილი: დაუნდობელი დაბომბვები, ადამიანთა მკვლელობა საკუთარ სახლებსა და ქუჩებში განურჩევლად ასაკისა, ციხეებში დამკვიდრებული წამების პრაქტიკა, ღაზაში გამოწვეული შიმშილობა თუ ადამიანთათვის სახლების ჩამორთმევა. და ეს ძალადობა, თავისი მრავალი ფორმით, მიმართულია ხალხზე, ვინც კოლონიური მართვის ქვეშ, აპართეიდის კანონებით, სახელმწიფოს არქონის პირობებში ცხოვრობს. თუმცა „ჰარვარდის პალესტინელთა სოლიდარობის კომიტეტი“ შეცდომას უშვებს, როცა საკუთარ განცხადებაში ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ დაუნდობელ თავდასხმაზე „პასუხისმგებლობას მხოლოდ აპართეიდულ რეჟიმს“ აკისრებს. პასუხისმგებლობის ამგვარი განაწილება არასწორია; ჩადენილ შემზარავ მკვლელობებზე ჰამასს პასუხისმგებლობას ვერაფერი აარიდებს. თუმცა, ამავდროულად, არც ეს კომიტეტი და არც მისი წევრები მუქარასა და ცენზურას არ იმსახურებენ. ისინი ერთმნიშვნელოვნად მართლები არიან, როცა რეგიონში ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებსა და მათ ისტორიაზე მიგვითითებენ: „დაწყებული მიწის სისტემატიზირებული ჩამორთმევიდან, დასრულებული მუდმივი საჰაერო თავდასხმებით, დაწყებული შემთხვევითი დაკავებებით, დასრულებული სამხედრო გამშვები პუნქტებით, დაწყებული ოჯახების ძალდატანებითი განცალკევებით და დასრულებული მიზანმიმართული მკვლელობებით, პალესტინელებს მუდმივად სიკვდილის, იქნება ის ნელი თუ სწრაფი, საფრთხის პირობებში უწევთ ცხოვრება“.

ეს სავსებით სწორი აღწერაა და ის ხმამაღლაც უნდა გაჟღერდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰამასის მიერ ჩადენილი ძალადობა ისრაელის მიერ ჩადენილი ძალადობის ნაწილი და მისი ლოგიკური გაგრძელებაა. უნდა გვესმოდეს, რა იწვევს ჰამასის მსგავსი ჯგუფების გაძლიერებას ოსლოს დაპირებების შეუსრულებლობისა და „მუდმივად სიკვდილის საფრთხის ქვეშ ცხოვრების“ პირობებში. ამ პირობების სიმძიმეს ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ბევრი პალესტინელი ყოველდღე საკუთარ თავზე გამოცდის, იქნება ეს მუდმივი მეთვალყურეობისა და არაკანონიერად წარმართული დაკავებების საფრთხის ქვეშ ცხოვრებით, თუ დაწესებული საალყო პირობების გამკაცრებით, რაც ღაზის მოსახლეობას მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე წვდომას უზღუდავს. თუმცა ისტორიაზე მითითებით ჰამასის ქმედებებს მორალურ და პოლიტიკურ გამართლებას ვერ მივანიჭებთ. თუ პალესტინელთა მიერ ჩადენილი ძალადობაც ისრაელის სახელმწიფოს მიერ ჩადენილი ძალადობის გაგრძელებად უნდა გავიგოთ, როგორც ამას „ჰარვარდის პალესტინელთა სოლიდარობის კომიტეტი“ გვთხოვს, მაშინ მორალური თვალსაზრისით ბრალეულობის ერთადერთი წყაროღა გვრჩება, ხოლო პალესტინელები მათ მიერვე ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებსაც კი ვეღარ უწოდებენ საკუთარს. ამით ჩვენ პალესტინელთა მოქმედების ავტონომიურობას უარვყოფთ. თუ გვსურს, რომ კოლონიური მართვის გადაგდების, ისრაელის ციხეებში არსებული წამების პრაქტიკის აღმოფხვრისა და ღაზის გარშემო შექმნილი ალყის დასრულების ალტერნატიული გზები ვიპოვოთ, ისრაელის სახელმწიფოს მიერ ჩადენილი მასშტაბური და უმოწყალო ძალადობის გაგება და დოკუმენტირება მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ ნებისმიერი სახის ძალადობის გამართლებისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის საკითხი, თუ რა და როგორი მომავალი შეიძლება არსებობდეს ამ რეგიონში მცხოვრებლებისთვის, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზითა და რა ხერხებით დასრულდება პალესტინის კოლონიური მართვა. ჰამასს ამ კითხვაზე საკუთარი, ყოვლად საშინელი და შემაძრწუნებელი, პასუხი აქვს, თუმცა მათი პასუხის გარდა სხვა პასუხებიც არსებობს. მაგრამ თუკი „ოკუპაციის“ ხსენებასაც ავკრძალავთ, თუ კამათიც კი აღარ შეგვეძლება იმის თაობაზე, არის თუ არა ისრაელის მიერ რეგიონზე განხორციელებული მართვა რასობრივი აპართეიდისა და კოლონიალიზმის გამოხატულება, მაშინ წარსულის, აწმყოს თუ მომავლის გასააზრებლად და გასაგებად მცირე შესაძლებლობაც კი არ დაგვრჩება. როცა ამ საზარელ სცენებს მედიაში ვხედავთ, ყველას უიმედობის განცდა გვეუფლება. თუმცა ერთ-ერთი მიზეზი ამ უიმედობისა სწორედ ისაა, რომ ამ ყველაფერს სწორედ მედიის საშუალებით ვეცნობით, რასაც, თავის მხრივ, მხოლოდ სენსაციური და ხანმოკლე ეფექტის მქონე, უიმედო მორალური აღშფოთების აღძვრა შეუძლია. საკითხის მორალური თვალსაზრისით უფრო საფუძვლიანად შეფასებას მეტი დრო და შრომა სჭირდება. საჭიროა მისი მოთმინებითა და გაბედულად შესწავლა და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა, რათა ჩვენი მხრიდან მოვლენის დაგმობას, ზურგს მყარი მორალური სისტემა უმაგრებდეს.

მე ჰამასის მიერ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს ვეწინააღმდეგები; მათ არანაირი გამართლება არ აქვთ. ამის თქმით, მე ჩემს მორალურ და პოლიტიკურ შეხედულებას ვაცხადებ. და მყარად ვრჩები ამავე აზრზე, მაშინაც, როცა ვხსნი, თუ რას გულისხმობს ჩემი მხრიდან ამ ქმედებათა დაგმობა. ყველას, ვინც ასევე გმობს ამ ქმედებებს, შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: საჭიროა თუ არა კარგად ვიაზრებდეთ და ბევრი ვიცოდეთ იმ მოვლენის შესახებ, რასაც მორალურად ვგმობთ. ვინმემ შეიძლება გვიპასუხოს: არა, არაფერში მჭირდება პალესტინისა და ჰამასის შესახებ რამის ცოდნა, იმისთვის რომ ვხვდებოდე, ისინი არასწორად მოიქცნენ და ამიტომ, ვგმობ მათ. და თუ აქ შევჩერდებით, ვენდობით თანამედროვე მასმედიის მიერ შემოთავაზებულ სურათს და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებთ იმას თუ რამდენად სწორი და გამოსადეგია ეს სურათი, რამდენად ჰყვება ის ორივე მხარის ისტორიას, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხში გარკვეული სახის გაუთვითცნობიერებლობაზე ვთანხმდებით და ბოლომდე ვენდობით შემოთავაზებულ სააზროვნო ჩარჩოს. ბოლოს და ბოლოს, ყველას ჩვენი საქმე გვაქვს და ყველანი ისტორიკოსებად და სოციოლოგებად ვერ ვიქცევით. შესაძლებელია ასე ფიქრობდე და ამ გზით ცხოვრობდე; და სრულიად კეთილი განზრახვების მქონე ხალხი ცხოვრობს კიდეც ამ გზით. მაგრამ რის ფასად?

იქნებ ჩვენი მორალური და პოლიტიკური მოვალეობები მხოლოდ დაგმობის აქტით არ შემოიფარგლება? იქნებ ჩვენ იმ კითხვასაც უნდა ვსვამდეთ, თუ რა ტიპის ცხოვრება იხსნიდა ამ რეგიონს იქ დღეს არსებული ძალადობისგან? იქნებ, გარდა ამ ერთმნიშვნელოვნად სასტიკი დანაშაულების დაგმობისა, საჭიროა, ისეთი მომავლის შენებაც გვსურდეს, სადაც მსგავსი ძალადობა აღარ იარსებებს? ეს სურვილი ნორმატიული სახისაა, რაც დაგმობის ხანმოკლე აქტზე უფრო შორს მიდის. მის მისაღწევად უკეთ უნდა ვიცოდეთ ისტორია; უნდა გვესმოდეს, რომ ჰამასის ზრდას წინ ოსლოს სამშვიდობო პროცესის ჩავარდნა და მასთან ერთად დაპირებული თვითმმართველობის შეუსრულებლობით გამოწვეული იმედგაცრუება უძღოდა; უნდა ვიცოდეთ, სხვა პალესტინური დაჯგუფებების შექმნის ისტორიაც, დაჯგუფებებისა, რომელთაც სრულიად სხვა ტაქტიკა და მიზნები ჰქონდათ; ამასთან ერთად, უნდა ვიცოდეთ თავად პალესტინელი ხალხისა და მათი ბრძოლის ისტორია; ბრძოლისა, თავისუფლებისთვის და პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლებისათვის, კოლონიური მართვისა და სამხედრო ძალადობისგან თავის დახსნისთვის. შემდეგ შეიძლება ჩვენც შევერთებოდით ამ ბრძოლას თავისუფალი პალესტინისთვის; პალესტინისთვის, რომელშიც ჰამასი დაიშლებოდა ან მას სხვა ისეთი ჯგუფები ჩაანაცვლებდა, რომელიც არაძალადობრივად იბრძოლებდა კოჰაბიტაციისთვის.

ისინი, ვინც თვლიან, რომ ჩვენი მორალური ვალდებულებანი მხოლოდ ძალადობის დაგმობით შემოიფარგლება, სიტუაციის რეალური გარემოებების გამორკვევას არც ცდილობენ. ამგვარი მორალური აღშფოთება ერთდროულად ანტიინტელექტუალური და პრეზენტისტულია. თუმცა ამ აღშფოთებამ მაინც შეიძლება უბიძგოს ადამიანს, ისტორიის წიგნებში ჩახედვისა და იმის გამორკვევისკენ, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს მოვლენები; მან შეიძლება დაგვაფიქროს იმაზეც, შესაძლებელია თუ არა გარემოებები ისე შეიცვალოს, რომ სამომავლოდ ძალადობას ალტერნატივა გამოუჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ მოვლენათა კონტექსტუალიზება გარკვეულ შემთხვევებში ბრალის არიდებისა და პასუხისმგებლობის მოხსნისთვისაც გამოიყენება, არ შეიძლება ის მორალური თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად პრობლემურ აქტად მივიჩნიოთ. კონტექსტუალიზების სხვადასხვა ფორმებს შორის სხვაობის დანახვა უნდა შევძლოთ. შეიძლება ვინმე თვლიდეს, რომ ამ საზარელი ძალადობის კონტექსტუალიზება უშუალოდ ძალადობაზე კონცენტრირებაში გვიშლის ხელს, ან კიდევ უარესი, თვით ძალადობის რაციონალიზებას ახდენს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კონტექსტუალიზების ყველა ფორმას მსგავსი მორალური რელატივიზმისკენ მივყავართ. როცა „ჰარვარდის პალესტინელთა სოლიდარობის კომიტეტი“ ამტკიცებს, რომ ჰამასის მიერ მიტანილ შეტევაში „ერთადერთი დამნაშავე აპართეიდული რეჟიმია“, ის მორალური ანგარიშვალდებულების სრულიად გაუმართლებელი პრინციპით ხელმძღვანელობს. რაიმე მოვლენის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მნიშვნელობის გასაგებად, მისი ისტორიის კარგად შესწავლაა საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვალსაწიერი უნდა გავაფართოვოთ და ამჟამინდელ შემაშფოთებელ სურათზე უფრო შორს უნდა გავიხედოთ; დღევანდელი მდგომარეობის სიმძიმე, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა უარვყოთ, თუმცა ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენ თვალწინ მიმდინარე საზარელი სცენების მიღმა არსებობს სხვა ტრაგედიებიც, რომელთა შესახებ მეტის ცოდნა და მათ აღმოსაფხვრელად ბრძოლაც გვჭირდება. თანამედროვე მედია უმეტესწილად თვალს ხუჭავს პალესტინელი ხალხის მიერ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოვლილ უამრავ გასაჭირზე, დაბომბვებზე, თვითნებურ თავდასხმებზე, დაკავებებსა თუ მკვლელობებზე. თუკი მასმედიას, დღეს მომხდარი საშინელებების გაშუქება მორალური თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე უკანასკნელი სამოცდაათი წლის განმავლობაში მომხდარი საშინელებებისა, მაშინ, ცხადია, მორალის ამგვარი გააზრება, საშუალებას არ მოგვცემს გავიგოთ და დავინახოთ ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები და ძალდატანებით გადაადგილებული პალესტინელების მიერ წლების განმავლობაში გადატანილი ტრაგედიები და ის ჰუმანიტარული კატასტროფა თუ უამრავი ადამიანის სიკვდილი, რაც ახლა ხდება ღაზაში.

შიში იმისა, რომ ნებისმიერი სახის კონტექსტუალიზაცია ჰამასს მის მიერ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას აარიდებს, ან ჩვენ გადაგვატანინებს ყურადღებას იმ საშინელებისგან რაც მათ დაატრიალეს, გარკვეულწილად გამართლებულია. თუმცა იქნებ სწორედ ჩადენილი ძალადობის ასეთი საშინელება გვიბიძგებს კონტექსტუალიზებისკენ? სად იწყება ეს საშინელება და სად სრულდება ის? როცა მედია ჰამასსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მიმდინარე „ომზე“ გვესაუბრება, ის უკვე გვთავაზობს სააზროვნო ჩარჩოს, რომლის შიგნითაც უნდა გაანალიზდეს ეს სიტუაცია. მაგრამ თუ ღაზა ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება განხილული, ან ვიტყვით, რომ ის რეალურად „ღია ცის ქვეშ გამართულ საპატიმროს“ წარმოადგენს, მაშინ სულ სხვაგვარი ინტერპრეტაციის წინაშე აღმოვჩნდებით. შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ აქ საქმე მხოლოდ სიტუაციის აღწერის ტექნიკურ დეტალებთან გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ჩვენ მიერ გამოყენებული ენა განსაზღვრავს, იმას თუ რას და როგორ ვიტყვით და საერთოდ რის გაგებასა და შემეცნებას შევძლებთ. დიახ, მოვლენები ენის საშუალებით აღიწერება, მაგრამ ენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იძენს ამ ძალას, თუ ის იმ საზღვრებშია მოქცეული, რა საზღვრებიც წინასწარაა მოხაზული, იმისდა მიხედვით, თუ რისი თქმაა შესაძლებელი და რისი არა. თუ საჭიროდ არ მივიჩნევთ იმის ცოდნას, რამდენი პალესტინელი ბავშვი და მოზარდი მოკლეს მიმდინარე წელს ან ოკუპაციის ქვეშ გატარებული უკანასკნელი წლების განმავლობაში ღაზასა და დასავლეთ სანაპიროში; თუ ჩავთვლით, რომ ისრაელზე მიტანილი თავდასხმების შეფასებისას და მასზე საუბრისას ეს ინფორმაცია უმნიშვნელოა, მაშინ ჩვენივე ნებით, დავთანხმდებით, რომ არ გვსურს პალესტინელთა მიერ განცდილი ძალადობის, გლოვისა და სასოწარკვეთის ისტორიების შესახებ ვიცოდეთ. ჩვენ დავთანხმდებით, რომ მხოლოდ ისრაელელთა მიერ განცდილი ძალადობის, გლოვისა და სასოწარკვეთის შესახებ გვსურს მოსმენა. ჩემი ისრაელელი მეგობარი, რომელიც საკუთარ თავს „ანტი-სიონისტს“ უწოდებს, ინტერნეტში წერს, რომ შეშინებულია, ღელავს საკუთარ ოჯახსა და მეგობრებზე და წუხს, რომ მის გარშემო ამდენი ადამიანი დაიხოცა. მას ჩვენ მთელი გულით უნდა თანავუგრძნოთ და მე ასეც ვიქცევი. ყოველივე ეს ისეთი მძიმე და შემაძრწუნებელია. მაგრამ ამავდროულად, განა წამიც არ მოიძებნება იმის წარმოსადგენად, რომ ახლა შეიძლება პალესტინელებიც იმავეს გრძნობდნენ, ან შეიძლება ეგრძნოთ წლების განმავლობაში მიმდინარე დაბომბვების, დაპატიმრებებისა და სამხედრო თავდასხმებისას? მეც ებრაელი ვარ და ვცხოვრობ ტრავმით, რომელიც ჩემი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი ქმედებებითა და მიყენებული ტკივილითაა გამოწვეული. მაგრამ მსგავს სისასტიკეს მხოლოდ ჩემი ხალხის წინააღმდეგ როდი ჩადიან. იმისთვის რომ ამ სისასტიკეს ვხედავდე და ვამჩნევდე, საჭირო არაა მსხვერპლს სახეზე ვცნობდე ან მისი სახელი ვიცოდე. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ რომ ასე არ იყოს.

მთლიანობაში, რეალური პრობლემა უბრალოდ ემპათიის არქონაზე უფრო ღრმადაა საძიებელი. რადგან, როგორც წესი, ემპათია იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ სააზროვნო ჩარჩო სხვასთან თვითიდენტიფიცირების საშუალებას იძლევა; თუ ის სხვისი გამოცდილების საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირებას უშვებს. და რადგან გაბატონებული სააზროვნო ჩარჩო მიგვითითებს, რომ ზოგიერთი სიცოცხლე სხვა სიცოცხლეებზე უფრო მეტად იმსახურებს გლოვას, სწორედ ამიტომ გვეჩვენება ზოგიერთი სიცოცხლის დაკარგვაც უფრო დიდ ტრაგედიად, ვიდრე სხვა სიცოცხლეებისა. ის თუ ვისი სიცოცხლე იმსახურებს მეტ გლოვას, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ ვისი სიცოცხლე ფასობს უფრო მეტად. და სწორედ აქ, თავისი გადამწყვეტი მნიშვნელობით, შემოდის რასიზმი. თუ პალესტინელები უბრალოდ „ცხოველები“ არიან, როგორც მათ ისრაელის თავდაცვის მინისტრი უწოდებს, ხოლო ისრაელელები მთლიან „ებრაელ ხალხს“ წარმოადგენენ, როგორც ამას ბაიდენი ამბობს (რითიც, ებრაულ დიასპორას, ფუნდამენტალისტთა სურვილის თანახმად, ისრაელის სახელმწიფოს შიგნით ათავსებს), მაშინ ერთადერთი ხალხი ვინც გლოვას იმსახურებს, ან ერთადერთი ხალხი ვისი გლოვაც დასაშვებია, ისრაელელები გამოდიან, რადგან ომი ახლა ასეთი სურათით მიმდინარეობს: ებრაელი ხალხი მსხვერპლია, ხოლო ცხოველებს მათი განადგურება და მოკვლა აქვთ განზრახული. ცხადია ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხალხს, ვინც კოლონიური ბორკილებისგან თავის დახსნას ცდილობს, კოლონიზატორი ცხოველებად ნათლავს. მაგრამ, განა ისრაელელებიც „ცხოველები“ არიან, როცა პალესტინელებს ხოცავენ? თანამედროვეობაში მომხდარი ძალადობრივი ფაქტის ამგვარ რასისტულ ჩარჩოებში მოთავსება, კვლავ კოლონიური ეპოქის ტრადიციულ ოპოზიციურ წყვილთან გვაბრუნებს: ამ წყვილის ერთ მხარეს ცივილიზებული ხალხია, მეორე მხარეს კი, „ცხოველები“, ვინც „ცივილიზაციის“ სახელით უნდა განიდევნონ და განადგურდნენ. ჩვენი მორალური პოზიციის დაფიქსირებისას, ამ ჩარჩოს უკრიტიკოდ მიღებით, თანამონაწილენი ვხდებით რასიზმისა, რომელიც პალესტინელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრუქტურულ დონეზე იჩენს თავს.

თუ ვთვლით, რომ ჩვენი მხრიდან მოვლენის მორალური დაგმობა თავად ამ მოვლენის კონტექსტის გააზრებისა და მისი ცოდნისგან სრულიად დაცლილი, დაგმობის მშრალი და მკაფიო აქტით უნდა შემოიფარგლოს, მაშინ ჩვენ თავისთავად ვთანხმდებით იმ პირობებს, რა პირობებშიც ხდება დაგმობის ეს აქტი; ვთანხმდებით სამოქმედო ველს, სადაც ყველა ალტერნატივა უკვე წინასწარ გაწერილია. მიმდინარე მოვლენების კონტექსტის გათვალისწინებით, დღეს ამ პირობების მიღება, კოლონიური რასიზმის რიგითი ფორმის მიღებას უდრის; იმ კოლონიური რასიზმისა, რომელიც თავად წარმოადგენს სტრუქტურულ პრობლემას, რომლის მოსაგვარებლადაც უნდა ვმუშაობდეთ; თავად წარმოადგენს უსამართლობის ფორმას, რომლის აღმოფხვრისთვისაც უნდა ვიბრძოდეთ. ამდენად, საკუთარი მორალური რწმენების სისწორეში დარწმუნებულნი, ისტორიულად არსებულ უსამართლობაზე თვალს ვერ დავხუჭავთ; ასე შეიძლება კიდევ უფრო დიდი უსამართლობა ჩავიდინოთ და ჩვენს მორალურ თავდაჯერებულობასაც მყარი საფუძველი გამოვაცალოთ. რატომ არ შეიძლება, ეს საზარელი მოვლენები ისე დავგმოთ, რომ თან ფიქრის, ცოდნისა და განსჯის უნარზე არ ვთქვათ უარი? სინამდვილეში, ორივეს ერთად შესრულება შესაძლებელია და ასეც უნდა ვიქცეოდეთ.

მედიის საშუალებით გავრცელებული ძალადობრივი აქტები შემაძრწუნებელია. თუმცა მედიის მხრიდან გაზრდილი ყურადღებიდან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ იმ ძალადობის შესახებ ვიცით, რომელსაც ახლა ვხედავთ. გავიმეორებ: ჩვენი მხრიდან ძალადობის დაგმობა სრულიად სწორია და ჩვენს აღშფოთებას უნდა გამოვხატავდეთ. დღეების განმავლობაში ცუდად ვიყავი ამის შემყურე. ყველა ვისაც ვიცნობ შიშით ელის ისრაელის სამხედრო მანქანის შემდეგ ნაბიჯებს: გადაიზრდება თუ არა პალესტინელთა მასობრივ მკვლელობებში ნეთანიაჰუს გენოციდისკენ მოწოდებები. საკუთარ თავს ვეკითხები, განა შეუძლებელია, რომ ისრაელში დაღუპულთათვის და ღაზაში დაღუპულთათვისაც ერთნაირად, ადამიანთა სიცოცხლის დახარისხების გარეშე ვიგლოვოთ, ისე რომ რელატივიზმსა და ტოლობის ნიშნებზე დავა არ გვიწევდეს. იქნებ გლოვის ეს ფართო კომპასი თანასწორობის მეტად ხელშესახები იდეალისკენ გზის გაკაფვაშიც დაგვეხმაროს; ამ კომპასით, ყველა დაკარგული სიცოცხლე ერთნაირად იმსახურებს გლოვას და ამასთან, ის აღძრავს ბრაზს, რადგან თავის თავში გულისხმობს, რომ ყველა სიცოცხლე, რომელიც დაიკარგა, არ უნდა დაკარგულიყო, რომ დაღუპულები იმაზე მეტ სიცოცხლეს იმსახურებდნენ, ვიდრე მათ ერგოთ და რომ მათ სიცოცხლეს თანაბარი ფასი უნდა ჰქონოდა. საერთოდ როგორ უნდა ვიფიქროთ ცოცხლად დარჩენილთა შორის თანასწორობის შესაძლო მიღწევაზე, მაშინ როცა გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა სამსახურს 2008 წლიდან მოყოლებული დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში ისრაელელ სამხედროთა და ახალმოსახლეთა მიერ 3800 მშვიდობიანი პალესტინელის მკვლელობა აქვს აღრიცხული და ეს ყველაფერი მანამდე, ვიდრე მიმდინარე მოვლენები დაიწყებოდა. ვინ იგლოვა ეს ადამიანები? ისრაელის მიერ ჰამასის წინააღმდეგ დაწყებულ „შურისძიებას“ უკვე ასობით პალესტინელი ბავშვი ემსხვერპლა; მომავალ დღეებსა და კვირებში კიდევ მეტი ემსხვერპლება.

კოლონიური ძალადობის ისტორიის შესწავლას მცირე დროს თუ დავუთმობთ და გავიცნობთ ენას, ნარატივებსა და სააზროვნო ჩარჩოებს, რომელთა გამოყენებითაც დღეს პალესტინაში მომხდარი მოვლენები შუქდება და ინტერპრეტირდება, ჩვენს მორალურ პოზიციას არაფერი დააკლდება. ამ ცოდნის შეძენა და ფლობა აუცილებელია, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ უკვე არსებული ძალადობის რაციონალიზება და კიდევ მეტი ძალადობის დაშვება მოხდეს; არამედ იმისთვის, რომ იმაზე უკეთ შევძლოთ სიტუაციაში გარკვევა, ვიდრე ამას დღევანდელი მდგომარეობის უკონკურენტო ანალიზი გვთავაზობს. მაშინ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ იმ მორალური პოზიციების გარდა, რომელთაც დღეს ყველანი ვიზიარებთ, შეიძლება არსებობდეს სხვებიც; მაგალითად, ისეთი როგორიც შეეწინააღმდეგება პალესტინელებზე განხორციელებულ სამხედრო და საპოლიციო ძალადობასა და დევნას, რომელიც პალესტინელებს გლოვის უფლებას ართმევს; ართმევს საკუთარი ბრაზის გაცნობიერებისა და სოლიდარობის გამოხატვის უფლებას; და ყველაფერთან ერთად, ართმევს თავისუფალი მომავლისკენ მიმავალი გზის დამოუკიდებლად პოვნის უფლებას.

პირადად მე, მჯერა და ვიცავ არაძალადობრივ პოლიტიკას, იმ პირობით, რომ ის ვერ იქნება აბსოლუტური პრინციპი, რომელსაც ყველა შემთხვევაში ერთნაირად გამოიყენებ. მე მხარს ვუჭერ არაძალადობრივ პრაქტიკებზე დაფუძნებულ გამათავისუფლებელ ბრძოლას, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს იმ არაძალადობრივი სამყაროს შენებაში რომელში ცხოვრებაც ყველას გვინდა. მე ცალსახად ვგმობ ყველა სახის ძალადობას; ამავდროულად, ისევე როგორც ბევრ სხვას, მინდა ვიყო მონაწილე ჭეშმარიტი თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლისა; ისეთისა, როგორიც რეგიონში ჰამასის მსგავს ჯგუფებს დაშლას აიძულებდა, ბოლოს მოუღებდა ოკუპაციას და ხელს შეუწყობდა სამართლიანობისა და პოლიტიკური თავისუფლების ახალი ფორმების აყვავებას. თანასწორობისა და სამართლიანობის გარეშე, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე, სახელმწიფოსი, რომელიც თვითონ ძალადობისგან იშვა, ვერანაირ მშვიდობიან მომავალს ვერ წარმოვისახავთ; და მე „მშვიდობას“, მდგომარეობის ნორმალიზების ევფემიზმად არ ვხმარობ, რაც უთანასწორობის, უუფლებობისა და რასიზმის შენარჩუნებას ნიშნავს. თუ თავისუფლად არ შეგვეძლება სახელი დავარქვათ, აღვწეროთ და შევეწინააღმდეგოთ ყველა სახის ძალადობას, მათ შორის ისრაელის სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი ფორმით განხორციელებულ ძალადობას, მშვიდობა ვერ დადგება. ამასთან, ყოველივე ამის გაკეთება ისე უნდა შეგვეძლოს, რომ არ გვეშინოდეს ცენზურის, დამნაშავედ შერაცხვის თუ ანტისემიტიზმში დადანაშაულებისა. სამყარო რომელში ცხოვრებაც მსურს, შეეწინააღმდეგებოდა კოლონიური მართვის ნორმალიზებას და მხარს დაუჭერდა პალესტინელთა თვითგამორკვევისა და თავისუფლების უფლებას; გაიაზრებდა, რომ ამ მიწებზე მცხოვრები თითოეული ადამიანის რეალურ სურვილს ერთად, თავისუფალ გარემოში, არაძალადობრივ პირობებში, თანასწორობასა და სამართლიანობაში ცხოვრება წარმოადგენს. ცხადია, ეს იმედი მიამიტურად ჟღერს; ბევრისთვის შეუძლებლადაც კი. მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროა ვიღაცებს მაინც გვჯეროდეს მისი და ამასთან, უარს ვამბობდეთ, გვჯეროდეს, რომ დღეს არსებული ძალადობრივი სტრუქტურები მარადიულია. ამისთვის პოეტები და მეოცნებენი გვჭირდება; მოუთვინიერებელი შეშლილები, ისეთი ადამიანები, ვინც იციან როგორ ორგანიზდნენ.

13 ოქტომბერი, 2023

Loading more articles