2013 წლის 1-ელი მაისი და ოცნების კონსენსუსი

ავტორი: გიორგი ღვინჯილია

„შესაძლოა ბურჟუაზიამ ისტორიული სცენის დატოვებამდე ააფეთქოს და გაანადგუროს სამყარო“ – ბუენავენტურა დურუტი

2013 წლის პირველი მაისის მსვლელობა ერთგვარი სიმპტომი იყო უფრო ფართო მოვლენების თანმიმდევრობაში, რომლეთა განხილვასაც შევეცდები. დაშლილი აქცია სტიქიური გაფიცვებისა და ახალი შრომის კოდექსის საპარლამენტო განხილვების ფონზე ჩატარდა. რეჟიმის ცვლილების შემდეგ ის კონსენსუსი იქმნებოდა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დაფუძნებოდა.

2012 წლის არჩევნებს და სააკაშვილის რეჟიმის ცვლილებას ქვეყანაში დაწყებული გაფიცვების ტალღა მოჰყვა. სოციალური პროტესტის გაძლიერება პოლიციური რეჟიმის შესუსტებითა და უკეთესი ცხოვრების მოლოდინით უნდა აიხნას. სამუშაო ადგილებზე გავრცელებული ძალადობის ცნობები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც ხვდებოდა. 2012 წლის მონაცემების მიხედვით მშრომელთა დაშინებისა და დევნის პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული.[i] არჩევნების შემდეგ რეპრესირებულმა და წლობით ნაგროვებმა სოციალურმა პროტესტმა საზოგადოებრივი ცხოვრების ზედაპირზე ამოხეთქა – 11 ოქტომბერს გაიფიცა ტყიბული,[ii] 15 ოქტომბერს ტყიბულელებს 3700 ჭიათურელი მაღაროელი შეუერთდა. ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად მაღაროელები საწარმოს „შავი ბუღალტერიის“ შესწავლას მოითხოვდნენ.[iii] ადგილზე სოციალ-დემოკრატი დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ჩავიდა, რომელმაც შრომის კოდექსზე მუშაობის დაწყება დააანონსა[iv] და გაფიცულებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება გააცნო – პრემიერის აპარატთან შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის დროებითი კომისია შეიქმნა.[v] 24 ოქტომბერს გაიფიცნენ ბორჯომის ქარხნის[vi] და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები. ივანიშვილი მოვლენებს მოუმზადებელი დახვდა: „არ ველოდებოდი რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვას. არ გამოვრიცხავ, რომ იქ გარკვეული ტიპის საბოტაჟიც იყო, რადგან იქ ხელფასები გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა სფეროებში, თუმცა ესეც უნდა განვიხილოთ…“.[vii] 2 ნოემბერს რკინიგზას ფოთის პორტი შეუერთდა, სადაც ოცმა ქალმა თანამშრომელმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.[viii] ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მშრომელებს გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა და სტრატეგიული ტვირთების გადაზიდვისათვის შექმნილ საფრთხეს უსვამდა ხაზს.[ix] 8 ნოემბერს თბილისში ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ,[x] რასაც იანვრის ბოლოს უკვე სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა მოჰყვა.[xi] 12 თებერვალს კომისიით უკმაყოფილო ჭიათურელების გაფიცვა გაგრძელდა.[xii] მარტში სასწრაფოს თანამშრომლებმა შიმშილობა გამოაცხადეს.[xiii] 2013 წელს დაფუძნდა და პირველი მოთხოვნები დააყენა მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „ერთობა 2013“-მა, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ მემანქანეების ისტორიული გაფიცვა გამარჯვებამდე მიიყვანა.[xiv]

2012-2013 წლების სოციალური აფეთქება მოულოდნელი სიურპრიზი იყო „კოჰაბიტაციის“ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური კლასისათვის. საფრთხის ქვეშ სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირება, დედაქალაქის საჯარო ტრანსპორტი და ქვეყნის ტვირთბრუნვა დადგა. მთავრობას იმპროვიზირება უწევდა, იქმნებოდა სპეციალური კომისიები, ადგილებზე დეპუტატები და ადგილობრივი ავტორიტეტები მუშაობდნენ. მედია გაფიცვებს ცალკეულ, მეორეხარისხოვან მოვლენებად წარმოადგენდა. ხაზი უნდა გაესვას, რომ აფეთქება არ ატარებდა ანტისამთავრობო ხასიათს, მშრომელები პოლიტიკურ დაპირისპირებაში შესვლას ერიდებოდნენ. არჩევნების შემდეგ ხალხს უკეთესი ცხოვრების იმედი გაუჩნდა, გაფიცულები ხელფასების მატებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

მოულოდნელი იყო გაფიცულთა მიმართ სტუდენტების მხარდაჭერაც. ნაციონალური მოძრაობის პერიოდში სტუდენტების ნაწილში მემარცხენე იდეების გავრცელება ანომალიურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. ჩვენ ვსწავლობდით უნივერსიტეტებში, რომლებშიც რადიკალური ლიბერალური ინდოქტრინაცია მიმდინარეობდა. მნიშვნელოვანი მემარცხენე ავტორები საერთოდ გამოტოვებული იყვნენ კურიკულუმიდან. კრიტიკული იდეების გავრცელების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი უსამართლო ვითარება და ინდოქტრინაციის სისწორეში დაეჭვება იყო. პროტესტის მოულოდნელი შინაარსისა და მასშტაბის გამო სტუდენტების შეჩერება ვერც რეპრესიული აპარატის გამოყენებით ხერხდებოდა და ვერც პიარ ტექნოლოგიებით. პირველი პროტესტების შემდეგ სააკაშვილმა სოციალური და პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტის (რომელიც იდეოლოგიური რადიკალიზაციის კერა იყო) დეკანად სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი, ანდრო ბარნოვი დანიშნა.

გაფიცვების პერიოდში უამრავი სტუდენტი პირველად შეეჩეხა ინდუსტრიულ ქალაქებში შექმნილ მდგომარეობას, რომელიც პროპაგანდისტული ფასადის მიღმა იყო დამალული. რეგიონებში ნანახი ჩაგვრა მოქმედების აუცილებლობის განცდას აღვივებდა, სტუდენტები სოლიდარობისა და თანადგომის მნიშვნელობას აცნობიერებდნენ. თუ გაფიცვების ტალღა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იყო კონცენტრირებული და პოლიტიზებას არიდებდა თავს, მაშინ სტუდენტების საგაზაფხულო გამოსვლები პოლიტიზების მცდელობად უნდა შევაფასოთ. მემარცხენე მოძრაობა კრიტიკული თეორიიდან ნასწავლი ცოდნის გამოყენებით ცდილობდა ეჩვენებინა, რომ დაპირებების მიუხედავად პოლიტიკური და ეკონომიიკური ჩაგვრის სისტემას არავინ დაანგრევდა.

ბუნტი სწრაფ ანესთეზიოლოგიურ ჩარევას მოითხოვდა. აპრილის დასაწყისისთვის ბურჟუაზიამ, აბუნტებული მუშათა კლასი ზურგს უკან დამალული ტრანკვილიზატორით შეიყვანა სამმხრივ კომისიებში, ხოლო პარლამენტში შრომის კოდექსის განხილვა დაიწყო. კოდექსის ცვლილება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო. დეპუტატების თქმით, ცვლილებები „ანომალიური“ კანონის „ცივილიზებულ კონდიციაში“ მოყვანას ისახავდა მიზნად. ახალი შრომის კოდექსი 19 აპრილს პირველი მოსმენით მიიღეს, რასაც ბიზნეს ასოციაციების, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის და საერთაშორისო სავაჭრო პალატის კრიტიკა მოჰყვა.[xv] კანონის „ცივილიზებულ კონდიციაში“ მოყვანა სახიფათო სიგნალი იყო საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს ელიტისთვის.

ქვეყანა „გასაოცარი დემოკრატიის“ მოლოდინში იყო. 30 აპრილს, მაშინ, როდესაც სტუდენტები კაპიტალიზმთან საჭიდაოდ ემზადებოდნენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების 22 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა მომავალი წლის მიზანი დასახა: „შემდეგ წელიწადს ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ძალიან მკვეთრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და MAP მაინც უნდა მივიღოთ…ამაზე მეტს, ალბათ, ვერ მივიღებთ, მაგრამ ძალიან მკაცრად დავგეგმეთ, რომ შემდეგ წელს, როდესაც იქნება ნატოს შეკრება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გადავდგათ მძლავრი ნაბიჯი ამ მიმართულებით“.[xvi] ნაციონალური მოძრაობა პრემიერის განცხადებას მიესალმა და მზაობა გამოთქვა ამ მიმართულებით საერთო ძალისხმევისათვის.[xvii]

ასეთი იყო პირველი მაისის შესამზადებელი პერიოდი, როდესაც გაფიცვების ტალღით შთაგონებული და რეჟიმის ცვლილებით გაგულიანებული სტუდენტები ქუჩაში მშრომელთა დღის აღსანიშნავად გამოვიდნენ. ამ დროისათვის „ლაბორატორია 1918“ ყველაზე დიდი და დამოუკიდებელი სტუდენტურ ორგანიიზაცია იყო. სიჭრელის მიუხედავად ორგანიზაციაში ორი ძირითადი ხაზი იკვეთებოდა, პირველი პარლამენტში წარმოდგენილი სოც-დეკური პარტიის წევრებისგან შედგებოდა, რომელსაც საკითხების „შიგნიდან“ მოგვარება ესახებოდა სწორად. შრომის კოდექსის საპარლამენტო განხილვების ფონზე, პარტიას გარე ზეწოლის ჯგუფი სჭირდებოდა, რომელიც პირველ რედაქციას ბიზნესის ლობისტების თავდასხმისგან დაიცავდა. რადიკალურ ნახევარს, რომელიც უმრავლესობაში იყო არც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოების იდეა ხიბლავდა და არც საპარლამენტო განხილვების. ეს ნაწილი ქვევიდან წამოსული პოლიტიკის იდეით იყო მოხიბლული, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა ტრადიციული პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და ფართო მასების კლასობრივი ინტერესების ირგვლივ გაერთიანებას მოახერხებდა. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მოძრაობა ვერ ახერხებდა ორგანიზებული სტრუქტურის შექმნას. „ლაბორატორია 1918“ ღია ჯგუფი იყო, მას არ ჰქონდა წევრების სია, შეკრებებში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა. საკუთარი არსით მოძრაობა ისეთივე სტიქიური იყო, როგორც ქვეყანას მოდებული გაფიცვების ტალღა. პოლიტიკური პარტიები სტუდენტურ მოძრაობასთან კონფრონტაციას თავს არიდებდნენ. სკეპტიკოსები თვლიდნენ, რომ არჩევნების შემდეგ მოძრაობა ახალ მთავრობასთან დაპირისპირებაში შესვლას მოერიდებოდა.[xviii]

ქუჩაში რადიკალური ლოზუნგებით გამოსული სტუდენტების დანახვა მოულოდნელი სიურპრიზი იყო სამართალდამცველებისათვის. პოლიცია ზემდგომების ბრძანებას ელოდა და დაბნეული უყურებდა აქციის მონაწილეებს, რომლებიც ბანკების კედლებზე წარწერებს აკეთებდნენ.[xix] მსვლელობა დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკის კეთების თითქმის ყველა წესიდან იყო ამოვარდნილი – „ლაბორატორია 1918“ არ წარმოადგენდა, რომელიმე პარტიის ღიად ან ფარულად დაფინანსებულ ქვედანაყოფს, ან არასამთავრობო ორგანიზაციას, უცხო იყო მშრომელთა მიმართ სოლიდარობა და აქციის მოთხოვნებიც. საბოლოოდ გაფიცვებით ინსპირირებული სტუდენტებისა და მათი დანახვით დაბნეული პოლიციელების შეხვედრა შეტაკებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ათეულობით ადამიანი დააკავეს. ეს იყო პირველი აქცია, რომლის დაშლაც „ქართული ოცნებას“ მოუწია. პარლამენტში შრომის კოდექსის განხილვა გაგრძელდა.

ჟურნალისტებმა სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანს მიაკითხეს, რომელსაც აქციასთან კავშირის შესახებ დაუსვეს კითხვები. ჟორჟოლიანი, რომელიც მოზომილი პოლიტიკის მომხრე იყო, აქციის მოწოდებებსა და პროტესტის ფორმებს გაემიჯნა. ამ მომენტისათვის პარტიაში გაბატონებული იყო რწმენა, რომლის მიხედვითაც რეჟიმის ცვლილებასთან ერთად „ქართულ ოცნებასთან“ დისკუსიის გაღრმავება იყო საჭირო: „მინდა მოვუწოდო ამ ახალგაზრდებს, რომელთაგან ბევრი ჩემი სტუდენტია, რომ დაინახონ ის შესაძლებლობები, რომლებიც დღეს გაჩნდა და გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, თორემ მათი მოქმედებები იქნება არაადეკვატური იმ სინამდვილესთან შედარებით, სადაც ისინი არიან და გახდებიან მარგინალური ჯგუფები. უკეთეს შემთხვევებში ისინი წავლენ იმ პოზიციაზე, რომელიც საბჭოთა კავშირში დისიდენტებს ეკავათ…“[xx]

რამდენიმე დღეში დაწყებულმა საპარლამენტო დისკუსიამ უკვე ორმხრივი ბრალდებების სახე მიიღო, მმართველ პარტიაში ღია დაპირისპირება დაიწყო. ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა, შრომის კოდექსს „როზა ლუქსემბურგის ოცნება“ უწოდა: „ისეთი შრომის კოდექსია შესული, რომ ვერავინ ვეღარ გაინძრევა. ე.ი. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსი არის შესული… ბიზნესისთვის კოშმარია“.[xxi]

მარგველაშვილის კრიტიკას კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა თეა წულუკიანმა უპასუხა: „როდესაც შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავაცანით, გვითხრეს, რომ ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც კი შეიძლება ცივილიზებულმა და დასავლურობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანამ თავის შრომის კოდექსში ჩაწეროს…არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, როგორც ქალი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალი ახალი მთავრობის, სათავეში ჩავუდგე შრომის კოდექსში ცვილებების მორიგ ტალღას, რომელსაც შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია.“[xxii]

7 მაისს კობა დავითაშვილმა მარგველაშვილის გადადგომა მოითხოვა და სტუდენტურ აქციას დაუჭირა მხარი: „სამწუხაროა, რომ მისი განცხადების კონტექსტი უკავშირდებოდა პირველი მაისის აქციას და მან სტუდენტები ერთმნიშვნელოვნად დაადანაშაულა პოლიციასთან შეჯახებაში… თუკი იგი თვლის, რომ მიუღებელია შრომის კოდექსი, მინიმუმ ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს.“[xxiii] ნაციონალური მოძრაობა რეგულაციების წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა ზედმეტი აქტიურობისგან თავს იკავებდა. შრომის კოდექსის ირგვლივ შექმნილმა დაპირისპირებამ იმდენად ცხარე სახე მიიღო, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები „ოცნების“ დაშლას წინასწარმეტყველებდნენ: „დაპირისპირება კოალიციის შიგნით ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ერთიანი გუნდი და მათ არ აქვთ ერთიანი პრინციპები და მოხდება მათი დაშლა.“[xxiv]

ოცნების „მემარცხენე“ ფრაქციას იმაზე სწრაფად მოუწია მემარცხენე როლიდან გამოსვლა ვიდრე ამას თვითონ ელოდა. დავითაშვილის კრიტიკის საპასუხოდ იმავე დღეს დისკუსიაში უკვე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, რომელმაც სრულად გაიზიარა მარგველაშვილის პოზიცია: „პირველი მოსმენით პროექტს, რომელსაც მარგველაშვილი აკრიტიკებს, მე აბსოლუტურად ვეთანხმები და მეც იგივე რეაქციები გავაკეთე და პარლამენტთან მქონდა საუბარი, რომ არ შევაშინოთ ინვესტორები.“[xxv] 14 მაისს ივანიშვილმა დაამატა, რომ მთავრობის სხდომაზე თითო საკითხის განხილვას 3-4 წუთი ეთმობა, ამიტომ ის ვერ დახარჯავდა ბევრ დროს შრომის კანონმდებლობაზე. პრემიერმა განმარტა, რომ პირველ ეტაპზე კოდექსის წაკითხვა ვერ მოახერხა, მაგრამ მარგველაშვილის პროტესტის შემდეგ კანონპროექტში ჩაიხედა და ვიცე-პრემიერის შენიშვნები გაიზიარა – „ჩემი აზრით, მას აკლდა ერთი რამ, არ იყო სათანადოდ შეჯერებული ბიზნეს ელიტასთან, ბიზნესმენებთან, აკლდა ეს ნაწილი. მეტი არაფერი, მას ნაკლი არ ჰქონდა. დაქირავებულს უფლებები არ ჰქონდა წინა შრომის კოდექსის მიხედვით, ევროპელები გაგიჟებული იყვნენ, როგორ შეიძლება ასეთი შრომის კოდექსით ქვეყანამ იცხოვროს….“[xxvi] საბოლოოდ ივანიშვილმა უნაკლო კოდექსის სხეული სწორედ მის დამწუნებელ ბიზნეს ელიტას მიაწოდა, რომელმაც კანონპროექტი საოპერაციო მაგიდაზე დადო და რამდენიმე კიდურის ამპუტაცია გაუკეთა.

17 მაისს, მაშინ როდესაც პარლამენტში შრომის კოდექსის განხილვა მიმდინარეობდა, თბილისში კულტურული ომის ტრაგიკული ეპიზოდი გათამაშდა. კოდექსის მეორე მოსმენით მიღებას ორი დეპუტატის ხმა დააკლდა, მშრომელთა საკითხმა მეორე პლანზე გადაიწია.[xxvii] კანონპროექტის განხილვის მეექვსე თვის თავზე, ნაოპერაციებ შრომის კოდექსს უყარეს კენჭი, რომლიდანაც 9 მუხლი იყო ამოღებული. 12 ივნისს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კოდექსი, რომელსაც 700 ათასი დაქირავებული მშრომელისა და მათი ოჯახების მდგომარეობა უნდა გაეუმჯობესებინა. თეა წულუკიანმა საქარათველოს მოსახლეობას ახალი კოდექსის მიღება მიულოცა: „ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ახალ შრომის კოდექსს. მიუხედავად წარმოუდგენელი, ენით აუწერელი ბრძოლისა, რაც იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტს, მთავრობას გადახდა, ეს იყო 2 ოქტომბრის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული პროცესი, რადგან იყო მწვავე აზრთა ჭიდილი პროფკავშირებს, ბიზნესს, მთავრობას და პარლამენტს შორის. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ გაცილებით უკეთესი ტექსტი, ვიდრე ნაციონალების შრომის კოდექსია…“[xxviii]

პოზიციის ერთგული კობა დავითაშვილი დარჩა, რომელმაც მიღებული კანონი ამომრჩევლის ღალატად შეაფასა: „ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირება არ იყო დაქირავებულის უფლებების შეზღუდვა. ივანიშვილი თავის შუშის სასახლეში ეძახის ბიზნესმენებს და დამქირავებლის პრობლემებზე საუბრობენ, დაქირავებულთან შეხვედრა კი არავის ახსენდება.“[xxix] კანონპროექტს თავის მოტყუება უწოდა პროფკავშირების თავმჯდომარემ, რომლის თქმითაც ბიზნესის ლობისტებმა საკუთარი პოზიციის გატანა მოახერხეს.[xxx] 30 ივლისს შრომის კოდექსის პრეზენტაციაზე თეა წულუკიანი და უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდნენ სიტყვით. სამ ენაზე ნათარგმნი შრომის კოდექსი „საკანონმდებლო მაცნეს“ აღდგენილ გამომცემლობაში დაიბეჭდა.[xxxi] ცხადია, რომ მშრომელებისა და სტუდენტების მოლოდინებს, შრომის კოდექსის არც უნაკლო ვერსია ამართლებდა და არც დაჩეხილი. დოკუმენტის რეალურ შინაარსს საუკეთესოდ თეა წულუკიანის მიერ გამოყენებული ეპითეტები – „მინიმუმის მინიმუმი“ და „ნაციონალებზე უკეთესი“ – აღწერდა.[xxxii] საბოლოოდ „ახალი“ საქართველოს დალაგების პროცესში მშრომელებს იგივე ადგილი ერგოთ, რომელიც „ძველში“ ჰქონდათ გამოყოფილი. 4 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა ახალ შრომის კოდექსს მოაწერა ხელი.[xxxiii]

ათი წლის შემდეგ

მეგობრებთან შეხვედრისას ხშირად განვიხილავთ, რა მოხდა 2012-2013 წლებში. ბევრს აქვს განცდა, რომ შეცდომების თავიდან არიდებით ისტორიული შანსის უკეთ გამოყენება შეიძლებოდა. ეს რთული დისკუსიაა, რომელიც ხშირად დამნაშავეების ძიებამდე მიდის.

შემდგომი ათი წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის ძირითად ტენდენციად „კულტურული ომები“ გადაიქცა, რომლის სიმბოლოდაც ორ აქციას შორის ჩამდგარი სპეცრაზმის კორდონი წარმოგვიდგება. ტრენდი, იმპერიული ცენტრებიდან მოდის და ამავე ცენტრებიდან ფინანსდება. პოლიტიკის ამ სიბრტყეში მოქცევა კლასობრივი ჰეგემონიის უკანა პლანზე გადაწევას ემსახურება. კულტურული ომის ხაზი განსაკუთრებით მწვავედ გადის ჩვენს ქვეყანაზე, რომელშიც იმპერიული ინტერესები ერთმანეთს შუბლებით ეჯახება. გამოწვევებისა და ზომის გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს გარედან მოხვეული იდეოლოგიების გავლენით შექმნილი პოლარიზაციის პირობებში ცხოვრების ფუფუნება.

წლების გასვლისა და ისტორიული მარცხის მიუხედავად, ვთვლი რომ რეჟიმის ცვლილებით გამოწვეული გაფიცვების ტალღისა და მის ფონზე მოქმედი სტუდენტური მოძრაობის ისტორია უამრავ საინტერესო საკითხს გვაძლევს სამსჯელოდ. ათი წლის წინანდელი პოლიტიკური ჟესტი დღესაც მომავალზეა მიმართული, საიდანაც ცენტრალური კითხვა ისმის – როგორ უნდა აწარმოოს ხალხმა საკუთარი პოლიტიკა?

სქოლიო

[i] https://2009-2017.state.gov/j/drl/rls/hrrpt/humanrightsreport/index.htm#wrapper

[ii] https://www.radiotavisupleba.ge/a/magaroelta-protesti/24739778.html

[iii] https://www.radiotavisupleba.ge/a/chiatura/24744661.html

[iv] https://www.youtube.com/watch?v=zz5e953Ryvk

[v] https://netgazeti.ge/news/17279/

[vi] https://netgazeti.ge/news/17008/

[vii] https://www.radiotavisupleba.ge/a/warning-strike/24749785.html

[viii] https://www.radiotavisupleba.ge/a/potis-porti/24758630.html

[ix] https://netgazeti.ge/news/17328/

[x] https://netgazeti.ge/news/17333/

[xi] https://netgazeti.ge/news/18969/

[xii] https://netgazeti.ge/news/19410/

[xiii] https://netgazeti.ge/news/20073/

[xiv] https://publika.ge/article/2-weli-istoriuli-gaficvidan/

[xv] https://civil.ge/ka/archives/151654

[xvi] https://civil.ge/ka/archives/151690

[xvii] https://civil.ge/ka/archives/151692

[xviii] https://www.youtube.com/watch?v=6rFANv9l4EY

[xix] https://www.youtube.com/watch?v=FSDQneXsm8k

[xx] https://netgazeti.ge/opinion/21664/

[xxi] https://ghn.ge/news/88188

[xxii] https://www.ambebi.ge/article/77230-tea-culukiani-ar-vici-var-tu-ara-roza-luksemburgi-magram-vgegmav-sataveshi-chavudge-shromis-kodeksshi-cvlilebebis-morig-talgas/

[xxiii] https://tabula.ge/ge/news/552970-davitashvili-tu-margvelashvili-tvlis-rom-shromis

[xxiv] https://netgazeti.ge/news/21626/

[xxv] https://tabula.ge/ge/news/552977-iva-nish-vi-li-mar-gve-lash-vi-lis-gan-tskha-de

[xxvi] https://www.youtube.com/watch?v=nJgU44TzMDg

[xxvii] https://tabula.ge/ge/news/553194-shromis-kodeksis-meore-mosmenit-damtkitsebas-2

[xxviii] https://netgazeti.ge/news/22761/

[xxix] https://netgazeti.ge/news/22357/

[xxx] https://netgazeti.ge/news/22536/

[xxxi] https://netgazeti.ge/news/24190/

[xxxii] https://liberali.ge/articles/view/3194/saqartvelos-shromis-kodeqsi–ra-tsvlilebebi-shedis-shromis-kodeqsshi

[xxxiii] https://netgazeti.ge/news/23389/

გაზიარება