სტუდენტები საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “მაისის სტუდენტური მოძრაობის” საპროტესტო აქცია გაიმართა. ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის თანამშრომლების ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც იქ მცხოვრებ სტუდენტებს პერსონალური ინფორმაცია გამოკითხეს, მოძრაობის წევრები აფასებენ, როგორც დაშინებისა და მუქარის მცდელობას.

სტუდენტების თქმით, საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ პოლიცია სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში უნივერსიტეტის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა და პასუხს ადმინისტრაციას და რექტორს სთხოვს, რომლებიც ინფორმირებულებიც კი არ იყვნენ მომხდარზე.

შსს-ს ბოლო განცხადების თანახმად, ვიზიტი დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებება იყო. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, “სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და რეგიონის წარმომადგენლები ცხოვრობენ.”

გაზიარება