მრავალფეროვნებაზე კონცენტრირებით გვავიწყდება, რომ ჩვენს ცხოვრებას კლასობრივი კუთვნილება განსაზღვრავს

ავტორი: კენან მალიკი

გიორგი ყუშიტაშვილის თარგმანი

„ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის ძირითადი ფორმები უკვე აღმოფხვრილია.“ ეს სიტყვები მარგარეტ ტეტჩერმა 1978 წელს, პრემიერ-მინისტრად არჩევამდე ხუთი თვით ადრე, Catholic Herald-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. „შეიძლება სიღარიბის გარკვეული ფორმები არსებობდეს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ხალხმა საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა და შემოსავლების სწორად ხარჯვა არ იცის“, მაგრამ სიღარიბის ეს ფორმები, მისი მტკიცებით, სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის შედეგი კი არ იყო, არამედ ადამიანთა „პიროვნული ნაკლოვანებებისა“. თითქმის ორი ათწლეულის თავზე, 1996 წელს, როცა უკვე 6 წელი იყო გასული მას მერე რაც ტეტჩერი თავისივე პარტიამ პერმიერ-მინისტრის თანამდებობას ჩამოაცილა, ის კვლავ იმას ამბობდა, რომ „სიღარიბეს არა მატერიალური, არამედ ადამიანთა ქცევითი ფაქტორები განაპირობებს“.

არადა, ამ ორი ინტერვიუდან მეორეს წინ უძღვოდა სწორედ მარგარეტ ტეტჩერის 11 წლიანი მმართველობა, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმართული იყო საგადასახადო სისტემის ზედა ზღვრის შემცირებისკენ, სოციალურ შემწოებაზე გამოყოფილი თანხების შეკვეცისკენ, ქვეყნის მძიმე მრეწველობის გამიზნული ნგრევისა და პროფესიული კავშირების დევნისაკენ, რამაც 1980-იან წლების დიდ ბრიტანეთში სიღარიბისა და უთანასწორობის მასშტაბური ზრდა მოიტანა.

თუმცა ის მანტრად ქცეული დებულება, რომ „სიღარიბეს არა მატერიალური, არამედ ადამიანთა ქცევითი ფაქტორები განაპირობებს“, სინამდვილეში ტეტჩერის მმართველობის წლებზე ბევრად უფრო ძველია. საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობდა რწმენა, რომ საკუთარ სიღარიბეზე პასუხისმგებლობა თავად ღარიბებსა და უქონელთ ეკისრებათ, და რომ სიღარიბე და უთანასწორობა მორალურ, და არა პოლიტიკურ, პრობლემას წარმოადგენს; და ეს რწმენა საჯარო პოლიტიკის ფორმირებაზე დღემდე დიდ გავლენას ახდენს.

დღეს ფაქტობრივად უკვე ორი განსხვავებული ბრიტანეთი არსებობს: ერთი, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ და მეორე, რომელიც კონსერვატიული პარტიის წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს. პირველი ბრიტანეთი არის ქვეყანა, რომელშიც გასულ წელს მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანი 20%-ის შემოსავალი კიდევ 3.8%-ით შემცირდა, მაშინ როცა ყველაზე მაღალშემოსავლიანი 20%-ის შემოსავალი 1.6%-ით გაიზარდა. ქვეყანა, რომელშიც ფინანსთა ყოფილ მინისტრს ბოლო რამდენიმე წელში მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით იმაზე მეტი თანხა დაუგროვდა გადასახდელი, ვიდრე ექთანთა უმეტესობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიმუშავებს და რომელიც, „დაუდევრობით“ არც გადაუხდია. [დიდი ბრიტანეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნადიმ ზაჰავი 2021 წელს ქვეყნის შემოსავლების სამსახურმა 3.7 მილიონი ფუნტის რაოდენობის გადასახადის დამალვაში ამხილა, რაზეც ორი წლის შემდეგ თავად ზაჰავიმ განაცხადა, რომ გადასახადის დამალვა არ უცდია და შეცდომა „დაუდევრობით“ მოუვიდა. https://www.theguardian.com/uk-news/2023/jan/29/seven-occasions-when-nadhim-zahawi-broke-the-ministerial-code] ქვეყანა, რომელშიც ადამიანები ჰიპოთერმიით იღუპებიან, რადგან გათბობის ჩასართავად საკმარისი ფული არ გააჩნიათ.

მეორე მხრივ კი არსებობს ქვეყანა, სადაც, „დეილი მეილის“ რიტორიკას თუ დავუჯერებთ, რომელიც თავის მხრივ კონსერვატიული კვლევითი ცენტრის მიერ „სახელმწიფოზე დამოკიდებულების“ შესახებ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი „ფულს არაფრის კეთებაში იღებს“. ქვეყანა, სადაც საშემოსავლო გადასახადი თურმე უმდიდრესი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული „ფარული გადასახადია“, რომელიც მათ უსამართლოდ აიძულებს მეტის გადახდას. ქვეყანა სადაც ლი ანდერსონი, კონსერვატიული პარტიის დეპუტატი, ექთნებს დარიგებებს აძლევს, თუ როგორ უნდა დასჯერდნენ და იმყოფინონ ის შემოსავალი, რომელიც გააჩნიათ.

ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, განა „დეილი მეილში“ ვერ ხვდებიან, რომ თუკი საერთო გადასახადების ნახევრის გადახდა მოსახლეობის ყველაზე მდიდარ 10%-ს უწევს, ეს ხომ ავტომატურად იმასაც ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის სიმდიდრის ნახევარს სწორედ ეს 10% აკონტროლებს. ასევე ბევრს უნდა გაუჩნდეს კითხვა, რამდენად მართებულია პარლამენტარი საჯაროდ გამოვიდეს და ექთნებს, ვინც წელიწადში მხოლოდ 30 000 ფუნტს იღებენ, დარიგებები მისცეს იმაზე, თუ როგორი მადლიერნი უნდა იყვნენ საკუთარი შემოსავლისა, მაშინ როცა იმავე პარტიის ყოფილმა ლიდერმა, რომელსაც ეს პარლამენტარი წარმოადგენს, 800 000 ფუნტიანი სესხი იმ მიზეზით აიღო რომ, საკუთარი წლიური 164 000 ფუნტიანი შემოსავლით თავის გატანას ვერ ახერხებდა.

ტეტჩერის მმართველობის შემდგომ წლებში მიმდინარე საზოგადოების მზარდმა ინდივიდუალიზაციამ და სოციალური კლასის, როგორც კოლექტიური ცნობიერების გამომხატველი ინსტრუმენტის, გამოფიტვამ კიდევ უფრო გაამარტივა რეალობის იმგვარად წარმოჩენა, რომ თითქოს სიღარიბე სოციალური პრობლემების ნაყოფს კი არ წარმოადგენს, არამედ მორალური ნაკლოვანებებისა; სტრუქტურული უთანასწორობის შედეგი კი არ არის, არამედ ინდივიდუალური ქმედებებისა.

თუ სიღარიბის გარშემო მიმდინარე დებატებს დანაშაულის მთლიანად ინდივიდებზე გადაბრალების საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია ამახინჯებს, უთანასწორობის გარშემო მიმდინარე დებატებში სხვა, უფრო თანამედროვე ტრენდს შემოაქვს მთავარი ბუნდოვანება: „თანასწორობისა“ და „მრავალფეროვნების“ ცნებების გაერთგვაროვნების სულ უფრო მზარდ ტენდენციას. „ყოველთვის, როცა მეტ თანასწორობას ვითხოვთ, ისინი საპასუხოდ მეტ მრავალფეროვნებას გვთავაზობენ.“ – წერს ამერიკელი პროფესორი ვოლტერ ბენ მაიკლსი. „თუმცა ეს გამრავალფეროვნებული ელიტა კვლავ ელიტად რჩება. მრავალფეროვან, მაგრამ მაინც ელიტად.“

მაიკლსის ეს დაკვირვება მისი და პროფესორ ადოლფ რიდის ესეთა ახალ კრებულში ამოვიკითხე, რომელიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში იქმნებოდა და რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ ჩაანაცვალა „მრავალფეროვნების“ ცნებამ „თანასწორობის“ ცნება და თუ როგორ გაქრა უთანასწორობის გამომწვევი მიზეზების გარშემო ბოლო წლებში მიმდინარე დებატებიდან სოციალური კლასის საკითხი. კრებულს მეტად პროვოკატიული სათაური აქვს: „არანაირი პოლიტიკა, გარდა კლასობრივი პოლიტიკისა“. რიდი და მაიკლსი არ უარყოფენ რასიზმის ან ქალთა წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის სერიოზულ გავლენას, თუმცა სოციალურ უთანასწორობებზე საუბრისას სოციალური კლასის საკითხს ცენტრალური მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევენ.

მეტი მრავალფეროვნების საჭიროების მთავარი მორალური გამართლება იმ ფაქტში მდგომარეობს, რომ ბევრი ცალკეული ჯგუფი, იქნება ეს რასობრივი უმცირესობანი, ქალები, გეები თუ სხვა, ისტორიულად დისკრიმინაციას განიცდიდნენ და მოკლებულნი იყვნენ ძალაუფლებასა და პრივილეგირებულ მდგომარეობას. ამიტომ დღეს მეტი მრავალფეროვნების შემოტანა თანასწორობის მიღწევასა და გამომრიცხავი ბარიერების მსხვრევასთანაა გაიგივებული.

თუმცა თანასწორობა და მრავალფეროვნება ორი სხვადასხვა რამაა. ბევრი საზოგადოება თუ ინსტიტუტი, რომლებშიც მეტი მრავალფეროვნება მართლაც მიღწეულ იქნა, უფრო უთანასწოროც კი გახდა. რიდი ირონიულად შენიშნავს, რომ მრავალფეროვნებაზე ზედმეტმა კონცენტრირებამ იმგვარი საზოგადოების ფორმირებამდე მიგვიყვანა, სადაც „მოსახლეობის 1%-ის მიერ მთელი სიმდიდრის 90%-ის ხელში ჩაგდება უკვე სამართლიანად ითვლება. მხოლოდ, იმ შემთხვევაში თუ ამ 1%-იანი ელიტის 12% შავკანიანი იქნება, 12% – ლათინური ამერიკის წარმომადგენელი, 50% – ქალი და რაღაც პროცენტი LGBT თემსაც დარჩება.“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მრავალფეროვნებაზე კონცენტრირებული პოლიტიკა უთანასწორობის აღმოფხვრისკენ კი არაა ხოლმე მიმართული, არამედ ცდილობს ეს უთანასწორობა უფრო „სამართლიანი“ გახადოს. როგორც წესი, ვინც მრავალფეროვნების პოლიტიკას უჭერს მხარს, მას მართლაც აშფოთებს საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა. თუმცა, როცა „თანასწორობის“ საჭიროებას „მრავალფეროვნების“ საჭიროებით ვანაცვლებთ, მხედველობის მიღმა გვრჩება საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებული ნაწილი. ამ ჩანაცვლებით სრულიად ვივიწყებთ მუშათა კლასის ინტერესებს და მხოლოდ საშუალო კლასის პროფესიონალებისთვის ვქმნით უკეთეს გარემოს. როგორც მაიკლსი აღნიშნავს: „თუ რამდენიმე ფერადკანიანი სიმდიდრესა და ძალაუფლებას მოიხვეჭს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმ ფერადკანიანთათვის, ვისაც ეს სიმდიდრე და ძალაუფლება არ გააჩნია, ცხოვრება რაიმეგვარად გაუმჯობესდება.“

თანამედროვე საზოგადოებაში ცოტა საკითხი თუ მოიძებნება, კლასობრივი კუთვნილებით რომ არ იყოს განპირობებული. სიღარიბის მორალურ კატეგორიამდე დაყვანა, თანასწორობის, როგორც მრავალფეროვნების მცდარი გააზრება, თუ სოციალური კლასის მნიშვნელობის არასათანდო შეფასება ჩვენს გარშემო არსებულ რეალობას მხოლოდ უფრო მეტად ბუნდოვანს ხდის.

ტექსტის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

გაზიარება