გამოქვეყნებულია: 2023 წლის 23 თებერვალს, 13:09

ფოტო: ზუკა ჩაჩანიძე

ფოტო: ზუკა ჩაჩანიძე

სოლიდარობას საფრთხე ემუქრება

ალექსანდრა აროშვილი

“არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე”

ხელოვანების სოლიდარობა რიონის ხეობას. თბილისი, 2021 წ.

რამდენიმე კვირის წინ, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეალობის შესახებ ფიქრებით დამძიმებულმა პატარა წერილი, ეპისტოლე გარდაუვალი მომავლისთვის – გამოვაქვეყნე. წერილში ვცდილობდი თავი მომეყარა იმ ფიქრებისთვის, რაც გასული წლის განმავლობაში დამიგროვდა, რომელიც, ძირითადად, თბილისის გარეთ, სხვადასხვა რეგიონებში გავატარე. ეს მოხდა დედაქალაქში საბინაო ბაზრის ფასების შოკური ზრდის შემდეგ, როცა მე და სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე ქირით ცხოვრობდნენ, საკუთარ ქალაქში თვეების მანძილზე საცხოვრებლის გარეშე დავრჩით.

უნდა ითქვას, რომ თბილისის ურბანული ქაოსისგან ხანგრძლივი დისტანცირება, რომელიც განსაკუთრებით მწვავედაა გახვეული მეინსტრიმული მედიების მიერ შექმნილი დღის წესრიგის მიერ დანთებულ, მატყუარა ცეცხლში – ერთდროულად გამათავისუფლებელიც იყო და კიდევ უფრო დამამძიმებელიც, რადგან სწორედ ამ ცეცხლის მიღმა ჩანს რეალობის კონტურები, რომლებზეც კოლექტიურად თვალს ვხუჭავთ; ამ ცეცხლის წრის მიღმა კი სიბნელე ნელ-ნელა რეალურ ფორმებად, ფაქტურებად, სინათლის ესკიზებად გარდაიქმნება – აქ ესინჯება პულსი ყოველდღიურობას, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ.

ზემოთხსენებულ წერილში ვამტკიცებ, რომ მომავალი ათწლეულები საქართველოსთვის მძიმე განაჩენი იქნება და ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური ან სოციალური კრიზისი, ან, გნებავთ, პოლიტიკური კრიზისი – რომელიც, უკვე დიდი ხანია, სახეზეა, არამედ, ეს იქნება გზა სახელმწიფოებრიობის გაქრობისკენ – მისი მხოლოდ ფორმალურ ადმინისტრაციულ ერთეულად დარჩენისკენ, რომელიც საბოლოოდ დაიცლება საკუთარი ხალხისგან და საბოლოდ იქცევა ერთ დიდ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, მხოლოდ ძალიან მდიდრების ან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული, ეგზოტიკის მოყვარული მოქალაქეების დროებით გასაჩერებელ ტერიტორიად, საიდანაც ველურად გაედინება ლოკალური რესურსები. ჩვენ დავტოვებთ ქვეყანას, რადგან იმ სტრუქტურული ძარცვისთვის, რაც საქართველოში ათწლეულებია მიმდინარეობს, ფიზიკურად ასათვისებელ სივრცედ ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად მხოლოდ ჩვენი საარსებო გარემოები რჩება.

ამ წერილის გამოხმაურებებში არაერთმა ადამიანმა მთხოვა, უფრო ვრცლად დამეწერა გამოსავლის შესახებ, რომელიც ამ გარდაუვალ მომავალს შეიძლება დაუპირისპირდეს. მაგალითი, რომელსაც წერილში ვიშველიებ და რომელსაც პოლიტიკურ სასწაულს ვუწოდებ – რიონის ხეობის გადარჩენაა, როგორც წინააღმდეგობის – სხვადასხვა ვნებათაღელვებით აღსავსე – თუმცა საყოველთაო, მტკიცე, გაუყიდავი და წარმატებული მაგალითი, რომელიც სოლიდარობამ და სოლიდარობისადმი მოფრთხილებამ ააშენა.

უნდა ითქვას, რომ ასეთი – მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წინააღმდეგ წინააღმდეგობის მაგალითები, რომლებიც გამარჯვებით სრულდება, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალზე ცოტაა. ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც მოქალაქეების დემოკრატიული ჩართულობა რესურსების განკარგვის პროცესებში გაცილებით მაღალი და ქმედითია, სადაც კომპანიებთან ასეთი კაბალური ხელშეკრულებები არ ფორმდება, სადაც ეკოლოგიური თუ სოციალური რეგულაციები სრულდება და სადაც გაცილებით დიდი ტრადიცია და გამოცდილებაა მსგავსი პროტესტების, წინააღმდეგობები უფრო და უფრო ხშირად მთავრდება წარუმატებლობით, რადგან წინააღმდეგობას ვერ უწევს მსხვილ ფინანსურ ინტერესსა და გავლენიან ლობებს. ამიტომ, პოლიტიკური სასწაული, რომელიც რიონის ხეობის გადარჩენასთან ასოცირდება, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონული და გლობალური მასშტაბით საყურადღებოა.

თუმცა შეცდომა, რომელიც ერთხელ დაუშვა ჩვენმა მმართველმა კლასმა, მათთვის მწარე და საყურადღებო გაკვეთილია, რომელსაც მეორედ ვეღარ დაუშვებს, რადგან მარცხი, რომელიც ნამახვანის პროექტის ჩაშლით მმართველმა კლასმა იწვნია, იმ განვითარების პოლიტიკის მარცხია, რომელიც ამ მმართველი კლასის ხელში მოსახლეობის სტრუქტურული ძარცვის მთავარი იარაღია. თუ ეს მოვლენა, თავისი მასშტაბით რაიმესთვის იყო განსაკუთრებით სახიფათო, ეს იყო არა კონკრეტული პროექტი, არამედ ქვეყანაში გაბატონებული სტრუქტურული ძარცვა ზოგადად, რომლის მიმართაც განსაკუთრებით სახიფათო სახალხო მობილიზაციის პრეცედენტი შეიქმნა. ეს პრეცედენტი შეიქმნა, რადგან მოძრაობა დარჩა არავის მიერ მართულად და რეალურად გააერთიანა საზოგადოების, მათ შორის, ერთმანეთთან სხვადასხვა საკითხებზე შეუთანხმებელი ჯგუფები, შექმნა პირველი პრეცედენტი ნამდვილი სახალხო ორგანიზების, რომელიც ივიწყებს თავსმოხვეულ მანიპულაციებს ერთმანეთის ზიზღის შესახებ, იმისთვის რომ გამოერკვეს საკუთარ კოლონიურ, ველურ საბაზრო ყოფაში და ერთმანეთის გვერდით დგომით – სოლიდარობის მრავალშრიანი და მრავალფეროვანი გამოვლინებებით მსგავს შედეგს მიაღწიოს.

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ კულმინაციიდან მალევე, ამ სტრუქტურული ძარცვის მცველთათვის – რაშიც მთავრობაც, ოპოზიციაც, არსებული მედიებიც და მათი სხვა სატელიტებიც ერთად ირიცხებიან, ერთმანეთის მიყოლებით და ერთხმად დაიწყეს სახალხო მოძრაობის დისკრედიტაცია. ამ დისკრედიტაციის ერთადერთი შესაძლო მექანიზმი მათ იმ კონფლიქტების გაღვივებაში დაინახეს, რითიც წლების განმავლობაში ყავთ ნაკვები საკუთარი მოსახლეობა – გეოპოლიტიკური მანიის ლოკალურ საზოგადოებრივად დილემებად დაშლაში – სადაც ერთი ნაწილი აუცილებლად ერთი გარე აქტორის აგენტია, ხოლო მეორე ნაწილი – მეორესი და შესაბამისად, მათ ერთად დგომის ნაცვლად ერთმანეთი უნდა დაჭამონ. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერების უმეტესობა არც ერთ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება ღიად და სწორედ ამიტომ წარმოადგენდა საფრთხეს ამ წესრიგისთვის, ამ სტრატეგიამ იმუშავა: მიზანმიმართული ეჭვების გაჩენით, შემდეგ კი პირველივე შესაძლებლობისთანავე დიდი მოძრაობის ფაქტობრივ ჩიხში მომწყვდევით, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს, მათი გემოვნების მიხედვით, მთავრობამ მიზანმიმართულად დააჯერა, რომ მოძრაობა ან ერთი კატეგორიის მართულია, ან მეორესადმი მიკერძოებული. სტრუქტურული ძარცვის ლობისტებსა და მათთან დაახლოებულ წრეებს დააჯერეს, რომ მოძრაობამ 800 მილიონიანი ინვესტიცია წაართვა ქვეყანას; კონსერვატორებს დააჯერეს, რომ მოძრაობა სინამდვილეში “ქვეყნის გამყიდველ” არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათთვის საძულველ ლიბერალ აქტივისტებს წარმოადგენდა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიებს, აქტივისტებსა და შედარებით ლიბერალურად განწყობილ საზოგადოების ნაწილს დააჯერეს, რომ მოძრაობა ულტრა-მემარჯვენე გავლენებითა და მათ უკან მდგარი ძალებით იყო მართული და მას არავითარი რეალური ავტონომია არ გააჩნდა. ცხადია, ამ პროცესში თავიანთი როლი შეიტანეს ერთი შეხედვით ამ დაყოფებისადმი კრიტიკულად განწყობილმა აქტორებმაც, მაგალითად, მემარცხენეების ნაწილმა, რომლებმაც, ასევე პირველივე შესაძლებლობისთანავე მათი გემოვნების მიხედვით – მათთვის საძულველი აქტორების წინააღმდეგ გამოიყენეს ეს ჩიხი და შესაბამისად, გამოიყენეს ეს მოძრაობა.

მართალია, პროტესტმა ეს პროცესი გაიარა და მაინც გაიმარჯვა, მაგრამ სტრატეგიამ, რომელმაც გარკვეულ მომენტში ძალიან ეფექტურად იმუშავა, შექმნა პრეცედენტი, გამხდარიყო მთავრობისა თუ სხვა ინტერესჯგუფებისთვის მომავალი სახიფათო მობილიზაციების წინააღმდეგ კარგად გამოცდილი და ქმედითი პოლიტიკა, რომელსაც კიდევ უფრო მეტად სჭირდება დახვეწა. ეფექტურობა, რომელიც ამ სტრატეგიას აღმოაჩნდა, იყო შემდეგი – რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო წინააღმდეგობა, მოძრაობა მომავალში განხილული ყოფილიყო მხოლოდ ამ ჭრილში – როგორც ვიღაცეებისთვის რუსეთის აგენტი, ვიღაცეებისთვის კი დასავლური გავლენის აგენტების მეგობარი.

რეალურად, ამ ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა საზოგადოებრივად ძალზე მტკივნეული ოპერაციის შემდეგ კი ის მოხდა, რომ პოლარიზება საზოგადოებაში გაიზარდა – მიუხედვად იმისა, რომ ბოლო 2 წელიწადში გაზრდილ პოლარიზებას ბევრი ადამიანი პირდაპირ არ უკავშირებს ამ მოძრაობის სვლის გზაზე მომხდარ საზოგადოებრივ პროცესებს, თუ რეალურად დავაკვირდებით, სწორედ ამ მოვლენების შემდეგ იზრდება ერთის მხრივ, (ჯერ კიდევ ომამდე) ხელისუფლების რიტორიკის შეცვლა გაცხადებული პრო-დასავლური მისწრაფებებიდან კონსერვატორებად მონათლული ჯგუფების მაამებლური რიტორიკისკენ, მეორე მხრივ კი მათი ფარული და უკვე გამართული ურთიერთკოორდინაცია სხვადასხვა პროცესებში. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ, ეგრეთწოდებული კონსერვატიული ჯგუფები – ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფებები განსაკუთრებით ძლიერდებიან, იფურჩქნებიან და საზოგადოების იქამდე მათთვის შეუღწეველ შრეებში აღწევენ, ისინი აღარ წარმოადგენენ პატარ-პატარა მარგინალურ დაჯგუფებებს, არამედ, მათ ხალხის რუპორად ქცევის მოედანი ეძლევათ. ხსნიან რეგიონულ ოფისებს და გაცილებით დიდი დაფარვით მაუწყებლობენ. მეინსტრიმული მედიების პარალელურად, ისინი საპირისპირო სიძულვილით კვებავენ მოსახლეობის გაცილებით დიდ ჯგუფებს, რომელთა სრულიად სამართლიანი სოციალური და საზოგადოებრივი უკმაყოფილება კარგი ნიადაგია კულტურული მანიპულაციისთვის. გასული წლის თებერვლიდან, ამას ემატება ომი და ომის გარშემო რიტორიკის ასეთივე ღარიბი, ზედაპირული და მანიპულაციური რიტორიკა [ორივე მხრიდან], რასაც საბოლოოდ ოპოზიციის ცხადი მარცხი და მთავრობის ძალაუფლების საბოლოო კონსოლიდაცია მოყვება – იმ ძალების მარცხი, რომლებსაც მმართველი პარტია მუდმივად იყენებდა, როგორც მთავარ საფრთხეს, რომელიც გვემუქრება.

რა ხდება, როცა ეს საფრთხე ცხადად დამარცხებულია, ხოლო პოლარიზება უკიდურესობამდე გაზრდილი? ვინ რჩება პოტენციურ საფრთხედ იმ გარდაუვალი მომავლის განხორციელებისთვის, რასაც წინა წერილში ახალ პირვანდელ დაგროვებას ვუწოდებ? ვინაიდან ეს გარდაუვალი მომავალი გარდაუვლად გულისხმობს ადგილობრივი ხალხების წინააღმდეგობას, რადგან პირდაპირ დაემუქრება მათ საცხოვრებელ არეალებს, ასეთი წინააღმდეგობები საფუძველშივე უნდა განეიტრალდეს.

მაინც, კონკრეტულად, რა მექანიზმები მონაწილეობს ამგვარი წინააღმდეგობის წარმატებაში? მათი ალიანსები საზოგადოების შედარებით ნეიტრალურ, გამოხატულად არც ერთ- და არც მეორე მხარეს მყოფ ბეჭდურ და ონლაინ მედიებთან, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა პუბლიკის შრეებში უნდა გააღწიონ თუ ექსპერტულ ორგანიზაციებთან, რომლებისგანაც მათ წინააღმდეგობისთვის აუცილებელი სამეცნიერო, არგუმენტები უნდა მიიღონ. ასეთი ალიანსები ქმნის სწორედ სახალხო სოლიდარობის შესაძლებლობს და საბოლოოდ, იმ სახიფათო მობილიზაციის საფრთხეს, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით – და ეს ალიანსებია არა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობა ზოგიერთ მოძრაობასთან, არამედ სოლიდარობის მთელი ჯაჭვი, რომლებიც აერთიანებს მშრომელების, სტუდენტების, ადგილობრივი მოსახლეობების, ხელოვანების, დამოუკიდებელი მედიების, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების, მეცნიერების, სასულიერო პირებისა თუ საზოგადოების სხვა წევრების, ქალაქებისა და სოფლების ერთმანეთისადმი სოლიდარობის გამოვლინებებს, მათი, როგორც ერთი საზოგადოების ერთიანობას.

როგორ არის შესაძლებელი ასეთი სოლიდარობების წინასწარ გაუქმება? ისევ იმ გეოპოლიტიკური მანიით, რომლითაც, როგორც წინა წერილში ვთქვით, მუდმივად ყალბი ღირებულებების კვლავწარმოება და მიმოქცევა ხდება, რათა მანიპულაცია კიდევ უფრო ეფექტური და ყოვლისმომცველი გახდეს.

ამ გეოპოლიტიკურმა მანიამ კულმინაციური სახე ეგრეთწოდებული “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის ინიცირებით და მმართველი პარტიის კანონპროექტისადმი აშკარა და გაცხადებული სიმპათიით მიიღო. კულტურული მანიპულაცია, რომელიც ამ კანონპროექტს ამოძრავებს, გულისხმობს იმ ზიზღისა და აგრესიის საკანონმდებლო დონეზე რეალიზაციას, რაც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ტიპის აქტივისტების მიმართაა დაგროვილი, თუმცა ორგანიზაციებისა და აქტივისტების ეს ნაწილი, ისევე როგორც ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წლების განმავლობაში კვებავდა აქტივისტების ამ ნაწილს, ისედაც აღარ წარმოადგენს საფრთხეს ხელისუფლებისთვის და მას წარმატებით ჰყავს ისინი ნიველირებული ფართო მასებში საკუთარი რიტორიკით.

მაშ, ვის მიემართება ეს ინიციატივა? უფროსწორად, ვის მიემართება მმართველი პარტიის მიერ ამ კანონის მხარდაჭერა, რომელიც ამ გასროლით ერთდროულად რამდენიმე კურდღელს კლავს? არა უბრალოდ პოლარიზაციის გაღვივებას, რაც ისედაც საკმარისად გაღვივებულია, არამედ, სწორედ იმ აქტორებს შორის სოლიდარობის შეუძლებლობებს, რომლებიც ცხადად და პირდაპირ არცერთ ინტერეს ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ პროცესში დასაჭერი ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე სარფიანი კურდღელი სწორედ ესაა – რომ რეალურად კანონპროექტი მიმართულია სახალხო სოლიდარობების წარმოების შეუძლებლობისკენ – და ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მთავრობა ამით არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოსდებს ლაგამს, რომელთა დაფინანსებებიც ისედაც გამჭვირვალეა, მინდა ვუთხრა: გადავხედოთ დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც მთავრობამ უახლოეს მომავალში უნდა განახორციელოს, მაგალითად, მსხვილ ჰესებს – ნენსკრა, ხუდონი, ნამოხვანი – რომლებსაც მმართველი პარტია ახალი სიცოცხლით მიუბრუნდა და მათ შორის, ზოგიერთის მშენებლობის დაწყებას 2023 წლისთვის გვიანონსებს. გადავხედოთ მზარდ სოციალურ უკმაყოფლებას, გაფიცვების ტალღებს ურბანულ თუ რეგიონულ ეკონომიკაში, პროფესიული წრეების მობილიზებას დისკრედიტაციისა და შრომითი უფლებების შელახვის წინააღმდეგ: როგორ უნდა ჩაიხშოს ისინი, თუ არა მათი წინასწარ დისკრედიტირებით? როგორ არის შესაძლებელი მათი დისკრედიტირება ამ კანონპროექტით?

მაგალითად, როცა გააქტიურდება რომელიმე დიდი კაშხლის მშენებლობის საკითხი, ცხადია მოსახლეობა ინტერვიუს მისცემს რომელიმე მედიას, რომელიც, თავის მხრივ, ცხადია რომელიმე უცხოური ფონდიდან ფინანსდება, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ადგილობრივი დაფინანსების წყაროები, გარდა მსხვილი ბიზნესებისა, რომლებიც თავიანთი ბიზნეს და პოლიტიკური გავლენისთვის ფლობენ მეინტრიმულ ტელევიზიებს და რომლებიც არასდროს გააშუქებენ ადგილობრივ წინააღმდეგობებს. გარდა ამისა, ცხადია, მოსახლეობა გამოიყენებს თემატურად მომუშავე ორგანიზაციების მიერ ამ საკითხზე შექმნილ ტექნიკურ, სამეცნიერო ან იურიდიულ ლიტერატურას. ცხადია, მათ დასჭირდებათ იურიდიული დახმარება სამართალწარმოებაში – როგორც ნებართვების გასაჩივრების, ისე პროტესტისას ადმინისტრაციული დარღვევებისა და პოლიციის რეპრესიის საკითხებში. ცხადია, მათ სოლიდარობას გამოუცხადებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც კვლევით, მთარგმნელობით ან სამეცნიერო გრანტებს, ცხადია უცხოური ფონდებიდან იღებენ, რადგან ქვეყანაში ამის რესურსი არ არსებობს; მშრომელები, მათ უკან მდგარი პროფკავშირები, რომლებიც, ხშირ შემთხვევებში, ასევე უცხოური დაფინანსებით ფუნქციონირებენ. ყოველ ასეთ აქტორს თავისი წვლილი აქვს წინააღმდეგობის ქსელის გაბმაში, თავისი ფუნქცია, თავისი როლი – რაც, როგორც ვთქვით, შესაძლებელს ხდის ეფექტურ ალიანსებს, რასაც გამარჯვება მოაქვს. მაგრამ თუ იარსებებს კანონი, რომელიც რომელიმე ასეთ ჯგუფს, როგორც ერთ-ერთ რგოლს სოლიდარობის ჯაჭვში გამოაცხადებს უცხოური გავლენის აგენტად, შემდეგ კი გაზრდილი პოლარიზაციის ფონზე წარმატებით მოახერხებს რომელიმე გარე აქტორის, როგორც მტრის ხატის – იარლიყის მიწებებით დაშალოს ეს კავშირი, მსგავსი საზოგადოებრივი ალიანსები ვერ შედგება.

ამიტომ, კარგი იქნება გავიაზროთ, რომ მსგავსი ნაბიჯები მიმართულია არა კონკრეტული აქტორების წინააღმდეგ, რომელიც, შეიძლება, საზოგადოების დიდ ნაწილს გულზე ისედაც არ ეხატება, არამედ სოლიდარობის წინააღმდეგ და პირველ რიგში, ხალხის წინააღმდეგ, თანაც, როგორც წესი, ყველაზე მზაკვრულად – მათივე სახელით. ამის ცხადი მაგალითი და დასტური იყო დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც, უკვე გამოყენებული მესიჯბოქსის ნაცვლად, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა ამ კანონპროექტით მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას, მან თქვა, რომ მალე იქნება რეესტრი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე შეიქმნება და სადაც გამოჩნდება, თუ ვინ აფინანსებდა ნამახვანჰესის პროექტის დაბლოკვას.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის დეტალური ფინანსური აუდიტი საჯაროდაა ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბრიდან, როცა რიონის ხეობის მოძრაობამ მსგავსი დისკრედიტაციის საპასუხოდ ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. აუდიტში პროტესტის დაწყებიდან ჩარიცხული თითოეული თეთრია ასახული და წარმოადგენს ფიზიკური პირების – ამ ქვეყნის მოქალაქეებისა და ემიგრანტების მცირე შემოწირულობებს – სახალხო დაფინანსებას.

მაგრამ მთავრობის მიერ რიონის ხეობის მოძრაობის მისამართით გაკეთებული ეს განცხადება, სინამდვილეში გულისხმობს არა წარსულს, არამედ მომავალს და ის შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც არამხოლოდ ამ მოძრაობის, არამედ ყველა სხვა მომავალი ადგილობრივი თუ სოციალური წინააღმდეგობის წინასწარი დისკრედიტაციის დაანონსება.

რადგან, როგორც კი ხეობაში ისინი თავიდან მოინდომებენ სამშენებლო პროცესის დაწყებას, იმ მედიებისა თუ ორგანიზაციების დაფინანსებები, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევდნენ, აშუქებდნენ ან სამეცნიერო არგუმენტებით ამარაგებდნენ ადგილობრივ წინააღმდეგობას – რაც, თავის მხრივ მრავალფეროვანია და სხვადასხვაა, რადგან მოიცავს სხვადასხვა ქვეყნების ფონდებსა და ინსტიტუტებს, შეიკრას ერთ კრებით სახელად (საუბარია ფონდებსა და ინსტიტუტებზე, რომლებსაც, ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ) მაგალითად, ევროკავშირად, ან უფრო ზოგად – დასავლეთად, ხოლო ეს კრებითი მხარე წარმოაჩინონ, როგორც რომელიმე ქვეყნისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტის დაბლოკვის დამფინანსებელი მხარე – რადგან თავის დროზე, რუსეთის აგენტობის დაბრალებამ იმდენადაც ვერ იმუშავა, რომ სინამდვილეში ეს ანტისახელმწიფოებრივი პროექტი არ ჩაშლილიყო. ერთი სიტყვით, ნამახვანჰესის მაგალითად მოყვანა ამ კანონპროექტზე საუბრისას პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ასეთივე, მსგავსი მეთოდით გაუსწორდებიან ყველა დანარჩენ მომავალ სოციალურ პროტესტსაც, რათა შეუძლებელი გახდეს სოლიდარობა.

ჩვენ, ხალხი, რომელსაც არაფერი გვაქვს დასაკარგი, რომლებმაც ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, ამ მახეში არ უნდა გავებათ – ჩვენ უნდა გავიდეთ ამ მატყუარა კოცონის წრიდან – სხვების ჯინაზე არ უნდა გვიხაროდეს მტრის ხატებით მანიპულაციის წახალისება და ამის წახალისებით სოლიდარობას საფრთხე არ უნდა შევუქმნათ, ხოლო რამდენიმე ოდიოზური აქტორი, რომელიც თავს კონსერვატორად ასაღებს და დაღლილ, იმედგაცრუებულ და გაძარცვულ ადამიანებს სიძულვილს უღვივებს, არ უნდა იყოს ჩვენი მქადაგებელი. ასეთი ფიგურების სინამდვილეში ანტისახალხოობა კარგად ჩანს სწორედ სოციალური წინააღმდეგობების შუქზე, როდესაც იმის ნაცვლად, რომ მაგალითად, ხელფასების ზრდისა და არაადამიანური პირობების წინააღმდეგ გაფიცვის გამო ტელეკომპანია ფორმულას სამსახურიდან გათავისუფლებულ ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადონ, წერენ, რომ პირიქით, მათ საჯაროდ გაასამართლებენ იმის გამო, რასაც ფორმულა აშუქებს. სწორედ აქ ჩანს, რომ ერთი შეხედვით ხალხის სახელით მოსაუბრე ფარისევლები სინამდვილეში ანტისახალხო, მშრომელებისა და ადგილობრივი მოსახლეობების წინააღმდეგ, მათი სამართლიანი პროტესტის გაუვნებელყოფისთვის ნაყიდი ხალხია.

მტრის ხატებით მანიპულირების წინააღმდეგ მიმართული ერთადერთი სახალხო ჟესტი არის სოლიდარობა. მანიპულაციის, ერთი და იგივე ცეცხლის წრის გარეთ არსებული რეალობის დანახვა მხოლოდ სოლიდარობითაა შესაძლებელი. ამ ცეცხლის ჩაქრობა მხოლოდ ხალხის იმ მდინარითაა შესაძლებელი, რომელიც ერთხელ უკვე გამოვიდა ქვეყნის გულიდან. სოლიდარობით ჩვენ აღმოვაჩენთ საერთოს და არა დამყოფს, ხოლო საკითხებზე, რომლებზეც მოცემულ მომენტში ვერ ვთანხმდებით, მხოლოდ ერთმანეთისადმი სოლიდარობა შეგვათანხმებს – თუ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ერთსა და იმავე უღელ ქვეშაა, ჩვენი ინტერესი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერ იქნება – ის საერთოა სულ მცირე იმ წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ სტრუქტურული ძარცვისა და ჩაგვრის, შემდეგ კი მანიპულაციის მექანიზმებით ერთმანეთს გვაშორებს და სამუდამოდ გვასახიჩრებს ჩვენ და ჩვენს პატარა ქვეყანას.

სოლიდარობას, რომელიც ერთადერთი გამოსავალია გარდაუვალი მძიმე მომავლიდან, საფრთხე ემუქრება.

P.S ამ წერილის წერა დავასრულე თუ არა, ტელეკომპანია იმედზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა დაიწყო. დღისით გაკეთებული მინიშნების შემდეგ, მან სიტყვა-სიტყვით, ზედმიწევნით დაადასტურა ყველაფერი, რაზეც წინამდებარე ტექსტში, როგორც მოსალოდნელ საფრთხეზე, ისე ვსაუბრობ. მან თქვა, რომ ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილეობდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები აფინანსებენ – საუბარია იმ ორგანიზაციებზე, რომლებმაც შეისწავლეს ნამახვანჰესის ხელშეკრულება, შეისწავლეს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და გამოკვეთეს მისი ნაკლოვანებები ან გაუწიეს იურიდიული დახმარება მოძრაობას მაგალითად მაშინ, როცა პროტესტის მონაწილეებს პოლიცია აკავებდა. კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ევროკავშირის მიერ შექმნილი კონკრეტული ფონდი, როგორც რომელიმე ამ ორგანიზაციის რომელიმე პროექტის დამფინანსებელი – და ახსენა, ასევე, ამ ფონდის მიერ განხორციელებული სულ სხვა აქტივობა, რომელიც საერთოდ არ მიემართება არც ამ ორგანიზაციებს, და ცხადია, მით უფრო, რიონის ხეობის ბრძოლას. თუმცა, როგორც ჩანს, კობახიძემ იცის, რომ ასეთი, სინამდვილეში აბსურდული კავშირების გაბმით, მანიპულაცია შესაძლებელი ხდება, რომ ამას რომელიმე მათი ნაყიდი, ხალხის სახელით მოსაუბრე კონსპიროლოგი აყვება და სხვებსაც ააყოლებს. კობახიძემ მაგალითად მოიყვანა, ასევე, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის, ჰაუდი ჰაუტალას განცხადება რიონის ხეობის მოძრაობის მისამართით, როდესაც მან განაცხადა, რომ მიესალმებოდა ქართველი ხალხის მობილიზაციას დესტრუქციული და ჩამორჩენილი ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ. ეს მაგალითი მან მოიყვანა, როგორც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ჩაშლის მხარდაჭერის მცდელობა. შეგახსენებთ, რომ მისსავე მთავრობამ, ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, 2021 წლის გაზაფხულზე, თავად მოიწვია მედიატორად ევროკავშირის ენერგოგაერთიანება, თუმცა ამგვარი ურთიერთგამომრიცხაობა, რაც მთავრობის წარმომადგენლების რიტორიკასა და საქციელებშია, როგორც ჩანს, არ უშლის ხელს ეფექტურ მანიპულაციას. ირაკლი კობახიძის 22 თებერვლის საღამოს ეთერი თავიდან ბოლომდე ცხადყოფს, თუ რატომ არის, მათ შორის, აღნიშნული კანონპროექტი სოლიდარობაზე მიტანილი მძიმე შეტევა ქვეყანაში სტრუქტურული ძარცვის გაგრძელებისთვის ყოველგვარი მოწინააღმდეგეების გარეშე.

სოლიდარობას საფრთხე ემუქრება

ალექსანდრა აროშვილი

“არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე”

ხელოვანების სოლიდარობა რიონის ხეობას. თბილისი, 2021 წ.

რამდენიმე კვირის წინ, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეალობის შესახებ ფიქრებით დამძიმებულმა პატარა წერილი, ეპისტოლე გარდაუვალი მომავლისთვის – გამოვაქვეყნე. წერილში ვცდილობდი თავი მომეყარა იმ ფიქრებისთვის, რაც გასული წლის განმავლობაში დამიგროვდა, რომელიც, ძირითადად, თბილისის გარეთ, სხვადასხვა რეგიონებში გავატარე. ეს მოხდა დედაქალაქში საბინაო ბაზრის ფასების შოკური ზრდის შემდეგ, როცა მე და სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე ქირით ცხოვრობდნენ, საკუთარ ქალაქში თვეების მანძილზე საცხოვრებლის გარეშე დავრჩით.

უნდა ითქვას, რომ თბილისის ურბანული ქაოსისგან ხანგრძლივი დისტანცირება, რომელიც განსაკუთრებით მწვავედაა გახვეული მეინსტრიმული მედიების მიერ შექმნილი დღის წესრიგის მიერ დანთებულ, მატყუარა ცეცხლში – ერთდროულად გამათავისუფლებელიც იყო და კიდევ უფრო დამამძიმებელიც, რადგან სწორედ ამ ცეცხლის მიღმა ჩანს რეალობის კონტურები, რომლებზეც კოლექტიურად თვალს ვხუჭავთ; ამ ცეცხლის წრის მიღმა კი სიბნელე ნელ-ნელა რეალურ ფორმებად, ფაქტურებად, სინათლის ესკიზებად გარდაიქმნება – აქ ესინჯება პულსი ყოველდღიურობას, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ.

ზემოთხსენებულ წერილში ვამტკიცებ, რომ მომავალი ათწლეულები საქართველოსთვის მძიმე განაჩენი იქნება და ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური ან სოციალური კრიზისი, ან, გნებავთ, პოლიტიკური კრიზისი – რომელიც, უკვე დიდი ხანია, სახეზეა, არამედ, ეს იქნება გზა სახელმწიფოებრიობის გაქრობისკენ – მისი მხოლოდ ფორმალურ ადმინისტრაციულ ერთეულად დარჩენისკენ, რომელიც საბოლოოდ დაიცლება საკუთარი ხალხისგან და საბოლოდ იქცევა ერთ დიდ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, მხოლოდ ძალიან მდიდრების ან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული, ეგზოტიკის მოყვარული მოქალაქეების დროებით გასაჩერებელ ტერიტორიად, საიდანაც ველურად გაედინება ლოკალური რესურსები. ჩვენ დავტოვებთ ქვეყანას, რადგან იმ სტრუქტურული ძარცვისთვის, რაც საქართველოში ათწლეულებია მიმდინარეობს, ფიზიკურად ასათვისებელ სივრცედ ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად მხოლოდ ჩვენი საარსებო გარემოები რჩება.

ამ წერილის გამოხმაურებებში არაერთმა ადამიანმა მთხოვა, უფრო ვრცლად დამეწერა გამოსავლის შესახებ, რომელიც ამ გარდაუვალ მომავალს შეიძლება დაუპირისპირდეს. მაგალითი, რომელსაც წერილში ვიშველიებ და რომელსაც პოლიტიკურ სასწაულს ვუწოდებ – რიონის ხეობის გადარჩენაა, როგორც წინააღმდეგობის – სხვადასხვა ვნებათაღელვებით აღსავსე – თუმცა საყოველთაო, მტკიცე, გაუყიდავი და წარმატებული მაგალითი, რომელიც სოლიდარობამ და სოლიდარობისადმი მოფრთხილებამ ააშენა.

უნდა ითქვას, რომ ასეთი – მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წინააღმდეგ წინააღმდეგობის მაგალითები, რომლებიც გამარჯვებით სრულდება, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალზე ცოტაა. ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც მოქალაქეების დემოკრატიული ჩართულობა რესურსების განკარგვის პროცესებში გაცილებით მაღალი და ქმედითია, სადაც კომპანიებთან ასეთი კაბალური ხელშეკრულებები არ ფორმდება, სადაც ეკოლოგიური თუ სოციალური რეგულაციები სრულდება და სადაც გაცილებით დიდი ტრადიცია და გამოცდილებაა მსგავსი პროტესტების, წინააღმდეგობები უფრო და უფრო ხშირად მთავრდება წარუმატებლობით, რადგან წინააღმდეგობას ვერ უწევს მსხვილ ფინანსურ ინტერესსა და გავლენიან ლობებს. ამიტომ, პოლიტიკური სასწაული, რომელიც რიონის ხეობის გადარჩენასთან ასოცირდება, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონული და გლობალური მასშტაბით საყურადღებოა.

თუმცა შეცდომა, რომელიც ერთხელ დაუშვა ჩვენმა მმართველმა კლასმა, მათთვის მწარე და საყურადღებო გაკვეთილია, რომელსაც მეორედ ვეღარ დაუშვებს, რადგან მარცხი, რომელიც ნამახვანის პროექტის ჩაშლით მმართველმა კლასმა იწვნია, იმ განვითარების პოლიტიკის მარცხია, რომელიც ამ მმართველი კლასის ხელში მოსახლეობის სტრუქტურული ძარცვის მთავარი იარაღია. თუ ეს მოვლენა, თავისი მასშტაბით რაიმესთვის იყო განსაკუთრებით სახიფათო, ეს იყო არა კონკრეტული პროექტი, არამედ ქვეყანაში გაბატონებული სტრუქტურული ძარცვა ზოგადად, რომლის მიმართაც განსაკუთრებით სახიფათო სახალხო მობილიზაციის პრეცედენტი შეიქმნა. ეს პრეცედენტი შეიქმნა, რადგან მოძრაობა დარჩა არავის მიერ მართულად და რეალურად გააერთიანა საზოგადოების, მათ შორის, ერთმანეთთან სხვადასხვა საკითხებზე შეუთანხმებელი ჯგუფები, შექმნა პირველი პრეცედენტი ნამდვილი სახალხო ორგანიზების, რომელიც ივიწყებს თავსმოხვეულ მანიპულაციებს ერთმანეთის ზიზღის შესახებ, იმისთვის რომ გამოერკვეს საკუთარ კოლონიურ, ველურ საბაზრო ყოფაში და ერთმანეთის გვერდით დგომით – სოლიდარობის მრავალშრიანი და მრავალფეროვანი გამოვლინებებით მსგავს შედეგს მიაღწიოს.

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ კულმინაციიდან მალევე, ამ სტრუქტურული ძარცვის მცველთათვის – რაშიც მთავრობაც, ოპოზიციაც, არსებული მედიებიც და მათი სხვა სატელიტებიც ერთად ირიცხებიან, ერთმანეთის მიყოლებით და ერთხმად დაიწყეს სახალხო მოძრაობის დისკრედიტაცია. ამ დისკრედიტაციის ერთადერთი შესაძლო მექანიზმი მათ იმ კონფლიქტების გაღვივებაში დაინახეს, რითიც წლების განმავლობაში ყავთ ნაკვები საკუთარი მოსახლეობა – გეოპოლიტიკური მანიის ლოკალურ საზოგადოებრივად დილემებად დაშლაში – სადაც ერთი ნაწილი აუცილებლად ერთი გარე აქტორის აგენტია, ხოლო მეორე ნაწილი – მეორესი და შესაბამისად, მათ ერთად დგომის ნაცვლად ერთმანეთი უნდა დაჭამონ. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერების უმეტესობა არც ერთ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება ღიად და სწორედ ამიტომ წარმოადგენდა საფრთხეს ამ წესრიგისთვის, ამ სტრატეგიამ იმუშავა: მიზანმიმართული ეჭვების გაჩენით, შემდეგ კი პირველივე შესაძლებლობისთანავე დიდი მოძრაობის ფაქტობრივ ჩიხში მომწყვდევით, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს, მათი გემოვნების მიხედვით, მთავრობამ მიზანმიმართულად დააჯერა, რომ მოძრაობა ან ერთი კატეგორიის მართულია, ან მეორესადმი მიკერძოებული. სტრუქტურული ძარცვის ლობისტებსა და მათთან დაახლოებულ წრეებს დააჯერეს, რომ მოძრაობამ 800 მილიონიანი ინვესტიცია წაართვა ქვეყანას; კონსერვატორებს დააჯერეს, რომ მოძრაობა სინამდვილეში “ქვეყნის გამყიდველ” არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათთვის საძულველ ლიბერალ აქტივისტებს წარმოადგენდა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიებს, აქტივისტებსა და შედარებით ლიბერალურად განწყობილ საზოგადოების ნაწილს დააჯერეს, რომ მოძრაობა ულტრა-მემარჯვენე გავლენებითა და მათ უკან მდგარი ძალებით იყო მართული და მას არავითარი რეალური ავტონომია არ გააჩნდა. ცხადია, ამ პროცესში თავიანთი როლი შეიტანეს ერთი შეხედვით ამ დაყოფებისადმი კრიტიკულად განწყობილმა აქტორებმაც, მაგალითად, მემარცხენეების ნაწილმა, რომლებმაც, ასევე პირველივე შესაძლებლობისთანავე მათი გემოვნების მიხედვით – მათთვის საძულველი აქტორების წინააღმდეგ გამოიყენეს ეს ჩიხი და შესაბამისად, გამოიყენეს ეს მოძრაობა.

მართალია, პროტესტმა ეს პროცესი გაიარა და მაინც გაიმარჯვა, მაგრამ სტრატეგიამ, რომელმაც გარკვეულ მომენტში ძალიან ეფექტურად იმუშავა, შექმნა პრეცედენტი, გამხდარიყო მთავრობისა თუ სხვა ინტერესჯგუფებისთვის მომავალი სახიფათო მობილიზაციების წინააღმდეგ კარგად გამოცდილი და ქმედითი პოლიტიკა, რომელსაც კიდევ უფრო მეტად სჭირდება დახვეწა. ეფექტურობა, რომელიც ამ სტრატეგიას აღმოაჩნდა, იყო შემდეგი – რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო წინააღმდეგობა, მოძრაობა მომავალში განხილული ყოფილიყო მხოლოდ ამ ჭრილში – როგორც ვიღაცეებისთვის რუსეთის აგენტი, ვიღაცეებისთვის კი დასავლური გავლენის აგენტების მეგობარი.

რეალურად, ამ ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა საზოგადოებრივად ძალზე მტკივნეული ოპერაციის შემდეგ კი ის მოხდა, რომ პოლარიზება საზოგადოებაში გაიზარდა – მიუხედვად იმისა, რომ ბოლო 2 წელიწადში გაზრდილ პოლარიზებას ბევრი ადამიანი პირდაპირ არ უკავშირებს ამ მოძრაობის სვლის გზაზე მომხდარ საზოგადოებრივ პროცესებს, თუ რეალურად დავაკვირდებით, სწორედ ამ მოვლენების შემდეგ იზრდება ერთის მხრივ, (ჯერ კიდევ ომამდე) ხელისუფლების რიტორიკის შეცვლა გაცხადებული პრო-დასავლური მისწრაფებებიდან კონსერვატორებად მონათლული ჯგუფების მაამებლური რიტორიკისკენ, მეორე მხრივ კი მათი ფარული და უკვე გამართული ურთიერთკოორდინაცია სხვადასხვა პროცესებში. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ, ეგრეთწოდებული კონსერვატიული ჯგუფები – ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფებები განსაკუთრებით ძლიერდებიან, იფურჩქნებიან და საზოგადოების იქამდე მათთვის შეუღწეველ შრეებში აღწევენ, ისინი აღარ წარმოადგენენ პატარ-პატარა მარგინალურ დაჯგუფებებს, არამედ, მათ ხალხის რუპორად ქცევის მოედანი ეძლევათ. ხსნიან რეგიონულ ოფისებს და გაცილებით დიდი დაფარვით მაუწყებლობენ. მეინსტრიმული მედიების პარალელურად, ისინი საპირისპირო სიძულვილით კვებავენ მოსახლეობის გაცილებით დიდ ჯგუფებს, რომელთა სრულიად სამართლიანი სოციალური და საზოგადოებრივი უკმაყოფილება კარგი ნიადაგია კულტურული მანიპულაციისთვის. გასული წლის თებერვლიდან, ამას ემატება ომი და ომის გარშემო რიტორიკის ასეთივე ღარიბი, ზედაპირული და მანიპულაციური რიტორიკა [ორივე მხრიდან], რასაც საბოლოოდ ოპოზიციის ცხადი მარცხი და მთავრობის ძალაუფლების საბოლოო კონსოლიდაცია მოყვება – იმ ძალების მარცხი, რომლებსაც მმართველი პარტია მუდმივად იყენებდა, როგორც მთავარ საფრთხეს, რომელიც გვემუქრება.

რა ხდება, როცა ეს საფრთხე ცხადად დამარცხებულია, ხოლო პოლარიზება უკიდურესობამდე გაზრდილი? ვინ რჩება პოტენციურ საფრთხედ იმ გარდაუვალი მომავლის განხორციელებისთვის, რასაც წინა წერილში ახალ პირვანდელ დაგროვებას ვუწოდებ? ვინაიდან ეს გარდაუვალი მომავალი გარდაუვლად გულისხმობს ადგილობრივი ხალხების წინააღმდეგობას, რადგან პირდაპირ დაემუქრება მათ საცხოვრებელ არეალებს, ასეთი წინააღმდეგობები საფუძველშივე უნდა განეიტრალდეს.

მაინც, კონკრეტულად, რა მექანიზმები მონაწილეობს ამგვარი წინააღმდეგობის წარმატებაში? მათი ალიანსები საზოგადოების შედარებით ნეიტრალურ, გამოხატულად არც ერთ- და არც მეორე მხარეს მყოფ ბეჭდურ და ონლაინ მედიებთან, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა პუბლიკის შრეებში უნდა გააღწიონ თუ ექსპერტულ ორგანიზაციებთან, რომლებისგანაც მათ წინააღმდეგობისთვის აუცილებელი სამეცნიერო, არგუმენტები უნდა მიიღონ. ასეთი ალიანსები ქმნის სწორედ სახალხო სოლიდარობის შესაძლებლობს და საბოლოოდ, იმ სახიფათო მობილიზაციის საფრთხეს, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით – და ეს ალიანსებია არა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობა ზოგიერთ მოძრაობასთან, არამედ სოლიდარობის მთელი ჯაჭვი, რომლებიც აერთიანებს მშრომელების, სტუდენტების, ადგილობრივი მოსახლეობების, ხელოვანების, დამოუკიდებელი მედიების, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების, მეცნიერების, სასულიერო პირებისა თუ საზოგადოების სხვა წევრების, ქალაქებისა და სოფლების ერთმანეთისადმი სოლიდარობის გამოვლინებებს, მათი, როგორც ერთი საზოგადოების ერთიანობას.

როგორ არის შესაძლებელი ასეთი სოლიდარობების წინასწარ გაუქმება? ისევ იმ გეოპოლიტიკური მანიით, რომლითაც, როგორც წინა წერილში ვთქვით, მუდმივად ყალბი ღირებულებების კვლავწარმოება და მიმოქცევა ხდება, რათა მანიპულაცია კიდევ უფრო ეფექტური და ყოვლისმომცველი გახდეს.

ამ გეოპოლიტიკურმა მანიამ კულმინაციური სახე ეგრეთწოდებული “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის ინიცირებით და მმართველი პარტიის კანონპროექტისადმი აშკარა და გაცხადებული სიმპათიით მიიღო. კულტურული მანიპულაცია, რომელიც ამ კანონპროექტს ამოძრავებს, გულისხმობს იმ ზიზღისა და აგრესიის საკანონმდებლო დონეზე რეალიზაციას, რაც ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ტიპის აქტივისტების მიმართაა დაგროვილი, თუმცა ორგანიზაციებისა და აქტივისტების ეს ნაწილი, ისევე როგორც ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წლების განმავლობაში კვებავდა აქტივისტების ამ ნაწილს, ისედაც აღარ წარმოადგენს საფრთხეს ხელისუფლებისთვის და მას წარმატებით ჰყავს ისინი ნიველირებული ფართო მასებში საკუთარი რიტორიკით.

მაშ, ვის მიემართება ეს ინიციატივა? უფროსწორად, ვის მიემართება მმართველი პარტიის მიერ ამ კანონის მხარდაჭერა, რომელიც ამ გასროლით ერთდროულად რამდენიმე კურდღელს კლავს? არა უბრალოდ პოლარიზაციის გაღვივებას, რაც ისედაც საკმარისად გაღვივებულია, არამედ, სწორედ იმ აქტორებს შორის სოლიდარობის შეუძლებლობებს, რომლებიც ცხადად და პირდაპირ არცერთ ინტერეს ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ პროცესში დასაჭერი ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე სარფიანი კურდღელი სწორედ ესაა – რომ რეალურად კანონპროექტი მიმართულია სახალხო სოლიდარობების წარმოების შეუძლებლობისკენ – და ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მთავრობა ამით არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოსდებს ლაგამს, რომელთა დაფინანსებებიც ისედაც გამჭვირვალეა, მინდა ვუთხრა: გადავხედოთ დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც მთავრობამ უახლოეს მომავალში უნდა განახორციელოს, მაგალითად, მსხვილ ჰესებს – ნენსკრა, ხუდონი, ნამოხვანი – რომლებსაც მმართველი პარტია ახალი სიცოცხლით მიუბრუნდა და მათ შორის, ზოგიერთის მშენებლობის დაწყებას 2023 წლისთვის გვიანონსებს. გადავხედოთ მზარდ სოციალურ უკმაყოფლებას, გაფიცვების ტალღებს ურბანულ თუ რეგიონულ ეკონომიკაში, პროფესიული წრეების მობილიზებას დისკრედიტაციისა და შრომითი უფლებების შელახვის წინააღმდეგ: როგორ უნდა ჩაიხშოს ისინი, თუ არა მათი წინასწარ დისკრედიტირებით? როგორ არის შესაძლებელი მათი დისკრედიტირება ამ კანონპროექტით?

მაგალითად, როცა გააქტიურდება რომელიმე დიდი კაშხლის მშენებლობის საკითხი, ცხადია მოსახლეობა ინტერვიუს მისცემს რომელიმე მედიას, რომელიც, თავის მხრივ, ცხადია რომელიმე უცხოური ფონდიდან ფინანსდება, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ადგილობრივი დაფინანსების წყაროები, გარდა მსხვილი ბიზნესებისა, რომლებიც თავიანთი ბიზნეს და პოლიტიკური გავლენისთვის ფლობენ მეინტრიმულ ტელევიზიებს და რომლებიც არასდროს გააშუქებენ ადგილობრივ წინააღმდეგობებს. გარდა ამისა, ცხადია, მოსახლეობა გამოიყენებს თემატურად მომუშავე ორგანიზაციების მიერ ამ საკითხზე შექმნილ ტექნიკურ, სამეცნიერო ან იურიდიულ ლიტერატურას. ცხადია, მათ დასჭირდებათ იურიდიული დახმარება სამართალწარმოებაში – როგორც ნებართვების გასაჩივრების, ისე პროტესტისას ადმინისტრაციული დარღვევებისა და პოლიციის რეპრესიის საკითხებში. ცხადია, მათ სოლიდარობას გამოუცხადებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც კვლევით, მთარგმნელობით ან სამეცნიერო გრანტებს, ცხადია უცხოური ფონდებიდან იღებენ, რადგან ქვეყანაში ამის რესურსი არ არსებობს; მშრომელები, მათ უკან მდგარი პროფკავშირები, რომლებიც, ხშირ შემთხვევებში, ასევე უცხოური დაფინანსებით ფუნქციონირებენ. ყოველ ასეთ აქტორს თავისი წვლილი აქვს წინააღმდეგობის ქსელის გაბმაში, თავისი ფუნქცია, თავისი როლი – რაც, როგორც ვთქვით, შესაძლებელს ხდის ეფექტურ ალიანსებს, რასაც გამარჯვება მოაქვს. მაგრამ თუ იარსებებს კანონი, რომელიც რომელიმე ასეთ ჯგუფს, როგორც ერთ-ერთ რგოლს სოლიდარობის ჯაჭვში გამოაცხადებს უცხოური გავლენის აგენტად, შემდეგ კი გაზრდილი პოლარიზაციის ფონზე წარმატებით მოახერხებს რომელიმე გარე აქტორის, როგორც მტრის ხატის – იარლიყის მიწებებით დაშალოს ეს კავშირი, მსგავსი საზოგადოებრივი ალიანსები ვერ შედგება.

ამიტომ, კარგი იქნება გავიაზროთ, რომ მსგავსი ნაბიჯები მიმართულია არა კონკრეტული აქტორების წინააღმდეგ, რომელიც, შეიძლება, საზოგადოების დიდ ნაწილს გულზე ისედაც არ ეხატება, არამედ სოლიდარობის წინააღმდეგ და პირველ რიგში, ხალხის წინააღმდეგ, თანაც, როგორც წესი, ყველაზე მზაკვრულად – მათივე სახელით. ამის ცხადი მაგალითი და დასტური იყო დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც, უკვე გამოყენებული მესიჯბოქსის ნაცვლად, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა ამ კანონპროექტით მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას, მან თქვა, რომ მალე იქნება რეესტრი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე შეიქმნება და სადაც გამოჩნდება, თუ ვინ აფინანსებდა ნამახვანჰესის პროექტის დაბლოკვას.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის დეტალური ფინანსური აუდიტი საჯაროდაა ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბრიდან, როცა რიონის ხეობის მოძრაობამ მსგავსი დისკრედიტაციის საპასუხოდ ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. აუდიტში პროტესტის დაწყებიდან ჩარიცხული თითოეული თეთრია ასახული და წარმოადგენს ფიზიკური პირების – ამ ქვეყნის მოქალაქეებისა და ემიგრანტების მცირე შემოწირულობებს – სახალხო დაფინანსებას.

მაგრამ მთავრობის მიერ რიონის ხეობის მოძრაობის მისამართით გაკეთებული ეს განცხადება, სინამდვილეში გულისხმობს არა წარსულს, არამედ მომავალს და ის შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც არამხოლოდ ამ მოძრაობის, არამედ ყველა სხვა მომავალი ადგილობრივი თუ სოციალური წინააღმდეგობის წინასწარი დისკრედიტაციის დაანონსება.

რადგან, როგორც კი ხეობაში ისინი თავიდან მოინდომებენ სამშენებლო პროცესის დაწყებას, იმ მედიებისა თუ ორგანიზაციების დაფინანსებები, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევდნენ, აშუქებდნენ ან სამეცნიერო არგუმენტებით ამარაგებდნენ ადგილობრივ წინააღმდეგობას – რაც, თავის მხრივ მრავალფეროვანია და სხვადასხვაა, რადგან მოიცავს სხვადასხვა ქვეყნების ფონდებსა და ინსტიტუტებს, შეიკრას ერთ კრებით სახელად (საუბარია ფონდებსა და ინსტიტუტებზე, რომლებსაც, ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ) მაგალითად, ევროკავშირად, ან უფრო ზოგად – დასავლეთად, ხოლო ეს კრებითი მხარე წარმოაჩინონ, როგორც რომელიმე ქვეყნისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტის დაბლოკვის დამფინანსებელი მხარე – რადგან თავის დროზე, რუსეთის აგენტობის დაბრალებამ იმდენადაც ვერ იმუშავა, რომ სინამდვილეში ეს ანტისახელმწიფოებრივი პროექტი არ ჩაშლილიყო. ერთი სიტყვით, ნამახვანჰესის მაგალითად მოყვანა ამ კანონპროექტზე საუბრისას პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ასეთივე, მსგავსი მეთოდით გაუსწორდებიან ყველა დანარჩენ მომავალ სოციალურ პროტესტსაც, რათა შეუძლებელი გახდეს სოლიდარობა.

ჩვენ, ხალხი, რომელსაც არაფერი გვაქვს დასაკარგი, რომლებმაც ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, ამ მახეში არ უნდა გავებათ – ჩვენ უნდა გავიდეთ ამ მატყუარა კოცონის წრიდან – სხვების ჯინაზე არ უნდა გვიხაროდეს მტრის ხატებით მანიპულაციის წახალისება და ამის წახალისებით სოლიდარობას საფრთხე არ უნდა შევუქმნათ, ხოლო რამდენიმე ოდიოზური აქტორი, რომელიც თავს კონსერვატორად ასაღებს და დაღლილ, იმედგაცრუებულ და გაძარცვულ ადამიანებს სიძულვილს უღვივებს, არ უნდა იყოს ჩვენი მქადაგებელი. ასეთი ფიგურების სინამდვილეში ანტისახალხოობა კარგად ჩანს სწორედ სოციალური წინააღმდეგობების შუქზე, როდესაც იმის ნაცვლად, რომ მაგალითად, ხელფასების ზრდისა და არაადამიანური პირობების წინააღმდეგ გაფიცვის გამო ტელეკომპანია ფორმულას სამსახურიდან გათავისუფლებულ ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადონ, წერენ, რომ პირიქით, მათ საჯაროდ გაასამართლებენ იმის გამო, რასაც ფორმულა აშუქებს. სწორედ აქ ჩანს, რომ ერთი შეხედვით ხალხის სახელით მოსაუბრე ფარისევლები სინამდვილეში ანტისახალხო, მშრომელებისა და ადგილობრივი მოსახლეობების წინააღმდეგ, მათი სამართლიანი პროტესტის გაუვნებელყოფისთვის ნაყიდი ხალხია.

მტრის ხატებით მანიპულირების წინააღმდეგ მიმართული ერთადერთი სახალხო ჟესტი არის სოლიდარობა. მანიპულაციის, ერთი და იგივე ცეცხლის წრის გარეთ არსებული რეალობის დანახვა მხოლოდ სოლიდარობითაა შესაძლებელი. ამ ცეცხლის ჩაქრობა მხოლოდ ხალხის იმ მდინარითაა შესაძლებელი, რომელიც ერთხელ უკვე გამოვიდა ქვეყნის გულიდან. სოლიდარობით ჩვენ აღმოვაჩენთ საერთოს და არა დამყოფს, ხოლო საკითხებზე, რომლებზეც მოცემულ მომენტში ვერ ვთანხმდებით, მხოლოდ ერთმანეთისადმი სოლიდარობა შეგვათანხმებს – თუ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ერთსა და იმავე უღელ ქვეშაა, ჩვენი ინტერესი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერ იქნება – ის საერთოა სულ მცირე იმ წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ სტრუქტურული ძარცვისა და ჩაგვრის, შემდეგ კი მანიპულაციის მექანიზმებით ერთმანეთს გვაშორებს და სამუდამოდ გვასახიჩრებს ჩვენ და ჩვენს პატარა ქვეყანას.

სოლიდარობას, რომელიც ერთადერთი გამოსავალია გარდაუვალი მძიმე მომავლიდან, საფრთხე ემუქრება.

P.S ამ წერილის წერა დავასრულე თუ არა, ტელეკომპანია იმედზე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოსვლ დაიწყო. დღისით გაკეთებული მინიშნების შემდეგ, მან სიტყვა-სიტყვით, ზედმიწევნით დაადასტურა ყველაფერი, რაზეც წინამდებარე ტექსტში, როგორც მოსალოდნელ საფრთხეზე, ისე ვსაუბრობ. მან თქვა, რომ ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილეობდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები აფინანსებენ – საუბარია იმ ორგანიზაციებზე, რომლებმაც შეისწავლეს ნამახვანჰესის ხელშეკრულება, შეისწავლეს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და გამოკვეთეს მისი ნაკლოვანებები ან გაუწიეს იურიდიული დახმარება მოძრაობას მაგალითად მაშინ, როცა პროტესტის მონაწილეებს პოლიცია აკავებდა. კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ევროკავშირის მიერ შექმნილი კონკრეტული ფონდი, როგორც რომელიმე ამ ორგანიზაციის რომელიმე პროექტის დამფინანსებელი – და ახსენა, ასევე, ამ ფონდის მიერ განხორციელებული სულ სხვა აქტივობა, რომელიც საერთოდ არ მიემართება არც ამ ორგანიზაციებს, და ცხადია, მით უფრო, რიონის ხეობის ბრძოლას. თუმცა, როგორც ჩანს, კობახიძემ იცის, რომ ასეთი, სინამდვილეში აბსურდული კავშირების გაბმით, მანიპულაცია შესაძლებელი ხდება, რომ ამას რომელიმე მათი ნაყიდი, ხალხის სახელით მოსაუბრე კონსპიროლოგი აყვება და სხვებსაც ააყოლებს. კობახიძემ მაგალითად მოიყვანა, ასევე, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის, ჰაუდი ჰაუტალას განცხადება რიონის ხეობის მოძრაობის მისამართით, როდესაც მან განაცხადა, რომ მიესალმებოდა ქართველი ხალხის მობილიზაციას დესტრუქციული და ჩამორჩენილი ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ. ეს მაგალითი მან მოიყვანა, როგორც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ჩაშლის მხარდაჭერის მცდელობა. შეგახსენებთ, რომ მისსავე მთავრობამ, ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, 2021 წლის გაზაფხულზე, თავად მოიწვია მედიატორად ევროკავშირის ენერგოგაერთიანება, თუმცა ამგვარი ურთიერთგამომრიცხაობა, რაც მთავრობის წარმომადგენლების რიტორიკასა და საქციელებშია, როგორც ჩანს, არ უშლის ხელს ეფექტურ მანიპულაციას. ირაკლი კობახიძის 22 თებერვლის საღამოს ეთერი თავიდან ბოლომდე ცხადყოფს, თუ რატომ არის, მათ შორის, აღნიშნული კანონპროექტი სოლიდარობაზე მიტანილი მძიმე შეტევა ქვეყანაში სტრუქტურული ძარცვის გაგრძელებისთვის ყოველგვარი მოწინააღმდეგეების გარეშე.

გაზიარება