ეპისტოლე გარდაუვალი მომავლისთვის

ალექსანდრა აროშვილი

„მიმოქცევაში მხოლოდ ყალბი ღირებულებებია, იმ მიზეზით, რომ ყველას შეუძლია მათი შეთვისება, მათი კოპირება. იდეა, რომელიც წარმატებას აღწევს, უცილობლად ფსევდოიდეაა.“

ემილ ჩორანი, 1973

ამ წერილს ვწერ ახალი, 2023 წლის გარიჟრაჟზე, რომელიც მრავალი მიმართულებით ჩიხში შესულ, გადარჩენას მოწყურებულ, თუმცა უიმედო; ერთდროულად პოლიტიკური, სოციალური, საზოგადოებრივი და კულტურული მძიმე კრიზისის მიჯნაზე მყოფ პატარა, პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში თენდება.

განცდა, რომ თენდება არა მორიგი დღე, არამედ მორიგი წელი, რომელშიც წინასწარ, სტრუქტურულად განსაზღვრულია ზედაპირული, ანგაჟირებული, ცარიელი დღის წესრიგი, რომლის უკანაც ასევე სტრუქტურულად წინასწარგანსაზღვრული იმედგაცრუების, სასოწარკვეთის, ძარცვის, ჩაგვრის, შიმშილის, უპერსპექტივობის, თვითდესტრუქციის, შანტაჟის, დაშინების, ძალადობის, ექსპლუატაციის, მიტაცების, განადგურების და საბოლოო მორალური დეგრადაციის სცენები დგას, ერთმანეთს მწყობრი დრამატურგიით რომ ენაცვლება – არის განცდა, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ წინასწარმეტყველებას შეგაძლებინებს.

ამგვარი პოლიტიკური წინასწარმეტყველება პოლიტიკის ექსპერტული შარლატანობის ნაირსახეობა, მისტიკა, რაიმე სახის ჯადოქრობა ან ასტროლოგია არ არის. შესაბამისად, სამწუხაროდ, არ არის იმგვარი დაშვება, რომელიც, შეიძლება, არ ახდეს. ამგვარი პოლიტიკური წინასწარმეტყველება რეალობის, როგორც უტყუარ მტკიცებულებათა მიზეზშედეგობრიობის გულისგულში შემთხვევით ან განზრახ აღმოჩენიდან მოდის, როგორც საბედისწერო საჩუქარი მისი ატანისთვის, რადგან გარშემო უამრავი მზა პოზიციაა, რომელიც ამ უტყუარ მკიცებულებათა მიზეზშედეგობრიობას განუწყვეტლივ მალავს და მის მიერ შექმნილი დისკომფორტისგან სხვადასხვა თავშესაფარს გთავაზობს.

ამგვარი პოლიტიკური წინასწარმეტყველებაა, რომ ყველაფერი, რაც მომავალ ათწლეულში საქართველოში მოხდება, საკონტროლო განაჩენს გამოუტანს ჩვენს პატარა, დაუძლურებულ და მძიმე ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, რადგან საბოლოო ჩიხში შეიყვანს უკვე დიდი ხნის წინ დანგრეულ ეკონომიკას და საბოლოოდ გაანადგურებს ჩვენი ქვეყნის საარსებო გარემოებს.

სანამ ჩვენ გეოპოლიტიკური მანიით – გარე აქტორებზე სწორებითა და შიდა მოვლენების მუდმივად გარე პროცესებით გადაფარვით, მტრის ხატების გარე მოკავშირეების აგენტებად ან მეგობრების ხატების სხვა გარე მოკავშირეების მოკავშირეებად წარმოდგენით და ამ მარტივი კატეგორიებით ერთმანეთის შანტაჟით – ყალბი ღირებულებების კვლავწარმოებით ვართ დაკავებული, საბოლოოდ სხვისდება, მიიტაცება, ჩამოგვერთმევა და/ან საერთოდ გაქრება გარემო, რომელშიც ვარსებობთ.

ეს არის მიწა, რომელზეც სახლი გვიდგას, წყალი, რომელსაც ვსვამთ; წყალი, რომლითაც ვრწყავთ მოსავალს, ტყეები, სადაც ვკრეფთ სოკოს, კენკრას; მინდვრები, სადაც ვაგროვებთ სამკურნალო მცენარეებს; მინდვრები, სადაც ძოვს საქონელი; ეკოსისტემა, რომელშიც იმ ჰაერს ვსუნთქავთ, რომელსაც ვსუნთქავთ, რომელიც იმ კლიმატს ქმნის, რომელსაც მიჩვეული ვართ, იმ სიმდიდრეებს გვაძლევს, რითიც ვმკურნალობთ; იმ ხედებს შლის, რომლითაც ვტკბებით; იმ წიაღისეულს შეიცავს, რომლის გამოც გვძარცვავენ, იმ რესურსებს, რომელთა გაფრთხილება, სწორი და სამართლიანი განკარგვა, ათვისება და გადანაწილება საყოველთაო კეთილდღეობას მოგვიტანდა.

საარსებო გარემოსთან ერთად არ ქრება მხოლოდ ბუნება. გაქრება სახლიც, რომელიც ამ მიწაზე დგას, სახლი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან განსხვავდება ურბანული თავშესაფრისგან; სახლი, რომლის არქიტექტურაც კულტურას და ყოფას ინახავს. გაქრება გზები, რომლებზეც ის ხიდები და ეკლესიები დგას, რომლებიც საუკუნეებს ითვლის; სასაფლაოები, სადაც წინაპრები განისვენებენ; კულტურა, რომელიც ჯერ კიდევ ბჟუტავს და ისტორია, რომელიც ამ კულტურას ესაზღვრება; ტერიტორია, რომელსაც ამ მომენტამდე ქვია საქართველო – ტერიტორიები, რომლებიც ამ ქვეყანას ფიზიკურად შეადგენს, მის სახელმწიფოებრიობას მატერიალურად ესაძირკვლება.

2023 წლის გარიჟრაჟზე, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა კვლავ ეკონომიკური განვითარების გეგმის არქონის პოლიტიკაა – ეს არის განვითარების სპეციფიკური პოლიტიკა, რომელიც, სინამდვილეში, განვითარების ჩამკეტი მექანიზმია. ის კვლავ სტრუქტურული ძარცვის – ველური გასხვისების, ველური ათვისების, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისოციალური პირობებით დაგეგმილი პროექტების, დადებული ხელშეკრულებების, საზოგადოებრივად და სახელმწიფოებრივად პარაზიტული სექტორების ეკონომიკაში წილის ზრდის და ხელშეწყობის პოლიტიკაა. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ ორი რეიტინგით – ბიზნესის კეთების სიმარტივით და ეკონომიკური ზრდის მონაცემით, რაც, სინამდვილეში, ერთეულების ხელში კონცენტრირებული ქონების ზრდას გულისხმობს. ამგვარი პოლიტიკა დაუსრულებელი არ არის, რადგან რასაც ის ანადგურებს, აითვისებს და აღარ აღადგენს, ამოწურვადია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკუთარი საკუთარი გეომეტრიული პროგრესია, აქვს საკუთარი ლიმიტები და ფაზებიც.

დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში, ყოველი ახალი ხელისუფლების პირობებში, რომლებიც, საშუალოდ ერთ ათწლეულს ან ოდნავ მეტს ძლებს ხოლმე, ახალი პირვანდელი დაგროვება იწყება. პირვანდელი დაგროვება მარტივი და ამ წერილში გამოყენებული პირობითი ტერმინია იმის მსგავსი პროცესების აღსაწერად, რაც, მაგალითად, 90-იანების დასაწყისში გამოვიარეთ, როცა მთელი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონება სხვადასხვა გზებით: ინსტიტუტების ჩამოშლით, ფინანსური დესტაბილიზაციით, სამხედრო კონფლიქტებით, სამოქალაქო არეულობით თუ სახელმწიფო სისტემის კონსოლიდაციის სახელით მიტაცებული და ვიწრო ჯგუფებზე გადანაწილებული იქნა მაშინდელი კრიმინალური ელიტების მიერ.

მაგრამ მცდარია მოსაზრება, რომ ეს პრაქტიკა 90-იანი წლებთან ერთად დასრულდა. მცდარია მოსაზრება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებამ სახელმწიფო სისტემის კონსოლიდაცია გამოიწვია და ამით ველური დაგროვების ეს პრაქტიკები შეწყვიტა. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ პირიქით – ჩამოყალიბებადი ინსტიტუტები გამოყენებულ იქნა სწორედ ახალი პირვანდელი დაგროვებისთვის. 2006 წლიდან, როცა საქართველოს ეკონომიკა ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლების რადიკალური იდეების, ველური ლიბერტარიანული ექსპერიმენტის სივრცედ გადაიქცა და რუსეთში მოღვაწე მილიარდელი საქართველოში ყველაფრის გასაყიდად ჩამოვიდა – ნამუსის გარდა, როგორც თავად განაცხადა აეროპორტში ფეხის ჩამოდგმისთანავე, საქართველოში ეს პროცესი თავიდან დაიწყო – წინა კრიმინალური ელიტის ნაწილისთვის ამ ქონების ჩამორთმევა და გადასაკუთრება, დანარჩენი ნაწილის გამოყენება კი ახალი სახელმწიფო რეპრესიული მექანიზმის თავმდგმურად.

ყველაფრის გასაყიდად ჩამოსულმა თქვა: ყველაფერი უნდა გავყიდოთ, ოღონდ, რაც შეიძლება ძვირადო. მართლაც, მალევე ყველაფერი გაიყიდა, თუმცა, რაც შეიძლება, იაფად – ყველაზე მნიშვნელოვანი და მსხვილი ობიექტები ისევ რუსი ოლიგარქების ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებზე ან პირდაპირ რუსულ კომპანიებზე; მათ შორის უძვირფასესი წიაღისეულის შემცველი, ათასობით ჰექტრობით ტერიტორია, რომლებზეც დაბები, დასახლებები, ტყეები, მთები, სოფლებია განთავსებული, მომპოვებელი ინდუსტრიები, ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურა. ისინი გაიყიდა დღემდე გასაიდუმლოებული პირობებით: ჩვენთვის დღემდე არ არის ღია ხელშეკრულებები, რომლებიც ამ დროს დაიდო.

ამ პროცესების შედეგად ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო გაღარიბება, გავალიანება, სოციალური უპერსპექტივობა, შრომითი ექსპლუატაცია, გარემოს დაბინძურება და შეუქცევადი განადგურება, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ქალაქების ქაოტური განაშენიანება, ურბანული გარემოს დეგრადაცია, უბედურ შემთხვევებს მიწერილი, სინამდვილეში კი უკონტროლო და ველური, კრიმინალური საბაზრო ეკონომიკის შედეგად გამოწვეული კატასტროფები. ქვეყნის უპრეცედენტო ძარცვა – რესურსების, სიმდიდრის, ეკონომიკური პოტენციალის, ადამიანური რესურსის ქვეყნიდან შეუქცევადი გადინება, ისე, რომ ამ ყველაფრიდან ქვეყანაში გადასახადების სახითაც კი არაფერი დარჩეს, ფორმალური სოციალური პასუხისმგებლობის ფორმითაც კი არაფერი დარჩეს. საინტერესოა, რომ დღეს უშუალოდ ამ პროცესის შემოქმედი ადამიანის ხატი ერთ-ერთ პრესტიჟულად მიჩნეულ, მისსავე დაარსებულ უნივერსიტეტში კიდია, სადაც სტუდენტებს ძირითადად სწორედ ამგვარი პოლიტიკის უალტერნატივობას ასწავლიან.

ყველა ინვესტიცია, რომელიც ათწლეულებია, საქართველოში ხორციელდება, არა რაიმეს შემოდინების, არამედ ქვეყნიდან სიმდიდრის უწყვეტი გადინების პრაქტიკაა. იმისთვის, რომ ასეთი პოლიტიკის წარმოება შესაძლებელი გახდეს, ყველაფერი უნდა ითქვას პირიქით – ყველაფერი მისი საპირისპირო პროცესის სახელით უნდა გახდეს ლეგიტიმური და ამასთანავე, მიმოქცევაში მუდმივად უნდა იყოს ყალბი ღირებულებები, რომელთა გარშემო მიმდინარე დაუსრულებელი ვნებათაღელვაც – უკიდურესობამდე მისვლის შემთხვევაშიც კი – ასეთ პროცესს ხელს არათუ ვერ შეუშლის, არამედ, ყოველთვის გადაფარავს.

2012 წელს შეცვლილი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა მცირე და უშედეგო მცდელობების მიუხედავად, დაებრუნებინა ფრაგმენტული სოციალური კომპონენტები კანონმდებლობაში და რეგულაციის მექანიზმები ეკონომიკაში, საბოლოო ჯამში, მაინც ყველა მიმართულებით ბენდუქიძის ექსპერიმენტის ერთგული დარჩა და წარმატებით გააგრძელა სახელწმიფოს საბოტაჟი, ეკონომიკური განვითარების გეგმის არქონის პოლიტიკა სტრუქტურული ძარცვისთვის, თუმცა, თავისი კუთვნილი, ახალი პირვანდელი დაგროვების პროცესიც მოიტანა.

როცა გასაყიდი აღარაფერია, იწყება საარსებო გარემოების აგრესიული ათვისება. ეს არის ხალხსა და ქვეყანაზე განვითარების პოლიტიკის სახელით დაწყებული მორიგი შეტევა, რომელიც განსაკუთრებულ ფინანსურ პოტენციალს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ხედავს. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად ენერგეტიკის სექტორსა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, მაგალითად საგზაო მაგისტრალების, სატრანზიტო დერეფნების, მსხვილი სამშენებლო პოტენციალის მქონე სექტორებში მოიაზრება. სწორედ ასე გახდა უკანასკნელ წლებში საქართველოს ენერგეტიკის სექტორი დამატებითი ამოღების, ანუ ერთჯერადი ფინანსების მოზიდვისთვის მომგებიანი სექტორი, სადაც ენერგეტიკა, როგორც დარგი, მხოლოდ პირობითი და უმნიშვნელო სახელი, უმნიშვნელო ცვლადი ხდება. ამ სექტორში ერთი შეხედვით მსხვილი ფინანსური ინვესტიცია მეორე შეხედვით, ანუ საკითხში ოდნავ ჩაღრმავების შემდეგ ერთჯერადი და რეალურად არარსებული, ბიუჯეტისთვის ფისკალური ზიანის მომტანი და რეალურ ეკონომიკაში გამქრალი აქტივია. თუმცა ეს არავის აღელვებს, რადგან ამ ფიქტიურმა ინვესტიციებმა საბოლოოდ ფურცელზე უნდა აჩვენოს ეკონომიკური ზრდის დაჯამებული ციფრი, თანაც, ადგილობრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ, ლობისტებისა და ტექნოკრატი სახელმწიფო მოხელეების ელიტას თავ-თავიანთი პატარ-პატარა თუ მსხვილი ბიზნესების წილების ზრდაში დაეხმაროს: პატარა და საშუალო ჰესები, კრიპტომაინინგი და სხვა.

ამ პოლიტიკის ლოგიკური ნაწილია ისიც, რომ თუ შემთხვევით, როგორც მექანიკურად გაპარული შეცდომა, ისე დარჩა რაიმე გასაყიდი წინა ხელისუფლების დროს, მაგალითად ენერგოინფრასტრუქტურის ის მცირე ნაწილი, რომელიც სახელმწიფომ ფორმალურად დაიტოვა, ესეც სასწრაფოდ უნდა აღმოფხვრილიყო და ისევ იმ რუსულ კომპანიაზე გასხვისებულიყო, რომელზეც მანამდე ძირითადი წილი გასხვისდა, თანაც მაშინ, როცა მეორე ხელით, სახელწმიფო ენერგოდამოუკიდებლობის სახელით ახალ ენერგოპროექტებზე გვესაუბრებოდა.

როცა სტრატეგიულ საწარმოო ობიექტებში, საჯარო ინფრასტრუქტურასა და სოციალურ სერვისებში გასაყიდი აღარაფერი რჩება, იწყება იმის ათვისება, რაც უშუალოდ ეკონომიკურ აქტივად ჯერ არ ქცეულა, მაგრამ რაც ფიზიკურად დაგვრჩა, როგორც ტერიტორია, რომელზეც ეს ქვეყანაა განთავსებული: იწყება ათი ათასობით, ასი ათასობით ჰექტარი მიწების, მათ შორის დასახლებული სოფლების, მამაპაპისეული ყანების, საძოვრების, ტყეების, მთელი კუთხეებისა და რეგიონების, მდინარეების კალაპოტების, მთლიანი ხეობების, ამ ტერიტორიებზე ჯერ აღმოუჩენელი სავარაუდო წიაღისეულის – გაყიდვა. ეს გაყიდვა ძირითადად ისევ გაურკვეველი, ან გარკვევის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად, ფინანსურად და სოციალურად წამგებიანი პირობებით გადაცემას გულისხმობს ერთ პირზე ან ერთ კომპანიაზე 100, 99 ან 49 წლით.

ახალი სტრუქტურული ძარცვა, რომელსაც პირობითად კიდევ ერთ პირვანდელი დაგროვების პროცესს ვუწოდებ, უკვე ერთი ათწლეულია, რაც ენერგოდამოუკიდებლობისა და ბუნებრივი გარემოების დაცვის სახელით ხორციელდება. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ის სწორედ ახლა კრეფს სიჩქარესა და ინტენსივობას. ამიტომ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სტრუქტურული ძარცვის ეს ახალი ტალღა დააშრობს მდინარეებს, გააქრობს ისტორიულ წყაროებს, გაჩეხავს ხე-ტყეს, ამოაბეტონებს ხეობებს, სხვადასხვა წიაღისეულის კარიერებად აქცევს დარჩენილ საქართველოს, დაემუქრება უკვე არსებულ ენერგოინფრასტრუქტურას, გამოიწვევს უბედურ შემთხვევებს დაჩქარებული, ყოველგვარი სტანდარტიზაციის მიღმა წარმოებული მშენებლობების გამო, მოიტანს მსხვერპლს, მიგრაციებს, გარემოს შეუქცევად განადგურებას, დაბინძურებას, სოციალურ და ეკოლოგიურ კატასტროფებს, ფისკალურ კატასტროფებს ბიუჯეტისთვის.

იმისთვის, რომ ეს მტკიცებები უსაფუძვლო პესიმიზმს არ ჰგავდეს, ვნახოთ მაგალითები, რომლებიც ბოლო ათწლეულმა მოგვცა, რომლებიც უკვე მრავლად გვაქვს: მთიან აჭარაში, შუახევიჰესის მშენებლობის შემდეგ გამქრალი ისტორიული წყაროები, თითქმის დამშრალი მდინარეები, უწყლოდ დარჩენილი სოფლები, მშენებლობისას ჩამოშლილი ინფრასტრუქტურა, პროექტის ფინანსური ზარალი მშენებლობის დასრულებამდე, 16 კილომეტრიანი გვირაბი სადრენაჟო სისტემის გარეშე, გაყვანილი სოფლების ქვეშ, საერთო გეოლოგიური სურათის უგულებელყოფით; ამ სოფლებიდან ეკომიგრანტებად წასული და უსახლკაროთა უკანონო დასახლებებში დასახლებული ოჯახები, რომლებიც თავს თურქეთის საზღვარზე ვაჭრობით ან საზღვარს მიღმა სეზონური ჩაის კრეფით ირჩენენ, ამ გვირაბის თავზე არსებული სოფლები, რომლებიც საპროექტო არეალში არ შეიყვანეს; რომლებშიც დარჩენილი, დღესაც მცხოვრები ოჯახები ყოველი პატარა უამინდობისას ეკოლოგიური კატასტროფის მოლოდინში, სიცოცხლის მოსპობის მოლოდინში არიან, რომელთაც გარდაუვალი მიგრაცია ემუქრებათ და ვერ იღებენ კომპენსაციას, რათა უბედურ შემთხვევამდე ადგილიდან გააღწიონ; დარიალის ხეობაში ჩამოშლილი ჰესი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა; ნამოხვანჰესის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც რიონისა და ცხენისწყლის წყლის რესურსს, ასეულობით ჰექტარ მიწებს, მთელ ხეობას – 99 წლით ერთ კომპანიას გადასცემდა, ამ ტერიტორიებზე ყველაფრის მოპოვებისა და გაჩეხვის უფლებას აძლევდა; მალევე, ერთ კაცზე, ისევ რუსულ ოლიგარქიულ წრეებთან დაახლოებულ ადამიანზე გაყიდული მთლიანი რაჭა – ტყეებით, სოფლებით, წყაროებით, სავარაუდო წიაღისეულით და სხვა; კრიპტომაინინგის აყვავების შედეგად სვანეთში ენერგოინფრასტრუქტურის დაზიანება, კრიპტომაინინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად ქცეული ქვეყანა და ამის შედეგად ელექტროენერგიის პარაზიტული მოხმარების დაუსაბუთებელი ზრდა, რომელსაც ეკონომიკური განვითარების შედეგად გაჩენილ ზრდას უწოდებენ – იმ ეკონომიკური განვითარების, რომლის გეგმაც სახელმწიფოს არ გააჩნია. ეს პროცესები ემატება წინა ათწლეულებში განხორციელებული აგრესიული პრივატიზაციის უკვე მოტანილ შედეგებს – ჩაქცეული მიწები, შუაზე გახლეჩილი სახლები ჭიათურის სოფლებთან, დაბინძურებული მდინარეები, ღია კარიერებად ქცეული მთები ბოლნისში, ციანიდის მტვერი კაზრეთის დასახლებაში, უფილტრო მეტალურგიული ქარხნების მიერ მოწამლული ჰაერი ზესტაფონში, რუსთავში, ქუთაისში და სხვა.

არგუმენტები, რომლებიც განვითარების ამ პოლიტიკას, მათ შორის მის ახალ მიმართულებას – ენერგოპოლიტიკას ამხელს; პოლიტიკას, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობის სახელით მანიპულირებს და სტრუქტურული ძარცვის მიზნით მოქმედებს, ციფრები, რაც ამ წუთას ხელთ გვაქვს და ციფრები, რომლებიც მიზანმიმართულად არ გვაქვს; ის უახლესი გამოცდილებები, რომლებიც ამ პოლიტიკის მავნებლობას აჩვენებს, სწორედ ის არგუმენტებია, რის გამოც მთავრობა ამ საკითხზე პირდაპირ დისკუსიას უკვე ორი წელია გაურბის, რისიც მას პანიკურად ეშინია.

როდესაც ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელი მხოლოდ ადამიანები, მხოლოდ საკუთარი სამუშაო ძალაა, როდესაც ქვეყანას წარმოების არავითარი მწყობრი პოლიტიკა და სამომავლო გეგმა და შესაბამისად, არავითარი საექსპორტო პოლიტიკა არ გააჩნია – თუმცა, იღებს გადაწყვეტილებას, გახდეს ენერგოექსპორტიორი, სინამდვილეში ეს სახელმწიფოებრიობის დათმობის და ამ სახელმწიფოში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების შეუძლებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა; ასეთი გადაწყვეტილების ყალბი ღირებულებების სახელით ლეგიტიმაცია კი ეფექტური მანიპულაცია.

პოლიტიკური წინასწარმეტყველებაა, რომ ჩვენსავით უბედური ქვეყნების ხარჯზე გლობალური თუ ლოკალური პირვანდელი დაგროვების ეს უკანასკნელი ტალღა სწორედ ის დარტყმაა, რომელსაც ჩვენ ვეღარ გადავიტანთ. ჩვენ მოგვიწევს უშუალოდ იმ სახლებიდან, მიწებიდან, ხეობებიდან, სოფლებიდან აბარგება და სამუდამოდ წასვლა, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ ტერიტორიებს კი შეუქცევადი სახეცვლილება, გამოფიტვა, გაქრობა, აოხრება ემუქრება. განვითარებადი ქვეყნების ბედისწერა გლობალურ კაპიტალიზმში გვაჩვენებს, რომ პირვანდელი დაგროვების ეს ბოლო – საარსებო გარემოების ათვისების ეტაპი იმით გამოირჩევა, რომ ის ბოლოა, ის სახელმწიფოებრიობას აქრობს, რომელიც იქამდეც მხოლოდ ფორმალურია, რადგან ამ ნეოკოლონიალისტურ განვითარების მოდელს მიყვება.

ის ბოლოა იმიტომ, რომ თუ იქამდე ღარიბდები, გშია და ექსპლუატირებული ხარ – ეს ერთი ფაზაა, როგორც მდგომარეობა, რომელზეც ან გაქვს რეაქცია, ან არ გაქვს; მაგრამ მეორე ფაზა – გადამწყვეტია, რომელზეც შენი რეაქცია გარდაუვალია, რადგან ამ შემთხვევაში, უკვე იქ გაჩერებაც აღარ შეგიძლია, სადაც ფიზიკურად ხარ: არ აქვს მნიშვნელობა როგორ მდგომარეობაში, მთავარია, რომ ფიზიკურად არსებობით ხელის შემშლელი ხდები, ამ ტერიტორიაზე აღარ უნდა არსებობდე. ამ ფაზაში შენ შემოგთავაზებენ კომპენსაციას, რომ წახვიდე იქიდან, სადაც ხარ, იმ უკანასკნელი ადგილიდან, რომელიც ერთადერთია, რაც დაგრჩა. ეს კომპენსაცია იქნება მიზერული, მაგრამ რადგან გშია, დათანხმდები. ქალაქში წამოხვალ, სადაც უმუშევრობა და უპერსპექტივობაა და ვერაფერს გააკეთებ. თუ ახალგაზრდა ხარ, ცოტა ხანს გლოვოს კურიერად იმუშავებ, თუ ფიზიკურად აღარ შეგიძლია, უსახლკაროთა დასახლებებში დასახლდები, საბოლოოდ კი, კიდევ ერთხელ იმედგაცრუებული, მშიერი და დემორალიზებული მალევე ქვეყნიდან წახვალ, ლეგალურად ან არალეგალურად. თუ მიწის დათმობას არ მოინდომებ, სასამართლოთი, პასუხისგებაში მიცემით, ექსპროპრიაციის კანონით და სხვა მექანიზმებით დაგემუქრებიან და იძულებული გახდები, მიწა გადასცე. სადმე, ახლომახლოს თუ გაუსხვისებელ ადგილს იპოვი და დასახლდები, იქ ვერაფერს მოიყვან, რადგან დიდი შანსია, აღარ იყოს წყალი, ხეები, მცენარეები, იქამდელი კლიმატი, ნაყოფიერი ნიადაგი, საძოვრები.

ეს გარდაუვალი და კარსმომდგარი უახლოესი მომავალი აუცილებელი მიზეზშედეგობრიობაა იმ განვითარების პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დღეს გააჩნია. ის გარდაუვალია, როგორც სტრუქტურული აუცილებლობა – ის გაწერილია პოლიტიკის დოკუმენტებში, დაცულია კანონმდებლობით, განმტკიცებულია კონსტიტუციით – ჯერ კიდევ ბენდუქიძისეული თავისუფლების აქტით. ის გაწერილია ახალ ენერგოპოლიტიკაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ტყეებისა და საარსებო გარემოების გასხვისების, მომპოვებელი კომპანიების სამომავლო გეგმებში. თითოეული ამ პროცესთაგანი ეკონომიკური განვითარების, ენერგოდამოუკიდებლობის, დაცული ტერიტორიის შექმნის ან სხვა, მსგავსი ფენომენის სახელით ხორციელდება. მათი გარდაუვლობა ნიშნავს, რომ საარსებო გარემოებთან დაკავშირებული სოციალური კონფლიქტები არა შესაძლებელი ან მოსალოდნელია, როგორც ადამიანების წინააღმდეგობის ზოგადი, თეორიული შესაძლებლობა, რომელიც ან იქნება, ან არა, არამედ ის გარდაუვალი სტრუქტურული მომავალია, რომელიც ადამიანების ფიზიკური ადგილსამყოფელიდან ძალით გაგდებასთან დაკავშირებულ ძალადობას მოჰყვება, რომელიც გარდაუვლად მოყვება მათი სახლების შეუქცევად დაზიანებას, მათ გარემოში წყლის გაქრობას.

ეს სტრუქტურულად გარდაუვალი მომავალი არამხოლოდ მთავრობისთვის, ოპოზიციისთვის და მათი კულტურული სატელიტებისთვისაა ამოუცნობი, რომლებიც ყალბი ღირებულებების მიმოქცევის საწარმოო საშუალებებს ფლობენ, არამედ ისეთი აქტორებისთვისაც, რომლებიც, წესით, ყველაზე ცხადად უნდა წინასწარმეტყველებდნენ ამ პოლიტიკურ წინასწარმეტყველებას – მაგალითად, ხშირად, მემარცხენეებისთვისაც, რომლებიც ძირითადად მეცხრამეტე საუკუნეში დაწერილი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური და ეკონომიკური ნაშრომების ზედაპირული და არასწორი ინტერპრეტაციებით – როგორც მოკლე საზეპიროებით, ისე აღიჭურვებიან ხოლმე, დიადი ღირებულებების სახელით, შემდეგ კი, ამ დიადი (არაყალბი) ღირებულებების სახელით ერთმანეთს ადამიანურად, მორალურად, საზოგადოებრივად ანადგურებენ და საბოლოოდ საკუთარ მყუდრო სივრცეებს შემოსაზღვრავენ. თუ სასწაული მოხდა და რაიმე ტიპის სახალხო პროცესი დაიწყო, ამ სახალხო მოძრაობებში თავს ვერ იპოვნიან და მათი ერთიანობა უბრალოდ ვიწრო, სექტანტურ სუბკულტურებად ყალიბდება, რომლებიც ბოლოს იმავე ცარიელ, მანიპულირებულ და არაფრისმომცემ დღის წესრიგში, რომელსაც გეოპოლიტიკური მანია ქვია, ამ დაბნეულობის გამო, ყველაზე რეგრესულ როლს შეასრულებს.

ამიტომ, ამ უიმედო მდგომარეობაში, ჩვენ, ამ სახელმწიფოში მოსახლე ადამიანებმა, ჯერ კიდევ შეგვიძლია და უნდა ვირწმუნოთ, რომ უკანასკნელი, რაც დასაცავი დაგვრჩა – და ის, რაზეც შეტევა ახლა მიმდინარეობს, ჩვენი საარსებო გარემოებია. საარსებო გარემოს შენარჩუნებისთვის ბრძოლა სოციალური ქსელების, მხოლოდ რამდენიმე ვიდეოსა და რამდენიმე გრაფიკული ბარათის ფეისბუქზე ატვირთვისთვის სოციალური კამპანიის დარქმევის ან სხვა ტიპის ნაჩვევი აქტივისტური რეპრეზენტაციის ფორმების მიღმა, ნამდვილი შავი სამუშაოს გაწევით უნდა განხორციელდეს. მხოლოდ ასეთი მუშაობის, ანუ ამ ვნებების დათმობის შემთხვევაში ხდება საქმე რეალურად ხელშესახები. ასეთი ბრძოლა გულისხმობს, ნაბიჯ-ნაბიჯ და კარდაკარ შევქმნათ ჩვენი, ადგილობრივ ხალხთა ქსელები, ინფორმაციული თუ დახმარების კავშირები, დავიცვათ ერთმანეთი და ეს კავშირები ერთი მხრივ მანიპულაციური, ძალადობრივი ულტრამემარჯვენე მობილიზაციისაგან და მეორე მხრივ ლიბერალური აქტივიზმის დამღუპველი ფორმებისგან, რათა რეალური და არა ყალბი, არამედ ნამდვილი პოლიტიკური ქმედების პოტენციალი ამ შემთხვევაში უშუალოდ ჩვენსავე საარსებო გარემოში აღმოვაჩინოთ.

ის, რაც ამის თქმის საშუალებას გვაძლევს, არის პრეცედენტები, რომლებიც ჯერ კიდევ აჩვენებს ამის შესაძლებლობის რეალურობას. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ იმ პოლიტიკური სასწაულით, რომელიც ამ უიმედო ათწლეულებში, ამ ძარცვის, დაშინებისა და ჩაგვრის დაუსრულებელ პროცესში, ამ ყველაფრის მიუხედავად მოგვეცა, როგორც გამარჯვების შესაძლებლობის დასტური – ჩვენ შეგვიძლია, ამ ეტაპზე, ვიხელმძღვანელოთ რიონის ხეობის გადარჩენით.

პოლიტიკური სასწაული, რომელიც ერთი შეხედვით მოულოდნელად, თუმცა, სინამდვილეში თავდაუზოგავი შრომითა და თავგანწირვით იბადება, როგორც წარმოუდგენელი ისტორიული ხდომილება, პოლიტიკური წინასწარმეტყველების თანაბარწონადი ფენომენია, რადგან სტრუქტურულად გარდაუვალ განადგურებას თითქოს სასწაულებრივად გაჩენილ, რეალურად კი სწორედ ამ ფენომენისავე ანტიძალის უკუეფექტით აღმოცენებულ საწინააღმდეგო ნებას უპირისპირებს, როგორც ალერგიულ რეაქციას, როგორც სიცხეს, რომელიც უშუალოდ ჩვენს ორგანიზმში შემოჭრილ უცხო სხეულებთან ბრძოლისას აგვიწევს.

ყველაზე საჭირო და პროდუქტიული იმედი, რომელიც დღეს, ამ მდგომარეობაში შეიძლება გვქონდეს, არის იმედი, რომ 2023 წელი ამ პოლიტიკური სასწაულის გაგრძელების – ჩვენი საარსებო გარემოების შენარჩუნებისთვის ბრძოლის გაგრძელების წელი იქნება.

გაზიარება