ძალადობრივი გამოსახლება გორში – სამევახშეო სისტემის მსხვერპლი ოჯახი

ქართული ოცნების ხელისუფლებამ პანდემიის დროს გამოსახლებებზე გამოცხადებული მორატორიუმი გააუქმა და განაახლა საპოლიციო გამოსახლებები.

გორში, 8 სექტემბერს, აღსრულების ბიურომ, ბაგრატიონის 71 ნომერში, დარბაიძეების ოჯახი ძალის გამოყენებით გამოასახლა.

გამოსახლების შემდგომ, 48 წლის ორსულ ქალს, რომელიც საცხოვრებლიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, მუცელი მოეშალა.

ოჯახის წევრებს შორისაა ასევე 2 მოხუცი, 6 წლის ბავშვი და 21 წლის ცერებრული დამბლის მქონე პირი. ისინი ახლა მეზობელთან აფარებენ თავს.

ქვეყანაში არსებულმა სამევახშეო სისტემამ და მოქმედმა თაღლითურმა სქემებმა, ათასობით ოჯახი დატოვა საცხოვრებლის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სამკურნალოდ ნასესხები თანხის, 7 ათასი დოლარის ნაცვლად, ოჯახმა მევახშეებს 70 ათას დოლარამდე გადაუხადა, მათ საცხოვრებელი მაინც დაკარგეს.

უფრო ვრცლად, ნახეთ რეპორტაჟში

გაზიარება