თიბისისა და საქართველოს ბანკების დაფინანსებული ვიდეორგოლების მიმოხილვა

ავთო ძამაშვილი

ბოლო წლებში მოჭარბებულად ვხედავთ ქართული კომერციული ბანკების ჰუმანისტური იდეებით გამსჭვალულ ვიდეორგოლებს, რომლებიც სიკეთეზე, გაცემაზე, (შეფარულად ვალების გაცემაზე, თუ იქნებ ვალების მარჯვე აკიდებაზე?) მეგობრობაზე, სიყვარულზე, თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, სამევახშეო კანტორების (თიბისისა და საქართველოს ბანკის) დაკვეთით, მნიშვნელოვანი ადამიანური კატეგორიები თვალსაჩინოვდება. ხსენებული ცნებების გავლით, ვიდეორგოლებში ქართული ლიტერატურის, ზღაპრების, მუსიკის კომერციალიზებულ ვერსიებს ვაწყდებით. ბოლო მათგანი, სწორედ ლიტერატურასა და მუსიკაში გამოჩენილი ადამიანების ხელშეწყობით მიმდინარეობს. ვიდეორგოლებით, შეიძლება მავანი მოტყუვდეს და შემოთავაზებულ პრაქტიკებში ჰუმანისტური სულისკვეთება ამოიკითხოს, ფორმისა და შინაარსის ლაკონიურმა, მარჯვედ გაფერადებულმა თანხვედრამ სიცრუეში შეიყვანოს და ფინანსურ ინსტიტუციებად წოდებული სამევახშეო კანტორების დესტრუქციული, ადამიანების გაუბედურებაზე აგებული საქმიანობა დაავიწყოს. ან, სულაც, მშვენივრად მოგვეხსენება, რომ კაპიტალი ძალმოსილებას კავშირების მუდმივი გაბმა/გაძლიერებით იკრებს, ერთი შეხედვით, ჰუმანისტური ვიდეო-ჩანახატებიც, სინამდვილეში მავნებლური საქმიანობის გადაფარვისა და კონფორმისტი საშუალო კლასის მიმხრობის ფუნქციას ასრულებს, ან, ბანკების მიერ მოსყიდული კულტურული ელიტის სინდისის დამაამებლურ მნიშვნელობას, რომელიც მათ, (ელიტას) საკუთარი კონფორმულობის გამართლების საშუალებას სთავაზობს. ასეც და ისეც, ადამიანებისა და ეკონომიკის წინაშე აშკარა დანაშაულში შემჩნეული კომერციული ბანკები, სოციალური კაპიტალის მოზიდვისა და უფრო მეტი დოვლათის მოხვეჭის შესაძლებლობებს ამუშავებენ, ამავდროულად, განსხვავებული იდეოლოგიური პერსპექტივებიდან მომზირალი ავტორების მითვისებით, სხვადასხვა ხედვის მქონე ჯგუფებში პოულობენ ლეგიტიმაციას. ჩვენი აზრით, აუცილებელია, რომ ერთი ქართული ზღაპრის კვალდაკვალ გზად სავარცხლები და სხვადასხვა წინაღობები დავყაროთ და შევეცადოთ, გაფერადებული, გაბრჭყვიალებული იმიჯების უკან ნამდვილი, ხავსმოდებული და ეკლიანი რეალობა გამოვკვეთოთ. ან სულაც, მარტივად გაბრიყვებულ უდარდელ ახალგაზრდობას, გამოფხიზლებისაკენ მიმართული ალიყურები ვუთავაზოთ.

ვიდეორგოლი „ადამიანობის შესაძლებლობები უსაზღვროა“, (https://www.youtube.com/watch?v=yj7Mccz5u9w) პანდემიისას სიყვარულის მნიშვნელობაზე გვესაუბრება, ზუსტად იმ დროს, როდესაც ბანკებმა სესხის გადავადების სხვადასხვა მანიპულაციებს მიმართეს და წყლიდან მშრალად გამოსვლა მოახერხეს. მცირე ზომის ჩანახატში, პოსტაპოკალიფსური სამყაროა აღწერილი, სადაც დაზომბებული ადამიანები ზრუნვისა და სიყვარულის ძალით პირველად სახეს იბრუნებენ და უიმედობისგან გახევებულ სამყაროს, თანაგრძნობის ძალით აცოცხლებენ. აქცენტირება ცალკეულის ძალისხმევაზე, რომელიც ახალი ფინანსური კლასისათვის საყვარელი სიტყვის, „სუპერგმირის“ მნიშვნელობასთან კავშირდება, კლასობრივი მზერის გაუქმებას აპირობებს, ჩანახატში, „არ გაჩერდე საქართველო“ (https://www.youtube.com/watch?v=tkmWUyIDUc4) ირაკლი ჩარკვიანის „საქართველოს“ ფონზე, მძიმე მდგომარეობიდან წარმატებისაკენ მიმავალი ბავშვების გზაა აღწერილი, რომლებიც ყველა წინაღობის მიუხედავად მარჯვედ მიიწევენ ოლიმპიური მიზნებისკენ. ვიდეოში გადაძახილია მცოცავ ანექსიაზე, რა პრობლემასაც, თითქოს უსამართლო და უთანასწორო პირობებს თავდაღწეული ბავშვების სპორტული წინსვლა აღმოფხვრიდა.

ძალაუფლების ვერტიკალი, ტერიტორიულ ანექსიაზე ყოველთვის საკუთარი დესტრუქციული პოლიტიკის გადაფარვის მიზნით მეტყველებს. თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე (https://www.youtube.com/watch?v=3WnS1yJDS2I) რეფლექსიაც, იმ მანკიერი პრაქტიკების დამავიწყებელი ფუნქციის მატარებელია, რომელიც საზოგადოების გახლეჩვის პროცესს კვებავს და სესხზე, პოლიტიკურ თუ ბიზნეს ელიტებზე დამოკიდებულებას აწარმოებს. თავისუფლებაზე აქცენტირება, კომერციული ბანკების თვითნებობის გამართლებას ემსახურება, ფინანსური მიშვებულობის თავისუფლებად მოთარგმნა მარტოოდენ ფინანსური კლასის ინტერესებს გამოხატავს, თანაც, საზოგადოების სურვილისა და სასიცოცხლო რესურსების თანდათანობითი, გარდაუვალი შესუსტების ხარჯზე. დღევანდელ ვითარებაში, სადაც გლობალურად „ვალის ეკონომიკაა“ გამეფებული, არსებული უსამართლო პოლიტიკა ყველაზე მძაფრად ჩვენი ტიპის ქვეყნებზე ისახება, რამდენადაც მმართველი კლასი, პოლიტიკაში წინსვლისა და პირადი ინტერესების უსასრულო დაკმაყოფილებისაკენ ილტვის. კაპიტალის მოძრაობას მიჩერებული პოლიტიკური კლასი, საზოგადოებრივი ინტერესების უკუგდების ხარჯზე ფინანსურ ელიტას ექვემდებარება, შემდგომ მისი ნაწილი ხდება, ბოლოს კი პოლიტიკურსა და ფინანსურს შორის არსებული მიჯნა, კაპიტალის ძალმოსილების ქვეშ ქარწყლდება. ამ დროს, „ერთი რამის სიყვარულზე“ (https://www.youtube.com/watch?v=zGC9BhF37JM) მეტყველება დამცინავი და მეტისმეტად ცინიკურია, ბანკისგან, რომელიც ძალაუფლების ზრდისა და განმტკიცების უწყვეტ ფერხულშია ჩაბმული. საქართველოს სიყვარულზე ამეტყველებული სამევახშეო კანტორები ერთადერთ, მოგების მიზანს ემსახურებიან, – ისინი მეტად ამკვეთრებენ ჩვენს დღევანდელ მიშვებულობას, გათითოკაცებას, პოლიტიკური ორიენტირების მოშლას. მათზე კრიტიკული დაკვირვება ახილვადებს რეალობას, რომელშიც წინააღმდეგობა დაგეგმილი და ინტერესთა ჯგუფების შექმნილ სქემებშია ჩაქსოვილი. შესაბამისად, ყველა არსებული სცენარი დამარცხებისკენ, დაქვემდებარებული კლასების იმედგაცრუებისკენაა მიმართული, თუმცა, ყოველთვის გამოიძებნება ნარატივი, რომელიც იმედგაცრუებასა და დამარცხებულობის შეგრძნებას მანუგეშებელ მიზეზს გამოუძებნის, – „შეცდომები მოსულა“ – გვესმის თიბისი ბანკის დაზღვევის რეკლამიდან. თითქოს, ყველა არსებული პრობლემა: ეკონომიკური, კულტურული, ისტორიული უსამართლობა გადაილახება, ყველა მოსალოდნელი კატასტროფა აისხლიტება, თუ დაზღვევა და „მობაილ ბანკი“ მოგვეძიება (https://www.youtube.com/watch?v=EEQswL3duRo). ნებისმიერი წარუმატებლობის, მარცხის, დავალიანების ხარისხის მიუხედავად, „გზა სულ არის, არ გაჩერდე“ – შეგვახსენებს საქართველოს ბანკის რეკლამა (https://www.youtube.com/watch?v=3sXikvC8CIo), ვიდეორგოლში სამყაროს შეცვლისა და გარემოებების გარდაქმნისაკენ მოწოდებული იმპულსები, სინამდვილეში, სწორედ სამევახშეო კანტორების გარდაქმნისა ან გაუქმების სამსახურში ხომ არ უნდა ჩადგეს? კითხვას დასვამს დაკვირვებული მავანი.

„აქ და ახლას“ მნიშვნელობაზე საუბრობს პოეტი ბესიკ ხარანაული (https://www.youtube.com/watch?v=TfsVa7qpfZU ), დღევანდელი მოცემულობით, სადაც დროის ყველა განსაზღვრულობა ფინანსური კაპიტალის მიერაა კოლონიზებული, ბიზნესის მიერ ადმინისტრირებული შრომისა და განტვირთვის დრო, ადამიანების განუხრელ დამორჩილებას აპირობებს. ამ ვითარებაში ყოველგვარ ცოცხალ, შემოქმედებით იმპულსს, გაბატონებული კლასის თავსმოხვეული წესრიგი ანაცვლებს, იმგვარ რეალობას აყალიბებს, რომელშიც დროის შეგრძნება, თავის ფიზიკურ და მენტალურ გადარჩენაზე მომართული გარჯითაა პირობადებული. ძალისხმევა, რომელშიც შესაძლოა აქ და ახლა ყოფნის, აწყმოში ქმედითობის სურვილი დაიბადოს, გადამალულია. წინააღმეგობის პოტენციალობა კი, ყურადღების ფრაგმენტირებაზე, არაკონცენტრირებულობაზე მიმართულ ვიდეორგოლებშია ჩაკარგული, რომლებიც ცალკეულის შემეცნებით და შეგრძნებით იმპულსებს, კაპიტალის ინტერესების მიდევნით, მანიპულაციური ვიზუალური და ვერბალური ხრიკებით ადუღაბებს. ყველა, ვინც იდეოლოგიურად დანაღმული ველის მიღმა გადგება, მარგინალიზებისა და სტიგმატიზებისთვისაა განწირული. თუმცა, საკითხი ისაა, თუ რის და ვის მხარეს ყოფნის სურვილი ექნება მავანს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, ფინანსური ელიტა და მის სამსახურში ჩამდგარი ინტელექტუალები, არსებული დღის წესრიგის შენარჩუნებისთვის ყველა შესაძლო ხერხს მიმართავენ. ტექსტში მიმოხილული ვიდეორგოლები კი, დამაზიანებელი, უსამართლო სამევახშეო საქმიანობის გაფერადებისა და გაკეთილშობილების სამუშაოს ასრულებენ. ვიდეორგოლი – „აქ, ახლა, აღმოაჩინე საქართველო“ (https://www.youtube.com/watch?v=83RrPq1vvnw), ერთგვარი დევიზია მომავალი თაობისთვის და იმ სხვა სახელოვნებო აქტივობების გამოძახილია, რომელსაც თიბისის, საქართველოსა და სხვა ბანკები, დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარად, უკვე რამდენიმე წელია ხალხისათვის წაღლეტილი საარსებო სახსრებით აფინანსებენ.

გაზიარება