ბათუმის ისტორია XX საუკუნემდე

ბათუმის ახლანდელი სახელწოდება, მისი პირვანდელი ფორმით ,,ბათუსი’’ მოხსენიებული აქვს რომაელ მწერალს პლინიუს უფროსს (23-79 წ.წ.) და ბერძენ ავტორს ფლავიუს არიანეს (80-160 წ.წ.), მაგრამ ამ სახელით ისინი აღნიშნავდნენ მდინარეს, რომელიც ჭოროხის ჩრდილოეთით, 75 სტადიონის დაშორებით (ეს მანძილი უდრის 12-14 კმ-ს) მოედინება და შავ ზღვას უერთდება. ეჭვი არ არის, რომ ისტორიკოსები იმ მდინარეს გულისხმობდნენ, რომელსას ახლა ყოროლისწყალი ეწოდება.

ისტორიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი ფიქრობდა, რომ ,,გეორგიკაში’’( ბიზანტიელ მწერალთა ცნობების კრებული) მოხსენიებული ,,მეგალე პოლისი’’( დიდი ქალაქი) ბათუმი არის. დიდი ქალაქი, სადაც ,,პასქალური ქრონიკის’’ მიხედვით ანდრია მოციქულმა იქადაგა.

ყაუხჩიშვილი იმოწმებს II საუკუნის რუკას ,,ტაბულა პევტინგერიანას’’, რომელზეც აღნიშნულია ,,პორტუს ალტუს’’, რაც ლათინურად ნიშნავს ,,ღრმა ნავსადგურს’’. ისტორიკოს მიაჩნია, რომ მეგალე პოლისი და პორტუს ალტუს არის ბათუმის სახელი უძველეს სამყაროში.

VI საუკუნიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მთავარი ქალაქი პეტრა გახდა, რომელიც ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, იმპერატორმა იუსტინიანემ ააგო. ბერძნების და ირანელების ხანგძლივმა ომებით ძველი ქალაქი ბათუმი გაანადგურდა და 9 საუკუნის მანძილზე ისტორიიდან გაუჩინარდა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ გოგოლიშვილი ცდილობს გაუჩინარებული ქალაქის შესახებ ცნობები ხალხურ გადმოცემბეში და ლეგენდებში იპოვოს და გვიყვება ფოლკლორისტი პეტრე უმიკაშვილის ჩაწერილ ლამაზ ამბავს. თქმულების მიხედვით, თამარი ბათუმის დაბადების ადგილზე, მდინარე ბათუსამდე მიაცილებს ლაშქარს და აქვე შეეგებება ბასიანის ბრძოლაში გამარჯვებულ ქართველებს.

ბათუმი ისტორიის ფურცლებზე ხელახლა XIV საუკუნის 70- იან წლებში გამოჩნდა. ტრაპიზონელი ისტორიკოსი მიხეილ პანარეტი გადმოგვცემს ცნობებს იმპერატორ ალექსი მესამესა და გურიის მთავარის მოლაპარაკების შესახებ, რომელსაც ისტორიკოსიც დაესწრო. შეხვედრა ბათუმში შედგა, რომელიც იმ დროისთვის პატარა სოფელი იყო და გურიელის სამფლობელოში შედიოდა.

ამავე პერიოდს ეკუთვნის ვენეციელი მოგზაურის ამბროზიო კონტარინის ცნობები. მისი თქმით, ბათუმი მცირე ციხე-ქალაქი იყო და სამგრელოს მთავრის სამფლობელოში შედიოდა.

XVI საუკუნეში ბათუმი ოსმალებმა დაიპყრეს და სამასი წელი გავიდა, ვიდრე ქართველებმა მისი დაბრუნება შეძლეს.

1878 წელს ქალაქის ახალი ისტორია დაიწყო. თავდაპირველად ბათუმი ,,პორტო ფრანკოდ’’ გამოცხადდა. დღეს დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, თავისუფალი ეკონომიკური რეჟიმი უპირობოდ პროგრესულ მოვლენად არის მიჩნეული, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსი ხათუნა დიასამიძე, ცდილობს კრიტიკულად გაანალიზოს ისტორია. მისი აზრით, პორტო ფრაკნოს რეჟიმმა ბათუმის უძველესი მოსახლეობა სრულიად გააღატაკა და იძულებული გახადა სამშობლოდან გადახვეწილიყო.

XIX საუკუნის ბოლოს ბათუმი გლობალური კაპიტალისთვის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა. ბათუმი ახალ ისტორიას წერს და ამიერიდან ის სრულიად ახალ რუკაზე აღინიშნა. რუსეთის იმპერიის მთელ რევოლუციურ არეალში (უპირველესად მოიაზრება: ფინეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, შავიზღვისპირეთი და კავკასია) დიდი ქალაქი თავისუფლებისა და თანასწორბისთვის ბრძოლის მედროშე გახდა.

გაზიარება