აქცია ქუთაისში: მოვიპოვოთ სუნთქვის უფლება

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანასთან, “ამბიკონ სტილსთან” საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოქალაქეები აპროტესტებენ ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შედეგს, რომელიც კომპანიის საქმიანობის შედეგად ქალაქის მაცხოვრებლებსა და კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს მიადგათ.

აქციის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებს კომპანიის ადმინისტრაცია შეხვდა. ადმინისტრაციის თქმით, ამ პრობლემას დარგის სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე თვეში მოაგვარებენ. მოქალაქეებისთვის, ეს წინადადება, ისევე როგორც ქარხანაში შექმნილი მძიმე ვითარება, მიუღებელია და ადგილობრივი მოსახლეობა დაუყონებლივ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან ელის.

გაზიარება