მოსახლეობის პროტესტი ფოთში

 

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ პორტისკენ მიმავალი გზა და რკინიგზა გადაკეტა.

მოსახლეობა მრავალი წელია ავარიულ კორპუსში ცხოვრობს. შენობა 2008 წელს, რუსული სამხედრო ძალების მიერ, პორტის დაბომბვის შედეგად კიდევ უფრო დაზიანდა. მოქალაქეები ითხოვენ უსაფრთხო საცხოვრებელს.

ავარიულ კორპუსთან ერთად, მოქალაქეებს დაბინძურებული ჰაერი აწუხებთ. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობა ყოველდღიურად ზიანდება. მაცხოვრებლები ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

გაზიარება