ეკატერინე მაისურაძე – განათლების უფლება ყველას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკვე რამდენიმე აქცია გამართეს. 5 ათასზე მეტი სტუდენტი ამბობს, რომ ვერ შეძლებს სწავლის გაგრძელებას, თუ 2 მაისიდან, როგორც დაგეგმილია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლას მხოლოდ აუდიტორიებში გააგრძელებს. ბოლო თვეებში, ბინის ფასები კატასტროფულად გაძვირდა, რის გამოც, ფაქტობრივად, შეუძლებელია, დარჩენილ 2 თვეში, რეგიონებიდან დაბრუნება და ბინის ქირაობა.
სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რექტორი, მათი მინიმალური მოთხოვნის, ჰიბრიდულ მეთოდზე გადასვლის, დაკმაყოფილების ნაცვლად, სრულიად უგულებელყოფს მათს საჭიროებებს.
დღეს, 20 აპრილს, 19:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, სტუდენტები კიდევ ერთ აქციას გამართავენ.

გაზიარება