დევნილობის ორი ისტორია

კატია დონეცკიდანაა, მას უკრაინაში ორჯერ მოუწია დევნილობა. პირველად მშობლიური ქალაქი 2014 წელს იძულებით დატოვა, მეორედ კი კიევიდან ბათუმში მოუწია გაქცევა, რუსეთის მეორე ინტერვენციის შემდეგ.
24 თებერვალს რუსეთი, 21-ე საუკუნეში უკვე მეორედ, დაესხა თავს უკრაინას. ომის გამოცხადებას წინ ახლდა რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო განცხადება, რომელშიც ამართლებდა უკრაინელი ხალხის გენოციდს.
„დონეცკში დარჩა მამა, მას უწევს სახლში დამალვა და ქუჩაში ფაქტობრივად არ გადის,
აივანზეც არ შეუძლია გასვლა, რადგან რუსი ოკუპანტები კაცებს პირდაპირ ქუჩიდან იყვანენ რუსეთის არმიაში.
მე მჯერა, და ვიცი რომ უკრაინა გაიმარჯვებს.“

გაზიარება