სკეიტერები ბათუმში

სკეიტბორდი გლობალურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
საქართველოშიც, არაერთი ახალგაზრდა სამოყვარულო თუ პროფესიული სკეიტინგითაა დაკავებული.
მიუხედავად ამისა, ბევრ ქალაქში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ბათუმში, სკეიტპარკის მოუწესრიგებლობის გამო, ახალგაზრდებს ქუჩებში არსებულ სხვადასხვა ბარიერზე უწევთ სრიალი.
ისინი უფრო მეტ ხელშეწყობას და ყურადღებას ითხოვენ, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ამ სპორტის სიამოვნების მიღება.

გაზიარება