აკრძალული გარევაჭრობა არჩევნების შემდეგ

მასობრივი კრიზისის, სამუშაო ადგილების არარსებობისა და სიღარიბის ფონზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც მოსახლეობამ თავის გადარჩენა შეძლო, გარევაჭრობაა. სწორედ პირადი ძალისხმევით და სხვადასხვა არაფორმალური მეთოდით ცდილობენ ისინი თავის გატანას და არსებობისთვის მინიმუმის გამომუშავებას დღემდე.

ხელისუფლების(ების) პოლიტიკა ამ ადამიანების მიმართ არის ერთადერთი – განდევნოს საჯარო სივრციდან. საინტერესოა, რომ მათი აგრესია და შევიწროვება იზრდება ყოველი არჩევნების შემდეგ.

გაზიარება