„სპორტი ყველასთვისაა?!“ ქალების ჩართულობა სპორტში

ავტორი: მარიშა ბანძელაძე

არის თუ არა ,,სპორტი ყველასთვის“? რამდენად აქვს ყველას თანაბარ პირობები ამ სფეროში თვითგანხორციელებისთვის? საქართველოს ბოლო პერიოდის სიახლეებს შორის შეგხვდებათ ქუთაისელი ფეხბურთელი ქალების მიერ საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის მხილება სექსუალურ ძალადობასა და შევიწროვებაში. როგორც გოგოები ჰყვებიან, ეს ამბავი ახალი სულაც არ არის და იძულებითი დუმილის წლები უძღოდა წინ. ისინი ამბობენ, რომ ეშინოდათ და სწორედ ამის გამო დრო დასჭირდათ სანამ ამ დიდ პრობლემაზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი. ვინ იცის, კიდევ რამდენი ქალი ათლეტი იმყოფება კვლავაც ძალადობის ქვეშ, მაგრამ ბარიერების გამო არ შეუძლია მოძალადის მხილება. აქეედან გამომდინარე, ბიძგის მიმცემი ნაბიჯია ქუთაისელი გოგოების მსგავსი საქციელი, რადგან დანარჩენ ათლეტებსაც მიეცემათ მეტი რწმენა, რომ საჭიროების შემთხვევაში მიბაძონ მათ და თავი დააღწიონ ისეთ მიუღებელ პირობებს, რასაც ძალადობა ჰქვია.

მსგავსი ისტორიები გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ გადავწყვიტე ამ თემის უფრო სიღრმისეულად შესწავლა. სტატიის მიზანია საქართველოში სპორტსმენ ქალთა გამოწვევები და ცხოვრებისეული შესაძლებლობების შესწავლა. აგრეთვე იმ წინაღობებისა და გამოწვევების გამოაშკარავება, რომელსაც ისინი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე აწყდებიან. ამისთვის კი საჭიროა გავიგოთ, როგორ აისახება ოჯახის კლასობრივი პოზიცია, საცხოვრებელი ადგილი და გენდერი რესპოდენტის პროფესიულ არჩევანზე. ასევე, თუ რა სტერეოტიპებს აწყდებიან სპორტში ჩართული ქალები. დაბოლოს, უბრალოდ გავიგოთ უშუალოდ ქალების პერსპექტივიდან დანახული სპორტი, რა მოლოდინები აქვთ მათ ამ პროფესიისგან, რას იღებენ რეალურად საქართველოს პირობებში და რა გამოწვევების გადალახვა უწევთ გზად.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი დიდი აქტუალურობით სარგებლობს, საჭიროა, რომ ქალი ათლეტები და ქალთა ნაკრებებიც კაცების თანაბარი მნიშვნელობით და სერიოზულობით იქნას აღქმული. უთანასწორობასა და გენდერულ მიკერძოებას ფაქტობრივად ყველა სფეროში შეხვდებით, თუმცა განსაკუთებულად მწვავე ხდება საკითხი, როდესაც საქმე კარიერასა და სამსახურს ეხება.

საქსტატის ნაშრომის ,,ქალი და კაცი საქართველოში” თანახმად, გოგოებისა და ვაჟების სწავლის სფეროებში მკვეთრადაა დაყოფილი კარიერული მიმართულებები. მაგალითად, ქალებს უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უფრო მეტად სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის და სამართლის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების მეცნიერების მიმართულებით. მაშინ, როცა კაცები დომინირებენ საინჟინრო, დამამუშავებელ და სამშენებლო პროგრამებზე. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება დოქტორანტურის სტუდენტებშიც. გენდერულად დაყოფილი სამსახურების კარგი მაგალითია მასწავლებლის პროფესია. აღნიშნულ წყაროში ვიგებთ, რომ 2020 წელს ქალი მასწავლებლების რიცხვი კაცი მასწავლებლებისას თითქმის შვიდჯერ აღემატებოდა.

ფიგურა 1

ერთი შეხედვით სპორტით დაკავება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ ამ ყველაფრის უკან უამრავი წინაღობა იმალება, რომლის გადალახვაც ადამიანებს უწევთ წარმატების მისაღწევად. პროფესიონალური კარიერისთვის სპორტსმენს არა მხოლოდ საკუთარი ნიჭი, ძალისხმევა და შრომა სჭირდება, არამედ გარეფაქტორების დახმარებაც, მაგალითად, ინფრასტრუქტურის არსებობა, დაფინანსება, ხელფასი, რათა ჰქონდეს საარსებო წყარო და სრული დრო სპორტს დაუთმოს. დანართში მოცემული ცხრილი კარგად ასახავს იმ დიდ განსხვავებას, რომელიც არსებობს პროფესიონალ ქალ სპორტსმენსა და კაც სპორტსმენს შორის.

ფიგურა 2

მონაცემების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ კაცები უფრო პროდუქტიულები არიან ტურნირებზე ასპარეზობისას, ვინაიდან, როგორც ვხედავთ, ოლიმპიური სპორტის სახეობებში 2020 წელს 23 პირველ ადგილოსანი, 32 მეორე, ხოლო 38 მესამე ადგილოსანი მამაკაცი გვყავს. რაც შეეხება ქალებს, ამავე სპორტის სახეობებში სულ რაღაც 8-8 პირველ და მესამე ადგილოსანი, ხოლო 5 მეორე ადგილოსანი ირიცხება. აღნიშნული სტატისტიკა მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ქალთა სპორტული განვითარება ქვეყანაში ძალზედ დაბალია და მის გასაუმჯობესებლად ჯერ-ჯერობით საჭირო ნაბიჯები არ იდგმება.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ისევე როგორც სხვა სფეროებშიც, სპორტშიც რთულია იყო ქალი, რადგან ერთდროულად უამრავ დაბრკოლებასთან გიწევს ჭიდილი. ეს პრობლემები მოიცავს როგორც გენდერულ, ის მოიცავს ასევე ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა მრავალ პრობლემას. ზოგადად, არათუ ქალების, ასევე კაცების სპორტი განვითარება პრობლემას წარმოადგენს საქართველოში.

საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეებში, 16-19 წლის ასაკის გოგოებში, სპორტულ აქტივობებში ჩართულობა მნიშვნელოვნად იკლებს 12-15 წლის გოგოებთან შედარებით (მანჯავიძე, 2017). მიზეზი იმისა, თუ რატომ შეინიშნება ეს რადიკალური ცვლილება, სხვადასხვაა. ამის მიზეზად თავად გოგოები ასახელებენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიცივე დარბაზში, გოგოების გასახდელის არ ქონა, ის აზრი, რომ სპორტი ბიჭებისთვისაა და ა.შ ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი მაჩვენებელი პირდაპირპროპორციულად აისახება გოგოების სპორტში ჩართულობაზე, განსაკუთრებით ისეთ დემოგრაფიულ არეალებში, როგორიცაა სოფლები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიები (მანჯავიძე, 2017). ,,გაკვეთილის გაცდენის მიზეზად დარბაზში სიცივე და გასახდელის არარსებობა დასახელებულია გოგონათა 50-64.7%-ის მიერ ზუგდიდში, ქუთაისსა და ახალციხეში. ამ მონაცემის კრიტიკულად მაღალი მაჩვენებელია მარნეულში – 92%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმართაობა აღნიშნულ რეგიონებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სპორტულ აქტივობებში გოგონათა მონაწილეობასთან მიმართებაში“ (მანჯავიძე, 2017).

ინფრასტრუქტურის გარდა გოგოების სხვადასხვა სპორტულ სახეობებში ჩართულობის ხელშემშლელ ფაქტორებად მწვრთნელები აგრეთვე ასახელებენ მოსწავლეების ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობასა და ოჯახის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ (მანჯავიძე, 2017). რესპონდენტი მშობლების პასუხებიდან ვიგებთ, რომ გოგოებისთვის ყველაზე შესაფერისი სპორტის სახეობებია: ცურვა 32.8%, ცეკვა 22.4% (არასპორტული ცეკვა) და ჩოგბურთი 12.9%. საგულისხმოა ისიც, რომ გამოკითხული გოგოების უმეტესობა სწორედ იმ სპორტის სახეობებით არის დაკავებული, რომლებსაც რეკომენდაციას სწორედ მშობლები უწევენ (მანჯავიძე, 2017).

საინტერესოა ის მიგნებაც, რომ რესპონდენტი გოგოები მიიჩნევენ, რომ სასკოლო სპორტული პროგრამა უფრო მეტად ვაჟებზეა მორგებული და, აქედან გამომდინარე, გოგოები ნაკლებად არიან ჩართულები სხვადასხვა აქტივობებში (მანჯავიძე, 2017). კვლევა გვიჩვენებს, რომ 8 გამოკითხული რეგიონიდან 5-ში, ანუ ნახევარზე მეტში, სპორტული გაკვეთილების დაგეგმვისას ნაკლებად ეთმობა ყურადღება გოგოების საჭიროებებსა და ინტერესებს, ამის საპირისპიროდ, ბიჭებს უფრო მეტად ეძლევათ აქტიურობის შესაძლებლობა. აღნიშნული ტენდენცია, უფრო მეტად შეინიშნება 16-19 წლის მოსწავლეებში და, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ესაა მიზეზი იმ ფაქტისა, რომ ამ ასაკის გოგო მოსწავლეების მხოლოდ 54% ესწრება სპორტის გაკვეთილებს სკოლაში (მანჯავიძე, 2017).

სპორტში ისეთ თანამდებობებზე, როგორიცაა სამწვრთნელო შტაბი, მენეჯმენტი, მედია, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები და სხვა, იშვიათად თუ შეხვდებით ქალს (United Nations, 2007). მაგალითად, ჩეხეთში მხოლოდ სამი ქალი იყო ჩეხეთის ოლიმპიური აღმასრულებელლი საბჭოს წევრი მისი არსებობის 105 წელიწადში, ხოლო ელიტარული და აღიარებული ათლეტების მწვრთნელებს შორის მხოლოდ 21% წარმოადგენდა ქალებს (United Nations, 2007).

იქიდან გამომდინარე, რომ ქალები მუდმივად აწყდებიან კაცებთან შედარებით არათანაბარი ანაზღაურების პრობლემას სპორტში, მათ აქვთ ნაკლები და შეზღუდული კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობები, რაც, თავისმხრივ, იწვევს დაბალი სოციალური მობილობისა და სოციალური უსაფრთხოების შემცირების რისკებს (United Nations, 2007). აშშ-ში, მაშინ, როდესაც მამაკაც კალათბურთელებს მაღალ ხელფასებს უხდიან, ქალების შემთხვევაში ეს თანხა მამაკაცების ხელფასის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს (DCOMM, 2006). ამას ემატება მედიის მხრიდან ნაკლები ყურადღების დათმობა ქალი ათლეტებისთვის.

საერთო ჯამში, დაფინანსების სიმწირე, დაბალი ხელფასები და სახელფასო სხვაობა, ნაკლები პოპულარიზაცია და რესურსების სიმწირე, არასტაბილური დასაქმების პირობები და სხვა კიდევ მრავალი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ დღეს სპორტში დასაქმებული ქალი პრეკარიულ მუშახელად აღიქმება. მამაკაცებთან შედარებით, მათი სამუშაო ნაკლებად სტაბილურია, ხოლო კარიერული განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად აქვთ, რაც არ აძლევს სპორტში დასაქმებულ ქალებს პრეკარიული მდგომარეობიდან გამოსვლის და საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფების განხორციელების შესაძლებლობას.

სტატია ეყრდნობა ორ სიღრმისეულ ინტერვიუს. პირველი რესპოდენტი ქართველი ქალი ფეხბურთელია. მეორე რესპოდენტი კი სპორტის ფოტოგრაფია. გამოკითხული რესპოდენტების პასუხებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ ქალთა სპორტში ჩართულობა მათი კარიერის პირველ ეტაპზე სრულიად განსხვავებული იყო, ვიდრე ახლაა. სპორტსმენებმა გაიხსენეს კარიერის პირველი ნაბიჯები, როდესაც, წლების წინ, სწორედ ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველები პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომლებმაც შეაბიჯეს სპორტში:

,, მე რომ ფეხბურთის თამაში დავიწყე, დაახლოებით ოთხი გუნდი იყო საქართველოში და ეგ ნიშნავს, რო, დაახლოებით, 60-65 გოგო თამაშობდა, […] და ნაკრებიც არ იყო საქართველოში.“

დღესდღეობით ბევრად უფრო მეტი გოგოა ჩართული სპორტში, ვიდრე ადრე. თავისმხრივ, რესპოდენტებს ამ პრობლემის გადალახვა კარიერის დასაწყისში მოუწიათ. აქედან გამომდინარე, კარგად ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის, რომ ხედავდნენ მათივე სქესის წარმომადგენელს მათთვის საინტერესო, განსაკუთრებით კი მამაკაცებით დომინირებულ, სფეროებში. გოგონებს უფრო უმარტივდებათ როგორც გარემოსთან შეგუება, ასევე სწავლისა და ათვისების პროცესი, როდესაც მათთან ერთად სხვა ქალებიც მუშაობენ.

საინტერესოა ისიც, რომ აწ უკვე სპორტში დასაქმებული ქალები ე.წ ,,როლურ მოდელებად“ ყალიბდებიან მომავალი თაობისთვის. ,,როლური მოდელები“ და მისაბაძი პიროვნებები კი კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს უმცროს თაობას, რომ არ შეუშინდეს ახალ გამოწვევებს და ბოლომდე მიჰყვეს საკუთარ მიზნებს.

„თვითონ ჩემთვისას მოტივაციაა, რო პატარა ბავშვებს მოტივაციას ვაძლევ მე თვითონ… იმიტო, რო მაშინ მე რო ვიღაცა მყოლოდა ისეთი, ვის გამოც ვითამაშებდი, ქართველზე ვსაუბრობ, ძაან მაგარი იქნებოდა და ჩვენ მაშინ მარტო ვათვალიერებდით ევროპაში ან ამ ამერიკაში მყოფი ქალი ფეხბურთელების ფოტოებს და ვიდეოებს და… რომ მყოლოდა ვინმე, რჩევებს გავითვალისწინებდი, რაღაც კითხვებს დავუსვამდი და, ესე რომ ვთქვათ, პირველი ხაზი ჩვენ ვიყავით… ეგ ძაან მინდოდა რო ყოფილიყო ყოველთვის.“

დღესდღეობით, როგორც ითქვა, სიტუაცია შეცვლილია. როგორც ქალი ათლეტების, ასევე სპორტში დასაქმებული ქალების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. ქვეყნის მასშტაბით პირველ ლიგაში რვა გუნდი, ხოლო მეორე ლიგაში თხუთმეტი გუნდია რეგისტრირებული. ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით ფინანსდება სხვადასხვა საინტერესო პროგრამები ქალთა ფეხბურთის კუთხით. აქედან გამომდინარე, რესპონდენტის შეფასებით, ახლა უფრო მარტივია გოგოებისთვის ფეხბურთში ჩართვა და თავის პოვნა, ვიდრე ეს მისი კარიერის პირველ ეტაპზე იყო.

სპორტში გენდერულ სეგრეგაციას წინ უძღვის ხოლმე წარმოდგენა, რომ სპორტი კაცების სფეროა. ამ თვალთახედვის გამო, ხშირად მშობლები გოგოების სპორტით დაინტერესებას არ ემხრობიან და ეწინააღმდეგებიან. მსგავს გამოცდილებას გვიზიარებს ფოტოგრაფი თამუნა და ამბობს, რომ მამამისს არ მოსწონდა მისი სპორტულ ფოტოგრაფად მუშაობა, რადგან, როგორც ის აღნიშნავს, ამ სამსახურს არ აქვს განსაზღვრული გრაფიკი, დასვენების კონკრეტული დღეები, ასევე უწევდა მთელი დღეები სტადიონზე ყოფნა, რაც მამასთვის შესაგუებლად მარტივი არ ყოფილა. თუმცა, მიუხედავად მსგავსი დამოკიდებულებისა, ფოტოგრაფს საქმეზე გული არ აუცრუებია.

ამ თვალსაზრიით განსხვავებული მდგომარეობა იყო ფეხბურთელი ნინოს ოჯახში. როგორც იგი აღნიშნავს, ფეხბურთზე სწორედ მამამ მიიყვანა და მისი მშობლები პირველი გულშემატკივრები იყვნენ მისი. მისი თქმით, ოჯახში ნეგატიური დამოკიდებულება არ ჰქონია, თუმცა ხშირად გაკვირვებულ რეაქციებს იღებდა ახლობლებისგან, როცა იგებდნენ, რომ ფეხბურთის პროფესიონალურად გაგრძელება გადაწყვიტა:

,,ჩვენს ოჯახებში პრობლემა არ იყო, მარა, რა თქმა უნდა, გარემო ისეთი იყო, რო ყველას უკვირდა და ყველა წინააღმდეგი იყო და თავის აზრს გამოთქვამდნენ.“

ნინოს თქმით, მას გაუმართლა, რადგან ოჯახისგან სრული ნდობა და მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ისეთი შემთხვევაც გაიხსენა, როცა მეგობრის თხოვნით მის ოჯახში მოუწია მისვლა და მშობლების დათანხმება, რომ მისთვის ფეხბურთის თამაშის უფლება მიეცათ.

როგორც ნინო აღნიშნავს, მისი აზრით მშობლებისა და უფროსი თაობის დამოკიდებულება გოგოების სპორტით დაკავებასთან დაკავშირებით იცვლება. ასევე მეტი ყურადღება ექცევა მათი მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას. როგორც იგი ამბობს, მშობლები აუცილებლად პროფესიონალ ათლეტებად არ წარმოიდგენენ შვილებს და მათთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

სერიოზულად აღქმის პრობლემა ფეხბურთელებსაც შეხვდათ და, ამ შემთხვევაში, გამოიყო სკოლისა და მასწავლებლების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება. ნინო იხსნენებს სკოლის პერიოდს და ამბობს, რომ ვარჯიშებისა და თამაშების გამო, ხშირად უცდებოდა სკოლის დღეები და საკონტროლოები. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა და სკოლის დირექცია ხელს არ უწყობდა სპორტსმენებს კარიერის განვითარებაში, მოუწია სკოლის რამდენჯერმე გამოცვლა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ ქალი სპორტსმენის მიმართ არ ყოფილა. ის ხაზს უსვამს, რომ მის სკოლელ ბიჭს, რომელიც კალათბურთს თამაშობდა, მსგავსი პრობლემები ჰქონდა:

,, მაქსიმალურად გააზრებული რო ჰქონოდათ, რომ მე, ვსო, აი, პროფესიონალურ კარიერას მოვკიდე ხელი და გადავწყვიტე, ალბათ ხელს შემიწყობდნენ. მგონია, რო ცოტა არასერიოზულად აღიქვამდნენ ჩემს მისწრაფებებს.“

პროფესიების შესახებ გენდერულად განპირობებულ წარმოდგენებზე, როგორც ხელისშემშლელ ფაქტორზე, საუბრობს ფოტოგრაფი თამარი. იქიდან გამომდინარე, რომ მას, როგორც ფოტოგრაფს მუდმივად მძიმე ტექნიკის ტარება უწევს, მისთვის უთქვამთ, რომ ეს არ შეიძლება, რადგან ქალია, შვილი უნდა გააჩინოს და სხვა. მათი აზრით, ყველა ეს შეხედულება მოდის გოგოებში გამიზნულად ისეთი კოდის ჩადებით, რომელიც წინასწარგანსაზღვრავს მათ ამბიციებს და ცხოვრებისეულ გზას.

საზოგადოებაში იმდენადაა ჩამოყალიბებული მამაკაცი, როგორც სპორტის მთავარი ფიგურა, რომ სპორტში ქალი განიხილება, როგორც ,,სხვა“. თითქოს, ყველა წესი და კანონზომიერება მამაკაცის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობაზეა აგებული და ქალი ამ შექმნილ ,,იდეალთან“ ვერ მიახლოვდება. რესპონდენტი წუხს, რომ იმდენად არაპროფესიონალად მიაჩნიათ სპორტში დასაქმებული ქალები, რომ არ ,,იჯერებენ“ მათ რეალურ მისწრაფებებსა და სპორტისადმი განუზომელ სიყვარულს.

სპორტში ქალთა და კაცთა გუნდებს შორის ფინანსური შემოსავალი შემაშფოთებლად განსხვავებულია. ფეხბურთელის ინტერვიუდან ირკვევა, რომ გოგონებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში თამაშობენ, იმის მეოთხედი ხელფასიც არ აქვთ, რაც მამაკაცებს მესამე და მეოთხე ლიგაში. მისი აზრით, ეს გამოწვეულია საზოგადოების მხრიდან ქალთა ფეხბურთის მიმართ ინტერესის დაბალი დონით. რესპონდენტი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით სპორტი ბიზნეს სექტორადაა ქცეული და გასაგებიცაა მისთვის, თუ რატომ არ ინტერესდება ბიზნესი ქალთა ფეხბურთით საქართველოში. პრეკარიულობა და დაბალი ხელფასები ქალებს უბიძგებს თამაშები და ვარჯიშები სხვა სამუშაოს შეუთავსონ. სპორტულ ფოტოგრაფსაც ძირითადი სამუშაოს გარდა დამატებით სხვადასხვა პროექტებში უწევს ჩართვა შემოსავლის ძიებაში. ის ფაქტი, რომ სპორტის სფეროში დასაქმებულებს გადარჩენისთვის ძირითად საქმიანობასთან ერთად დამატებითი სამუშაოებით დაკავება უწევთ, დამღლელია და დროის სიღარიბის მიზეზიც. განსაკუთრებით ათლეტების შემთხვევაში, ვინაიდან ეს იწვევს მათ გამოფიტვას, რაც მათ სპორტულ მიღწევებზეც აისახება.

,, ფეხბურთელობის გარდა, დამატებით თითქმის ყველა გოგოს უწევს სხვა სამსახურის პოვნა. რა თქმა უნდა, ეს ენერგიასთანაც არის კავშირში და, ხშირ შემთხვევაში, გადაღლილობის ფონზე, პლუს დამატებით ვარჯიში გვიწევს ყველას, მაგრამ, აი, რადგანაც საყვარელ საქმეს აკეთებ, მსხვერპლის გაწევაც გვიწევს.“

ფეხბურთელის აზრით, მნიშვნელოვანია ათლეტი მის მთავარ საქმიანობაზე იყოს კონცენტრირებული, რადგან გადატვირთვა შედეგზეც აისახება და ფიზიკურად ამდენი საქმის ერთად კეთება რთულია. გადაღლილობა აისახება თამაშის დაბალ ხარისხზე, რაც მაყურებლის ინტერესის დაკარგვას იწვევს, ინტერესის დაკრაგვა კი პოპულარიზაციის დანაკლისს, რასაც ისევ თავდაპირველ პრობლემამდე – ფინანსურ კრიზისამდე მივყვავართ.

ფინანსურ კრიზსს თან სდევს ინფრასტრუქტურული პრობლემები. ფეხბურთელი ნინო თავისი კარიერის პირველი ეტაპის გახსენებისას ამბობს, რომ გოგოებს ჰქონდათ პერიოდი, როდესაც სპორტული დარბაზის ან/და მოედნის არ ქონის გამო, უბნის სტადიონებზე ვარჯიშობდნენ, ან, უარეს შემთხვევაში, მხოლოდ სირბილით შემოიფარგლებოდა მათი ვარჯიში, რადგან სხვა ვერაფრის გაკეთება შეეძლოთ და ამ საშუალებით ინარჩუნებდნენ ფიზიკურ ფორმას. ასევე პრობლემას წარმოადგენს გაუმართავი საფეხბურთო ბაზები და სტადიონები. ათლეტი აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული მოუწესრიგებლობა, როგორიცაა გასახდელის არქონა, დაზიანებული მინდორი და სხვა, დიდ ზეგავლენას ახდენს მოტივაციაზე:

,,ჩვენ ჩავსულვართ სტადიონებზე, სადაც ფიზიკურად ფეხბურთელი კი არა… საძოვარივით არის და იქ, რა თქმა უნდა, განწყობა ეგრევე ქვეითდება. პირველ რიგში, ჩემი საკუთარი თავიდან გამომდინარე, იმ წამსვე აღარ მინდა ხოლმე თამაში იმიტო, რო თითქოს, რაღაცნაირად, შეურაწყოფაა.“

ფეხბურთელის თქმით, როცა ათლეტს სურს გუნდის დახმარება, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ამისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს შესაბამისი გარემოებები. თუმცა, აუცილებელია ისიც აღინიშნოს, თუ როგორი შეცვლილია დღეს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მდგომარეობა. ინტერვიუდან ვიგებთ, რომ სტადიონებთან დაკავშირებული პრობლემები მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია.

საბოლოო ჯამში, ნათელი ხდება ფინანსური და ინფრასტრუქტურული კეთილდღეობის მნიშვნელობა ათლეტებისთვის, რადგან ეს აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ფიზიკურ დატვირთვასა და მენტალურ შემართებაზე.

იყო ქალი ათლეტი ან სპორტში დასაქმებული ქალი არ არის მარტივი დღევანდელ საქართველოში. გამოწვევები არის კომპლექსური და მოიცავს ოჯახის შეხედულებებს, სასწავლო დაწესებულებების მხრიდან სპორტსმენების ხელშეწყობის ნაკლებობას, საქმიანობის პრეკარიულობასა და ინფრასტრუქტურული განვითარების დაბალ დონეს.

სპორტულ შედეგებზე ახდენს გავლენას ინფრასტურქტურული პრობლემებიც. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ქალთა გუნდები ფლობენ სტადიონებს და სავარჯიშო ბაზებს, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი ჯერ კიდევ არაა. შეუსაბამო გარემო მოქმედებს ათლეტების მოტივაციასა და განწყობაზე, რაც აისახება მათი თამაშის ხარისხზეც.

მიუხედავად ბევრი პრობლემისა, თვალშისაცემ განსხვავებას ვხედავთ სპორტში ჩართული ქალების რიცხოვნობასთან დაკავშირებით. რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ სიტუაცია წლების წინ და ახლა განსხვავებულია და მეტი გოგო ინტერესდება სპორტით, რაც იმედისმომცემი დინამიკაა.

ბიბლიოგრაფია

DCOMM. (2006, April 1). PLANET WORK Women in sports: How level is the playing field? Retrieved from International Labour Organization : https://www.ilo.org/global/publications/world-of-work-magazine/articles/WCMS_081377/lang–en/index.htm

Lebel, K. (2021). Re-thinking Women’s Sport Research: Looking in the Mirror and Reflecting Forward. Frontiers.

United Nations. (2007). Women, gender equality.

მანჯავიძე, თ. (2017). გენდერული თანასწორობა სპორტსა. ჰელსი ჯენ.

გაზიარება