სოციალური სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცა

17 იანვარს, სოციალური სააგენტოს 390-მდე თანამშრომელი გაიფიცა.

ისინი ხელფასების 100%-ით მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ანაზღაურებად დეკრეტსა და კოლექტიურ ხელშეკრულებას ითხოვენ. მათი უმრავლესობისთვის, ხელფასები, 2007 წლის შემდეგ არ გაზრდილა და არ აღემატება 200-300 ლარს!

სოციალური დაცვის სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ თავად არიან სოციალურად დაუცველები.

გაზიარება