ყარაბაღი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სამომავლო პერსპექტივები

ავტორი: სანდრო ბაკურაძე

ცხრათვიანი ფაქტობრივი ბლოკადის შემდეგ, რამაც მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც 2020 წლის შემდეგ კვლავ ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მიერ გამოცხადებული არცახის რესპუბლიკა აკონტროლებდა, აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელიც 20 სექტემბერს, მას შემდეგ რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რაიმე სახის ინტერვენცია გამორიცხა, ყარაბაღელი სომხების კაპიტულაციით დასრულდა. 2020 წლის შემდეგ რეგიონში მოქმედი რუსული სამხედრო კონტინგენტი დიდწილად ფორმალური ზომებით შემოიფარგლა, ბოლო მონაცემებით კი ყარაბაღი 100 ათასზე მეტმა სომეხმა დატოვა, რაც რეგიონის სომხური მოსახლეობის ნახევარზე მეტია. პოსტ-საბჭოთა სივრცეში შეიქმნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირველი პრეცენდენტი, მაგრამ მისმა სამხედრო გზით განხორციელებამ რეგიონში, სადაც სხვა გაყინული კონფლიქტებიც არსებობს ამასთან ერთად არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა. აქტუალური გახდა სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გავლენის ზრდა, რამაც მიმომხილველთა ერთ ნაწილში პანთურქიზმის აჩრდილისადმი შიში გამოაღვიძა. რასაც ხელი შეუწყო თურქული და აზერბაიჯანული მედიის ერთი ნაწილის მიერ ღიად გაჟღერებულმა პრეტენზიებმა აზერბაიჯან-თურქეთს შორის სახმელეთო, ე.წ. ზანგეზურის კორიდორის გაჭრის შესახებ და აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ამჯერად უშუალოდ სომხეთის ტერიტორიას შეუტევდნენ. ამ შეხედულების, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში გაპოპულარულებას ხელი შეუწყო აზერბაიჯანის ხელისუფლების და უშუალოდ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებებმაც, რომელთა ნაწილიც ზოგადად სომხეთის არსებობასაც კი უარყოფდა და მას ისტორიულ „დასავლეთ აზერბაიჯანად“ აცხადებდა. ამასვე დაემატა სომხეთსა და, აქამდე მის მოკავშირეს, რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვაც, რამაც გააჩინა მოსაზრება იმაზე რომ რუსეთმა აზერბაიჯანს, უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვისაც მწვანე შუქი აუნთო. თუმცა, თუკი მოვლენებს დეტალურად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ რომ როგორც რუსეთის, ისე თურქეთის როლი ყარაბაღის საკითხში საკმაოდ ორაზროვანია, თურქეთის და აზერბაიჯანის ინტერესები ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა და სომხეთის ხელისუფლებასაც ყარაბაღის მიმართ საკმაოდ ორაზროვანი, შიდაპოლიტიკური რეალობით გამოწვეული დამოკიდებულება გააჩნია.

თურქეთი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია შეიძინა და აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ორივე მეომარ მხარესთან, აზერბაიჯანის ტრადიციული მოკავშირეა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა აზერბაიჯანის არმიის გაწვრთვნაში და შეიარაღებაში. ასევე, თურქულ შიდაპოლიტიკურ ნარატივში, აზერბაიჯანი თურქეთის ყველაზე ახლო ნათესავ და მოკავშირე სახელმწიფოდ მოიხსენიება და ძალიან პოპულარულია ჯერ კიდევ 90-იანი წლებისდროინდელი გამოთქმა „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“. აზერბაიჯანი ამავე დროს თურქეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი აირის მომწოდებელი და სატრანზიტო წერტილია, რომელიც თურქეთს რუსულ და შუა აზიურ ნავთობს და ბუნებრივ აირს მის ტერიტორიაზე გამავალი ენერგომატარებლების საშუალებით აწვდის. ამავე დროს აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ინვესტორია თურქეთისთვის, ისე რომ თურქეთში აზერბაიჯანულმა ინვესტიციებმა, მნიშვნელოვნად გადააჭარბა აზერბაიჯანში არსებულ თურქულ ინვესტიციებს. ასეთ რეალობაში, თურქეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან ერთად, აზერბაიჯანის თურქეთის შიგნით არსებული გავლენაც საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მიუხედავად გარკვეულ დეტალებში ინტერესთა თანხვედრისა და ორივე ქვეყნის საზოგადოებებში ერთმანეთის მიმართ სენტიმენტალური დამოკიდებულებისა, თურქეთის და აზერბაიჯანის ინტერესები საკმაოდ განსხვავებულიც შეიძლება იყოს. ზანგეზურის კორიდორი ერთ-ერთი ასეთი საკითხია. აზერბაიჯანისათვის ზანგეზურის კორიდორი ნახიჭევანის ექსკლავთან და თურქეთთან დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს ხაზს წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვნად გააიოლებს ნახიჭევანის მომარაგებას და რეგიონს და ცენტრს შორის ეკონომიკურ კავშირებს გააღრმავებს, მაგრამ თურქეთისთვის, რომლისთვისაც ნახიჭევანის ფაქტორი მეორეული და აზერბაიჯანთან გადაჯაჭვულია, სომხეთის და სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვრების გახსნა ბევრად აქტუალურია და ზანგეზურის კორიდორი ბევრად უკანა პლანზეა. ოფიციალურად, სომხეთ-თურქეთის საზღვარი, თურქეთის მიერ ყარაბაღის საკითხში აზერბაიჯანისადმი სოლიდარობის ნიშნად დაიკეტა, შესაბამისად, ყარაბაღის საკითხის ოფიციალური გადაწყვეტის შემდეგ, მის გახსნას წესით წინ არაფერი ეღობება და როგორც კვლევები აჩვენებს, თურქეთის მხარეს, ყარსის და იღდირის პროვინციების მოსახლეობა საზღვრის გახსნას ემხრობა.

საზღვრის გახსნა, ერთნაირად მომგებიანია თურქეთისთვის, რომლის სასაზღვრო რეგიონები – ყარსის და იღდირის პროვინციები, ეკონომიკური კუთხით საკმაოდ მოგებულები დარჩებიან, ანისის ნანგრევები, არარატის მთა და სხვა, სომხური კულტურისათვის უმნიშვნელოვანესი ადგილები ორ რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის. დიდი იქნება საზღვრის მიღმა ვაჭრობის გავლენაც დანარჩენ თურქეთთან შედარებით ეკონომიკურად უკან მყოფი პროვინციის განვითარებაზეც. სომხეთისთვის თურქეთთან საზღვრის გახსნა მკვეთრად შეამცირებს იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ სატრანზიტო ხარჯებს და ამავე დროს, სომხეთს საშუალებას მისცემს ბიუჯეტი შეავსოს სატრანზიტო გადასახადებით, რომლებიც აუცილებლად მოჰყვება თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ბევრად გაზრდილ სახმელეთო ვაჭრობას და გადაზიდვებს. ამ გეოგრაფიულ მოცემულობაში, ნახიჭევანი უკანა პლანზე რჩება, რადგანაც თურქული ბიზნესისთვის იღდირის ან ყარსის გავლით ერევნამდე მიღწევა და მისი გავლით აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიაზე შესვლა ბევრად უფრო ეკონომიური და მოსახერხებელი შეიძლება იყოს, ვიდრე ამის ნახიჭევანის გზით გაკეთება და ზანგეზურის კორიდორის გამოყენებაა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გახსნის შემდეგ, ერევნის გავლით, აზერბაიჯანის ისეთ მნიშვნელოვან პუნქტებამდე მიღწევა როგორიცაა განჯა, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით და არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ბევრად რენტაბელურიც შეიძლება იყოს. ამგვარად, ზანგეზურის კორიდორის მნიშვნელობა აზერბაიჯანის და თურქეთის პოზიციებიდან საკმაოდ ასიმეტრიულია და თურქეთისთვის, ის დიდწილად პოლიტიკური და სენტიმენტალურია, განსხვავებით აზერბაიჯანისაგან.

სწორედ ამ ჭრილშია აღსათქმელი ის ერთი შეხედვით მოულოდნელად ზომიერი განცხადებები და ნახიჭევანზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ 25 სექტემბერს ნახიჭევანში განხორციელებულ ვიზიტს ახლდა. ერთი მხრივ, ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო იღდირი-ნახიჭევანის გაზსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში და ყურადღება გაამახვილა ნახიჭევანის მნიშვნელობაზე, მეორე მხრივ კი აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი და მოერიდა იმ რადიკალური რიტორიკის გამოყენებას, რომელსაც მისგან არაერთი თურქი თუ აზერბაიჯანელი ნაციონალისტი ელოდა.

აზერბაიჯანულმა მხარემაც, მიუხედავად იმისა რომ სომხების მასობრივი გადაადგილება ყარაბაღიდან სომხური და დასავლური მედიის მიერ ეთნიკურ წმენდად შეფასდა, საკმაოდ ზომიერი რიტორიკის გამოყენება ამჯობინა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხურ მოსახლეობას რეგიონში დარჩენის და აზერბაიჯანში ინტეგრაციისაკენ მოუწოდა. რასაც, აზერბაიჯანულ საზოგადოებრივ დისკურსში მრავალი წლის განმავლობაში პოპულარული და ხელისუფლების მიერ გაღვივებული ანტისომხური პროპაგანდის გამო, სომხურ მოსახლეობაში დიდი ნდობა არ გამოუწვევია, თუმცა საკმაოდ ეფექტურად მოერგო პირველ რიგში ევროპის ქვეყნების ოფიციალურ, ლეგალისტურ რიტორიკას და ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან ევროკავშირის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში ხოსეპ ბორელი ან ევროპული კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდწილად მშრალი განცხადებებით შემოიფარგლნენ. ევროპის ლეგალისტურ რიტორიკასთან თანხვედრის ფარგლებშია განსახილველი აზერბაიჯანის კარნახით გადადგმული ისეთი ნაბიჯებიც, როგორიცაა თვითგამოცხადებული ყარაბაღის პრეზიდენტის სამველ შაჰრამანიანის მიერ რესპუბლიკის თვითლიკვიდაციის აქტზე ხელის მოწერა.

რუსული მხარე, რომელიც სომხეთის ძირითად მოკავშირედ და ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლების ფაქტობრივ მფარველად მოიაზრებოდა, დიდწილად სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის კრიტიკით შემოიფარგლა და მიუხედავად სომხეთთან არსებული სამოკავშირეო ხელშეკრულებებისა, კონფლიქტში ჩარევა არც უცდია.

შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ზანგეზურის კორიდორის გასახსნელად, წესით და რიგით აზერბაიჯანს გეოპოლიტიკური რეალობა ხელს უნდა უწყობდეს, თუმცა მიუხედავად ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრებისა, სამხედრო გზით კორიდორის გახსნა გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად ნაკლებად სავარაუდოდ შეიძლება იქნეს მიჩნეული შემდეგი ფაქტორების გამო:

1) განსხვავებით ყარაბაღისაგან, სიუნიკის პროვინცია, რომელზეც ზანგეზურის კორიდორი გადის, სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია მოქცეული და მასზე თავდასხმა აზერბაიჯანისთვის ისეთ პერიოდში როცა ის საკუთარი იმიჯის ხელახალ ფორმირებას და ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ენერგომომმარაგებლად პოზიციონირებას ცდილობს, კონტრპროდუქტიულია.

2) ირანი, რომელიც სიუნიკის პროვინციის აზერბაიჯანის მიერ დაკავების შემთხვევაში დაკარგავს საზღვარს სომხეთთან, მკვეთრად უარყოფითად მოეკიდება აზერბაიჯანის ნებისმიერ მცდელობას სამხედრო გზით დაამყაროს კონტროლი ზანგეზურის კორიდორზე და ამასთან დაკავშირებით, ირანმა აზერბაიჯანის ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილა. ირანისთვის სომხეთი მნიშვნელოვანია როგორც სახმელეთო დამაკავშირებელი პირველ რიგში რუსეთთან, ნაწილობრივ სამხრეთ კავკასიასთან, ასევე როგორც ბაზა, საიდანაც ირანული კომპანიები მეტნაკლებად ახერხებენ სანქციების გვერდის ავლით ოპერირებას. ამავე დროს, ირანისთვის პრობლემურია სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ბალანსის თურქეთის და აზერბაიჯანის სასარგებლოდ ცვლილებაც, რომელიც თურქეთში ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, კავკასიაში ნატოს შემოსვლის კატალიზატორადაც შეიძლება იქცეს.

3) ორდღიანი, აზერბაიჯანის თანახმად, ე.წ. „ანტი-ტერორისტული ოპერაციის“ შედეგად გამოწვეული დანაკარგები აზერბაიჯანის არმიაში (ოფიციალური ცნობებით 192 დაღუპული და 511 დაჭრილი), მით უფრო ცხრათვიანი ბლოკადის შემდეგ საკმაოდ გადაღლილ, ყარაბაღის სომხურ ფორმირებებთან ბრძოლაში, არ არის ის რიცხვი, რომელიც პოზიტიურ მოლოდინს გააჩენდა აზერბაიჯანული არმიის ბრძოლისუნარიანობასთან დაკავშირებით ბევრად სერიოზულ ოპონენტთან. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ ალიევის ხელისუფლება, რომელიც ბოლო სამხედრო ოპერაციის დაწყებამდეც თვეების განმავლობაში „სინჯავდა ნიადაგს“, ამჯერადაც გრძელვადიანი ხედვით მიუდგება საკითხს და მოერიდება ფართომასშტაბიან დაპირისპირებას, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ექსტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს მოიცავს.

4) არ არის გამორიცხული რომ თურქეთმა, მიუხედავად მისი ისთებლიშმენთის ერთი ნაწილის რიტორიკისა, ზანგეზურის კორიდორის შედარებით დაბალი რეალური პრიორიტეტის გამო, აზერბაიჯანის პოტენციური სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერას სომხეთ-თურქეთის და სომხეთ აზერბაიჯანის საზღვრების გახსნაზე მუშაობა ამჯობინოს.

5) სომხეთის ხელისუფლების და თავად პრემიერ ფაშინიანის ფრთხილი განცხადებები და მათი მცდელობები სამშვიდობო პროცესში დასავლეთის ქვეყნების ჩარევასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული მხარისათვის ლეგიტიმური Casus Belli-ს მოძიებას ართულებს.

ასეთ სიტუაციაში, მოკლე ვადაში სრულმასშტაბიანი კონფლიქტის განახლების ერთადერთი რეალური ვარიანტი არსებობს, სომხეთში ხელისუფლების ცვლილება და ხელისუფლებაში ე.წ. ყარაბაღის კლანის დაბრუნება, ყარაბაღის მოძრაობის ვეტერანების, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების რობერტ ქოჩარიანის და სერჟ სარგისიანის ხელმძღვანელობით. მართლაც, ფაშინიანის ოპოზიციამ და მათ შორის ქოჩარიანის და სარგისიანის მომხრეებმაც, ერევანში საპროტესტო მოძრაობის ორგანიზება დაიწყეს, თუმცა ხელშესახები წარმატების გარეშე. გავრცელდა ხმები იმაზეც, რომ რუსეთი სომხეთში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, თუმცა ჯერჯერობით ფაშინიანის პოზიციები საკმაოდ მყარი ჩანს, რასაც ხელს უწყობს ისიც რომ ყარაბაღის კლანი და მასთან დაახლოებული ფიგურები, არაერთი გახმაურებული კორუფციული სკანდალის შემდეგ, სომხურ საზოგადოებაში ბევრად უფრო არაპოპულარულები არიან ვიდრე ფაშინიანი.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ისიც, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობისაგან დიდწილად დაშლის შემდეგ, სომხეთში ხელისუფლების ცვლილებაც კი ვერ შექმნის ისეთ სიტუაციას, რომელშიც ყარაბაღზე სომხეთის რაიმე სახის შეტევას სამხედრო წარმატების შანსი ექნება. სომხეთის ტრადიციული მოკავშირე რუსეთი კი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობებს, ნაკლებად სავარაუდოა რომ რაიმეთი დაეხმაროს სომხეთის თუნდაც პრო-რუსულ ხელისუფლებას. მას საამისოდ არც რესურსი გააჩნია, რადგანაც უკრაინაში მიმდინარე ომი ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს.

ასეთ ფონზე, ალიევის რიტორიკა ყარაბაღელი სომხების აზერბაიჯანში ინტეგრაციაზე, რაც არ უნდა არაგულწრფელად და არასანდოდ მოჩანდეს, ადგილობრივი სომხების ერთი ნაწილის რეგიონში დარჩენის ერთადერთი ვარიანტია. თუმცა აზერბაიჯანში, სადაც არმენოფობია ათწლეულების განმავლობაში მიზანმიმართულად ღვივდებოდა სახელმწიფოს ხელით და ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიც იყო უნგრეთში აზერბაიჯანელი სამხედროს მიერ მძინარე სომეხი სამხედროს მკვლელობა, გმირულ ქმედებებად გამოცხადდა, ძალიან რთული იქნება ამ რიტორიკით აშენებული განწყობების ისე შეცვლა, რომ თუნდაც იმ სომხებმა რომლებიც ყარაბაღში დარჩებიან და აზერბაიჯანის მოქალაქეობას მიიღებენ, აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლონ.

სამხრეთ კავკასიაში კი ახალი სურათი იკვეთება, სადაც რუსეთი, მიუხედავად იმისა რომ ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას, თანდათან არა დომინანტი, არამედ რეგიონში წარმოდგენილი ერთერთი ძალა ხდება, სომხეთის ტრადიციული ალიანსი რუსეთთან დასასრულს უახლოვდება, თურქეთის და აზერბაიჯანის საბოლოო პოლიტიკური ორიენტაცია კი დიდწილად უკრაინის ომის და რუსეთისათვის მის სავარაუდო შედეგზეა დამოკიდებული.

გაზიარება