წალკელი ეკომიგრანტების პრობლემები და მათი სამართლიანი პროტესტების მცირე ქრონოლოგია

ავტორი: კოტე გაბულდანი

„რაც დაქირავებული მუშაა კაპიტალისტის მიმართ, ისაა ბინის დამქირავებელი სახლმფლობელის მიმართ“

ფრიდრიხ ენგელსი

წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა უმრავლესობას სტიქიური მოვლენების შედეგად გადმოსახლებული ადამიანები წარმოადგენენ. მათ მაღალმთიან რეგიონებში მატერიალური ზიანი მიადგათ, თუმცა აქ მხოლოდ ამ გარემოებების შედეგად გადმოსახლებული ადამიანები არ ცხოვრობენ, არამედ მაღალმთიანი რეგიონებიდან, ძირითადად სვანეთიდან და აჭარიდან, გაუსაძლისი პირობების გამო მიგრირებული ადამიანებიც. საინტერესოა რამდენად გახდა შვება ამ ხალხისათვის წალკაში ჩამოსახლება? ზემო სვანეთიდან და აჭარიდან დაძრული ადამიანები აქ ახლის და უკეთესი მომავლის იმედით ჩამოვიდნენ, თუმცა ჩამოსვლის დღიდან თავიანთი ძალებით მოუწიათ ბინის საკითხის დროული გადაჭრა, რაც სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა. ვინაიდან სახელმწიფოს არ გააჩნდა სამოქმედო გეგმა და ბერკეტი ამ საკითხის გადასაჭრელად, მათ საკუთარი ინიციატივით დაიკავეს ბერძნებისაგან მიტოვებული სახლები, რაც დროებითი თავშესაფარი აღმოჩნდა, რადგან ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოასახლონ.

ბერძნების უკან დაბრუნების შემთხვევაში ამჟამინდელ მაცხოვრებლებს ორი არჩევანი აქვთ: გასახლება ან სახლის ყიდვა. თუ მესაკუთრე სახლის გაყიდვას გადაწყვეტს, ოჯახი იძულებულია დაწესებული საფასური ვადებში მოიძიოს, რაც ხშირად წარუმატებელი ცდაა. შედეგად, ოჯახებს უწევთ ახალი სახლის ძიება. წალკაში არიან ოჯახები, რომლებსაც სამჯერ და ოთხჯერაც მოუწიათ სახლის გამოცვლა ან გადასვლა სხვა რაიონსა თუ სოფელში.

წალკაში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობა შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ფეოდალური ჩამორჩენილობის პარადიგმა. ფრიდრიხ ენგელსი მის ნაშრომში – ‘’ბინის საკითხისათვის’’ წერს შემდეგ რამეს: ‘’ჩვენ უყოყმანოდ ვამტკიცებთ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი დაცინვა ჩვენი სახელგანთქმული საუკუნის მთელი კულტურისა, ვიდრე ის ფაქტი, რომ დიდ ქალაქებში მოსახლეობის 90 პროცენტს და კიდევ მეტს არ გააჩნია თავშესაფარი, რომელიც მათ შეეძლოთ თავის საკუთრებად ჩათვალონ. ზნეობრივი და ოჯახური არსებობის ნამდვილი ცენტრი, ოჯახის კერა, სოციალურ ქარტეხილს მიაქვს. ამ მხრივ ჩვენ ველურებზე გაცილებით უფრო დაბლა ვდგავართ. ტროგლოდიტს თავისი გამოქვაბული აქვს, ავსტრალიელს – თავისი ფაცხა, ინდოელს – თავისი საკუთარი კერა. თანამედროვე პროლეტარი კი ფაქტობრივად ჰაერში ჰკიდია’’

ამ ტექსტის დაწერიდან საუკუნეზე მეტი დრო გავიდა. ის ქალაქი, რომელზეც მე ვსაუბრობ, არ არის ინდუსტრიული და არც პროლეტარიატი ჰყავს, თუმცა ჰყავს გაღარიბებული გლეხი, რომლის მდგომარეობას ამძიმებს საცხოვრებლის გარეშე ყოფნა.

2014 წელს აჭარელმა და სვანმა ოჯახებმა ბინის ქირისა გაზრდილი ფასებისა და გამოსახლების გამო დაიკავეს წალკის მუნიციპალიტეტის ყოფილი საავადმყოფოს შენობა, სადაც არც სასმელი წყლის და არც ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. მობილობის შემდეგ ოჯახებს არც საქონლის დასაბინავებელი სივრცე გააჩნდათ. ახალმოსახლეებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად წალკის მერიას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ, ცხრა წლის შემდეგ ეს ადამიანები კვლავ ძველ საავადმყოფოს აფარებენ თავს. წალკის მერმა კი პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად განაცხადა, რომ ამ ოჯახებიდან მხოლოდ ერთი ოჯახი იყო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული. ამგვარად იქ მცხოვრებ ადამიანებს ღირსეული საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად თავად უნდა ეზრუნათ.

წალკაში მიგრაცია ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან, კერძოდ 1998 წლიდან, იწყება. მიგრაციული პროცესები უფრო მასობრივი ხდება ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობის დროს. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სტიქიის შედეგად გაუბედურებულ ოჯახებს ბერძნების სახლების დაკანონებას და სამიწათმოქმედო მიწების გადაცემას დაჰპირდნენ. ობიექტურობისათვის საჭიროა ვთქვათ, რომ სამეურნეო მიწების გადაცემა ნამდვილად მოხდა ეს იყო ე.წ ‘’პრეზიდენტის საჩუქარი’’, მაგრამ ეს სამეურნეო მიწები დასახლებული პუნქტიდან ძალიან შორს იყო.

წალკელმა ეკომიგრანტებმა მათი პრობლემების მოგვარების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. 2013 წლის მაისში მათ აქცია ჩაატარეს კანცელარიასთან – სრულიად სამართლიანი მოთხოვნით, რომ დროულად დაკმაყოფილებულიყო მათთვის საცხოვრებლის შეძენა და დაკანონება. ამასთან ერთად, ისინი მოითხოვდნენ კვლავ კოლექტიურ საკუთრებაში დაბრუნებულიყო პრივატიზებული მიწა, რომელსაც მანამდე საძოვრად იყენებდნენ. გასხვისებული მიწის ფართობი დაახლოებით 500 ჰექტარს შეადგენდა. დაახლოებით ამავე მოთხოვნებით გამოვიდნენ სოფელ ხარების მკვიდრნი 2018 წელს.

2019 წელს წალკაში მორიგ საპროტესტო აქციაზე საცხოვრებლის დაკმაყოფილებასთან ერთად სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების მოთხოვნა გაჟღერდა. მათ შორის, სამედიცინო მომსახურების საკითხი, რომელიც ‘’ქართული ოცნების’’ დაპირებებში შედიოდა და წყლის პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც წლებია აწუხებს წალკაში და მის სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს.

2019 წლის ზაფხულში 70-მდე ეკომიგრანტმა აქცია პარლამენტთან ჩაატარეს. მათ კვლავ შეახსენეს ხელისუფლებას დანაპირები და ასევე ითხოვდნენ, რომ კუთვნილი მიწები კვლავ კოლექტიურ საკუთრებაში დაბრუნებულიყო.

2014 წელს წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქოს დაიწყეს, მაგრამ გამოიკვეთა თანხის არამიზნობრივი ხარჯვა. მაგალითად, სოფელ თრიალეთში გრუნტის დამუშავების ღირებულება განისაზღვრა 35.4 ლარით, მაშინ როდესაც ხარჯთაღრიცხვაში ანალოგიური სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 5.9 ლარს. აღნიშნული ფასის გათვალისწინების შემთხვევაში სამუშაოების შესრულება შესაძლებელი იყო 13.3 ათასი ლარით ნაკლები დანახარჯით. წყლით მომარაგების პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში დგას მწვავედ. პრობლემის მიზეზად სახელდება ის, რომ წყალი მთლიანად მიეწოდება სამეურნეო მიწების მფლობელებს, რაც თავისთავად გულისხმობს სხვა ადამიანებისათვის წყლის წართმევას.

წალკაში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა ამავდროულად განიცდის იმ შრომით ექსპლუატაციას, რომელსაც მთელი ქვეყნის მოსახლეობა.

2021 წელს დაშბაშის კანიონის კეთილმოწყობის სამუშაოებისას ორასამდე მუშა გაიფიცა. ისინი მოითხოვდნენ კუთვნილი ანაზღაურების დროულად მიღებას. ეს იყო მშრომელების პირველი გაფიცვა წალკაში, რომელიც მიემართებოდა კერძო კომპანიას.

ამასთან ერთად, წალკელი მიგრანტები არიან საერთაშორისო შრომითი მიგრაციის მსხვერპლნი და სეზონური სამუშაოებისთვის მიემგზავრებიან სხვა ქვეყნებში. კერძოდ, თურქეთში, სადაც ისინი თხილისა და ჩაის პლანტაციებში მუშაობენ იაფ მუშა ხელად.

ყველა ხელისუფლების პირობებში წალკის მოსახლეობა საკუთარ ქვეყანაში გაუცხოებას განიცდიდა. ისინი არიან მუდმივ შიშში, რომ მათ ერთ დღესაც გამოასახლებენ. მათი მატერიალური მდგომარეობა უარესდება და მხოლოდ მათი მდგომარეობა უმჯობესდება, ვინც მოახერხა ადგილობრივებისათვის ქონების გამოგლეჯა. მსგავსი ფეოდალური დამოკიდებულების ფონზე აქაურობა იცლება. იცლება უპერსპექტივობისა და უიმედობის განცდით. იცლება ახალგაზრდებისაგან, რომლებსაც უნდა ესწავლათ უნივერსიტეტებში და მიეღოთ შესაბამისი განათლება, თუმცა სახელმწიფო სტუდენტებისათვის სწავლის განმავლობაში ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ვერ ახერხებს.

ყველაფერთან ერთად ეს რეგიონი ეთნიკურად მრავალფეროვანია და 90-იან წლებში დაპირისპირების ველად იქცა. რეგიონში ადგილობრივი მკვიდრნი: სომეხი, ქართველი თუ აზერბაიჯანელი ოჯახები მრავალ საერთო სოციალურ პრობლემას აწყდებიან და მათი მატერიალური მდგომარეობა თანაფარდია. ამიტომაც ერთმანეთისადმი აგრესია და შუღლი არის სრულიად უსაფუძვლო და ამ აგრესიამ უნდა შეიცვალოს კალაპოტი და უნდა მიემართებოდეთ მათ, ვინც დღეს ამ ხალხს ასეთ დღის წესრიგში ამყოფებს. კაპიტალისტური მონათმფლობელური პოლიტიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ერთმანეთის მიმართ ჰქონდეს ანტაგონისტური დამოკიდებულება.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თითოეული შესახლებული ოჯახის ღირსეული საცხოვრებლით დაკმაყოფილება და მათი უზრუნველყოფა საჭირო სოციალური პირობით; აუცილებელია მათი ემანსიპაცია და მათი კანონიერი უფლებების დაკმაყოფილება არ უნდა გადაიდოს.

წალკელი ეკომიგრანტების პრობლემები და მათი სამართლიანი პროტესტების მცირე ქრონოლოგია

ავტორი: კოტე გაბულდანი

„რაც დაქირავებული მუშაა კაპიტალისტის მიმართ, ისაა ბინის

დამქირავებელი სახლმფლობელის მიმართ“

სქოლიო

1. კ. მარქსი ფ.ენგელსი – ‘’რჩეული ნაწერები’’ ენგელსი – ‘’ბინის საკითხისათვის’’. ტ.1 გვ.647

2. კ. მარქსი ფ.ენგელსი – ‘’რჩეული ნაწერები’’ ენგელსი – ‘’ბინის საკითხისათვის’’. ტ 1 გვ. 651

3. https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=41408&lang=1

4. https://socialjustice.org.ge/ka/products/ekomigrantebi-tsalkidan-photo

5. https://www.radiotavisupleba.ge/a/24988394.html

6. https://www.interpressnews.ge/ka/article/508400-achareli-ekomigrantebi-calkis-municipalitetshi-dges-saprotesto-akcias-gamartaven

7. https://qronikaplus.ge/%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91/

8. https://www.ajaratv.ge/article/44390

9. https://factcheck.ge/ka/story/31799-gamgebeli-romelsats-otsneba-tsalkis-merobis-kandidatad-asakhelebs-da-misi-mmarthvelobis-dros-arsebuli-kharvezebi

10. https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/7566-protesti-tsalkashi-dashbashis-kanionze-dasaqmebulebi-gaipitsnen

გაზიარება