ივნისის გაფიცვა ჭიათურაში:

კორპორატიული თუ პოლიტიკური კრიზისი?

ავტორი: გიორგი ცინცაძე

24 ივნისს დასრულდა კიდევ ერთი გაფიცვა ჭიათურაში. ეს გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგენეზმა“ დაარღვია პირობა თებერვლიდან დაწყებული „სპეციალური სამუშაო რეჟიმის“ დასრულების შესახებ. ამ რეჟიმის პირობებში მაღაროელები ხელფასის მხოლოდ 60 პროცენტს იღებდნენ. საგამონაკლისო რეჟიმი მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ სამუშაო პროცესის პირვანდელ პირობებში აღდგენა ვერ შეძლო და ივნისიდან დამსაქმებლებს შემცირებული ხელფასით და გახანგრძლივებული სამუშაო გრაფიკით გაგრძელება მოსთხოვა, რაზეც მაღაროელებმა უარი თქვეს.

ჭიათურაში ყოველი მომდევნო გაფიცვა ნაწილობრივ იმეორებს წინამორბედის მოთხოვნებს სამართლიანი ხელფასის, უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირების შესახებ. ამასთან, პროტესტის ყოველი ახალი ტალღა ირეკლავს მოპოვების უახლესს ფორმებს, ეხმაურება იმას, თუ როგორ იცვლება და რა ფორმას იღებს მანგანუმის მოპოვების რეჟიმი. მაგალითად, დღეს სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის ცოცხალ-მკვდარ კარკასს – მწყობრიდან გამოსულ და ნახევრად ფუნქციურ მოპოვებით და გამამდიდრებელ ინფრასტრუქტურას – ღია კარიერები ემატება, რაც მოპოვების ფრონტს სოფლების მიმართულებით აფართოებს. ამიტომ, საგაფიცვო მოთხოვნებს შორის გაჩნდა მოთხოვნები ახალი ტერიტორიების „ათვისების“ დარეგულირების და მოსახლეობის უფლებების დაცვის შესახებ.

თუ მოსახლეობის და გაფიცულთა საპროტესტო მოთხოვნები მოპოვების ახალ ფორმებს ირეკლავს, კომპანიის მხრიდან გაფიცვაზე პასუხად მიღებული ზომები მის მიდგომებს და სტრატეგიას ასახავს. ივნისის 19-დღიან გაფიცვაზე პასუხად, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გააკეთა განმარტება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ კომპანია „ღრმა ფინანსურ კრიზისს“ განიცდის. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ „წლებია კომპანია ზარალიანია,“ რომ გლობალურმა კრიზისმა ჭიათურაში ფინანსური კრიზისი შექმნა, რომ „კომპანია ასეთ რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდის.“

ივნისის გაფიცვაზე პასუხად გაკეთებული ამ და სხვა განცხადებების მოკლე შინაარსი ასეთია: ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება ზარალიანი ტვირთია, რომელსაც კომპანია კეთილი ნების საფუძველზე და ჭიათურის სოციალური კრიზისისგან დასაცავად ეზიდება. კომპანია ცდილობს „აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი“ და, უფრო მეტიც, მზადაა „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს.“ კომპანიის განცხადებების მიხედვით, „ჯორჯიან მანგანეზი“ იმისთვის არსებობს, რომ რეგიონი შემოსავლის გარეშე არ დარჩეს.

რამდენიმე წლის წინ მსგავსი პოზიცია ჰქონდა „საქნახშირს,“ რომელიც, ტყიბულში 2018 წელს მომხდარი ფატალური შემთხვევების შემდეგ ამბობდა, რომ მზადაა კომპანია უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.“ მაშინ საქნახშირის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ „ქარხნის ამუშავება უფრო სოციალური პროექტია, ვიდრე ბიზნეს გათვლა.“

ჭიათურაში არგუმენტს სოციალური კრიზისის შესახებ იყენებს არა მხოლოდ „ჯორჯიან მანგანეზი,“ არამედ სახელმწიფოც, თანაც არა მხოლოდ რიტორიკულად, არამედ სამართლებრივადაც. 2016 წელს, როცა, განმეორებითი გარემოსდაცვითი დარღვევების გამოვლენის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრომ მინიჭებული ნებართვის გაუქმების შესახებ იმსჯელა, შესაძლო სოციალური კრიზისი ამ ნაბიჯის საწინააღმდეგო არგუმენტად მოგვევლინა. 2016 წლის 5 ივლისის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ „საწარმო წარმოადგენს ქალაქ ჭიათურასა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ძირითად დასაქმების წყაროს, ხოლო მისთვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაუქმება გამოიწვევს მნიშვნელოვან სოციალურ კრიზისს… გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაუქმება და ამით ნებართვის მფლობელისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ვერ უზრუნველყოფს შექმნილი რთული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას.“

სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის გლობალურ ისტორიაში მრავლად გვხვდება შემთხვევები, როცა სახელმწიფო მომპოვებელ კომპანიას ექსპროპრიაციით ან ნაციონალიზაციით ემუქრება; არსებობს ისეთი მაგალითებიც, როცა მაღაროელები საწარმოს მათთვის გადაცემას ითხოვენ. ასეთ დროს, როგორც წესი, მომპოვებლები კონცესიებს, ნებართვებსა და საკუთრების უფლებას გამალებით იცავენ. როგორ უნდა გავიგოთ შემთხვევა, როცა მომპოვებელი კომპანია თავად სთავაზობს დასაქმებულებს საწარმოს „მართვაში გადაცემას“, თანაც მაშინ, როცა არც ამის სამართლებრივი უფლება აქვს, და არც მსგავსი მოთხოვნა გაჟღერებულა?

* * *

დომინაციის ყველა ურთიერთობას, ადრე თუ გვიან, სჭირდება გამართლება. კრიზისულ ვითარებაში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მასშტაბით, მეორდება ერთი და იგივე არგუმენტი იმაზე, თუ ვინ ვის სჭირდება სინამდვილეში: იმპერიას კი არ სჭირდება კოლონია, არამედ კოლონიას – იმპერატორი; დამსაქმებელს კი არ სჭირდება დასაქმებულები, არამედ დასაქმებულებს – დამსაქმებელი; მომპოვებელ კომპანიას კი არ სჭირდება ჭიათურის წიაღისეული, ჭიათურას სჭირდება მომპოვებელი კომპანია. უთანასწორო, ექსპლუატაციური ურთიერთობებისგან გათავისუფლების პირველი ნაბიჯი ამ თეთრი ძაფით ნაკერი ილუზიების ეჭვქვეშ დაყენებაა.

პერიოდულად, მანგანუმის ფასი ნამდვილად ეცემა, და ამაში გასაკვირი არაფერია. საბაზრო ეკონომიკაში ფასის ცვლილება ბუნებრივი მოვლენაა ყველა ინდუსტრიაში. ფასის შესაძლო ცვლილების გათვალისწინებაც, ცხადია, კომპანიის პასუხისმგებლობაა. თუ მანგანუმის ფასის შემცირებისთანავე ქალაქი უკიდურესი სოციალური კრიზისის წინაშე დგება, სად გაქრა წლების მანძილზე მანგანუმის მოპოვებისა და რეალიზებისგან დაგროვებული სიმდიდრე?

შედარებითი ეკონომიკური კეთილდღეობისა და კრიზისული პერიოდების ციკლებთან გასამკლავებლად, უფრო წინდახედული და ანგარიშვალდებული მომპოვებელი კომპანიები და სახელმწიფოები, სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ: ქმნიან სარეზერვო ფონდებს, სოციალურ პროგრამებს და დაზღვევის სისტემას; მოპოვებისგან მიღებულ შემოსავალს აბანდებენ მოპოვებისგან დამოუკიდებელ ეკონომიკურ სექტორებში; წინასწარ, ადგილობრივ და ეროვნულ ხელისუფლებასთან ერთად გეგმავენ კრიზისული პერიოდის სოციალური ზეგავლენის შესამსუბუქებელ ზომებს.

მოპოვებისგან მიღებული სარგებლის რეინვესტირება ალტერნატიულ ეკონომიკაში არა სასურველი, არამედ აუცილებელია. მანგანუმი, როგორც ყველა სხვა წიაღისეული, ამოწურვადი რესურსია. ამოწრუვადი რესურსის მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სოციალურად მდგრადი, თუ მოპოვების რეჟიმი ითვალისწინებს მოპოვებული რესურსის ამოწურვადობას. ეს ნიშნავს, რომ მოპოვებამ ამოწურვამდე უნდა მოამზადოს ნიადაგი სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების გაგრძელებისთვის ამოწურვის შემდეგ.

* * *

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება სოციალური პროექტი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მანგანუმის ფასი დაბალია. პანდემიამდე კომპანია მიუთითებდა, რომ მან მოიძია ახალი გასაღების ბაზრები; რომ ის ქვეყნის საერთო ექსპორტის 10 პროცენტს აწარმოებს და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ხელშესახებ წილს ქმნის; რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის შემოერთებასთან ერთად, მისი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზარდა. ამ პერიოდში კომპანია არ მალავდა ოპტიმიზმს – სპეციალური მმართველი იმაზეც საუბრობდა, რომ 2022 წლისთვის მდინარე ყვირილაში აღდგება ნავებით და კატერებით სეირნობა.“ 2021 წელს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ წმინდა მოგებამ 74 მილიონი ლარი შეადგინა.

რატომ არ მიიმართებოდა წლების განმავლობაში მიღებული მოგება სტაბილური სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, ისეთი რეგიონული განვითარებისთვის, რომელიც მთლიანად მანგანუმის ფასზე დამოკიდებული არ იქნებოდა? რისი გაკეთება შეიძლებოდა ჭაითურისთვის იქ მოპოვებული მანგანუმის ფასად?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს შეუძლებელი იმიტომაა, რომ კომპანია გამჭირვალე მხოლოდ დროებით, „კრიზისულ“ ვითარებაში ხდება. თუ მანგანუმის მოპოვება სოციალური პროექტია, ის ყველაზე გასაიდუმლოებული სოციალური პროექტია მსოფლიოში. „გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნის საფუძველზე და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომპანიამ გადაწყვიტა ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურება გაასაჯაროოს,“ თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, კომპანია წლებია მალავს საკვანძო ინფორმაციას, მათ შორის ისეთ ინფორმაციას, რომლის გაცემასაც მას კანონი ავალდებულებს. მაგალითად, „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების ამსახველი დოკუმენტები არ არის წარდგენილი […] ზედამხედველობის სამსახურში“, რაც კანონმდებლობის მოთხოვნაა და რის გამოც კომპანია არაერთხელ დაჯარიმებულა.

ფინანსური მაჩვენებლების სელექციური, სტრატეგიული გასაჯაროება კომპანიას საშუალებას აძლევს დამალოს სიმდიდრე, როცა მის დაგროვებას ახერხებს, და გვაჩვენოს კრიზისი, როცა მანგანუმის ფასი ეცემა. გაფიცვისას, კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპოვება თებერვლიდან შეწყდა, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულებისთვის ხელფასის 60 პროცენტის გადახდას აგრძელებდა, უნარჩუნებდა ჯანმრთელობის დაზღვევას და ცდილობდა ეშუამდგომლა ფინანსურ ორგანიზაციებთან დასაქმებულების საკრედიტო ვალდებულებების შესამსუბუქებლად. თუმცა, ფინანსური დირექტორი საყვედურნარევი ტონით აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, „საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.“ იქვე, ჭიათურისთვის მიძღვნილი გადაცემის სტუმარი გაფიცული მაღაროელების უმადურობის ერთგვარ ფსიქო-ისტორიულ ანალიზსაც გვთავაზობს: „დაუნახაობა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ პოსტ-სოციალისტური ქვეყანა ვართ, რატომღაც ჰგონიათ რომ ჰაერიდან მოდის ეს ყველაფერი, რაღაც ზე-მითიური ძალა არსებობს რომელიც ამას გამოყოფს, და ამ თანხებს იძლევა. რას იზამ, ეგრეა.“

ალბათ არაფერია იმაზე უფრო პოსტ-სოციალისტური, ვიდრე გეგონოს, რომ მაღაროელებს არ ესმით საიდან მოდის „ჯორჯიან მანგანეზის“ ფული. რთული წარმოსადგენია პოსტ-სოციალიზმისთვის დამახასიათებელი დისოციაციური კონდიციის უფრო ცხადი გამოვლინება, ვიდრე ეთერი, სადაც საღ აზრად ჟღერდება დაშვება, რომ მაღაროელებს, რომლებიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის ხარჯზე, ხანგრძლივი და მძიმე სამუშაოს შედეგად ათწლეულების მანძილზე მოიპოვებენ და ამდიდრებენ მანგანუმს, ჰგონიათ, რომ ფული „ჰაერიდან მოდის;“ აზრი, რომ რა საიდან მოდის სტუდიიდან უფრო კარგად ჩანს, ვიდრე მაღაროდან. ნეოლიბერალური კონდიციის ამ ეტაპზე მივიღეთ კლასი, რომელიც მაღაროელებს მათივე მძიმე, დაბალანაზღაურებადი შრომის შედეგად დაგროვებული სიმდიდრის იმ მცირე ნაწილაკებს აყვედრის, რომელსაც ხელფასის სახით იღებენ. გადაცემის სტუმარი მართალია, დაუნახაობა გარდაუვალია – შრომის და სიმდიდრის რეალური წყაროს დაუნახავობა – და არა იმიტომ, რომ დანახვას განსაკუთრებული უნარები სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს მფლობელების და დირექტორების ინტერესში არ შედის. რას იზამ, ეგრეა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ მომპოვებელი კომპანიის გარეშე ჭიათურა განწირულია სოციალური კრიზისისთვის, მოპოვების ის ფორმა, რომელიც ჭიათურაში ჩამოყალიბდა, არა კრიზისის თავიდან აცილების, არამედ მისი გაღრმავების ფორმაა. ღია კარიერები, რომლებიც სოფლებსა და საცხოვრებელ სახლებში შეიჭრა, ნთქავს საერთო და სამეურნეო სივრცეებს. მონოპოლიური დამსაქმებელი, დაბალი ანაზღაურება და მძიმე, სახიფათო სამუშაო პირობები ქმნის შრომით ბაზარს, რომელსაც გაურბის ყველა, ვისაც გაქცევა შეუძლია. ადგილობრივი ბუნებრივი გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამორიცხავს მდგრადი ეკონომიკური ალტერნატივების არსებობას. მოპოვების ასეთი ფორმა ჭიათურას სოციალურ კრიზისისგან ვერ დაიცავს. მოპოვების ეს ფორმა სოციალურ კრიზისს გარდაუვალს ხდის.

გაზიარება