ქალების ხმა ჭიათურის მაღაროებიდან

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი

“ჭიათურაში ყველა მოდის იმისთვის რომ გადათხაროს, გაანადგუროს, მოასარგალოს აქაურობა, მიატოვოს და წავიდეს „ – სამტვრეველას მემანქანე, ჭიათურა, 2016 წ.

ჭიათურის მაღაროებიდან ამოძახილი ხმა იშვიათად აღწევს საზოგადოების ყურამდე და გულამდე, თუმცა, მშრომელების მედეგობა, სიმამაცე და დაცული და ღირსეული ცხოვრების სურვილი პერიოდულად მაინც იფეთქებს ხოლმე ჩვენს ინფორმაციულ წყაროებში. ასეა ახლაც ჭიათურაში – დიდმა საპროტესტო ტალღამ ქალაქის ქუჩები და ნაწილობრივ ჩვენი მობილურისა თუ კომპიუტერების ეკრანებიც მოიცვა.

დღესაც, როგორც უწინ, მოვისმენთ წყრომას იმის შესახებ, რომ საზოგადოება გულგრილია, ბოლომდე ვერ თუ არ გაუაზრებია რას და რატომ ითხოვენ მაღაროელები. რაც, ვფიქრობ, რომ სამართლიანი წყრომაა. ჭიათურის მოვლენები, ალბათ, დიდი ხანია გასცდა მხოლოდ შრომით დავას „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და მაღაროელებს შორის და პოლიტიკური და ეკოლოგიური დაპირისპირების ველად იქცა. თუმცა, ამ სტატიის მიზანი არსებული მოვლენების ფართო ჭრილში განხილვა არ არის, არამედ ყურადღების გამახვილება იმ ადამიანების ყოფაზე – შინ და გარეთ – ვინც ითხოვს გადარჩენისთვის აუცილებელ პირობებს.

ამ სტატიაში ვისაუბრებ ჭიათურის მაღაროებსა და ქარხნებში დასაქმებულ ქალებზე. კვლევა, რომელიც მაღაროებსა და ქარხნებში დასაქმებული ქალების საჭიროებებს ასახავს 2016 წელს ჩატარდა ქალთა ფონდის მხარდაჭერით და ამ იდეის ავტორი და ერთ-ერთი განმახორციელებელი ვიყავი.

კვლევის მრავალი მიგნებებიდან ამ ეტაპზე ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე შევაჩერებ, რომელიც სამუშაო პირობებსა და გარემოს, მძიმე შრომიდან გამომდინარე ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს და სოციალურად დაუცველობას უკავშირდება. კვლევის რესპონდენტი ქალები მაღაროებსა და ქარხნებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდნენ. ჩვენ შევხვდით ექთნებს, დამლაგებლებს, მწონავ-ოპერატორებს, სამთო დისპეჩერებს, ლენტისა და სამტვრეველას მემანქანეებს, კონტროლიორებს, სალექი მანქანის დისპეჩერებს და სხვა.

2016 წლის კვლევის მიხედვით, რესპოდენტების 47,6% სამუშაო პირობებს ნორმალურად აფასებს, 40,4 % კი თვლის რომ ისინი მძიმე სამუშაოს ასრულებენ, 12 % კი ამბობს, რომ მათი სამუშაო პირობები ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. გამოკითხულთა მესამედი ასევე აღნიშნავს, რომ შეჰქმნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც სწორედ მაღაროში მუშაობას უკავშირებენ. დასახელებული პრობლემებიდან, პირველ რიგში, გამოყვეს, როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ჯანრმრთელობის გამოწვევები, მაგალითად, სტრესი და შფოთვა, რაც შესასრულებელ მძიმე და სახიფათო სამუშაოს უკავშირდება, ასევე გულსისხლძარღვთა პრობლემები და მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეები.

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ აღებული შრომის ანაზღაურება არ არის მათ მიერ გაწეული შრომის შესაბამისი, მითუმეტეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელშიც უწევთ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ რესპოდენტების ნაწილი ფიზიკურად მძიმე სამუშაოს არ ასრულებს, რადგან ამ სფეროში ძირითადად კაცები არიან დასაქმებული, მაინც აღნიშნავენ, რომ მუდმივად მტვრისა და დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უწევთ, რაც მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

ის რესპონდენტები, რომლებიც ექთნის პოზიციაზე მუშაობენ, აღნიშნავენ რომ მათი სამუშაო აღწერილობიდან განსხვავებულ საქმიანობას ეწევიან. კერძოდ, არიან დამლაგებლები და მუშებისთვის დღიური ულუფის ე.წ. “პაიკის” დამრიგებლები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვადასხვა საქმიანობა ერთმანეთთან დაკავშირებული საერთოდ არ არის. როგორც გაირკვა, სამუშაოზე დამატებითი პირობები მათთვის არ შეუთანხმებიათ, უბრალოდ დაავალეს. რესპონდენტები დამატებით აღნიშნავენ, რომ ე.წ. ულუფის დამრიგებლობა განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ მომზადებას საჭიროებს და ასევე მუშებთან სწორად კომუნიკაციის კარგი უნარების აუცილებლობასაც ახსენებენ. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ყველაფერთან ერთად კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყო, ამდენი დაღლილი, მშიერი ადამიანი რომ გამოდის და შენ გაფუჭებულ „პაიკას“ ახვედრებ, ან ერთ ცალ მოხარშულ კვერცხს და ისიც არ იცი როგორია, ან ვინმემ ზედმეტი აიღოს და ადამიანი მშიერი დატოვო… ეს არ არის ხუმრობა საქმე, მართალს გეუბნებით, გამწარებულმა ადამიანმა შეიძლება მკვლელობა ჩაიდინოს, შენ თუ არ დაუყვავე, მოეფერე და დაამშვიდე”. ექთნები აღნიშნავენ, რომ ხშირად ჰქონიათ ხელფასის მატებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, თუმცა, დამსაქმებელი არ აღიქვამს მათ საქმეს სერიოზულ სამუშაოდ და შესაბამისად არც განხილვას ექვემდებარება ”გვეუბნებიან ხოლმე, გვირაბგამყვანების ხელფასს რომ ითხოვთო, რას აკეთებთო მაგდენსო. არადა სამი ადამიანის საქმეს ვაკეთებთ ორას ლარად.”

აღსანიშნავია ისიც, რომ მაღაროელებისთვის განკუთვნილი დღიური ულუფა ყველა დასაქმებულს არ ერგება. არის ზოგიერთი პოზიცია, რომელზე დასაქმებულებიც იმავე რეჟიმში მუშაობენ, როგორზეც სხვები, თუმცა, მათი საკვებით უზრუნველყოფა არ ხდება. ერთ-ერთი რესპონდენტი რომელიც საშრობის მორიგედ მუშაობს აღნიშნავს, რომ მიუხედავად 24 საათიანი სამუშაო ცვლებისა, მის პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს ულუფას არ აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ანაზღაურებაც არ არის ადეკვატური. „ჩემი მუშაობის 24 საათში სამი ცვლა ასწრებს მუშაობის დასრულებას და დაწყებას. ყოველ ჯერზე, ანუ ყოველ 8 საათში უამრავი საქმე მიგროვდება და ისე ხდება ხშირად, რომ დასვენებას ვერ ვასწრებ და ერთი საშრობის მოსუფთავებას 8 საათიც ვუნდები… ტრაპებიც კი არ გვაქვს, ამიტომ თავიდან შახტებიდან გამოსულ მარგანეცის მტვერს მშრალი წესით ვასუფთავებთ, ამ დროს ხველებისგან ვიხრჩობი ხოლმე… ერთი მაწონი დღიური ულუფა ჩემზე და ჩემნაირებზე მისწრება არ იქნებოდა?” – აღნიშნავს რესპონდენტი, რომელიც ხაზს უსვამს სამუშაოს დიდ მოცულობას, ინფრასტრუქტურის გაუმართაობას და მისი შრომის არაჯეროვან შეფასებას. რესპონდენტი ასევე საუბრობს, ისეთი პროდუქტების მოხმარების აუცილებლობაზე, რაც ორგანიზმს მიღებული დაზიანებისგან დაიცავს და ზიანს გაანეიტრალებს.

ინტერვიუებისას გამოიკვეთა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რესპონდენტებისთვის. იმ გარემოს გათვალისწინებით რომ მუდმივად უწევთ მტვრის სუნთქვა, რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ აქვთ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა. ასევე ამბობენ, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადაადგილება უწევთ სხვა ქალაქში, კერძოდ, ზესტაფონში, სრული სამუშაო გრაფიკისა და ოჯახის საზრუნავის გათვალისწინებით კი ძალიან იშვიათად სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით. ასევე ორი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ აქვთ ონკოლოგიური დაავადება, თუმცა, სრულფასოვნად მასზე დაკვირვებას და მკურნალობას ვერ ახერხებენ.

რესპონდენტების აზრით, თუკი დამსაქმებლის ნება იქნებოდა, რომ რესურსი დაეხარჯა, ადგილზე, ჭიათურაშიც შეიძლებოდა სამედიცინო მომსახურების ცენტრის გახსნა, სადაც დასაქმებულებს უფრო გაუადვილდებოდათ მისვლა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. “ჭიათურას აქვს იმხელა პირობები, რომ გაკეთდეს საავადმყოფო აქ, ზესტაფონში რომ ჩახვალ ოჯახის ექიმთან და მერე ის გადაწყვიტავს კიდე სად უნდა წახვიდე. “ – ამბობს რესპონდენტი.

“ხერხემლის თანდაყოლილი პრობლემა მაქვს, ამაზე სულ ვმკურნალობდი სულ და ბოლოს 3 წელია ვეღარ ვშვები, კი რომ მივიდე აქ ზესტაფონში, გამაგზავნის პროვაიდერ საავადმყოფოში თბილისში, მაგრამ ფული არა მაქვს ამდენი გზის, ჯერ იქ ჩადი, მერე თბილისში, მერე უკან გზაზე. მართლა არა მაქვს. 30 ლარით ერთი თვე ვაჭმევ შვილს საჭმელს.”

კვლევისას გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი რესპონდენტი სამუშაოზე არსებული პრობლემების შესახებ ხშირად გამოთქვამს პროტესტს და სადაც ხმა მიუწვდება მაღაროელების პრობლემებს აჟღერებს. მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ ფაქტობრივად, რაიმე პოზიტიური შედეგისთვის არ მიუღწევიათ. ამასთან დაკავშირებით ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ძალიან ხშირად, ამა თუ იმ პრობლემურ სიტუაციაში, როცა დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ გამოთქვამენ მოსაზრებებს, მათ არავინ უსმენს და მათი აზრი აბსოლუტურად უგულებელყოფილია, რასაც რესპონდენტი იმით ხსნის, რომ მათ, როგორც დაბალ ფენას, არ აღიქვამენ ანგარიშგასაწევ სუბიექტებად. “ჩვენ ტექნიკუმის განათლება რომ გვაქვს, მაგიტომაც არაფრად გვაგდებენ, არ გვისმენენ.”

2016 წელს რესპონდენტების უმეტესი ნაწილის შემოსავალი 300 ლარამდე მერყეობდა. მაშინ როცა კვლევის მონაწილეთა უმრავლესობა ოჯახში ერთადერთი შემომტანია. რესპონდენტები სიღრმისეული ინტერვიუების დროს ამბობენ, რომ მათ მიერ გაწეული შრომა, რომელიც ხშირად ზეგანაკვეთურ მუშაობასაც ითვალისწინებს, სათანადოდ არ ფასდება და მიღებული ანაზღაურება მინიმალურია. დასაქმებული ქალები მათ მიერ გამომუშავებული ანაზღაურების დიდ ნაწილს ოჯახზე ზრუნვას ახმარენ და სრულგანაკვეთიან სამუშაოსთან ერთად ოჯახში მუდმივად ასრულებენ საოჯახო საქმეს და ჩართული არიან პირუტყვის მოვლასა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების პროცესში. ისინი არიან პასუხისმგებელნი ოჯახის მცირეწლოვანი და ხანდაზმული წევრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მიუხედავად უკიდურესად დატვირთული გრაფიკისა, ქალების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ყველაზე ბაზისური საჭიროების – საკვებისა და მედიკამენტების დასაკმაყოფილებლად მუდმივად ეძებენ დამატებით შემოსავლის წყაროს, ცდილობენ ვინმეს დაეხმარონ, მოუარონ, დაულაგონ, რათა რამდენიმე ათეული ლარით მეტის გამომუშავება შეძლონ “სულ ვცდილობ ვის მოვუარო, ვის ვთხოვო, ვის ბავშვი გავაზრდევინო, მაგრამ აღარავის არ უნდა, 20- 25 წლის გოგო-ბიჭები არიან უმუშევრები. ჩემი ასაკის ქალი ვის რაში სჭირდება.“

მაღაროელი ქალების მიერ გამომუშავებული მწირი ანაზღაურება, რომელსაც ხშირად რამდენიმე ადამიანის სამუშაოს შესრულებით გამოიმუშავებენ, საკმარისი თითქმის არაფრისთვისაა. ქალები ვერ ხარჯავენ ფულს ფაქტობრივად ვერანაირი პირადი საჭიროების დაკმაყოფილებაზე “თმის საღებავი რომ თმის საღებავია, 3 ლარის ამბავია სულ, თვიდან თვემდე ვერ ვყიდულობ, ზოგჯერ თუ გავიმეტებ წელიწადში მაგისთვის ფულს”.

10 წელია აი ეს კაბა მაცვია და ამითი დავდივარ, რომ დამჭირდეს კიდევ 10 წელი ამითი ვივლი, ყოველდღე გავრეცხავ და ვივლი, ჩემს შვილს გზის ფულს ვერ გამოვულევ”.

ერთადერთი რასაც ისინი ახერხებენ, კომუნალური გადასახადების გასტუმრება და სასიცოცხლო მედიკამენტების ნაწილობრივი შეძენაა. “ჩვენთვის სად არის რამე შვილო, წამლებს და გადასახადებს რა გადავანარჩუნო, მარტო დედაჩემის წამლები რომ სრულად ვიყიდო ჩემი ხელფასი და დედაჩემის პენსია ერთად არ მეყოფა”.

კვლევის საველე სამუშაოს შესრულების პერიოდში, 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, რესპონდენტები ასევე შიშით უყურებდნენ მათ გაურკვეველ მომავალს, რადგან არ იცოდნენ, კიდევ როდის და რა ვადით შეიძლება შეეწყვიტა მაღაროს მუშაობა „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით. ამბობენ, რომ როცა 2016 წლის გაზაფხულზე რამდენიმე თვით მუშაობა შეჩერდა, მათ სხვადასხვა ტიპის სესხის აღება მოუწიათ, რათა ოჯახები გამოეკვებათ და სხვა საჭიროებები დაეკმაყოფილებინათ. ადვილი სავარაუდოა, რომ დღესაც, პროტესტის მეორე კვირაში, მაღაროელთა ოჯახები სრულიად მოწყვეტილი არიან შემოსავლის წყაროს, რამაც მათ მძიმე ყოფას შესაძლოა დამატებითი ვალი და საკრედიტო ვალდებულებები დაუმატოს.

გაზიარება