ერდოღანის წარმატება თუ ოპოზიციის წარუმატებლობა?

თურქული არჩევნების ანატომია

ავტორი: სანდრო ბაკურაძე

14 და 28 მაისს თურქეთში უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომლებშიც, მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მასთან აფილირებულმა, ულტრამემარჯვენე სახალხო ალიანსმა გამარჯვება მოიპოვეს. საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ორივე ტურში საგრძნობი სხვაობით დაამარცხა თავისი მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ და მესამე ვადით გახდა თურქეთის პრეზიდენტი. არჩევნებს წინ საკმაოდ დაძაბული პროცესები უძღოდა და მთელი რიგი საკანონმდებლო, ეკონომიკური და სხვა ტიპის პრობლემების მიუხედავად, ერდოღანის მიერ კვლავ წარმატების მოპოვებაში ოპოზიციის როლიც ძალიან დიდია.

14/28 მაისის არჩევნები, ერდოღანის პერიოდის თურქეთის ისტორიაში შეიძლება ითქვას რომ გამორჩეული იყო, იმ მხრივ, რომ 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოპოვებული წარმატების, ეკონომიკური კრიზისის და მიწისძვრის დამანგრეველი შედეგების შემდეგ, ოპოზიციის, რომელმაც დიდწილად გაერთიანება მოახერხა და ძირითადი ოპოზიციური, ეროვნული ალიანსის გარეთ დარჩენილი ძალების მხარდაჭერაც მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნებში, წარმატების შანსები მართლაც რეალურად გამოიყურებოდა და წინასაარჩევნო გამოკითხვების საკმაო ნაწილიც ამას ადასტურებდა. მაგალითად, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციოლოგიური კვლევების სააგენტოს კონდას გამოკითხივს მიხედვით ქილიჩდაროღლუს პირველ ტურში წარმატების შანსიც კი ჰქონდა. ოპოზიციის მიერ შექმნილი ოპტიმისტური ატმოსფერო იმდენად იგრძნობოდა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ სლოგანად „პირველივე ტურში დავასრულოთ“ იქცა. საყოველთაო ოპტიმიზმის ფონზე არჩევნების შედეგები, ოპოზიციის დიდი ნაწილისათვის ძალიან დიდ იმედგაცრუებად იქცა. მართალია არჩევნები საკმაოდ შორს იყო სამართლიანისგან და თავისუფალიც ნაკლებად ეთქმოდა და ხელისუფლების მომხრე მედია სახეებიც ღიად ემუქრებოდნენ ამომრჩეველს 2015 წლის ორ არჩევნებს შორის არსებული სისხლიანი მოვლენების გამეორებით. მაგრამ წარუმატებლობის ლომის წილი კვლავ თურქეთის ოპოზიციაზე მოდის, რომელმაც მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტურობისა, ძალიან ცუდად მართა როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესები, ისე წინასაარჩევნო პერიოდში, ალიანსის შიგნით მიმდინარე პროცესები და აქ, როგორც ოპოზიციური ალიანსის ლოკომოტივის – სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს, ისე ალიანსის მეორე უდიდესი წევრის, კარგი პარტიის ლიდერის მერალ აქშენერის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. საკმაოდ ცუდად იმუშავეს როგორც ოპოზიციური პარტიების, არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა დეპარტამენტებმა, ისე ოპოზიციურად მიჩნეულმა მედია საშუალებებმაც. ხოლო მეორე ტურისაკენ მიმავალ გზაზე, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კამპანიის სტილის უეცარმა ცვლილებამ და ალიანსის გაფართოების პოლიტიკამ, რომელმაც არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. ამ ყველაფრის შემდეგ იბადება კითხვა, რა მოხდა? ჰქონდა ოპოზიციას წარმატების შანსი თუ არჩევნების შედეგი ოპოზიციის, ჯერ კიდევ გეზი პარკის საპროტესტო აქციებიდან მოყოლებული პოლიტიკის საკმაოდ ლოგიკური დაგვიგვინება იყო? თუკი გადავხედავთ წარსულს, არათუ ამ დასკვნამდე მივალთ, არამედ თურქეთის ოპოზიციას და რუსეთის კომუნისტური პარტიის თამადობით, რუსეთის ლეგალურ ოპოზიციას შორის არაერთ მსგავსებასაც დავინახავთ.

პირველი და უმთავრესი პრობლემა, ოპოზიციის რიტორიკის საკმაო ნაწილის, მისი მხარდამჭერების საკმაო ნაწილის თვალშიც კი არადამაჯერებლობა იყო. მიუხედავად ოპოზიციის ოფიციალური სლოგანისა Hak! Hukuk! Adalet! (მიახლოებითი თარგმანი: უფლებები! კანონი! სამართლიანობა!) და დაპირებისა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში კანონის უზენაესობა აღდგებოდა, თავად ოპოზიციის, უფრო კონკრეტულად კი სახალხო რესპუბლიკური პარტიის, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული წარსული საკმაოდ პრობლემურია. თუკი წარსულს გადავხედავთ, სახალხო რესპუბლიკური პარტია, არათუ აწარმოებდა რეალურ ბრძოლას ხელისუფლების არაკონსტიტუციური ნაბიჯების წინააღმდეგ, არამედ ხშირად თავადაც თანამშრომლობდა მასთან მთელი რიგი არაკონსტიტუციური ნაბიჯების გადასადგმელად. მნიშვნელოვანი იყო პარტიის როლიც მთელი რიგი იურიდიულად პრობლემური საკითხების ლეგიტიმაციის მხრივაც, რომლებიც ჯერ კიდევ 2017 წლის საკონტიტუციო რეფერენდუმიდან იწყება. საკონსტიტუციო რეფერენდუმის მსვლელობისას, რომელზეც დღევანდელი, ულტრასაპრეზიდენტო სისტემა განიხილებოდა, ფაქტობრივად ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე, თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის ბეჭდის არმქონე ბიულეტენებიც ვარგისად ჩაითვლებოდა. მიუხედავად რეფერედუმის პროცესში ოპოზიციის სიტყვიერი პროტესტისა ამ პროტესტს არანაირი რეალური გაგრძელება არ მოჰყოლია და მიუხედავად ხალხთა დემოკრატიული პარტიის ბანაკიდან გარკვეული პროტესტისა, სახალხო რესპუბლიკური პარტია ხანმოკლე, ფორმალური პროტესტით დაეთანხმა რეფერენდუმის შედეგებს და მხოლოდ იმ განცხადებით შემოიფარგლა რომ „რეფერენდუმი საზოგადოების მორალური პრინციპების მიხედვით უსამართლო იყო.“ რაც, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები, ხალხთა დემოკრატიული პარტიის ჩათვლით, შედარებით მცირერიცხოვანნი ან სერიოზული რეპრესიული წნეხის ქვეშ იყვნენ, პოტენციური საპროტესტო მუხტის წინდაწინვე შეკავებას და ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავდა. მეორე სერიოზული პრობლემა, რომელმაც როგორც სრპ-ს, ისე თავად ქილიჩდაროღლუს სამართლიანობის რიტორიკას სერიოზულ ჩრდილს აყენებდა, ის იყო, რომ 2016 წელს, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ღიად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლის გამოყენებითაც, თურქეთის ხელისუფლებამ დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა და დააპატიმრა ხალხთა დემოკრატიული პარტიის ლიდერები და პარლამენტის წევრების ნაწილი, მაშინ ქილიჩდაროღლუმ ღიად განაცხადა, რომ ცვლილება „არაკონსტიტუციური იყო, მაგრამ მაინც მხარს დაუჭერდა“ და მიუხედავად პარტიის შიგნით პროტესტისა ასეც გააკეთა. მაშინ, ეს საკითხი პარტიის მხარდამჭერების ერთმა ნაწილმა იმით გაამართლა, რომ პარტიას არ სურდა „ტერორიზმთან ყოფილიყო ასოცირებული“, თუმცა ხელისუფლების შემდგომმა რიტორიკამ გვაჩვენა, რომ ერდოღანის ხელისუფლებისათვის ეს უმნიშვნელო საკითხი იყო და სრპ, მიუხედავად მისი ლიდერების პირადი კომპლექსების, გადადგმული ნაბიჯების და კონტრპროპაგანდისა, მაინც ტერორიზმის მხარდამჭერად გამოცხადდა. კრიტიკას ვერ უძლებდა ვერც ის გამართლება, რომ ქილიჩდაროღლუმ ეს ნაბიჯი რეფერენდუმის დასაბრკოლებლად გადადგა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება ისედაც გავიდოდა, რადგანაც პრეზიდენტ ერდოღანის სამართლიანობის და აღმავლობის პარტიას და მის მთავარ მოკავშირეს – ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას, საკითხის რეფერენდუმზე გასატანად საჭირო 367 დეპუტატის მანდატი უბრალოდ არ გააჩნდათ. პრობლემა იყო ისიც, რომ პარტია, ყოველგვარი კამათის გარეშე დაეთანხმა ერდოღანის ხელისუფლების მიერ გადადგმულ არაკონსტიტუციურ ნაბიჯებსაც, სტამბოლის მერის არჩევნების გამეორებიდან (სადაც პარტიის სტამბოლის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეს ერდოღანის ხელისუფლებისათვის დიდი დარტყმის მიყენების შესაძლებლობად გამოაცხადა, რაც ასეც მოხდა, მაგრამ პარტიის, როგორც კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგული ორგანიზაციის, რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა) დამთავრებული ბოლო არჩევნებში ერდოღანის მესამე ვადით კანდიდატურის წარდგენამდე, რომელიც ღიად არაკონსტიტუციური იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, სრპ-ს და ქემალ ქილიჩდაროღლუს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

მეორე საკითხი, რაც ოპოზიციის დამაჯერებლობას სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებდა, ქემალ ქილიჩდაროღლუს მიერ ოფიციალურად გაცხადებული, შერიგების რიტორიკა იყო. მართალია სრპ-ს ისტორია, როგორც ერთპარტიულ, ათათურქის მმართველობის პერიოდში, ისე 1990-იან წლებში, არაერთი პრობლემური მოვლენით იყო სავსე, რასაც ერდოღანის ხელისუფლება და მისი წინამორბედები, მენდერესიდან დემირელამდე, აქტიურად და საკმაოდ ეფექტურად იყენებდნენ. პარტიას მართლაც აქვს საკუთარ წარსულთან ერთგვარი თვალის გასწორების აუცილებლობა, მაგრამ დღევანდელი, პოლარიზებული საზოგადოების კონტექსტში, ამ რიტორიკამ ვერ შეძლო ვერც ხელისუფლების ამომრჩევლის და ვერც ამ პერიოდის მეორე დაზარალებული ჯგუფის, ქურთების ნდობის მოპოვება. ამავე დროს, შერიგების რიტორიკას სრპ-ს მხარდამჭერთა არცთუ მცირე ნაწილი ღიად გამოხატული ირონიით შეეგება, თუმცა საბოლოოდ, როგორც ელექტორალური მხარდაჭერის გაზრდისათვის საჭირო პოპულისტურ ნაბიჯს ისე მიუდგა და აქტიურად არ გაუპროტესტებია.

ოპოზიციას, წინასაარჩევნო პროცესში ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისას განვითარებულმა მოვლენებმაც, სადაც ქემალ ქილიჩდაროღლუს კანდიდატურა, საკმაოდ პრობლემური პროცესის შედეგად შეირჩა და აქ ადგილი ჰქონდა როგორც ხელისუფლების მხრიდან ღია ინტერვენციას სასამართლოს გამოყენებით, ისე თავად ქემალ ქილიჩდაროღლუს მიერ, საკუთარი კანდიდატურის ერთგვარად თავს მოხვევას. თავდაპირველად, ყველაზე რეალურ საპრეზიდენტო კანდიდატებად სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ და ანკარის მერი მანსურ იავაში მოიაზრებოდნენ, რომლებსაც სოციოლოგიური გამოკითხვებიც გამარჯვების რეალურ შანსს უწინასწარმეტყველებდნენ. ქილიჩდაროღლუ ამ კანდიდატებს შორის გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსის მქონე კანდიდატად მოჩანდა და უფრო მეტიც, ზოგიერთი კვლევის შედეგად, ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ერდოღანის წინააღმდეგ აგებდა. თუმცა საბოლოოდ, ოპოზიციის კანდიდატი მაინც ქილიჩდაროღლუ გახდა, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. თურქული საზოგადოების დიდი ნაწილი მათ შორის უმნიშვნელოვანესად სასამართლოს გადაწყვეტილებას მოიაზრებს, რომელმაც, იმამოღლუს, „ცეესკოს წევრების შეურაცხყოფის“ ბრალდებით, 2 წლით და 7 თვით პატიმრობა და პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვა მიუსაჯა და ამჟამად გასაჩივრების პროცესშია. ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევდა რომ სასამართლო სისტემაზე სრული კონტროლის მქონე ხელისუფლება იმამოღლუს კანდიდატურის გამოცხადების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გამოყენებით დაადასტურებდა გადაწყვეტილებას და ოპოზიცია კანდიდატის გარეშე დარჩებოდა. ხელისუფლების ამ მანევრის იმამოღლუსთან ერთად “სათადარიგო“ კანდიდატის წარდგენის გზით გვერდის ავლას კი პირველ რიგში თავად ქილიჩდაროღლუმ მხარი არ დაუჭირა. ჩემი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, იმამოღლუს (და იავაშის) კანდიდატურაზე უარყოფის მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ და მისი ფესვები დიდწილად თურქულ პოლიტიკაში არსებულ პატრონაჟის სისტემას უკავშირდება, რომელშიც პარტიების მიერ კონტროლირებადი მუნიციპალიტეტები დიდ როლს ასრულებენ. სტამბოლის და ანკარის მუნიციპალიტეტები, პარტიისათვის რომელიც მათ აკონტროლებს, შემოსავლის უმნიშვნელოვანეს წყაროს და პოლიტიკური დივიდენდების დისტრიბუციის ძლიერ მექანიზმს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ მერის კონკრეტული მიზეზის გამო თანამდებობიდან ჩამოშორების შემთხვევაში მის შემცვლელს კანონით საკრებულო ირჩევს, ხოლო ორივე ქალაქის საკრებულოში უმრავლესობა ხელისუფლებას აქვს, იმამოღლუს ან იავაშის კანდიდატურა ანკარის/სტამბოლის დაკარგვას ნიშნავდა, რასაც პატრონაჟის სისტემაში რღვევა მოჰყვებოდა. ქილიჩდაროღლუს იმიჯს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ალიანსის გაფართოებისას გადადგმულმა ნაბიჯებმაც, როდესაც მან ეროვნული ალიანსი ექვსთა მაგიდად გარდაქმნა და მოიწვია საპ-ს ჩამოშორებული ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს მომავლის პარტია და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ალი ბაბაჯანის დემოკრატიის და პროგრესის პარტია, ასევე გააგრძელა თანამშრომლობა დემოკრატიულ პარტიასთანაც, რომლის ელექტორალური გავლენაც სერიოზულ კითხვის ნიშანს ბადებდა. ამ პარტიებთან და ეროვნული ალიანსის მესამე დამაარსებელ წევრთან, ბედნიერების პარტიასთან თანამშრომლობა, ქილიჩდაროღლუს „შერიგების და დეპოლარიზაციის“ პოლიტიკის ნაწილადაც მოიაზრებოდა, თუმცა თავად ოპოზიციური ალიანსის შიგნითაც ეს სერიოზული დებატების მიზეზი იყო, რის პიკადაც მარტის კრიზისი იქცა. ალიანსის მეორე მთავარი შემადგენელის კარგი პარტიის ლიდერი მერალ აქშენერი „ექვსთა მაგიდიდან“ ადგა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქემალ ქილიჩდაროღლუ დათანხმდა იმამოღლუს და იავაშის ვიცე პრეზიდენტებად დასახელებას, საკმაოდ უხალისოდ, მაგიდასთან დაბრუნდა. ბოლო და მთავარი ფაქტორი, რამაც ქემალ ქილიჩდაროღლუს საბოლოოდ გადააწყვეტინა საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, არასწორი გათვლა იყო იმაზე, რომ მიწისძვრის და ეკონომიკური კრიზისის კომბინაცია ხელისუფლების პოპულარობას იმდენად შეამცირებდა, რომ ოპოზიციას ფაქტობრივად ნებისმიერი კანდიდატის წარდგენის საშუალება მიეცემოდა.

სერიოზულ პრობლემა იყო ის მმართველობის მოდელიც, რომლის შემოტანსაც ქილიჩდაროღლუ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში ჰპირდებოდა ამომრჩეველს. ამ მოდელის მიხედვით, ალიანსის შემადგენელი პარტიების ლიდერები ვიცე-პრეზიდენტები უნდა გამხდარიყვნენ, პრიორიტეტი კი გაძლიერებულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა უნდა ყოფილიყო. ეს, გარდა იმისა, რომ ამომრჩეველში ქმნიდა პოტენციურად დაქსაქსული ხელისუფლების შექმნის იმიჯს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა მედიამ აქტიურად გააშუქა ისრაელის და უნგრეთის ეკლეკტური ოპოზიციური კოალიციების წარუმატებლობის ამბები. ასევე, იმის გათვალისწინებით რომ მმართველი, სახალხო ალიანსი ნებისმიერი გამოკითხვის მიხედვით რჩებოდა მნიშვნელოვან საპარლამენტო ძალად ან ინარჩუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, გაძლიერებული საპარლამენტო სისტემა, არსებული ან პოტენციური ოპოზიციონერი ამომრჩევლის თვალში, ეს ოპოზიციური ალიანსის არასერიოზულობად აღიქმებოდა და არ ქმნიდა სურათს, რომ ამ უკანასკნელს ხელისუფლების შენარჩუნების უნარი ან სურვილი ექნებოდა.

დიდი პრობლემა იყო ოპოზიციის მიერ ეფექტური კონტრპროპაგანდის ვერშემუშავება, რაზეც დიდი გავლენა მოახდინა იდეოლოგიურმა დოგმატიზმმაც. რიგით მესამე ოპოზიციურ, ხალხთა დემოკრატიულ პარტიასთან ნებისმიერი სახის კონტაქტს ხელისუფლება ტერორიზმთან თანამშრომლობად აცხადებდა. რასაც, პირველ რიგში სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ, ვერაფერი დაუპირისპირა და მიუხედავად იმისა, რომ ხალხთა დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა მხოლოდ ქილიჩდაროღლუს საპრეზიდენტო კანდიდატურის სტრატეგიული მხარდაჭერით იყო შემოფარგლული, პარტია, ხელისუფლების ნებისმიერ შეტევაზე, მხოლოდ საკუთარი მედიით შემოსაზღვრული სიტყვიერი თავდაცვით შემოიფარგლებოდა და შეიძლება ითქვას, რომ საველე კამპანიის გზით პოტენციურ ამომრჩეველთან კონტაქტი ან მიტინგების საშუალებით თავის დაცვა ან პროპაგანდისტული კონტრშეტევა არც უცდია. რაზეც დიდი გავლენა მოახდინა, დიდწილად ხელისუფლებასთან აფილირებული, პარტიის ყოფილი წევრების განცხადებებმა რომ „ათათურქის პარტიას ტერორისტებთან თანამშრომლობა არ შეეფერებოდა“, ამ მხრივ, პარტია, ათათურქის ფიგურის ტყვეობაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური პოლიტიკური ტრადიციის პარტიები, განსხვავებული ლოგოთი და სახელით, წარმატებით ახერხებდნენ ბევრად მოქნილი პოლიტიკის წარმოებას. ქემალიზმიც, მრავალნაირი ინტერპრეტაციის მქონე პოლიტიკური მიმდინარეობაა, რომლის სხვადასხვა მიმართულებებს ხშირად მუსტაფა ქემალ ათათურქის ფიგურის მიმართ პატივისცემის გარდა თითქმის არანაირი საერთო არ გააჩნიათ, შესაბამისად, კარგი იდეოლოგიური აპარატის მქონე პარტია, მიუხედავად ათათურქთან ასოცირებისა, ხელისუფლების პროპაგანდის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტური ზომების მიღების შესაძლებლობას მოკლებული არ იქნებოდა.

მეორე ტურში ქილიჩდაროღლუს წარუმატებლობაზე დიდი გავლენა მოახდინა, ერთი მხრივ, არაორგანიზებულობამ, რამაც შეუძლებელი გახადა ლეგალიზმის ფარგლებში მომწყვდეული სახალხო რესპუბლიკური პარტიის მიერ არჩევნების შედეგის კონტროლი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი აღმოფხვრა და გასაჩივრება. სახალხო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა მხოლოდ მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ აღიარეს, რომ 190 000 საარჩევნო უბნიდან, პირველ ტურში მხოლოდ 115 000, მეორე ტურში კი 173 000 ოქმის მოგროვება მოახერხეს. „ხელისუფლების მხარდამჭერების პოტენციული კონსოლიდაციის“ მომიზეზებით, სამოქალაქო პროტესტის რადიკალური უარყოფის პირობებში კი, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ საშუალებად სწორედ ოქმების ტიპის, უტყუარი პოტენციური სამხილების შეგროვება რჩება. დიდი ალბათობით არ იმუშავა არც ოპოზიციის მიერ შემუშავებულმა, არჩევნების უსაფრთხოებისათვის საჭირო კომუნიკაციების და უსაფრთხოების პროგრამულმა სისტემამაც, რაც სახალხო რესპუბლიკური პარტიის კომუნიკაციების და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარის ონურსალ ადიგუზელის გადადგომის მიზეზი გახდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რამაც ოპოზიციის წარუმატებლობა გამოიწვია, თურქეთის შიგნით არსებული კლასობრივი სხვაობები და ხიდჩატეხილობა იყო. დიდწილად საშუალო კლასის და ბურჟუაზიისაგან შემდგარმა ეროვნულმა ალიანსმა სათანადოდ ვერ შეაფასა ვერც თურქეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის ბუნება, რომელიც დიდწილად საშუალო კლასზე ახდენს გავლენას და ფაქტობრივად ვერ მოახერხა მისი ბუნებრივი ჰაბიტატის – შიშლის,ესათის, ჩაიიოლუს, მოდას, ფლორიას თუ სხვა სეკულარული და შეძლებული უბნების მიღმა დარჩენილი თურქეთის დინამიკის წაკითხვა. მისთვის თუკი შიშლიზე გაყალბება არ იყო, არც ურფაში იყო, თუკი მოდაში მცხოვრები ეჯე განიცდიდა წიგნის გაძვირებას, ეს ასევე უნდა განეცადა სულთანბეილიში მცხოვრებ ფეიზანურსაც, თუზლუჩაირელი ალი ჰაიდარი თუკი სიძვირის გამო ვეღარ სვამდა ლუდს, იგივე პრობლემა უნდა ჰქონოდა აბიდინფაშაში მცხოვრებ აბდურრაჰმანსაც… მაგრამ ორი თურქეთის კულტურული კოდები, პრიორიტეტები, პრობლემები და სამომხმარებლო ჩვევები ძალიან განსხვავდებოდა. არსებული ეკონომიკური კრიზისი დიდწილად საშუალო კლასს ურტყამდა, დაბალი კლასები კი, ბევრად შეზღუდული სამომხმარებლო ჩვევების გამო, არსებულ ცხოვრების სტილს, თუნდაც ღარიბულს, მეტწილად ინარჩუნებდნენ, ოპოზიცია კი ამ კლასს, გარდა დიდ ქალაქებში სოციალური დახმარების სისტემის გაგრძელებისა, ვერაფერს პირდებოდა და საბოლოოდ, სწორედ დიდ ქალაქებში შეძლო ოპოზიციამ საკუთარი საამომრჩევლო პოტენციალის გაზრდა და წარმატების მოპოვება. ნაციონალისტურ და რელიგიურ ნიადაგზე შეკავშირებული ხელისუფლების მხარდამჭერი ბლოკის გაყოფის ერთადერთი პოტენციური მეთოდი, მათი კლასობრივ საფუძველზე დაფუძნებული პოლიტიკით გადმობირება, თეორიულადაც კი არ განხილულა (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1980-იან წლებში, ეროვნული თვალთახედვის მიმდევარი ისლამისტების მიერ ერთ დროს მემარცხენე შეხედულებებით ცნობილი უბნების მოსახლეობის გადმობირების უკან ამ იდეოლოგიაში არსებული, სოციალური სამართლიანობის ძლიერი მესიჯი იყო.). ამგვარად, ღარიბმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით პროვინციებში, ოპოზიციას, რომელიც მას მხოლოდ აბსტრაქტულ „კანონის უზენაესობას“, „ევროპასთან ურთიერთობების ნორმალიზებას“ თუ „დემოკრატიას“ ჰპირდებოდა, არსებული, ღარიბი და მშიერი, მაგრამ სტაბილური სტატუს-კვო არჩია.

ქურთული მოძრაობის და მემარცხენეების ალიანსის შედეგად შექმნილი ხალხთა დემოკრატიული პარტიის მთავარი შეცდომები ქურთებით დასახლებულ რეგიონებში არსებული სიტუაციის ვერწაკითხვა და ალიანსის მთავარ პარტნიორ – მუშათა პარტიასთან ერთად საერთო საარჩევნო სიის ვერშედგენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის პოტენციური ხმები დიდწილად შენარჩუნდა, მუშათა პარტიასთან ხმების გადინებამ, განსაკუთრებით თურქეთის დასავლეთში, ალიანსს საკმაოდ მნიშვნელოვანი სადეპუტატო მანდატები დააკარგვინა, მუშათა პარტიის ამბიციები, რომ დამოუკიდებელ, ქურთული მოძრაობისგან დამოუკიდებელ, საპარლამენტო მემარცხენე ძალად ჩამოყალიბებულიყო, დიდწილად წარუმატებლად დასრულდა და რომ არა ალიანსების სისტემა, ისინი არსებულ 4 სადეპუტატო მანდატსაც ვერ მოიპოვებდნენ. არაეფექტურმა საალიანსო პოლიტიკამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პირველ რიგში ქურთ ამომრჩეველში, რაც ამ ალიანსის ფაქტობრივი არქიტექტორის და ხდპ-ს მიერ, საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის მაგივრად ქილიჩდაროღლუს კანდიდატურის მხარდაჭერის პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, სელაჰათთინ დემირთაშის მიერ ამ ეტაპზე აქტიური პოლიტიკისგან ჩამოშორების გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

გამარჯვებული ერდოღანი უკვე ღიად აკეთებს მინიშნებებს, რომ მისი ახალი საპრეზიდენტო ვადა კვლავ რადიკალურ მემარჯვენე პოლიტიკაზე და პოლარიზაციაზე იქნება დაფუძნებული. ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი გრძელდება და მათი დასრულების არანაირი ნიშანი არ მოჩანს. თურქული გემი მღვრიე წყლებისაკენ ცურვას ზურგის ქარში აგრძელებს.

გაზიარება