ზოგიერთი მომენტი პირველმაისობიდან

ავტორი: რატი რატიანი

1 მაისი 1889 წელს, პარიზში დადგინდა, როგორც საერთაშორისო საპროტესტო დღესასწაული 8 საათიანი სამუშაო დღისთვის და მშრომელთა პოლიტიკური უფლებებისთვის. ამ თარიღის შერჩევის მიზეზი 1886 წლის 1 მაისს, ჩიკაგოში ამერიკელი მუშების სისხლიანი დარბევა იყო. მას შემდეგ ბევრ ქვეყანაში პირველი მაისი ასოცირდება გაფიცვებთან, დემონსტრაციებთან თუ „კანონის მცველებთან“ შეტაკებებთან.

პარიზის დადგენილებიდან 9 წელში, 1-ლი მაისი პირველად აღნიშნეს საქართველოში, როგორც სოლიდარობის, შრომის და ბრძოლის დღე. 1898 წელს კრება მოკრძალებული და მშვიდობიანი იყო. წარმოიდგინეთ იმ პერიოდის განსხვავებულად მოაზროვნე, სხვადასხვა ცნობებით 25-დან 75-მდე ადამიანი თბილისის შემოგარენში. ლ.მეტრეველი თავის მოგონებაში „მაისობა თბილისში“ წერს:

„განთიადისას გადავედით მახათის მთის – ნაძალადევის იქით, ტბის პირად მყუდრო ადგილას შევგროვდით. სიმბოლურად გავშალეთ პატარა წითელი დროშა და ვიმღერეთ მარსელიოზა.“

მნიშვნელოვანია 1901 წლის თბილისის დემონსტრაცია. პირველი დარბეული და ცემა-ტყეპაში გადასული საპირველმაისო მიტინგი: „შეკრების ადგილას მუშების შეუმჩნევლად თავმოყრის მიზნით გათვალისწინებულ იქნა, რომ დემონსტრაციაში მონაწილების მისაღებად მოსულნი უნდა შერეულიყვნენ [სალდათის] ბაზარში მყოფ ხალხს – (ახლანდელი კოლმეურნეობის მოედნის ტერიტორია)… ჟანდარმერიასთან მუშების ბრძოლამ 45 წუთი გასტანა. შეტაკების დროს დაჭრეს 14 მუშა და დააპატიმრეს 50-ზე მეტი დემონსტრანტი“. ამ აქციის მნიშვნელობა ისეთი დიდი იყო, რომ პირდაპირი მოწმობების მიუხედავად, რომელთა თანახმად სტალინი ამ დროს ბათუმში იმყოფებოდა, საბჭოთა ისტორიის გადამწერები მხოლოდ მის ხსენებაში იყვნენ. ყველაფერს კი ერთი მშრომელი – არაქელა ოქუაშვილი და მისნაირები განაგებდნენ.

პირველი კრების შემდეგ, მცირე ჩავარდნებით, წელს 125-დ აღვნიშნავთ მშრომელთა საერთაშორისო დღეს.

მოძრაობა „ხმამ“ აქცია დღის 3 საათზე დაიწყო თბილისში, ფილარმონიასთან, „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება“ კი 1-ელ საათზე, განათლების სამინისტროსთან შეიკრიბა.

ქართულ პერიოდიკაში კარდინალურად იცვლება და ერთგვარ მოჯადოვებულ წრეზე ტრიალებს მოტივი, იდეა, დამსწრეთა რაოდენობაც კი. განსხვავებული იყო მშრომელთა საპირველმაისო მოთხოვნებიც. საწყისებში, ამ დღეს საგაფიცვო სალაროებად გაერთიანებული ექსპლუატირებული მშრომელები სხვადასხვა ფაბრიკიდან ერთმანეთს ენახებოდნენ და ჩაგვრის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში მოუწოდებდნენ.

1907 წლის მაისის თვეში პირველი დიდი კონფერენცია შედგა, სადაც სხვადასხვა სფეროში შექმნილი 35 პროფესიული კავშირი გაერთიანდა. აქედან იღებს სათავეს ქართველ მშრომელთა ერთიანი პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც 1990 წლის 29 ივნისს გაუქმდა და მას შემდეგ ფუნქციურად აღარც არსებობს.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნებოდა ნაკლები საბრძოლველო მოტივებით და მეტი საქმით. ამ დღეს ეწყობოდა სახელმწიფოს მნიშვნელობის დაწესებულებების დაარსება (მაგ: 1917 წლის 1 მაისს სახელმწიფო კონსერვატორია, სამხედრო დანაყოფები), დღევანდელი დღის მოტივებზე იბეჭდებოდა საზეიმო, დიდი ფორმატის ორენოვანი გაზეთები.

ამონარიდი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიმართვიდან, რომელიც 1919 წლის 1 მაისს გაზეთ „ერთობა“-ში დაიბეჭდა:

„ამხანაგებო! დედამიწის ზურგზე არ არის მეორე დღესასწაული, რომელიც ყველა ერის მშრომელ ხალხს აერთიანებდეს.

პირველმა მაისმა მისცა პროლეტარიატს მოქალაქისა და პოლიტიკური უფლებანი, შრომის სამინისტრო, რვა საათის სამუშაო დღე.

პირველი მაისის გზით სიარულმა გააუქმა ჩვენში წოდებები, აღადგინა გლეხის პიროვნება და ღირსება, მისცა მას მიწა და სრული თავისუფლება.

პირველი მაისის გზით სიარულმა გახადა ჩვენი მშრომელი ხალხი ჩვენი ნორჩი რესპუბლიკის მპყრობელათ და ბატონ-პატრონათ.

პირველი მაისი უნდა უჩვენებდეს ყველას, თუ რა უძლეველ ძალას წარმოადგენს შეერთებული, ერთად დარაზმული და ერთის სურვილით, ერთის გრძნობით შეიარაღებული მშრომელი ხალხი.

ამხანაგებო! ღირსეულ დღეს ღირსეულად შევხდეთ!

ბრწყინვალე დღესასწაული, ბრწყინვალეთ ჩავატაროთ!

ყველა ერთად შევხდეთ ამ დღეს. ყველამ ერთხმათ ვუმღეროთ მას დიდება!

გაუმარჯოს პირველ მაისს!

გაუმარჯოს ერთა სოლიდარობას!

ძირს მილიტარიზმი!

გაუმარჯოს სოციალიზმს!

1920 წელს მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო აჭარაში, სადაც ერთდროულად ორი მიტინგი ჩატარდა. ერთი შედარებით მცირე – მენშევიკების ორგანიზებული წულაძე-გოგოლაძის თაოსნობით, მეორე კი ბოლშევიკების: „აქციის საღამოს ე.წ. რკინის თეატრში გაიმართა კონცერტი-მიტინგი სამ განყოფილებად. პირველ განყოფილებაში მოხსენებით გამოვიდნენ პროფსაბჭოს მიერ გამოყოფილი ორატორები. მეორე ნაწილში მსახიობებმა წაიკითხეს ნაწყვეტები ლუნაჩარსკის, ბლოკისა და სხვა მწერლების ნაწარმოებებიდან. მესამე განყოფილება კი, მთლიანად მიეძღვნა კონცერტს- მასში მონაწილეობდნენ საუკეთესო მსახიობები ვროისკი, სლავინა, სლავინი, ჯონსონი, ალბრეხტი და სხვები.“ – წერს გაზეთი „გოლოს ტრუდა“ 1920 წელს. ზოგიერთი ცნობით აქციას 30 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

საბჭოთა დროინდელი აღნიშვნებში ბრძოლის ჟინი, გამარჯვების აღნიშვნის რიტუალური სვლით ჩაანაცვლეს. მღეროდნენ სიმღერებს, წერდნენ ლექსებს, ერთობოდნენ და მოუწოდებდნენ ერთმანეთს შრომისკენ, სოლიდარობისკენ.

ავტორი: ო. ჯიშკარიანი, 1965 წელი.

როცა კავშირი იშლებოდა, ადამიანებმა ინსტინქტურად დაიჭირეს შეუსაბამობა „მუშათა საერთაშორისო სოლიდარობის დღის“ იდეოლოგიურ მნიშვნელობასა და საკუთარ ცხოვრებას შორის. პოსტრევოლუციურ სსრკ-ში, რომელიც 1970-იანი წლებიდან თავდაჯერებულად მიიწევდა ბურჟუაზიული შემრიგებლობისკენ, ფრაზები საერთაშორისო ერთიანობის შესახებ სულ უფრო და უფრო ყალბი ხდებოდა. თუმცა მილიონობით ადამიანი, მთელი კავშირის მასშტაბით, მაინც დადიოდა სასეირნო მსვლებობებზე, წითელი ბანერებით. ნიჰილიზმი გაიზრდება და მიაღწევს იმ წერტილამდე, სადაც ეს მილიონობით აქციონერი სახლში შემრიგებლითად შეხვდება სსრკ-ს დაშლას, მასობრივ პრივატიზაციას, მონობას სამუშაო ადგილებში – ერთი სიტყვით ახალი მთავრობების ნეოლიბერალურ რეფორმებს.

დროება სადაც გამარჯვების და ვაშას ძახილის იყო ჩაანაცვლა მასობრივმა უსუსურობამ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში, წამყვანი პოლიტიკური აქტორები, ერთმანეთის გვერდით, საქმობენ მშრომელების დღის გაუფასურებისთვის. ეს ხდებოდა და ხდება ამ დღის შინაარსის შეცვლის, 1 მაისის რელიგიური დღესასწაულით ჩანაცვლების თუ უბრალოდ იგნორირების გზებით.

“შოკური თერაპიის” “ბალცეროვიჩისეული გეგმის” განხორციელების სათავეებში, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის ნოემბერში, 1 მაისი ამოიღო სახელმწიფო დასვენების დღეების ნუსხიდან.

დღეს, 1 მაისი, როგორც მშრომელთა საერთაშორისო დღე, სახელმწიფოს დონეზე აღინიშნება საფრანგეთში, უკრაინაში, კუბაზე, ნორვეგიაში, ინდოეთში, მეზობელ სომხეთსა და თურქეთში – და კიდევ 130-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მასობრივი პრივატიზაციისა და მშრომელების ექპლუატაციის ისტორიული შემობრუნების დროს, 1991 წელს, პარლამენტარი ნატო ჩხაიძე ენერგიას არ იშურებდა რათა 1 მაისი დასვენების დღედ დაბრუნებულიყო, ოღონდ მის ინიციატივას მშრომელთა სოლიდარობასთან არ აქვს კავშირი და 8 მარტის – ქალთა საერთაშორისო დღის – ალტერნატივად 1 მაისს – თამარ მეფის ხსენების დღეს გულისხმობდა.

90-იანებიდან, წლიდან წლამდე, ნეოლიბერალური მმართველი კლასის დაქვემდებარებაში არსებული მასობრივი მედია, 1 მაისს რამდენიმე საბჭოთა კავშირის მეხოტბეს აქციების გაშუქებით შემოიფარგლებოდა, ერთი და იგივე განმეორებადი გაყინული კადრი – მშრომელთა დღის დემონიზაციისთვის. ამ დღის იდეის ერთიანი ამოძირკვა საქართველოში შოკური თერაპიის ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა.

დღეს, სახალხო წინააღმდეგობა კონცენტრირდება კონრეტულ აქციებსა და მიტინგებზე და არა დღესასწაულებზე, რაც გასაგებია, თუმცა 1-ლი მაისი, პირველ რიგში, ბრძოლის და იმედის დღეა – სამარადჟამო იმედის და ოცნების, რომელმაც ერთ დროს ამერიკელი მშრომელი და ქართველი მშრომელი გააერთიანა ერთი მტრის – კაპიტალიზმის წინააღმდეგ.

პირველი მაისი,

პირველი მაისი,

პირველი მაისი

მოვიდა ამაყი:

წითელი ყაყაჩო

თუ იასამანი,

ხავერდის ვარდები

და თეთრი ზამბახი.

მეფეს კი, მეფეს კი –

ქარით და გრიგალით,

თითქო არავისა

და არარაისი –

ციხეში, ბორკილში,

შიმშილში, ომებში

სურს ჩაკლას მუშათა

პირველი მაისი

გალაქტიონ ტაბიძე

ლექსი წარმოთქმული არალეგალურ

საღამოზე 1908 წელს, პირველ მაისს.

ასევე იხილეთ:
  • October 27, 2021
  • October 25, 2021
  • May 4, 2022

გაზიარება