ხალხთა თანასწორობზე: დამარცვლით

უკრაინელი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი, რევოლუციური და ანტიფაშისტური ბრძოლის ისტორიაზე

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

შენც გადაგხვეწეს, მეგობარო, ძალისძალათი,

იაკობ ჩემო, უკრაინელ ერის ჯალათის

გამო დაღვარე სისხლი წმინდა, კეთილშობილი

და არა შავი. მოგიწია ასჯერ გმობილი

მოსკოვურ თასით მოსკოვური შეგესვა შხამი!

***

ჯერ კი ისევ ძველებურად

ფიქრებს, დარდებს მწარეს

ვთესავ, – დაე, გაიზარდონ,

ესაუბრონ ქარებს.

უკრაინის წყნარი ქარი

შენ იქ ჩამოგიტანს

ჩემს ნაფიქრალს ნამთან ერთად…

,,კავკასია’’ , ტარას შევჩენკო

1845 წლის 18 ნოემბერი, პერეიასლავი

თარგმნა რაულ ჩილაჩავამ

იდეოლოგია ცდილობს უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს უკრაინელი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა. გვაჯერებენ, რომ ყველაფერს ყოველთვის დიდი სახელმწიფოები გადაწყვეტენ, ხოლო მორჩილებისთვის განწირულმა ხალხებმა მხოლოდ თავის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ. ზურგი აქციონ ჩაგრულებს. მშვიდად შეხვდნენ უსამართლობას, რადგან მაინც ვერაფერს გახდებიან.

ეს თავისუფლებაზე უარის თქმას ნიშნავს და ვერც გადასარჩენად გამოდგება. ისტორიის ქარტეხილებს ასე ვერავინ დაემალება.

უკრაინის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა ყველას იმედს აძლევს, ვინც ინტერვენციის პირისპირ აღმოჩნდა. უკრაინაში უცხო ქვეყნის სამხედრო ძალას დაუპირისპირდა სახალხო წინააღმდეგობა, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა.

შარშან, თებერვალში პუტინის რეჟიმმა ომი წამოიწყო და მთელი არმია და კერძო სამხედრო კომპანიები გაგზავნა. ბევრი ელოდა, რომ უკრაინა დანებდებოდა. ასე ფიქრობდნენ, რადგან არ იცოდნენ, რომ უკრაინელი ხალხი ყოველთვის იბრძოდა ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. სხვა ხალხებთან ერთად წერდნენ ისტორიას.

*

1942 წელს ნაცისტებმა დააპატიმრეს და ოსვენციმის, შემდეგ ბირკენაუს ბანაკში გაგზავნეს უკრაინელი რევოლუციონერი რომან როზდოლსკი. ის ანტიფაშისტური წინააღმდეგობის წევრი იყო და ებრაელებს ეხმარებოდა. როზდოლსკიმ ყველა ქარიშხალი გამოიარა, რომელმაც საბოლოოდ გააცამტვერა იდეალისტური წარმოდგენა განწირულ ხალხებზე.

გათავისუფლებულმა როზდოლსკიმ დაწერა წიგნი ,,ენგელსი და არაისტორიული ხალხები”. ის დაუბრუნდა დავას, რომელიც დაიწყო ბოლშევიკებთან ერთად თვითგამორკვევის საკითხზე. უკრაინელი რევოლუციონერები მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას. ისინი ბრძოლას მსოფლიო რევოლუციისთვის აპირებდნენ, ბოლშევიკური ბიუროკრატიისგან განსხვავებით, რომელთაც უარი თქვეს მსოფლიო რევოლუციაზე და მოპოვებულის შენარჩუნებას ცდილობდნენ, იმპერიალიზმთან სამარცხვინო გარიგებების გზით.

1919 წელს როზა ლუქსემბურგი და კარლ ლიბკნეხტი მოკლეს. გერმანიაში რევოლუცია დამარცხდა. უკანასკნელი ბრძოლები გაიმართა, ასი წლის წინ, 1923 წელს, ჰამბურგის კომუნის ბარიკადებზე.

ამ დროისათვის სტალინურმა ბიუროკრატიამ უკვე სრულად მოიპოვა ძალაუფლება და ოფიციალურად თქვა უარი მსოფლიო რევოლუციაზე. თითქმის ყველა რევოლუციონერი მოკლეს და ახალი გვარდია შავრაზმელებისგან და კარიერისტებისგან შეიქმნა.

როზდოლსკიმ თავი ავსტრიას შეაფარა. 1927 წლიდან ცხოვრობდა ვენაში და მუშაობდა პირველად წყაროებზე. დაწერა დისერტაცია, რომელიც ეხებოდა ,,არაისტორიული ხალხების’’ საკითხს.

1934 წელს ავსტრიაში რევოლუციის დამარცხებამ და ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლამ აიძულა პოლონეთში გაქცეულიყო.

უკრაინელმა და პოლონელმა ხალხმა ფაშიზმის წინააღმდეგ მსხვერპლი გაიღო, 1936 წელს მადრიდთან. ტარას შევჩენკოს სახელობის ინტერბრიგადის პირადი შემადგენლობის ნახევარი ბრძოლაში დაეცა, მაგრამ გამარჯვება მოიპოვეს. უკრაინელებმა აწმყო წარსული ეპოქის გმირულ ბრძოლასთან დააკავშირეს. შექმნეს ტარას შევჩენკოს სახელობის ინტერბრიგადაცარისტული ციხეების პატიმარი, სტეპებში გადახვეწილი, ხელისუფლებისგან დევნილი და საძულველი პოეტი აღდგება ესპანეთის ფართო ველებზე”- წერდა ესპანეთში უკრაინული გაზეთი ,,Домбровщак”.

ბრძოლა გაგრძელდა არაგონის ფრონტზე. საბჭოთა კავშირმა თავისი პოლიტიკით ხელი შეუწყო ფრანკოს ფაშიზმის გამარჯვებას. ესპანეთის რესპუბლიკა დაეცა. საბჭოთა კავშირმა გარიგება დადო ჰიტლერთან. ძალიან მალე ნაცისტები უკრაინაში შეიჭრნენ.

უკრაინელი რევოლუციონერები ბრძოლას აგრძელებდნენ, წინააღმდეგობის წევრი იყო რომან როზდოლსკი, რომელიც 1942 წელს კრაკოვში დააპატიმრეს და მხოლოდ ომის დასასრულს გათავისუფლდა.

*

მაკარტიზმის წლებში როზდოლსკის ამერიკის უნივერსიტეტში მუშაობის უფლება არ მისცეს. ყველაფრის მიუხედავად, მან ბოლომდე მიიყვანა დაწყებული საქმე. დაუპირისპირდა ენგელსის იდეალისტურ შეხედულებას ხალხების შესახებ, რომელიც მომდინარეობს ჰეგელის ,,გონების ფილოსოფიიდან’’.

1849 წელის იანვარში ენგელსი თავის ცნობილ წერილში, ,,მადიარების ბრძოლა”, ამბობდა, რომ 1848 წლის რევოლუციის დროს რეაქციულ ძალებს მხარი დაუჭირეს სლავმა ხალხებმა. ენგელსის თქმით, ბარბაროს სლავებზე შურს იძიებენ ავსტრიელები, გერმანელები, მადიარები, ხოლო სლავები და ყველა მათი მსგავსი, არაისტორიული და რეაქციული ხალხი, გაქრება.

1848 წლის რევოლუციიდან ასი წლის შემდეგ რომან როზდოლსკიმ გამოკვეთა ენგელსის შეხედულებების იდეალისტური მხარე, რომელიც მომდინარეობდა ჰეგელის ,,გონების ფილოსოფიიდან”.

ჰეგელის მიხედვით, პროგრესულნი არიან ის ხალხები, რომლებსაც გააჩნიათ ბუნებრივი და სულიერი ძალა შექმნან სახელმწიფო, ხოლო ის ერები, რომლებიც თავიანთი ისტორიის ადრეულ ეტაპზე გახდნენ სხვების მორჩილნი, იქამდე, სანამ სახელმწიფოს შექმნიდნენ, სამუდამოდ არიან განწირულები. იგი ფიქრობდა, რომ, მაგალითად, აფრიკა არაისტორიული კონტინენტია, რომელსაც არ გააჩნია განვითარება და მოძრაობა.

1849 წელს ენგელსმა ზედმიწევნით გაიმეორა ეს შეხედულება. ირწმუნებოდა, რომ ხალხებს, რომელთაც არ გააჩნიათ, თავიანთი ისტორია და ცივილიზაციის ადრეულ დონეზე უცხოელების ბატონობის ქვეშ მოექცნენ, არ აქვთ გადარჩენის უნარი, ვერასოდეს მიაღწევენ თავისუფლებას.

უკრაინელმა რევოლუციონერმა თვალნათლივ უჩვენეს, რომ ენგელსი ცდებოდა, როცა ჰეგელის სიტყვებს იმეორებდა. ძალიან მალე ისტორიამ სიმართლე ყველას დაანახა.

*

1848 წლის რევოლუციამდე სამი წლით ადრე ტარას შევჩენკომ დაწერა ‘’კავკასია’’. ლექსი არის დაღუპული მეგობრისთვის, იაკობ დე ბალმენისთვის. წინ უძღვის სიტყვები: ,,და ვსტიროდი ერსა ამას ჩემსა დღე და ღამე მოწყლულთა…” იერემია, თავი 9, ქება I.

პოეტი ხედავს რუსეთის იმპერიის სისასტიკეს. ევროპის ჟანდარმისგან კავკასიელ ხალხების თავს დატეხილ უბედურებას. თანაუგრძნობდა მათ, რადგან თავის სამშობლოსაც ასეთი ბედი ჰქონდა.

გულს უკლავს მეგობრის დაღუპვის ამბავი. იაკობ დე ბალმენს სურდა ებრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის გასათავისუფლებლად, მაგრამ ბედმა იმპერიის ჯარისკაცად ყოფნა აიძულა.

სწორედ ამ წელს უკავშირდება ტარას შევჩენკოს დამარცვლით ნათქვამი სიტყვა, რომელიც რევოლუციონერმა პოეტმა ივან ფრანკომ ჩაიწერა.

ტარას შევჩენკო თავისუფლებისთვის მებრძოლებზე უყვებოდა ხალხს და მაგიდაზე დადო ხორბლის მარცვალი. თითქოს, ის მეფეს განასახიერებდა. შემდეგ, კიდევ ერთი მარცვალი დაამატა და თქვა, რომ ის გენერალ გუბერნატორს აღნიშნავდა. კიდევ რამდენიმე მარცვალში მიწათმფლობელები იგულისხმა.

ბოლოს ჯიბიდან ამოიღო მთელი მუჭა ხორბალი, დააყარა დანარჩენ მარცვლებს და თქვა: სცადეთ და იპოვეთ მეფე, ან გენერალ გუბერნატორი!

ივან ფრანკო ფიქრობდა, რომ ტარას შევჩენკომ იგავი მებრძოლთა ძველი თაობებიდან იცოდა, თუმცა მას არ მიუწვდებოდა ხელი ავსტრიის იმპერიის არქივებზე.

ვენაში გადახვეწილი როზდოლსკი არქივში ეძებდა და მალევე დარწმუნდა, რომ ივან ფრანკო, რომელიც ოდესღაც მამამისთან ერთად უკრაინის ყველა სოფელში იწერდა ხალხურ სიმღერებს, არ ცდებოდა. როზდოლსკიმ ნახა ჩანაწერები პოლონელ კასპერ ცენგლევიჩზე, რომელიც ლვოვში ცხოვრობდა და ებრძოდა რუსეთის იმპერიას. მან ეს იგავი თანასწორობაზე მოუყვა თავის თანამებრძოლებს 30-იან წლებში.

ისტორიკოსს შეიძლება გამორჩენოდა, მაგრამ რევოლუციონერმა იცოდა ვიქტორ ჰიუგოს რომანი ჰაიტელ მეომარზე, რომელიც ფრანგ კოლონიზატორებს აუჯანყდა. მას ეძახდნენ Bug-Jargal-ს.

ჰიუგოს გმირის ერთ-ერთი ნამდვილი სახელი არის ტუსენ ლუვერტიური. ჰაიტის რევოლუციის მეთაური, რომელიც 1791 წელს აჯანყდა, ფერადი სიმინდის მარცვლებით ხელში. მან პირველად თქვა იგავი თანასწორობაზე. პირველად, მათ შორის, ვისი სახელიც ვიცით. იგავის ვარიანტულობა უჩვენებს ბრძოლის ისტორიას საზღვრების გარეშე, თავისუფლებისა და თანასწორობისათვის.

იდეალისტური წინასწარმეტყველებები აღარავის ახსოვდა რევოლუციის ქარიშხალში. 1905 წლის რევოლუციის დღეებში უკრაინელმა ხალხმა კომუნარების დროშა აღმართა. რევოლუციას გამოარჩევდა საყოველთაო გაფიცვა, რომელმაც მოიცვა მთელი რუსეთის იმპერია. ჟანდარმს ებრძოდა პოლონეთის, ბალტიისპირეთის, ფინეთის, ზღვისპირეთის, კავკასიის ხალხები. მიუხედავად მარცხისა, მის გარეშე არ იქნებოდა ოქტომბერი, როცა რუსეთის იმპერია დაინგრა.

დღეს იმპერია, რომელიც ერთი ბოროტების ორ სახეს, ნეოლიბერალიზმს და ფაშიზმს აერთიანებს, ცდილობს აღდგეს თეთრი რუსეთის დროშით, რომელსაც ამრავალფეროვნებს იმპერიალისტური და საბჭოთა სიმბოლიკა. ყველა მაინც ამჩნევს სასტიკ ჟანდარმს წარსულიდან, რომელიც ადრინდელივით იმპერიალიზმს დარაჯობს.

პუტინის რეჟიმი ვაჭრობს გლობალურ კაპიტალთან. იმპერიალისტური ომის პირობებში, კიდევ უფრო მდიდრდება რუსეთის ფედერაციაში დამონებული ხალხების ექსპლუატაციით და კოლონიური ძარცვით. სასტიკი ომი უკრაინაში წამოიწყო პუტინის რეჟიმმა, რადგან ის სხვანაირად ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ომის გაგრძელება პუტინის და მისი მოკავშირეების ინტერესებშია.

სოლიდარობა უკრაინის ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლას და საერთაშორისო ანტისაომარ მოძრაობას!

ხალხთა თანასწორობზე: დამარცვლით

უკრაინელი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი, რევოლუციური და

ანტიფაშისტური ბრძოლის ისტორიაზე

გაზიარება