მუნიციპალური კინოთეატრის არსი და ქვეყნის კულტურულ რუკაზე მისი საჭიროების აუცილებლობა

ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი – კინოს მკვლევარი, მუნიციპალური კინოთეატრის საინიციატივო ჯგუფის წევრი

მუნიციპალური კინოთეატრის არსი და ქვეყნის კულტურულ რუკაზე მისი საჭიროების აუცილებლობა.

ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი – კინოს მკვლევარი, მუნიციპალური კინოთეატრის საინიციატივო ჯგუფის წევრი

თავდაპირველად, საქართველოში მუნიციპალურ კინოთეატრებზე მოკლე ისტორიული დისკურსი:

როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირში ირიცხებოდა, იდეოლოგიური ფუნდამენტიდან გამომდინარე, ყველა კინოთეატრი არაკომერციული, მუნიციპალური გახლდათ. ჯერ კიდევ 1909 წელს, მოდერნისტული სტილით შთაგონებული ნაგებობა, კინოთეატრი „აპოლო“ აშენდა, რომელიც არა მხოლოდ ქალაქში, არამედ რეგიონშიც ერთ-ერთი პირველი კინოდარბაზი გახლდათ. გასული საუკუნის პირველ ნახევარში, მხოლოდ თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე რამდენიმე კინოთეატრი ფუნქციონირებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, ქვეყანა პოლიტიკურმა, სოციალურმა და კულტურულმა წყვდიადმა მოიცვა. უფუნქციოდ დარჩა მრავალი საჯარო ინსტიტუცია. აფხაზეთისა და სამოქალაქო ომების გავლით, 2000-იანი წლების დასაწყისში, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, ახალმა ხელისუფლებამ ხელახალი მოდერნიზაციის კურსი დასახა და დროთა განმავლობაში, წარსულში მოქმედი მრავალი კინოთეატრი თუ სხვა კულტურული სივრცეები გასხვისების, პრივატიზაციის პროცესს გაუყენა. შედეგად, ზოგიერთმა შენობამ უწინდელი, პირველადი ფუნქცია დაკარგა და კაპიტალისტური ტრანსფორმაციის მარყუჟში მოთავსდა, ხოლო, ზოგი შენობა კვლავაც უფუნქციო და მიტოვებულია. უდიდესი კინემატოგრაფიული ტრადიციის მქონე შენობა, „აპოლო“, დღეს კერძო საკუთრებაშია და უკვე მრავალი წელია უმოქმედო და მიტოვებულია.

უფრო ახლო წარსულს რომ შევეხოთ, კინოთეატრ „რუსთაველის“ მაგალითი უნდა მოვიყვანოთ, რომელმაც ფუნქციონირება რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა. ცოტაოდენი ხნის წინ, კინოთეატრ „რუსთაველის“ მმართველებმა, განახლებული პროექტი წარადგინეს, რომელმაც საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან „რუსთაველი“ ტრანსფორმირებული სახით, სასტუმროს ტიპის სივრცედ უნდა გარდაქმნილიყო, რომელშიც კინოდარბაზი ერთგვარი ფსევდო-კულტურული დანამატის ფუნქციას შეითავსებდა, რათა საზოგადოებაში შეექმნა განწყობა, რომ აღნიშნული პროექტი კინოთეატრის იდეის ირგვლივ შემუშავდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, არც საზოგადოების მეხსიერება აღმოჩნდა ხანმოკლე და ვერც პროექტის ავტორებმა „გააცურეს“ კინომოყვარულები.

შეგახსენებთ, „რუსთაველი“, როგორც კინოთეატრი, 1939 წელს აშენდა და კინოკულტურის მრავალწლიანი ტრადიციით საზრდოობდა, სანამ რამდენიმე წლის წინ არ დაიხურა და უფუნქციოდ დარჩა.

აპოლოსა და რუსთაველთან დაკავშირებული პროცესები, ნათლად აღწერს კერძო სექტორის პოლიტიკასა და დამოკიდებულებას იმგვარი კულტურული ტრადიციების მქონე სივრცეებისადმი, როგორიც ზემოხსენებული კინოთეატრებია. ამგვარი დამოკიდებულება – უპირველესად კომერციულ მიზნებზე კონცენტრირება, ცხადყოფს მუნიციპალური კინოთეატრის და მსგავსი კულტურული სივრცეების საჭიროებას, რათა ხელოვნების მნიშვნელობა არ დაექვემდებაროს ბაზრის კანონებს, დაიბრუნოს მისი სახალხო მნიშვნელობა და ხელმისაწვდომი გახდეს ყოველი სოციალური ჯგუფისათვის.

2021 წლის ბოლოდან მოყოლებული, კინოსა თუ მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე ადამიანებმა, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომლის უმთავრეს მიზანს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მუნიციპალური კინოთეატრის დაფუძნება წარმოადგენს. დავწერეთ მცირე მანიფესტი (https://cinexpress.ge/2022/01/04/municipalcinema/), რომელშიც ამგვარი სივრცის საჭიროებას გაესვა ხაზი. შემდეგ, მოძრაობის წევრები ვესაუბრეთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე მომუშავე კინოპროფესიონალებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაგვიზიარეს. შედეგად, ჩამოყალიბდა ქართულ რეალობაზე მორგებული მუნიციპალური კინოთეატრის კონცეფცია, რომლის განვითარება და საბოლოოდ აღსრულებაც, გადამწყვეტ, საბოლოო ფაზაში შედის; უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ საუბარსა და დარწმუნებას იმ ინსტიტუციების აღმასრულებელ პირებთან, რომელთა უპირველესი პასუხისმგებლობაც, სწორედ ამგვარი სივრცეების არსებობის უზრუნველყოფაა და რომელთაც შესწევთ ძალა, გამოყონ ფინანსური რესურსი – კინოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული კერის დასაარსებლად.

თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც მუნიციპალური კინოთეატრის იდეის მოკვლევისა და განვითარების პროცესში წავაწყდით, ისაა, რომ საზოგადოების საგულისხმო ნაწილი არაა გაცნობიერებული მუნიციპალური კინოთეატრის არსსა და დანიშნულებაში. ამგვარი სივრცე მათ ცნობიერებაში აღქმულია, როგორც მხოლოდ გასართობი დარბაზი, სადაც კვირის განმავლობაში, რამდენიმე კინოჩვენება გაიმართება. ამგვარი აღქმა, იმთავითვე მცდარ მოლოდინებს ქმნის, რადგან მუნიციპალური კინოთეატრის იდეა, უფრო ვრცელი და მრავლისმომცველია, ვიდრე კინოდარბაზი, რომელშიც პერიოდულად ჩვენებები იმართება.

რა არის მუნიციპალური კინოთეატრი და როგორი იქნება ის?

მუნიციპალურ კინოთეატრს თვითმმართველი ქალაქის კულტურულ რუკაზე მნიშვნელოვანი წილი უკავია. იგი ერთმანეთს უკავშირებს ურბანული ლანდშაფტის ძირითად კომპონენტებს, საზოგადოებასა და გარემოს.

მუნიციპალური კინოთეატრი თუმცა ურბანული პროექტია, მისი არსებობა სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას შეიძენს – შეიქმნება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი საჯარო სივრცე; მოხდება დავიწყებული ტრადიციის, კინოში სიარულის – ერთგვარი სოციალური რიტუალის – გახსენება; შეისწავლება საერთო სიკეთის სწორად გამოყენება, მართვა და თანაარსებობა; მოხდება თანაზიარობა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კინომემკვიდრეობასთან, რითაც თავისთავად გააზრებადი გახდება პროცესი, რომ საქართველო მსოფლიო კულტურული ოჯახის განუყოფელი ნაწილია.

ამასთანავე, საუბრებიდან მიღებული გამოცდილებითა თუ უკვე არსებული სივრცეების მოკვლევის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ მუნიციპალური კინოთეატრი არ გულისხმობს ერთ, მკაცრად გაწერილ ბიუროკრატიულ წესდებასა თუ ფუნქციონირების ფორმას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი დაწესებულებები ერთმნიშვნელოვნად იზიარებენ. მუნიციპალური კინოთეატრები კინემატოგრაფიული გამოცდილების მიღების იდეის ირგვლივ იქმნება, რომელთა ორგანიზაციული, სტრუქტურული თუ არქიტექტურული ცვლადები შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალგვარი ფორმის გამოცდილებას გულისხმობდეს, თუმცა შინაარსი ერთია – მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისათვის და საზოგადოებრივ ცნობიერებაში კინემატოგრაფის როგორც სახელოვნებო თუ სამეცნიერო დარგად დაფუძნების სურვილი. საერთო მახასიათებელია წარსულისადმი დამოკიდებულებაც – კლასიკური ფილმების თუ ცალკეული ავტორების რეტროსპექტივები ამგვარ სივრცეებში ყოველკვირეული და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. გარდა ამისა, კინოდარბაზების მიღმა, მუნიციპალური კინოთეატრის სივრცეში იგულისხმება კინობიბლიოთეკა, დაარსებიდან დაგროვებული ფილმების არქივი, მოსასვენებელი სივრცე (კაფე) და სხვ. კინოთეატრისთვის ბიბლიოთეკა, სადაც კინოლიტერატურა – კლასიკური თეორიული ნაშრომებისა და თანამედროვე კინორეფლექსიების კრებული განთავსდება, ერთ-ერთ გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს, რადგან კინოს ყურება, თეორიული ცოდნის გარეშე, უმეტესწილად დროის კარგვა და გაურკვევლობაში ყოფნაა. მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება არქივსაც, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთგვარი საკომუნიკაციო გასაღების ფუნქციას იკისრებს, რადგან არქივში მოთავსებული ნამუშევრების მიმოცვლა მსგავსი ორგანიზაციების თანამეგობრობის ფარგლებში დამყარებული ურთიერთობების ფონზე, მყარად დამკვიდრებული მეთოდია, რაც, ერთი მხრივ, ხარჯებს ამცირებს, მეორე მხრივ კი, ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

მუნიციპალური კინოთეატრი არაა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, შესაბამისად, ბილეთის ფასი სიმბოლური იქნება, ხოლო სკოლის მოსწავლეებისა და პენსიონერებისათვის – უფასო. ამგვარი სივრცის არარსებობა საქართველოს კულტურულ რუკაზე უთუოდ საგანგაშოა.

ამას გარდა, მუნიციპალური კინოთეატრი გვესახება მრავალფუნქციურ კულტურულ სივრცედ, რომელშიც ფილმების ნახვა არ იქნება სტერილური, მხოლოდ გართობაზე ორიენტირებული პროცესი. ნაცვლად ამისა, თითოეული კინოს პროგრამა და ფილმი, შემოთავაზებული და განხილული იქნება კონკრეტული ისტორიული, სოციო-კულტურული თუ პოლიტიკური მოვლენების გაცნობისა და გააზრების ჭრილში. შესაბამისად, გარკვეული ფილმების ჩვენებამდე, დაიგეგმება ლექციები და მოხსენებები, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალურ კინოთეატრში მოწვეული ავტორები და მომხსენებლები აუდიტორიას როგორც ნამუშევრებზე, ასევე მისი შექმნის დროს არსებულ კონკრეტულ მოვლენებსა და პროცესებზე გაესაუბრებიან, ხოლო ფილმის ნახვის შემდგომ, სისტემატურად გაიმართება დისკუსიები, რაც მაყურებელს უფრო აქტიურსა და პროცესში ჩართულს გახდის.

გარდა კინოჩვენებისა და ლექციებისა, მუნიციპალური კინოთეატრი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას, როგორიცაა – ფესტივალი, ფორუმი, სპეციალური ღონისძიებები ბავშვების, სკოლის მოსწავლეებისა და მოზარდებისათვის, თემატური კვირეულები და ასე შემდეგ; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებსა და მათ განვითარებას, რადგან ვთვლით, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი და მათთვის თავისუფალი კულტურული სივრცეების შექმნა – სახელმწიფოსათვის აუცილებელი და სამომავლო განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხია. რეგულარულად მომზადდება პროგრამები, რომლის მეშვეობითაც მათ (ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს), ერთი მხრივ, ისეთი ავტორების ფილმების დიდ ეკრანზე ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც კომერციულ კინოთეატრებში არ აქვთ (მაგ. ჩარლი ჩაპლინი, ბასტერ კიტონი, კენ ლოუჩი, ბილ დუგლასი, ალბერ ლამორისი და სხვა), მეორე მხრივ, გაჩნდება სივრცე, სადაც ერთმანეთის სკოლის მიღმა ნახვა და ამგვარი კულტურული სივრცის გაზიარება შეეძლებათ; თანადროულად, მუნიციპალური კინოთეატრის კარი, საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფისათვის იქნება ღია, მათ შორის ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც სახელოვნებო თუ კინოფაკულტეტებზე სწავლობს და მსგავსი სივრცეების არსებობა მათი პროფესიული განვითარებისთვისაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან შეუძლებელი გვგონია კინემატოგრაფზე კონკრეტული სამეცნიერო ან/და სახელოვნებო კვლევების ჩატარება და განხორციელება ფილმების სახლში (კომპიუტერსა თუ ტელევიზორში) ნახვით. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს როგორც ფილმების დიდ ეკრანზე ყურებას, ასევე კინობიბლიოთეკის გამოცდილებას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმავე სივრცეში. მეორე მხრივ, ეს სივრცე ღია იქნება სხვა დარგის სტუდენტებისათვის, რაც კინოს ინტერდისციპლინარულ ჭრილში განხილვის შესაძლებლობას მოგვცემს (ფილოსოფია, სოციალური მეცნიერებები და ა. შ.). ამასთანავე, მუნიციპალური კინოთეატრი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ხანშიშესული ადამიანების სოციო-კულტურულ ცხოვრებაში ჩართვისათვის, რადგან მათთვის ფილმის ნახვის ბედნიერება მხოლოდ გარდასულ მოგონებებთან ასოცირდება, რამდენადაც ის კლასიკური ფილმები, რომლებიც მათ უყვართ, ძალიან იშვიათად (თითქმის არასდროს) ხვდება კომერციული კინოთეატრების ყოველკვირეულ პროგრამებში.

ხაგზასმით აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალური კინოთეატრი ხელმისაწვდომი იქნება ყველა სოციალური ჯგუფისათვის! ბილეთი თითოეულ ფილმზე არ ასცდება 2-3 ლარს, სტუდენტებისათვის იმოქმედებს სპეციალური ტიპის შეღავათიანი აბონემენტი, ხოლო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩვენებებსა და ღონისძიებებზე დასწრება უფასო იქნება.

მუნიციპალური კინოთეატრი აქტიურად ითანამშრომლებს ევროპულ და საერთაშორისო კინო-ინსტიტუტებთან, იქნება ეს სხვადასხვა ქვეყნის კინოარქივები და სინემათეკა, თუ სხვადასხვა კინოფესტივალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული, ამგვარი სივრცით გამორჩეული ქვეყნის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება და შესწავლა, რაც ჩვენს კინოთეატრს პროდუქტიულად მუშაობაში და კონკრეტულ გამოწვევასთან თუ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარება. კინოარქივებთან, სინემათეკებთან (მათი ფილმების მიღებითა და ქართული ფილმების მათთვის გაზიარებით, ჩვენი ქვეყნის არქივთან თანამშრომლობით) და კინოფესტივალებთან საქმიანი ურთიერთობა დაგვეხმარება მაყურებლისთვის სხვადასხვა ტიპის პროგრამის შეთავაზებასა (მაღალი რეზოლუციითა და ხარისხით) და, თავის მხრივ, ქართული კინოს პოპულარიზაციაში. შესაბამისად, ყოველწლიური პროგრამა დაკომპლექტდება, როგორც კლასიკური ფილმებით, ასევე, თანამედროვე კინოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას გააჩენს (რასაც კინოფესტივალებთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს). ამ ეტაპისთვის, უკვე გვაქვს ჩეხეთისა და უნგრეთის კინოარქივების დირექტორებისაგან წერილობითი მზაობა და სურვილი თანამშრომლობის კუთხით. პროგრამის შექმნის კუთხით კი, გვაქვს იდეა, რომლის განხორციელებაც კინოთეატრისთვის საავტორო ფუნქციას იტვირთებს.

რატომ არის საჭირო მუნიციპალური კინოთეატრი?

იმ დროს, როცა კომერციული ფილმების საჩვენებლად ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის კინოთეატრია (კავეა, ამირანი), კინონამუშევრები, რომლებიც საკუთრივ ფორმითა თუ შინაარსით ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ, უადრესატოდაა დარჩენილი, რაც ვერავითარ შემთხვევაში დაბრალდება დაუინტერესებლობასა თუ ამ ტიპის კინოფილმებისადმი მაყურებლის გულგრილ დამოკიდებულებას, რადგან ამგვარი კინემატოგრაფიული შემოქმედება უცილობლად საჭიროებს სივრცეს, რომელიც მისი არქიტექტურული სხეულიდან დაწყებული, სოციო-კულტურული ხასიათით გაგრძელებული, არ კვეთს იმ ზღვარს, რომლის მიღმაც კინემატოგრაფი განიხილება როგორც გასართობი, დროის გასაყვანი საშუალება.

ევროპული ქვეყნების კინემატოგრაფიული გამოცდილება გვიჩვენებს, თუ რაოდენ მყარი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ სივრცეებს, რომლებიც გარდა სოციალიზაციისა, ამავდროულად, კულტურული ცხოვრების მყისიერ გამოღვიძებას, ხოლო შემდგომში კი მუდმივ განვითარებას განაპირობებს; თბილისის კულტურულ ცხოვრებაში, მუნიციპალური კინოთეატრი, ფუნდამენტური მნიშვნელობის როლს მოიაზრებს უთუოდ; მოხაზავს ტერიტორიას, რომელზედაც კინემატოგრაფი მხოლოდ და მხოლოდ სახელოვნებო თუ სამეცნიერო ჭრილში იქნება გაგებული. ამ მხრივ, ისტორიიდან, საუკეთესო შემთხვევის სახით ფრანგული სინემათეკის მაგალითს მოვიხმობთ, სადაც 1950-იან წლებში, ახალი კინემატოგრაფიული მოძრაობა დაფუძნდა, რომელიც შემდგომ ფრანგული „ახალი ტალღის“ სახელით გაიცნო მაყურებელმა. თუმცა გერმანიაში, ბერლინში დაარსებულ „არსენალს“ ასეთი ძლიერი ბიძგი არ მიუცია კინოხელოვანთათვის, აღსანიშნავია მისი სოციო-კულტურული ღირებულება, რომლითაც ის გერმანელი თუ უცხოელი მაყურებლისათვის წლიდან წლამდე ფასობს. არსენალმა გერმანიის კულტურულ ცხოვრებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა, იქნება ეს ბერლინის კინოფესტივალისთვის (BERLINALE) გაწეული დახმარება – იქ წარმოდგენილი პროგრამების სახით: Forum & Forum Expanded – თუ სხვადასხვა ქვეყნის დამოუკიდებელი ავტორებისადმი გაწეული მხარდაჭერა – დაარსებიდან, 1963 წლიდან მოყოლებული, არსენალმა სხვადასხვა ჟანრისა და ფორმატის 10 000-მდე კინონამუშევარი შემოინახა.

მოხმობილი ისტორიული კინოგამოცდილებების გარეშეც, თუკი დღევანდელ თბილისურ კულტურულ ცხოვრებას ჩავუკვირდებით, შევნიშნავთ იმგვარ კულტურულ ვაკუუმს, რომლის ამოვსებაზეც, მუნიციპალური კინოთეატრის დაბადება, ერთმნიშვნელოვნად დადებითი ხასიათის ტენდენციას გამოკვეთს.

მეორე მხრივ, ხაზგასასმელია იმ ავტორთა და კინონამუშევართა რიცხვი, რომლებიც მათი ისტორიული ნიშნადობის მიუხედავად, თბილისის თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში, მნიშვნელობასა და როლს სწორედ ამგვარი სივრცეების დანაკლისის გამო ვერ შეიძენენ. მუნიციპალური კინოთეატრების ერთ-ერთი ძირეული ფუნქცია, ამგვარ ავტორთა შემოქმედების ისტორიულ კონტექსტში მოხელთება, მათი გადააზრება და თანამედროვეობასთან მისადაგებაა. კინემატოგრაფიულ წარსულზე რეფლექსიის გარეშე, კინოს სიღრმე მოაკლდება და ზედაპირული დარჩება აწმყო და სამომავლო პროცესები, რომლებმაც დიდწილად უნდა განსაზღვროს ქართული კინოს ამჟამინდელი იდენტობა. ხოლო ის, რაც ამ იდენტობას ჩამოაყალიბებს, გარდა შემოქმედებითი იმპულსებისა, ამავდროულად, კრიტიკულ გააზრებასა და სიღრმისეულ კვლევას ეფუძნება. ამ მხრივ, მუნიციპალური კინოთეატრი ერთგვარი კვლევის ველის ფუნქციას იკისრებს; გარდა კინოდარბაზებისა, აღნიშნულ სივრცეში განთავსდება ბიბლიოთეკა, სადაც ნანახზე რეფლექსია, კინოლიტერატურის მოშველიებით გახდება შესაძლებელი.

მუნიციპალური კინოთეატრის საინიციატივო ჯგუფი უმნიშვნელოვანეს მიზნად სკოლებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას ისახავს. კინემატოგრაფი, დარგი, რომელიც გასული საუკუნიდან მოყოლებული ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ფიგურების (მაგ. ვირჯინია ვულფი, ჟილ დელიოზი, სიუზან ზონტაგი, ზიგმუნდ ფროიდი და სხვ.) კვლევის საგანია, ჩვენი დაკვირვებით, სკოლის ასაკიდანვე უნდა ისწავლებოდეს, რაც გარდა კინემატოგრაფის ისტორიის შესწავლისა და მასზე კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება/განვითარებისა, თავისთავად გაამდიდრებს/განავითარებს ახალგაზრდების ცნობიერებას სოციალური, ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური საკითხების მიმართ, რადგან კინო მისი პრიმიტიული დანიშნულებების (გართობა, ინდუსტრია) მიღმა, თავადაა სოციოლოგიაც, ფსიქოლოგიაც და ფილოსოფიაც.

რა შედეგებს მოიტანს მუნიციპალური კინოთეატრის დაარსება?

დანამდვილებით შეიძლება ითქვას – მსგავსი კულტურული სივრცეების არყოფნა თვალსაჩინო მიზეზია იმ ფსევდო-პოლიტიკური მოვლენების, სოციალური თუ კულტურული დეკადანსისა თუ პოლარიზებული საზოგადოებისა, რომლებიც დღეს თანამედროვე ქართული ყოფის მახასიათებლებად იქცა და რა ფაქტორებიც ასე უარყოფითად ზემოქმედებს საზოგადოებაზე.

მუნიციპალური კინოთეატრის თავდაპირველად თბილისში, ხოლო შემდეგ რეგიონებში დაფუძნების პროცესი, გარდა საკუთრივ პოლიტიკური მნიშვნელობისა – რითაც სახელმწიფო დაიბრუნებს მის ძირეულ ფუნქციას, იდგეს ხალხის სამსახურში და იზრუნოს მის სოციალურსა თუ კულტურულ განვითარებაზე – ამავდროულად, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მატარებელიც იქნება, რადგან, ერთი მხრივ, ამგვარი სივრცის გაჩენა სხვა კულტურული სივრცეების აუცილებლობის საკითხს გამოკვეთს, მეორე მხრივ, ფუნქციის მიხედვით ამოქმედების შემთხვევაში, საზოგადოების ცნობიერებაში ამოივსება ის კულტურული შრე, რომლის უქონლობა/ნაკლებობა ადამიანებს აიძულებს, მედიებსა თუ სოციალურ ქსელებს მიეჯაჭვოს, რაც, თავის მხრივ, მათ მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგისა და ცხოვრების სტილის გაზიარებას გულისხმობს.

მუნიციპალური კინოთეატრის დაარსება, ცალსახად დადებითი ტენდენციის მატარებელი ფაქტი იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამგვარი სივრცის გაჩენა, შესაძლოა, გახდეს უდიდესი ბიძგი ცვლილებებისა, რომელიც ასე საჭირო, თუმცა ჯერჯერობით მიუღწეველია თანამედროვე პოლიტიკურსა თუ კულტურულ ყოფაში.

ვაცხადებთ, რომ ქალაქი მუნიციპალური კინოთეატრის გარეშე მზერაწართმეული ქალაქია, ხედვის ახალი შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი მოწყენილობა და უმისამართობაა!

დროა, ამ მოწყენილობას მისამართი მიეცეს და დავიწყოთ იმგვარი სივრცეების დაფუძნებაზე ზრუნვა, რომლებიც დაგვეხმარება პოლარიზაციისა და გათიშულობის ზღვრების გადალახვაში, რაც მიგვიყვანს იმ წერტილამდე, რომლიდანაც კოლექტიური აზროვნების პროცესი არა მიუღწეველ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აქტად ფიქსირდება.

გვამხნევებს ის, რაც დროსა და სივრცეში თანამოაზრეებთან გვაკავშირებს.

გიორგი ჯავახიშვილი – კინოს მკვლევარი, მუნიციპალური კინოთეატრის საინიციატივო ჯგუფის წევრი.

VI/2022

გაზიარება