რეპორტაჟი, როგორც ხელოვნების ფორმა და ბრძოლის ფორმა

[Reportage als Kunstform und Kampfform]

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

50-იანი წლების ბოლოს საქართველოს რადიომ პირველად დაიწყო საერთაშორისო მაუწყებლობა[1]. 1963 წელს შეიქმნა უცხოეთზე მაუწყებლობის რედაქცია. სწორედ ამ დროს, პოეტი ფრიდონ ხალვაში ბურსაში მამიდას შეხვდა, რომელიც იქამდე არასოდეს ენახა. მისი ნათქვამი სიტყვები ლექსად აქცია: მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი/ახლად დავიბადე, თბილისიდან/ხმა რომ დავიჭირე რადიოთი…

დღეს, ქართულ მედიას თითქმის არაფერი აქვს სათქმელი საქართველოსთვის, საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის და რა თქმა უნდა, არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ყველაფერს მხოლოდ ბიზნესის და პარტიების დაკვეთა განსაზღვრავს.

ეს წერილი დავწერე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის. მედიის მფლობელები და მენეჯერები, პირველ რიგში, ალბათ ბიზნესის დაკვეთას ემორჩილებიან და ასევე პარტიულ დაკვეთას. პატივს არ სცემენ რეპორტიორების შრომას. ბევრი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათი ამბავი გამონაკლისი არ არის, ყველგან, მენეჯერები ექსპლუატაციას უკეთებენ და ჩაგრავენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ტექნიკურ პერსონალს. ზოგჯერ ჟურნალისტის შრომის ერთადერთი საზომი რეიტინგი და სოციალურ მედიაში არსებული სტატისტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეებს, მათ მენეჯერებს და რეპორტიორებს განსხვავებული ინტერესი აქვთ, კორპორაციული ეთიკით ცდილობენ მიჩქმალონ ეს ყველაფერი.

სკანდალისტმა მენეჯერებმა სცენაზე გამოიყვანეს აგიტატორი კომედიანტები. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს უბრალოდ ბოროტ მასხარაობასთან, რომლის მიზანი სიმართლის დამალვაა. მენეჯერები მიხვდნენ, რომ იუმორისტული კონტენტი იოლად იყიდება. ახლა ანალიტიკურ გადაცემასა და იუმორისტულ შოუს ფორმატს შორის უმნიშვნელო განსხვავებაა და სულ უფრო ქრება ზღვარი.

ეკრანზე გამოჩნდნენ პარტიის აგიტატორები, რომლებმაც საკუთარ კომერციულ ნიშად ჟურნალისტების (მათი ხედვით, კონკურენტების) დამცირება აქციეს. პოლიციური ჟარგონით ისინი უპირისპირდებიან სხვა ჟურნალისტებს, ადამიანებს, რომლებიც მთელი დღეები მუშაობენ, ხშირად შვილების ნახვასაც ვერ ახერხებენ.

ერთი წლის წინ უმძიმესი ტრაგედიის წინაშე აღმოვჩნდით. პოლიციასთან გარიგებულმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს რეპორტიორები და სიკვდილამდე მიიყვანეს ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.

იქ, სადაც ყველაფერს ბაზრის დაკვეთა განაგებს, მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს დაეკარგა რეპორტიორებისადმი პატივისცემა, ყველაზე სამწუხაროა, რომ თავად რეპორტიორებსაც უქრებათ თავიანთი პროფესიისადმი სიყვარული.

მათ უნდა ვუთხრათ, რომ რეპორტაჟი არის ხელოვნების ფორმა და ბრძოლის ფორმა.

***

1935 წლის 21-25 ივნისს პარიზში ჩატარდა ინტერნაციონალური კონგრესი, რომლის მიზანი იყო ფაშიზმისგან კულტურის დაცვა. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ: რომენ როლანი, ლუი არაგონი, ანდრე ჟიდი, ოლდოს ჰაქსლი, რობერტ მუზილი და ბორის პასტერნაკი, გალაკტიონ ტაბიძე…

პარიზში სიტყვით გამოვიდა ეგონ ერვინ კიში[2], პოეტი და რეპორტიორი, რომელმაც მოახდინა გადატრიალება და რეპორტაჟი სრულფასოვან ლიტერატურულ ჟანრად აქცია.

კიში ცხოვრების ბოლომდე დარჩა რევოლუციონერად. 1918 წელს აირჩიეს ვენის რევოლუციური არმიის მეთაურად, თუმცა მალე დააპატიმრეს და გადაასახლეს ჩეხოსლოვაკიაში. 1921 წლიდან ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე ცხოვრობდა ბერლინში. ნაცისტებმა დააპატიმრეს და ისევ გადაასახლეს. შეუერთდა საერთაშორისო ბრიგადებს ესპანეთში. ებრძოდა ფრანკოს ფაშიზმს. 1940-46 წლებში ცხოვრობდა მექსიკაში და წერდა სტატიებს ანტიფაშისტურ გამოცემაში ‘’Fraies Deutschland’’.

1935 წელს, პარიზში, კიში თავის მოხსენებაში აყალიბებს ცხოვრებისადმი ორმაგი მიდგომის საფუძველს. ეს გულისხმობს, ყველანაირი კომპრომისის გარეშე, ყოველთვის დარჩე მებრძოლად და ხელოვანად.

კიში ამბობს, რომ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა ვიპოვოთ ფორმა, რომელიც ჩვენს სოციალურ პოზიციებს გამოხატავს. ყოველთვის და ასეც იქცეოდა თავადაც, იმათგან განსხვავებით, ვინც მუდმივად ფორმის უპირველეს მნიშვნელობაზე ლაპარაკობდნენ და სინამდვილეში, მხოლოდ ვულგარული ფორმალისტობა შეეძლოთ. ვინც ‘’მაღალი’’ ლიტერატურის დამცველებად გვევლინებოდნენ, სინამდვილეში, მხოლოდ კარიერისტობა, ძალაუფლების და სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი ამოძრავებდათ. შესაბამისად, მათი ტექსტები ეფუძნებოდა ტენდენციურობას, მხოლოდ საკუთარ ცნობიერს და არაცნობერს.

რევოლუციონერი რეპორტიორი ამბობს, რომ რეპორტაჟი არის ხელოვნების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც სრულიად დისკრედიტირებულია, თავად ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ, რომლებიც ზიზღით უყურებენ ამ ფორმას. საპირისპიროდ, იგი იხსენებს რეპორტიორებს, რომელთა ოსტატობამ რეპორტაჟი მართლაც ხელოვნებაც აქცია. უპირველესად ის ასახელებს ჯონ რიდს, ლარისა რაისნერს, ალბერტ ლონდრს, არტურ ხოლიჩერს, ჯონ სპივაკს, სერგეი ტრეტიაკოვს, მიხეილ კოლცოვს.

მათ უჩვენეს, რომ ტექსტი, ნამდვილი ამბის შესახებ, შეიძლება იყოს ავტორის დამოუკიდებელი პოზიციაც და ამავე დროს, მხატვრული ფორმით შესრულებული. კიშის აზრით, ფარისევლების ზიზღი ამ მხატვრული ფორმისადმი, გამოწვეულია არა ამ ფორმის სიახლით, არამედ მათ ტექსტში დამალული საშიშროებით.

კიში იხსენებს თავის მოგზაურობას ცეილონში. გზად კუნძულის შესახებ წიგნებს კითხულობდა. სახელმძღვანელოებს, ბროშურებს ტურისტული სააგენტოებისთვის, ესეებს… იგი გაოგნებული დარჩა იმით, თუ როგორ უპირისპირდებოდა ეს ლიტერატურა კუნძულის რეალობას.

მან იმოგზაურა იქ, სადაც ოქტომბრიდან იანვრამდე, სულ მცირე, ოცდაათი ათასი ბავშვი იღუპება მალარიით და შიმშილით, კუნძული, სადაც სკოლის მოსწავლეების 80% ვერ ესწრება გაკვეთილებს შიმშილის გამო, სადაც თეთრკანიანები, როცა მოესურვებათ, ჩაგრავენ შავკანიანებს… ადგილი, სადაც ყოველ ნაბიჯზე სიკვდილს ელი.

და რა იყო ნათქვამი სამოგზაურო ესეებში? ისინი მღეროდნენ კუნძულის არაჩვეულებრივ სილამაზეზე, ზღვის ტალღებზე, ჯუნგლების საიდუმლოებებზე. უძველესი სამეფო ციხის ნანგრევებზე, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ თქმულა ნამდვილ ცხოვრებაზე.

კიში ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ამ ტექსტების ავტორები არ ტყუიან. ყველა ეს მშვენიერება, უძველესი სასახლეები, იდუმალი ბუნება ნამდვილად არსებობს. უფრო მეტიც, ტექსტების ავტორები აღშფოთდებიან, თუ ვინმე გაბედავს და ეტყვის, რომ სხვა საკითხები უნდა გააშუქონ. ისინი ამას თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამენ. შეტევაზეც გადმოვლენ, რომ თავისუფალი ხელოვანები არიან და რასაც უნდა დაწერენ ან იტყვიან, რომ ჩვენ უბრალოდ უფანტაზიო დემაგოგები ვართ.

ნამდვილმა რეპორტიორმა, სიმართლის მწერალმა, უნდა გაუძლოს ყველა ამ წინააღმდეგობას, მან არ უნდა დაკარგოს თავისი მხატვრული ნიჭი, უნდა გამოსახოს ცხოვრება, მისი პირქუში მხარეც და სილამაზეც, შეარჩიოს ფერები და ხედვის კუთხეები, წარსული და მომავალი აწმყოსთან დააკავშიროს, არ დააბინძუროს რეალობა ზედაპირულობით ან დემაგოგიით. შემოქმედებითი მიდგომით, რეპორტიორმა უნდა დაწეროს მხოლოდ სიმართლე. მეცნიერული განსწავლულობა და სიმართლის ერთგულება ხდის რეპორტიორის მუშაობას სახიფათოს, არა მხოლოდ ძალაუფლების მქონეთათვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. მას, როგორც მწერალს, არ უნდა ეშინოდეს უარყოფის, რომ ვერ გაუგებენ, არ აღიარებენ. ასეთი არის კიშის ხედვა რეპორტაჟის შესახებ.

მას კარგად ესმის, რომ ძალიან რთულია იყო ზუსტი და ამავე დროს არ დაკარგო არც შთაგონება და არც თხრობის ნათელი ფორმა. რეპორტაჟი ხალხის შრომისა და ცხოვრების წესის ასახვაა, ჩვენს დროში ეს მასალა ძალიან ხშირად მოსაწყენი და ძნელად დასაწერია.

ყველაფრის მიუხედავად, სწორედ ჭეშმარიტება არის ნამდვილი ხელოვნების უმაღლესი ფორმა. იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფლება ტალახშია გათელილი, ლიტერატურაში ჭარბობს ბუნდოვანი ემოციურობა, ყალბი მისტიკურობა … ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრების შესახებ სიმართლის თქმა აკრძალულია.

შენიშვნები:

1. ე. იბერი: საქართველოს რადიოს ისტორია. https://www.tsu.ge/assets/media/files/48/nashromebi/Saqartvelos_Radios_Istoria.pdf

2. Kisch, Egon Erwin: Reportage als Kunstform und Kampfform. In: Kisch, Egon Erwin: Mein Leben für die Zeitung. 1926 – 1947;

3. Karin Ceballos Betancur: Egon Erwin Kisch in Mexiko. Die Reportage als Literaturform im Exil. Peter Lang, Frankfurt am Main 2000.

50-იანი წლების ბოლოს საქართველოს რადიომ პირველად დაიწყო საერთაშორისო მაუწყებლობა[1]. 1963 წელს შეიქმნა უცხოეთზე მაუწყებლობის რედაქცია. სწორედ ამ დროს, პოეტი ფრიდონ ხალვაში ბურსაში მამიდას შეხვდა, რომელიც იქამდე არასოდეს ენახა. მისი ნათქვამი სიტყვები ლექსად აქცია: მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი/ახლად დავიბადე, თბილისიდან/ხმა რომ დავიჭირე რადიოთი…

დღეს, ქართულ მედიას თითქმის არაფერი აქვს სათქმელი საქართველოსთვის, საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის და რა თქმა უნდა, არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ყველაფერს მხოლოდ ბიზნესის და პარტიების დაკვეთა განსაზღვრავს.

ეს წერილი დავწერე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის. მედიის მფლობელები და მენეჯერები, პირველ რიგში, ალბათ ბიზნესის დაკვეთას ემორჩილებიან და ასევე პარტიულ დაკვეთას. პატივს არ სცემენ რეპორტიორების შრომას. ბევრი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათი ამბავი გამონაკლისი არ არის, ყველგან, მენეჯერები ექსპლუატაციას უწევენ და ჩაგრავენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ტექნიკურ პერსონალს. ზოგჯერ ჟურნალისტის შრომის ერთადერთი საზომი რეიტინგი და სოციალურ მედიაში არსებული სტატისტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეებს, მათ მენეჯერებს და რეპორტიორებს განსხვავებული ინტერესი აქვთ, კორპორაციული ეთიკით ცდილობენ მიჩქმალონ ეს ყველაფერი.

სკანდალისტმა მენეჯერებმა სცენაზე გამოიყვანეს აგიტატორი კომედიანტები. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს უბრალოდ ბოროტ მასხარაობასთან, რომლის მიზანი სიმართლის დამალვაა. მენეჯერები მიხვდნენ, რომ იუმორისტული კონტენტი იოლად იყიდება. ახლა ანალიტიკურ გადაცემასა და იუმორისტულ შოუს ფორმატს შორის უმნიშვნელო განსხვავებაა და სულ უფრო ქრება ზღვარი.

ეკრანზე გამოჩნდნენ პარტიის აგიტატორები, რომლებმაც საკუთარ კომერციულ ნიშად ჟურნალისტების (მათი ხედვით, კონკურენტების) დამცირება აქციეს. პოლიციური ჟარგონით ისინი უპირისპირდებიან სხვა ჟურნალისტებს, ადამიანებს, რომლებიც მთელი დღეები მუშაობენ, ხშირად შვილების ნახვასაც ვერ ახერხებენ.

ერთი წლის წინ უმძიმესი ტრაგედიის წინაშე აღმოვჩნდით. პოლიციასთან გარიგებულმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს რეპორტიორები და სიკვდილამდე მიიყვანეს ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.

იქ, სადაც ყველაფერს ბაზრის დაკვეთა განაგებს, მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს დაეკარგა რეპორტიორებისადმი პატივისცემა, ყველაზე სამწუხაროა, რომ თავად რეპორტიორებსაც უქრებათ თავიანთი პროფესიისადმი სიყვარული.

მათ უნდა ვუთხრათ, რომ რეპორტაჟი არის ხელოვნების ფორმა და ბრძოლის ფორმა.

***

1935 წლის 21-25 ივნისს პარიზში ჩატარდა ინტერნაციონალური კონგრესი, რომლის მიზანი იყო ფაშიზმისგან კულტურის დაცვა. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ: რომენ როლანი, ლუი არაგონი, ანდრე ჟიდი, ოლდოს ჰაქსლი, რობერტ მუზილი და ბორის პასტერნაკი, გალაკტიონ ტაბიძე…

პარიზში სიტყვით გამოვიდა ეგონ ერვინ კიში[2], პოეტი და რეპორტიორი, რომელმაც მოახდინა გადატრიალება და რეპორტაჟი სრულფასოვან ლიტერატურულ ჟანრად აქცია.

კიში ცხოვრების ბოლომდე დარჩა რევოლუციონერად. 1918 წელს აირჩიეს ვენის რევოლუციური არმიის მეთაურად, თუმცა მალე დააპატიმრეს და გადაასახლეს ჩეხოსლოვაკიაში. 1921 წლიდან ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე ცხოვრობდა ბერლინში. ნაცისტებმა დააპატიმრეს და ისევ გადაასახლეს. შეუერთდა საერთაშორისო ბრიგადებს ესპანეთში. ებრძოდა ფრანკოს ფაშიზმს. 1940-46 წლებში ცხოვრობდა მექსიკაში და წერდა სტატიებს ანტიფაშისტურ გამოცემაში “Fraies Deutschland”.

1935 წელს, პარიზში, კიში თავის მოხსენებაში აყალიბებს ცხოვრებისადმი ორმაგი მიდგომის საფუძველს. ეს გულისხმობს, ყველანაირი კომპრომისის გარეშე, ყოველთვის დარჩე მებრძოლად და ხელოვანად.

კიში ამბობს, რომ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა ვიპოვოთ ფორმა, რომელიც ჩვენს სოციალურ პოზიციებს გამოხატავს. ყოველთვის და ასეც იქცეოდა თავადაც, იმათგან განსხვავებით, ვინც მუდმივად ფორმის უპირველეს მნიშვნელობაზე ლაპარაკობდნენ და სინამდვილეში, მხოლოდ ვულგარული ფორმალისტობა შეეძლოთ. ვინც ‘’მაღალი’’ ლიტერატურის დამცველებად გვევლინებოდნენ, სინამდვილეში, მხოლოდ კარიერისტობა, ძალაუფლების და სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი ამოძრავებდათ. შესაბამისად, მათი ტექსტები ეფუძნებოდა ტენდენციურობას, მხოლოდ საკუთარ ცნობიერს და არაცნობერს.

რევოლუციონერი რეპორტიორი ამბობს, რომ რეპორტაჟი არის ხელოვნების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც სრულიად დისკრედიტირებულია, თავად ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ, რომლებიც ზიზღით უყურებენ ამ ფორმას. საპირისპიროდ, იგი იხსენებს რეპორტიორებს, რომელთა ოსტატობამ რეპორტაჟი მართლაც ხელოვნებაც აქცია. უპირველესად ის ასახელებს ჯონ რიდს, ლარისა რაისნერს, ალბერტ ლონდრს, არტურ ხოლიჩერს, ჯონ სპივაკს, სერგეი ტრეტიაკოვს, მიხეილ კოლცოვს.

მათ უჩვენეს, რომ ტექსტი, ნამდვილი ამბის შესახებ, შეიძლება იყოს ავტორის დამოუკიდებელი პოზიციაც და ამავე დროს, მხატვრული ფორმით შესრულებული. კიშის აზრით, ფარისევლების ზიზღი ამ მხატვრული ფორმისადმი, გამოწვეულია არა ამ ფორმის სიახლით, არამედ მათ ტექსტში დამალული საშიშროებით.

კიში იხსენებს თავის მოგზაურობას ცეილონში. გზად კუნძულის შესახებ წიგნებს კითხულობდა. სახელმძღვანელოებს, ბროშურებს ტურისტული სააგენტოებისთვის, ესეებს… იგი გაოგნებული დარჩა იმით, თუ როგორ უპირისპირდებოდა ეს ლიტერატურა კუნძულის რეალობას.

მან იმოგზაურა იქ, სადაც ოქტომბრიდან იანვრამდე, სულ მცირე, ოცდაათი ათასი ბავშვი იღუპება მალარიით და შიმშილით, კუნძული, სადაც სკოლის მოსწავლეების 80% ვერ ესწრება გაკვეთილებს შიმშილის გამო, სადაც თეთრკანიანები, როცა მოესურვებათ, ჩაგრავენ შავკანიანებს… ადგილი, სადაც ყოველ ნაბიჯზე სიკვდილს ელი.

და რა იყო ნათქვამი სამოგზაურო ესეებში? ისინი მღეროდნენ კუნძულის არაჩვეულებრივ სილამაზეზე, ზღვის ტალღებზე, ჯუნგლების საიდუმლოებებზე. უძველესი სამეფო ციხის ნანგრევებზე, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ თქმულა ნამდვილ ცხოვრებაზე.

კიში ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ამ ტექსტების ავტორები არ ტყუიან. ყველა ეს მშვენიერება, უძველესი სასახლეები, იდუმალი ბუნება ნამდვილად არსებობს. უფრო მეტიც, ტექსტების ავტორები აღშფოთდებიან, თუ ვინმე გაბედავს და ეტყვის, რომ სხვა საკითხები უნდა გააშუქონ. ისინი ამას თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამენ. შეტევაზეც გადმოვლენ, რომ თავისუფალი ხელოვანები არიან და რასაც უნდა დაწერენ ან იტყვიან, რომ ჩვენ უბრალოდ უფანტაზიო დემაგოგები ვართ.

ნამდვილმა რეპორტიორმა, სიმართლის მწერალმა, უნდა გაუძლოს ყველა ამ წინააღმდეგობას, მან არ უნდა დაკარგოს თავისი მხატვრული ნიჭი, უნდა გამოსახოს ცხოვრება, მისი პირქუში მხარეც და სილამაზეც, შეარჩიოს ფერები და ხედვის კუთხეები, წარსული და მომავალი აწმყოსთან დააკავშიროს, არ დააბინძუროს რეალობა ზედაპირულობით ან დემაგოგიით. შემოქმედებითი მიდგომით, რეპორტიორმა უნდა დაწეროს მხოლოდ სიმართლე. მეცნიერული განსწავლულობა და სიმართლის ერთგულება ხდის რეპორტიორის მუშაობას სახიფათოს, არა მხოლოდ ძალაუფლების მქონეთათვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. მას, როგორც მწერალს, არ უნდა ეშინოდეს უარყოფის, რომ ვერ გაუგებენ, არ აღიარებენ. ასეთი არის კიშის ხედვა რეპორტაჟის შესახებ.

მას კარგად ესმის, რომ ძალიან რთულია იყო ზუსტი და ამავე დროს არ დაკარგო არც შთაგონება და არც თხრობის ნათელი ფორმა. რეპორტაჟი ხალხის შრომისა და ცხოვრების წესის ასახვაა, ჩვენს დროში ეს მასალა ძალიან ხშირად მოსაწყენი და ძნელად დასაწერია.

ყველაფრის მიუხედავად, სწორედ ჭეშმარიტება არის ნამდვილი ხელოვნების უმაღლესი ფორმა. იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფლება ტალახშია გათელილი, ლიტერატურაში ჭარბობს ბუნდოვანი ემოციურობა, ყალბი მისტიკურობა… ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრების შესახებ სიმართლის თქმა აკრძალულია.

გაზიარება