გამოქვეყნებულია: 2024 წლის 15 იანვარს, 12:42

დევნილი ახალგაზრდების რეალობა და იდეოლოგიური ოპტიმიზმი

ავტორი: თათია დიღმელაშვილი

ადამიანების თვითგანხორციელებისთვის ცენტრალურია თანასწორი შესაძლებლობები, თუმცა ისეთი ეკონომიკური წესრიგი, როგორიც კაპიტალიზმია და მისი თანმდევი ნეოლიბერალური იდეოლოგია ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და წინსვლას მხოლოდ მათი პირადი მონდომებისა და პასუხისმგებლობის საკითხად წარმოაჩენს. ახალგაზრდების მომავალი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია განათლების მიღება. თუმცა საქართველოში ყველა ახალგზარდას ხელი არ მიუწვდება განათლებაზე. საქსტატის 2021 წლის მონაცემებით 15-29 წლის ახალგაზრდების პროცენტული წილი, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან არანაირ ტრენინგებს, 34.6%-ს შეადგენდა (დასაქმება და უმუშევრობა, 2021). ახალგაზრდების ამ გარკვეულ ნაწილს პროფესიული განვითარებისა და რეალიზების ძალიან დაბალი შანსი აქვთ, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებთან შედარებით, რომლებსაც არათუ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ სწავლის შანსი აქვთ. ნეოლიბერალური პერსპექტივა კი ამ განსხვავებულ მოცემულობებებს უგულებელეყოფს და მხოლოდ ინდივიდიუალურ ძალისხმევაზე გადააქვს აქცენტი.

ამ ნაშრომში ვცდილობ გამოვკვეთო თუ როგორ ხედავენ თბილისში მცხოვრები 20-21 წლის დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტი გოგოები კაპიტალისტურ ჩარჩოში კონსტრუირებულ “უხილავი შესაძლებლობების უთანასწორობას” (lareau, 2002). მიზნებისა და ამბიციების დაკმაყოფილების გზაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებისეული შესაძლებლობები, რომელიც რაიტის თანახმად, დიდწილად განსაზღვრულია საერთო კლასობრივი მახასიათებლებით, გეოგრაფიული მდებარეობით, მემკვიდრეობით, ა.შ. ნეოლიბერალური წესრიგი აბუნდოვანებს სტრუქტურული გარემოებების როლს და ადამიანებს თავდაუზოგავი, დამქანცველი და არაღირებული შრომის იდეით არწმუნებს, რომ მხოლოდ ამგვარი შრომაა წარმატების საწინდარი (hickel, 2017). აირის მარიონ იანგის თანახმად, როდესაც საზოგადოებაში დომინანტურ იდეოლოგია საღ აზრად, ხოლო “განსხვავებული იდეოლოგიები თუ მნიშვნელობები “სხვად” ყალიბდება,” ადამიანები მიისწრაფვიან იმისკენ, რაც შეიძლება მათი ინტერესების საწინააღმდეგო იყოს, რადგან ჰეგემონია აბუნდოვანებს მათ რეალურ ინტერესებს (Young), რაც საფუძვლად უდევს იდეოლოგიურ ოპტიმიზმს.

კაპიტალიზმის განვითარება, სადაც ტექნოლოგიები თანდათან ადამიანის ადგილს იკავებენ, როგორც შავი საქმის, ასევე ინტელექტუალური შრომის შეთავსების გამო, კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის სოციალურ მობილობას, რასაც განათლება უნდა განაპირობებდეს, ლიტერატურის თანახმად, განათლება მნიშვნელოვანი ბერკეტია გლობალურად დაბალი და საშუალო ფენის ადამიანების სოციალური მობილობისთვის. თუმცა ნეოლიბერალური წესრიგი ზრდის უთანასწორებებს და განათლებაზე ხელმისაწვდომობასაც. ამასთან, ხანგრძლივი უმუშევრობა იწვევს იმ განათლებისა და უნარების დავიწყებას, რომელიც ადამიანმა მოიპოვა. „დესქილინგი“ ასევე გულისხმობს დაქირავებული მუშახელის სამუშოს დანაწევრებას, რაც საბოლოოდ ართულებს მშრომელის ბმას მის შრომის პროდუქტთან. ეს პროცესები მშომელს ადვილად ჩანაცვლებად სამუშაო ძალად აქცევს, ხოლო ცოდნა იმის შესახებ, რასაც აკეთებ მონოპოლიზირებული მხოლოდ მენეჯრების და ზემგომი ადამიანების მიერ.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოში 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის 49.7% ეკონომიკურად არააქტიურია. ვაკო ნაცვლიშვილის თანახმად „ნეოლიბერალური ჯონჰენრიზმი“ არწმუნებს ადამიანებს, რომ „მათი წარუმატებლობის მიზეზი მონდომების, თავდადებული შრომის ნაკლებობაა“, ასეთი თვალთახედვა გულისხმობს იდეოლოგიურ ოპტიმიზს, რომლის თანახმადაც ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავალი მხოლოდ ინდივიდუალურ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ამგვარ ოპტიმიზს ვაკო ნაცვლიშვილი უპირისპირებს „მებრძოლ იმედს,“ რომ სხვაგვარი ცხოვრება შესაძლებელია, ეს იმედი იქმნება მაშინ, როცა ვახერხებთ ორგანიზებას, როცა ერთობლივი ძალისხმევით ვპოულობთ ადგილს განუხორციელებელსა და შესაძლებელს შორის” (ნაცვლიშვილი, 2017). იდეოლოგიური ოპტიმიზმის მსგავს ფენომენს აღწერს გუგუშვილიც, სოციალური მობილობის დაბალი ალბათობის მიუხედავად, როგორც ალექსი გუგუშვილი ასკვნის თავის კვლევაში, ადამიანებში შეიმჩნევა “დაუსაბუთებელი ოპტიმიზმი”, რომელიც გამოხატავს ადამიანის რწმენას მისი მომავალი კეთილდღეობის შესახებ, რაშიც იგულისხმება მომავალი ფინანსური წარმატება და ჯანმრთელი ცხოვრება. გუგუშვილის თანახმად: “საგანმანათლებლო და პროფესიული კლასის ქვედა ჯგუფები შესაბამისად ვერ აფასებენ თავიანთ სიდუხჭირეს“ (გუგუშვილი, 2012). ამას ამტკიცებს ტონი ჯატიც, რომლის თანახმადაც დაბალ ფენა მიისწრაფვის, რომ აღმოჩნდეს კაპიტალისტების ადგილას და მოვლენებსაც კაპიტალისების მზერით აფასებს. როგორც პაულო ფრეიერი წერს : “ხშირად, ბრძოლის საწყის სტადიაზე, ჩაგრულები თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაცვლად, თავად ხდებიან მჩაგვრელები – სუბმჩაგვრელები. მათი იდეალი ადამიანად ყოფნაა, მაგრამ მათთვის ადამიანად ყოფნა მჩაგვრელად ყოფნას ნიშნავს. ესაა მათთვის ადამიანობის მოდელი” (Freire, 2005).

სოციალური მობილობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ადამიანის მონდომებაზე, არამედ მეტწილად დაკავშირებულია ცხოვრებისეულ შანსებთან და გულისხმობს ერთი კლასიდან მეორე უფრო მაღალ კლასში გადასვლას. სოციალური მობილობის მაჩვენებელი ასევე ასახავს დროის გარკვეულ მონაკვეთში რამდენად გაიზარდა ადამიანის შემოსვალი (გუგუშვილი, 2012). თუმცა ანალიზისას სწორი არ იქნება რომ მხოლოდ შემოსავალი ჩავთვალოთ მთავარ კომპონენტად, ბურდიეს მიხედვით ეკონომიკური კაპიტალი მხოლოდ ერთ-ერთი განმსაზღვრელია, სოციალურ კაპიტალთან და კულტურულ კაპიტალთან ერთად (ბერძენიშვილი, 2019). ცხადია ამგვარ სოციალური კლასში ადამიანები თავიანთი ნებით არ წევრიანდებიან, ისინი იქ აღმოჩნდებიან და “ჩავარდნილობის” პოზიციაში იმყოფებიან (რაიტი). ასეთ პირობებში სოციალური მობილობის შანსები ნაკლები აქვთ, რადგან მათი კლასობრივი პოზიციით განპირობებული „ცხოვრებისეული შესაძლებლობები“ მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ადამიანის ცხოვრებისეულ შესაძლებლობაზე გავლენას ახდენს მინიჭებული ფაქტორები, როგორიცა მაგალითად დაბადების ადგილი და სოციუმი, რომელშიც აღმოჩნდნენ.

აღმოჩნდა, რომ დევნილი აღალგაზრდების მდგომარეობა მატერიალური დეპრივაციის გარდა ხასიათდება მწირი სოციალური კაპიტალით, რაც ერთ-ერთი რესპონდენტის თანახმად, ართულებს მის პროფესიულ განვითარებას: „ვფიქრობ , რომ ძალიან ბევრს ნიშნავს ის თუ ვინ გყავს გარემოცვაში და ვინ დაგეხმარება.“ [ნატალი, 20 წლის]

„თუ ვინმე დამხმარე არ გყავს ძაან გაგიჭირდება და რაც არ უნდა იბრძოლო ან მიაღწევ ან არა.“ [ნატალი, 20 წლის]

ომის შემდეგ დევნილი ახალგაზრდების ოჯახებს სოციალური კაპიტალი ახლიდან ექნათ შესაძენი, მემკვიდრეობით მიღებული ასეთი უთანასწორობა კი ავიწროებს ახალგაზრდების ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს:

მამაჩემმა ფაქტობრივად თავიდან დაიწყო თავისი პროფესია.“

„ჩემ გარშემო დევნილებს, ვისაც ვიცნობ და ასევე ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიათ.“ [გვანცა, 21 წლის]

მემკვიდრეობით უთანასწორობას ასევე განსაზღვრავს რესპონდენტების მშობლების პროფესიული სტატუსი:

„ძაან მძიმე პერიოდი იყო და შესაბამისად პროფესიულ განვითარებაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ, მათ უბრალოდ მოუწიათ ეზრუნათ, რომ გადარჩელინიყვნენ და მინიმალური საჭიროება დაეკმაყოფილებინათ.“ [მაკა, 21 წლის]

ცხოვრებისეული შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება იყოს კონსტრუირებული და მინიჭებული, განსაზღვრავს ადამიანის მომავალს (გუგუშვილი, 2012). რესპოდენტები გარკვეულწილად აცნობიერებენ მემკვიდრეობითი კაპიტალის როლს. როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს:

„დაწინაურებული ოჯახები, შედარებით მაღალანაზღაურებადი მშობლების შვილები ჩემზე უფრო მეტს მიაღწევე.“ [მარი, 21 წლის]

ამასთან, ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ მათ ოჯახებში პროფესიული წარმატების ფეტიშია და ამას მშობლების განუხორციელებელი მიზნებით ხსნიან. ის რასაც, მშობლებმა ვერ მიაღწიეს დევნილობის გამო, სურთ რომ შვილებმა განახორციელონ. ახალგაზრდები აცნობიერებენ, რომ მათი წარმატება მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული:

„მე არა მგონია რომ ადამიანს, რომელიც საარსებო მინიმუმიისთვის მუშაობს, სადარდებელი ჰქონდეს რაღაც მიზანი და ოცნება გარდა იმისა, რომ დღეს გადარჩეს.“ [მარი, 21 წლის]

თანამედროვე სამყაროში უმაღლესი განათლების კომოდიფიკაციამ ბევრ ახალგაზრდას წაართვა განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

„ვიცი ბევრი, ვინც არ გააგრძელა სწავლა. ძირითადად, შეძლებული ოჯახებიდან არ იყვნენ, ზოგმა ცოლი შეირთო და პატარა ასაკიდანვე დაბალკვალიფიციურ სამსახურზე არიან.“ [ნატალი, 20 წლის]

დაბალკვალიფიციური სამსახური კი ახალგაზრდებს განვითარების საშუალებას არ აძლევს და მანკიერ წრეში აღმოაჩენს რესპოდენტებს:

„ძირითადად სერვის სექტორში დასაქმება ართულებს სწალის და სამსახურის შეთავსებას. თუმცა მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იძულებულები არიან დათანხმდენენ ასეთ სამუშაოს, რომელიც არანაირ განვითარებას არ მოუტანს ახალგაზდრდებს.“ [მაკა, 21 წლის]

რესპოდენტების ნაწილი ამ პრობლემას ინდივიდუალური არჩევანის არგუმენტით ხსნის:

„თავიანთი არჩევანია ისიც, რომ ფიზიკურად შრომობენ და ფორმალურად არ არიან დასაქმებულები და მაგ შემთხვევაში სახელმწიფოს მიმართ ვერ ექნებათ პრეტენზია“. [ლიზი, 20 წლის]

„ვინც სწავლა არ გააგრძელა ისინი მეცხრე კლასიდან გავიდნენ და მეცხრე კლასიდანვე შეუდგნენ ფიზიკურ შრომას, გააკეთეს არჩევანი, რომ ფიზიკურად დასაქმდნენ“. [ლიზი, 20 წლის]

ამგვარად, ახალგაზრდა დევნილების ნაწილი წარუმატებლობას ინდივიდუალური ძალისხმევის ნაკლებობით ხსნის. კვლევის რესპონდენტები, ერთი მხრივ, იაზრებენ საქართველოში არსებულ რთულ მოცემულობას და განვითარების მინიმალურ შანსს, მაგრამ მეორე მხრივ, ხუთივე რესპოდენტს მომავალში წარმატების მოლოდინი აქვს და სჯერა, რომ მიაღწევს წარმატებას. გამოკითხული დევნილი ახალგაზრდებიდან ხუთივე მიიჩნევს, რომ თანამედროვე სამყაროში მათ უსაზღვრო შესაძლებლობები აქვთ.

„ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს გახსნილი ყველა მხრიდან, ნებისმიერი რამ რასაც მოინდომებ აუცილებლად შეგიძლია მიაღწიო და ამდენი შესაძლებლობა არ ვფიქრობ, რომ იყო ძველად“ [მარი, 21 წლის].

არსებული შესაძლებლობები, რაც უფრო თანამედროვე დროის თანმდევია, ვიდრე ქვეყნის სოციოეკონომიკური განვითარების, ახალგაზრდებში მოტივაციას და ამბიციას აღძრავს. გამოკითხული ახალგაზრდები მოტივაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ:

„ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციის ქონას.“ [ლიზი, 20 წლის].

„არ აქვს მნიშვნელობა უნივერსიტეტში ლექტორები შეგიწყობენ ხელს, თუ სამსახურში უფროსი და შენი კოლეგები, წამყვანი არის მოტივაცია.“ [გვანცა, 21 წლის]

რესპონდენტების მოლოდინები პროფესიულ მომავალთან დაკავშირებით გაჯერებულია იდეოლოგიური ოპტიმიზმით და ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანი მოინდომებს აუცილებლად მიაღწევს მიზანს, მაგრამ ამისთვის მათი აზრით აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა. ამგვარად, მხოლოდ ინდივიდუალურ ძალისხმევაზე ფოკუისით ისინი გამორიცხავენ სტრუქტურული ბარიერების ფაქტორს და სახელმწიფოს როლს, როგორც წინაღობების აღმოფხვრაში, ისე შესაძლებლობების შექმნაში, რადგან მხოლოდ ადამიანის სურვილი და ძალისხმევა არ არის საკმარისი სოციალური მობილობისთვის და თანასწორობისთვის.

ბიბლიოგრაფია

Freire, P. (2005). Pedagogy Of Oppressed.

Harvey, D. (2012). Neoliberalism as Creative Destruction.

Hickel, J. (2017). The development illusion.

Lareau, A. (2002). invisible inequality : social class and childrearing in black families and white families.

Young, I. M.Five Faces of Oppression.

გუგუშვილი, ა. (2012). კონსტრუირებული უთანასწორობა და ცხოვრებისეული შესაძლებლობები საქართველოში.

დევნილთა დამოკიდებულებების კვლევა გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შესახებ : საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მოსაზრებების გაჟღერება. (2015). სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი.

ეკონომიკური დახმარების პროგრამები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრი.

ნაცვლიშვილი, ვ. (2017) იდეოლოგიური ოპტიმიიზმი. ჟურნალი „ინდიგო“

სთენდინგი, გ. პრეკარიატი – ახალი საშიში კლასი.

გაზიარება