სოფელი ახალშენი: ბრძოლა საარსებო გარემოსთვის

სოფელ ახალშენთან მდებარე მთებზე კარიერული წესით ქვის მოპოვება 2009 წელს დაიწყო.
მიუხედავად მოსახლეობის წინააღმდეგობისა, საპოლიციო ძალებმა ადგილობრივები რამდენჯერმე დაარბიეს და სამუშაოები ამგვარად გაგრძელდა.
აფეთქებებმა და მოპოვებითმა სამუშაოებმა დაბზარა სახლები, სოფელი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
ადგილობრივები იხსენებენ შემთხვევას, როდესაც უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ, მთიდან წამოსულმა მიწის მასამ ობიექტის ყარაულის სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამ დროს შეწყდა სამუშაოები.
1 თვის წინ, სოფელში კვლავ გამოჩნდა ტრაქტორები. მოსახლეობა ამბობს, რომ ახლა უკვე ბათუმში მშენებარე კუნძულის გამო უნდათ ამ მთების აფეთქება და სამშენებლო ქვის წაღება.
სოფელში მაცხოვრებელი ქალები გაერთიანდნენ და იბრძვიან საარსებო გარემოს შესანარჩუნებლად.

გაზიარება