ანა ხუნჯუა – მოკრივე

ანა ხუნჯუა 22 წლის მოკრივეა ხობიდან, რომელმაც ბევრი დაბრკოლების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლო და ქართული ბოქსის ისტორიაში შევიდა. ანა პირველი ქართველია, ვინც ქალთა კრივის ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
კრივი თავისი არსით არამარტო ფიზიკურ ძალისხმევასა და მომზადებას, არამედ უდიდეს ფსიქოლოგიურ მომზადებასაც გულისხმობს. ის ასევე მოიცავს ტაქტიკურ სვლებსა და ჩანაფიქრებს.
ანას მთელი ცხოვრება კრივთანაა დაკავშირებული, წინ დიდი გეგმები აქვს, რაც არამარტო ინდივიდუალურ წარმატებასა და წინსვლას მოიცავს, არამედ ქალთა კრივის განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, ანამ კრივის წრე გახსნა ქალებისთვის.

გაზიარება