Naec-ის უარი აბიტურიენტს და დედის პროტესტი განათლების სამინისტროსთან

აბიტურიენტი სანდრო ბაჩიაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო, ისტორიის გამოცდას კბილის მწვავე ტკივილის და პოსტოპერაციული გართულების გამო ვერ დაესწრო, რასაც მისი სამოდიცინო დასკვნაც ადასტურებს. მიმართვის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სანდროს გადაბარებაზე უარი განუცხადა, იმ მიზეზით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კანონის თანახმად, არ ითვლება გამოცდის გაცდენისთვის საპატიოდ.

მიუხედავად ამისა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე Naec-ს დაევალა აბიტურიენტისთვის დამატებითი გამოცდის დანიშვნა, თუმცა, ეროვნული გამოცდების ცენტრი უარს აცხადებს სანდრო ბაჩიაშვილისთვის გადაბარების უფლების მინიჭებაზე.

აბიტურიენტის დედა, ინგა ბაშიროვი უკვე მე-2 დღეა შიმშილობს, ამჟამად, განათლების სამინისტროს წინ და მოითხოვს სამართლის აღსრულებას.

გაზიარება