მზარდი უთანასწორობის დასაძლევად 70%-ით დაბეგრეთ მაღალი შემოსავლის მქონე პირები

ავტორი: ჯოზეფ სტიგლიცი

მარიამ პაიჭაძის თარგმანი

ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი საშემოსავლო გადასახადის ახალი ზედა ზღვრისა და 2-3%-იანი ქონების გადასახადის შემოღებას ითხოვს.

მონაკოში, ჰერკულესის პორტში მდგომი ძვირადღირებული იახტები. ფოტო: ვალერი ჯაჩე/AFP/Getty Images

ნობელის პრემიის ლაურეატი კეინზიანელი ეკონომისტი, ჯოზეფ სტიგლიცი, გამოვიდა წინადადებით სუპერ მდიდარ ადამიანებს გადასახადები 70%-მდე გაეზარდოთ, რათა მონაწილეობა მიიღონ მზარდი უთანასწორობის დაძლევაში.

სტიგლიცი, რომელმაც 2001 წელს ეკონომიკაში ნობელის პრემია მოიპოვა და გლობალიზაციისა და უთანასწორობის შესახებ მრავალი იდეის პიონერია, მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 70%-იანი განაკვეთის შემოღება „ნამდვილად აზრიანი იქნებოდა“.

„თუ უმდიდრეს ადამიანებს უფრო მაღალ გადასახადებს დავუწესებთ, შესაძლოა, მათ ნაკლები იმუშაონ. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოება გახდება უფრო თანასწორუფლებიანი და შეკავშირებული“, – განუცხადა Oxfam’s Equals-ის პოდკასტს მსოფლიო ბანკის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა.

ამჟამად, დიდ ბრიტანეთში £150,000-ზე მეტი წლიური შემოსავლის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადის უმაღლესი განაკვეთი არის 45%. აშშ-ში კი, გადასახადის უმაღლესი განაკვეთი არის 37%, $539,901-ზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში.

სტიგლიცის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვრული განაკვეთის ზრდა ხელს შეუწყობს უფრო თანასწორ საზოგადოებას, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მიერ მრავალი თაობის განმავლობაში დაგროვილ სიმდიდრეზე გადასახადების შემოღებას კიდევ უფრო დიდი გავლენა ექნება.

„ჩვენ უნდა დავბეგროთ დაგროვილი სიმდიდრე უფრო მაღალი განაკვეთით, რადგან ამ დოვლათის დიდი ნაწილი მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრეა, [მაგალითად] – ახალგაზრდა უოლმარტებმა თავიანთი სიმდიდრე მემკვიდრეობით მიიღეს“, – თქვა მან.

„ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ამას აღწერს, როგორც სპერმის ლატარიის მოგებას – მათ სწორად აირჩიეს მშობლები. ვფიქრობ, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ მილიარდერების უმრავლესობას თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი მხოლოდ იღბლიანობის გამო ერგო“.

მან დადებითად შეაფასა ამერიკელი სენატორის, ელიზაბეტ უორენის, წინადადება შემოეღოთ 2%-იანი გადასახადი $50 მილიონზე მეტი აქტივების მქონე პირებისთვის და 3%-იანი გადასახადი მათთვის, ვისაც $1 მილიარდზე მეტი აქვს, და შეაფასა ეს ნაბიჯი როგორც „ძალიან გონივრული“ და თქვა, რომ ეს „ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა შემოსავლების გასაზრდელად, რამაც შეიძლება შეამსუბუქოს ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი პრობლემა“.

სტიგლიცმა ასევე აღნიშნა, რომ Covid-19-ის პანდემიამ უთანასწორობა „გამაოგნებლად“ გააღრმავა და, „გამოავლინა და ამასთანავე, გააძლიერა კიდეც გლობალური უთანასწორობა“.

„იმ პერიოდში, როდესაც ამდენი ადამიანისთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა სამსახურის დაკარგვისა თუ საკვებსა და ნავთობზე ფასების მატებით, გამაოგნებელია, თუ რამდენმა ადამიანმა და მდიდარმა კორპორაციამ აჩვენა საკუთარი თავი ბანდიტებად“, ამბობს ის.

Oxfam-ის მიერ წინა კვირას გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის დაწყებიდან დაგროვილი ახალი სიმდიდრის თითქმის ორი მესამედი უმდიდრეს 1%-ზე გადანაწილდა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის, ამ ადამიანებმა $26 ტრილიონის (£21 ტრილიონი) ახალი სიმდიდრე დაიგროვეს. ეს კი, მთლიანი ახალი სიმდიდრის 63%-ს წარმოადგენდა, როცა დანარჩენი, დარჩენილ 99%-ზე გადანაწილდა.

Oxfam-მა განაცხადა, რომ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პირველად, უკიდურესი სიმდიდრის ზრდას თან ახლდა უკიდურესი სიღარიბის ზრდაც. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოს მულტიმილიონერებსა და მილიარდერებზე დაკისრებულ 5%-მდე გადასახადს შეუძლია წელიწადში $1,7 ტრილიონის მოზიდვა, რაც საკმარისია 2 მილიარდი ადამიანის სიღარიბის დასაძლევად და შიმშილის დასასრულებლად გლობალური გეგმის დასაფინანსებლად.

სუპერ მდიდარი ელიტის 200-ზე მეტმა წევრმა გასულ კვირას მოუწოდა მთავრობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაეკისრებინათ მათთვის გადასახადები, რათა ჩართულიყვნენ უთანასწორობის კრიზისის მოგვარებაში.

205-მდე მილიონერისა და მილიარდერისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის არიან დისნეის მემკვიდრე აბიგეილ დისნეი და The Hulk-ის მსახიობი მარკ რუფალო, მოუწოდა მსოფლიო ლიდერებსა და ბიზნეს აღმასრულებლებს შეხვდნენ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, რათა სასწრაფოდ შემოიღონ პროგრესული გადასახადები და თავისი წვლილი შეიტანონ „უკიდურესი უთანასწორობის” დაძლევაში.

ტექსტის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ

გაზიარება