კიდევ ერთი ძალადობრივი გამოსახლება

დღეს აფხაზეთის ომის ვეტერანი ლაშა გიგაურის ოჯახი არდაზიანის #2-დან ძალადობრივად გამოასახლეს. პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფონზე, ადგილზევე დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ლაშა გიგაურის შვილიც.

თავდაპირველი ვალი 18 000 დოლარს შეადგენდა, თუმცა, სანაცვლოდ მევახშე, ლია წიკლაური, 100 000 დოლარს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ თაღლითობის საქმეზე ლია წიკლაურის წინააღმდეგ პროკურატორაში საქმეა აღძრული, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საფუძველი ძალადობრივი გამოსახლების შესაჩერებლად.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადებასა და საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, ქართული ოცნება ოჯახების ძალადობრივ გამოსახლებას განაგრძობს.

გაზიარება