მშვიდობით, „რუსულო რომანსო!“: ინტერვიუ კავიტა კრიშნანთან, ნაწილი 2

გიორგი ყუშიტაშვილის თარგმანი

ინტერვიუს ამ ნაწილში ინდოელი ფემინისტი, მარქსისტი და რედაქტორი კავიტა კრიშნანი დეტალურად ხსნის იმას, თუ რატომ არ აღიქვამენ ინდოეთში რუსეთს იმპერიად, ის აკავშირებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას ფემინისტურ მოძრაობებთან და მიანიშნებს ჩაგვრის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის უნივერსალურ ხასიათზე.

– თქვენ ახსენით, თუ როგორ ცდილობს პუტინი საკუთარი თავი ჩაგრული ერების წინამძღოლად წარმოაჩინოს, როცა „ოქროს მილიარდსა“ და დასავლური ლიბერალური იდეოლოგიის მიერ წარმოებულ ძალადობაზე საუბრობს. რატომ იჯერებს ინდოელი ხალხი ამ ნარატივს, მაშინ როცა ის აშკარა წინააღმდეგობებს შეიცავს (პუტინი ყოფილი იმპერიის წინამძღოლია. ომი უკრაინასთან, ყოფილ საბჭოურ ქვეყანასთან, ხომ სწორედ მან დაიწყო)? რამ შეიძლება შეცვალოს მათი ეს დამოკიდებულება?

– ამის პირველი მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ რუსეთს ინდოეთში მემარცხენეებიც კი არ აღიქვამენ იმპერიად. პირადად მეც მხოლოდ ხუთი-ექვსი წლის წინ გავაცნობიერე ეს. შეიძლება გამეგო, რომ ცარისტული რუსეთი იმპერია იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირზე იმავეს ვერ ვიტყოდი. ის ფაქტი, რომ რუსეთს სხვა ეროვნებებთან კოლონიური დამოკიდებულება ჰქონდა და დღემდეც აქვს, არც ისე აშკარაა.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ინდოეთს საბჭოთა კავშირთან მატერიალურ თუ ემოციურ დონეზე საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირდება. ინდოეთში ტერმინებს “Soviet Sangh”(საბჭოთა კავშირი) და “Soviet Rus”(საბჭოთა რუსეთი) ერთი მნიშვნელობით ვიყენებთ. საბჭოთა კავშირი რუსეთთანაა გაიგივებული, ხოლო უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები იმ ერთი დიდი ქვეყნის სატელიტებად ან დანამატებადაა აღქმული. ახლა ჩემი მშობლიური ქალაქიდან ბჰილაიდან გესაუბრებით, რომელიც თავის მხრივ მეტალის ქარხნის გარშემოა აგებული. ქარხანა საბჭოთა კავშირის დახმარებით გაიხსნა. ჩემს ბავშვობაში აქ მთელი დასახლება იყო, რომელსაც „რუსულ დასახლებას“ ვეძახდით. ქალაქში მდებარე რკინის დიდი გუმბათის ქვეშ სხვადასხვა გამოფენები ეწყობოდა. აქ საკმაოდ ხშირად იმართებოდა საბჭოური წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც ბევრ საინტერესო წიგნს წააწყდებოდით ხელმისაწვდომ ფასად. ზოგიერთი მათგანი დღემდე მეც შენახული მაქვს. როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქალაქში დავბრუნდი, დავინტერესდი იმ წიგნებში უკრაინა როგორ იყო წარმოჩენილი. აღმოჩნდა, რომ – როგორც ფერად-ფერადი ტრადიციული სამოსის მიწა. ბევრ ინდოელს ამ გამოფენებისადმი დღემდე ნოსტალგიური დამოკიდებულება აქვს. ამიტომაც არ მიკვირს, რომ ინდოელებისთვის, რუსეთი მეგობრული განზრახვების მქონე ქვეყანადაა მიჩნეული. ამას გარდა, რუსეთთან თანამშრომლობით არაერთი ფილმი იქმნებოდა, არსებობს სიმღერები, სადაც რუსეთი დიდი პატივისცემითაა მოხსენიებული. ამ დამოკიდებულებას ერთი ჩემი მეგობარი ინდოეთის „რუსულ რომანტიკას“ ეძახის.

„ამ დამოკიდებულების შესაცვლელად ინდოელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკრაინაც ისევე იყო კოლონიზებული რუსეთის მიერ, როგორც ინდოეთი ერთ დროს ბრიტანეთის მიერ.”

ეს ყველაფერი რუსეთის, როგორც სხვადასხვა დროში განსხვავებული წესების, იდეოლოგიებისა და პრიორიტეტების მქონე ისტორიულად ცვალებადი პოლიტიკური ერთეულის აღქმას ართულებს. ვინაიდან ინდოეთი წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირისგან დახმარებას იღებდა, ხშირად რთულია შენიშნო, რომ ამ კეთილი განზრახვების მიღმა ბევრი მჩაგვრელი ელემენტიც არსებობდა. დღეს პოსტსაბჭოთა რუსეთის მიმართ უნებლიე რომანტიზმის გამოჩენაც კი დიდი შეცდომაა, თუმცა ბევრი ინდოელი მაინც ვერ ხედავს რას წარმოადგენს სინამდვილეში პუტინი. ამასთან, არცაა გასაკვირი, რომ ისინი ვინც, მოდისგან მითიური „დიდი ინდოეთის“ აღდგენას მოელიან, მხარს უჭერდნენ „დიდი რუსეთის“ აღდგენის პუტინისეულ განზრახვას. უკრაინაში შეჭრიდან მალევე გამოჩნდა პოსტერები, რომლებზეც წაიკითხავდით: „გაუმარჯოს პუტინს! ის დიდ რუსეთს აღადგენს“. ამ პოსტერებს იგივე ორგანიზაციები აქვეყნებდნენ, რომლებიც მანამდე დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ზეიმით აღნიშნავდნენ.

ამ დამოკიდებულების შესაცვლელად ინდოელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკრაინაც ისევე იყო კოლონიზებული, როგორც ინდოეთი ერთ დროს ბრიტანეთის მიერ. რუსეთმა უკრაინაში საკუთარი ჯარი დატოვა და “უფროსი ძმის“ სტატუსი შეინარჩუნა, რაც ჰინდის ენაზე „მჩაგვრელს“ ნიშნავს. [შენიშვნა: „Dada” ჰინდის ენაზე “უფროს ძმას“ ნიშნავს. უფროსი ძმის მიერ ჩაგვრის აღსანიშნად გამოიყენება “dadagiri”]. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს საკუთარი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მუდმივად ტერორის ქვეშ ჰყავდა. იქ ან სატელიტურ რეჟიმებს სვამდა, ან რაღაც ეტაპზე, განსაკუთრებით პუტინის პერიოდში, არც სამხედრო შეჭრაზე ამბობდა უარს. რუსეთის იმპერიისთვის უკრაინას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და ის ახლა პუტინის ფაშისტურ გეგმებში მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს. თუ პუტინი ამ ომს მოიგებს, ეს მსოფლიოს ყველა ფაშისტის გამარჯვება იქნება. დროა შევწყვიტოთ სამყაროს ამერიკის მომხრეებად და მოწინააღმდეგებად დაყოფა. ავტომატურად არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ვინც ამერიკის წინააღმდეგ იბძრვის, ჩვენი მეგობარია ან ნაკლებ ბოროტებას წარმოადგენს. სხვადასხვა ქვეყნის ფაშისტური ძალები ერთმანეთთან კავშირში არიან და ერთის გამარჯვება, ყველას გამარჯვებას უდრის. სამწუხაროა, რომ ჯგუფი, რომელსაც ამის ასახსნელად საკმარისი რესურსი გააჩნია, ვგულისხმობ ინდოეთის მემარცხენეებს, კვლავ მითებზე დაფუძნებულ, თავისთვის კომფორტულ და ყველასთვის სახიფათო ნარატივებს ებღაუჭება.

– თქვენ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში გამოჩენილი აქტივისტი ბრძანდებით. რატომაა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ხმის ამაღლება ამ ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი?

– სულ ვცდილობ ჩემი ინდოელი და არამარტო ინდოელი ფემინისტი მეგობრები ამაში დავარწმუნო. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა საკითხს ომის გარშემო არსებული ილუზიებით უყურებს. ძალიან ცოტა მათგანმა თუ გაიგო რეალურად რას წარმოადგენს პუტინის ფაშიზმი. ამიტომ ისინი კვლავ ზოგადად ომის საწინააღმდეგო აქტივიზმით არიან დაკავებული და გმობენ უკრაინისთვის დასავლური იარაღის გადაცემას. მათი პოზიცია ასეთია: „უკრაინას საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის უფლება აქვს, თუმცა არ უნდა დავუშვათ, რომ ამით შეერთებულმა შტატებმა მიიღოს სარგებელი.“ ცოტა ხნის წინ ფემინისტებმა მსგავსი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნეს, რაზე ხელის მოწერაზეც მე უარი განვაცხადე და ეს რამდენიმე მეგობრის დაკარგვად დამიჯდა. განცხადება ფორმალურად უჭერდა მხარს უკრაინას, თუმცა იქ არაფერი იყო ნახსენები პუტინის მიერ წარმოებულ ფაშიზმსა და იმაზე თუ რა გავლენა აქვს ამ ფაშიზმს რუსეთის, უკრაინისა და ზოგადად საერთაშორისო ფემინისტურ მოძრაობებზე.

ჩემს მეგობრებს მოვუწოდებ, ცოტა დრო გამონახონ, უბრალოდ ეწვიონ RT-ის საიტს (Russia Today, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ტელეარხი) და ნახონ რას წერენ იქ ფემინისტებზე, LGBTQ და ქალთა უფლებებზე. ეს ბევრს აუხელს თვალს. ასობით შეხვდებით ისეთ სტატიებს, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ „იყო გეი ან ტრანსი, ნიშნავს იყო სატანისტი“, რომ ეს გარყვნილებაა, რომ „გენდერი საერთოდ არ არსებობს“ და ა.შ. პატრიარქატისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლები პუტინის რუსეთში სატანისტებად არიან მიჩნეულნი.

რამდენიმე რუსული ტელეარხის ნაწყვეტებს ვუყურე და გულგახეთქილი დავრჩი იმით, რომ ეს არც პაროდია იყო და არც სატირა – საეთერო ბადის უმეტეს ნაწილში სრულიად ღია ფაშისტური რიტორიკა ჟღერდა.”

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ინდოეთის ტელევიზიების უმრავლესობა ფაშისტურია. ამერიკელები ხშირად ჩივიან Fox News-ზე, მაგრამ დამიჯერეთ, Fox News ბავშვურ გართობად მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, რასაც ინდოეთში ვუსმენთ. ინდოეთის ტელევიზიებში გამოსვლა საერთოდ შევწვყვიტე, რადგან მე იქ სალანძღავ ობიექტად მიყენებდნენ. ვინმეს რომ ეთქვა, ამ კუთხით სადმე უარესი მდგომარეობა შეიძლება არსებობდესო, არც კი დავიჯერებდი. მაგრამ მერე რამდენიმე რუსული ტელეარხის ნაწყვეტებს ვუყურე და გულგახეთქილი დავრჩი იმით, რომ ეს არც პაროდია იყო და არც სატირა – საეთერო ბადის უმეტეს ნაწილში სრულიად ღია ფაშისტური რიტორიკა ჟღერდა. რუსეთის ფაშისტური იდეოლოგიის მთავარი ლოგიკა ჰომოფიბიურ და პატრიარქალურ ხედვებს ეფუძნება და ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, რომ „Kali Yuga“-ს ან ანტიქრისტეს მოვლინების ეპოქაში ვცხოვრობთ; რომ კაცსა და ქალს შორის ურთიეთობა ბუნებრივადაა დადგენილი და რომ ძველ დროს უნდა დავუბრუნდეთ, როცა ეს ერთადერთ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა. ამგვარი ნარატივი ინდოეთშიც არაა იშვიათი, თუმცა უფრო მსუბუქი და შეფარული ფორმით. აქაური ფაშიზმი უფრო გამოცდილია და ისწავლეს საკუთარი თავის რიტორიკით შენიღბვა.

თუმცა ინდუისტი სუპრემაცისტები ინდუისტურ წმინდა წერილზე დაყრდნობით პირდაპირ აცხადებენ, რომ ქალებისთვის თავისუფლების მინიჭება დაუშვებელია. მათი თქმით, ქალები დედობის უფლებით ისედაც დიდ ძალაუფლებას ფლობენ და თუ არ გაკონრტოლდა, ეს ძალაუფლება საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ქალებს თავიანთი ქმრები, ძმები და მამები უნდა აკონტროლებდნენ. თუკი ქალები კაცების საქმიანობას მოკიდებენ ხელს, ისინი ეშმაკისეულ ძალას შეიძენენ, ამიტომ ის უნდა აკეთონ რაც მათ ქალურ ბუნებაში დევს. ეს რწმენები მკაცრად იერარქიული კასტური იდეოლოგიას ნაწილს შეადგენენ. ამ იდეოლოგიის ავტორები ინდუისტურ ტექსტს „მანუსმრიტის“ იმოწმებენ და სურთ, რომ ქვეყნის კონსტიტუციაც ამ ტექსტს დაეფუძნოს. თავად ამ ტექსტს ინდუისტების ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მას კარგად იყენებენ პოლიტიკური და იდეოლოგიური დანიშნულებით. ამ ტექსტის მტკიცებით, სამყარო კასტური წესითაა მოწყობილი და მორწმუნის უმთავრესი ვალდებულება საკუთარი კასტისა და გენდერის შესაბამისად ქმედებაა. ტექსტი მკვეთრად ანტიფემინისტურია, ვინაიდან კასტური სისტემა ენდოგამიისა (ნორმა, რომელიც მხოლოდ შიდაკასტურ ქორწინებებს უშვებს) და მკაცრი წესების დაცვის ხარჯზე ნარჩუნდება. თუ ზემდგომი კასტის წარმომადგენელი ქალი „მიუკარებელთა“ ან რომელიმე ქვემდგომი კასტის წარმომადგენელზე იქორწინებს, ეს სოციალური სხეულისათვის მიყენებულ ჭრილობად არის მიჩნეული. „მანუსმრიტის“ მიხედვით, ამგვარი ქმედებისთვის გაწერილია სასჯელი და ეს სასჯელი სიკვდილია. ზოგჯერ ქალებს ისინიც კი კლავენ ვისაც ეს ტექსტი საერთოდ არ აქვს წაკითხული, თუმცა იციან, რომ ეს კასტური სისტემის შესანარჩუნებლად უნდა გააკეთონ. როცა გავლენიანი რუსი ფაშისტი ალექსანდერ დუგინი ამბობს, რომ უნდა ვებრძოლოთ “Kali Yuga”-სა (ინდუისტური ტრადიციით, დრო როცა კასტური და გენდერული იერარქიები აღარ იარსებობს) და სხვა ყველა „ანტიერარქიულ“ იდეოლოგიას, ის ამით ინდიუსტური სუპრემაცისტული ფაშიზმისგან ერთ-ერთ უმთავრეს მამოძრავებელ პრინციპს იღებს და ის გლობალური ფაშიზმის ლოგიკაში გადააქვს.

ინდოელი ფემინისტები ამ კასტურ პატრიარქატს საფრთხეს უქმნიან. ისინი სხვა ანტიკასტურ აქტივისტებთან ერთად აპროტესტებენ უსამართლობას, დემონსტრაციულად წვავენ „მანუსმრიტის“ და ითხოვენ სარწმუნოებათშორის და კასტთაშორის ქორწინებაში მყოფი წყვილების დაცვას. დღეს ინდოეთში ამ სახის აქტივიზმიც ანტიინდურადაა მიჩნეული. ინდუისტი სუპრემაცისტები ამ სახის აქტივიზმს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ებრძვიან. მაგალითისთვის, დიდ ბრიტანეთში ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ ყველა იმგვარი კანონის მიღებას, რომელიც კასტურ დისკრიმინაციას აკრძალავს. როცა ინდოელები სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან, მათ თან მიაქვთ თავიანთი კასტური წარმოდგენები და იქაც განაგრძობენ კასტების კვლავწარმოებას. კასტური დისკრიმინაციის არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა ინდოეთის გარეთაც. იყო შემთხვევები როცა, წარმოშობით ინდოელი ექიმები უარს ამბობდნენ „მიუკარებელთა“ კასტის წარმომადგენლების მკურნალობაზე. ინდუისტი სუპრემაცისტების აზრით, ანტიდისკრიმინაციული აქტივიზმი ინდუიზმის „ფობიაა“. მაგრამ ისინი სხვა ფაშისტებზე ჭკვიანები არიან და მუდამ იმას ამბობენ, რომ რეალურად სწორედ თავად არიან ფემინისტები, ნამდვილი ანტიფემინისტები კი მუსლიმებში უნდა ვეძებოთ. ამ ხრიკს ბევრი ინდუისტი ქალი ეგება, ვინაიდან არავის სურს საკუთარ საზოგადოებაში გაბატონებულ პატრიარქალურ სისტემას თვალი გაუსწოროს. როცა შაჰმა აღნიშნა, რომ ინდოეთში დასავლური სტანდარტების საჭიროება არ დგას, მან ისიც თქვა, რომ ინდურ ოჯახებს ადამიანის უფლების საკუთარი ინდური გაგება და მათი დაცვის ადგილობრივი მექანიზმები გააჩნიათ. ინდური უფლებები ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს. ეს სრული სიცრუეა. ინდოეთში ერთ სოფელსაც ვერ იპოვით, სივრცეები კასტებს შორის აპარტეიდის პრინციპით რომ არ იყოს დაყოფილი. ინდურ ოჯახებში ასევე ხშირია ძალადობა.

„ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქვეყანას მხარი უნდა დავუჭიროთ. მნიშვნელობა არ აქვს რა სახის მთავრობა მართავს ამ ქვეყანას და რაში შეიძლება იყოს ის გასაკრიტიკებელი.“

ფაშიზმს მკვეთრად ანტიფემინისტური დღის წესრიგი აქვს. ხოლო რუსული ფაშიზმი განსაკუთრებით სახიფათოა იმ უზარმაზარი ოდენობის ფულის გამო, რომელსაც ის განკარგავს. მსოფლიოს უმდიდრესი კაპიტალისტები, პირადი ბანკირები თუ მოდის დამფინანსებლები ინდოეთშიც მრავლად არიან. მაგრამ ისინი პუტინის ძალაუფლებასთან, ფინანსებთან და პროპაგანდასთან ახლოსაც ვერ მოვლენ. ხშირად ამბობენ, რომ უზომოდ ძლიერი ოლიგარქები შეერთებულ შტატებშიც არსებობენ, მაგრამ იქ შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ ინსტრუმენტებს არ წარმოადგენენ. Russia Today კი, რომელიც მთელი მსოფლიოს ულტრა-მემარჯვენეებს კვებავს, რუსული სახელმწიფოს მიერ პირდაპირ დაფინანსებული ტელევიზიაა. პუტინის რეჟიმი ევროპისა და ამერიკის ულტრა-მემარჯვენე ორგანიზაციებსაც აფინანსებს. შეიძლება იმავეს ინდოეთშიც აკეთებდეს.

– პოსტკოლონიურ თეორიას ცდა არ დაუკლია დასავლური ლოგოცენტრული დისკურსის მხილებისათვის, რომელიც უცხოს გამორიცხვის პრინციპზე დგას (იქნება ეს ადგილობრივების, ქალების, LGBTQ-ს, წერა-კითხვის უცოდინართა თუ სხვთა). მეორე მხრივ, გავლენიანმა მემარცხენე თეორიებმა, მიიჩნიეს, რა რომ უნივერსალური ღირებულებები აუცილებლად დასავლური წარმოშობისაა, თავადვე თქვეს ყველა სახის უნივერსალიზმზე უარი. ერთადერთი, რაც ამის მერე ხელში გვრჩება მულტიპოლარულობის იდეაა. როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა გარკვეული სახის უნივერსალიზმი ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში?

– დიახ, აუცილებლად საჭიროა. არსებობს განსხვავება უნივერსალიზმზე, როგორც იდეაზე, საერთოდ უარის თქმასა და ვინმეს უნივერსალიზმის მუდმივი ეჭვის ქვეშ დაყენებას შორის. რა თქმა უნდა, საჭიროა შევამოწმოთ უნივერსალიზმის რომელიმე კონკრეტული გაგება გამორიცხავს თუ არა საკუთარი თვალთახედვიდან მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ან ისტორიულ მოვლენათა შორის ამჩნევს თუ ვერა სხვადასხვა მიმართებებს. უნივერსალიზმი შეიძლება საერთოდ ვერ ამჩნევდეს კოლონიალიზმის ისტორიას, როგორც ეს, მაგალითად, საფრანგეთში ხდება.

უნივერსალისტურ თეორიაზე დაფუძნებული მათეული მტკიცებით, თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის ფრანგულ განსაზღვრებებს არაფერი ჰქონიათ საერთო კოლონიალიზმთან. თუკი მათ ეტყვი, რომ საფრანგეთში ჰიჯაბის აკრძალვა რასისტული ქმედებაა, მაშინვე გიპასუხებენ, რომ ეს ბოდვაა და რომ ფრანგული ღირებულებები უნივერსალურია. არადა თუ უნივერსალიზმის მათეულ გაგებას მართლაც დავაყენებთ ეჭვის თვალის ქვეშ, ვნახავთ, რომ ის ევროპაცენტრისტულია, ამერიკაცენტრისტულია და ვერ ამჩნევს ჩაგვრისა და ექსპლუატაციის მთელ რიგ სტრუქტურულ ფორმებს. მაგრამ დღეს უკვე ის ქვეყნები, რომლებიც კოლონიალიზმის, პატრიარქატისა და რასიზმის მანკიერ გავლენებს წლების განმავლობაში საკუთარ თავზე სცდიდნენ პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ უნივერსალურ ღირებულებებზე საუბრისას მათი ღირებულებებიც გათვალისწინებული იყოს. და თუ ვინმე უნივერსალიზმის ამგვარ გაგებას უარყოფითად უყურებს, ეს უკვე დიდი პრობლემაა. არ ვამბობ, რომ ზემოთ ნახსენები ღირებულებები ცუდია. საქმე ისაა, რომ ამ ღირებულებებს პრეტენზია ჰქონდათ უნივერსალურობაზე, მაშინ როცა ისინი საკმარისად უნივერსალურნი არ იყვნენ.

შეცდომას ვუშვებთ, როდესაც ვამბობთ, რომ: „საყოველთაო საარჩევნო უფლება უნივერსალურ უფლებას არ წარმოადგენს, რადგან ის უნივერსალური არასდროს ყოფილა“. ამის ნაცვლად უნდა ვამტკიცოთ, რომ: „აუციელებელია საყოველთაო საარჩევნო უფლებისათვის ბრძოლა, იმისთვის რომ ყველას ჰქონდეს ხმის მიცემის საშუალება.“ რაიმეს კრიტიკა იმის გამო, რომ მას კოლონიური საწყისები აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ის სანაგვეზეა მოსასროლი. როცა დუგინი, პუტინი, მოდი და სხვები დემოკრატიას ეჭვქვეშ აყენებენ, როცა ამბობენ რომ ყველა ადამიანი თანასწორი არაა და რომ იერარქიები საჭიროა, ეს, დიახაც, აღშფოთებას უნდა იწვევდეს. სიც (სი ძინპინი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი) ხშირად საუბრობს უნივერსალიზმზე თავის გამოსვლებში, ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა, აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარი მკვეთრი ცვლილებები, ხავერდოვანი რევოლუციები და არაბული გაზაფხული სწორედ უნივერსალურმა ღირებულებებმა გამოიწვიეს. შემდეგ კი ამტკიცებს, რომ ზოგიერთი უნივერსალური ღირებულება მართლაც არსებობს, თუმცა სხვადასხვა ცივილიზაციისთვის მათი ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი.

ვთქვათ, ინდოელი მუსლიმი ხართ. ვისი სიცოცხლე დადგება საფრთხის ქვეშ ინდუისტი სუპრემაცისტების გავლენების ზრდისა და კონსტიტუციური დემოკრატიის ავტორიტარულ რეჟიმში გადაზრდის შემთხვევაში? განა ასეთ დროს არასწორია გსურდეს, რომ უცხო ქვეყნიდან მოვიდეს ვიღაც და შენს გადარჩენას შეეცადოს? რა გზითაც და რა ძალის საშუალებითაც არ უნდა იყოს შესაძლებელი თავის გადარჩენა, ცხადია სიხარულით დახვდები ამ ძალას. როგორ შეიძლება, ასეთ დროს ეროვნულ სუვერენიტეტზე დავიწყოთ საუბარი და მერე ვინ, მემარცხენეებმა?! როგორ შეიძლება, ეროვნული სუვერენიტეტის გაგება გაიგივდეს რომელიმე მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის ჩაგვრის უფლებასთან და ამ უფლებისთვის საერთაშორისო ჩაურევლობის გარანტიასთან. ერთია აკრიტიკო გაეროს მსგავსი ორგანიზაციები იმის გამო, რომ მათ ორმაგი სტანდარტები გააჩნიათ (ამერიკასთან, ისრაელთან და სხვებთან მიმართებით), მაგრამ სრულიად სხვა საკითხია ამტკიცო რომ ყველა უნივერსალური სტანდარტი თუ ინსტუტუცია (ისეთი, როგორიც გაეროა) არალეგიტიმურია.

„ლენინი რომელიმე კონკრეტულ იმპერიალიზმს მეორზე უკეთესად არ მიიჩნევდა.“

პოსტმოდერნიზმმა გადამოწმებადი ფაქტების უარყოფამდე მიგვიყვანა. ამას ფაშისტები და ავტორიტარი ლიდერებიც მშვენივრად იყენებენ. ამ მომენტისთვის ინდუისტი სუპრემაცისტები საკუთარი ლეგიტიმაციის გასამყარებლად სწორედ დეკოლონიურ თეორიას იშველიებენ და პრეტენზია აქვთ, რომ მათი პოლიტიკა ანტიიმპერიალისტურია. კოლონიალიზმის დისკურსის მთავარი პრობლემა ისაა, რომ კონრეტულ ერს ის ყოველთვის მსხვერპლად განიხილავს. თუმცა თავად ამ ერის შიგნითაც არსებობს არაერთი დაპირსიპირება. მარქსიზმი მკაფიოდ საუბრობდა თავის ინტერნაციონალისტურ ბუნებასა და მჩაგვრელთა წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნის მუშათა კლასის მიერ წარმოებულ საერთო ბრძოლაზე. ჩვენ, როგორც მემარცხენე მოძრაობა, ამ საწყისებს უნდა დავუბრუნდეთ. მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვის. მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის მთავრობა მართავს ამ ქვეყანას და რაში შეიძლება იყოს ის გასაკრიტიკებელი. ეს კარგად უნდა ახსოვდეთ მემარცხენეებს, განსაკუთრებით მათ ვინც, ხშირად გვახსენებს რომ ზელენსკი ნეოლიბერალი პრეზიდენტია და მას მშრომელთა უფლებები საერთოდ არ ადარდებს. ეს მართალია, მაგრამ ამის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინელი მემარცხენეების საქმეა. და ეს რომ მოხდეს, ჯერ უკრაინამ უნდა იარსებოს. რუსეთი კი უკრაინას საერთოდ გაქრობას უპირებს. მოუსმინეთ რას ამბობენ რამზან კადიროვი და სხვა პროპაგანდისტები. ამის მერე პრიორიტეტები სხვაგვარად ლაგდება.

ჩვენი პარტიის გენერალურმა მდივანმა ასეთი რამ დაწერა ჩემ მიერ დაყენებეული საკითხისადმი საპასუხო წერილში: „მიუხედავად მოქიშპე გლობალური ძალების შიდასისტემური ხასიათისა, მულტიპოლარული სამყაროს არსებობა მსოფლიოს პროგრესული ძალებისა და მოძრობებისთვის ერთმნიშვნელოვნად უფრო მომგებიანია ნეოლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში, სოციალური ტრანსფორმაცისათვის, თუ პოლიტიკური წინსვლის მიღწევაში.“ მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ეს ერთმანეთში მებრძოლი ძალები დემოკრატიულია თუ ფაშისტური. შეიძლება ჩინეთს ავტორიტარული სისტემა ჰქონდეს, რუსეთს კი ფაშისტური, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მათი არსებობა მაინც დადებითი მოვლენაა. შესაბამისად, თუკი ამ ძალების წინააღმდეგ მებრძოლ რომელიმე ქვეყანას მხარდაჭერას გამოვუცხადებთ, ეს მულტიპოლარულ ბალანსში ცვლილებას შეიტანს, რითიც შეერთებული შტატები ისარგებლებს. ამიტომ ჩვენ მიერ უკრაინისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა ზედმეტად გულმხურვალეც არ უნდა იყოს, რადგან უკრაინა ამერიკის თუ ევროპის მხარესაა. ეს მეტად სახიფათო არგუმენტია, რადგან ის ზუსტად ემთხვევა პუტინისა და სის მსგავსი ავტორიტარი ლიდერების მიერ წამოყენებულ მსოფლიო მოწყობის ანტიდემოკრატიულ, მულტიპოლარულ მოდელს. მემარცხენეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მულტიპოლარულ მსოფლიოზე ამგვარი საუბარი უკვე სახიფათოა.

ზოგადად პოლარული მოდელის შემოტანა რეალისტური სკოლის ხელწერაა და ეს მსოფლიო წესრიგის გაგების კაპიტალისტური სკოლაა. მათი მტკიცებით, ქვეყნებს საკუთარი ინტერესები გააჩნიათ და ისინი ამ ინტერესების შესაბამისად იბრძვიან ერთმანეთში. აქედან ისე ჩანს, რომ მსოფლიოს მთელი ისტორია მხოლოდ დიდი ძალებისა და მათი კონკურენციის ისტორიაა. და ეს ლენინისტური იდეა სულაც არაა. ყოველივე ამის მერე, როცა ხლახი მეკითხება, იმპერიალიზმის ლენინისეული თეორია წამიკითხავს თუ არა, ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს სწორედ მათ არ წაუკითხავთ ლენინის თეორია. ლენინი რომელიმე კონკრეტულ იმპერიალიზმს მეორზე უკეთესად არ მიიჩნევდა. მულტიპოლარული სამყაროს დღევანდელი განსაზღვება არამარტო არამარქსისტული და არალენინისტურია, არამედ ის პირდაპირ ფაშისტურია.

შეიძლება კონკრეტული ლიდერები არ მოგწონდეს, მაგრამ დღევანდელი დროება გაიძულებს ის მხარე აირჩიო, რომელიც უბრალოდ ფაშისტი არაა. დღეს ინდოეთში ისეთი პარტიების გვერდით გვიწევს დგომა, რომელთა მხარდაჭერასაც წლების წინ ვერც კი დავუშვებდით. მაგრამ ამ საშინელი საფრთხის წინაშე ერთიანობაა საჭირო. შეიძლება მემარცხენეები 2014 წლამდე ინდურ დემოკრატიას ვაკრიტიკებდით, მაგრამ მაშინდელ მთავრობას ადამიანის უფლებების შელახვის გამო მაინც მოსთხოვდი პასუხს. თუ ინდოეთში ამ მიდგომით ვმოქმედებთ, გლობალური საკითხებისთვისაც არ უნდა მოვერიდოთ იმავე მიდგომის გამოყენებას.

ასევე იხილეთ:
  • February 2, 2023
  • February 12, 2023
  • November 2, 2021

გაზიარება