ლათინური ამერიკის გადახსნილი ვენები

ედუარდო გალეანო

ესპანურიდან თარგმნა ირაკლი მენთეშაშვილმა

წინასიტყვაობა დაურთო ცოტნე ცხვედიანმა

ურუგვაელი მწერალი და ჟურნალისტი ედუარდო გალეანო მონტევიდეოში 1940 წლის 3 სექტემბერს დაიბადა. მამამისი პირველი ეროვნული გუნდის ,,ნასიონალის’’ გულშემატკივარი იყო და თვითონაც ამ კლუბის ერთგული დარჩა, მაგრამ აღიარებდა, რომ გულში უფრო მეტად, მონტევიდეოს სხვა კლუბი, ინტერნაციონალური ,,პენაროლი’’ უყვარდა. გალეანოს დიდი სიყვარული გაუფერულდა, რადგან თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ ვაჭრობად იქცა. მისი წიგნი ,,ფეხბურთი-მზე და აჩრდილი’’ ძველ და ნამდვილ ფეხბურთზეა. გერმანულ-ბრაზილიური ღარიბი მიგრანტების ოჯახის შვილზე არტურ ფრიდენრაიხზე, რომელმაც პირველად იცეკვა ბურთით და სამუდამოდ შეცვალა ფეხბურთი, გარინჩაზე – ,,ხალხის სიხარულზე’’ და ჟოაუ სალდანაზე, რომელიც კომენტატორი იყო და ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი გახდა, კაცზე, რომელიც 1953 წელს, სან-პაულუს ქუჩებში 300 ათასი გაფიცულს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფდა, ლეგენდარულ კარლოს მარიგელაზე, რომელიც ბრაზილიის ფაშისტურ რეჟიმისგან დევნილი 1966 წლის მუნდიალის რადიო რეპორტაჟებს მიუვალ ტყეში უსმენდა, რადგან არასოდეს უფიქრია თავისი ქვეყნის ნაკრები დაევიწყებინა.

ლათინური ,,ამერიკის გადახსნილი ვენები’’ 1971 წელს გამოვიდა და საზეპიროდ იქცა. ეს არის წიგნი ხალხზე, რომელსაც იმის უფლებაც წაართვეს, რომ ამერიკელები ერქვათ, ქალებზე, კაცებსა და ბავშვებზე, რომლებიც ქარიშხლის გულში ცხოვრობენ და ყოველდღე იძარცვებიან მეტროპოლიის ქვეყნების და ადგილობრივი მესაკუთრეებისგან. ,,მაუწყებელი’’ მკითხველს სთავაზობს წიგნის შესავალს, რომელიც ესპანურიდან თარგმნა ირაკლი მენთეშაშვილმა.

მოკლე შესავალში მწერალი ამხელს მისი ხალხის ჯალათებს და ქურდებს, რომლებიც ბიზნესის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, რადგან მან იცის, რომ ,,რაც უფრო მეტი თავისუფლება მიენიჭება ბიზნესს, მით მეტი ციხეების აშენება იქნება საჭირო ბიზნესით დაზარალებულთათვის’’.

გალეანო ამბობს, რომ ისტორია წინასწარმეტყველია, რომელსაც თვალი წარსულისკენ აქვს მიპყრობილი და იმის გამო, რაც მოხდა, რატომაც მოხდა, გვიცხადებს თუ რა იქნება ხვალ. ამიტომაც წიგნის ფურცლებზე, რომელიც არის წამებული ამერიკის ისტორია, შევხვდებით კონკისტადორებს კარაბელებით, ტექნოკრატებს კერძო ჯეტებში, ერნან კორტესს და საზღვაო ქვეითთა არმიას, მეფის ვასალებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიონერებს, მონათვაჭრების მეწილეებს და ჯენერალ მოტორსის დივიდენდებს.

„ლათინური ამერიკის გადახსნილი ვენები’’ დიდი მწერლის დაწერილია, ხოლო მისი მეთოდოლოგიური საფუძველი დამოკიდებულების თეორიაში უნდა ვეძებოთ, რომლის ერთ-ერთი შემქმნელი თეოტონიო დო სანტოსია. 1964 წლის ფაშისტური გადატრიალების შემდეგ დოს სანტოსი სხვებთან ერთად ჩილეში მოღვაწეობდა, მაგრამ 1973 წელს ფაშისტურმა სამხედრო გადატრიალებამ ჩილეს ხალხსაც წაართვა თავისუფლება. ჩილელი მწერალი იზაბელ ალიენდე იხსენებს, რომ სამშობლოდან დევნილმა სულ რამდენიმე ნივთი გაიყოლა თან, ერთ-ერთი გალეანოს ახალგამოცემული წიგნი იყო. ძალიან მალე გალეანოც დევნილი გახდა, ურუგვაიში სამხედრო გადატრიალების შემდეგ ის არგენტინაში გაიქცა, მაგრამ იძულებული გახდა არგენტინაც დაეტოვებინა, რადგან სისხლიანმა გადატრიალებამ 1976 წელს არგენტინაშიც გაანადგურა ყველანაირი ოცნება თავისუფლება. გალეანომ თავი ესპანეთს შეაფარა, ხოლო მისი წიგნი აიკრძალა ჩილეში, არგენტინაში და ურუგვაიში.

ასოცი მილიონი ბავშვი ქარიშხლის გულში

შრომის საერთაშორისო განაწილება ცალკეული ქვეყნების მოგებასა და სხვების წაგების დახელოვნებაში მდგომარეობს. დედამიწის ის კუთხე, დღეს რომ ლათინურ ამერიკას ეძახიან, იმ უხსოვარი დროიდანაა დახელოვნებული წაგებაში, როდესაც აღორძინების ეპოქის ევროპელებმა ოკეანე გადალახეს და კონტინენტს ეშვები ჩაასეს ინდიელების ცივილიზაციის ყელში.

გასული საუკუნეების განმავლობაში ლათინურმა ამერიკამ დახვეწა საკუთარი უნარები. ის უკვე აღარ არის საოცრებათა ქვეყანა სადაც, სინამდვილე აჭარბებს ზღაპარს და წარმოსახვის უნარი უძლური ხდება კონკისტადორების ნადავლის, ოქროს ზოდებისა და ვერცხლის გორების წინაშე. რეგიონი ისევ სხვის მოსამსახურედ რჩება. ის კვლავ სხვისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარჯზე არსებობს, როგორც მუდმივი საბადო და ულევი წყარო ნავთობის, ფოლადის, სპილენძის, ხორცის, ხილის და ყავის, პირველადი ნედლეულისა და საკვებისა, რომელთა გეზი მდიდარი ქვეყნებია, რომლებიც მათი მოხმარებით უფრო მეტს იგებენ, ვიდრე ლათინური ამერიკა ამ პროდუქტების წარმოებით. მყიდველების მიერ გადახდილი გადასახადები, ბევრად მაღალია, ვიდრე საფასური, რომელსაც იღებს გამყიდველი; როგორც „ალიანსი პროგრესისთვის“ მთავარმა კოორდინატორმა კოვი თ. ოლივერმა 1968 წლის ივლისში განაცხადა „შუასაუკუნეების დონემდე დასვლაა სამართლიან საფასურზე საუბარი. გაცხოველებულ თავისუფალი ვაჭრობის ეპოქაში ვცხოვრობთ…“.

რაც უფრო მეტი თავისუფლება მიენიჭება ბიზნესს, მით მეტი ციხეების აშენება იქნება საჭირო ბიზნესით დაზარალებულთათვის. ჩვენი რეჟიმები, რომლებიც ინკვიზიტორებისა და ჯალათების მიერ იმართება, მხოლოდ გარე გაბატონებული ბაზრების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის არ მუშაობენ; ისინი ასევე უზრუნველყოფენ მოგების ნაკადებს, რომლებიც მკაცრად კონტროლირებად შიდა ბაზრებზე, საგარეო ვალებიდან და ინვესტიციებიდან შემოედინება. ‘’ბევრი შეიძლება ითქვას იმ დათმობებზე, რომელზეც ლათინური ამერიკა წავიდა უცხოური კაპიტალის სასარგებლოდ, მაგრამ არაფერი გვაქვს სალაპრაკო მსგავსი დათმობების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან…“ ,,საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ მივდივართ დათმობებზე“ გვაფრთხილებდა პრეზიდენტი ვუდრო უილსონი ჯერ კიდევ 1913 წელს. ის დარწმუნებული იყო: „ქვეყანა, მასში ჩადებული კაპიტალის მიერ შეპყრობილი და დამორჩილებულია“. და მართალიც იყო. გზად მიმავალებმა იმის უფლებაც კი დავკარგეთ რომ ამერიკელები გვერქვას, მიუხედავ იმისა რომ ისტორიულად, პლიმუთის სანაპიროებზე გადმომსხდარ მგზავრებზე ერთი საუკუნით ადრე, ჰაიტიელები და კუბელები, როგორც ახალი ხალხი უკვე გაჩენილები იყვნენ. დღეს ამერიკა მთელი მსოფლიოსათვის არაფერია, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა: ჩვენ, საბოლოო ჯამში, რაღაც ქვემო ამერიკა, მეორე კლასის, რაღაც ბუნდოვანი და გაურკვეველი ამერიკა ვართ.

ეს ლათინური ამერიკაა – გადახსნილი ვენების მხარე. მისი აღმოჩენის დღიდან დღემდე, ყველაფერი გადავიდა ევროპული კაპიტალის ხელში, ოდნავ მოგვიანებით, ჩრდილო-ამერიკულის. შესაბამისად, ყველაფერი დაგროვდა და გროვდება ძალაუფლების შორეულ ძალწირებში. აბსოლუტურად ყველაფერი: მიწა, ხილი, წიაღისეული რესურსები და მინერალები, ადამიანები და მათი შრომისა და მოხმარების უნარი, ბუნებრივი და ჰუმანური რესურსები, წარმოების ფორმა და ყველა სივრცის კლასობრივი სტრუქტურა, ზედმიწევნით განისაზღვრა, განისაზღვრა გარედან, განისაზღვრა იმისათვის, რომ მორგებოდა კაპიტალიზმის უნივერსალურ სისტემას. ყველას თავისი ფუნქცია მიენიჭა, ყოველთვის მორიგი უცხოური მეტროპოლისის განვითარების სასარგებლოდ. ექსპლუატაციის და მორჩილების მრავალი რგოლისაგან შემდგარი ჯაჭვი უსასრულო გახდა. ლათინური ამერიკის შიგნით იგი მოიცავს მცირე ქვეყნების ჩაგვრასაც, მათი დიდი მეზობლების მიერ, ყოველი ქვეყნის შიგნით გარკვეული საზღვრების ჩამოყალიბებასაც, დიდი ქალაქებისა და პორტების მიერ საკვებისა და შრომის შიდა რესურსების მუდმივი ექპლუატაციით. (ოთხი საუკუნის წინ, ოცი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული თანამედროვე ლათინოამერიკული ქალაქი უკვე გაჩენილი იყო.)

მათთვის, ვინც ისტორიის სარბიელს აღიქვამს, როგორც ერთგვარ შეჯიბრს, ლათინური ამერიკის ჩამორჩენილობა და სიღარიბე თავისივე მარცხის შედეგია. ჩვენ წავაგეთ; სხვებმა მოიგეს. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, მოიგეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ წავაგეთ: ლათინური ამერიკის განუვითარებლობის ისტორია, როგორც უკვე ითქვა, მსოფლიოში კაპიტალიზმის განვითარების ისტორიას გულისხმობს. ჩვენი მარცხი ყოველთვის გადაბმული იყო სხვის გამარჯვებას; ჩვენი სიღარიბე ჩვენსავე სიმდიდრემ შვა და გამოკვება იმპერიებისა და მათ მიერ დასმული მმართველების ავლადიდება: კოლონიალისტურ და ნეოკოლონიალისტურ ალქიმიაში, ოქრო ჯართად გადაიქცევა ხოლმე, საკვები კი შხამად. ძვირფასი მეტალების საბადოების აღმოჩენის აღმავლობის ხანიდან პოტოსიმ, საკატეკასმა და ორუ-პრეტუმ მტკივნეული დაცემა განიცადეს საბადოების ღრმა და ცარიელ ორმოთხრილებში, გაცამტვერდა ჩილეს მარილის მადნებიც და ამაზონის ჯუნგლებიც კაუჩუკისგან; ბრაზილიის ჩრდილოდასავლელ შაქრის მომპოვებლებს, არგენტინის კებრაჩოს ტყეების მკვიდრებსა და ნავთობმომპოვებელ სოფლებს მარაკაიბოს ტბის სიახლოვეს, საკმარისი მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ ეშინოდეთ იმ სიკეთისა, რომელსაც ბუნება მათ აძლევთ და იმპერიალიზმი კი თავისთვის ითვისებს. წვიმა, რომელიც ძალაუფლების ცენტრის ძალწირებს ნამავს, ახრჩობს სისტემის ვრცელ პერიფერიებს. ამგვარად, მმართველი კლასების კეთილდღეობა, სიმეტრიულად – ჩვენი შიდა წრეების მმართველებისა, მათი, ვინც მართულები არიან გარედან – განაჩენია მრავალთვის, რომლებიც უბრალოდ საპალნე ცხოველების ბედისთვის არიან განწირულნი.

ნაპრალი დღითიდღე იზრდება. გასული საუკუნის შუაწელს, მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების ცხოვრების დონე 50%-ით აღემატებოდა ღარიბი ქვეყნებისას. განვითარება უთანასწორობას განავითარებს: 1969 წლის აპრილში OEA-ს წინაშე წაკითხულ მოხსენებაში რიჩარდ ნიქსონმა, განაცხადა, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავალი „პერ კაპიტა“ თხუთმეთჯერ მეტი იქნებოდა, ვიდრე ლათინური ამერიკისა. იმპერიალისტური სისტემის ძალა დამყარებულია უცილობელ უთანასწორობაზე, რომელიც უფრო და უფრო დრამატულ სახეს იძენს. საერთო მონაცემების მიხედვით, მოძალადე ქვეყნები თანდათან უფრო მდიდრდებიან, მაგრამ, ზოგადად, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაპრალის მზარდი დინამიკის გამო, მათი სიმდიდრე საზარელ ფორმებს იძენს. კაპიტალიზმის ცენტრებს აქვთ იმის ფუფუნება რომ შექმნან და დაიჯერონ საკუთარი დიადი მითები, მაგრამ ზღაპრებით ვერ დანაყრდები და ეს ღარიბმა ქვეყნებმა კარგად იციან, ქვეყნებმა რომლებიც კაპიტალიზმის უსასრულო პერიფერიას შეადგენენ. საშუალო ამერიკელის შემოსავალი შვიდჯერ აღემატება ლათინოამერიკელისას და მისი ზრდის რითმი ათჯერ უფრო მაღალია. სტატისტიკა ტყუის იმ უძირო უფსკრულის გამო, რომელიც რიო ბრავოს სამხრეთით რეგიონში არსებულ უთვალავ ღარიბსა და მდიდარს შორის იშლება. სინამდვილეში, გაეროს მონაცემების მიხედვით, მის მწვერვალზე მყოფი 6 მილიონი ლათინოამერიკელი ფლობს იმდენს, რამდენსაც პირამიდის ძირში, 140 მილიონი ადამიანი. სოფლად ცხოვრობს 60 მილიონი ადამიანი, რომელთა ქონება არ აღემატება 25 ცენტს დღიურად; ნაპირის მეორე მხარეს კი ისინი, ვინც სხვისი უბედურების ხარჯზე სუქდებიან და საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ დააგროვონ მილიარდობით დოლარი კერძო ანგარიშებზე შვეიცარიასა და აშშ-ში, შემდეგ კი ფლანგავენ თავიანთ ქედმაღლობასა და ფუფუნებაში – რაც შეურაცხყოფა და პროვოკაციაა – და რასაც ემატება უნაყოფო ინვესტიციებში გაფლანგული ფული, იგი, არც მეტი, არც ნაკლები, მთლიანი ინვესიტიცების ნახევარს შეადგს იმ კალიტალისა, რომელიც ლათინურ ამერიკას შრომისა და წარმოების წყაროების აღდგენაზე, გაფართოებასა და შექმნაზე შეეძლო გამოეყენებინა.

იმპერიალისტური კონსტელაციების ბრწყინვალებას ამოფარებულ ჩვენს მმართველ კლასებს იმის სურვილი არ გააჩნიათ გაარკვიონ, რომელი უფრო მომგებიანია, ღალატი თუ პატრიოტიზმი; მათხოვრობა საერთაშორისო პოლიტიკის ერთადერთი შესაძლებელი ფორმაა თუ არსებობს კიდევ სხვაც. რადგან „სხვა გზა არაა“ , სუვერენულობას იპოთეკაში ვტოვებთ; ოლიგარქია გასამართლებელ საბუთად სოციალური კლასების იმპოტენციას ასახელებს და ცალკეული ერების მომავლის შეუძლებლობაზე ლაპარაკობს.

ჟოზუე კასტრო ამბოდა რომ: „მე, რომელსაც საერთაშორისო პრემია გადმომცეს მშვიდობის დარგში, ვფიქრობ, რომ საუბედუროდ, ლათინურ ამერიკას სხვა გზა არ დარჩენია, თუ არა ძალის გამოყენებისა“.

120 მილიონი ბავშვი კი ამ ქარიშხლის შუაგულში იმყოფება. ლათინური ამერიკის მოსახლეობა მაღალი ტემპებით იზრდება; ნახევარ საუკუნეში ის გასამკეცდა. ყოველ წუთს შიმშილისა თუ ავადმყოფობისაგან იღუპება ერთი ბავშვი, 2000 წლისათვის ლათინოამერიკელების რაოდენობა 650 მილიონს მიაღწევს და მათი ნახევარი 15 წელზე ნაკლები ასაკის იქნება: ეს ნელი მოქმედების ბომბია. 280 მილიონ ლათინოამერიკელს შორის, 1970 წლის ბოლოს, 50 მილიონი უმუშევარი ან ნახევრად უმუშევარია და, დაახლოებით, ასი მილიონი წერა-კითხვის უცოდინარია; ლათინოამერიკელების ნახევარი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში იმყოფება. ლათინური ამერიკის სამი წამყვანი სავაჭრო ზონა – არგენტინა, ბრაზილია და მექსიკა – ერთად აღებულები ვერ გაუტოლდებიან საფრანგეთისა და გერმანიის სამომხმარებლო მოთხოვნილებებს, თუმცა, ჩვენი გრანდების მოსახლეობა დიდი სხვაობით გადააჭარბებს ნებისემიერი ევროპული ქვეყნისას.

დღესდღეისობით, ლათინური ამერიკა აწარმოებს იმაზე ნაკლებ საკვებ პროდუქტს, ვიდრე აწარმოებდა მეორე მოსფლიო ომამდე. 1929 წლის კრიზისის დასაწყისთან შედარებით, ურყევ ფასებთან მიმართებაში, სამჯერ შემცირდა საექსპორტო რიცხვები ერთ სულ მოსახლეზე.

სისტემა საოცრად რაციონალურია, ოღონდ უცხოელი მფლობელების და ჩვენი ხარკთამკრეფი ბურჟუაზიის გადმოსახედიდან, რომლებმაც სული ეშმაკს ისეთ ფასად მიჰყიდეს, რომ ალბათ ფაუსტს შერცხვებოდა. თუმცა სისტემა უაღრესად ირაციონალურია ყველა სხვა დანარჩენისთვის – რამდენადაც ის წინ მიდის და ვითარდება, იმდენად მწვავდება დაძაბულობა და უთანასწორობის განცდა – ესაა მისი მგზნებარე წინააღმდეგობრიობა. ინდუსტრიალიზაციაც კი, თუნდაც დაგვიანებული და დამოკიდებული მყუდროდ გრძნობს თავს ლატიფუნდისტებსა და უთანასწორობის სტრუქტორებს შორის, ნაცვლად იმისა, რომ აღმოფხრას უმუშევრობა, მის ზრდას უწყობს ხელს; რეგიონში, რომელიც ფარხმალდაყრილი ადამიანების ლეგიონებს მოითვლის, იზრდება სიღარიბე და სიმდიდრე ერთ მუჭაში იყრის თავს. პროგრესის პრივილეგირებულ პოლუსებზე – საო პაოლოში, ბუენოს აირესში, მეხიკოში – ახალი ქარხნები შენდება, მაგრამ სულ უფრო ნაკლები მუშახელია საჭირო.

სისტემამ არ გაითვალისწინა ეს პატარა პრობლემა: ადამიანები უკვე ზედმეტნი არიან. და ადამიანები მაინც მრავლდებიან. უყვარდებათ გატაცებით, მაგრამ არა უსაფრთხოდ. სულ უფრო მეტი ხალხია გზას აცდენილი, უმუშევრები სოფლადაც კი სადაც ლატიფუნდისტები ბატონობენ თავის გიგანტური მინდორ-ველებით, და უსამსახუროდ ქალაქშიც, სადაც მანქანები გაბატონდნენ: სისტემამ უარყო ადამიანი. ჩრდილო ამერიკელთა ჰუმანიტარული მისიები აქეთ-იქით არიგებენ ანტიკონცეპტივებს, სპირალებსა და პრეზერვატივებს, ქალებს მასობრივად ასტერილებენ, მაგრამ ბავშვები მაინც ჩნდებიან; თითქოს მათ ჯიბრზე ლათინოამერიკელი ბავშვები მაინც ჩნდებიან და მოითხოვენ საკუთარ ადგილს მზის ქვეშ, ამ საოცარ მიწებზე, რომელსაც შეუძლია ყველა უხვად დაასაჩუქროს იმით რაც სანატრელია მთელი მსოფლიოსათვის.

1968 წლის ნოემბრის დასაწყისში, რიჩარდ ნიქსონმა ღიად განაცხადა, რომ „ალიანსს პროგრესისათვის“ შეუსრულდა არსებობის შვიდი წელი, და მიუხედავად ამისა, შიმშილისა და საკვების პროდუქტების დეფიციტის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას. რამოდენიმე თვით ადრე ჯორჯ უ. ბალი ჟურნალში „ Life“ წერდა: „მომავალი რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ღარიბი ქვეყნებში უკმაყოფილების დონე, მსოფლიოს განადგურების საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც არ უნდა სამარცხვინოდ ჟღერდეს, მსოფლიოში, მრავალ თაობათა განმავლობაში უცხოვრია ორ მესამედ ღარიბს და მხოლოდ მესამედ მდიდარს. რაც არ უნდა უსამართლოდ ჟღერდეს, ღარიბ ქვეყანათა ძალაუფლება შეზღუდულია“. ბალი უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მისიას განვითარებისა და ვაჭრობის პირველ ყრილობაზე ჟენევაში, სადაც კონფერენციის მიერ დამტკიცებული თორმეტი ზოგადი პრინციპიდან ცხრა პრინციპის წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელიც მიიღეს განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნებისთვის საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში შექმნილი მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად.

ლათინურ ამერიკაში ღარიბებს ჟუჟავენ ჩუმად; სოფლებში სადაც ყველა შეჩვეულია პირდახშულმა გადაიტანოს გაჭირვება, ყოველ წელს სამი ჰიროსიმას მასშტაბის ბომბი ფეთქდება, უბრალოდ ხმაურის გარეშე, საიდუმლოდ. ამ სახის სისტემური ძალადობა, არა ღია, მაგრამ რეალური და სულ უფრო მასშტაბური ხდება: მისი მსხვერპლი არა პოლიციურ ქრონიკებში, არამედ FAO-ს (სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ჯორჯ უ. ბოლი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია დანაშაულისათვის სასჯელის თავიდან აცილება, რადგან ღარიბებს არ ძალუძთ გააჩაღონ მსოფლიო ომი, იმპერია წუხს: არ შეუძლია გაამრავლოს ხუთი პური და თევზი, და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მჭამელების რაოდენობა შეკვეცოს. „შეებრძოლეთ შიმშილს, მოკალით ერთი ღარიბი!“, დააწერა შავი იუმორის ოსტატმა ლა-პასის ქუჩების ერთ-ერთ კედელზე. მალთუსის მემკვიდრეებმა რა უნდა შემოგვთავაზონ, თუ არა ყველა ღარიბის დახოცვა იქამდე, სანამ ისინი დაიბადებიან. რობერტ მაკნამარა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ასევე ფორდის პრეზიდენტი იყო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ამტკიცებს რომ დემოგრაფიული ზრდის ცალკეული აფეთქებები ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენენ ლათინური ამერიკის განვითარებისათვის და აცხადებს, რომ შეღავათიან სესხებს გააკეთებს ქვეყნებისათვის, რომლებიც შექმნიან გეგმებს მზარდი შობადობის გასაკონტროლებლად. მაკნამარა დამწუხრებით ამტკიცებს, რომ ღარიბთა ტვინი 25%-ით ნაკლებით მუშაობს და მსოფლიო ბანკის ტექნოკრატები (რომლებიც უკვე დაიბადნენ) საკუთარ კომპიუტერებს გადახურებამდე ამუშავებენ იმისათვის, რომ გააკეთონ ურთულესი გამოთვლები, იმ უპირატესობების სასარგებლოდ, რომლებიც არ დაბდებას გააჩნია: „

თუ განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 150-200 დოლარს შეადგენს და 25 წლის განმავლობაში ფერტილობის შემცირებას 50 %-ით შეძლებს, მაშინ 30 წლის შემდეგ მისი შემოსავალი, სულ ცოტა, 40 %-ით მეტი იქნება იმასთან შედარებით, რასაც მიაღწევდა შემცირების გარეშე და 60 წლის შემდეგ მათი შემოსავალი გაორმაგდება“. ამტკიცებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დოკუმენტი.

პოპულარული გახდა ლინდონ ჯონსონის ფრაზა: „ ჩადებული ხუთი დოლარი მოსახლეობის ზრდის საწინააღმდეგოდ უფრო ეფექტურია, ვიდრე 100, ჩადებული ეკონომიკური ზრდისათვის“. დუაიტ ეიზენჰაუერმა იწინასწარმეტყველა, რომ თუ კი დედამიწის მოსახლეობა გააგრძელებდა ზრდას იმავე ტემპით, გამწვავდებოდა არა მხოლოდ რევოლუციების საფრთხე, არამედ „გაუარესდებოდა ცხოვრების დონე ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში“.

შეერთებული შტატები საკუთარი საზღვრების შიგნით მზრადი შობადობის პრობლემას არ უჩივის, მაგრამ ისე როგორც არავინ, იგი ცდილობს გაავრცელოს და სხვებს თავს მოახვიოს ოჯახური დაგეგმარების გზები ოთხივე კარდინალური მიმართულებით დედამიწის გარშემო. არა მხოლოდ სახელმწიფო; არამედ როკფელერისა და ფორდის ფონდებიც კოშმარულ სიზმრებს ხედავენ მესამე მსოფლიოს ჰორიზონტებიდან კიბოჩხალებივით მომავალ მილიონობით ბავშვზე. პლატონი და არისტოტელე მალთუსზე და მაკნამარაზე დიდი ხნით ადრე ფიქრობდნენ მოსახლეობის გადაჭარბებაზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს დროში, ამ თემის ირგვლივ ატეხილი ხმაური მკვეთრად განსაზღვრულ გეგმას ემსახურება: გამართლდეს ის უთანასწორობა, რომელიც ქვეყნებსა და სოციალურ კლასებს შორის ძალიან უთანასწოროდ გადანაწილებულ შემოსავლებს მოაქვს. დაარწმუნონ გაჭირვებული ფენები იმაში, რომ მათი სიღარიბე იმ შვილების ბრალია, რომლებიც თავიდან არ აიცილეს, რათა ამით აღიმართოს ზღუდე მასების წინააღდეგ, რომლებიც მღელვარებიდან ამბოხში გადადიან.

აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ვიეტნამის მოსახლეობის ზრდის ტემპის შესაჩერებლად საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო მოწყობილობებს კონკურენციას, ავტომატები და ბომბები უწევენ. სამხრეთ ამერიკაში უფრო ეფექტური და ჰიგიენური მეამბოხეების საშვილოსნოს ჩანასახშივე მოსპობა აღმოჩნდა, ვიდრე მათი დევნა ჭალებსა თუ ტყეებში და ქალაქებსა თუ ქუჩებში. ამაზონებში ათასობით ჩრდილოამერიკულმა მისიამ ქალთა სტერილიზაციის პროგრამები განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზონა ერთ-ერთი ყველაზე დაუსახლებელი ადგილია მთელს პლანეტაზე. ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობის სიჭარბე არ არის, ნაკლებობას განიცდის სინამდვილეში: ბრაზილიას 38-ჯერ ნაკლები მაცხოვრებელი ჰყავს ერთ კვადრატულ კილომეტრზე, ვიდრე ბელგიას; პარაგუაის, 49-ჯერ ნაკლები ვიდრე ინგლისს; პერუს, 32-ჯერ ნაკლები ვიდრე იაპონიას. ჰაიტისა და ელ სალვადორში, სამხრეთ ამერიკის ადამიანთა ჭიანჭველების ბუდეში, მოსახლეობის სიმჭიდროვე უფრო დაბალია ვიდრე იტალიაში. არგუმენტები კი რომლებიც გასამართლებელად მოჰყავთ შეურაცხყოფს მოაზროვნე ადამიანს; ხოლო ფარული ზრახვები ყველას ღირსებას ულახავს. ბოლოსდაბოლოს ხომ ბოლივიის, ბრაზილიის, ჩილეს, ეკვადორის და ვენესუელის ტერიტორიები ნახევრად ცარიელია. ურუგუაი, ქვეყანაა რომელსაც შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მთელ ლათინურ ამერიკაში, მოხუცთა ქვეყანა. მიუხედავად ამისა, როგორც არცერთი სხვა, ისე იქნა დასჯილი ბოლო წლებში გაჩაღებული კრიზისის გამო, რომელიც ჯოჯოხეთში მიაქანებს ქვეყანას. ურუგუაი დაცარიელებულია, მისი მდიდარი საძოვრები კი გამოკვებავდა ბევრად უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ამ მიწაზე სატანჯველს დღეს განიცდის.

სადღაც ერთი საუკუნის წინ ერთმა გვატემალელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ასეთი ნათელმხილველური განაჩენი გამოიტანა: „რა უცნაური იქნებოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წიაღიდან, იქიდან, საიდან ყველა უბედურება მოდის, დაბადებულიყო ამ ჭირის წამალიც“. „ალიანსი პროგრესისათვის“ მკვდარი და დამარხულია და იმპერია უფრო შიშით, ვიდრე გულმოწყალებით, გვთავაზობს გადავჭრათ ლათინური ამერიკის პრობლემები მოსახლეობის რაოდენობის შემცირებით. ვაშინგტონში საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ღარიბ ქვეყნებს სიღარიბეში აღარ უნდათ ყოფნა. მაგრამ შეუძლებელია გსურდეს საბოლოო შედეგი და უარყოფდე საწყის საშუალებას: ის ვინც უარყოფს ლათინური ამერიკის განთავისუფლებას, უარყოფს ასევე მისი აღორძინების ერთადერთ გზას და, ამავდროულად, ძალაუფლებაში მყოფ სტრუქუტურებს შეიწყნარებს. კლასობრივი ომი არ არსებობს – ამბობენ ერთნი – მაგრამ არა უცხოელი ჯაშუშების გამო, რომლებიც მის გაჩაღებას ცდილობენ, არამედ არსებობენ სოციალური კლასები და ერთის ჩაგვრას მეორის მიერ, ცხოვრების დასავლური წესი ჰქვია. საზღვაო ქვეითთა კრიმინალური ექსპედიციების მიზანი წესრიგისა და სოციალური სიმშვიდის დამყარებაა და ვაშინგტონს მიტმასნილი დიქტატორული რეჟიმები ციხეებში ამყარებენ კანონის უზენაესობას, კრძალავენ შიმშლობას და პროფკავშირებს აუქმებენ, იმისათვის, რომ დაიცვან შრომის თავისუფლება.

ყველაფერი აკრძალული გვაქვს, გულზე ხელების დაწყობის გარდა? სიღარიბე ასტროლოგიური რუკის მოცემულობა არაა, განუვითარებლობა ღმერთის ხელის რაღაც უაზრო და ბნელი განაჩენი არაა. რევოლუციებისა და შენდობის დრო მოდის. მმართველი კლასები თავს იზღვევენ უარესი დროის მოლოდინში, და ამავდროულად, ჯოჯოხეთურ მომავალს იუწყებიან სხვა დანარჩენებისათვის. გარკვეულწილად მემარჯვენეები არ ცდებიან როდესაც საკუთარ თავს სიმშვიდესა და წესრიგთან აიგივებენ: წესად იქცა ყველასთვის მუდმივი ჩაგვრა; და სიმშვიდეა, არაფერი შეცვლილა, უსამართლობა კვლავ უსამართლობად რჩება და შიმშილი, შიმშილია ისევ. მომავალი მოულოდნელ სიურპრიზებს თუ მოგვიტანს, კონსერვატორები დაიწყებენ ყვირილს, არა უსაფუძვლოდ, რომ „მათ უღალატეს“. და უსუსურების იდეოლოგებიც, მონები, რომლებიც საკუთარ თავს ბატონის თვალით ხედავენ, ასევე გაგვაგონებენ თავის ხმას. „მეინის“ ბრინჯაოს არწივი, დამხობილი კუბის რევოლუციის გამარჯვების დღეს, ახლა სადღაც გდია მიტოვებული, დამტვრეული ფრთებით, ჰავანის ერთ-ერთი ძველ უბნის სადარბაზოში. კუბამ საფუძველი დაუდო და შემდეგ ყველა სხვა ქვეყნებიც სხვადასხვა ხერხებით და მეთოდებით შეუდგნენ ცვლილებების გზას: არსებული წესრიგის ლეგიტიმაცია, კრიმინალის ლეგიტიმაციას ნიშნავს.

წამებული ლათინური ამერიკის ისტორიის განმავლობაში ყოველი აჯანყების აჩრდილები, რომელიც ღალატით და სისასტიკით ჩაიხშო წამებული ლათინური ამერიკის ისტორიის განმავლობაში დღეს გვახსენებს თავს. ზუსტად ისე, როგორც ეს დღევანდელობა. რეალობა, რომელიც უკვე იგრძნობოდა წინასწარ, შეიქმნა გუშინდელი დღის წინააღმდეგობრიობების შედეგად. ისტორია წინასწარმეტყველია, რომელსაც თვალი წარსულისკენ აქვს მიპყრობილი: იმის გამო, რაც მოხდა, რატომაც მოხდა, გვიცხადებს თუ რა იქნება ხვალ. ამიტომაც ამ წიგნში, რომელსაც სურს გაგვაცნოს ძარცვა-გლეჯის ისტორია და ამავე დროს, მოგვითხრობს თუ როგორ მუშაობს მიტაცების თანამედროვე მექანიზმები, შევხვდებით კონკისტადორებს კარაბელებით, და იქვე, ტექნოკრატებს კერძო ჯეტებში, ერნან კორტესს და საზღვაო ქვეითთა არმიას, მეფის ვასალებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიონერებს, მონათვაჭრების მეწილეებს და ჯენერალ მოტორსის დივიდენდებს. ასევე დამარცხებულ გმირებს და თანამედროვე რევოლუციებს, სირცხვილს რომელიც გადავიტანეთ, მოკლულ და ხელახლა გაჩენილ იმედებს, მრავალრიცხოვან მსხვერპლს. როდესაც ალექსანდერ ჰუმბოლდტმა გამოიკვლია ბოგოტას დაბლობის ინდიელების ადათ-წესები, შეიტყო, რომ ინდიელები ცერემონიული რიტუალის მსხვერპლს ქიჰიკას ეძახდნენ. ქიჰიკა ასევე კარიბჭეს ნიშნავს: ყოველი მათგანის სიკვდილი ხსნიდა ას ოთხმოცდახუთი მთვარის ახალ ციკლს.

გაზიარება