საუბრები ფეხბურთელებთან:

ლანა გორგაძე და ანა ჯანელიძე

ცოტა ხნის წინ „მართვესა“ და „ნორჩი დინამოს“ თამაშს დავესწარი ქუთაისში, ნიკეას საფეხბურთო მოედანზე, რომელიც ახლა ტორპედოს ერთ-ერთი ბაზაა. აქ საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა იმართებოდა.

თამაშის შედეგებს ან ზოგადად, უმაღლესი ლიგის მიმდინარეობას, აქ არ გაგაცნობთ, ჯერჯერობით, ეს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მიმინდვია, ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ მათი ინტერესი და ჩართულობა, ბევრ რამეს შეცვლიდა ქალებისთვის ფეხბურთში.

ამის ნაცვლად, გთავაზობთ საუბრებს ფეხბურთელებთან ანა ჯანელიძესთან და ლანა გორგაძესთან, რომლებსაც თავდამსხმელების პოზიცია უკავიათ ქუთაისის „მართვეში“.

ანა ჯანელიძე: ყველა ფეხბურთელს განსხვავებული მიდგომა აქვს თამაშების დაწყებამდე. პირადად მე, თამაშის წინ მხოლოდ ვისვენებ და ენერგიების მოკრებას ვცდილობ. ჩემთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მთავარია, ჩვენს გულშემატკივარს ბრძოლა დავანახოთ და არ გავაწბილოთ, თუნდაც ვერ მოვიგოთ.

ფეხბურთი გუნდური სპორტია და, შესაბამისად, ხშირად ხდება ისე, რომ როცა თუნდაც ერთი ადამიანი, რამეს ისე ვერ აკეთებს, როგორც ვფიქრობდით, ან დაგეგმილი გვქონდა, ეს მთლიან გუნდზეც აისახება. რა თქმა უნდა, თუ პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ყველა გარემოება, პრობლემა, დაძაბულობა, ცუდი ხასიათი მოედნის გარეთ უნდა დატოვო და თამაშზე იფიქრო, მაგრამ რთულია.

ყველანი ტრავმირებულები ვართ და იმ დონეზე თამაში არ შეგვიძლია, რომ ჩვენი მაქსიმუმი დავანახოთ ადამიანებს. პირადი პრობლემებიც რომ არა, თამაშზე აისახება, ჩვენი მუხლის ტრავმები, კოჭის ტრავმები, ორმა ადამიანმა ოპერაცია გაიკეთა, შესაბამის რეაბილიტაციას ვერ გადის და ასეთი მდგომარეობებით ვთამაშობთ.

მიუხედავად ამისა, ერთმანეთს მუდმივად ვამხნევებთ, შემოვუძახებთ, მოედანზე მათ სახელებს გავყვირით, ვისაც ეს იმ მომენტში სჭირდება.

ჩვენი ყველა თამაში ეძღვნება ნინო გურგენიძეს. ჩემთანაა ნინო მაშინაც, როცა სახიფათო მომენტი გვაქვს, როცა ჯარიმა უნდა დავარტყა ან პენალტი. დახმარებას ვთხოვ გულში და მჯერა, რომ გვხედავს.

„მართვე“ არ იყო მიჩვეული წაგებას, მაგრამ ბოლო დროს ბევრჯერ ვიგემეთ წაგების გემო. ამან ძალიან დაგვსტრესა. ბევრჯერ ჩამიქნევია ხელი, ბევრჯერ მითქვამს, რომ მორჩა, აღარ მინდა ამის გაგრძელება, მაგრამ ერთმანეთთან საუბრები გვეხმარება და ხშირად ვლაპარაკობთ ჩვენს ბრძოლებზე.

ლანა გორგაძე: ამ დრომდე, ბოლო ორ წელზე შემდეგ ვისაუბრებ, პროფესიონალ ფეხბურთელებად ვთვლიდით საკუთარ თავებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდები გამოვიარეთ.

თუნდაც ფიზიკური მომზადება გავიხსენოთ, ვვარჯიშობდით არაადამიანურ პირობებში, ისეთ მოედნებზე, თუ შეიძლება ამას მოედანი ეწოდოს, რომლებმაც დაგვიზიანა ფიზიკური მდგომარეობა.

კადრი თამაშიდან: მართვე: ნორჩი დინამო

ჩვენ არ გვქონდა ცოდნები და არც არავის უთქვამს, როგორ უნდა გვევარჯიშა საერთოდ, მაშინ ყველაფრის გვჯეროდა, ლიანდაგებზეც დავრბოდით და ქუჩებშიც დავრბოდით და ეს ნორმალური გვეგონა. იმ პერიოდში შედეგს ვხედავდით კიდეც და კარგ ფორმაში ვიყავით, მაგრამ, სინამდვილეში, ამ თავდადებებმა, თუ თავგანწირვებმა, არასწორმა ვარჯიშებმა თავისი შედეგი გამოიღო. იმდენად გვინდოდა თამაში სხვა არაფერი გვაინტერესებდა, არც პირობები და არც ფული გვჭირდებოდა, არც რაიმე სხვა საზრუნავი გვქონდა, ბავშვს როცა რაღაც ასე ძალიან უნდა ყველაფერზე თანხმდება და ყველაფერზე ხელს მოაწერს, ეს კარგად გამოიყენეს.

ახლა ყველაფერი არაპროგნოზირებადია, ზოგჯერ ძალიან კარგად ვთამაშობთ, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვთამაშობთ, ზოგჯერ ორი ადამიანი თამაშობს, ზოგჯერ ცხრა ადამიანი თამაშობს და ის ორი ვერ თამაშობს.

ჩვენ რომ ისევ ამ დონეზე ვართ, ვგულისხმობ იმას, რომ უმაღლეს ლიგაში ვთამაშობთ, მთლიანად ჩვენი, ფეხბურთელების დამსახურებაა და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დირექტორს, კლუბს, თუ მერიას, რაიმე წვლილი მიუძღვის ამაში.

ლანა გორგოძე, ქუთაისის მართვეს ფეხბურთელი

ამ ტრავმების ფონზე, ამ არაადამიანური სამუშაო პირობების ფონზე, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული – ჩვენ უნდა ვითამაშოთ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა მოვიგოთ, თუ წავაგებთ, ეგეც ჩვენი ბრალია.

16 წელია ამ საქმეს ვემსახურები და ამ დროის განმავლობაში სულ ერთხელ ან ორჯერ ვითხოვე დახმარება ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით, ამ საკითხებშიც კი მარტონი აღმოვჩნდით. რეალურად, თვითონაც სჭირდებათ, რომ ჩვენ ჯანმრთელები ვიყოთ. ახლაც, აუცილებელი სამედიცინო დახმარება მჭირდება და ოთხი თვე გავიდა, რაც ამას ვითხოვ.

ლანა გორგაძე: „ჩვენი გუნდია, ჩვენ ვაფინანსებთ“ ასე მოგვიხსენებს ადგილობრივი ხელისუფლება, ეს ფინანსები არსად ჩანს, ზოგადად, მაბრაზებს ასეთი დამოკიდებულება, როცა ჩვენი რესურსებით ვდგავართ ფეხზე და თავად მივხედეთ საკუთარ თავებს, არავინ საუბრობს იმაზე, წლების განმავლობაში რამხელა რესურსი გავეცით და რა ტრავმების ფასად დაგვიჯდა ეს ყველაფერი.

ძალიან დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს, როცა 14 ფეხბურთელი გვყავს, 7 ლეგიონერი და ეს ლეგიონერები, მუდმივად, დამატებით სხვა სამუშაოებზე მუშაობენ, იმიტომ, რომ სხვაგვარად ვერ იცხოვრებ, როგორ ძალიანაც უნდა გინდოდეს ის, რომ მხოლოდ ფეხბურთს მიუძღვნა შენი თავი. იმდენად სასაცილო ხელფასები გვაქვს, არც კი ღირს თქმად და ჩემზე ბევრად ნაკლები რომ აქვთ სხვა ფეხბურთელებს, მათ როგორ უნდა იარსებონ?

კადრი თამაშიდან: მართვე: ნორჩი დინამო

დამატებითი სამუშაოები გვაქვს ძირითადად ქსელურ მაღაზიებში ან დრაივზე. 24 საათი ვმუშაობთ, ცვლა მთელი ღამე გრძელდება, ფაქტობრივად, ფეხზე მძინავს ხოლმე, დილით ვარჯიშზე მივდივართ, ვერც გონება და ვერც სხეული ვერ აღიქვამს ამ დროს რას ვაკეთებთ, ასეთ ვარჯიშს აზრიც არ აქვს ხოლმე.

ანა ჯანელიძე: თუ მოვიგებთ, მოულოდნელად ყველა ადგილზეა.

ცოტა ხნის წინ ბათუმში ქვიშის ფეხბურთი ვითამაშეთ და ჩემპიონები გავხდით, ისე სწრაფად გაჩნდა ქუთაისის მერი თასით ხელში ჩვენს ფოტოზე, რომ დაფიქსირებაც ვერ მოვასწარით. სინამდვილეში, ჩვენს ჩემპიონობას არ ელოდა, პარალელურად, ბიჭების ფინალიც იმართებოდა და მათთან ერთად ჩამოვიდა მომზადებული. ამის შემდეგ, არანაირი ინტერესი და ყურადღება არ გამოუჩენია არავის.

მე მაინც გულწრფელად მიკვირს, როგორ შეიძლება, შენი ქალაქის ფეხბურთის გუნდთან იდგე, ფოტოს იღებდე, იღიმოდე და ერთი კითხვაც არ გაგიჩნდეს ამ ადამიანებთან, ვინ არიან, რას აკეთებენ ან რა ჰქვიათ საერთოდ.

ლანა გორგაძე: მაშინ, როცა ამ ქალაქის „მართვეს“ დიდი ისტორია აქვს, ჩვენ ვიყავით პირველი ქალთა გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა 2017-2018 წლებში, ზედიზედ ორჯერ.

კადრი თამაშიდან: მართვე: ნორჩი დინამო

ლანა გორგაძე: საზოგადოებას ზედაპირული დამოკიდებულება აქვს ჩვენი თამაშების მიმართ. არ ბრაზდებიან, უბრალოდ ეცინებათ, როცა მაგალითად, შვედებთან წავაგებთ დიდი ანგარიშით. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ამ ქვეყნებში ზოგადად, ცხოვრების მაღალი დონეა, აქ არ იხრჩობიან, თითოეულ ფეხბურთელს პირადი ტრენერი და აგენტი ჰყავს და ა.შ სპორტული აღზრდა სკოლებშივე იწყება და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათ აქვთ ის ყველაფერი, რაც ჩვენს წარმოდგენებში ჯერ ოცნებად რჩება. აქ ქალთა ჩემპიონატი 6 წლის წინ დაიწყო ზუგდიდში, მაშინ როცა 6 წლის წინ ამ ქვეყნებში უკვე ევროპის ჩემპიონატი იმართებოდა.

ფეხბურთის გულშემატკივრების კრიტიკა უნდა მიემართებოდეს ფეხბურთის ფედერაციას. მე, როგორც ფეხბურთელი ქალი, თუნდაც კაცი, არ აქვს მნიშვნელობა, ვერ ვხედავ ინფრასტრუქტურას, ვერ ვხედავ პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც მოგვამზადებდნენ, არც არანაირ ინტერესს იჩენენ, რაიმე შეიცვალოს და გაურკვეველი „ცხოვრებისეული გამართლებებით“ იმკვიდრებენ მაღალ თანამდებობებზე თავებს, აქ ჩვენი გადაწყვეტილებები არსად ჩანს და არც არავინაა, რომ მოისმინოს.

ახლა რაც არ უნდა გავაკეთოთ ქალებმა, ნებისმიერ სფეროში, მაინც გაგვაკრიტიკებენ, ეს არ უნდა გვადარდებდეს, ჩვენ ხომ ვიცით, საიდან ვიწყებთ და რა გზებს გავდივართ.

მაშინ, როცა ეროვნულ ნაკრებთან ერთად მივდიოდი სხვადასხვა ქვეყნებში სათამაშოდ, ტრანსპორტირებასაც კი არ გვიფინანსებდნენ. ის მაისურიც კი არ გვეკუთვნის ჩვენ, რომელიც გვაცვია. ერთხელ ფედერაციიდან დიდი ზარ-ზეიმით განგვიცხადეს, რომ ამიერიდან ჩვენს გვარებს დააწერდნენ ფორმებს, მართლაც, 15 ნომერზე დააწერეს ჩემი გვარი. ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთმა ხობის ფეხბურთელმა, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი, მომწერა, შენი მაისური მაქვს და მინდა გადმოგცეო. აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვს მისცეს ფორმა, რომელზეც ჩემი გვარი ეწერა. ფედერაციის ნაცვლადაც შემრცხვა ამ ფეხბურთელთან. იქ ჩასულებს კი მწვრთნელები ასე გვამხნევებენ „როცა ეს ფორმა გაცვიათ, ღირსებას ატარებთ, ახლა თქვენს სამშობლოს წარმოადგენთ.“

ანა ჯანელიძე, ქუთაისის მართვეს ფეხბურთელი

ანა ჯანელიძე: ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულება ბევრი მახსენდება, ნაკრებში როცა ვთამაშობდით, თამაშების წინ გვპირდებოდნენ, რომ მოგების შემთხვევაში, პრემიებს დაგვირიცხავდნენ, ეკიპირებას გვაჩუქებდნენ და ა.შ მართლაც, მოვიგეთ ეს თამაში მოლდოვასთან და თამაშის ბოლოს გვითხრეს, რომ უბრალოდ ჩვენთვის მოტივაციის ამაღლება სურდათ, არც პრემიები არსებობს და არც ეკიპირება.

ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს და რა განსაზღვრებაა „ქალთა ფეხბურთი“, აქ ყველა სხვა მნიშვნელოვან პოზიციას კაცები იკავებენ. ჩვენ, ქალ ფეხბურთელებს, ერთმანეთთან კონკურენცია არ გვაქვს, მაგრამ ვებრძვით ერთმანეთის მწვრთნელებს.

ლანა გორგაძე: ნამდვილად, დღემდე განსაკუთრებული მეგობრობა გვაქვს „ლანჩხუთთან“, ვინც არ უნდა მოვიდეს მათ სათავეში, ზუსტად ვიცით ერთმანეთის ღირებულებების შესახებ. ვიცით, რომ მოედანზე, როცა თამაში იწყება, ყველაფერი მთავრდება, მაგრამ, არსებობს ბევრი რამ, რაც მოედანზეც გაუმართლებელია.

მაგალითად, სამი წლის წინ თბილისში, „ნიკესთან“ თამაშის შემდეგ მივიღე მუხლის ტრავმა, რომლის გამოც ჩამიტარდა ოპერაცია და ვერ გავიარე სათანადო რეაბილიტაცია, ამ პასუხისმგებლობას მთლიანად მათ მწვრთნელს გივი კვარაცხელიას ვაკისრებ, მით უმეტეს, როცა ქალთა ფეხბურთში ამ განუკითხაობის გამო, შეძლება ერთი ტრავმაც კი კარიერის ფასად დაგვიჯდეს.

ფეხბურთელები ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, თამაშს პატივს ვცემთ, ასეთი მწვრთნელი კი ბევრია ქალთა ფეხბურთში, ვინც, პირველ რიგში, საკუთარ და შემდგომ მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელებს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს, მუდმივად, სავარჯიშო მოედნიდან – შეხვედრებამდე, საკუთარი არაპროფესიონალიზმით და იმით, რომ მათ ფეხბურთი არ უყვართ.

როცა ფედერაციასთან მივდივართ, ან რამეს შევჩივლებთ, არასდროს არ ვფიქრობთ მხოლოდ „ჩვენზე“ ყოველთვის ყველაზე და საერთოზე ვსაუბრობთ, ამის გამო, ჩემი გუნდით ამაყი ვარ. ამ 90 წუთის შემდეგ ჩვენ ყველანი ვართ ერთნი.

ავტორი: ანანო ნიქაბაძე

მაუწყებლის ჟურნალისტი 2021 წლიდან.

ავტორი: ანანო ნიქაბაძე

მაუწყებლის ჟურნალისტი 2021 წლიდან.

გაზიარება