ს/კ გონიოს ბავშვთა აკადემია

ს/კ გონიომ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გახსნა, სადაც 6-14 წლამდე ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრებით დაკავების საშუალება ექნებათ. როგორც კლუბში ამბობენ, თანდათან, ძირითად გუნდს, სწორედ ამ აკადემიაში ჩამოყალიბებული ფეხბურთელები შეავსებენ.
კლუბი 2020 წელს დაარსდა. 1-ელ წელს, რეგიონალურ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავეს, რითაც საქართველოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე, “გონიომ” ხაშურის “ივერია” 4:0 დაამარცხა და მე-2 ეტაპზე მათი მეტოქე ხობის “კოლხეთი” იქნება.
გონიოს მოედანზე მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ისინი საუკეთესო 32 გუნდში მოხვდებიან.
კლუბის მიზანი, 2028 წლისთვის, მინიმუმ მე-2 ლიგაში თამაშია. ისინი თვლიან, რომ კლუბის მაღალ დივიზიონში დაწინაურება სამომავლოდ ხელს შეუწყობს “გონიოს” სწრაფად განვითარებას, რაც მოედანზე კიდევ უფრო მეტ მაყურებელს მოიყვანს.

გაზიარება