ბათუმი ისტორიულ ფინალს უახლოვდება

18 მაისს, ბათუმის ახალ სპორტულ სასახლეში, ბათუმისა და ქუთაისის გუნდების დაპირისპირება შედგა.

1-ელი 2 თამაშის წაგების შემდეგ, ბათუმმა საკუთარ მოედანზე ორივე თამაში მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გულშემატკივრების მხარდაჭერა, რომელმაც საკუთარი გუნდი არ დააღალატა და ორივე თამაშში გვერდით დაუდგა.

როგორც გუნდის მწვრთნელი, ასევე მოთამაშეები, თამაშის შემდეგ დარბაზში გულშემატკივრების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. მათი აზრით, ის მუხტი, რასაც ბათუმი ადგილობრივი გულშემატკივრისგან იღებს, უკეთესი თამაშისთვის აუცილებელია.

ფინალისტის ვინაობა ქუთაისში გასამართ მე-5 თამაშში გადაწყდება.

გაზიარება