რისთვის ისჯება ლევან ზურაბაშვილი?

2022 წლის 17 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ „ორი ან მეტი პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის” გამო, ლევან ზურაბაშილს 7 წლიანი პატიმრობია მიუსაჯა.

ზურაბაშვილი სათამაშო ხელყუმბარით თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისში 2020 წლის 20 ნოემბერს შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
მისი მიზანი პოლიტიკური მოთხოვნების გაჟღერება იყო, რისი სივრცეც ქვეყნის ძირითადი მედია საშუალებებით არ მიეცა.
მან „ფეისბუკ“-LIVE-ის საშუალებით ადგილიდან 3 მოთხოვნა მაინც გააჟღერა:

  • აიკრძალოს ყოველგვარი აზარტული თამაშები;
  • ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
  • შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.

შეჭრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეტიც, ზურაბაშვილის ამგვარმა გამოხმაურებამ, ქვეყანაში არსებულ ძირითად პრობლემებზე და უსამართლობაზე, სახალხო მხარდაჭერა და სოლიდარობა დაიმსახურა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანია დაიწყო, რასაც მის სასამართლო პროცესებზე არაერთი მხარდამჭერი აქციაც მოჰყვა.

#სოლიდარობალევანზურაბაშვილს

გაზიარება