ტყიბულის “მეშახტე”

ტყიბულის სტადიონის ტრიბუნები თითქმის 17 ათასი გულშემატიკვრისთვის აშენდა. გახსნით თამაშზე, თბილისის ”ლოკომიტივის” წინააღდეგ, არენა მაყურებელს მაინც ვერ იტევდა. შორეულ 60-იანებში, “მეშახტემ” ერთხელ მოსკოვის ცსკა დაამარცხა, 2-1. ახლა ტყიბულში სულ 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. სტადიონი ყველას იმ დროს ახსენებს, როცა ქალაქი დაცლილი არ იყო.
უსამართლობაა, რომ მეშახტე ერთადერთი ძველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელსაც არასოდეს უთამაშია უმაღლეს ლიგაში.
უგულშემატკივრე შენი ქალაქის გუნდს.

გაზიარება