მაგიდის ჩოგბურთი – ახალგაზრდა სპორტსმენებს დიდი გეგმები აქვთ

ბათუმში მაგიდის ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია.
გარდა იმისა, რომ ბევრი ბათუმელისთვის, საღამოს, ბულვარში მაგიდის ჩოგბურთის თამაში ყოველდღიურობის ნაწილია, ქალაქს პროფესიონალური ჩოგბურთის ისტორია აქვს.
საქართველოს პირველი ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდა. ბათუმელი სარქის სარხოიანი გახდა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სპორტსმენებს არ აქვთ შესაბამის პირობებში ვარჯიშის საშუალება, ახალგაზრდა სპორტსმენებს დიდი გეგმები აქვთ!

გაზიარება