ფსიქიკური ჯანმრთელობა და სპორტი

სპორტსმენებში დეპრესიას ბევრი რამ იწვევს. წარმოუდგენელია, მუდმივ წნეხს გაუძლო და ამას ფსიქიკურადაც და ფიზიკურად სრულიად მზად დახვდე. თუმცა მას შემდეგ, რაც სპორტში დიდი კორპორაციების ინტერესები იზრდება, ერთადერთი სურვილი, მეტი ბილეთის გაყიდვა და მეტი მოგების მიღებაა, ეს პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება.

დროა, დავფიქრდეთ, რომ სპორტსმენებს არამარტო ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობაც აქვთ და რომ დეპრესია ისეთივე საპატიო მიზეზია, უარი თქვა მნიშვნელოვან ტურნირზე გამოსვლაზე, როგორც ფიზიკური ტრავმა.

გაზიარება